Jump to content
Planeta.Ge

თვით ენვერი ვნახე , სვარჩუკი :D


Recommended Posts

ქუჩაში მეგობარი შემხვდა და მისალმება არ მქონდა დასრულებული. გაოგნებული თვალებით კაცს მიაშტერდა. :no:

 

ვაა, ნახე სვარჩუკი "სვაბოდაზეა" შესძახა და სიმართლე გითხრათ დავიბენი. :D ვალერი სვარჩუკი ენვერული ჩანაწერების თითქმის მთავარი გმირია ,ის აკავშირებდა აგენტებს ერთმანეთთან. გავიკითხე, იქნებ მოეჩვენაო....რამდენიმე კაცმა დამიდასტურა-ეს კაცი თავისუფლად მიუყვება თბილისურ გამზირებს , არანაირი პრობლემა არა აქვს :018:

გადამრევთ უშიშროებავ. :yes: ვერაფერი ვერ გავიგე თქვენი. თუ რაიმე სახელმწიფო საიდუმლოებას ვავრცელებ , მომჭერით თავი ,მაგრამ სამარშუტო ტაქსთან პოტენციური ენვერის ნახვა რომ გამიკვირდებოდა, ეს ფაქტია :what:

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მოვლენ ეხლა ვანოს ადეპტები და აგიხსნიან - არ გაუჭირდებათ, ან გააოფებენ და ასესინო მიგიხურავს თემას როგორც წუხანდელი მიხურა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში გაშიფრულ რუსულ ჯაშუშურ ქსელთან კავშირში მყოფი ადამიანი დააჯილდოვა. საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირის "ოტჩიზნას" ხელმძღვანელს ვალერი სვარჩუკს დიმიტრი მედვედევმა პუშკინის სახელობის ორდენით უბოძა.

 

ვალერი სვარჩუკი არის ის ადამიანი, რომელსაც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პეტრე დარვიშაძე აღიარებით ჩვენებაში ახსენებს. პეტრე დარვიშაძის განმარტებით, სწორედ სვარჩუკმა დააყენა ის აგენტურულ გზაზე და ბიზნესმენი ჯაშუშად აქცია.

 

ვალერი სვარჩუკმა კრემლში თავის პირველ ამოცანად ადამიანთაDშორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნება დაასახელა. "ბოლო წლების მოვლენებმა რუსეთსა და საქართველოს შორის მძიმე დარტყმა მიაყენა ყველას. ნათესავები, მეგობრები ერთმანეთთან ვერ ჩადიან და ეს ყველას ძალიან აწუხებს", _ განაცხადა სვარჩუკმა კრემლში.

 

აღსანიშნავია, რომ დაკავებულ პეტრე ნურის ძე დარვიშაძეს, ბიზნესმენს ბრალი ედება ს.ს.კ -ს 311 მუხლით (უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა). გრუ-ს დავალებების შესაბამისად, იგი კონკრეტულ პირებზე ახორციელებდა მეთვალყურეობას.

 

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია სახელწოდებით „ენვერი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩაატარა.

 

ოპერაციის შედეგად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ფარულ კავშირში მყოფი 13 ადამიანი დააკავეს.

 

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულებს შორის ოთხი რუსეთის, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეა.

 

http://www.presa.ge/new/?m=news&NID=1903

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი სვარჩუკი ნაღდად სვაბოდაზეა,ბებიაჩემის მეზობელია და ჩვეულებრივად გადაადგილდება (სხვათა შორის, მთელი სამეზობლო ამ ამბავზე ღადაობს, ვალერა კი სახლში ზის გუგულივით, თუმცა, მგონი, იმ გადაცემაში პირდაპირ არ უთქვიათ, რომ სვარჩუკი აგენტიაო), არა მგონია, ეგ "ენვერი" იყოს, რადგანაც მეტისმეტად დებილის შთაბეჭდილებას ტოვებს იმისათვის, რომ რაიმე სერიოზული სადაზვერვო თამაშები ეწარმოებინა... ნუ, ჩვეულებრივი იდიოტია რა... ცოტა მოგარეწრო, მაგრამ მაინც იდიოტი !

 

"ენვერა" რომ არა არის ეგ ასიანია, მაგრამ როგორც ეტყობა არც დაზვერვასთან ჰქონია მაგ კაცს შეხება, თორე ეგრე გარეთ არ დატოვებდნენ,,,

იმ აჭარელმა ბიზნესმენმა თქვა, ვთხოვე და ვიღაცას შემახვედრაო და ის როჟა კი გრუს თანამშრომელი გამოდგა, ხოდა, როგორც ეტყობა, ვალერას ბრალი არ იკვეთება, თორე მოუხნავდნენ დამსმელს (არც გადაცემაში უთქვამთ, რომ ის ან ეჭვმიტანილია ან ძებნაშია, მითუფრო კი რო დაპატიმრებულია)...

