Jump to content
Planeta.Ge

პატრიარქი პირველი არხის წინააღმდეგ


Recommended Posts

ფარაონები ჰგონიათ თავი ამ კეთილად #####ებს? კრიტიკა იყოო. კრიტიკა როგორ გვაკადრაო? გაგიგიათ ასეთი რამე?

 

 

 

აი რა არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა - როცა აი ასეთ სიბნელეს აქვს მოსახლეობის დიდ ნაწილში ავტორიტეტი. სიბნელის და მონების ქვეყანა :puka: მომეცით ის მწვანე ბარათი ჩქარა რა, არ მინდა რომ ჩემი შვილი აქ გაიზარდოს :user:

ყველაზე დიდი სიბნელე დღეს ნაცმოძრაობაშია მოქცეული, მართლმადიდებლები კი, შენი მოსაწონი თუ მოუწონარი მუდმივად ვიქნებით სანამ იარსებებს ეს ქვეყანა, სახელწოდებით საქართველო,

მწვანე ბარათს რაც შეეხება ილოცე და დაანთე სანთელი ეგებ გაგიმართლოს :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკვე ყველაფერი მეზიზღება. მეზიზღება სულერებაზე მოსაუბრე მამაოები რომლებსაც 50 ათასიანი დოლარიანი ჯიპები ჰყავთ, მეზიზღება დემოკრატები თუ ლიბერალები რომლებიც დემოკრატიულ ფასეულობებს ქადაგებენ და ამ დროს ბელადის მონები არიან. მეზიზღება ხალხი რომელიც გაუაზრებლად, ბრბოს ინსტინქტებით მზადაა ცემოს, შეურაცხყოფა მიაყენოს განსხვავებულ რწმენისა თუ იდეოლოგიის ადამიანებს. მეზიზღება რელიგიური უმცირესობები, რომლებიც ხმას არ იღებენ და მიჩმორებულნი უყურებენ იმას, თუ როგორ აჩმორებენ. მეზიზღება თეა თუთბერიძე და ზოგადად თავისუფლების ინსტიტუტი, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, ადამიანის უფლებებს აბსოლიტურად არღვევენ და ამართლებენ ხელისუფლების უკანონონბას. მეზიზღება ზოგადად საზოგადოება, რომელსაც ჭკუა არ ჰყოფნის რომ თავისუფლად იაზროვნოს და მათი ცხოვრება ამ პატარა ჯგუფის ირგვლივ ტრიალებს და არ შეუძლიათ რამე შეცვალონ უკეთესობისკენ. მეზიზღება თქვენი პრეზიდენტი და თქვენი ოპოზიციაც რომლებიც ერთმანეთზე ნაგავი არიან. მეზიზღება საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ####ობების მეტს ვერაფერს ვერ ამბობენ და მერე დიდ და ავტორიტეტულ ადამიანებად მიაჩნიათ საკუთარი თავი. მეზიზღება ქართველი მომღერლები, რომელნიც პოლიტ. კონეკტურის დაკრულზე უკრავს და მღერის. მეზიზღება საზოგადოების მანკიერება, რომელიც სულიერებაზე ლაპარაკობს და ამ დროს კანიბალისგან დიდად არაფრით განსხვავდება. მეზიზღება ავტრორიტეტები რომელსაც ეს საზოგადოება ქმნის, რომლებსაც რეალურად არაფერი კარგი არ მოაქვთ ამ ქვეყნისთვის. მეზიზღება ზვიადისტებიც და მხედრიონელებიც. მეზიზღება ჩოხოსნებიც და პედერასტებიც, ერთნაირი ####ები არიან ორივენი. მეზიზღება ინწელექტუალებიმ, რომლებსაც იმის #######ი არ აქვთ რომ რამე შეცვალონ ან რეალურად რამე შექმნან - როგორც ამას 19 საუკუნეში თერგდალეულები აკეთებდნენ. კაროჩე მეზიზღება!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე დიდი სიბნელე დღეს ნაცმოძრაობაშია მოქცეული

ხშირ-ხშირად წაიკითხე ეს. იქნებ მიხვდე სადაა ყველაზე დიდი სიბნელე. და მხოლოდ სიბნელე კი არა, პირდაპირ გამოსჭვივის კაცთმოძულეობა ამ სიტყვებში.

