lasha_alo Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 Проживающие в Дагестане дидойцы просятся в состав Грузии. Об этом заявил представитель дидойцев, приехавший в Тбилиси. Могамед Рамзанов провел встречи с членами парламента Грузии. По его словам, он привез в Тбилиси примерно 15 тысяч подписей, которыми большинство взрослого населения дидойцев подтверждает желание жить в составе Грузии. По заявлению Рамзанова, в течение долгих лет, их народ притесняется Россией - им не дают возможность говорить на своем языке и изучать собственную историю. «Мы репрессированы с 44-го года. Наши дома сожгли, уничтожили все. Мы требуем компенсаций для репрессированных. Мы приехали в Грузию для того, чтобы отсюда сообщить миру, как с нами обращаются. Просим принять нас в состав Грузии», - отметил гость. По заявлению грузинского депутата Нугзара Циклаури, на данном этапе Грузия не рассматривает изменение границ с Российской Федерацией, но в законодательном органе считают, что Кавказ является единым культурным ареалом. «В этом плане, не существует никакого Северного и Южного Кавказа, существует единый Кавказ в любом вопросе - в отношениях между народами, научных и культурных отношениях так далее. Мы готовы протянут этим людям руку помощи», - отметил Циклаури и добавил, что парламент Грузии обратится с просьбой сохранения этнической принадлежности дидойцев к международному сообществу. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 დაღესტნელებს კი არა დიდოელებს . არც მე მომწონს ესენი ხელებს რომ აფათურებენ იქით,მიაჭრიან მაგ გრძელ ხელებს და დაისვენებენ მერე . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 აი, სრული ბედნიერებისთვის რაღაც გვაკლია მეთქი, სულ ვფიქრობდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 ქართველების გარდა ამ ქვეყანაში - საქართველოში ყველას დაედგომებარა დავუშავეთ ნაცებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 არ ვდგავართ ჩვენს სიმაღლეზე ან არ ვასრულებთ იმ ფუნქციას რაც უნდა შევასრულოთ, იმის გამო რომ ბოდიში და ბევრი მე#######ე გვყვავს, თორემ კავკასიაში წამყვანი მდგომარეობა ჩვენ გვექნებოდა,ოღონდ ყოველგვარი სირისტიანი ურა პატრიოტული ლოზუნგების და ტაშკუილა შეძახილების გარეშე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 დიდოელები, ინგუშები, ჩვენი თუშები, ერთი ძირის ხალხია ეგ. ყველაზე მეტად მონათესავე იბერიელების. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 დიდოელები, ინგუშები, ჩვენი თუშები, ერთი ძირის ხალხია ეგ. ყველაზე მეტად მონათესავე იბერიელების. აჰა თუშები თურმე ინგუშების ნათესავები ყოფილან. იქნებ ბაცბებს გულისხმობდი ,წოვა-თუშებს ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაინც ისე წარიმართება როგორც ჩვენ არ გვინდა, რუსები მისცემენ დამოუკიდებლობას ჩეჩნებს, იგნუშებს, დაღესტნელებს, ხოლო ადიღეელებს და ოსებს თავიანთ შემადგენლობაში დატოვებენ,შესაბამისად აფხაზეთიც და ოსეთიც მათ დარჩებათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 Achiko1972დიდოელები, ინგუშები, ჩვენი თუშები, ერთი ძირის ხალხია ეგ. ყველაზე მეტად მონათესავე იბერიელების. არც დიდოელები და არც ინგუშები ჩვენი მონათესავე ხალხი არ არის. ნუ, თუშებს რა უნდათ ამ კამპანიაში, ვერ ვხვდები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაინც