newstudio Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 ეხლა კავკასიაზე ყოფილა სიუჟეტი არავინ იცით?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 ვის უცემია ეგ აღარ უთქვამთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 სოსო რობაქიძე სცემეს 16:37 14.12.2010 [ნინო მიქიაშვილი] პატრულის მიერ, 6 წლის წინ მოკლულ ამირან (ბუტა) რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს 13 დეკემბერს, საღამოს ცხრა საათზე, საკუთარ სახლთან ახლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შესახებაც მას პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და ხელებაწეულს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. მას ორი ტყვია მოხვდა და იქვე გარდაიცვალა. მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ გადაცემა “პატრულის“ ეთერში განაცხადეს, რომ რობაქიძე პოლიციელებმა მაშინ მოკლეს, როცა ისინი “ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაკავებას ცდილობდნენ. “პატრულში“ აჩვენეს ცეცხლსასროლი იარაღი და მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ “ბანდიტების“ მანქანიდან ამოიღეს. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ “პატრულში“ ნაჩვენები იარაღი ამირან რობაქიძესა და მის მეგობრებს არ ეკუთვნოდათ; საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გრიგოლ ბაშალეიშვილმა კი განაცხადა, რომ მან ბუტა რობაქიძე “შემთხვევით“ მოკლა. ბაშალეიშვილი 19 წლის ბუტა რობაქიძის “გაუფრთხილებლობით მკვლელობის“ ბრალდებით გაასამართლეს; 2006 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ამოიწურა და გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ იგი თავისუფალია. ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები დღემდე უშედეგოდ მოითხოვენ იმ პირების დასჯას, რომლებმაც მტკიცებულებები გააყალბეს. ისინი შსს–ს პრეს-სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, გურამ დონაძისა და საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსის, ზურაბ მიქაძისკენ ათითებენ. ბატონო სოსო, რა მოხდა გუშინ საღამოს? სოსო რობაქიძე: გუშინ კეკელიძის ქუჩის გვერდით, ჟვანიას ქუჩაზე ფეხით მივდიოდი. მე იქვე, დაახლოებით 200 მეტრში ვცხოვრობ. ცხრას აკლდა 10–15 წუთი, როცა “ემელის“ ჯიპი გაჩერდა; მანქანიდან ორი ტიპი გადმოვიდა და ერთმა მცემა. რაიმე გითხრათ და მერე მოგაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა, თუ როგორ იყო? – მანქანა ჩემგან ორ მეტრში გააჩერა, ის ტიპი გადმოვიდა და შემომატრიალა. ამ დროს პერანგზე ღილები შემომაწყდა. ნიღაბი ეკათა? – არავითარი ნიღაბი არ ეკეთა; რომ ჩამარტყა, თვალში ჩამიბნელდა; ერთი თვალი გაფუჭებული მაქვს. იცით მანქანის ნომერი? – ტრანზიტული ნომერი ჰქონდა. რას უკავშირებთ ამ ფაქტს? – ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ახლახანს პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სარიშვილმა, ბუტას ამბავზე მიქაძეს ხელი დაადო. 23 ნოემბერს, ბუტას გარდაცვალების დღეს მოვითხოვე მიქაძე პროკურატურამ დაკითხოს–მეთქი. სააკაშვილის რეზიდენციაში “ღირსების ულტიმატუმი“ მაქვს ჩაბარებული; მე ვიყავი მაგის თავმჯდომარე და შემდეგ ეს “ღირსების ულტიმატუმი“ შალვა ხაჭაპურიძემ ჰააგის სასამართლოში გაგზავნა. ამის გარდა, ვმუშაობ იმაზე, რომ შეიქმნას ირინა ენუქიძის სახელობის მოძრაობა, არასამთავრობო ორგანიზაცია. ის რაც გუშინ მოხდა, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა, ვინც მტრულად არის განწყობილი. დღეს ვინმესკენ ვერ მივათითებ და ვერ ვიტყვი, რომ ეს ფაქტი კონკრეტულად ამის და ამის ბრძანებით მოხდა–მეთქი. ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა, პოლიციას ხომ არ მოსულა? – პოლიციაში განცხადება არ შემიტანია და საერთოდ, ამ ამბავზე პოლიციას არ ვეკონტაქტები, რადგან 2007 წელს აგერ, მეზობელ სადარბაზოში იარაღი, რომ დამადეს, ის საქმე დღესაც გამოუძიებელია. რომელი საქმე აქვთ გამოძიებული, რომ ეგ გამოიძიონ?! პოლიციას უბრალოდ უნდობლობას ვუცხადებ. http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2411 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 მიცვალებულების პატრონებთან რაღა უნდათ ა მესმის ესეც ნახეთ წამებით მოკლული როინ შავაძე სასამართლოში მოწმედ გამოიძახეს წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახში მივიდნენ და ჯარისკაცის ქვრივს განუცხადეს – “როინ შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო“. სპეციალური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც ჩაწერეს, რომ როინ შავაძე გარდაცვლილია, მათ შავაძეების ოჯახი დატოვეს. ეს ამბავი გასულ ორშაბათს მოხდა, რის შესახებაც პრესა.გე როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს ესაუბრა. ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ადვოკატ შალვა შავგულიძეს. http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2393 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 kisaწამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახში მივიდნენ და ჯარისკაცის ქვრივს განუცხადეს – “როინ შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო“. ) ძალიან ცუდი სუნი დადგა თუ მე მეჩვენება?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 სპეციალური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც ჩაწერეს, რომ როინ შავაძე გარდაცვლილია, მათ შავაძეების ოჯახი დატოვეს. შიგნაკრავი სადისტი ძალოვნები. კომბლე მაინც წააკითხონ და ისე მიიღონ სამსახურში ეს სადისტი ტუპიაკები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 წამებით მოკლული როინ შავაძე სასამართლოში მოწმედ გამოიძახესkisa ეს ცხადში ხდება, თუ მძინავს ნეტა? მთლად ჩაბერეს ამ საცოდავებმა, თუ უკვე ეკაიფებიან ხალხს? ყროლის სუნი ავარდა სალხინეთში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 შავაძეზე გვაქ ტემა, ვეძებდი და ვერ ვნახეთავიდან ბოლომდე წაიკითხეთ სტატია ამათ გონიათ რომ მომჩივანს თუ გააქრობენ, პრობლემა არარ იქნება, თუ რა არის?აი არ მესმის რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 ბაშალეიშვილი 19 წლის ბუტა რობაქიძის “გაუფრთხილებლობით მკვლელობის“ ბრალდებით გაასამართლეს; 2006 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ამოიწურა და გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ იგი თავისუფალია. სად არის სატურნი და ეს შენის აზრით რა არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 mtidanმოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ “პატრულში“ ნაჩვენები იარაღი ამირან რობაქიძესა და მის მეგობრებს არ ეკუთვნოდათეს გამოძიება მარსიდან იყო ჩამოსული თუ ისინიც შსს-ში მუშაობდნენ შემთხვევით? lasha1997სად