Jump to content
Planeta.Ge

კიტოვანის ბიჭების ამბოხი ანუ პრივეტ იზ პოკლონნაია გარადან?!


Recommended Posts

ული წამქეზებლები

 

კიტოვანი: "ჩემი ბიჭები გააქტიურდებიან"

16:13 04.01.2011

[ლაშა ბერულავა]

მე სამი ბიჭის მამა ვარ. 2008 წლის სექტემბერში, როცა ომის ხანძარი ჩამცხრალი იყო და დასავლეთიდან საქართველოს დედაქალაქისკენ ავტომანქანით გადაადგილებისას რუსული აგრესიის აშკარა კვალი მხოლოდ მარჯვნივ დარჩენილ გორში ჩანდა, ორი უმცროსი ბიჭი გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ნახანძრალ ქალაქს.

 

როცა გორს გავცდით, გზაზე ჩვენი, ქართული არმიის კუთვნილმა რამდენიმე ღია სამხედრო მანქანამ გაგვასწრო, რომლის ბორტზე ქართველი ჯარისკაცები ისხდნენ. ჩემს პატარებს თვალებში სიხარული ჩაუდგათ და მთხოვდნენ, სიგნალით გამომეხატა მათდამი პატივისცემა, რაც გავაკეთე კიდეც. ერთი და იგივე სურათი მეორდებოდა: ლაშა და ლუკა სალონში ცმუკავდნენ, წამდაუწუმ, უკვე ჩემგან დაუკითხავად აჭერდნენ ხელს საყვირს და ქართველ ჯარისკაცებს ხელს უწევდნენ. ისინიც ღიმილით და ხელის აწევით პასუხობდნენ...

 

სწორედ ეს ეპიზოდი გამახსენდა, როდესაც გმირთა მოედანზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლის შესახებ შევიტყვე. აფხაზეთის ომის დასრულების პირველ წლებში ისინიც ისეთივე პატივისცემით და საყოველთაო ყურადღებით სარგებლობდნენ, როგორც ახლანდელი ქართული არმიის ჯარისკაცები და ოფიცრები: უწყობდნენ საღამოებს, ქუჩაში შეხვედრილთ სიყვარულნარევი მზერით აცილებდნენ, უფასოდ უშვებდნენ მეტროში და ბილეთებს არ სთხოვდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

სხვა საკითხია, ყველა იმსახურებდა თუ არა ამას, მაგრამ როგორც წესი, ერთი დაფნის გვირგვინი ასეთ დროს ყველაზე ნაწილდება, ამიტომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ისინი დიახაც გმირები იყვნენ. წაგებული ომის, მაგრამ მაინც გმირები...

 

იქნებ ჩემი ლირიკა აქ უადგილოა, მაგრამ მაინც მაწუხებს კითხვა: როდიდან არიან ისინი ზედმეტნი და ვის მიუძღვის ამაში ბრალი - მათ თუ სახელმწიფოს? იქნებ, სწორედ სახელმწიფომ ვერ დააფასა სათანადოდ მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე? იქნებ, სწორედ, საქართველომ მიიღო ომიდან დაბრუნებული ბიჭები არა ისე, როგორც მოყვარულმა დედამ, არამედ როგორც ავმა დედინაცვალმა?

 

ამერიკაში ერთი ასეთი გამოთქმა არსებობს: „მითხარი, როგორ ექცევი ვეტერანებს, და გეტყვი, ვინ ხარ შენ...“- ეს გამოთქმა ვიეტნამის ომის ამერიკელ ვეტერანებს ეკუთვნით და, თუ არ ვცდები, ვაშინგტონში, მათივე ოფისის შესასვლელთან, დიდი ასოებითაა ამოტვიფრული.

 

თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებამ ეს ეტაპი გაიარა: ვიეტნამიდან დაბრუნებული ვეტერანებისადმი ზერელე დამოკიდებულების. ჩვენი საზოგადოების მიდგომა ბევრად ჰგავს ამერიკელთა მაშინდელ მიდგომას...

