Jump to content
Planeta.Ge

"იაფი სესხის" მიმღები საწარმოების ნაწილს გაკოტრება ემუქრება


Recommended Posts

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=20973&ct=2

 

 

შეღავათების მიუხედავად მათ სესხის დაფარვა ვერ შეძლეს

 

"ეკონომიკური პალიტრის" მიხედვით

 

"იაფი სესხის" მქონე საწარმოების ნაწილს გაკოტრება ემუქრება. 15-მდე საწარმომ ეკონომიკის სამინისტროს ჯერ კიდევ 2009 წლის ზაფხულში მიმართა, რათა მათი ვალდებულებები გადავადებულიყო. სამინისტრომ შეღავათი გაუკეთა, მაგრამ სესხის დაფარვა მაინც ვერ შეძლეს. დღეს კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელსაც მთავრობამ იაფი სესხით მოსარგებლე საწარმოების მონიტორინგი დაავალა, რამდენიმე მათგანის საქმე სასამართლოს გადასცა.

 

ამასთან, ვინც თანხა ვერ გადაიხადა, მათ ფონდი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს არიცხავს.

 

არსებული ინფორმაციით, გაკოტრება ემუქრება იაფი სესხის პროგრამაში ჩართულ ძეგვში არსებულ ქარხანას, რომელიც მერქან-ბურბუშელოვანი ფილების წარმოებით იყო დაკავებული. ამ ქარხანაში თურქული კომპანია "იონტაშის" და ქართული "ალაფის" ფინანსებიც ჩაიდო. მოგვიანებით, 50%-იანი წლის მფლობელი "ალაფი" ქარხნიდან გავიდა, თურქებმაც ქარხანაში დამონტაჟებული ტექნოლოგიების მიუხედავად ობიექტი თავადაც მიატოვეს. გაკოტრება ემუქრება ახმეტაში პარკეტის ქარხანასაც, რომელიც მთავრობას სესხის დაფარვის გადავადებას ისევ სთხოვს.

 

შეგახსენებთ: 2008-2009 წლებში 80 მილიონამდე იაფი სესხი გაიცა

 

თუ ეკონომიკა ვითარდება რატომ კოტრდება ეს საწარმოები? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

არასწორად დაგეგმილი ბიზნესი და შემდეგ არასწორად შეფასებული გეგმები ფონდის მიერ. ესაა სულ მიზეზი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

არასწორად დაგეგმილი ბიზნესი და შემდეგ არასწორად შეფასებული გეგმები ფონდის მიერ. ესაა სულ მიზეზი.

რაში ვლინდება ყოველივე ეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

რაში ვლინდება ყოველივე ეს?

სესხის გადახდისუუნარობასა და გაკოტრებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

სესხის გადახდისუუნარობასა და გაკოტრებაში.

არასწორად შეფასებული გეგმები ფონდის მიერ

 

 

ანუ შენ გინდა თქვა პოლიტიზირებული იყო ეს აქცია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

რატომ კოტრდება ეს საწარმოები?

1) უვიცობა ან/და ღორობა 90 %

2) სხვა მიზეზები 10 %

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

არასწორად დაგეგმილი ბიზნესი და შემდეგ არასწორად შეფასებული გეგმები

,ერე ვისი ბრალია?

ფონდს ან ბანკს ექსპერტი რისთვის ყავს?

არასწორ დაგეგმილ ბიზნესში და არასწორ დაწერის ბისნეს გეგმაში რატომ მისცეს ფული?

 

ნებისმიერი მასწავლებელი აიღე - არც ერთი არ დაწერს მსგავს რამეში ნიშანს

მოკლედ რა , ისევ ამ ხალხის გადასხდელია ყველაფერი :user:

 

DATA TUTASXIA

ანუ შენ გინდა თქვა პოლიტიზირებული იყო ეს აქცია?

პიარის ნაწილი იყო, ხოდა "ყლაპეს" ამათმაც :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

თუ ეკონომიკა ვითარდება რატომ კოტრდება ეს საწარმოები?

იმიტომ რომ არაფერიც არ ვითარდება

 

2009ში 5%მდე ვარდნა იყო

 

2010ში არ ვიცი,,, მარა ზრდა არ შეინიშნება აშკარად... უმუშევრების ახალი არმია გაჩნდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

1) უვიცობა ან/და ღორობა 90 %

2) სხვა მიზეზები 10 %

 

 

ესეც არის მაგრამ სხვა ფაქტორების პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მეტია და ეს შენ კარგად იცი.

 

 

ამ ფონდის მიერ დაფინანსებული ბიზნესი იყო ძირითადად მცირე ბიზნესი. გაიხედე გარეთ და ნახე რა დღეშია მცირე და საშუალო ბიზნესი. მონოპოლისტები არ ახარებენ მცირე ბიზნესს. ეს არის ბენდუქიძის რეფორმა,რომელიც ლიბერალური ეკონომიკის მამად გყავთ შერაცხული. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

პიარის ნაწილი იყო, ხოდა "ყლაპეს" ამათმაც

 

 

ყლაპეს რა თუ მოგცემენ კრედიტს მერე შენ უნდა მიხედო საქმეს.

