Jump to content
Planeta.Ge

chombe

პლანეტელი
  • პოსტები

    69
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი chombe

  1. კი სვარჩუკი ნაღდად სვაბოდაზეა,ბებიაჩემის მეზობელია და ჩვეულებრივად გადაადგილდება (სხვათა შორის, მთელი სამეზობლო ამ ამბავზე ღადაობს, ვალერა კი სახლში ზის გუგულივით, თუმცა, მგონი, იმ გადაცემაში პირდაპირ არ უთქვიათ, რომ სვარჩუკი აგენტიაო), არა მგონია, ეგ "ენვერი" იყოს, რადგანაც მეტისმეტად დებილის შთაბეჭდილებას ტოვებს იმისათვის, რომ რაიმე სერიოზული სადაზვერვო თამაშები ეწარმოებინა... ნუ, ჩვეულებრივი იდიოტია რა... ცოტა მოგარეწრო, მაგრამ მაინც იდიოტი ! "ენვერა" რომ არა არის ეგ ასიანია, მაგრამ როგორც ეტყობა არც დაზვერვასთან ჰქონია მაგ კაცს შეხება, თორე ეგრე გარეთ არ დატოვებდნენ,,, იმ აჭარელმა ბიზნესმენმა თქვა, ვთხოვე და ვიღაცას შემახვედრაო და ის როჟა კი გრუს თანამშრომელი გამოდგა, ხოდა, როგორც ეტყობა, ვალერას ბრალი არ იკვეთება, თორე მოუხნავდნენ დამსმელს (არც გადაცემაში უთქვამთ, რომ ის ან ეჭვმიტანილია ან ძებნაშია, მითუფრო კი რო დაპატიმრებულია)... ისე თუ მართლა არაფერ შუაშია, ცოდოა ეგ ჩემისა, იმიტომ რომ სადაც გამოჩნდება ან YVერებზე იჩქმიტავენ ხოლმე ან სამჯერ აფურთხებენ და "ფუი ეშმაკსო" იძახიან, აგერ ალოც კი გოდოურევია
  2. T_A_T არ ჭირდება იქ ჩასვლას ვიზა, აპა.... იქაც კაი გვარიანი ავტოკრატი მართავს, მაგრამ იქაურ ხალხს ამის სანაცვლოდ ცოტა შეღავათები მაინცა აქვთ, მაგალითად მსოფლიოში ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი შრომისუნარიანთა 0,9% მხოლოდ ან კიდევ ის რომ ჩვენზე თითქმის სამჯერ დიდი მოსახლეობის ქვეყანაში მხოლოდ ხუთიათას რაღაც პატიმარია (შეადარე ჩვენს 28 ათასსს) ან კიდო ის რომ კომუნალური გადასახადები ჩვენსაზე თითქმის 3-4-ჯერ იაფია, თუმცა თავისი არც გაზი აქვთ და არც ნავთობი, სწავლა ყველა დონეზე უფასოა, ისევე როგორც ჯანდაცვა ! ასე, რომ იმათი სიჩუმე და ავტოკრატიზმთან შეგუება კიდევ გასაგებია რაღაცნაირად, მაგრამ აი,ჩვენ რა ჭირი გვეტაკა და რამ დაგვაუნჯა ასე საშინლად, მართლაც გასაკვირივია, ჩემმა მზემ ! DATA TUTASXIA სიმართლე გითხრათ არ ვიცი კარგად... მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ მაგათ იმის შანსს არ მივცემდი ნაღდად, რომ ჩემი მეშვეობით თავიანთი ურჯუკობა გაეპრავებინათ ! ნუ შეიძლება ცოტა ავღელდი და ყველა ერთ გვაბში ვდურთე მართლაც, მაგრამ ერთი პირობა მაინც დაეყენებინათ ამ მამაცხონებულებს, როგორც კახა შარტავამა ბრძანა თავიდან იმ ლილოს ბაზრობაზე აბსოლუტურად უდანაშაულოდ დაპატიმრებული ბიჭის დახსნა მაინც მოეთხოვათ დილეგიდან.... აბა, რა გამოდის შენ დიქტატურას ებაასები რაღაცაზე და ადამიანები სასტიკ ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას განიცდიან იმავდროუკლად ამ დიქტატურისაგან... გავცხე ეგეთ მოლაპარაკებებს, ხალხი თუ დაგვავიწყდება...
