Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- რატომ დუმს პატრიარქი?


Recommended Posts

საყოველთაო ნიჰილიზმისა და სასურველი ცვლილებების მოლოდინში ეს შეკითხვა სულ უფრო ხშირად გაისმის ქართულ საზოგადოებაში. ადრე აქტუალური იყო კითხვა: “ვის გავყვეთ?” ჯაბა იოსელიანის პასუხის შემდეგ ამგვარი ფორმულირება პოპულარული აღარ არის.

 

გაზიარება

[ნანა დევდარიანი. 21:19 18-11-2010]

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TOVf_-7wQII/AAAAAAAAEOA/UTWYGuQ_cR8/s200/iliaII.gifტრამვაის გაყევითო - ბრძანა ჯაბამ, მაგრამ ტრამვაის ხაზები რევოლუციონერებმა აყარეს და ეს გზაც გადაკეტილი აღმოჩნდა. თუმცა, უგულავამ კვლავ დაიწყო ლაპარაკი ტრამვაის ახალი ხაზების გაყვანაზე და, მოსალოდნელია, რომ სამ წელიწადში მასაც გაყვება ვინმე.

ვიღაცას გზა აებნა და ასი ათასი კაცი სააკაშვილის ნაცვლად პატრიარქთან მიიყვანა. ახლა, იმის ნაცვლად, წარუმატებლობის მიზეზს საკუთარ თავში ეძებდნენ, ისევ სხვისკენ იშვერენ ხელს.

- რატომ დუმს პატრიარქი?

სხვანი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პატრიარქი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება, ზოგს ხატს აჩუქებს, ზოგს კი წიგნს. აბა, პატრიარქი საპარლამენტო მანდატებს ხომ არ დაარიგებს?!

- რატომ დუმს პატრიარქი?

რამდენჯერაც ერი დამოძღვრა, იმდენჯერ მოიძებნენ ლიბერალური დემოკრატიის ქომაგები და შეიცხადეს: - ეკლესია საერო საქმეებში არ უნდა ჩაერიოსო! იმის ნაცვლად, ქადაგებიდან და ეპისტოლეებიდან აზრი გამოეტანათ, იმას ცდილობდნენ, რომ ეკლესია და ერის სულიერი მოძღვარი სათავისოდ გამოეყენებინათ (ეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც თანაბრად ეხება, მცირე გამონაკლისის გარდა).

ხმამაღლა არ ამბობენ, თორემ პატრიარქის ავტორიტეტით ხელისუფლების გასტუმრება მართლაც ჯეკ პოტის მოხსნა იქნებოდა მათთვის. თანაც ისე, რომ ხელისუფლებაში მოსვლა მისი ხელდასხმით მოხდეს, ხოლო ძალაუფლების აღებისთანავე კვლავ ადგილი მიუჩინონ ეკლესიას: - საერო საქმეებში ნუ ჩაერევაო!

საერო სახელმწიფოს ბომონზე მლოცველ ლიბერალებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყველაზე “საერო’’ სახელმწიფო საბჭოთა კავშირი იყო. დღეს ულტრალიბერალური ფრთის წარმომადგენლები მართლმადიდებელ ეკლესიას “ბოლშევიზმის გადმონაშთს’’ უწოდებენ. ეს იგივეა, ანა ფრანკს რომ ნაციზმის გადმონაშთი უწოდო!

ჩვენი დასავლელი მეგობრები შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ საქართველოში გამოკითხულთა 85% მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს ენდობა. შფოთავენ იმის გამო, ხომ არ არის ეს ფუნდამენტალიზმის ნიშანი. სამაგიეროდ, არ შფოთავენ იმაზე, რომ მმართველ პარტიას საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის 120% უჭერს მხარს.

ფრანგული რევოლუციის მიერ სეკულარიზმის დროშის ატაცებას დასავლური ქრისტიანობის მიერ ევროპის სახელმწიფოთა მართვა-გამგეობაში სისტემატური ჩარევა უძღოდა წინ. მეფეები და მთავრები ვატიკანის ხელდასხმით მართავდნენ ევროპის ქვეყნებს. პროტესტანტობაც სწორედ ვატიკანის უსაზღვრო კონტროლის საპირისპიროდ დაიბადა. არანაირი საჭიროება დასავლური სეკულარიზმის გავრცობისა საქართველოზე არ არსებობდა და არც ახლა არსებობს, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს ერეოდა საერო მართვაში, მაგრამ ამავე დროს არც ერთი წამით არ იყო მოწყვეტილი მისი ერის საჭიროებებსა და განსაცდელს.

- რატომ დუმს პატრიარქი?