ისე წარიმართება როგორც ჩვენ არ გვინდა, რუსები მისცემენ დამოუკიდებლობას ჩეჩნებს, იგნუშებს, დაღესტნელებს, ხოლო ადიღეელებს და ოსებს თავიანთ შემადგენლობაში დატოვებენ,შესაბამისად აფხაზეთიც და ოსეთიც მათ დარჩებათ აუ ძლივს რა გამოჩნდა ადამიანი ვინც ხვდება რა საფრთხეა რუსეთის დაშლა კავკასიაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 lasha_aloПо заявлению грузинского депутата Нугзара Циклаури, на данном этапе Грузия не рассматривает изменение границ с Российской Федерациейვაჰ, შენი ჭირიმე! :018: რუსეთის დუმის დეპუტატებს ამაღამ მშვიდად დაეძინებათ. ნუგზარჩიკ რატოოომ? მა რუსები რომ ჩვენს ტერიტორიაზე არიან შემოჭრილი და ჩვენი საზღვრები შეცვლეს? Мы готовы протянут этим людям руку помощи», - отметил Циклаури ამაზე ძველი ქართული სიბრძნე რას ამბობს - ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარში გარბოდაო არა? :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 რუსები მისცემენ დამოუკიდებლობას ჩეჩნებს, იგნუშებს, დაღესტნელებს, ხოლო ადიღეელებს და ოსებს თავიანთ შემადგენლობაში დატოვებენ,შესაბამისად აფხაზეთიც და ოსეთიც მათ დარჩებათხოდა კაკრაზ მერე ჩვენც შევუერთდებით. ასე რომ,ყველაფერი მაინც ისე წარიმართება როგორც ჩვენ არ გვინდა,არაა სწორი. ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ნაცებს არ უნდათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 alexაჰა თუშები თურმე ინგუშების ნათესავები ყოფილან. იქნებ ბაცბებს გულისხმობდი ,წოვა-თუშებს ? ჰო, მართალი ხართ, ჭოვა-თუშები ვიგულისხმე. კავკასიის ხალხები ოთხ ენობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან: კავკასიურ (ან პალეოკავკასიურ), ინდოევროპულ, თურქულ და სემიტურ. როგორც მიიჩნევენ, კავკასიურ ენებზე მოლაპარაკენი აქ ოდითგან ცხოვრობენ, დანარჩენი სამი ჯგუფის წარმომადგენლები კი, ისტორიული წარსულის სხვადასხვა პერიოდში მოვიდნენ. კავკასიურ ენათა ჯგუფიდან სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობენ ქართველები (ქართული ენის ქართული, მეგრულ-ჭანური (ლაზური), სვანური განშტოებებით). ჩრდილო-კავკასიელთაგან ამ ენობრივი ჯგუფის ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები არიან ჩეჩნები, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, და ყაბარდოელები, რომლებიც ყუბანისა და თერგის აუზებში ცხოვრობენ. მათ გარდა, ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს. ამავე ენობრივ ჯგუფს ეკუთვნიან აფხაზები, ინგუშები, ადიღები, ლეზგები და ზოგი სხვა. კავკასიურ ენათა ჯგუფიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი ქართულია, თავისი დიალექტებით. მათ ერთად ქართველურ ენათა ჯგუფს მიაკუთვნებენ. კავკასიურ ენებში ცალკე გამოყოფენ აფხაზურ-ადიღეურ და ნახურ-დაღესტნურ ჯგუფებს. აფხაზურ-ადიღეური ჯგუფი მოიცავს ყაბარდოულ (ჩერქეზულ), ადიღეურ და უბიხურ, აგრეთვე, აფხაზურ და აბაზურ ენებს (ამ ორმა უკანასკნელმა ქართულის ძლიერი ზეგავლენა განიცადა). ნახურ-დაღესტნურ ჯგუფს ხშირად ორ ცალ-ცალკე ქვეჯგუფად - ნახურ და დაღესტნურ ქვეჯგუფებად - ყოფენ. ნახური მოიცავს ჩეჩნურ და ინგუშურ ენებს, დაღესტნური კი, წარმოდგენილია ავარულ-დიდოური, ლაკურ-დარგოული და ლეზგურ ენებით. ზოგი მკვლევრის აზრით, არსებობს კავკასიურ ენათა ორი ოჯახი: პირველი - ქართველური, რომელიც აერთიანებს ქართულს და მის მონათესავე ენებს, და მეორე - ჩრდილო-კავკასიური, რომელიც მოიცავს დაღესტნურ და აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფებს. ინდოევროპელი ხალხებიდან სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობენ სომხები, რომელთა წინაპრებს ძვ.