shamili Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 (edited) მალაიზაში დატყვევებულ ქართველ ქალბატონებს როგორც მსოფლიო მედია იუწყება სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. მე არ ვიცი ეხლა რა ამ თემას ვინ ცინიზმით წაიკითხავს და ცინიკური პასუხისთვის საკუთარ სამეტყველო მწირ არსენალს მოუყრის თავს და ვინ სერიოზულად მოუდგება ამ საკითს, მე მხოლოდ სათქმელს ვამბობ. მოკლედ მალაიზის სასამართლომ არ უნდა მიიღოს ქართველი პატიმარი ქალბატონების სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება, ნებისმიერი საშუალებით. თუ მალაიზიის ხელისუფლება თუ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არ შეცვლის, საქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზე უნდა გაწყვიტოს მალაიზიასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გამოაცხადოს ოფიციალურ დონეზე საომარი მდგომარეობამა. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯმაც ნაყოფი ვერ გამოიღო, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს სამხედრო იერიში მალაიზიაზე. საერთოდ არ მაინტერესებს რა მოყვება ამას. საერთოდ არ მაინტერესებს გაუფუჭდება თუ არა დასავლეთთან ურთიერთობები სააკაშვილს და ამ ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში ჩემთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მართალია თუ არა ის ბრალდება, რომელიც წაუყენეს ქართველ გოგოებს მალაიზიაში. მე ერტი რაღაც ვიცი მხოლოდ, ნებისმიერ ფასად არ უნდა დავუშვათ მათი სიკვდილით დასჯა. ეს არის ერის ღირსების საქმე. თუ მალაიზიის ხელისუფლება თუ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არ შეცვლის, მაშინ გვრჩება მხოლოდ ერთი გზა, ომის გზა, მალაიზიაზე სამხედრო იერიშის გზა. სულ არ მაინტერესებს ეს გამოიწვევს თუ არა სახელმწიფოებრიობის რღვევას. სახელმწიფოს აკისრია მხოლოდ ერის დაცვისა და ღამის გუშაგის ფუნქცია და რად მინდა ისეთი სახელმწიფოებრიობა, რომელიც ქართველ გოგოების სიკვდილით დასჯის უფლებას მისცემს ვიღაც მაძუნგალა მალაიზიის ხელისუფლებას თუ სასამართლოს. მე ჩემს საახლობლოსთან ერთად ვმუშაობ ამ საკითხზე, მივადევნოთ თვალი დღეს როპგორ განვითარდება მოვლენები და რა სიახლეს იტყვის მედია ამ საკითხთხის თაობაზე და იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვალა, დავთქვათ თარიღი, შევიკრიბოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება გასცეს მალაიზიაზე სამხედრო იერიშის ბრძანება. თუ პრეზიდენტი ამ ნაბიჯზე არ წამოვიდა, მოვუწოდოთ საქართველოს გაერთიანებულ შტაბს, ეროვნული გვარდიის სარდლობას, გადაყენებულად გამოაცხადონ პრეზიდენტი და ხელისუფლება და თავად ჩაიბარონ დროებით აღმასრულებელი ხელისუფლება და თავად უხელმძღვანელონ სამხედრო იერიშს აღნიშნული ქვეყნის მისამართ. თუ არაფერი შეიცვალა და ხელისაუფლება ამ ნაბიჯზე არ წამოვიდა, არანორმალურად შემიძლია სიტუაციის აგორება, ჯერ დაველოდოთ ხელისუფლების განცხადებას და ნაბიჯს სასამართლოს განაჩენამდე, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ერთი გამაფრთხილებელი აქცია პარლამენტთან საჭიროა. აქციაზე ერთადერთი მოთხოვნით ხელისუფლებისადმი, ნებისმიერი გზებით აიზულოს მალაიზიის ხელისუფლებაა თუ სასამართლო არ მიიღონ სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდეს სამხედრო