ერთხელ, ბავშვობაში ბაბუაჩემი მიყვებოდა, როგორ ედო გამზადებული ფუთა კართან იმ შემთხვევისათვის, თუ დასაპატიმრებლად მოვიდოდნენ. “მანქანის ხმის გაგონებაზე დავკოცნიდი მძინარე ბავშვებს და ფუთას ავიღებდი. რამდენჯერ ყოფილა, რომ წავუყვანივარ თვალახვეული, გზა რომ არ დამემახსოვრებინა. კიბეზე რომ ამიყვანდნენ, მაშინ ვხვდებოდი, რომ ამჯერადაც გადამარჩინა უფალმა. ბინაში რომ შემიყვანდნენ, თვალს მერე-ღა გამიხსნიდნენ; ან ბავშვი იყო მოსანათლი, ან მიცვალებული გასაპატიოსნებელი. ბობოლა ბოლშევიკები რომ იყვნენ, ასეთი უჩუმრობითაც ვხვდებოდი და კედელზე ბელადების სურათებითაცო’’.- მაგათ ან ბავშვს როგორ უნათლავდი, ან წესს როგორ უგებდი-მეთქი! - ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა.- ბაბუ, მღვდელმა როგორ შეიძლება ნათლობაზე და წესის აგებაზე უარი უთხრას ადამიანს?!, - მიპასუხა.

ჩემს ბავშვურ აღშფოთებას ჰგავს დღევანდელი დრტვინვაც: - რატომ დუმს პატრიარქი? რატომ ასაჩუქრებს იმას, ვინც ჩვენს თვალში დასასჯელია?

იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია; ყველასი - კარგებისაც და ცუდებისაც, ცოდვიანებისაც და მართლებისაც. იგი სხვადასხვა კლასში ვერ ჩაგვრიცხავს და ვერც სამტრედიის სპეცსკოლაში გაგვამწესებს. სიტყვამ მოიტანა და, მაცხოვარი გვასწავლის, რომ ზოგჯერ მონანიე ცოდვილი უფრო ძვირფასია უფლისათვის. აი, სინანულის ხარისხს კი ჩვენ, საერო ადამიანები ვერავის ავუწონით. თუ გაყოფაა, - გაყოფა იყოს: ეკლესია თუ არ უნდა ერეოდეს საერო საქმეებში, მაშინ ჩვენ რა უფლებით უნდა ჩავერიოთ ეკლესიის საქმეებში?

პატრიარქზე თავდასხმების პირველი ტალღისას ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ეკლესია დარჩა ერთადერთ სივრცედ, რომელშიც საქართველოს სხეული მთლიანია. რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიებზე ორი სახელმწიფოს აღიარების მიუხედავად, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ეპარქიები კვლავ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია. შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისასაც ასეა: პატრიარქის ერთ სიტყვას შეუძლია გამოიწვიოს ქართული სულიერი სივრცის დაშლა და გათითოკაცება, როცა ერი უკვე აღარ არის ერი, არამედ ატომიზებულ საზოგადოებად იქცევა. ყველაზე კარგად ეს სწორედ პატრიარქმა იცის.

პატრიარქი არ დუმს. ჩვენ გვაქვს დახშული ყურიც და გულიც, თორემ იმას მივხვდებოდით, რომ მისი ნათქვამი ხელისუფლებასაც ეხება, ოპოზიციასაც და ჩვენც - ხალხს.

presa.ge

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-5337352443902486136?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ დუმს პატრიარქი?

რატომ და იმიტომ, რომ იცის, დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა, ძალაუფლება კი მიშას ხელშია, რომელიც ჩემი გადახდილი გადასახადებიდან 30 მილიონს ჩუქნის მაგის კანტორას, აღარაფერს ვამბობ ჯიპებზე და სხვა უამრავ პრივილეგიებზე, რომელიც ანაფორიანებს მიშას ხელში აქვთ.

პატრიარქი ყოველთვის იმის მხარეს იდგა, ვისაც ძალაუფლება ქონდა.

გაქნილი და ჭკვიანი პოლიტიკოსია ბერიკაცი, ზუსტად საზღვრავს ნაბიჯებს და ავტორიტესაც არ იგდებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Leo_Nafta

ომელიც ჩემი გადახდილი გადასახადებიდან 30 მილიონს ჩუქნის მაგის კანტორას

 

ჩვენი ანუ მართლმადიდებლების გადასახადიდან გადაუხადა.

 

და მგონი ათეისტებზე მეტნი ვართ.

 

 

მიშამ ეგრე მითხრა ათეისტების ფული არ ყოფილა მანდო :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

დაიცა, ათეისტები არ ვითვლებით საქართველოს მოქალაქეებად?

 

SHARI

მეცა :)

ხვალ ხომ არ მოდიხარ ჭიათურაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ და იმიტომ, რომ იცის, დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა, ძალაუფლება კი მიშას ხელშია, რომელიც ჩემი გადახდილი გადასახადებიდან 30 მილიონს ჩუქნის მაგის კანტორას, აღარაფერს ვამბობ ჯიპებზე და სხვა უამრავ პრივილეგიებზე, რომელიც ანაფორიანებს მიშას ხელში აქვთ.

პატრიარქი ყოველთვის იმის მხარეს იდგა, ვისაც ძალაუფლება ქონდა.

გაქნილი და ჭკვიანი პოლიტიკოსია ბერიკაცი, ზუსტად საზღვრავს ნაბიჯებს და ავტორიტესაც არ იგდებს.

