Jump to content
Planeta.Ge

პატრიარქი პირველი არხის წინააღმდეგ


Recommended Posts

გადაცემა, რომელიც დავით პაიჭაძეს მიყავდა, იყო ცუდზე უარესი და მიმართული ეკლესიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელი ქადგების დროს აღნიშნა.

"რასაც გადაცემის მსვლელობის დროს საუბრობდნენ, ეკლესიის, წმინდა სინოდის, პატრიქრის წინააღმდეგ, არის უდიდესი ცოდვა ღვთის წინაშე",-ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა ქადაგების დროს ახსენა, ასევე, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და აღნიშნა, რომ მინდიაშვილი ერთი პერიოდი სემინარიაში სწავლობდა. თუმცა, პატრიარქის თქმით, მის (პატრიარქის) დროსაც სწავლობდნენ სემინარიაში ისეთი სტუდენტები, რომლებიც სპეციალურად იყვნენ მიგზავნილები განხეთქილების შესატანად.

პატრიარქმა დაგმო ის ფაქტიც, რომ გადაცემაში გაკრიტიკებული იყო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, კერძოდ, განცხადება, რომ რუსული ეკლესია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება.

ამასთან, უწმინდესმა ბრძანა, რომ "ეს ჩვენი განსახილველი არ არის და აღნიშნული ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ხიდის ჩატეხვის მცდელობას წარმოადგენს".

"ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ ჩვენს სარწმუნოებას, თავის გულში ჩაიხედონ და ნახავენ, რომ იქ ბევრი ჭუჭყია", - ბრძანა უწმინდესმა და აღიშნა, რომ არ შეეძლო დღეს ამ თემაზე არ ესაუბრა.

 

მისივე თქმით, უკვე რამდენჯერმე იყო ეკლესიის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთების მცდელობა, რაც საშიშია ხელისუფლებისთვის, საზოგადოებისა და ეკლესიისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "დიალოგის" ავტორის, დავით პაიჭაძის სტუმარი გუშინ ბექა მინდიაშვილი იყო.

 

სოციალურ ქსელებში გავრცელდა თეოლოგ ბექა მინდიაშვილის წერილი, სათაურით "პატირარქობა ნათესაობით გადადის?! საიდ მიდის საქართველოს ეკლესია". წერილში აღნიშნულია: "გავრცელებული ხმებით, პატრიარქი მის ძმისშვილს უმზადებს საყდარს, რომელიც ფარულად, მიზანდასახულად და მისთვის ჩვეული მოხერხებულობით, შთააგონებს ბიძას სინოდში ახალი მღვდელმთავრებით გაიძლიეროს პოზიციები. მართალია, ეს მცდელობა წინა სხდომაზე ბოლომდე მოუმზადებლობის გამო ვერ განხორციელდა, მაგრამ მას შემდეგ დრომ და გერმანიაში ბიძასთან განცალკევებულად ყოფნამ ამ გეგმის და მიზნის შენიღბვისთვის მოქმედების კარგი საშუალება მისცა. ფშავ-ხევსურეთის გაყოფა თანამემამულისა და ნათესავის, ეპისკოპოსობიდან განყენებული ქრისტეფორე წამალაიძის შემორიგებასთან ერთად, ხმის მყარ გარანტიას იძლევა, სამთავისისა და გორის ეპარქიის, გურიის, საზღვარგარეთის ეპარქიის, რუისისა და ურბნისის გაყოფით მეუფე დანიელს, აბრაამს და იობს შეასუსტებენ. ნეკრესის ეპარქიიდან ლაგოდეხის, ახალციხიდან ასპინძის, დედოფლისწყაროდან ჰერეთის გამოყოფით ახალი ეპისკოპოსების ნაკადით (სულ 12 მღვდელმთავარი) უცებ, ერთ სინოდზე, ძლიერ და საიმედო დასაყრდენს იქნის ბათუმის ამჟამინდელი მიტროპოლიტი და პატრიარქის ძმის შვილი".