 

მაგრამ ვიეტნამი ამერიკის შემადგენლობაში არც არასდროს ყოფილა და, კაცმა რომ თქვას, ტერიტორიულადაც - სად ვაშინგტონი და სად ჰანოი. სამაგიეროდ, აფხაზეთი ჩვენი იყო, ახლაც არის და თან არც არის, ის ბიჭები კი, რომლებიც დღეს გმირთა მოედანზე იდგნენ, შესაძლოა წინასწარ გაყიდულ, მაგრამ მაინც საქართველოს ერთიანობისთვის დაწყებულ ომში იბრძოდნენ. იბრძოდნენ იქ, სადაც წასვლა უბრძანეს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კი, ისევე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიოს შეიარაღებულ ძალებში, „ბრძანება ექვემდებარება შესრულებას და არა განხილვას.“

 

ვინ იცის, სად იყო მავანი მაშინ, როცა აფხაზეთში მუზები სდუმდნენ და ქვემეხები ქუხდნენ. იქნებ ისინიც, მაშინ ძალიან პატარები, ჩემი შვილების ტოლნი, აღფრთოვანებით შესცქეროდნენ იმ სამხედრო ფორმას, რომლებიც დღეს მოშიმშილე ვეტერანებს ეცვათ... მართალია, არც მაშინ იყო ყველა იმ ფორმის ტარების ღირსი და არც ახლაა ყველა გულანთებული პატრიოტი, ვინც საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმას ატარებს, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის. ამავე დროს, არც ქალზე ხელის აღმართვაა მუნდირისთვის შესაფერისი საქციელი.

 

სულ სხვა საკითხია ის, რომ გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანების სოციალური პრობლემების სათავისოდ გამოყენებას, როგორც ყოველთვის, პოლიტიკური პარტიები შეეცადნენ. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, გუშინ გმირთა მოედანზე პოლიტიკოსების გამოჩენამდე ვეტერანებთან გია ყარყარაშვილი მივიდა, რომელმაც სრულიად მისაღები წინადადება შესთავაზა მოშიმშილეებს: ექს-თავდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ აქციამ თავის მიზანს მიაღწია, მოშიმშილეებმა ყურადღება მიიპყრეს, მათ მიერ დასმული საკითხების მოგვარება დაწყებულია და უნდა დაიშალონ, რადგან დაღუპული გმირების მემორიალთან ასეთი ფორმით აქციის გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის.

 

ვეტერანთა უმრავლესობას ყარყარაშვილის წინადადება დაშლის შესახებ ჭკუაში დაუჯდა და, კაცმა რომ თქვას, პოლიციელების მიერ დაშლის მოთხოვნისთანავე მათ პლედების და კარვის ალაგება დაიწყეს, მაგრამ პოლიტიკოსების (ამ შემთხვევაში ირაკლი ბათიაშვილის) გამოჩენამ ისევ ყველაფერი თავდაყირა დააყენა: მისი გამოჩენისთანავე ვეტერანებმა ისევ ძველი ადგილები დაიკავეს და დაშლაზე უარი განაცხადეს. ბათიაშვილთან ერთად გმირთა მემორიალთან კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი თუ პოლიტიკოსობის მსურველი გამოჩნდა - ჩავარდნილი სეზონი ხომ უნდა ამოექაჩათ...

 

რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ დღეს, ვეტერანთა მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაზე მზადყოფნაც გამოთქვა და გმირთა მოედანზე მივიდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ აქცია სოციალურ ქსელებზე, სპონტანურად დაიგეგმა და ორგანიზატორებმა თავიდანვე ცალსახად განაცხადეს, აქცია არცერთი პოლიტიკური პარტიის სახელით არ ტარდებაო.

 

როგორც ჩანს, სხვების დაგეგმილ აქციებზე სიარული და თავის იქ შერგვა, სადაც მათი გამოჩენა არავის ეპრიანება, ქართველი პოლიტიკოსების მთავარ ჰობად იქცა. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ბათიაშვილი და სხვა პოლიტიკოსები აქციის დაშლას ვერ დაუშვებდნენ, რადგან მოსკოვში მყოფ ყოფილ „ბატიას“, თენგიზ კიტოვანს ამ აქციასთან დაკავშირებით საკუთარი მიზნები ჰქონია: კიტოვანი მოსკოვში მყოფ რამდენიმე ჩემს ქართველ კოლეგას ტელეფონით დაკავშირებია და დაუტრაბახია, ჩემი მოშიმშილე ბიჭები საშობაოდ გააქტიურდებიანო...