არის სატურნი და ეს შენის აზრით რა არის? აქ არის. შენ გამორიცხავ გაუფრთხილებლობით მკვლელობას? ანუ დარწმუნებული ხარ, რომ იმ პატრულის თანამშრომელს უნდოდა გარდაცვლილის მოკლვა, ამოიღო იარაღი და დაახალა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 არა ეგრე არ ვფიქრობ,მაგრამ ამ ბიჭზე იარაჯღის ქონის შეტენვას რომ აპირებდნენ დონაძეები და მაგისთანა ნაძირლები იმაზე მაქვს პრეტენზიები. ხო,გირგვლიანიც გაუფრთხილებლობის შედეგია ამათი აზრით და მართალს ამბობენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 lasha1997სად არის სატურნი და ეს შენის აზრით რა არის? დეტალურად ვიცი ეგ საქმე....მუხლი აქვს ზუსტად მიყენებული ( ნუ ეხლა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას რომ გაუფრტხილებლობით ადამიანი შემოგაკვდება -რა სახის სასჯელს ითვალისწინებს ტუ არ მოგვწონს -ზოგადად გავასაჩივროტ -საპროტესტო აქციები მოვაწყოთ) ბაშალეიშვილი ტავისი ფეხის მივიდა და ჩაბარდა მიუხედავად მუქარისა და ზეწოლისა იმ სპექტაკლის( რაც ტვ-ში ვნახეთ) მომწყობი მაღAლჩინოსნების ზმხრიდან. სადაც სადისტები , გირგვლიანის მწამებლები 6 წლით გამუხლეს და მერე 4-ში კურორტზე ქეიფის და დროსტარების მერე სახლებში ოფიციალურად გაუშვეს , ამ საცოდავ ბაშალეიშვილს ტყუილად ვერჩიტ...აი ბუტას მამა კი ვინც ტბილისელია ყველამ იცის რა კიტრიცაა..აჩერედნოი კაზინოდან გამოყოლილი ვინმე ბერტყავდა, ან რომელიმე ბორდელის სუწინიორი....უბრალოდ სირცხვილია ამ ტრაგედიით ხან პოლიტიკაში შერჩობა რომ მოინდობა ..ეხლაც გაინიუსა ტავი ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 შეიძლება მაგის მოკლულიც არ არის ეგ ბუტა და პროსტა ააღებინეს თავის თავზე. რა არის სირცხვილი ტატ და მტერს არ ვუსურვებ შვილის დაკარგვას.აი მე ლიჩნად სანამ ცოცხალი ვიქნებოდი იმით ვიცხოვრებდი რომ დამეხოცა ეგ ახვრები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 lasha1997მაგისია..."ნარუჩნიკებს" რომ ადებდა მაშინ გავარდა, პრედახრანიწელი არ უვარგოდა...ექსპერტტან მქონდა პრივატული საუბარი-აი შენატნ ამერიკაში ეგეტი იარაღი -ბრაკი რომ მიეცათ პატრულისტვის და ეგ მომხდარიყო მილიარდებს აახევდნენ მწარმოებელს, მტელი შსს-ს მაღალჩინოსმობაც გადადგებოდა -იაღლიშის გულიზა...მაგრამ აქ გურჯისტანია რადენიმე ტვის შექმნილი პატრულის პიარში ამდენი ოფლი ჩაღვარეს და ეს მოუვიდათ-გენიოსმა დონაძემ მოიფიქრა ის ლეგენდა და აგორდა ეგრე...ბაშალეიშვილი გააჩუმეს..წესიერი კაცი გამოდგა, ერტი ტვე იტმინა და მერე ვერაო, ახლადმოყვანილი ცოლი ყავდა , ახლადშეძენილი ბავშვი...ვერ ვივლი ეგრეო რა..ხოდა განაცხადა...მერე დაიწყო საქმის დალატკვა... რომ გადახედო მაგარი შეუსაბამოებებია...მარა სადაც ვცხოვრობთ ხომ იცი.... იმ ბიჭის მამამ როდის ამოიღო ხმა ისიც გაიხსენე.... რა არის სირცხვილი ტატ და მტერს არ ვუსურვებ შვილის დაკარგვას.აი მე ლიჩნად სანამ ცოცხალი ვიქნებოდი იმით ვიცხოვრებდი რომ დამეხოცა ეგ ახვრები. მეც ეგრე ვფიქრობ და ალბატ ყევლა ნორმალური..მარა რა გამოვიდა ნახე-ენუქიძემ ტავი შეაკლა ...ეს კაზინოებში ბირჯაობს და სანდროს მამა კი უბანში...ტქვენ კი აქ ტემას ხსნიტ კაცობაზე....ხვდები რისი თქმა მინდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 რავი აბა რა გითხრა და მაგათია საქართველო დღეს და კარგა ხანი მაგათი იქნება ისევ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.