 

თუმცა წარმოებული პროდუქციის გასაღება ჭირს საქართველოში. მოსახლეობას არ აქვს შემოსავალი და დაბალია მათი მსყიდველობითი უნარი

:yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

მონოპოლისტები არ ახარებენ მცირე ბიზნესს

მონოპოლიაზე შეიძლება საუბარი სულ რამდენიმე სახეობის პროდუქტთან დაკავშირებით. დანარჩენში არანაირი მონოპოლია არ შეინიშნება.

 

kisa

პიარის ნაწილი იყო, ხოდა "ყლაპეს" ამათმაც

დავიღუპეთ, დაბალ პროცენტიან სესხებს გვატენიან ხალხოუუუუუ :mad:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ყლაპეს რა თუ მოგცემენ კრედიტს მერე შენ უნდა მიხედო საქმეს.

ერთერთი მაჩვენებელია ბისნეს-გეგმაში - გასარება

ესე იგი ან არ აწყობდა სესხის დაბრუნება კრედიტის მიმცემს ან არაპროფესიონალურად მიუდგა საქმეს

ამ ორიდან ერთია, სხვა საფრთხე დაბალი ალბათობით ხდება

 

გარდა ამისა, პროქტის მიმდევრობას დონორი უნდა აკონტროლებდეს ( ნორმალურ ფონდებში ესეა), შუალედური შეფასება ქვია ამას და თუ ატყობენმ, რიმ რაღაც ისე არ ვითარდება როგორც იყო დაგეგმილი კორექტირებას ახდენენ, ფულის ტრანსფერი მაშინვე წყდება ( ერთიანად იშვიატად იძლევიან ფულს)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაკოტრება ემუქრება იაფი სესხის პროგრამაში ჩართულ ძეგვში არსებულ ქარხანას, რომელიც მერქან-ბურბუშელოვანი ფილების წარმოებით იყო დაკავებული

 

 

მე ვიყიდე მაგათგან ამ ზაფხულს ლამინატი, საკმაოდ კარგი ხარისხის და რაც მთავარია ელიავას ფასებთან საკმაოდ იაფი (ელიავაზე 1 ფირი 117ლარი, მანდ 90 ლარი), ოთხ ცალში საკმაოდ ეკონომია გამოვიდა. თან ზედ ეტიკეტზე Made in Georgia, Mckheta, Dzegvi რომ ეწერა, რაღაც სასიამოვნო იყო. ძალიან საწმუხაროა, თუ დაიხურება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

დავიღუპეთ, დაბალ პროცენტიან სესხებს გვატენიან ხალხოუუუუუ

ეს სენი "სალდაფონსკი" შუტოჩკები სულაც არაა სავალდებულო - დაისვენე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ერთერთი მაჩვენებელია ბისნეს-გეგმაში - გასარება

ესე იგი ან არ აწყობდა სესხის დაბრუნება კრედიტის მიმცემს ან არაპროფესიონალურად მიუდგა საქმეს

ამ ორიდან ერთია, სხვა საფრთხე დაბალი ალბათობით ხდება

და ბიზნესმენების არაპროფესიონალობას გამორიცხავ?

 

გარდა ამისა, პროქტის მიმდევრობას დონორი უნდა აკონტროლებდეს ( ნორმალურ ფონდებში ესეა), შუალედური შეფასება ქვია ამას და თუ ატყობენმ, რიმ რაღაც ისე არ ვითარდება როგორც იყო დაგეგმილი კორექტირებას ახდენენ, ფულის ტრანსფერი მაშინვე წყდება ( ერთიანად იშვიატად იძლევიან ფულს)

სესხის მონიტორინგი ყველა შემთხვევაში მიმდინარეობს ნებისმიერი სახის სესხზე. თუ გამოჩნდა რომ საქმე კარგად ვერ მიდის, ეგრევე იწყება სესხის ამოღების პროცესი.

 

ფაქტია რომ არაპროფესიონალზიმის შედეგია ეს ყველაფერი, სესხის როგორც გამცემი, ისე მიმღები მხრისაგან. წილობრივად მეტი ზოგადი პოასუხისმგებლობა კი რა თქმა უნდა სესხის გამცემს ეკისრება, რადგანაც სახელმწიფო პროექტი იყო ეს და თანხის მიზნობრივად განკარგვის შემთხვევაში ასეთი შედეგი არ იქნებოდა.

 

Achiko1972

მაგ ქარხანასაც მარკეტინგის პრობლემა ექნება. ისევ არაპროფერსიონალიზმი. კარგი ხარისხის პროდუქტის დამზადება არაა საკმარისი ბიზნესის წარმატებისთვის.

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...