 

ყველაზე სამწუხარო სწორედ ეს არის: ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც და მოსკოვში მყოფ გვარდიის ყოფილ სარდალსაც ნაკლებად აინტერესებდათ, რა უჭირდათ და ულხინდათ ვეტერანებს, არადა, ყველაზე მეტად გუშინდელი შეტაკების დროს არა ირაკლი ბათიაშვილი, თენგიზ კიტოვანი და სხვები, არამედ ვეტერანები დაზარალდნენ, რომლებიც კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ გამოიყენეს საზარბაზნე ხორცად...პრესა.გე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ამბოხზე საუბარი ამ მოვლენის მიმართებაში?

ექვსი თუ შვიდი კაცი იჯდა და მხოლოდ სოციალური მოთხოვნები ქონდათ.პოკლონნაია გორა არა კვატი.

ტიპიური ნაციონალურ მოძრაობასთან მიკედლებული პირველი პრეზიდენტის მომხრეების აზროვნების ნიმუშია.

 

დამნაშავეები ორივე მხრიდან დასასჯელია კანონის დაცვით!

 

 

ეს ხომ საერთოდ .

 

იქნებ ახსნათ რომელი კანონი დაარღვიეს ვეტრანებმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

რა ამბოხზე საუბარი ამ მოვლენის მიმართებაში?

ექვსი თუ შვიდი კაცი იჯდა და მხოლოდ სოციალური მოთხოვნები ქონდათ.პოკლონნაია გორა არა კვატი.

ტიპიური ნაციონალურ მოძრაობასთან მიკედლებული პირველი პრეზიდენტის მომხრეების აზროვნების ნიმუშია.

+100%

 

მაგ სტატიაში ყველაზე საყურადღებო აი ეს ადგილია:

ბათიაშვილი და სხვა პოლიტიკოსები აქციის დაშლას ვერ დაუშვებდნენ, რადგან მოსკოვში მყოფ ყოფილ „ბატიას“, თენგიზ კიტოვანს ამ აქციასთან დაკავშირებით საკუთარი მიზნები ჰქონია: კიტოვანი მოსკოვში მყოფ რამდენიმე ჩემს ქართველ კოლეგას ტელეფონით დაკავშირებია და დაუტრაბახია, ჩემი მოშიმშილე ბიჭები საშობაოდ გააქტიურდებიანო...

 

ყველაზე სამწუხარო სწორედ ეს არის: ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც და მოსკოვში მყოფ გვარდიის ყოფილ სარდალსაც ნაკლებად აინტერესებდათ, რა უჭირდათ და ულხინდათ ვეტერანებს, არადა, ყველაზე მეტად გუშინდელი შეტაკების დროს არა ირაკლი ბათიაშვილი, თენგიზ კიტოვანი და სხვები, არამედ ვეტერანები დაზარალდნენ, რომლებიც კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ გამოიყენეს საზარბაზნე ხორცად

აქ კარგად ჩანს ის მიმართულება, რომელიც ხელისუფლებას სურს მისცეს ვეტერანების აქციას და აქციის დაშლის აუცილებლობას.

მალე უნდა ველოდოთ "Enver Entertainment"-ის ახალ სერიებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

100% ЛЕЧЕНИЕ CCSVI (РАССЕЯННОГО СКЛЕРОЗА) Ангиопластика всех сосудов

ilyas.hasanov@customshospital.az

+994125370183

Phd.MD. Ilyas Hasanov

 

http://www.facebook.com/pages/Invaziv-Radiologiya/145867995445772

ზვიადისტებს ვტავაზობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

"ჩემი ბიჭები გააქტიურდებიან"

ეხლავე დამიწერე აქ, რომელი ვეტერანი იყო "კიტოვანის ბიჭი" !!!!!!!!!!!!!

მართლაც რომ ყველაფერს აქ საზღვარი !

შენ იცი ვინ არის ლევან ასათიანი?

იცი?

 

მართლაც ყველაფერს აქ საზღვარი!

 

ძალიან გამაბრაზე

:user: Lo Janko

100% !