  3. lasha1997 არ მჯერავს, "იქეთ" მაგას რავა იზამდნენ, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ზეიმი აქვთ "იქეთ" და მამფერ უხიაგობას არ გააკეთებდნენ, გოუჭირდებოდათ! თქვენ კიდე რა გიჭირთ, ჯენერალში ისროლესო - ბრძანებთ, აი, მე მაგალითად გამარჯობის თქმაზეც კი ბანს მადებენ მანდ, ეგ კი არადა რაღაც მანქანებით ჩემი ტელეფონიც კი გაიგეს და პირდაპირ განმიცხადეს თუ არ გაჩერდები, ცუდ რამეს გადაეყრებიო, თან მიბოდიშებდნენ - ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩვენზე უფრო "კომპეტენტური" ორგანოები მოგწევენ რამესო... რაც შეეხება თემას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვინც ეხლა ნაცანალებს მოლაპარაკების მაგიდაზე დაუჯდა ან შეკრული ნაბოზვარია ან ბრიყვი... დიქტატურა ამ ვითომ მოლაპარაკებებით ბევრი უმსგავსობის გაპრავებას შეეცდება მომავალში და გააპრავებს კიდეც...არ უშველის მერე მოლაპარაკებების პროცესიდან გაქცევა ამ საქმეს, ისეთ იმიჯს მაინც გაიკეთებენ ეს ღორიშვილები, რომ ახალი კოდექსი ფართო კონსენსუსის ნაყოფიაო... გააპრემიერებენ მიშიკოს და გაგრძელდება ეს დაშტი-ბუბუ კიდევ დიდხანს... არ მშურს მათი თანამდებობები, ფეშენებელური ჯიპები, ბიუჯეტით დაფინანსებული პაესტკები და სხვა, მე უბრალოდ იმ ქართველების ბედსა ვჩივივარ, ვისაც ეს სამარცხვინო დიქტატურა მოასწრებს და კიდევ გადათელავს...ცოდოა ხალხი...ბლ.. რა მოლაპარაკებები რის მოლაპარაკებები, ამათ ეროვნული დაუმორჩილებლობა უნდათ ჯანებში და თუ ასეთის ქმნა არ შეგვიძლია, მაშინ როგორც ზემოთა პოსტში ვთქვი, გასასწრებადაა მართლაც საქმე აქედან... ბავშვებზე, მათ ოჯახის წევრებზე, სკოლის დირექტორებზე და მასწავლებლებზე განხორციელებული ამ გაუგონარი კაგებეშნიკური ნაჟიმით, უკვე ყველა გონიერმა ადამიანმა ცხადად დაინახა ამათი რეალური სახე, სად გაგონილა ხალხო, ქვეყნის პრეზიდენტი ერთი კვირის მანძილზე 15-16 წლის ბავშვებს ლანძღავდეს და ნიშნისმოგებით ენას უყოფდეს, აქაოდა ვერაფერს მოგვაჭამთ ძირშიო... ნუ, ამეების მერე, ვისაც კიდევ სჯერავს იმისი რომ მოლაპარაკებებით რამე გამოდნება, ბოდიში და ბრიყვია აბა, რა ჩემი ფეხებია, "ბრიყვი" კიდევ რბილადაა ნათქვამი !!! ორ თვეში ერთ-ერთ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში მივემგზავრები ხანგრძლივი მივლინებით და ალბათ, სერიოზულად ვიფიქრებ იქ სამუდამოდ დაფუძნებაზე, ეს ყველაფერი ამოვიდა ყელში უკვე... რას ვიფიქრებდი თუ როდესმე საქართველოში საბჭოთა ტიპის მახინჯი დიქტატურა გაბლატავდებოდა და ამას ქართველები ასე კრავის მდუმარებით შევხვდებოდით...ეეეჰჰჰ...
  4. ყველა ვინც იმ მოლაპარაკებებზე წამოიპლაკა ან შეკრულია ან იდიოტი ! გინდათ გითხრათ როგორ დასრულდება ყველაფერი ? შეიმუშავებენ ახალ კოდექსს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ნაცები, გალსტუკიანი ხვლიკი (თარგამაძე), ჯონდო, ის ტიპი, გვარი დამავიწყდა, "ჩვენ თვითონ" თუ რაღაც სირბანჯა რომ ქვია, პადოშა, ნაბოზვარი ედეპე, სხვები კი პროტესტის ნიშნად გამოვარდებიან გარეთდა ატეხავენ ჭიჭყინს... მაგრამ გვიანი იქნება, რადგანაც უკვე საერთაშორისო იმიჯი გაკეთებული იქნება- აი, რა ბიჭები ვართ, ჰოპოებთან თანხმობით დავწერეთ ახალი Yოდექსიო... კაროჩე რა, არ გახსოვთ, როგორც მერის არჩევნებზე 30%-იან ბარიერზე ქნეს... მოკლედ, ნინაჩქა პურჯანაძე დღეს მაგათზე სოლიდურად გამოიყურება, მაგ იწილო-ბიწილოში რომ არ იღებს მონაწილეობას... მოლაპარაკებები არა დაშტაღლარი, სარის კვრა უნდა ამათ ჯანში, სხვანაირად არსად არ წავლენ... მაგრამ ეს სარის მკვრელიც რომ არსადა სჩანს... ორგანულად დაუბრუნდა ხალხი თავის ჩვეულ მდგომარეობას - მონობას ! დედა აქვს ნატირები ამ ქვეყანას, მართლაც თუ ვინმეს შანსი გაქვთ უნდა გაასწროთ აქედან, ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა იმისათვის, რომ ამ მარაზმში გაატარო კაცმა... ეს ღმერთისგან დავიწყებული ღატაკი და სასტიკი რეჟიმების ქვეყანაა, ვაი, იმას ვინც სხვას ვერაფერსა ნახავს და აქ გდებისათვისაა განწირული !
