Jump to content
Planeta.Ge

აგვისტოს ომის ამბავი – დამწვარი დედის ძვლები


Recommended Posts

ომის სისასტიკე თითქოს აღარც მიკვირს,თითქოს მიმაჩვიეს, შემაჩვიეს თუ შემიგიუეს თვალი. თითქოს ვფიქრობ, რომ ომია და რა გასაკვირია, ასეთი საშინელება ხომ ყველა ომში ხდება. ომის ტრაგედიებზეც ამ სტილში რეაგირებს ხალხი. რაც უფრო მასშტაბურია, რაოდენობრივი,რაც უფრო სასტიკი მით უფრო ნაოჭებს მოიკრებენ სახეზე და სუნთქვა დაუმძიმდებათ. მაგრამ ომის ტრაგედია გადატანილი ხალხის ტკივილს ვინ დაიტევს?

ეძებდენ თურმე სახელითა და გვარით. არ ვიცი ვინ იყო ისეთი, მისი სახლი და გვარიც რომ იცოდნენ.ეძებდნენ და იპოვეს.სახლში მხოლოდ მოხუცი დედა დაუხვდათ. დედას ყველა ოჯახის წევრი სარდაფში დაემალა და მაღლიდან ნოხი გადაეფარებინა. სახლს ცეცხლი წაუკიდეს. დედამ როგორც იქნა ჩააქრო აგვისტოს ცეცხლი.

იყო ჩემი ახლობლის დედა .დედა ქართველი.

რამდენიმე დღეში ისევ ჩაუვლიათ. დაუნახავთ რა ბოლომდე არ დამწვარი სახლი გაჰკვირვებიათ. შესულან. ისევ დედა დაუხვდათ. განრისხებულებს ისევ ცეცხლს მიუციათ სახლი. ამჯერად დედამ ვერაფერი ჰქნა. არ ვიცი სცემეს,აწამეს,აგინეს… არ ვიცი….

დედა დაიწვა.

დედა მარტო იყო.

როგორ გგონიათ, რამდენი ღირს რუსი ჯარიკაცისთვის დამწვარი ქართველი დედის ძვლები?

ყველა უკანონო საგუშაგოს ჩაატარეს შვილი. უპრობლემოდ. ჩვენ გვშია,სიგარეტის ფული არ გვაქვს, აქ ყოფნა გვიჭირს – უთხრეს.

მშვიდობიანად მიაცილეს მათმიერვე გადამწვარ სახლთან.

შვილმა დედის დახრაკული ძვლები აკრიფა.

ასევე მშვიდობიანად გამოისტუმრეს მათ მიერვე დაფერფლილი დედის ძვლებით შვილი, მათივე მიტაცებულ ტერიტორიიდან

200 ევრო – ეს ის თანხაა,რამდენადაც რუსმა ჯარიკაცმა დამწვარი ქართველი დედა შეაფასა.

http://www.ireporter.ge/?p=1769

 

ჩავთვალე რომ ეს ამბავი ყველამ უნდა იცოდეს და ამიტომ გავხსენი თემა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

200 ევრო – ეს ის თანხაა,რამდენადაც რუსმა ჯარიკაცმა დამწვარი ქართველი დედა შეაფასა.

კიდე ძვირი დაუფასებია...

 

ბოდიში ცინიზმისთვის მაგრამ რა არის გასაკვირი?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საშინელი ამბავია

მოვძებნეთ ავტორი დაგვაინტერესდა და ასე გვითხრა,რომ ვისგანაც მოისმინა იმის მეგობარს შეემთხვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

გადათარგმნეთ და რუსებს დაუდეთ ფორუმებზე

 

არაადამიანები

ვიტირე :(

კარგი იდეაა

ვაპირებ რომ რუსულად და ინგლისურადაც ვთარგმნოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეძებდენ თურმე სახელითა და გვარით.

იქაურებს კითხეთ-მე ვკითხე-სპირტის ბიზნეში გადაგდებული ოსები ეძებდნენ. რუსებმა რაც გვიქნეს გასაგებია-მარადიორობას და გამოკეტილ სახლებში ხალხის გამობუგვას მანც ნუ აბრალებთ... თუნდაც პერევში ჩადით და ხალხს დაელაპარაკეთ ოსებზე რას მოყვება და რუსებზე...ერორების პროპაგანდას აყოლა მხოლოდ მიშიკოს წისქვილზე ასხავს წყალს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...