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიტოვანი და ბათიაშვილია მოღალატე და ირაკლი წერეთელი სამშობლოს ერთგული თავდადებული პატრიოტი??? :what: :018: :018: :018:

 

 

ეს ადამიანი დიდ გაუგებრობაშია, მემგონი, მოხვედრილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

ეხლავე დამიწერე აქ, რომელი ვეტერანი იყო "კიტოვანის ბიჭი" !!!!!!!!!!!!!

მართლაც რომ ყველაფერს აქ საზღვარი !

შენ იცი ვინ არის ლევან ასათიანი?

იცი?

 

მართლაც ყველაფერს აქ საზღვარი!

 

ძალიან გამაბრაზე

:user: Lo Janko

100% !

თუ ვინმე გაბრაზდა ე.ი.სტატიის ავტორს მიზნისთვის მიუღწევია...მიმარტეთ პრესა.გი-ს ჟურნალისტს !ცივი წყალიც უხდება...

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

100% ЛЕЧЕНИЕ CCSVI (РАССЕЯННОГО СКЛЕРОЗА) Ангиопластика всех сосудов

ilyas.hasanov@customshospital.az

+994125370183

Phd.MD. Ilyas Hasanov

 

http://www.facebook.com/pages/Invaziv-Radiologiya/145867995445772

ზვიადისტებს ვტავაზობ

როგორც თანაფორუმელს გთავაზობ უფასო კონსულტაციებს,ვკურნავ რეაქტიულ ფსიქოზს,მანიაკალური სინდრომით...შევარდნაძიზმით,ღალატიზმით დავადებულები ნუ გამომეხმაურებიან...მათი წამალი საჩინო ბარათაშვილმა გამოიგონა გელიყარის სანაგვე! :givi:.. "გელიყარზე შეიყარნენ მოიხადეს ვალი წმინდა, ყორღან-ოღლის ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!" :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

თუ ვინმე გაბრაზდა ე.ი.სტატიის ავტორს მიზნისთვის მიუღწევია...მიმარტეთ პრესა.გი-ს ჟურნალისტს !ცივი წყალიც უხდება...

სხვა პასუხი ვერა?

ესე იგი არ იცნობ მემორიალტან მყოფ ვეტერანებს და ვიღაცის ნაბოდვარს იმეორებ :)

აფერუმ პასუხისთვის დიდი მადლობა

 

ვგიჟდები თავში ვენეგრეტიანი ბოვშებისთვის :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

სხვა პასუხი ვერა?

ესე იგი არ იცნობ მემორიალტან მყოფ ვეტერანებს და ვიღაცის ნაბოდვარს იმეორებ :)

აფერუმ პასუხისთვის დიდი მადლობა

 

ვგიჟდები თავში ვენეგრეტიანი ბოვშებისთვის :*

ლაშა ბერულავაა თქვენი ადრესატი...მისამართი შეგშლიათ !... თქვენობით ანუ თ-მეთქი! :givi:

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიტოვანი და ბათიაშვილია მოღალატე და ირაკლი წერეთელი სამშობლოს ერთგული თავდადებული პატრიოტი??? :what: :018: :018: :018:

 

 

ეს ადამიანი დიდ გაუგებრობაშია, მემგონი, მოხვედრილი.

ასე მიმარტეთ ჟურნალისტს,ლაშა ბერულავას...მე მგონი თქვენ ხართ გაუგებრობაში მოხვედრილი! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

ასე მიმარტეთ ჟურნალისტს,ლაშა ბერულავას...მე მგონი თქვენ ხართ გაუგებრობაში მოხვედრილი!

კიტოვანის ბიჭების ამბოხი ანუ პრივეტ იზ პოკლონნაია გარადან?! "პოკლონიკები" თუ პოლკოვნიკები?

ეს სათაურიც ლაშა ბერულავამ დაწერა?

ამბოხი არა კვატი.ასეთი ვერსია რეალ.ტვ-მაც ვერ მოიფიქრა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემის ავტორს რაღაცა მინდა ვკითხო, მარა მერიდება :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

თემის ავტორს რაღაცა მინდა ვკითხო, მარა მერიდება

შეკითხვას გააჩნია, შეიძლება ბანი აიკიდო. :D

ამიტომ არ გირჩევ, არ ღირს და იმიტომ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

თემის ავტორს რაღაცა მინდა ვკითხო, მარა მერიდება

არა დაჟინებული მზერით "იმას" სხვა არჩენდა....ეს გავს უბრალოდ :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...