Jump to content
Planeta.Ge

ესეთი რამ სადაც ხდება,იმას ქვეყანა არ ჰქვია.


Recommended Posts

ომის ვეტერანთა აქცია გმირთა მოედანზე მათთვის, ვისაც ეზეიმება - "სამშიმშილოდ კი არ ვსხდებით, უბრალოდ, ჩვენი შიმშილი სახლიდან გარეთ გამოგვაქვს"

 

"ახალ, 2011 წელს ღია ცის ქვეშ გმირთა მოედანზე ხვდებიან, აფხაზეთის ომის "სანაგვეზე გადაყრილ" გმირებთან, ერთად... ალბათ, ომის ორმოცამდე ვეტერანის შიმშილობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა - თავდაცვის სამინისტროს გვარდიის შენობაში 24 დეკემბერს ბრძანება გაიცა, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა სურათები კედლიდან ჩამოხსენით და სანაგვეზე გადაყარეთო. ომის ვეტერანებს სამინისტროს თანამშრომელი დაუკავშირდა და ფაქტის შესახებ შეატყობინა. მათ კი სურათები სანაგვიდან ამოკრიფეს, მუყაოს ყუთებში ჩააწყვეს და გმირთა მოედანზე მიიტანეს. ამ სამარცხვინო და აბსოლუტურად გაუგებარი ბრძანების გარდა, შიმშილობის კიდევ ერთი მიზეზი შიმშილია. ჰოდა, ისინიც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და საძილე ტომრებში 28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე დარჩენესაც აპირებენ", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით ვინ გასცა აფხაზეთის ომის გმირების ფოტოების გვარდიის შენობის კედლიდან ჩამოხსნისა და ნაგავში გადაყრის ბრძანება?

 

"ამ აქციის მიზანი ნამდვილად არ არის, მოდით, ვეტერანებს მოგვხედეთო. საკუთარ თავს მასწავლებლებზე, ექიმებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებზე წინ ნამდვილად არ ვაყენებთ. შიმშილობის იდეა ძალიან მარტივად, შიმშილისა და გაჭირვებიდან გამომდინარე წამოვიდა. დასაწყისისთვის, ვგეგმავთ შობა და ახალი წელი აქ გავატაროთ. შარშან ყველას ვიღაც ეხმარებოდა, წლეულს კი გაჭირვებულს გაჭირვებული მიემატა და ყველანი კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით... აქ 20 ადამიანია შეკრებილი. სამშიმშილოდ კი არ ვსხდებით, უბრალოდ, ჩვენი შიმშილი სახლიდან გარეთ გამოგვაქვს... არავის არაფერს მოვუწოდებთ, ამ მოწოდებებისთვის არ მოვსულვართ! უბრალოდ, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენსავით გაჭირვებული ცოტაა, რადგან მთელ ქვეყანას საკონცერტოდ ჰქონია საქმე... მოწოდებებისგანაც თავს ვიკავებთ, ეს ჩვენი იდეაფიქსი სულაც არ არის. უბრალოდ, გვირჩევნია, აქცია მათთვის გავმართოთ, ვინც ნეტარებასაა მიცემული და კარნავალებსა და კონცერტებში მონაწილეობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია.

 

"წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. ისეთი ახალი წელი დაგვიდგა, გოზინაყი და ლამაზი სუფრა კი არა, ოჯახში პირველადი მოხმარების პროდუქტები არ გვაქვს... არადა, ამ დროს რაღაც გრანდიოზულ, ძალიან ძვირად ღირებულ ზეიმებს გვიწყობენ, რომელსაც ჩვენ მაინც ვერ დავესწრებით... ჩვენს რიგებში ბევრი დასაქმებული ადამიანი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი დათხოვნის მიზეზი მათივე წარსული გახდა - ვეტერანობა და სამშობლოსთვის ბრძოლა. საუბარი ხომ მხოლოდ ჩვენსა და ჩვენს ინტერესებზე არ არის? პატარა შვილები გვყავს, ავადმყოფი დედები, რომელთა შენახვისა და მკურნალობის საშუალება უბრალოდ არ გვაქვს... სამი დღის წინ სახელმწიფომ კიდევ ერთი საჩუქარი გაგვიკეთა, რითაც ალბათ ჩვენდამი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა და ბეჭედიც დაუსვა. ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, გვარდიის დეპარტამენტში ასე ვთქვათ, დაღუპულების კუთხე იყო, სადაც კედელზე აფხაზეთის ომის გმირთა სურათები ეკიდა. შეაგროვეს ეს სურათები და შენობის გვერდით ნაგავსაყრელზე გადაყარეს. ამით საბოლოოდ აგვიხსნეს - მკვდრიან-ცოცხლიანად ზედმეტი ხართ ჩვენთვისო", - ამბობს მალხაზ თოფურია და დასძენს:

 

"ოფიციალური მიზეზი ჩვენთვის არ უთქვამთ - უბრალოდ, ხელი მოკიდეს და გადაყარეს. შემსრულებელი არ გვაინტერესებს, აქ შემკვეთია მთავარი. როცა ამერიკას ვედრებით, ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატს კი კარტბლანშს ის აძლევს, რომ ომის ვეტერანია, ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ცოტა გაუგებარი ხდება. ვეტერანობა საქართველოში უკვე დანაშაულებრივ წარსულად იქცა. სხვა ქვეყნების ისტორიიდან ანალოგი ვერ მომყავს, ვერც იმას ვიწინასწარმეტყველებ, ამ ტენდენციის შედეგად წინ რა გველის, იმიტომ რომ სხვაგან ასეთი რამ არ ხდება და არც მომხდარა".

 

"ვერსია" თავდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა და იმის გარკვევას შეეცადა, ვინ გასცა დაღუპულ გმირთა კუთხისა და სურათების გადაყრის ბრძანება. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ კი განაცხადა - გვარდიის შენობის კედელზე სურათები თუ ეკიდა, ესეც არ ვიცოდიო. მოგვიანებით კი ჩვენს ზარებს საერთოდ არ უპასუხა", - აღნიშნავს გამოცემა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/155522-29122010.html

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

"ვერსია" თავდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა და იმის გარკვევას შეეცადა, ვინ გასცა დაღუპულ გმირთა კუთხისა და სურათების გადაყრის ბრძანება. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ კი განაცხადა - გვარდიის შენობის კედელზე სურათები თუ ეკიდა, ესეც არ ვიცოდიო. მოგვიანებით კი ჩვენს ზარებს საერთოდ არ უპასუხა"

lasha1997, ეს არის პასუხი ყველა კითხვაზე. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

არ არის ეს თემა საინტერესო,თუ პრობლემა ვერსად იპოვნეთ?

მომწონს პროტესტის ფორმა - შიმშილობა 28-დან შობამდე, და არა შიმშილობა წმინდანად გამოცხადებამდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მძიმე თემაა.

ეს ხალხი გაცილებით უფრო მეტად ტრაგიკული ბედისაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში სადღაც გადაკარგულში დაღუპული ქართველები. ეს უკანასკნელნი ძალით მაინც გაყარეს იმ საშინელ სასაკლაოზე და ამ ვეტერანთა დიდი ნაწილი კი საკუთარი სურვილითა და ნებით იღებდა მონაწილეობას იმ საშინელ მზაკვრობასა და ტრაგედიაში, რაც საქართველოს მტრებმა დაგეგმეს და განახორციელეს კიდეც. მიუხედავად იმისა, სიმართლისთვის იბრძოდნენ, თუ სიმართლეს ებრძოდნენ. უბრალოდ მთელი ტრაგედიაც ეგ იყო, რომ ყველას თავის სიმართლე ჰქონდა იმ შავ-ბნელ წლებში. ამიტომაც ეს ხალხი ეხლა კი არა, სწორედ მაშინ დაიკიდა და გაწირა ყველამ, იარაღი როცა ააღებინეს ხელში.

 

სურთების გადაყრის ფაქტი კი ვანდალიზმია სრული, თუკი ასეთი რამ მართლა მოხდა.

