lasha_alo Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 გამარჯობა ჯიმშერ ! სხვები შეიძლება "ალტერ ეგოთი" მოგმართავენ ან გონებაში ჩამჯდარ საბჭოთა მეტასტაზებს გიწოდებენ , მე ასე მოგნათლე ,იმედია არ გეწყინება. ძალიან კაპრიზული ხარ , მეოცნებე , ზარმაცი ....რაც მთავარია, განვითარების შესაძლებლობას არ აძლევ კაცს.პროფესიონალიზმი არ გიყვარს, კერპობა გინდა და თან კერპებს ეძებ. მოკლედ ,ნარცისიზმის აპოლოგეტი ბრძანდები. ჯიმშერ, გახსოვს ისტორიის წიგნისაკენ რომ მიბიძგე? „ დიდი ისტორიული წარსულიო“, „მებრძოლი ერიო“ -ჰმ,შენ რა გითხარი ...... წავიკითხე და აღმოვაჩინე ,თუ რაოდენ წარმოსახვითია ეს სამყარო. მატიანის ტექსტების სამყაროში გარნისის პერიპეტიებიც ღიად ჩანს,თან მსოფლიო ისტორიის წიგნიც დესერტად დავაყოლე და თურმე ერთი ,საინტერესო,მაგრამ ჩვეულობრივი ხალხის ნაწილი ვყოფილვარ. ჰმ,ვეღარ მომატყუილებდი, ფირფიტა მოაბრუნე ,“365 ქართულ სირცხვილზე“ ალაპარაკდი.ვაი შენს პატრონს, შე უბედურო....დიდგორის ომი ხომ ნამდვილად მოხდა , ვაჟკაცი ქართველებიც ხომ იყვნენ ?- ეჰ ჯიმშერ,ჯიმშერ.....მითებისაკენ გაქვს მიდრეკილება ,არ შეგიძლია წყაროების შეჯერება და ობიექტური დასკვნების გაკეთება. ჭეშმარიტება უკიდურესობების მხარეს თითქმის არასოდეს არაა. ყველა უკიდურესობა ერთ ნიადაგს ემყარება.....გაუცნობიერებლობას. ტრადიციებიო,ქართველობა დავიცვათო, ტვინში ჩიპი ბუა მასონებმა არ ჩაგვიდონ,თორემ ყველაფერს დავკარგავთო. დადუმდი რა . ტრადიცია ღირებული მაშინაა,თუ კონკურენციის არ ეშინია,სიახლეს არ გაურბის ,არამედ ექვემდებარება ახალ დროებასთან ადაპტაციას. ფარისევლობაა შენი სადღეგრძელოები.სიცრუე ,რომელიც ადვილად ქარწყლდება.მიყვარს ბახუსი ,მხოლოდ ზომიერად .მიყვარს წარსულის ანალები ,მაგრამ წასაკითხად ,გასააზრებლად და არა მათგან ზღაპრების შესათზობად.ჯიმშერ, ვიცი შენც კი არ მოგწონდა საბჭოთა კავშირი.... ჩარჩოებში ჩაკეტვა და წითელი ცენზურა რა მოსაწონია?! შენი „უქარქაშო ხმლები“ ამ ზიზღს ერთ ეტაპზე ებრძოდა კიდევაც,მაგრამ ნელნელა ეს ზღაპრები მავნებელი გახდა ჯანსაღი გონებისათვის,რადგანაც იზოლაციონისტური მიდრეკილებებისკენ უბიძგებდა. ჯიმშერების რევოლუციად აქციეთ სსრკდან განთავისუფლების ეპოქა. ჩვენ მხოლოდ საბჭოთა უგემოვნების თავიდან მოშორება გვინდოდა,მაგრამ თქვენმა გავლენამ მძიმე იდოლოგიური ბექგრაუნდი შექმნა,რომელიც ბოლშევიზმის ნაყოფი იყო. სად მივედით? ისევ იქ საიდანაც მოვედით.ერთ წრეზე დავდივართ და ამაში დამნაშავე ქართველთა გონებაში ჩასახლებული პატარა კაცუნიებია . ძალიან გიყვარს ილია ჭავჭავაძე არა? ქართველობის სიყვარული ამით ისწავლეო. ჰეჰე, მართლა გენიოსი იყო,რადგანაც შენ გხედავდა , სამშობლოს სადღეგრძელოების მაგივრად პრაქტიკულ საქმიანობაზე ჰქონდა აქცენტი, მისი აზრები კი ზუსტად ლუარსაბული ფილოსოფიის წინააღმდეგი იყო , საერთო კარგახსნილობის მომხრე ყოველივე პროგრესულისადმი. წმინდა ილია მართალიო -შეეშვით მის სახელს, ნუ ითვისებთ ამ გზით .