 

დავით პაიჭაძის გადაცემა "დიალოგი" ამ წერილს ეხებოდა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/154450-ilia-meore-gadacema-romelic-davith-paitcadzes-miyavda-iyo-cudze-uaresi-da-mimarthuli-eklesiisa-da-khelisuflebis-tsinaaghmdeg.html

 

პ.ს. შეეშვასნ საპატრიარქოს არ შეიძლება?! არ არის ეს სახელმწიფო უწყება, ვისაც უნდა იწამებს, ვისაც უნდა არა... ძნელი გასაგებია? ხოლო თუ ხელისუფლება რამე გარიგებაშია საპატრიარქოსთან, პირველ რიგში ხელისუფლებას მოსთხოვონ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

თუ გენქება შესაძლებლობა ნახე, ეხლა გადის პირველზე განმეორებით, დიდის ინტერესით ვუყურებ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მიზანმიმართულია ყველაფერი, მაგათ საერთოდ კიდიათ ვინ იქნება შემდეგი და ა.შ.ეს ყველაფერი თანმიმდევრულად ხორციელდება უკვე 2004 წლიდან ამ ლიბერასტების და ფსევდო-პიზდეცინტელექტუალების მხრიდან.

 

 

ამდენი ხანი ჩუმათ იყოს პატრიარქიც და მთლიანად საპატრიარქოც, მაგრამ ესენი უკვე ზედმეტებში გადავიდნენ

Edited by Blaugranator
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა ეს უბედური თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მამა არჩილ მინდიაშვილის ძმისშვილია, მე რამდენადაც ვიცი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეთი თემები როგორ უყვართ ხალხს..

 

მამენტ საჯარო დისკუსია ეკლესიაზე რატომ არ უნდა იყოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მამენტ საჯარო დისკუსია ეკლესიაზე რატომ არ უნდა იყოს?

ვისაც უნდა იდისკუსიოს და იყოს :018: მე მკიდია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისაც უნდა იდისკუსიოს და იყოს :018: მე მკიდია

მამენტ მეც, მაგრამ უმჯობესი იქნება რომ დისკუსიაში ორივე მხარე მონაწილეობდეს..

 

ორივეს პოზიციებს გავიგებდით.. თან კამათში ჭეშმარიტებაც იბადებაო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

საპატრიარქო სადისკუსიო და პოლემიკისთვის არ არის. ვისაც სწამს და უნდა იყოს მრევლი, არის ისედაც, ვისაც არა, არ არის. არავის არაფერს არ აძალაბენ. ლიბერასტებს შეუძლიათ მთელი დღე იყვნენ გადაცემაში და რამდენიც უნდათ ილაყბონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

საპატრიარქო სადისკუსიო და პოლემიკისთვის არ არის. ვისაც სწამს და უნდა იყოს მრევლი, არის ისედაც, ვისაც არა, არ არის. არავის არაფერს არ აძალაბენ. ლიბერასტებს შეუძლიათ მთელი დღე იყვნენ გადაცემაში და რამდენიც უნდათ ილაყბონ

აქ ერთი მომენტია მეგობარო, თუკი სახელმწიფოსგან იღებს ფინასნურ დახმარებას 22 მილიონ ლარს და გარდა ამისა

გამოხატავს თავის ინტერესს პოლიტიკის თუ ეკონომიკის მიმართ, იყოს დისკუსია, რატომაც არა,

 

ის ძაგანიაა კი მაგარი ჩამოსხმააა :018: მინდიაშივლს არა უშავდა :)

მე ეხლა რომ ვადარებ რუს და ქართველ სასულიერო პირებს, ინტელექტუალური თვალსაზრისით, სიმამაცით და დისკუსიის უნარით, ნუ რუსები საკმაოდ გვისწრებენ, არ ეშინიათ არანაირი დიალოგის, დისკუსიის, კრიტიკის, ჩვენები გაურბიან იმიტომ რომ აქვთ რაცხა სუსტი მხარეები