  5. dire Siknadmo უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეს 21-ესაუკუნეა, ინფორმირებულობისა და კომუნიკაციების დონე ასჯერ გაზრდილია იმ ვოლგისპირეთის შიმშილობის დროიდან და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მალე ამოსდინდებათ ამ ვირისთავებს თავიანთი ურჯუკობა ცხვირში, ეგ კი არადა, შეიძლება, მაგათი და მაGათი ოჯახის წევრების საფლავებზე პოლკა-მაზურკაც კი იცეკვოს ხალხმა, თუ საფლავები ეღირსათ საერთოდ... და რაც ყველაზე მთავარია - მიშას ხელა ცალი Yვ.. ება სტალინს !
  6. asesino_141 მიღებულია. წავშალე, რამე უფრო პოეტურს მოვიფიქრებ სამერმისოდ სიგნაჩად! Saturn რავი, აბა, არ მეგონა მართლაც ამ დონეზე თუ კონტროლირდებოდა იქაურობა და რომ გავიგე, ზოგიერთების ბედი და უბედობა იქაურ პალაჟენიაზე ჰკიდია თურმე, გავერიდე... ადამიანები არიან ეგენიც პრინციპში, ატყუილებენ ვიღაცას, რომ ინეტპორტალს აკონტროლებენ და ხალხის გონებაზე გავლენა აქვთ, ხოდა, ამით მოიპოვებენ "პურს არსობისა" და არ მინდა ხელი შევუშალო, აზრიც არა აქვს... გაუშვი იმამაძაღლონ... აბა, მაგნაირებთან კამათს რა აზრი აქვს, ის მუშაობს - შენ ერთობი, მას დავალებები აქვს - შენ გულწრფელად ფოსტავ... ხოდა, მუდმივი კონფლიქტის წყაროც ესაა... ბოლოს ტელეფონიდან რომ დამიწყეს პალაჟენიების გაიასნება და საკუთარი მდგომარეობის ტრაღიკულობის ახსნა (ხომ ვთქვი ზევით ადამიანები არიან ეგენიც მეთქი), ქეც გავერიდე, მაგრამ კარგი წარმოდგენა მათზე არასდროს არ მექნება... რას იზამ, მონა არავის უყვარს ! პ.ს. ბოდიში ოფისთვის!
  7. Siknadmo შენ მაგაში დარწმუნებული ხარ, რომ მაგ ნაძაღლარს იურისპრუდენცია ესმის ან სამართლიანობაზე აქვს საერთოდ წარმოდგენა ? ამ ნაგავთან რა კავშირი აქვს, მაგრამ ცნობილი ინგლისელი ადვოკატი ჰარისისი წიგნიდან მაგალითად მოვიტან ლონდონის სასამართლოს ერთ გადაწყვეტილებას და ისე ცნობისმოვარეობისათვის გაეცანი; ასამართლებდნენ პატარა ბიჭს რომელმაც დახლიდან ფუნთუშა მოიპარა... მოსამართლემ განსასჯელს მიმართა თუ რატომ ჩაიდინა ეს ქმიდება. ბიჭმა გულწრფელად უპასუხა - მშიოდა, მილორდ ! მოსამართლემ აუხსნა მას რომ ქურდობა უღირსი საქციელია, შემდგომ ბრძანება გასცა, რომ იმ წუთას სასამართლოში მყოფი ყველა მოქალაქე მის დარბაზში შემოეყვანათ, რომლებსაც მან თხოვნით მიმართა - ეს პატარა უპოვორი ბიჭი რომელიმე მათგანს მოსამსახურედ აეყვანა... ამის სურვილი ერთმა ჯენტლმენმა გამოთქვა და ეს ბიჭი თავისთან წაიყვანა სამუშაოდ მებაღის თანაშემწედ... ამის შემდგომ მოსამართლე მეფუნთუშეს მიუბრუნდა და მას მიმართა: თქვენ სერ, დანაშაულის ხარისხიდან და დამნაშავის გარეგნობიდან გამომდინარე უნდა მიხვედრილიყავით, რომ აღნიშნული ქმედება უბრალოდ შიმშილით იყო განპირობებული, ამის მაგივრად კი თქვენ სასამართლოში წარმოადგინეთ ყმაწვილი და მისი დასჯა მოითხოვეთ, რასაც ნამდვილად ვერ მოგიწონებთ ამ შემთხვევაშიო... ამასთან მოსამართლე დაეყრდნო 200 წლის წინანდელ ერთ-ერთ ედიქტს, რომელიც მეფუნთუშეებს დახლების უმეთვალყურეოდ მიტოვებას უკრძალავდა და ამ ჩვენს მეფუნთუშეს ერთი დღით პატიმრობა და ერთი ფუნტი-სტერლინგი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა ! რატომ მოვყერვი ეს ისტორია, განა არ მესმნის რომ ამნაირები ჩვენში წარმოუდგენელია, მესმის როგორ არა... უბრალოდ, შევეცადე დამენახებინა ის თუ რა ძალა აქვს სამართლიანობას, და სად არიან ის ქვეყნები სადაც საქმეს მაღალი ზნეობის ადამიანები წყვეტენ სამართლიანობის უმაღლესი პრინციპებიდან გამომდინარე და სად ისენი - სადაც სამართლის განჩინება პოლიტანგაჟირებულ ნაძაღლარ მონებს აქვთ მინდობილი ! ! !