ეს იყო კრიტიკა ეკლესიისა, ეს იყო კრიტიკა სინოდისა, პატრიარქისა. ამით მოგვილოცეს ჩვენ ბარბარობა. მაგალითად, გიგა ზედანია, მან მოიყვანა ციტირება მარქსისა, რომ ყოველი რელიგია ოპიუმიაო. აი, ესეთ ადამიანებს.... რაღა დროს მარქსია ? რაღა დროს მისი ციტირებაა? მე ძალიან ვწუხვარ რომ ბექა მინდიაშვილი არის მღვდლის ძმისშვილი, მამა არჩილის ძმისშვილი. მამა არჩილიც და მისი ძმაც დიდი ადამიანებია, და ეკლესიური და მორწმუნე ადამიანებია და აი ძმისშვილი გამოვიდა, მე არ ვიცი ათეისტია, თუ ათეისტზე უარესია ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ხშირ-ხშირად წაიკითხე ეს. იქნებ მიხვდე სადაა ყველაზე დიდი სიბნელე. და მხოლოდ სიბნელე კი არა, პირდაპირ გამოსჭვივის კაცთმოძულეობა ამ სიტყვებში.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არ განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ვერ ახდენს გავლენას მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, განათლებაზე,

მართლმადიდებლები არ გივარდებიან სახში, არ გართმევენ ბიზნესს, არ გაყაჩაღებენ, არ გატყუებენ წონასა და ხურდაში, არ გტენიან ვადაგასულ საქონელს, არ დომინირებენ ტელევიზიებში,

თუკი შენ თვლი რომ მართლმადიდებლები ვართ ბნელები, კი ბატონო, ეს შენი პირადი შეფასებაა, ანუ გაქვს უფლება გქონდეს შენი სუბიექტური აზრი, მაგრამ ობიექტურად შენ და არც შენი სანათესავო თუ საძმაკაცო ან თუნდაც შენი სამსახური არ განიცდის არანაირ შევიწროვებას მართლმადიდებლების მხრიდან,

უბრალოდ ნერვები გეშლება მათ ცალკეულ გამონათქვამებზე ესაა და ეს,

კი ბატონო, მაშინ ჩამომითვალე კონკრეტულად რა ვნება მოგაყენეთ შენ პირადად ან ქართულ სახელმწიფოს,

მე კი ჩამოგიწერ რამხელა ვნება მიაყენა დღევანდელმა ხელისუფლებამ მოსახლოებას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა: ჩვენ მივიღებთ მაპს!

 

ესენი: მივიღებთ, მივიღებთ!

 

მაპი არ მოგვცეს

 

მიშა: მართალია მაპი არ მოგვცეს, მაგრამ გაცილებით უკეთესი რამ მივიღეთ

 

ესენი: ძალიანაც კარგი, სწორი მიმართულებით მიდის სახელმწიფო, გაცილებით უკეთესს გვპირდებიან, დეკემბერში ხომ აუცილებლად მოგვცემენ

 

ცხინვალის ომი:

 

მიშა: რუსეთი ვერაფერს დაგვაკლებს! ვიწყებთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა

 

ესენი: რუსეთის დედაც! არ წაგვჭამოს ძირში. დაჰკა მაგათ

 

ორ დღეში ყველაფერი მორჩა

 

მიშა: რუსეთმა დაიწყო ყველაფერი, ჩვენ იძულებულნი გავხდით გვეპასუხა

 

ესენი: აბა რუსეთი რომ შემოგიტევს ჩუმად ხომ არ იჯდები? დაგვარტყეს და ვუპასუხეთ

 

ომში დავმარცხდით

 

მიშა: ეს არ იყო დამარცხება, ეს იყო დიდი გამარჯვება, ახლა გაცილებით უკეთ მდგომარეობაში ვართ!