 

მართალია, ძალიან დაუწვა საპატრიარქო ხელისუფლებას, არავის სჭირდება ამგვარი ფსევდორელიგიურობა და ქუჩაში პირჯვრების წერა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Leo_Nafta

როგორ ხარ ტატუშკა?

ლოცვაში და გეიპარადების მოლოდინში :givi:

იუ? :*

 

 

პ.ს. ბარემ აქ ხარ( სადაც ირჩეოდა იქ ვერ გიპოვე) და გეტყვი- მომეწონა შენი "თქვენი აფხაზეთი" მე კი მახსოვს -მარა გეთანხმები :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ლოცვაში და გეიპარადების მოლოდინში

ლოცვას თუ არ გააძლიერებ, არაფერი გამოვა :givi:

იუ?

რავი, მეც ეგრე, ვლოცულობ და ვარ :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატრიარქზე თავდასხმების პირველი ტალღისას ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ეკლესია დარჩა ერთადერთ სივრცედ, რომელშიც საქართველოს სხეული მთლიანია

 

ეგრეა და მომავალი საქართველოში ჩვენია, მართლმადიდებლების, ან ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში ან ეს ქვეყანა, ნუ რაც დარჩება

ბორდელად გადაიქცევა,

 

ჩვენ ვმრავდლებით, 5-6 შვილი მაინც დარბის ეკლესიურ ოჯახში, ჩვენ წამალს არ ვიკეთებთ, არ ვლოთობთ, შედარებით ნაკლებად ვბოზობთ :018: (მამაკაცები რა თქმა უნდა :P )

 

თუმცა წინასწარ არაფერია ცნობილი,

 

ქართველი ერი, ვთქვათ ოსებისგან და აფხაზებისგან განსხვავებით რ ე ლ ი გ ი უ რ ი ა, შესაბამისად მას მეტი მოეთხოვება

 

 

ან მართლმადიდებლობა ან სიკვდილი გახსოვთ ბანძი, სუნიანი ზვიადისტკები რომ კიოდნენ ამ ლოზუნგს :givi:

 

ხო, აღმოჩნდა რომ ეგ ტუტუცი ნახევრად ადამიანები სიმართლეს უბნობენ, ზოგჯერ დეგენერატმაც კი შეიძლება თქვას სიმართლე,

 

ქართველი ერი მოკვდება ეკლესიის გარეშე და ეს ეკლესია უნდა იყოს ისეთი როგორიც დღესაა, მარტლმადიდებლური ყოველგვარი პროტესტანტულ-კათოლიკური გადახრების გარეშE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Leo_Nafta

რატომ და იმიტომ, რომ იცის, დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა, ძალაუფლება კი მიშას ხელშია, რომელიც ჩემი გადახდილი გადასახადებიდან 30 მილიონს ჩუქნის მაგის კანტორას, აღარაფერს ვამბობ ჯიპებზე და სხვა უამრავ პრივილეგიებზე, რომელიც ანაფორიანებს მიშას ხელში აქვთ.

 

არადა საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას ხშირად... და არა მგონია გადადგომის მოწოდება სწორი ნაბიჯი იყოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრეა და მომავალი საქართველოში ჩვენია, მართლმადიდებლების, ან ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში ან ეს ქვეყანა, ნუ რაც დარჩება

ბორდელად გადაიქცევა,

 

კარგი რა თუ ძმა ხარ შენ ხარ მარტო მორალური და მე ვარ ამორალური. კარგი რა.

 

ბორდელად რომ იყოს რა უშავდა, უსამართლობის ბუდედ რომ არის მე მაგას ვჩივი. ისე საერთოდ ძველი აღთქმას რომ ვკითხულობ სულ კინოფილმი "ხერხი" მახსენდება ისეთი ყასბობებია. თუმცა სოდომის და გომორის დანგრევას ვერ ვპატიობ ვერავის. :D

 

 

ჩვენ ვმრავდლებით, 5-6 შვილი მაინც დარბის ეკლესიურ ოჯახში, ჩვენ წამალს არ ვიკეთებთ, არ ვლოთობთ, შედარებით ნაკლებად ვბოზობთ :018: (მამაკაცები რა თქმა უნდა :P )

 

მუსულმანურებში კიდე უფრო მეტი ბავშვი დარბის. არც მე ვიკეთებ წამალს, თუმცა ძმაკაცები მყავს მორფინისტი მორწმუნეები.

 

ქართველი ერი, ვთქვათ ოსებისგან და აფხაზებისგან განსხვავებით რ ე ლ ი გ ი უ რ ი ა, შესაბამისად მას მეტი მოეთხოვება

 

ეს არის ფაშიზმი. მილოშევიჩიც ეგრე ფიქრობდა და იმიტომ დახერხა საკუთარი ქვეყანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

ძველი აღთქმას რომ ვკითხულობ სულ კინოფილმი "ხერხი" მახსენდება ისეთი ყასბობებია

მაგაზე ძალიან მარტივად გიპასუხებს. რომ ქრისტეს მოსვლით დაიწყო ახალი ერა და ის რაც ადრე იყო დაშვებული აიკრძალა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...