  8. Siknadmo კარგი კითხვაა ! ერთადერთი რაც მახსენდება ეს - ხელისუფლებაა ! დიახ, ხელისუფლება უნდა მოიპარაო... პარლამენტში უნდა შეიჭრა, "გადადექი-გადადექი" უნდა იდღნავლო უკანასკნელ ხმაზე,გახვეტო უნდა ყველანი ნეხვიანი ცოცხით, მერე სკამებზე უნდა იხტუნაო მაკაკასავეთ, სხვისი ჩაი უნდა მოხრუპო და არა თუ მოგისჯიან რამეს, არამედ ჰავლაბარში სასახლესაც აგიშენებენ და ლიჩნი სამალიოტსაც დაგინიშნავენ !
  9. "დაიბადა 1973 წლის 17 თებერვალს, ქ. რუსთავში. 1990 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #3-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. 1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. "1999-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის ქ. რუსთავის საგამოძიებო განყოფილებაში გამომძიებლად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ორგანიზებული და სს სამძებრო ხაზით გამოვლენილ დანაშაულთა გამოძიების განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად. 2005 წელს (აპრილიდან მაისამდე) მუშაობდა საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სს სამძებრო სამმართველოს, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად. 2005 წელს (მაისიდან ნოემბრამდე) მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. 2005-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურაში შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად." მდა... ესეც ნაძაღლარია, ისევე როგორც დღევანდელი სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობა... აი, მარტო ამის გამო უნდა მოუხნა დამსმელი დედები ნაცებს, ნაპოლიციელარ-ნაძაღლარი ნაბიჭვრებით რომ გაავსეს სასამართლო !
  10. არ ვარ ეკონომისტი, მარა ერთი რამე ნაღდად ვიცი,რომ გადმოუგდია ამ მთავრობას ენა და რომ ლაქლაქებს ევროინტეგრაციაზე, მართლაც მიბაძოს ცივილიზირებულ ქვეყნებს დსა ბოლო-ბოლო მოახდინოს საგადასახადო დანაშაულებების დეკრიმინილიზაცია, ამას დაჟე პუტინის რუსეთი მიხვდა და ა/წ 1 იანვრიდან დეკრიმინილიზაცია განახორციელა... მაგრამ ამ ჩენ ბედოვლათებს ამის გაკეთება არარსდიდებით არ უნდათ, რადგანაც არ უნდათ, ხელიდან გაუშვან რეპრესიებისათვის საჭირო ინსტრუმენტები... ნაგლად არ საუბრობენ იმაზე, რომ ამდენი ეკონომიკური კატეგორიის დანაშაულებების არსებობა სს კოდექსში საშინლად აფრთხობს ინვესტორებს ! დეკრიმინილიზაცია მინიმუმ გააორმეგებს პირველ ეტაპზე უცხოურ ინვესტიციებს ! მაგრამ არაა რაფერც სჩანს ნაც-ბანდა ამის გამკეთებელი და შეყვერთე თუ გინდა...
