Jump to content
Planeta.Ge

წმინდა ჩარლზ დარვინის სახელობის ეკლესია


Recommended Posts

მე მეცნიერი არ ვარ მაგრამ კარგად ვიცი რომ ეს ასოები თავისით ვერ დაიწერება თუ კლავიატურის შესაბამის ღილაკს თითი არ დავაჭირე, ისიც ვიცი რომ თუ მწყობრი თანმიმდევრობით არ ვწერე წინადადება ვერ შეიქმნება და ქაოსურ ალფავიტს მიიღებთ პასუხის ნაცვლად და კიდევ ვიცი რომ ამ ტექსტის ავტორი გონიერი პიროვნებაა ვინაიდან ჩემს ადგილზე რომ ცხენი, ცხვარი ან კატა იჯდეს პასუხს ვერ გაგცემდათ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 130
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ჰო და თუ ამ მცირედს, გონიერი ადამიანის ძალისხმევა და აზროვნების უნარი სჭირდება, წარმოგიდგენიათ მხოლოდ მზის სისტემის ორგანიზებულ ციკლის ორგანიზებასა და ზედმიწევნით ზუსტ განლაგებას პლანეტებისას რათა დედამიწაზე სიცოცხლე იყოს შესაძლებელი სხვა სისტემებსა და გალაქტიკებს, რომ თავი დავანებოთ რაოდენ ძლიერი და გონიერი პიროვნების უშუალო ჩარევა დასჭირდებოდა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გონიერმა ადამიანმა ჯერ ასეთი თეორია უნდა ჩამოაყალიბო და ეცადო გაიგო ვინ არის ის უფრო გონიერი და თუ ვერ იპოვი ასეთი ყოფილა უფლის ნება აი დიდი აფეთქების თეორიაზე და აბიოგენეზზე მერე უნდა გადახვიდე იმედი რომ ამოგეწურება რაღაცნაირად გაამართლო სამყაროსა და სიცოცხლის შექმნა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

 

კაი თემაა :D ძალიან მომწეონა.

 

შენ როგორც ყველა ქართველს, გგონია რომ ყველაფერი იცი :) მაგრამ მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი, არა მართლა გაუნათლებელი ვარ. ამისდამიუხედავად:

 

აურელიუს აუგუსტინე ჰიპონესისა არ უბავდა მხარს მონადფლობელობას, თუმცა იგი ცდილობდა აეხსნა თუ რამ გამოიწვია მონათფლობელობა და რატომ საუბრობს ''ძველ აღთქმაში'' ღმერთი მონობაზე. ზუსტად ამიტომ მისი აზრების ინტერპრეტაცია ხდება როგორც - მონათფლობელობის მომხეს. იგი იყო თეოლოგი და ფილოსოფოსი, პლატონიზმის გამზიარებელი.

შენ მიემხრე ზუსტად იმ აზრს, რომ აუგუსტინესთვის მისაღები იყო მონობა, თუმცა ამის მტკიცება მარტო მას შეუძლია ვინც არც მის ნამუშევრებს იცნობს და თუ იცნობს, მაშინ ლოგიკურ აზროვნებასა და აღქმასაა მოკლებული. გაადაათვალიერე ვიკიპეფია, ან უბრალოდ დაგუგლე, იპოვნი უამრავ არტიკლს რომელიც თემას უფრო აღრმავებს.

“There are so many of those in Africa who are commonly called ‘slave dealers’ (mangones), that they seem to be draining Africa of much of its human population and transferring their ‘merchandise’ to provinces across the sea.”

აუგუსტინეს სიტყვები, წყარო: Augustine, Letters, Vol. 6 (1*-29*), Fathers of the Church, Vol. 81, trans. Robert B. Eno. Washington, DC: Catholic University of America Press. Hbk, 1989. ISBN: 0813200814, pg. 76.

სინამდვილეში აუგუსტინე მონათპლობელობისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგი იყო, თუმცა იგი ამბობდა რომ სჯობს ომში დამარჩხებული მტერი ტყვედ(ანუ მონად) წამოიყვანო ვიდრე მოკლა იგი.