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ორივეს პოზიციებს გავიგებდით.. თან კამათში ჭეშმარიტებაც იბადებაო

 

ეგეთი რამე ჯერ კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა და პირიქით კი - იცოცხე, ოხრად :)

 

 

P.S. საპატრიარქო NGO არ არის ხალხო ვინმემ რამე რომ უკონტროლოს და არც პარლამენტი, ვინმე იქ არჩევნებით რომ იყოს მოხვედრილი და ის არკვიოთ, კარგად ასრულებს მოვალეობას, თუ ცუდად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამენტ მეც, მაგრამ უმჯობესი იქნება რომ დისკუსიაში ორივე მხარე მონაწილეობდეს..

 

ორივეს პოზიციებს გავიგებდით.. თან კამათში ჭეშმარიტებაც იბადებაო :D

გეთანხმები :yes:

 

Nukriko

 

 

ეგეთი რამე ჯერ კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა და პირიქით კი - იცოცხე, ოხრად :)

 

 

P.S. საპატრიარქო NGO არ არის ხალხო ვინმემ რამე რომ უკონტროლოს და არც პარლამენტი, ვინმე იქ არჩევნებით რომ იყოს მოხვედრილი და ის არკვიოთ, კარგად ასრულებს მოვალეობას, თუ ცუდად.

25-22 მილიონს ხომ იღებს კაცო, ეს ერთი, მეორეც მართლმადიდებლობა არის თავმადაბლობა და არა ამპარტავნობა,

რას ნიშნავს დისკუსიაში მონაწილეობას არ იღებს, გადავხედოთ ეკლესიის ისტორიას, მართლამდიდებლები პირიქით, არანაირ კამათს არ გაურბოდნენ, მაშინაც კი როდესაც მთელი ძალაუფლება ხელში ეპყრათ, არ გაურბოდნენ იმიტომ რომ არ ეშინოდათ, იმიტომ რომ ჰქონდათ სათანადო ინტელექტუალური რესურსი რომ ყველანაირ ენაზე ესაუბრათ

 

რაც შEეხება ძაგანიას, მე მანამდეც დავუსვი დიაგნოზი და ეხლაც ვიტყვი და არა იმიტომ რომ როგორც მართლმადიდებელი გავღიზიანდი,

 

მაგარი, მაგარი ჩამოსხმა ხარ ჩემეეეეე :givi:

 

პაიჭაძესა და მინდიაშვილს კი სიამოვნებით გავესაუბრებოდი, ყოველგვარი ირონიის გაეშე, კულტურული ხალხია, დახვეწილი და დალაგებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რას ნიშნავს დისკუსიაში მონაწილეობას არ იღებს, გადავხედოთ ეკლესიის ისტორიას, მართლამდიდებლები პირიქით, არანაირ კამათს არ გაურბოდნენ, მაშინაც კი როდესაც მთელი ძალაუფლება ხელში ეპყრათ, არ გაურბოდნენ იმიტომ რომ არ ეშინოდათ, იმიტომ რომ ჰქონდათ სათანადო ინტელექტუალური რესურსი რომ ყველანაირ ენაზე ესაუბრათ

 

რა დისკუსია, რა დიალოგი? ვერ მივხვდი?

 

მე ვამბობ, რომ საპატრიარქოსა და სინოდში შიგნით რა ხდება, მის გარეთ მყოფებმა ნაკლებად ვიცით სრულად და უბრალოდ ეს ჩვენი განსახილველი არაათქო.

 

ვინ რა დიალოგს გაურბის?

 

რაც შეეხება:

25-22 მილიონს ხომ იღებს კაცო

 

ამაში დარწმუნებული ხართ რომ ამ თანხას ვნიმე მართლა იღებს, უფრო სწორად ვინმე მართლა უხდით??? ძეგლთა დაცვის კუთხით თუ იგულისხმება, ეს სხვა თემაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

რა დისკუსია, რა დიალოგი? ვერ მივხვდი?