იერიშის დაგეგმვა და მომზადება Edited November 7, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted November 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 დაწერეთ ახალი ინფორმაციები თუ გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით და დაწერეთ ჩემს პოსტთან დაკავშირებით რაიმე გეგმა თუ გაგაჩნიათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 შსს აკონტროლებს ნარკოტრაფიკს და იმიტო მიდის ეხლა კურიერების ლობირება. საქართველოში 18 წლის ნარკომანები იქამდე მიყავს შსს-ს, რომ თავებს იკლავენ და სხვა ქვეყანაში წამლის საბარიგოდ წასულებს კიდე ამხელა პიარი აუგორეს. არავის სიკვდილი არ გამიხარდება, მარა 11 კილო წამალს რო ჩაიდებ, იმას ხო ვერ იტყვი შემაპარესო, ხოდა იცოდნენ რასაც აკეთებდნენ, იმედია დაასახელებენ ვიზეც მუშაობდნენ და გამოძიება მიყვება დანაშაულის ჯაჭვს. მე მგონი ამის ეშინიათ აქ და იმიტო ააგორეს ესეთი პიარი, რო ქართველ გოგოებს გვიკლავენ. ლეიბორისტების ჭალებს გვიყიდიან-ის ვარიანტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს სამხედრო იერიში მალაიზიაზე როგორ ჩავაღწევთ იქამდე? აქლემებით მივიტანოთ იერიში? 2-3 უნდა იყოს ზოოპარკში. ისე თუ იქამდე ჩავალთ ბარემ ნაურუც დავიპყროთ, რაღა დარჩა. თუმცა ნაურუმდე რომ ჩავიდეთ წყალიც უნდა გადავცუროთ არა? ისე ნეტა აქლემმა თუ იცის ცურვა? პ.ს. ერთი ანდაზა გამახსენდა: "ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 shamiliმალაიზის სასამართლომ არ უნდა მიიღოს ქართველი პატიმარი ქალბატონების სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება, ნებისმიერი საშუალებით. თუ მალაიზიის ხელისუფლება თუ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არ შეცვლის, საქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზე უნდა გაწყვიტოს მალაიზიასთან დიპლომატიური ურთიერთობებიმიდის მაგაზე მუშაობა. ცოტა ხნის წინ ეგვიპტეში ბედუინის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი რომ გაამართლეს ციდან კი არ ჩამოვარდნილა ეგ გამართლების ფაქტი. დიპ სამსახურების ყველა ფრონტზე სერიოზული ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. გამოაცხადოს ოფიციალურ დონეზე საომარი მდგომარეობამა. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯმაც ნაყოფი ვერ გამოიღო, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს სამხედრო იერიში მალაიზიაზებოლოს ნუ აურევ ხოლმე ტაშიიშსს აკონტროლებს ნარკოტრაფიკსმხოლოდ მაგას? მზის სისტემას და გალაქტიკის ნახევარსაც აკონტროლებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 სახლში ნარკომანებს ვაწამებთ და გარეთ ნარკოდილერებს ვიცავთ არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 ტაშიი ვაა, რა მარტივად ყოფილა საქმე და არ ვიცოდით. shamili მე გეთანხმები, მაგრამ, ვისა აქვს ამის #######ი?! ჩვენი მთავრობა ხომ ის არის, გარეთ სუსტი შინ ძლიერიო, რომ ამბობენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 Saturnმხოლოდ მაგას? მზის სისტემას და გალაქტიკის ნახევარსაც აკონტროლებს. 