აუგუსტინე მიმართავს იმდროინდელ ეკლესიას ერთ-ერთ თავის წერილში:

"You (the Church) see to it that the masters are mild towards their slaves out of regard for the one God who is master of both, and you dispose them to look after their interests rather than keep them down by force. You teach that love is due to everyone and that it is forbidden to treat human beings unjustly whoever they may be." (De mor. ecclesiae cath. I, 30, 63. PL 32, 1336).

ახალი აღმოჩენილია მისი წერილი - ''Divjak letter 10'', რომელშიც იგი წერს,თუ როგორ ელაპარაკა მონობიდან გამოხსნილ პატარა გოგონას(გოგონა უკვე გემით გადაჰყავდათ გასაყიდად).

აი რას წერს იგი:

"I myself asked one girl of a crowd which had been freed by our Church from this miserable captivity, how she came to be sold to the slave traders. She told me she had been seized from her parents' house. I asked her if she had been alone there."

 

"She said her parents and brothers were there. Her brother had come to take her home, and he explained to me how it happened, as the girl herself was still very young. These robbers who came in the night, he said, were such that you would hide from them rather than resist them."

 

მოვრჩეთ აუგუსტინეზე... რელიგიაში სხვა ბევრი სიმახინჯეა, რომელიც ძალიან სამწურაო და რომელიც გამოწვეული იყო უვიცი და ცუდი ხალხის მიერ.

 

შენ ეტყობა ჩამორჩი რელიგიურ მიმდინარეობას. ევოლუციას უკვე აღიარებენ ეკლესიაბი :) რათქმაუნდა ამას არასოდეს არ აღიარებს ჩვენი ეკლესია :) თუ რას ამბობენ თეოლოგები თუ ფილოსოფოსები ევოლუციაზე, შეგიძლიან წაიკითხო თანამედროვე თეოლოგიური და ფილოსოფიური ნაშრომები: ფალიკოვსკი, კ.ს ლუისი, ტიმ კელერი... მეტი არ ვიცი :D გაუნათლებელი ვარ!

 

giorgi qadagishvili

 

რაც შეეხება შენ არგუმენტებს და მსჯელობას... ყოვლად მიუღებელი და არასწორია... შენ წმინდა ავგუსტინეს რელიგიური მეძავობის მქადაგებელიც კი უწოდე :))) თუმცა მე რა მესმის მე ერთი გზააბნეული არამართლადიდებელი გაუნათლებელი ქრისტიანი ვარ!

Edited by Martyr
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც ისედზე მსჯელობთ რაზეც უკვე დიდი ხნის წინ არის გაცემული პასუხი. რელიგია რომ ირგებს თანამედროვე მიღწევებს და რომ იცვლება, ეს არახალია და ვინც არ უნდა თქვას უცვლელიაო ჩვენი ეკლესიაო, კარგად გადახედოს ისტორიას და ნახავს, როგორ იცვლება.

 

რაც შეეხება დარვინს, რომის პაპმა ევოლუცია აღიარა (კათოლიკებისგან ესე ვიცი), ოღონდ რა თქმა უდნა ღმერთთან არის დაკავშირებული ევოლუცია.

 

ევოლუცია ეხლა უკვე აღარ არის პრინციპული საკითხი, ეხლა პრინციპული საკითხია აბიოგენეზი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამეცნიერო წრეებში კი ასეა, მაგრამ სანამ თეორია ჰქვის ეს იმას ნიშნავს რომ დამტკიცება სჭირდება თორემ აქსიომა ერქმეოდა.

 

ამან დამაბნია და მეც შეცდომით გავაგრძელე. ეს არ არის სწორი.

 

შეუძლებელია ევოლუციის მაგვარი თეორია იყოს აქსიომა. ალბათ უნდა გეთქვა თეორემა. თეორემა არის დამტკიცებული. აქსიომას დამტკიცება არ სჭირდება. თეორემა არსებობს მხოლოდ მათემატიკაში, სხვა დისციპლინებში თეორემა არ არის. ხდება თეორიის შემუშავება და განვითარება და სხვადასხვა დაკვირვებებით მისი დასაბუთება. მეცნიერების სიძლიერეც ამაშია, რომ იგი არ არის დოგმატური და თუკი დაკვირვების შედეგად დადასტურდა თეორიის სიმცდარე იგი ავტომატურად უქმდება. 150 წელია არსებობს ევოლუციის თეორია და მიუხედავად თანამედროვე გენეტიკის მიღწევებისა ეს თეორია არათუ გაუქმდა უფრო გამყარდა. თუკი ცდილობ ამ თეორიის უზუსტობის დამტკიცებას მაშინ საპირწონე სამეცნიერო თეორია უნდა მომიყვანო და არა 1500 წლის წინ ვიღაცის მიერ დაწერილი წიგნი, რომლის შინაარსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ეშმაკისეული ყოფილა.

