Jump to content
Planeta.Ge

წმინდა ჩარლზ დარვინის სახელობის ეკლესია

Recommended Posts

არა ეგ სპეციალურად დავდე,

ტაშიი

ანუ სხვებზე წერდი, მოირგესო და შენც იგივე გააკეთე. ის თარგმანი დადე, რომელსაც შენი შეხედულებების გასამყარებლად მოირგებდი. :givi:

რომ ბიბლიაში მონობის არსებობის გარდა ისიც დამდასტურებინა, თუ როგორ ცდილობს ეკლესია დამალოს სუსტი წერტილები.

ხო კაი, გასაგებია. :) ეკლესია ნამდვილად ცდილობს დამალოს თავისი სუსტი წერტილები და უფრო მეტ არასასურველ საქმეებსაც აკეთებს, რისთვისაც უკვე მიიღეს თავისი საზღაური და მომავალში კი უფრო მეტად მიიღებს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 130
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

და რატომ გგონია რომ ქრისტე რასაც მეუბნება აღასრულეო არ ვასრულებ?

იმიტომ მგონია კი არ და ვიცი რომ ღმერთი გეუბნება თაყვანი ეცი მხოლოდ შენს ღმერთს და მხოლოდ მას ემსახურე შენ და სხვა მართლმადიდებლები კიდევ ყოვლადდასაწველებს სანთლებსა და საკმელებს, მიქაელ მთავარანგელოზის იმიტირებულ გამოსახულებას, კაბადოკიელი ნინოს, მოწამე გიორგის, თამარ მეფისა და ილია ჭავჭავაძის ნახატების წინაშე აკმევთ რითაც ეთაყვანებით მათ და უფლის მცნებას არღვევთ, კიდევ იმიტომ რომ როდესაც უფალი ამბობს თქვენი მსხვერფლი საზიზღარია ჩემთვის განა ხარის სისხლს ვსვავ ან ვაცების ხორცს ვჭამ? თქვენი მოძღვარი ალავერდობას სიამოვნებით უტრუსავს მსხვერპლად მიყვანილ ვაცებს სანთლით შუბლს, იმიტომ ვიცი რომ როდესაც უფალი ამბობს, როგორ სახლს ამიგებთ ან რომელი ადგილია ჩემდა განსასვენებლად ცა ტახტია ჩემი და მიწა ჩემი ფეხთა სადგამი, თქვენი მოძღვარი ამბობს წმიდაიში ჩემს გარდა ნურავინ შევა ვინაიდან იქ ცხოვრობს ღვთის სული, ასე კიდევ ბევრის ჩამოთვლა შემიძლია, შენი პრობლემა რაში მდგომარეობს იცი? იმის შიშით რომ ცრუ მრევლიდან არ მოიკვეთო უფლის ნებაზე მაღლა ადამიანის სწავლებებს აყენებ და მათ ანიჭებ უპირატესობას, ეს ახალი არ არის პირველ ქრისტიანებსაც ასე კვეთავდნენ სინაგოგიდან და მათაც იგივე შიში ჰქონდათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხატი ხატიო რომ იძახი .....უფლის კიდობანი თუ არ იყო კერპი და იმ კიდობანში ღმერთის ძალას ხედავდნენ რატომ გგონია რომ ხატებშიც მაგდაგვარი რამე არ ხდება?

იმიტომ მგონია რომ იესოს მოკვდინების შემდეგ სოლომონის ტაძრის წმინდათა წმიდაის კრეტსაბმელი შუა გაიხა და იქ დასვენებული აღთქმის კიდობანიდან დატოვა სულიწმინდამ ტაძარი, მართლმადიდებლები კი ღვთის სულს უკან აბრუნებენ ხან წმიდაიში მალავენ ხან ხატებში ტენიან და თან ისე რომ ღმერთს არ ეკითხებიან არაფერს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ სხვებზე წერდი, მოირგესო და შენც იგივე გააკეთე. ის თარგმანი დადე, რომელსაც შენი შეხედულებების გასამყარებლად მოირგებდი.

არა მაგაში ვერ დაგეთანხმები და აი რატომ. შენი აზრი მართალი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ მე გამოვიყენებდი ვთქვათ ტაჯიკების თარგმანს ქართველების წინააღმდეგ. მაგრამ მე გამოვიყენე ქართული წყარო ზუსტად იმ მოსაზრების არაზუსტობის დასამტკიცებლად, რომელის მიერაც იქნა ხსენებული თარგმანი წარმოებული. ამდენად მე ვფიქრობ, რომ სწორი ვქენი. აბა დაფიქრდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ დამისახელო ის 0.01 % ხალხი თუ ვინ იყვნენ, მაჩვენე მათი ნაღვაწი,

უფლის ხალხი პროცენტებით არ იზომება დაგისაცელებ ქრისტიანები, მათი ღვაწლი კი ღვთის ნების აღსრულებაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgi qadagishvili

შენ დაწერილს, რომ ვკითხულობ მგონია სტეფან კინგის უჟასებია თქო. რა იყო ბიბლიიდან მარტო ხოცვა ჟლეტა გახსოვს ???