 

მე ვამბობ, რომ საპატრიარქოსა და სინოდში შიგნით რა ხდება, მის გარეთ მყოფებმა ნაკლებად ვიცით სრულად და უბრალოდ ეს ჩვენი განსახილველი არაათქო.

 

ვინ რა დიალოგს გაურბის?

 

რაც შეეხება:

გააჩნია რა არ არის ჩვენი საქმე, ეხლა შიდა დაპირისპირებები ნაღდადა არაა ჩვენი საქმე, ეს ყველა ორგანიზაციაში ხდება,

მაგრამ რაც შეეხება ეპარქიების რაოდენობის ზრდას ეს უკვე ჩVენი მრევლის საქმეა და არა მხოლოდ მრევლის, თუკი ორგანიზაცია ბიუჯეტიდან ფინანსდება ის უკვე ვალდებულია საზოგადოეაბში არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი,

ნუ კითხვასაც გააჩნია, იმ სირიატიანებმა რომ მიწერეს წერილი კეგებეს აგანტი რატომ იყავიო-ასეთებს პასუხი არ უნდა გასცე, მაგრამ კითხვაცაა და კითხვაც ხო?

არსებობს ლეგიტიმური კორექტული კიტხხვა, რატომ იზრდება ეპარქიების რიცხვი, რა აუცილებლობითაა განპირობებული

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

ამაში დარწმუნებული ხართ რომ ამ თანხას ვნიმე მართლა იღებს, უფრო სწორად ვინმე მართლა უხდით??? ძეგლთა დაცვის კუთხით თუ იგულისხმება, ეს სხვა თემაა.

კი, უკვე სამი წელია ბიუჯეტშია გაწრილი,

თანხა ხმარდება როგორც ბ. მინდიაშვილმა თქვა აბა სხვა წყარო მე არა მაქვს რას ხმარდება თორემ ნაღდად რომ გამოყოფილია ეს ვიცი,

 

1. სასულიერო განათლებას (კარგია და აუცილებელი

2. სოციალურ პროგრამებს (არ ვიცი ეგ რააა)

3. ეკელსია მონასტრების რესტავრაციას (ნუ ეს კი, ასიანი სახლემწიფოს საქმეა

4. მართლმადიდებლური სარმწუნოების გავრცელებას (ასი ხელით მივესალმები0

 

ხო, იგივე მინდიაშვილის თქმით თანხა არ ხმარდება სასულიერო პირების ხელფასებს, მაგრამ აი როგორ იხარჯება ის

არანაირი შემოწმება არ არსებობს, არ ვიცი, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, მე პირადად ნაღდად არ ვარ გულგრილი თუ სად იხარჯება ფული, მაქვს ჩემი მოტივი რომ ვიყო ამით დაინტერესებული

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ რაც შეეხება ეპარქიების რაოდენობის ზრდას ეს უკვე ჩVენი მრევლის საქმეა და არა მხოლოდ მრევლის,

 

 

მერე იქნებადა ეცნობა ეს უკვე შესაბამისი ეპარქიების მრევლს? ამაზე კითხა პაიჭაძემ ან სხვამ ვინმემ მაგ მრევლს?

 

თუკი ორგანიზაცია ბიუჯეტიდან ფინანსდება ის უკვე ვალდებულია საზოგადოეაბში არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი,

 

 

აი ესაა სწორედ პრობლემა, საპატრიარქოს "ორგანიზაციად" აღქმა. ეს უკვე ძალიან ინდივიდუალურია და უფრო რჭმენის სფეროდანაა. ან ჰო, ან - არა. ამაზე ვერავინ ვერავის ვერაფერს აუხსნის.

 

 

ორგანიზაცია ბიუჯეტიდან ფინანსდება

 

ნუ იქნებით ამაში დარმუნებულითქო, მეტი როგორ ვთქვა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...