 

ახალი აღმოჩენილია მისი წერილი

 

:D ეს მომეწონა. ახალი აღმოჩენილი წერილიო. რაც შენ დამიწერე არსად არ ჩანს, რომ იგი გმობდა მონობას ან როგორც შენ ამბობ ტრეფიკინგს :D, 4 საუკუნეში ტრეფიკინგი მომეწონა :D

 

ჩანს ინგლისური გესმის, ხოდა აჰა გაერთე:

 

ძველი აღთქმა:

 

"Cursed be Canaan! The lowest of slaves will he be to his brothers. He also said, 'Blessed be the Lord, the God of Shem! May Canaan be the slave of Shem. May God extend the territory of Japheth; may Japheth live in the tents of Shem and may Canaan be his slave'. " -- Genesis 9:25-27

 

25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!

 

26. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!

 

27. განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!

 

(ქართულ თარგმანში მონა შეცვლილია მორჩილით) :)

 

"If you buy a Hebrew slave, he is to serve for only six years. Set him free in the seventh year, and he will owe you nothing for his freedom. If he was single when he became your slave and then married afterward, only he will go free in the seventh year. But if he was married before he became a slave, then his wife will be freed with him. If his master gave him a wife while he was a slave, and they had sons or daughters, then the man will be free in the seventh year, but his wife and children will still belong to his master. But the slave may plainly declare, 'I love my master, my wife, and my children. I would rather not go free.' If he does this, his master must present him before God. Then his master must take him to the door and publicly pierce his ear with an awl. After that, the slave will belong to his master forever." -- Exodus 21:2-6

 

2. თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს.

 

3. თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს.

 

4. თუ პატრონმა უთხოვა ცოლი და ცოლმა ვაჟები და ასულები უშვა, ცოლიც და მისი შვილებიც პატრონისაა; თავად მარტო წავიდეს.

 

5. თუ ყმა იტყვის: მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო,

 

6. მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე, მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვრიტოს ყური; მისი ყმა იქნება სამუდამოდ.

 

"When a slave owner strikes a male or female slave with a rod and the slave dies immediately, the owner shall be punished. But if the slave survives a day or two, there is no punishment; for the slave is the owner's property." -- Exodus 21:20-21.

 

20. თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს.

 

21. ოღონდ თუ ერთს ან ორ დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი.

 

"Your male and female slaves are to come from the nations around you; from them you may buy slaves. You may also buy some of the temporary residents living among you and members of their clans born in your country, and they will become your property." -- Leviticus 25:44-45

 

44. ყმა და ყმაქალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ, თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმა ქალი.

 

45. იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად დგანან თქვენთან, და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ესენი.

 

46. დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით.

 

 

ეხლა ცოტა ახალი აღთქმაც:

 

"Who then is the faithful and wise slave, whom his master has put in charge of his household, to give the other slaves their allowance of food at the proper time? Blessed is that slave whom his master will find at work when he arrives." -- Matthew 24:45-46.

 

45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ?

 

46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.

 

"Let all who are under the yoke of slavery regard their masters as worthy of all honor, so that the name of God and the teaching may not be blasphemed. Those who have believing masters must not be disrespectful to them on the ground that they are members of the church; rather they must serve them all the more, since those who benefit by their service are believers and beloved. Teach and urge these duties. Whoever teaches otherwise and does not agree with the sound words of our Lord Jesus Christ and the teaching that is in accordance with godliness, is conceited, understanding nothing, and has a morbid craving for controversy and for disputes about words. From these come envy, dissension, slander, base suspicions, and wrangling among those who are depraved in mind and bereft of the truth, imagining that godliness is a means of gain." -- 1 Timothy 6:1-5.

