ტაშიი Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ეხლა გაიმართა ეგვიპტეში არჩევნები და რა თქმა უნდა უმრავლესობამ "მოიგო", ხოსნის პარტია მაგარია და ხოსნიც "მაგარია", უკვე 40 წელია ქვეყნის პრეზიდენტია და მისი "რეფორმატორი" პარტია მართავს ეგვიპტეს. ოპოზიცია მან რა თქმა უნდა დაკეტა დიდი ხნის წინ, უბრალოდ დატოვა მუსულმანური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ეხლა გამალებით აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს. თუმცა დასავლეთი სდუმს, ვინაიდან რადიკალ მორწმუნეების პარტიას ისევ ხოსნი სჯობს. ნორმალური პარტია ალტერნატივა კი სამწუხაროდ დაკეტეს დიდი ხანია. ამდენად ეგვიპტე წარმატებით თანამშრომლობს და პარტნიორობს დასავლეთთან და არავის პრობლემა არ აქვს, რომ ხოსნი სამუდამო პრეზიდენტია, გარდა ეგვიპტელებისა, რომლებიც კიდევ კარგა ხანი ვერ ეღირსებიან თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ნაცებსი ეყოლება ვიღაცა ნათესავი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ეხლა გაიმართა ეგვიპტეში არჩევნები და რა თქმა უნდა უმრავლესობამ "მოიგო",და სხვა ქვეყნებში რა, ეგრე არაა? აი სტატისტიკა მოვნახოთ ამ არჩევნებებისა. 'Dემოკრატიულ" ქვეყნებში, და რამდენჯერ დარჩა პრეზიდენტი (როცა მან იყარა კენჭი მეორედ), და რამდენჯერ წააგო მოქმედმა პრეზიდენტმა. არ თქვათ ახლა, რომ მოქმედი პრეზიდენტები ყოველთვის კარგები არიან, მოწონს ხალხს და იმიტომ ხდება ეგრეო. არჩევნები უნდა გაუქმდეს, როგორც აფიორა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ტაშიი ეგვიპტის არჩევნები მსგავსებას, ხომ ვერ ხედავთ? მეც მინდოდა ამ თემის გახსნა, მაგრამ, ჩემდა სამარცხვინოდ, დამეზარა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Grigმეც მინდოდა ამ თემის გახსნა, მაგრამ, ჩემდა სამარცხვინოდ, დამეზარა.დაგეზარა, ჰმ, ზუსტად მაგაზე ამახვილებს ყურადღებას მეზობელ თემაში მოდერი - ტატ-ი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ტაშიიოპოზიცია მან რა თქმა უნდა დაკეტა დიდი ხნის წინ, უბრალოდ დატოვა მუსულმანური რადიკალური ოპოზიციაარ გცოდნია შენ კარგად ეგვიპტის შიდა სამზარეულო. ოპოზიცია დაკეტა კი არა პირიქით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მუბარაკმა გაანთავისუფლა ციხეებიდან ასეულობით ოპოზიციონერი. ხოლო ფუნდამენტალური ორგანიზაციები კი პირიქით - გაანადგურა, რისთვისაც ფუნდამენტალისტებმა მუბარაკს სიკვდილი მიუსაჯეს და მასზე შედგა კიდეც რამდენიმე თავდასხმა, მაგრამ გადარჩა. 2005 წელს ეგვიპტის კონსტიტუციაში შეტანილ იქნა შესწორება, რომლის მიხედვითაც ყველა პარტიამ მიიღო უფლება წამოეყენებიათ საპრეზიდენტო პოსტზე თავისი კანდიდატი. ასე ჩატარდა პირველი არჩევნები, იქამდე მხოლოდ რეფერენდუმი ტარდებოდა ხოლმე. რაც შეეხება ეკონომიკას, მუბარაკის მმართველობის პერიოდში ეგვიპტემ დაფარა საგარეო ვალები და მიაღწია მშპ-ს მნიშვნელოვან ზრდას ტურიზმის განვითარების ხარჯზე, თუმცა უმუშევრობა და კორუფცია საკმაოდ მაღალ დონეზეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 მე რამზეს დიდს მივეცი ხმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Saturnრაც შეეხება ეკონომიკას, მუბარაკის მმართველობის პერიოდში ეგვიპტემ დაფარა საგარეო ვალები და მიაღწია მშპ-ს მნიშვნელოვან ზრდას