ან ეგენი თუ წაიკითხე არ დაფიქრდი იმაზე, რომ ეგეთი ადამიანური აზრები, როგორც შურისძიება და მოკვლაა მხოლოდ ადამიანს მოუვიდოდა თავში და ზეარსება, სამყაროს შემოქმედი ესეთი მდაბიო ადამიანურ-სადისტური პრინციპებით არ იმოქმედებს?

შენს დაწერილს კიდევ რომ ვკითხულობ ეშმაკისაგან ღრმად შეცდენილი და მოტყუებული ადამიანების ტექსტი მგონია, ვინ გითხრა რომ სასჯელის დადება ადამიანურია? კანონიც და სასჯელიც ღვთისაა ადამიანი მხოლოდ ბაძავს ღმერთს ვინაიდან მის მსგავსად არის შექმნილი, სადისტურს რას ეძახი მკვლელს რომ ციხეში ათავსებენ და მიწიერი ხელისუფლება მიწიერ სასჯელს ადებს ეს სადისტურია? გავაუქმოთ სასჯელი და ქაოსი ვამეფოთ? ჰო და თუ მიწიერ მეფეს შეუძლია სასჯელის დადება ღმერთი უფრო დიდი და უფლებამოსილია და თანაც სამართლიანი ვინაიდან ყოველივეს დამსახურებულად მიუზღავს რომ ამბობ რად სჯისო იმას რაღატომ აღარ იძახი რომ სიმართლის მკეთებელს რა ნეტარებასაც ჰპირდება? ან შენ რომ დასასჯელი გაიხადე თავი რატომ ცდილობ სასჯელისგან თავის დაძვრენას იაფფასიანი ფილოსოფიით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მაგაში ვერ დაგეთანხმები და აი რატომ. შენი აზრი მართალი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ მე გამოვიყენებდი ვთქვათ ტაჯიკების თარგმანს ქართველების წინააღმდეგ. მაგრამ მე გამოვიყენე ქართული წყარო ზუსტად იმ მოსაზრების არაზუსტობის დასამტკიცებლად, რომელის მიერაც იქნა ხსენებული თარგმანი წარმოებული. ამდენად მე ვფიქრობ, რომ სწორი ვქენი. აბა დაფიქრდი.

ტაშიი

მართალი ხარ, გეთანხმები. იმის დასადასტურებლად რომ მცდარი იყო თარგმანი, მაგიტომ მოიყვანე ეკლსიის თარგმანი. გავიგე ეხლა. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ გითხრა რომ სასჯელის დადება ადამიანურია? კანონიც და სასჯელიც ღვთისაა

შენ ვინ გითხრა ამის თაობაზე? იქნებ მოგატყუეს?

სადისტურს რას ეძახი მკვლელს რომ ციხეში ათავსებენ და მიწიერი ხელისუფლება მიწიერ სასჯელს ადებს ეს სადისტურია? გავაუქმოთ სასჯელი და ქაოსი ვამეფოთ?

სადისტურს ვეძახი მაგალითად:

როდესაც ღმერთმა დახოცა ყველა ჩვილი ეგვიპტეში, მხოლოდ იმიტომ რომ ებრაელები გაეშვათ ეგვიპტედან. ანუ ერთი რომელიღაცა ეთნოსის მხარდასაჭერად დახოცა უდანაშაულო ჩვილები. ამის წაკითხვის შემდეგ მებადება ესეთი კითხვა, როგორ შეიძლება ღმერთი იყოს ერთი რომელიმე ეთნოსის მხარდამჭერი? ან თუ ესეთი მხარდამჭერია, მაშინ რატომ დაუშვა ჰიტლერი?

ბიბლიური სწავლებით თუ არ ვცხოვრობ ბიბლიურად დავისჯები იმ ქვეყნად, თუმცა, როგორც ჩანს "მორწმუნეებს" არ გაკმაყოფილებთ ეს, ვინაიდან თავად არ ხართ სამოთხის არსებობაში დარწმუნებული და ამიტომ სისტემატიურად ელოდებით რაიმე წარღვნას რომ "ურწმუნოები" აქ დასაჯოს ღმერთმა, თქვენს დასანახად, რომ გაგიხარდეთ მათი სისხლის მდინარეები.

თუ ესე გჯერათ სამოთხის, მაშინ რად გინდათ ესე წარღვნები და ცუნამები აქ? იქ არ გყოფნით?