  11. dire რას იზამ, ამას ვერანაირად ვერ გავექცევით, ქვეყანაში დიქტატურა მძვინვარებს და შესაბამისად ახალთაობასაც სერიოზულად ეწამლება გონება,,, თუ შესაბამისი ფული გაქვს ადამიანს საერტოდ არ უნდა ატარო ბავშვები საჯარო სკოლაში... ნუ სამწუხაროდ აბსოლუტურ უმრავლესობას ეს არ შეუძლია,, საჯარო სკოლები ფაქტიურად კონვეირებად იქცნენ საიდანაც ფსიქიკურად ტრამვირებულ და ნებადათრგუნულ პროდუქტს იღებს მთელი საზოგადოება... საწყალი ზვიადა რამდენ დაუმსახურებელ კრიტიკას და ზოგჯერ შეურაცხყოფასაც იტანდა მაშინ სტუდენტებისგან, ეხლა კი რა ხდება დასეირნობს ეს ჩოილარი მიკროფონით ხელში, კოსმიური მაშტაბის სისულეებს აბრეხვებს და სტუდენტები გაყურსულები არიან და დებილებივით აცეცებენ თვალებს აქეთ–იქეთ.. მოკლედ დღევანდელი სკოლა მონების სამჭედლოა, ხოლო ამ ,მასწავლებლები კი ამ სამარცხვინო რეჟიმის უბადრუკი გოშიები !
  12. სკოლები არის მთავარი ბუდე ნაც–ცუმბუშა სასტავებისა თავის მასწავლებლებიან დირექტორებიანად, მე პირადად არ ვიცნობ არცერთ, ხაზს ვუსვამ არცერთ, ისეთ მასწავლებელს ვისაც არჩევნებზე ამათ სასარგებლოდ არ ეცუმბუშოს, ხოდა მაგათი ბედიცა და უბედუბაც ძალიან ღრმადა მკიდია ეხლა მე ... იტინგიცონ კიდვებვ და ირბინონ სხვადასხვა სპისოკებით აღმა–დაღმა... იტოგში, მაგათი ბედი ჩხირია ჩემი ღობისათვის... ეგეთი უთავმაყვარეოები უფრო უარესსაც იმსახურებენ ვიდრე სამსახურიდან გაპანღურებაა !
  13. ეს ურჯუკი ხელისუფლება და მისი არანაკლებ ურჯუკი დამქაშები ერთი და იმავეს იმეორებენ დებილი ბავშვებივით, აბა, ერთი სცადოს და ვინმემ რამე გაბედოსო, ფაქტიურად სახელმწიფო მართვა ამათ ქუჩური რაზბორკები ჰგონიათ და "ვისა, ჩემი, ვისა, ბიჭოოოო"-ს პრინციპის გამოყენებით უნდათ ფონს გასვლა და ელემენტარულებს ვერა ხვდებიან, მე ხელისუფლება იმიტომ არ დამიქირავებია და იმიტომ არ ვუხდი მათ ხელფასებს და იმიტომ არ ვუზრუნველყოფ სხვადასხვა კომფორტ-პალაჟენიებით, რომ იბაქიბუქოს აქ უშნოდ, ხელისუფლების მოვალეობაა სიმშვიდისა და პროგრესის ხელისშემწყობი გარემოების არსებობა უზრუნველყოს ქვეყანაში და თუ ამ ბოლო დროს ნამეტანი მომრავლდა "მეკომბლეობის" მსურველები ეს ისევ და ისევ მათი (ხელისუფლების) "დამსახურებაა.... მაგათ ურჩევნიათ იმას მიხედონ, რომ ქვეყანაში დღითიდდღე რომ იზრდება რადიკალურად განწყობილი და უსამართლობით გამწარებული ხალხის რაოდენობა... არა ვარ არც ბიზნესმენი და არც დიდი მაყუთის მფლობელი, მარა, ისეთ დღეში თუ ჩამაგდებენ, რომ სახლ-კარსაც ჩამომართმევენ, მამაპაპისეულ ეზო-გარემოსაც, სამსახურებრივად შემზღუდავენ მეც და ჩემიანებს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსამართლობას გადავეყრები, იარაღს ავიღებ აბა, რა ბაბასილს ვიზამ, რო გადეირევა ადამიანი არ კიდია მერე ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტაბილურობა კუკუზე, ე, ამას თუ მიხვდება ხელისუფლება კარგი იქნება... თვარა მერწმუნეთ, უბრალოდ იმის მუქარა აბა, შინჯეთ და ნახავთ, რაც მოგივათო, საქმეს ვერ უშველის, გეისვრის თოფი მესამე მოქმედებაში აუცილებლად (მეტა ჩეხოვი).... უსამარტლო გარემოს არსებობა არის თავი ყველაფერი უბედურების, ასე რომ თუ ხელისუფლება არ შეცვლის ამ გარემოს, მაშინ ხალხი შევცვლის ხელისუფლებას და მეთოდებს აქ მნიშვნელობა არ ექნება ! ელემენტარულია, მარა გეიგებენ ვითამ ?! მეტი არაა ჩემი მტერი....