 

ესენი: მაგას დამარცხება არ ქვია, დროებითია ყველაფერი. ახლა გაცილებით მომგებიან სიტუაციაში ვართ

 

ევროპა ამბობს, რომ პირველი დარტყმა საქართველომ განახორციელა

 

მიშა: (სდუმს)

 

ესენი: (სდუმან) ვინც არ სდუმს: რა, არ იცოდით რომ პირველები ჩვენ დავარტყით? აბა როდამდე უნდა გვეთმინა?

 

მაპის საკითხი

 

მიშა: დეკემბერში უკვე გადაწყვეტილია რომ საქართველოს მაპს მისცემენ

 

ესენი: მთავარია, რომ დეკემბერში მაპს მივიღებთ, მერე ნატოში შევალთ და მერე უკვე დაერხევა რუსეთს

 

ევროპამ არანაირი მაპიო

 

მიშა: არის შანსი რომ მაპი არ მოგვცენ, მაგრამ ეს არ იქნება ტრაგედია

 

ესენი: მაპის დედაც! საერთოდ არ გვჭირდებოდა ეგ მაპი.

 

 

მიშა: რუსეთი ჩვენი მეგობარია, მის გარეშე საქართველო ვერ განვითარდება

 

ესენი: რაც არ უნდა თქვა რუსეთის გარეშე მაინც ძნელი იქნება ჩვენი წინსვლა"

ესეც ერთ ერთი სოც. ქსელიდან

 

საინტერესოა რომ სწორად ეს ადამიანები, ყველაზე აქტიურად და გაცხარებიტ გვიწოდებენ მართლმადიდებლებს ბნელეთის მოციქულეს :nekro:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თუკი შენ თვლი რომ მართლმადიდებლები ვართ ბნელები

ჩემს ნათქვამს ნუ ამახინჯებ. მე ვთვლი რომ დღეს საპატრიარქოს ჩინოვნიკების უმრავლესობა წარმოადგენს სიბნელეს და ეს იმიტომ ხდება, რომ მათი დიდი ნაწილი კგბ-ს კადრია და არაფერი საერთო არ აქვს მართლმადიდებლობასთან. ამბროსი ხელაია კომუნისტებმა დახვრიტეს, ილია შიოლაშვილი კი დააწინაურეს. ნეტა რატომ?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არ განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ვერ ახდენს გავლენას მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, განათლებაზე

ყველაზე მნიშვნელოვანზე ახდენს გავლენას - ადამიანების მენტალიტეტზე. და ყველანაირად ცდილობენ, რომ ისინი ცხვრებად ჩამოყალიბდნენ და არა მოქალაქეებად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე მნიშვნელოვანზე ახდენს გავლენას - ადამიანების მენტალიტეტზე. და ყველანაირად ცდილობენ, რომ ისინი ცხვრებად ჩამოყალიბდნენ და არა მოქალაქეებად.

ადამაინების ცხვრებად ჩამოყალიბებას თქვენ ცდილობთ დღედაღამე სერიალებზე რომ ზრდიტ ხალხს და ნაბIჭვრებს და ბოზებს რომ აღმერთებთ პიკის საათებში!!!! ხალხს იმას ასწავლით რომ ცხოვრებაში მტავარი ფულია და ფულის გამო ყველაფერი უნდა გააკეთო!!!! მაგაზე მეტი დებილიზაცია რა გინდა?. ეკლესიაში იმას გასწავლიან რომ ფულზე მნიშვნელოვანი რამ არსებობს ...

და ფულის გამო ძმა და მეგობარი არ უნდა გაიმეტო..