წ. I ათასწლეულში ანატოლიიდან მოსულებად მიიჩნევენ. მეორე ძველი ინდოევროპული ჯგუფია ოსები, რომლებიც დიდი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ და ითვლებიან აღმოსავლეთ ირანიდან მოსული მომთაბარეების შთამომავლებად, რომლებიც ძვ.წ. VII-ახ. წ. IV საუკუნეებში მოძრაობდნენ სამხრეთ-დასავლეთის სტეპებში, ვიდრე იქიდან ჰუნებმა არ განდევნეს. ისინი ალანების სახელით იყვნენ ცნობილი. ხანდახან მათ სკვითებისა და სარმატების სახელითაც იხსენიებენ. ინდოევროპელებს განეკუთვნებიან სლავური ჯგუფის წარმომადგენლებიც, რომლებიც ძირითადად რუსებითა და უკრაინელებით არიან წარმოდგენილნი. გარდა ამისა, ინდოევროპულ ჯგუფს წარმოადგენენ ქურთები, თალიშები, თათები, ბერძნები, ბოშები, განსახლებულნი კავკასიის სხვადასხვა არეალში. თურქულენოვანი ჯგუფი წარმოდგენილია აზერბაიჯანელებით სამხრეთ კავკასიაში. ისინი შერეული ეთნიკური წარმომავლობისანი არიან, ფიქრობენ, რომ ისინი, ნაწილობრივ მაინც, ჩამოყალიბდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის მკვიდრი მოსახლეობისა და მიდიელების შერევის შედეგად. მათი სპარსიზაცია მოხდა სასანელთა ბატონობის პერიოდში (III-VII სს.), თურქიზაცია კი - სელჩუკთა დაპყრობების შედეგად XI საუკუნეში. ჩრდილოეთ კავკასიაში ამ ენობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან ყივჩაღური მოდგმის თურქული ხალხები: ყუმუხები, ნოღაელები, ყარაჩაელები, ბალყარელები. ყუმუხები, ისევე როგორც თურქული მოდგმის სხვა ხალხები, ძირითადად, მუსლიმები არიან. რამდენიმე საუკუნის მანძილზე მათი ენა lingua franka-ს ფუნქციას ასრულებდა რეგიონში, მაგრამ XX საუკუნეში რუსულმა გამოდევნა. როგორც ფიქრობენ, ნოღაელები ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდნენ ოქროს ურდოს დაშლის შედეგად. მათი უმრავლესობა მომთაბარე იყო XX საუკუნემდეც კი. ყარაჩაელებისა და ბალყარელების წარმომავლობა მთლად ნათელი არ არის. სემიტური ჯგუფის ერთადერთი წარმომადგენლები კავკასიაში ასირიელები არიან. თურქების მიერ დევნილმა ასირიელებმა რუსეთის იმპერიის ტერიტორიას თავი I მსოფლიო ომის დასარულს შეაფარეს. ძირითადად, ქალაქებში ცხოვრობენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 აუ ძლივს რა გამოჩნდა ადამიანი ვინც ხვდება რა საფრთხეა რუსეთის დაშლა კავკასიაში თუკი რუსეთმა ეს დამპლობა გააკეთა და გაუშვა ჩრდილო კავკასიელები შემოღობა საზღვრები, რითI უნდა ისაზრდოონ მათ,რუსეთს უდიდესი თანხა უჯდება ისინი რომ შეინახონ, ამ ხალხს არ გააჩნია ეკონომიკა, არანაირი უნარი რომ როგორმე იარსებონ, სამაგიეროდმებრძოლი და ჯანმრთელი ხალხია,ხოდა მოგვადგებიან ჩვენ, აი ეგრეა, სუსტ და უსუსურ კაცს ყველაფრის ეშინია, რუსეთი ვერ ახერხებს ჩრდილო კავკასიელების ინტეგრაციას, სამაგიეროდ ჩახუტებულია ოსებთან, აფხაზებთან, ადიღეელებთანაც მეტ ნაკლებად, თანაც ეგ ტერიტორიები სჭირდება, დაეყრდნობა იმ ხალხს ვის ინტეგრაციასაც შეძლებს და ვისთანაც პრობლემა არ ექნება, დანარჩენებს კი გაუშვებს მშიერ პაიკზე თავისუფლებაზე, ნუ, იმედია ეს არ მოხდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 (edited) ინგუშებთან მოხევეებიც ახლოს არიან.ბევრჯერ მინახიან ყაზბეგში ქორწილებში. შემეშალა და დაღესტნელები არ ვიცი. Edited December 15, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.