ტურიზმის განვითარების ხარჯზე, თუმცა უმუშევრობა და კორუფცია საკმაოდ მაღალ დონეზეა. ჰო, იქაც აღმშენებლობა მიდის დაჩქარებული ტაშით ბოლო 30 წელია. ოპოზიცია დაკეტა კი არა პირიქით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მუბარაკმა გაანთავისუფლა ციხეებიდან ასეულობით ოპოზიციონერი. კი, გამოუშვა თავისიანები და ჩაკეტა ოპონენტები. თუმცა, სადატი, როგორც ამბობენ, უფრო დიდი შათლახი იყოვო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ტაშიი მასზე შედგა კიდეც რამდენიმე თავდასხმა, მაგრამ გადარჩა. უფ, არ ამოვისუნთქე კაცო. რა ნათესავს ჰკარგავდნენ ნაცები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 (edited) Saturnოპოზიცია დაკეტა კი არა პირიქით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მუბარაკმა გაანთავისუფლა ციხეებიდან ასეულობით ოპოზიციონერი. ხოლო ფუნდამენტალური ორგანიზაციები კი პირიქით - გაანადგურა, რისთვისაც ფუნდამენტალისტებმა მუბარაკს სიკვდილი მიუსაჯეს და მასზე შედგა კიდეც რამდენიმე თავდასხმა, მაგრამ გადარჩა. 2005 წელს ეგვიპტის კონსტიტუციაში შეტანილ იქნა შესწორება, რომლის მიხედვითაც ყველა პარტიამ მიიღო უფლება წამოეყენებიათ საპრეზიდენტო პოსტზე თავისი კანდიდატი. ასე ჩატარდა პირველი არჩევნები, იქამდე მხოლოდ რეფერენდუმი ტარდებოდა ხოლმე. პრესა თავისუფალია?არჩევნები დემოკრატიულად ტარდება?ციხეში არც ედიკას ყავდა ბევრი ხალხი, თუ გახსოვს მიშა ლანძღავდა უპრობლემოდ, შენი მინისტრიც ლანძღავდა, მაგრამ არავის დაუჭერია, მაშ რატომ გამოვცვალეთ? კარგი ყოფილა თურმე?კაცი მეხუთედ თუ მეექვსედ არის პრეზიდენტი, ანუ მოკლული აქვს დემოკრეატიული პროცესი და შენ ეხლა ოფიციალურ სამთავრობო ინფორმაციას მიყვები. ეხლა ერთადერთი ვინც უპირისპირდება არის რადიკალი მუსულმანები. დემოკრატიული ოპოზიცია არ არსებობს. რატომ? ხომ ვერ მეტყვი, თუ ესე თავისუფალი საზოგადოებაა მაშ რატომ არ ჩნდება ოპოზიცია, ნუთუ გჯერა, რომ მართლა მოსწონთ 40 წელი ერთი პრეზიდენტი, კორუფცია, უმუშევრობა, შეზღუდული მედია, გაყალბებული არჩევნები? თუმცა უმუშევრობა და კორუფცია საკმაოდ მაღალ დონეზეა აჰა შენ თვითონ ამბობ რაც ხდება არათავისუფალ საზოგადოებაში. -------- თუნდაც ყველაფერი მართალი რომ იყოს, რაც შენ თქვი, მაინც იქნებ მითხრა ესტონეთმა უფრო სწორი გზა აირჩია თუ თურქმენეთმა? თუქმენეთშიც იმდენი დადებითი რამ მოხდა, იმდენი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდა, რომ მიშიკოს არც დაესიზმრება. აეროპორტი კი იცოცხლე ქვიშა ასაფრენს ფარავს და ყოველ კვირა ახალს აგებენ, ისე კი არ არის ჩვენთან ასაფრენი ბილიკი, რომ 60 ვატიანი სამზარეულოს ნათურებით ნათდება. მოკლედ ლას ვეგასია თურქმენეთი. უი კინაღამ მთავარი დამავიწყდა, ესტონელებს ბევრი პრიალა შენობა არ აუშენებიათ, მარა განათლება აქვთ, თუ არ ვცდები მეორე მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში პირველ ხუთეულს არ ცდება. Edited November 30, 2010 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ეგვიპტის არჩევნები მსგავსებას, ხომ ვერ ხედავთ?