მოკვდავი გახლდათ თავისი სისუსტეებით და ზუსტად ამით გახდა ახალი საქართველოს შექმნის იდეის ავტორი,რომელიც ლუარსაბებმა და ჯიმშერებმა საკუთარ თავში ჩაკეტეთ. ბოლო დროს ეკლესიას მიეძალე. ამ მასიური იმედგაცრუებით გაწამებულებმა რელიგიაში დაიწყო ხალხმა შვების ძიება.შენ ცდილობ მათ გონიერებაში ჩაძვრე და „გააქვაკუთხედო“ ჩვენი ფილოსოფია. წადი რა... დაიკარგე ,შენი დრო უნდა გავიდეს . დასანგრევი იქნება ყველა ის ტაძარი ,რომელშიც შენი აზროვნება იქმნება გამეფებული. კონფორმისტი ხარ და საკუთარ სისუსტეებს ადამიანების წარმოსახვაში ჰპოულობ...............უი ჯეკ .....შენი დედაც.....აქ რა გინდა ?შენ ვინღა ხარ?„ბანძი ქართველი ერიო“,“ არაფერში ვარგივართო და კერპებს რახან ვექვემდებარებით ,უმჯობესია ისევ ჩვენ ვმართოთო...ჩვენ ხომ „ევროპეისკი“ ელიტა ვართ ...ისინი კი ეს ხალხი.... „აუ გრუზინებიო“ , ჯიმშერს აგინებ ? მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მაშინ შენი ტელევიზიები მის ინსტინქტებს რატომ აძლიერებს ჩვენში?ღია ჯიმშერული „სახალხო კრების“ კრახით ხალისობ და კონფორმისტული აურა კი გიხარია. ა შენ ჩამოკიდე წარწერა:„საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი.წყარო: მსოფლიო ბანკი“?!ერიჰა..... მე ვთქვი რა ხდება ,საიდან მოვიდა ეს ჯეკი-თქო.უცებ ვერ გიცანი ჯიმშერ. სნობის კოსტუმში გამოწყობილი ,ერთი შეხედვით, სხვაგვარად გამოიყურები ,მაგრამ ასე ადვილად ვერ დაიმალები. იგივე სულელი ხარ,რაც იყავი. ჰომო სოვეტიკუსი ,რომელიც უნდა გადაშენდეს ჩვენი გონიერებიდან. არაფერი ზემაგიური არაა ამისათვის საჭირო, მივყვეთ მსოფლიო განვითარების დინებას , ჰორიზონტი უკეთესად დავინახოთ და დავივიწყოთ ჯიმშერული ზღაპრები. ძლიერი ხარ შე ოხერო კიდევ,ძალიან ძლიერი, მაგრამ თუ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა საკუთარი ჯიმშერები მოიგერია ,აუცილებლად ეს ჩვენც უნდა მოვახერხოთ,თუმცა შენი განდევნა შოკით შეუძლებელია,შევიცვლებით? თავისით წავხვალ და დაიკარგები უკვალოდ,ხოლო ჯეკი,შრეკი თუ სხვა ნიღბები შენი სახეებია ......სხვა არაფერი იმედია მალე დაგვემშვიდობები და ამას ეს ქვეყანაც შეძლებსნაკლები პატივისცემით:ალოანთ ლაშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 lasha_aloძალიან საინტერესოა, ახალი საქართველოს დაბადება ხდება ვითომ, არ ვიცი, შეიძლება,რაც შეეხება საქ. წასულის შესახებ ზღაპრებს და მითებს და ერთ ჩვეულებრივ ერს, თავმდაბლობა კარგი გრძნობაა, ხოლო ამპარტავნობა დამღუპველი, კი ბატონო, მაგრამ გუშინ საქართველოს ნაკრების თამაშს რომ ვუყურე-რაცხა სხვა გრძნობა დამეუფლადა ერთი ვინმემ ამიხსნას რატომ ვჯობნით სხვებს მიწოლაში და ხელის გადაწევაში :nekro: ყველა ერი უნიკალურია, ჩვენც უნიკალურები ვართ და ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, საკუთარი ინტერესების დაცვა როგორ შEვხვდებით ჩვენ გლობალიზაციას ლეო ნაფტასვით თუ რაგბის გუნდივით?ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მოკლედ ვუსურვებ ჩემს სამშობლოს ნუ წაიკუზება დასავლური ფასეულობების წინაშე და მეორე ნუ ჩაიკეტება, არის ინდუისტურ ბუდისტურ ფილოსოფიაში ადამიანის უმაღლესი მდგომარეობა როდესაც ის ღვთაებაში იკარგება, კარგავს ინდივიდუალურობას და ხდება ბრახმანის ნაწილი,გვინდა ეს? ჩვენი სახე დავკარგოთ და გავხდეთ მსოფლიო გლობალური სამყაროს შემადგენელი-ზღვაში წვეთი,ან იქნებ ჯობია რომ შევინარჩუნოთ ის რაც უმთავრესია, რაც არის ჩვენი საფუძველი და ასე ვინტეგრირდეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 გამარჯობა ჯიმშერ !იმედია მალე დაგვემშვიდობები და ამას ეს ქვეყანაც შეძლებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 გამარჯობა ჯიმშერ ! გაუმარჯოს მურთაზ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 Siknadmoსულაც აარ ვთვლი "ბანძ ქართველ ერზე "საუბარი კარგ მოვლენას წარმოადგენს და არც პატრიოტიზმის უარყოფა დამისახია მიზნად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 კარგი სტატიაა... მარა გამოსავალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 (edited) lasha_aloვინ ჩაანაცვლებს ჯიმშერს ამაშია საქმე კარაჩში ქართული ავიახაზების თვიდმფრინავი ჩამოვარდნილა წუხელ, იცით ამის შესახებ?ნტვ-ზე აჩვენეს არის უამრავი მსხვერპლი იმიტომ რომ თვითმფრინავი საცხოვრეელ სახლებს დაეჯახაამ წუთას იყო რეპორტაჟი სან ვეი ქართული ავიოკომპანია, სატვირთო თვიდმფრინავი ილ-76 Edited November 28, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 (edited) Siknadmoსატვირთო თვითმფრინავი "ილ-76", რომელიც წუხელ პაკისტანის ქალაქ ყარაჩში ჩამოვარდა, ქართულ ავიაკომპანია "სანუეიზ აირლიანსს" ეკუთვნოდა , - ამის შესახებ სააგენტო "იტარ-ტასს" ყარაჩში რუსეთის საელჩოში განუცხადეს. "ილ-76"-ს ჰუმანიტარული ტვირთი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან სუდანში გადაჰქონდა. სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე აფეთქების ხმა გაისმა. ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.მარა გამოსავალი?სტატია ნაკლებადაა, უდფრო უძინარის ფიქრებია გამოსავალი? იყო უკეთესი, ვიდრე ხელისუფლება Edited November 28, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 Siknadmoკარაჩში ქართული ავიახაზების თვიდმფრინავი ჩამოვარდნილა წუხელ, იცით ამის შესახებ?ნტვ-ზე აჩვენეს არის უამრავი მსხვერპლი იმიტომ რომ თვითმფრინავი საცხოვრეელ სახლებს დაეჯახაამ წუთას იყო რეპორტაჟი სან ვეი ქართული ავიოკომპანია, სატვირთო თვიდმფრინავი ილ-76დილით ევრონიუსზე მოვკარი თვალი პაკისტანში ავიაკატასტროფა მოხდაო და ბევრი რუსეთის მოქალაქეაო დაღუპულიო, მაგრამ ქართული ავიახაზების თუ იყო თვითმფრინავი ეგ არ ვიცოდი. ძალიან სამწუხარო ფაქტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 (edited) მარა გამოსავალი? სტატია