  14. ერთად-ერთი ღირსეული განცხადება გუშინწინ შარტავასაგან გავიგონე - კი ბატონო, მოლაპარაკებაზე მიდიხართ მიდიხართ, მაგრამ ეგება იმ უდანაშაულო ადამიანის განთავისუფლების საკითხი მაინც დაგეყენებინათ წინაპირობად, ფაქტიურად ჩემს გამო რომ ზის ალალ-მართალი კაცი ციხეშიო... ხოდა, დაველოდები, ვინც მართლა ისე დაიწყებს მოლაპარაკებებს ნაც-ბანდასთან რომ ამ საკითხს ულტიმატუმის ფორმით არ დასვამს, ის იქნება ბოზი (ისედაც არ მაქვს ამ "პერეგავორშიკებზე" დიდი წარმოდგენა და თუ კატეგორიულად არ მოითხოვენ დილეგში ჩაგდებული ადამიანის დახსნას, მაშინ ეს სიტყვაც ალალია მათზე და კიდო ბევრი სხვაც !)!
  15. lasha_alo არაფერი მაქვს, ალასანიას საწინააღმდეგო, მითუფრო არ შემაქვს ეჭვი მის აიქიუში, მაგრამ საფრთხე ისაა, რომ ხელისუფლებაში ისევ მაჭავარიან-გოგორიშვილ-ბარამიძე-წერეთელები არ დარჩნენ, რავიცი, ხო იყვნენ ერთი გუნდი და ეგ ხალხი ყველას და ყველაფერს მოერგო, არც ვაზელინისა და სხვა საპოხი მასალის დეფიციტს არ უჩივიან, ხოდა ისე ციმციმ გადაბარგდებიან ირაკლასთან, რომ შენი მოწონებული... და კიდევ ერთიც, ჩემის აზრით-უმთავრესი, ნამეტანი "ბარხატნია" ეს ჩვენი ირაკლა და ამ ბანდას ესეთი უწიპუწობით ვერავინ მოიცილებს, ამათ დინგში თუ არ მოხვდათ, ნაბიჯს არ გადაადგამენ უკან ! გახსოვს, შალვა რამიშვილი რომ დაუდგა პოზაში უცნობს და რომ ეუბნებოდა, ჩათვალე, რომ მიშა ვარ სააკაშვილი და აბა, ერთი ნაბიჯით მაინც დამახევინე უკან, რაც გინდა ის მითხარი თავხედი ვარ და არაფერზე არ ვრეაგირებო, ხოდა, ეგ შალვა მშვენივრად იცნობს ნაც-შპანას და მათ ბელადს და ისეც კარგად იცის, რომ ამ დონის არამზადები არაფერზე არ რეაგირებენ გარდა უხეში ძალისა ! ! ! მაგათმა ხალხის ძალა თუ არ დაინახეს და შიშით შარვლები თუ არ გაავსეს, ერთი სანტიმეტრიტაც არ დაიხევენ, პირიქით წინ წამოვლენ და კიდევ უფრო გადაგვთელავენ, კარგია თუ ალასანიაც მიხვდება ამას, არ მიხვდება და მალე წავა ეგეც პოლიტიკურ მოუსავლეთში მაისაშვილივით !
  16. ალასანია არა კვახი ! მთავარია, ესენი რომ გადაეთრევიან თუ გადავათრევთ, ისევ ნაცების რომელიმე ამონარწყევი არ მოვიდეს ხელისუფლებაში, ისევე როგორც ედიკას ამონარწყევები დეეხეთქნენ თავის დროზე სკამებზე ! ალასანია, ბურჯანაძე, ნოღაიდელი და კიდო სხვა ნაც-ამონარწყევები, თავიანთ ამომთხევებთან ერთად უნდა დეეძნეყვონ იქ სადაც დასტურაა მათი ადგილი - ისტორიის სანაგვეზე ! ნაციონალური სახადის მოხდა ნიშნავს ყველა იმ ნეხვისგან განთავისუფლებას, რაც ამათმა მოისაქმეს !
  17. გაქაჩავს ვითამ მურთაზა ზოდელავა (ვინც არ იცით – საქართველოს გლავნი პროკურორია მურთაზა) ამფერ რეჩებს? მეტი არაა ჩემი მტერი, ძლივს ბლუყუნობს მაგ ჩემისა... არა რა, სადღა ნახავ დღეს ვიშინსკისნაირ ენამზეებს, არადა, მიზნები არ იცვლება, რა მაშინ 30–იანებში და რა დღეს,მიზანი ერთია დიადი ნათელი...
  18. ტაშიი უი, ბოდიში, აბა... მე მეგონა, სერიოზულად იძახდა, ვერ მივხვდი უბრალოდ...