 

1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.

 

2. რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.

 

3. ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას,

 

4. მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი,

 

5. გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ.

 

6. თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია.

 

"Slaves, obey your earthly masters with fear and trembling, in singleness of heart, as you obey Christ; not only while being watched, and in order to please them, but as slaves of Christ, doing the will of God from the heart." -- Ephesians 6:5-6.

 

5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;

 

6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.

 

"Submit yourselves for the Lord’s sake to every authority instituted among men." -- 1 Peter 2:13

 

13. ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს,

 

"Slaves, accept the authority of your masters with all deference, not only those who are kind and gentle but also those who are harsh. For it is a credit to you if, being aware of God, you endure pain while suffering unjustly. If you endure when you are beaten for doing wrong, what credit is that? But if you endure when you do right and suffer for it, you have God's approval." -- 1 Peter 2:18-19.

 

18. მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც.

 

19. რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს.

 

 

 

და ბოლოს ესეც ნეტარი ავგუსტინე, The City of God (Book XIX) თავი მე-15:

 

"Beyond question it is a happier thing to be the slave of a man than of a lust; for even this very lust of ruling, to mention no others, lays waste men's hearts with the most ruthless dominion."

 

"But by nature, as God first created us, no one is the slave either of man or of sin. This servitude is, however, penal, and is appointed by that law which enjoins the preservation of the natural order and forbids its disturbance; for if nothing had been done in violation of that law, there would have been nothing to restrain by penal servitude. And therefore the apostle admonishes slaves to be subject to their masters, and to serve them heartily and with good-will, so that, if they cannot be freed by their masters, they may themselves make their slavery in some sort free, by serving not in crafty fear, but in faithful love, until all unrighteousness pass away, and all principality and every human power be brought to nothing, and God be all in all."

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მომეწონა. ახალი აღმოჩენილი წერილიო. რაც შენ დამიწერე არსად არ ჩანს, რომ იგი გმობდა მონობას ან როგორც შენ ამბობ ტრეფიკინგს , 4 საუკუნეში ტრეფიკინგი მომეწონა

 

ვა რა მაგრად დამცინი :) ყოჩაღ, თუმცა რაც მე დავწერე ვერაფერი გაიგე ხომ?

 

ავგუსტინეს სიტყვები რაც შენ გიწერია, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორც ცდილობს იგი მონობის ფენომენის ახსნას...

 

they may themselves make their slavery in some sort free, by serving not in crafty fear, but in faithful love

 

ეს სიტყვები შენ პირდაპირ გესმის, თუ ისინი ვერ მოახერხებენ განთავისუფლებას, მაშინ მათ თავი დაუხარონ მათ ფლობელს და უყვარდეთ იგი.

 

სინამდვილეში, ავგუსტინე ეწინააღდეგებოდა მონათფლობელობას და ამბობს რომ თუ ადამიანი მაინც მონობაშია, მას შეუძლია თავისუფლება უფლის სიყვარულში იპოვოს და ამგვარად მოიპოვოს თავისუფლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Martyr

 

რატომ არის ესეთი რთული იმის აღიარება, რომ ეკლესია მონობას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა საუკუნეების განმავლობაში.

 

they may themselves make their slavery in some sort free, by serving not in crafty fear, but in faithful love

ეს ციტატა ამბობს, რომ არ არის საჭირო გათავისუფლებისთვის ბრძოლა, მონობა გარკვეული სახით თავისუფლებაა და სიყვარულით ემსახურეთო.

 

 

გარდა მაგისა, რაც ციტატები მოგიყვანე ბიბლიიდან მე ხომ არ მომიგონია. თუ მე ვაკეთებ არასწორ ინტერპრეტაციას, იქნებ შენ დამეხმარო სწორ გაგებაში.

 

ან იქნებ მოძველდა "წმინდა" ტექსტები? რეალობის გათვალისწინებით ცოტა კაპიტალკა სჭირდება, ამიტომ დაიწყება ახალაღმოჩენილი წერილების გაჩენა, სადაც "წმინდა" მამები ჩვენი დროისთვის პროგრესულ იდეებს ქადაგებენ.

