Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სააკაშვილი - როგორც ერთი უკვდავი პარტია იტყოდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია


Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილი - როგორც ერთი უკვდავი პარტია იტყოდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია

17:54 10-11-2010

მიხეილ სააკაშვილი - როგორც ერთი უკვდავი პარტია იტყოდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია "როგორც ერთი უკვდავი პარტია იტყოდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფრიკის დასახლებაში, "შევარდენის" სპორტული კომპლექსის დათვალიერებისას განაცხადა .

პრეზიდენტის თქმით, აფრიკის დასახლება, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებლად ყველაზე არაკომფორტული რაიონი იყო, თუმცა გზების მშენებლობისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ყველაზე კომფორტული გახდა.

"მე თვითონ ვიყავი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე წარსულ ჩაბნელებულ დროში, რევოლუციამდე და ეს იყო ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი რაიონი, არამარტო თბილისის, საქართველოს მასშტაბით. სახელიც შესაბამისად ჰქონდა შერჩეული, ძველი სტერეოტიპების მიხედვით. ბოლო ხანებში ჩვენ აქ გავხსენით ტექნიკური სასწავლებელი, სადაც უამრავი ადამიანი გადის გადამზადებას და მათი აბსოლუტური უმრავლესობა შემდეგ შოულობს სამსახურს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სანაპიროზე მდებარე ჩოგბურთის კორტების გადატანა უახლოეს პერიოდში აფრიკის დასახლებაში იგეგმება და როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არის.

"აქ გავხსენით "ოლიმპიკი", რომელიც ჯობია ე.წ ბენდუქიძის აუზს ვაკეში და ბევრად უფრო იაფია, ეს სტადიონი გაკეთდა, სანაპიროს კორტები გადმოდის აქ და იქნება ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე არის, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ყველგან მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. თბილისის ყველაზე ცუდად საცხოვრებელი რაიონი გახდა საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ, როგორც ერთი უკვდავი პარტია იტყოდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი რაგბის ახალგაზრდული ნაკრების წევრებსსაც შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება 2008 წელს დაღუპულ გმირებს მიუძღვნეს.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/150485-mikheil-saakashvili-rogorc-erthi-ukvdavi-partia-ityoda-gasakethebeli-kidev-bevria.html

 

კორტების ადგილას რამდენ მრავალსართულიანი ბევრსართულიანი კორპუსი უნდა დადგან რომელსაც ჩატამბრჯენს დაარქმევენ და 2022 წლითვის შეივსება? და უამრავი სართული ექნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე თვითონ ვიყავი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე წარსულ ჩაბნელებულ დროში, რევოლუციამდე

იყო უკუნი და ბნელი ........ :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეგამოშვებით მაინც ილაპარაკოს ამ უპატრონომ.

 

რათა, რათა?

 

უფასო ცირკია, რა.

 

უკვე ჯამბაზიც არ არის, ნამდვილი ტაკიმასხარაა ეს შობელძაღლი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე თვითონ ვიყავი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე წარსულ ჩაბნელებულ დროში, რევოლუციამდე

 

იყო უკუნი და ბნელი ........

 

 

 

http://www.youtube.com/watch?v=SQf5DVXKFbI

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...