 

პროტესტის ფორმა ძალიან ტრაგიკული და გულისშემძვრელია.

 

ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისი. 30 დეკემბერი. ~ინტერპრესნიუსი – “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, დიღომში უგზო -უკვლოდ დაკარგული გმირების მუზეუმი დედაქალაქის მერიამ უკვე დაანგრია და მის ადგილას, შპს “ჰერმესის” სათავო შენობას აშენებს.

 

როგორც ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დიღომში, ძმათა სასაფლაოზე მუზეუმი, საპატრიარქოს მხარდაჭერით, თავად დაღუპულთა ოჯახის წევრებმა მოაწყვეს.

 

მუზეუმში გამოფენილი იყო დაღუპული გმირების ნივთები, მათ შორის დამწვარი პასპორტები, ფოტოები და ა.შ. თუმცა, მერიამ გმირების ოჯახებს ეს ნივთები შენობიდან გამოუტანა, შენობა დაანგრია და მის ადგილას, “ჰერმესისთვის” სამსართულიანი შენობის აშენება გადაწყვიტა.

 

“იმ ადგილას ახლა დიდი უბედურება ტრიალებს, სასაფლაოებთან სამშენებლო მასალები ყრია”, – აცხადებს ცაგარეიშვილი და აინტერესებს, “ვის მოუვიდა თავში” მუზეუმის განადგურება.

 

დიღმის ძმათა სასაფლაოზე 60-მდე მეომრის სასაფლაოა, ასამდე კი უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის სასაფლაო, მათ შორის ბაბუშერას აეროპორტში ჩამოგდებულ თვითმფრინავში გარდაცვლილების.

გიორგი ცაგარეიშვილი პრეზიდენტს გმირების პატივისცემისკენ მოუწოდებს

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ბათუმში “სალანზღანდაროდ” მიმავალ პრეზიდენტს გვარდიის ნაგავსაყრელზე გადაყრილ გმირების სურათებს ახსენებს.

 

ვეტერანებისადმი დამოკიდებულებაზე ცაგარეიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სრულიად აშკარაა, თუ როგორ პატივს სცემენ საქართველოში გმირებს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ვეტერანებისვე ინფორმაციით, გამოძიება მიმიდნარეობს არა გმირების ფოტოების ნაგავსაყრელზე აღმოჩენის ფაქტზე, არამედ გადაყრილი ფოტოების ვეტერანების ხელში აღმოჩენის გამო. დეპუტატი სავალალო და სამარცხვინოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ გმირთა მოედანზე, სამ მილიონ ლარად აღმართული ობელისკის გვერდზე ვეტერანები შიმშილობენ და სახელმწიფოსგან ელემენტარულ ყურადღებას ითხოვენ. ეს ადამიანები კი, ცაგარეიშვილის თქმით, მიტოვებულები არიან როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდანაც და მათი მეგობრების სურათებს სააკაშვილის რჩეული მინისტრი, ბაჩო ახალაია, ნაგავსაყრელზე ყრის. “ეს არის გმირების სულში ჩაფურთხება. ეს კარგად უნდა იცოდეს პრეზიდენტმა, რომელიც საახალწლოდ ბათუმში მიდის სალანზღადარაოდ. მინდა, ეს სურათები კარგად ახსოვდეს პრეზიდენტს, რომელიც საახალწლოდ ინტელიგენციას ინდაურებს დაურიგებს. ინდაურის მიღებიდან ბრწყინვალების ორდენის მიღებამდე კი, ერთი ნაბიჯია” – ამბობს ცაგარეიშვილი. “თავისუფალი დემოკრატები” საკანონმდებლო წინადადებასაც ამზადებენ, რომელიც შეეხება ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულებს და სამართალდამცავ სტრუქტებში ნამსახურებ პირებს. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტსი საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე შევა. 1992-1993 და 2008 წლების ომების ვეტერანები გმირთა მოედანზე შიმშილობენ. ისინი აქციის გაგრძელებას 7 იანვრამდე აპირებენ.