ისე თუ მართლა არაფერ შუაშია, ცოდოა ეგ ჩემისა, იმიტომ რომ სადაც გამოჩნდება ან YVერებზე იჩქმიტავენ ხოლმე ან სამჯერ აფურთხებენ და "ფუი ეშმაკსო" იძახიან, აგერ ალოც კი გოდოურევია :givi:

Edited by chombe
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ვაა, ნახე სვარჩუკი "სვაბოდაზეა" შესძახა და სიმართლე გითხრათ დავიბენი. ვალერი სვარჩუკი ენვერული ჩანაწერების თითქმის მთავარი გმირია ,ის აკავშირებდა აგენტებს ერთმანეთთან. გავიკითხე, იქნებ მოეჩვენაო....რამდენიმე კაცმა დამიდასტურა-ეს კაცი თავისუფლად მიუყვება თბილისურ გამზირებს , არანაირი პრობლემა არა აქვს

გადამრევთ უშიშროებავ. ვერაფერი ვერ გავიგე თქვენი. თუ რაიმე სახელმწიფო საიდუმლოებას ვავრცელებ , მომჭერით თავი ,მაგრამ სამარშუტო ტაქსთან პოტენციური ენვერის ნახვა რომ გამიკვირდებოდა, ეს ფაქტია

:givi:

 

რატომ აღარაფერი არ მიკვირს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტა მოგარეწრო

საკმაოდ ცუდი მესიჯები კი აქვს კრემლში გაკეთებული და ორდენიც მიიღო :D

ისე თუ მართლა არაფერ შუაშია, ცოდო ეგ ჩემისა, იმიტომ რომ სადაც გამოჩნდება ან YVერებზე იჩქმიტავენ ხოლმე ან სამჯერ აფურთხებენ და "ფუი ეშმაკსო" იძახიან, აგერ ალოც კი გოდოურევია

:D დაახლოებით იგივე დახასიათება მომცეს მასზე სხვებმაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"Когда мы проводили эту операцию и... когда освещали ее, главной задачей для нас не было раздражение России. Этот вектор был направлен, в первую очередь, к грузинскому обществу. Мы были заинтересованы в оказании давления на людей, проживающих в Грузии, и в той или иной форме сотрудничавших с российскими спецслужбами, чтобы они начали сотрудничать с нами", - заявил Мерабишвили в интервью телекомпании "Имеди", которое транслировалось в субботу вечером.

 

Вместе с тем он отметил, что задержание людей не является самоцелью.

 

"Нашей целью является пресечение их (шпионов) деятельности. И если в будущем кто-то захочет делать это, пусть они знают, что в Грузии есть серьезные спецслужбы, которые рано или поздно раскроют это дело", - заявил Мерабишвили.

ვინც უყურეთ დღეს - მართლა ესე თქვა? :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

Вместе с тем он отметил, что задержание людей не является самоцелью.

ეს არ უთქვამს ტყუილი. დაზვერვა ისეთი აკრაკადაბრაა, რომ ყველაფერი ინდურ კინოსავით არ ხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

kisa

 

ციტირება

Вместе с тем он отметил, что задержание людей не является самоцелью.

აქ წერია რომ - ადამიანების დაკავება არ იყო ჩვენი თვითმიზანიო

მე სხვა რამეს გეკიტხებით

 

главной задачей для нас не было раздражение России. Этот вектор был направлен, в первую очередь, к грузинскому обществу. Мы были заинтересованы в оказании давления на людей, проживающих в Грузии

ეს მართლა თქვა? :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ეგ ფრაზა შეცდომით მგონია რომ არის. მძიმეს გარეშე უნდა იყოს, ნამეტანი იდიოტობა გამოდის.

Мы были заинтересованы в оказании давления на людей, проживающих в Грузии, и в той или иной форме сотрудничавших с российскими спецслужбами

 

Мы были заинтересованы в оказании давления на людей, проживающих в Грузии и в той или иной форме сотрудничавших с российскими спецслужбами

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ხომ იყო ნათქვამი რომ ორ ადამიანს საპროცესო გაუფორმესო.ეტყობა ერთი მაგი იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხომ იყო ნათქვამი რომ ორ ადამიანს საპროცესო გაუფორმესო.ეტყობა ერთი მაგი იყო.

"სვიაზნოი" ეს იყო და :D სასწაული ხალხია რა ,თან პუტინისგან მიიღო ორდენი საპროცესოს შემდეგ :( ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=13-11-2010%2021:26

 

asesino_141

ზუსტად სიტყვა სიტყვითაა გადათარგმნილი, მართლა უთქვამს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ზუსტად სიტყვა სიტყვითაა გადათარგმნილი, მართლა უთქვამს

მძიმეც თქვა? :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...