 

დაიწყება აუცილებლად და სწორედ მაგას ვამბობ, რომ 30 წლის მერე ეკლესია დამიმტკიცებს, რომ ის იყო დარვინის მოძღვრების ინიციატორი. მოწმეებისს წერილებიც აღმოჩნდება სადაც "დადასტურდება" რომ დარვინი ბერად აღიკვეცა და სასწაულებს ახდენდა და წმინდანადაც აღიარებენ.

 

ამიტომ ველოდები დარვინის სახელობის ეკლესიის გახსნას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამან დამაბნია და მეც შეცდომით გავაგრძელე. ეს არ არის სწორი.

მე შეცდომით არაფერი დამიწერია და დავწერე თეორია და არა თეორემა თეორია კი მეცნიერულ ვარაუდზე დამყარებული, არგუმენტებით განმტკიცებული ცნებაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება შენ არგუმენტებს და მსჯელობას... ყოვლად მიუღებელი და არასწორია... შენ წმინდა ავგუსტინეს რელიგიური მეძავობის მქადაგებელიც კი უწოდე ) თუმცა მე რა მესმის მე ერთი გზააბნეული არამართლადიდებელი გაუნათლებელი ქრისტიანი ვარ!

ჩემი მსჯელობა ყველასათვის მისაღები ვერ იქნება რაც შეეხება ავგუსტინეს რელიგიით მანიპულირებდა და ასეთებს სულიერი მეძავები ეწოდებათ ღვთის მიერ, ვინაიდან ქრისტეს მიერ ახალი აღთქმით გაუქმებული ძველი რჯული პოლიტიკური პროცესების დასარეგულირებლად და ექსპლუატირუბული ადამიანის დასაკნინებლად და დასამოჩილებლად გამოიყენა მაშინ როდესაც იესო საპირისპიროს ქადაგებდა, ასეთივე მეძავია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უფლის წერილს მატერიალური შემოსავლის წყაროდ აქცევს, ან ცრუ ტახტის განსამტკიცებლად გამოიყენებს და მას წმინდანს დაარქმევ თუ ანგელოზს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, წმინდა და მართალი ღვთის გარდა არავინ არის. ადამიანი შეიძლება საქმით გამართლდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის მართალია ღვთის წინაშე არამედ სიმართლედ ჩაეთვლება მას ღვთისთვის მოსაწონი საქმე. რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, რა სიმდიდრესაც ან ტიტულს არ უნდა ფლობდეს, როგორი მეცნიერიც არ უნდა იყოს ეს მას ვერ გაამართლებს ღვთის წინაშე, საქმის გარდა, ასეთები ადამიანების თვალში, არიან ავტორიტეტები ღვთის თვალში კი მკვდარნი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

150 წელია არსებობს ევოლუციის თეორია და მიუხედავად თანამედროვე გენეტიკის მიღწევებისა ეს თეორია არათუ გაუქმდა უფრო გამყარდა. თუკი ცდილობ ამ თეორიის უზუსტობის დამტკიცებას მაშინ საპირწონე სამეცნიერო თეორია უნდა მომიყვანო და არა 1500 წლის წინ ვიღაცის მიერ დაწერილი წიგნი, რომლის შინაარსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ეშმაკისეული ყოფილა.

ბიბლია 1500 წლის წინ არ არის დაწერილი, ებრაულ ზღაპართა კრებულს კი რასაც დღეს ბიბლიას ეძახიან ღვთის ნებისა და სიტყვისგან ბევრად განსხვავდება ამიტომაც ეუბნება იესო ებრაელებს რჯული მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათო, ვისაც ჰგონია რომ ღმერთმა მოსეს სინაის მთაზე მხოლოდ 10 მცნება მისცა და მის დაწერას 40 დღე მოანდომა ძალიან ცდება, ხოლო რა ცოდნაც იქ მოსემ მიიღო იქიდან გამომდინარე შეადგინა შემდეგ კანონთა კრებული საზოგადოებრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად რაც ებრაელების იმჟამინდელი ყოფიდან გამომდინარე რეალობას მიუსადაგა. სიმართლის გარკვევას და თუ რა მოხდა და როგორ იყო პერგამენტზე დაწერილი მანუსკრიპტების კითხვა და შენდეგ ამით ამაყობა კი არ ჭირდება არამედ ღვთის შეცნობა და მისგან იმ შემეცნების მიღება რომელიც სამყაროსა და სიცოცხლის საწყისს დარვინზე და ნებისმიერ მეცნიერზე უკეთ ხსნის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgi qadagishvili

თუ შენ მართლმადიდებელური რელიგია გგონია მცდარი, მაინტერესებს შენ რას შემომთავაზებდი? რომელი რელიგია მიგაჩნია ღვთისგან მოსაწონი.