  19. Siknadmo სწორია, როგორც ეტყობა, მართლაც ვერ გაგიგია ! დალოცვილო, იმ ბაგრატის ტაძარს აქვს თავის წყობა და აშენების მეთოდიკა, ხოდა, შენ რომ მიადგები ბეტონამეშალკებით და მონოლითურ კედლებს რომ ჩამოასხამ, ეს რესტავრაცია აღარაა უკვე, ეს ფაქტიურად ახლის აშენებაა, დუბლიკატია და არა რესტავრირებული... ხვდები განსხვავებას ? ხოდა, იუნესკოც ამას იძახის, ის გეუბნება, რომ შპს "გორსტროიპროექტმონოლითლიტიოს" მიერ ბეტონით აგებულ კედლებს, მე მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად აღარა ვცნობ და შენ თუ გინდა, თავში ქვა იხალეო... პრინციპში, ვიხლით კიდევაც ! რაც შეეხება ტურისტებს, დევიჯერო, მარტო ჩვენ მევიფიქრეთ მამფერი,ან პართენონის ან კოლიზიუმის დაზიანებული ადგილები რატო არ ჩამოასხეს იმ ლენჩებმა ბეტონით, გაალამაზებდნენ, კააწიწკინებდნენ უმფრო და ტურისტიც დეეხვეოდათ კიდო უფრო მეტად, მარა, ვინ მისცა მაგ ბრიყვებს სააკას ტვინი, ის ერთია და განუმეორებელი და ისიც ჩვენია !
  20. T_A_T ფორუმჯვიზე არის უზერების ერთი ნაწილი, რომელთაც მე "გუშაგებს" ვეძახი და ეს ხალხი პარტიულ-გებეშნიკურ დავალებებს ასრულებენ მანდ და შენ გგონია, რამეს და როდისმე შეასმენ მათ ?! რა აზრი აქვს მათთან დისკუსიას, მაგათ უნდა ეკაიფო და შიგადაშიგ დამსმელი აგინო, ეგ არის და ეგ.... ბაგრატის ტაძრის ევრო-გამრემონტებელი ნაგიჟარი ეხლა ქობულეთის ფიჭვნარს მიადგა და კაციშვილი არ სჩანს ქვეყანაში, ვინც ამას წინ აღუდგება, მართლაც რა ჯანდაბამ დაგვაჩმორა ასე, მახსოვს, რუსის ჯარს არ ვეპუებოდით, მაშინ როდესაც დავით გარეჯის კომპლექსის გადარჩენის საკითხი იდგა და ეხლა ერთმა დორბლიანმა ცეტმა, როგორ წაგვახდინა და დაგვაშინა ასე ...ბლ..?! V–III საუკუნეების კოლხური და ელინური კულტურის ნაშთებს ბულდოზერით ანადგურებენ!!! V–III საუკუნეების კოლხური და ელინური კულტურის 16:03 04.11.2010 [ნინო მიქიაშვილი] ბათუმის ფიჭვნარში არსებული საგანგაშო ვითარების ირგვლივ ინფორმაცია პრესა.გე–ს რამდენიმე წუთის წინ, “რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურმან დუმბაძემ მოაწოდა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის სექტემბერში, მიხეილ სააკაშვილმა, ქობულეთის ფიჭვნარში, სასტუმრო კომპლექსის ამშენებელ ინვესტორებს პირობა მისცა, რომ მიწის უფასოდ გადასცემდა და ამასთან, 15 წლით გადასახადებისგან გაათავისუფლებდა, რასაც მურმან დუმბაძე “უაზრო გადაწყვეტილებად“ აფასებს, რაც მისივე განმარტებით, მდიდრებს არაკონკურენტულ, პრივილეგიურ რეჟიმში აყენებს, ხოლო ღარიბებს კიდევ უფრო აღარიბებს. მურმან დუმბაძე: “მაგრამ ეს არადეკვატური გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი მხარეა. ქობულეთის ფიჭვნარი არქეოლოგიური სამეცნიერო კვლევისთვის უმდიდრეს მასალას წარმოადგენს. კერძოდ, ამ ტეროტორიაზე კვლევები დაიწყო გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან; დაგროვილია უზარმაზარი არქეოლოგიური მასალა და შესაბამისი სამეცნიერო შრომები, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე, რომლითაც პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ ეს ტერიტორია ძველი წელთააღრიცხვით მეხუთე–მესამე საუკუნეებში, მაშინდელი კოლხური კულტურის და ელინური კულტურის შეხვედრის ადგილია, რაც თავისთავად სხვა კულტურებთანაც კონტაქტების საფუძველი ხდებოდა. გამომდინარე აქედან ამ ტერიტორიის მიმართ დაინტერესება დიდია, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი მკვლევარების მხრიდან. ბოლო 13 წელია გათხრებს აწარმოებს ბრიტანულ-ქართული სამეცნიერო ექსპედიცია. უკვე აღმოჩენილი უმდიდრესი მასალა, საფუძველს გვაძლევს ახალი აღმოჩენებისთვის, რაც ხელს შეუწყობს თავისთავად არაერთი არქეოლოგიური პრობლემების ახლებურ გააზრებას და რომლის ღირებულება განსხვავებით სასტუმროებისგან, ლარებში არ იზომება. დღეს ამ ადგილზე ბულდოზერები მუშაობს. ჩვენ არ მივმართავთ არაადეკვატურ პრეზიდენტს – დრო მოვა და მას პასუხს მოვთხოვთ საქართველოს ძველი ისტორიის კვალის ხელოვნური განადგურებისთვის. აქ იკვეთება პერსონალიზაციის საკითხი – გვაინტერესებს, ქვეყანა და განსაკუთრებით მისი მეცნიერება გამოვიდა თუ არა გასული საუკუნის 30-იანი წლეებიდან, ამიტომ მივმართავთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტს, ნიკო ბერძენიშვილის არქეოლოგიის ინსტიტუტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეებს – ფიჭვნარი გადასარჩენია“.