ეჰ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

თბილისი. 30 დეკემბერი. ~ინტერპრესნიუსი – “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, დიღომში უგზო -უკვლოდ დაკარგული გმირების მუზეუმი დედაქალაქის მერიამ უკვე დაანგრია და მის ადგილას, შპს “ჰერმესის” სათავო შენობას აშენებს.

სად არიან [ატრიოტი ჰასუდარსტვენიკები? ხო არიან ჯანზე?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცუდი დრო შეარჩიეს.საცივში ჩამხრჩვალი მამულიშვილები იქ არ მივლენ ....

 

 

 

კიდე კარგი ბიჭი არ მეზრდება ამ დამპალ ქვეყანაში :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის ეს თემა საინტერესო,თუ პრობლემა ვერსად იპოვნეთ? :)

არარ ჭირდებატ და ეგააა...

აი სად ჩანს რომ სულ ცალ ფეხზე კიდია ხალხი ამ ხელისუფლკებას. დააფხაზეთი ხომ სულ ცალ ყვერზე კიდია...

ნაბIჭვარმა როგორ დაიფიცა აფხაზეტს დავიბრუნებო.. არაკაცი!

და იმდენად უნამუსოები არიან ღორდებიან თავის ლენდ კრუიზერებში და რაც მეტ წონას იღებენ მით უფრო უჭირთ რეალობის დანახვა და მით უფრო არაადამიანები ხდებიან

 

მემგონი მაგათ სამხედრო გადატრიალებას მოუწყობენ... მტელი ოფიცრობა გაყარეს ნამდვილი პროფესიონალები და 30 წლის ბIჭი დანიშნეს სახმელეთო ჯარების მეტაურად და გენშტაბის მეტაურის მოადგილედ..

ვეტერანებში კი არა მოქმედ ჯარში დიდი უკმაყოფილებაა. და მთავარი მიზეზი დაუფასებლობაა ანუ ჩვენტან აღარ ხარ წყლასაც წაუღიხარო და არ უნდატ სხვებსაც მასეთ სიტუაციაშიაღმოჩნდნენ

 

ცუდი დრო შეარჩიეს.საცივში ჩამხრჩვალი მამულიშვილები იქ არ მივლენ ....

 

სამაგიეროდ 26 მაისს მივლენ აღლუმზე!

და ერტმანეთის დედას დაიფიცებენ საქართველოს გავამთლინებთო

 

პ.ს. ძალიან დიდი ნაწილი ოფიცრების, სერჯანტების და კაპრალების იმიტომაა უკმაყოფილო რომ უმოქმედობაში ადანაშაულებენ ხელისუფლებას. და განსაკუტრებით 2008 წელს რომ შეიყვანეს ჯერ ცხინვალში და შემდეგ ისევე უკან გამოსვლა უბრძანეს. დღეს კი ტავდაცვისთვის მზადება კი არ მიდის არამედ ჯარის მIშას პირად დაცვად გადაქცევის პროცესი დაიწყო....

2010 წლის გაზაფხულზე

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაძირლების ხროვაა ხელისუფლებაში-ჩემი კომენტარი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაძირლების ხროვაა ხელისუფლებაში-ჩემი კომენტარი

ნაძირლები ციდან არ ცვივა თოვლივით....რაც ერი ის ბერი.....განვავრცობ როცა მოიქეიფებთ :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

არ არის ეს თემა საინტერესო,თუ პრობლემა ვერსად იპოვნეთ?

 

ვარ ომის ვეტერანი (მივატოვე მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურა და ვღებულობდი მონაწილეობას როგორც მოხალისე მებრძოლი ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში). ომის ვეტერანები ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არიან.

უბედურება ისაა, რომ მე ომგამოვლილს 2008 წლის აგვისტოში უკვე არანაირი სურვილი არ მქონდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა რომ მიმეღო.

 

სიკვდილი ოკუპანტებს !!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც დღეს გამოდის ვეტერანებისათვის ისედაც მიზერული შეღავათების გაუქმების თაობაზე. თავის დროზე ალბათ იყვნენ დეზერტირები და დღეს უზნეო ბრძანებებს გასცემენ.

 

სიკვდილი ოკუპანტებს !!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...