 

და მეორე .....მაინტერესებს შენ რომელ რელიგიის მიმდევარი ხარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

მე არ ვიცი ეკლესია რას აღიარებს და რას არა(ნუ ცოტა ვიცი). მე ვიცი რომ ქრისტიანობა ჰუმანურია, თანასწორუფლებიანობისკენ და ლოიალობისკენ მივყავართ.

 

no one is the slave either of man or of sin

...მემგონი ეს კაცი აშკარად აფიქსირებდა თავის პოზიციას. შენ რატომღაც სხვანაირად უყურებ, იქნებ მე ვცდები...

და მე რა ციტატებიც მოვიყვანე, ნუთუ ეგეთი ძნელი დასანახია რომ ეს კაცი არ ამართლებდა მონათფლობელობას. Divjak letter 10 ეს წაიკითხე ბოლომდე, ლინკს თუ მოვძებნი დაგიდებ.

 

 

რაც შეეხება ციტატებს ბიბლიიდან, შენ არც პირველი ხარ ვინც ამ საკითხზე დაფიქრებულა და არც უკანასკნელი... გაეცანი ორივე მხარეს, ათეისტების და მორწმუნეებისას. მე თუ სადმე ვიპოვე, რომ მაგ კონკრეტულ საკითხე მიდიოდეს დისკუსია - მოგცემ. მე ვერ დაგეხმარები საკმარისი ცოდნა არ მაქვს.

Edited by Martyr
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ შენ მართლმადიდებელური რელიგია გგონია მცდარი, მაინტერესებს შენ რას შემომთავაზებდი? რომელი რელიგია მიგაჩნია ღვთისგან მოსაწონი.

 

და მეორე .....მაინტერესებს შენ რომელ რელიგიის მიმდევარი ხარ?

კი არ მგონია მცდარია ვინაიდან ღმერთი ამბობს თაყვანი ეცი მხოლოდ შენს ღმერთს და მხოლოდ მას ემსახურე, ხოლო მართლმადიდებლებმა მარიამით დაწყებული ანგელოზი არ დატოვეს რომ თაყვანი არ ეცათ გარდა ამისა დაივიწყეს რომ უფალი ხელთქმნილში არ სახლობს და ტაძარს ღვთის სახლს ეძახიან და უარესიც გამოაქანდაკეს კერპები უფლის ხატება უწოდეს და თაყვანს სცემენ, აი ამ ღვთისთვის საზიზღარი საქმეების ჩადენისთვის არიან შეცდომაში შეყვანილები სულ ახლახანს გაუქმებულ მსხვერპლთშეზირვაზე რომ აღარაფერი ვთქვა რითაც იესოს უდიდეს მსხვერპლს მის წმინდა სისხლს აკნინებდნენ, ღმერთმა გარკვევით დადო მცნება და მის მცნებას შესწორება შელამაზება და გადაკეთება არ სჭირდება ეს ეშმაკისაგანაა, რაც შეეხება ჩემს მრწამსს ქრისტიანი ვარ და ქრისტიანობა მიმაჩნია ღვთისთვის მოსაწონი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgi qadagishvili

 

მე არ დაგიწყებ აქ კამათს არის თუ არა ხატი კერპი, მარიამი ქალწული იკო თუ არა და ასე შემდეგ

რაც შეეხება ჩემს მრწამსს ქრისტიანი ვარ და ქრისტიანობა მიმაჩნია ღვთისთვის მოსაწონი

დღესდღეობით ქრისტიანობაზე უამრავი რელიგია დებს თასვს ხოდა ...შენგან მაინტერესებს მხოლოდ თუ შენ რომელ რელიგიას შემომთავაზებ, ან რას მირჩევ, ან რომელი რელიგია მიგაჩნია სწორი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...