იმიტომ მომეწონა, რომ გამოსავალიც დავინახე. განმანათლებლობაა გამოსავალი. ილია ჭავჭავაძემ ეგ 150 წლის წინ დაინახა. ტელესერიალები და იაფფასიანი ურა პატრიოტიზმი დროშების ფრიალი და გულზე მჯიღის ცემით ყანწების თავზე დადგმა და ამით დაქლიავება (ანუ ჯიმშერიზაცია, როგორც ავტორმა მოიხსენია), რაც ხელფეხს უხსნის პეროიან თალიბებს სადისტურად მართონ პეროს გარეშე მყოფი თალიბების დიდი მასა. ან ამ სადიზმზე გაბრაზებული თალიბების რელიგიისკენ გადახრა გამოუვალობის შეგრძნების გაქარწყ ლ ების მიზნით. მოკლედ ამის ალტერნატივა გონების გახსნაა. ეს კი განათლების გარეშე შეუძლებელია. ერთადერთი შენიშვნა მაქვს სახელებთან დაკავშირებით. რას ვერჩით ამა თუ სახელს. შეიძლება ჯიმშერი ერქვას ადამიანს და იყოს კარგი და განვითარებული. ჩემი აზრით ხან მურთაზის ხან ჯიმშერის და ხან ლამზირას ესე მოხსენიება არ არის ლამაზი. ისე კი როგორც აქამდე ვთქვი ორი ხელით ვეთანხმები ავტორის პათოსს. Edited November 28, 2010 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 მოკლედ ამის ალტერნატივა გონების გახსნაა. ეს კი განათლების გარეშე შეუძლებელია.ზუსტად ,ზუსტად ჩემი აზრით ხან მურთაზის ხან ჯიმშერის და ხან ლამზირას ესე მოხსენიება არ არის ლამაზი. მესმის ,ეს მხოლოდ ლიტერატურული ხერხია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 (edited) სტატია იმიტომ მომეწონა, რომ გამოსავალიც დავინახე. განმანათლებლობაა გამოსავალი. ილია ჭავჭავაძემ ეგ 150 წლის წინ დაინახა. ტელესერიალები და იაფფასიანი ურა პატრიოტიზმი დროშების ფრიალი და გულზე მჯიღის ცემით ყანწების თავზე დადგმა და ამით დაქლიავება (ანუ ჯიმშერიზაცია, როგორც ავტორმა მოიხსენია), რაც ხელფეხს უხსნის პეროიან თალიბებს სადისტურად მართონ პეროს გარეშე მყოფი თალიბების დიდი მასა. ან ამ სადიზმზე გაბრაზებული თალიბების რელიგიისკენ გადახრა გამოუვალობის შეგრძნების გაქარწყ ლ ების მიზნით. მოკლედ ამის ალტერნატივა გონების გახსნაა. ეს კი განათლების გარეშე შეუძლებელია. ერთადერთი შენიშვნა მაქვს სახელებთან დაკავშირებით. რას ვერჩით ამა თუ სახელს. შეიძლება ჯიმშერი ერქვას ადამიანს და იყოს კარგი და განვითარებული. ჩემი აზრით ხან მურთაზის ხან ჯიმშერის და ხან ლამზირას ესე მოხსენიება არ არის ლამაზი. ისე კი როგორც აქამდე ვთქვი ორი ხელით ვეთანხმები ავტორის პათოსს.რა ჯიგრულად აზროვნებ სანამ საქმე რელიგიას შეეეხება [ Edited November 28, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 Siknadmoრა ჯიგრულად აზროვნებ სანამ საქმე რელიგიას შეეეხება ზუსტად იგივეს თქმა შემიძლია შენზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 lasha_aloგამოსავალი? იყო უკეთესი, ვიდრე ხელისუფლებაისე, პლანეტელები არ ვართ უფრო უკეთესები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2010 ისე, პლანეტელები არ ვართ უფრო უკეთესები? ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.