  21. Saturn მანქანების გატაცება რა მოსატანია ხელისუფლების უზურპაციასთან! ჩვენ არ მიგვიცია იმის უფლებამოსილება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, რომ კიდევ ერთი დამოუკიდებელი ხელისუფლებისათვის (სასამართლოსა ვგულისხმობ) ძალაუფლება აეყარა, ასე რომ ჩადენილია სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების უზურპაცია,თქვენ კიდევ რაღაც ჟანგიან მანქანებს ახსენებთ ამის ფონზე !
  22. Saturn ეს მარტო ცუდი კი არ არის, ჩემო ბატონო, არამედ ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო გადატრიალება და სახელმწიპო ღალატია ჩადენილი და კაცი შვილი პატრონი არაა (როდესაც ერთი ხელისუფლება მეორეს ისე ამოიტაპონებს, როგორც სასამართლო ხელისუფლება ამოიტამპონა ჩვენში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ,ეს ნიშნავს რომ ჩადენილია სახელმწიფო გადატრიალება და აღმასრულებელ ხელისუფლება კრიმინალთა ბანდის ხელშია, აი, ამ ფონზე კი ნებისმიერი ბაქი-ბუქი, არიქა, შემოგვხედეთ როგორ ვებრძვით კრიმინალსო უბრალოდ სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს !!!)!
  23. Saturn ამიტომ ადვოკატის პროფესია ფიქციად უნდა გვექცია, ესაა გამოსავალი ?! მდა... მაგ ლოგიკით პოლიცია უკუნითი-უკუნისამდე უნდა გადაგვეშენებინა საერთოდ !
  24. Saturn იაფასიანი ხრიკია, ეგ რასაც თქვენ იყენებთ, 2004 წლიდან დღემდე სასამართლოებს სულ 18 გამამართლებელი განაჩენი აქვთ გამოტანილი და დიდი ქინძბოსტო უნდა იყო კაცი, ადვოკატი რომ დაიქირავო, რა ჯანდაბად გინდა რო (ნუ, ეხლა იმ პროკურატურის ნასედკებს ადვოკატებს არ ვეძახი მე, რომლებიც პროცესუალურებზე ჩალიჩობენ, ეგენი ადეიშვილის წვრილფეხა ნასედკები არიან და ადვიკატობა მანდ არაფერ შუაშია!)?! ერთხელ უხსენებელზე (ფორუმ-რაღაცას რომ ეძახიან) დავდე სტატისტიკა და აქაც გავიმეორებ - 30 წლებში საბჭოთა სახალხო სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების წილი 17-18%-ს აღწევდა, თვით ტროიკებშიც კი 11% იყო გამართლებულთა რიცხვი, 1941-45 წლებში ომის დროს მოქმედ სამხედრო ტრიბუნალებშიც კი სრულად გამართლებულთა პროცენტი დიდი იყო და იმდენად დიდი ზოგჯერ რომ ამას ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეაგირებაც კი მოჰყვა 1943 წელს(მაგ. ფსკოვის ფრონტის სამხედრო ტრიბულაში გამართლებულთა რიცხვმა 48% შეადგინა).... ეხლა დავწერო ნოლ, ნოლ, ნოლ, რამდენი პროცენტია დღევანდელ დერმოკრატიულ საქართველოში გამართლებულთა ხვედრითი წილი საერთო სტატისტიკაში ?! იმედია, კომუნისტებისადმი სიმპატიებს არ დამაბრალებთ ეს უბრალოდ სტატისტიკაა, თუმცა უბრალო ეძახე შენ და დღევანდელი საქარტველოს კატასტროფას კი მშვენივრად გვითვალსაჩინოებს და .... ძუკუ დასტურ მაგათ ვგულისხმობდი და კიდო იმ ბრონიჟილეტში გამოკვართულ და ოფლში გახვითქულ ორმეტრიან ჯენტლმენს(ფხუკ), "გადადექი, გადადექიო" რო დღნაოდა უკანასკნელ ხმაზე !
×
×
  • შექმენი...