და მთავარი ბიზნესია არ იძახო და შენი კეთილდრეობისთვის სხვა ქუცაში არ უნდა დატოვო და არ უნდა გაწირო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამაინების ცხვრებად ჩამოყალიბებას თქვენ ცდილობთ დღედაღამე სერიალებზე რომ ზრდიტ ხალხს და ნაბIჭვრებს და ბოზებს რომ აღმერთებთ პიკის საათებში!!!! ხალხს იმას ასწავლით რომ ცხოვრებაში მტავარი ფულია და ფულის გამო ყველაფერი უნდა გააკეთო

რაღაც გეშლება. ვინ ჩვენ? თუ მე მომმართავ ცოტა ჭკუა მიატანე და სისულელეებს ნუ მწერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც გეშლება. ვინ ჩვენ? თუ მე მომმართავ ცოტა ჭკუა მიატანე და სისულელეებს ნუ მწერ.

თვქენ! ნაცები.

შენც ნაცი ხარ რადგან პოლიტიზირებული შსს-ს თანამშრომელი ხარ და მათ ინტერესებს იცავ.

არ მიტხრა არ ვიცავო (საქმე ლაპარკაის ნაცვლად) გიპასუხებ ;)

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე მნიშვნელოვანზე ახდენს გავლენას - ადამიანების მენტალიტეტზე. და ყველანაირად ცდილობენ, რომ ისინი ცხვრებად ჩამოყალიბდნენ და არა მოქალაქეებად.

კაი,რამდენიმე კითხავს დაგისავ

1. ცხვრებად ვის მიმართ-ხელისუფლებისადმი მორჩილებას ქადაგებენ, თუ კანონმორჩილებას თუ ბედისადმი

დამოკიდებულები არიან,

მე მართლა მაინტერსებს რას ნიშნავს შენს წარმოდგენაში ცხვარი ადამიანი

2. შენის აზრით საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი ცხოვრობს ეკლესიურად რომ რეალურად განიცადოს ეკლესიის გავლენა

(მე პირადად შემიძლია ვთქვა რომ არაეკლესიურად მცხოვრები ის ადამიანები ვიცნ თავს თვლიან მართლმადიდებლებად, რეალურ გავლენას არ განიცდიან)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

შენც ნაცი ხარ რადგან პოლიტიზირებული შსს-ს თანამშრომელი ხარ და მათ ინტერესებს იცავ

ე.ი. ჭკუა მიატანე მეთქი რომ გითხარი, ვერ ატან მაინც ხო? ასეთ შემთხვევაში მოდერაციას ვთხოვ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და დასაჯოს ფორუმელი, რომელმაც ამ განყოფილებაში მოქმედი N 4 აკრძალვა დაარღვია: თანაფორუმელების მიმართ იარლიყების მიწებება (მიშისტი, ჟოპო, გაიშნიკი, მედროვე და ა.შ.)

asesino_141

gendolf

 

 

Siknadmo

ცხვრებად ვის მიმართ-ხელისუფლებისადმი მორჩილებას ქადაგებენ, თუ კანონმორჩილებას თუ ბედისადმი

დამოკიდებულები არიან

კანონმორჩილება არაა ცხვრობა. მაგას რომ ქადაგებდნენ ჩვენზე კარგი ეკლესია არავის ექნებოდა. ქადაგებენ ავტორიტეტების, პიროვნებების მორჩილებას, ფაქტიურად ფარაონების მდგომარეობაში იყენებენ თავს. მათი აზრით ეკლესიის და რელიგიურ მოღვაწეთა კრიტიკა ცოდვაა, დასჯადია, ხოლო ათეისტები არაადამიანები არიან. აი დაუკვირდი ამ სიტყვებს, ვციტირებ: "აი ძმისშვილი გამოვიდა, მე არ ვიცი ათეისტია, თუ ათეისტზე უარესია ?" აი ამის თქმა შენი აზრით ამაზრზენი არაა?