სოდომის და გომორის დაქცევა თუ შეიძლებოდა ჰიტლერი რატომ არ დაქციეთ ლოცვებით ან ღმერთის ხელით სანამ ამ შიზოფრენიკმა არ მოკლა 50 მილიონი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაც ღმერთმა დახოცა ყველა ჩვილი ეგვიპტეში, მხოლოდ იმიტომ რომ ებრაელები გაეშვათ ეგვიპტედან. ანუ ერთი რომელიღაცა ეთნოსის მხარდასაჭერად დახოცა უდანაშაულო ჩვილები. ამის წაკითხვის შემდეგ მებადება ესეთი კითხვა, როგორ შეიძლება ღმერთი იყოს ერთი რომელიმე ეთნოსის მხარდამჭერი? ან თუ ესეთი მხარდამჭერია, მაშინ რატომ დაუშვა ჰიტლერი?

ღმერთს არ დაუხოცია და თუ გაინტერესებს ვინ დახოცა შემიძლია შენივე თვალით განახო, რატომ დაუშვა ჰიტლერი რატომ არ ახრჩობს სატანას და საერთოდ რატომ? თუ გაინტერესებს ღმერთი უნდა ეძიო და თავად გაგცემს პასუხს.

შენ ვინ გითხრა ამის თაობაზე? იქნებ მოგატყუეს?

მე ვერ მომატყუებენ იმიტომ რომ ადამიანების ნალაპარაკევს ნაკლებად ვიჯერებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოდომის და გომორის დაქცევა თუ შეიძლებოდა ჰიტლერი რატომ არ დაქციეთ ლოცვებით ან ღმერთის ხელით სანამ ამ შიზოფრენიკმა არ მოკლა 50 მილიონი?

იმიტომ რომ შეგეცნო თუ როგორია წუთისოფელი როდესაც მას ლუციფერი მართვას.

ჰიტლერი რატომ არ დაქციეთ

ჰიტლერი პაიკი იყო იმის ხელში ვინც მას მართავდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgi qadagishvili

აბა რა არის? ადამიანის ხელთქმნილი რომ კერპია ეს არ იცი? ამიტომ გითხარი თუ ადამიანის ხელთქმნილს ხეს ქვას ლითონს თაყვანს სცემ

დედა რომელიც თავის მონატრებულ შვილის სურათს კოცნის, თურმე დედა ქაღალდს, ჩარჩოს ეფერება და არა მის გულში მონატრებულ შვილს

და მეორე ეტყობა კარგად ვერ ერკვევი მართლმადიდებლების მრწამში და მის დოგმატებში, თორემ არ იტყოდი ზვარაკებს წირავთო, მართლმადიდებლებს ერთი მსხვერპლშეწირვა გვაქვს და ეს ქრისტეს სისხლი და ხორცია რომელიც ქრისტესთან ზიარებას ნიშნავს და არანაირი ცხვარი იქნება თუ ხბოს არ ვცნობთ ეს უბრალოდ მშიერის დაპურებააა და მეტი არაფერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დედა რომელიც თავის მონატრებულ შვილის სურათს კოცნის, თურმე დედა ქაღალდს, ჩარჩოს ეფერება და არა მის გულში მონატრებულ შვილს

მერე ღმერთი და დედის მიერ მონატრებული შვილი ერთია? ღმერთი რომ მოგენატრება კერპს კი არ უნდა დაუწყო მოფერება, სულიწმინდა უნდა სთხოვო და სხეული განწმინდო რომ დაივანოს შენში როგორც ღვთის ცოცხალ ტაძარში და მუდამ შენთან იქნება და აღარ დაგჭირდება მის გასახსენებლად ხელქმნილი კერპი. რადგან შენთან იქნება მუდამ და შენი გზის წარმმართველი და ის გასწავლის ყველაფერს და არავისი სწავლება აღარ დაგჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და მეორე ეტყობა კარგად ვერ ერკვევი მართლმადიდებლების მრწამში და მის დოგმატებში, თორემ არ იტყოდი ზვარაკებს წირავთო, მართლმადიდებლებს ერთი მსხვერპლშეწირვა გვაქვს და ეს ქრისტეს სისხლი და ხორცია რომელიც ქრისტესთან ზიარებას ნიშნავს და არანაირი ცხვარი იქნება თუ ხბოს არ ვცნობთ ეს უბრალოდ მშიერის დაპურებააა და მეტი არაფერი

კარგად რომ ვერკვევი დიგმატებში იმიტომაც ვწერ რომ ცდებიან, რაც შეეხება ზვარაკების შეწირვას მართალს ამბობ იმიტომ რომ ღმერთს კი არა ეშმაკს სწირავთ შესაწირავი ღმერთისა არის სუფთა სინდისი და მონანული გული, ჰო და ქრისტეს წმინდა სისხლს რომ ბღალავენ ცხოველთა სისხლით და ღვინით იძახიან მიაგებოს, ტაბლას რომ ითხოვს თქვენი მოძღვარი მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად ამას ვამბობ ზუსტად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთს არ დაუხოცია და თუ გაინტერესებს ვინ დახოცა შემიძლია შენივე თვალით განახო

giorgi qadagishvili

ბოდიში ჩავერთვები ერთი შეკითხვით: როგორ უნდა ანახო თავისი თვალით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...