არჩევნებზე რა მოგახსენო ტაშიი, შეიძლება მსგავსება არის კიდეც, მაგრამ ყველაზე მაგარი მსგავსება საქართველოსა და ეგვიპტეს შორის იმაშია, რომ 7 დღიანი ომის შემდეგ ეგვიპტის მაშინდელინ ლიდერი აბდელ ნასერი კაი ხანი წარმატებით ატყუებდა ეგვიპტელებს ომი მოვიგეთო. ვალლაჰ ისტორია ხშირად მეორდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ტაშიიმე იმას ვამბობ, რომ "ოპოზიცია მოკლაო" რომ გიწერია არაა სწორი. ეგვიპტე არაა დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ დემოკრატიის ხარისხი მუბარაკის ეგვიპტეში უფრო მაღალია ვიდრე სადათის ეგვიპტეში. იგივე ითქმის ეკონომიკურ სიტუაციაზე. ანუ მუბარაკი არ არის უკან გადადგმული ნაბიჯი ეგვიპტისთვის. და ახლა შენ თუ ევროპული დემოკრატიის შექმნას ელოდები აფრიკის მუსულმანურ ქვეყანაში, დიდხანს მოგიწევს ცდა. ისე სიმართლე რომ გითხრა, ეგვიპტელებზე არც შემიმჩნევია მასეთ ქვეყანად ჩამოყალიბების სურვილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ეგვიპტელებზე არც შემიმჩნევია მასეთ ქვეყანად ჩამოყალიბების სურვილი. საქართველოს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არც ქართველებს აქვს სურვილი დემოკრატიული საზოგადოება შექმნას. არიან მართლმადიდებელი რადიკალები. ერთადერთი ოპოზიციური პარტია არის ქრისტიან დემოკრატიული. და თუ არა სეკულარული მიშა რადიკალები მოვლენ და დაენძრევა ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებს. აი ესე მიდის შეფუთვა. დღეს კინაღამ ვცემე ჩემი ამერიკელი კოლეგა ამ იდიოტობის გამო. არ ვყოფილვართ დემოკრატიისთვის მზად და ამიტომ ნაციონალები, რომ გვჩაგრავენ თურმე ჩვენთვის კარგი ყოფილა. კომფორტულად გრძნობენ თავს და არავის ადარდებს ჩვენი ყოფა გარდა ჩვენი თავისა. უნდა მორჩეს მიშიკოს და მის მიერ წახალისებული ოპოზიციის ბოგინი. 26 მაისს სტადიონზე ვიყავი და ვამაყობ. სტადიონიდან ხალხი სამებაში წაგვიყვანეს. გულზე კი არ მეხატა მაგრამ რა მექნა ჩემს ძმებს ვერ დავტოვებდი და მეც წავედი. თუმცა ეს მერე მაგრად შეუფუთეს დასავლეთს. აი ხომ ხედავთ რელიგიური ფანატიკოსები მოდიანო. მორჩა მე მაგ იდიოტობას აღარ წამოვეგები. არჩევნების სისტემის მოთხოვნები. ფორუმმა და ალასანიამ უნდა გააგრძელოს ამ საქმეზე მიწოლა. ყოველგვარი ლექსების და ტაშფანდურის გარეშე. საჭიროა ამ ამბავზე მიტინგი, კი ბატონო მივალ მზად ვარ. აი ერთ დღეში დამთავრების მოთხოვნა და მერე სამებაში სალოცავად მისვლისა მე აღარ მჯერა. ზოგს მუბარაკიზაცია წინ გადადგმული ნაბიჯი ჰგონია. მე კი მგონია რომ სიკვდილი სჯობს მაგას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ტაშიისაქართველოს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არც ქართველებს აქვს სურვილი დემოკრატიული საზოგადოება შექმნას.მე ოფიციალურ ინფორმაციას არ ვეყრდნობი ეგვიპტის შემთხვევაში. უბრალო ხალხს ვესაუბრებოდი ხოლმე იქ და ეგ არაა მათთვის N 1 პრობლემა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 (edited) მე ოფიციალურ ინფორმაციას არ ვეყრდნობი ეგვიპტის შემთხვევაში. უბრალო ხალხს ვესაუბრებოდი ხოლმე იქ და ეგ არაა მათთვის N 1 პრობლემა. ეგვიპტელი, რომ ჩამოვა და შენ გაგესაუბრება, შენც კმაყოფილ ოვაციებს გამოხატავ. ესე თუ გაგრძელდა კიდე 20 წელი საქართველოშიც აღარ ენდომებათ დემოკრატია. მაგას ვდარდობ. განათლებას, რომ ტელესერიალი, ჯეოსტარი და ზონდერების სიყვარულზე "თავისუფალი" თემების კონკურსებით ანაცვლებენ უფრო მალე აღარ ენდომება არავის თავისუფლება. Edited November 30, 2010 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.