 

შენის აზრით საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი ცხოვრობს ეკლესიურად რომ რეალურად განიცადოს ეკლესიის გავლენა

(მე პირადად შემიძლია ვთქვა რომ არაეკლესიურად მცხოვრები ის ადამიანები ვიცნ თავს თვლიან მართლმადიდებლებად, რეალურ გავლენას არ განიცდიან)

ეკლესიურად კი არ ცხოვრობენ, არამედ ურამართლმადიდებლურად. ესაა ჭირი და არა ეკლესიური ცხოვრება. და ეკლესიის უმაღლესი პირები ამ ურამართლმადიდებლებში ყველაზე ცუდ თვისებებს აღვივებენ. აბა რას ნიშნავს "ათეისტზე უარესი"? ე.ი. ათეისტი ხელიდან წასული ადამიანია და იმაზე უარესი ხომ საერთოდო, ამას ამბობს არა?

 

იცი რა ტეხავს ყველაზე მაგრად? ახლა ქვეყნის პირველი პირი რომ გამოვიდეს და თქვას "ჩვენ გვაკრიტიკებენ და როგორ გაბედეს ესო", საზოგადოება და თუნდაც ამ ფორუმელთა დიდი ნაწილი აღშფოთდება სრულიად სამართლიანად. და როცა ამას ეკლესიის პირველი პირი ამბობს, ყველა ატარებს ამას, ვითომ არაფერი არ მომხდარა და სრულიად ნორმალურია ის რაც თქვა. აგერ newstudio უკაცრავად და ბრიყვულ თემებსაც კი ხსნის და ტვ არხს თუ ხელისუფლებას მოუწოდებს რაღაცეებს. არა და მეტი რა უნდა თქვას ამ კაცმა? ფაქტიურად თავზე დაა##ა მთელ საზოგადოებას და ამ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს უკეთეს შემთხვევაში საერთოდ არ ანაღვლებს. უარეს შემთხვევაში კი გამართლებასაც უძებნის.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კანონმორჩილება არაა ცხვრობა. მაგას რომ ქადაგებდნენ ჩვენზე კარგი ეკლესია არავის ექნებოდა. ქადაგებენ ავტორიტეტების, პიროვნებების მორჩილებას, ფაქტიურად ფარაონების მდგომარეობაში იყენებენ თავს. მათი აზრით ეკლესიის და რელიგიურ მოღვაწეთა კრიტიკა ცოდვაა, დასჯადია, ხოლო ათეისტები არაადამიანები არიან. აი დაუკვირდი ამ სიტყვებს, ვციტირებ: "აი ძმისშვილი გამოვიდა, მე არ ვიცი ათეისტია, თუ ათეისტზე უარესია ?" აი ამის თქმა შენი აზრით ამაზრზენი არაა?

ეს ერთი ეპიკსოპოსის განცხადებაა, მეც მაგრად არ მესიმპატიურება ეგ პიროვნება მართალი გითხრა,

ზოგადად, მართლმადიდებლები მხოლოდ და მხოლოდ ცალკეულ საკითხებზე ვდგავართ ერთ პოზიციაზე, ის რაც მრწამსს შეეეხება, თორემ არის მთელი რიგი საკითხები სადაც ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს,

ჩვენ არ ვართ სექტანტები რომ ყველა ერთ პოზიციაზე ვიდგეთ,

იერარქისადმი პატივისცემა კი ბატონო, მისდამი კორექტული დამოკიდებულება, მაგრამ არავინ არ გვავალდებულებს რომ მათ დავემორჩილოთ და მათ ჭკუაზე ვიაროთ

 

 

Saturn

ეკლესიურად კი არ ცხოვრობენ, არამედ ურამართლმადიდებლურად. ესაა ჭირი და არა ეკლესიური ცხოვრება. და ეკლესიის უმაღლესი პირები ამ ურამართლმადიდებლებში ყველაზე ცუდ თვისებებს აღვივებენ. აბა რას ნიშნავს "ათეისტზე უარესი"? ე.ი. ათეისტი ხელიდან წასული ადამიანია და იმაზე უარესი ხომ საერთოდო, ამას ამბობს არა?

არა არიან ეგეთები ბევრნი არა :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...