1 წუთი არ მეპარება ეჭვი. მე ვიცი მაგალითად ჩემ უბანში ვინ არის ბარიგა, ყველამ იცის, მარა ხელს არ კიდებს შსს. რატო? ცხოვრების ყველა სფეროში იგრძნობა შსს-ს ხელი, აი ნარკოდილერებს არ შეეხო მარტო. ეხლა სტატისტიკას ნუ მეტყვი თუ ძმა ხარ, იმიტო რო ნარკომანს რო დაიჭერენ წამლით ყველას დილერობაზე ასამართლებენ, განურჩევლად იმისა არის თუ არა დილერი, აბსოლუტურად ყველას ვისაც თუნდაც მინიმალურ რაოდენობას აღმოუჩენენ. ამით სტატისტიკა ივსება. წამალი კიდე იყიდება თავისუფლად. აბა ვინმემ გაბედოს და გაყიდოს ყაყაჩო და ძველებური ნარკოტიკები, ანუ კონკურენტი გამოუჩნდეს ჰეროინს და სუბოტექსს, მომენტალურად იჭერენ. დამოუკიდებელი ბარიგა 1 კვირა ვერ ძლებს, მალევე იჭერენ, მაგრამ არიან სუბოტექსის ბარიგები წლობით და ხელს არავინ კიდებს. როგორ ხდება, ხომ ვერ მეტყვი? გინდა გვარები და მისამართები მოგცე ბარიგების? აფთიაქებში დაურეგისტრირებელი კოდეინის შემცველი პრეპარატები იყიდება და არაფერს ეუბნებიან. რატომ? ვინ კრიშავს ამ აფთიაქებს? გინდა აფთიაქები გითხრა სად იყიდება? პარლამენტარებს შევხვდი და ვუთხარი, მარა არაფერი მოხდა, ისევ იყიდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted November 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 ყველა ბარიგას დედაც, ქალისაც და კაცისაც. აქ არ არის მაგაზე საუბარი. თუმცა არ არის გარკვეული ბარიგები იყვენენ თუ არა ისინი. მაგრამ ბარიგებიც რომ ყოფილიყვნენ, სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და დიპლომატიური გზებით მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, მაინც აუცილებელია სამხედრო იერიშის მიტანა მალაიზიაზე. მერწმუნეთ გვყავს ჩვენ მაგას რომ ეყოფა იმ შესაძლებლობის სამხედრო ფლოტი და გაგვაჩნია საკმარისი შეიარაღება, კი არა რუსეთსაც ეყოფა რამდენიმე წელიწადში, მაგრამ ეხლა სხვა საკითხზეა თემა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 shamiliსაქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზე უნდა გაწყვიტოს მალაიზიასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გამოაცხადოს ოფიციალურ დონეზე საომარი მდგომარეობამა. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯმაც ნაყოფი ვერ გამოიღო, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს სამხედრო იერიში მალაიზიაზე. შამილ ბატონო<ძლიან კარგად მესმის თქვენი ემოციები,მაგრამ სამწუხაროდ ეს მხოლოდ ემოციებია და რეალობასთან საერთო არაფერი არ აქვს.1.მალაიზიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ვერ გავწყვეტთ,ვინაიდან არც გვაქვს.2.საომარი მდგომარეობა ცხადდება როცა ქვეყანაზე თავდასხმა ხდება ან შიდა არეულობებია.3.და მთავარი,ხომ არ იცით იერიში როგორ უნდა მივიტანოთ მათზე,თვითმფრინავები გვყავს რომლებიც იქამდე მიაღწევენ,გემები,წყალქვეშა ნავები,ავიამზიდები თუ რაკეტები.იქნებ ქვეითები გავუშვათ იქ?იცით რა მანძილია მალაიზიამდე? თუ პრეზიდენტი ამ ნაბიჯზე არ წამოვიდა, მოვუწოდოთ საქართველოს გაერთიანებულ შტაბს, ეროვნული გვარდიის სარდლობას, გადაყენებულად გამოაცხადონ პრეზიდენტი და ხელისუფლება და თავად ჩაიბარონ დროებით აღმასრულებელი ხელისუფლება და თავად უხელმძღვანელონ სამხედრო იერიშს აღნიშნული ქვეყნის მისამართ.ეს კი ხომ საერთოდ.ამ შიზოფრენიით ხელისუფლების ხელში,ასეთი რამის წერა არ შეიძლება.არავინ იცის რაში გამოიყენებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 shamiliსაქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზე უნდა გაწყვიტოს მალაიზიასთან დიპლომატიური ურთიერთობებიგვააქვს რო? გამოაცხადოს ოფიციალურ დონეზე საომარი მდგომარეობამა. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯმაც ნაყოფი ვერ გამოიღო, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს სამხედრო იერიში მალაიზიაზეხოოოოოომმმმმ? ჰანიბალსაც შეშურდებოდა ასეთი გადაწყვეტილების სითამამე.მოულოდნელობა სწრაფი წარმატების საწინდარია. საერთოდ არ მაინტერესებს რა მოყვება ამას. საერთოდ არ მაინტერესებს გაუფუჭდება თუ არა დასავლეთთან ურთიერთობები სააკაშვილს და ამ ხელისუფლებას.დასავლეთთან ურთიერთობები არ გაფუჭდება. ეს არის ერის ღირსების საქმე. თუ მალაიზიის ხელისუფლება თუ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არ შეცვლის, მაშინ გვრჩება მხოლოდ ერთი გზა, ომის გზა, მალაიზიაზე სამხედრო იერიშის გზა. სულ არ მაინტერესებს ეს გამოიწვევს თუ არა სახელმწიფოებრიობის რღვევას. სახელმწიფოს აკისრია მხოლოდ ერის დაცვისა და ღამის გუშაგის ფუნქცია და რად მინდა ისეთი სახელმწიფოებრიობა, რომელიც ქართველ გოგოების სიკვდილით დასჯის უფლებას მისცემს ვიღაც მაძუნგალა მალაიზიის ხელისუფლებას თუ სასამართლოს.მტერი 40 კმ-ში როა, ეს არ არის ღირსების საქმე?რას ვეპოტინებით მასლაიზიას? :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 ომს რომ ვუცხადებთ მალაიზიას, ის მაინც თუ ვიცით, სად არის? ვინმე სხვა არ შემოგვე..ნას ხელში... ყველა ბარიგას დედაც, ქალისაც და კაცისაც. აქ არ არის მაგაზე საუბარი. თუმცა არ არის გარკვეული ბარიგები იყვენენ თუ არა ისინი. მაგრამ ბარიგებიც რომ ყოფილიყვნენ, სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და დიპლომატიური გზებით მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, მაინც აუცილებელია სამხედრო იერიშის მიტანა მალაიზიაზე. მერწმუნეთ გვყავს ჩვენ მაგას რომ ეყოფა იმ შესაძლებლობის სამხედრო ფლოტი და გაგვაჩნია საკმარისი შეიარაღება, კი არა რუსეთსაც ეყოფა რამდენიმე წელიწადში, მაგრამ ეხლა სხვა საკითხზეა თემა100%-ით ვარ დარწმუნებული რომ კაიფობ... shamiliგვააქვს რო? ხოოოოოომმმმმ? ჰანიბალსაც შეშურდებოდა ასეთი გადაწყვეტილების სითამამე.მოულოდნელობა სწრაფი წარმატების საწინდარია. დასავლეთთან ურთიერთობები არ გაფუჭდება. მტერი 40 კმ-ში როა, ეს არ არის ღირსების საქმე?რას ვეპოტინებით მასლაიზიას? :018:სწორედ მაგიტომ ვეპოტინებით, რომ შორსაა და ვერ მოგვწვდება... კაი, ახლა კაიფობს ადამიანი.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 ვინმე სხვა არ შემოგვე..ნას ხელში.. :D :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted November 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 georgekh13 დარწმუნებული ვიყავი რომ ესეთი ცინიკური გამოხმაურებები მოყვებოდა, მე ისეთ თემებზე და ისეთ საკითხებზე მაქვბს საფიქრებელი რომ თქვენგანგანსხვავებით ფორუმზე კაიფში დროს არ ვკარგავ, მით უმეტეს ადამიანთა ბედზე ... მით უმეტეს ქართველი გოგოების ბედზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2010 georgekh13 დარწმუნებული ვიყავი რომ ესეთი ცინიკური გამოხმაურებები მოყვებოდა, მე ისეთ თემებზე და ისეთ საკითხებზე მაქვბს საფიქრებელი რომ თქვენგანგანსხვავებით ფორუმზე კაიფში დროს არ ვკარგავ, მით უმეტეს ადამიანთა ბედზე ... მით უმეტეს ქართველი გოგოების ბედზერომლებსაც კილოგრამობით ნარკოტიკი უნდა ჩამოეტანათ საქართველოში? თუ რუსეთში მიჰქონდათ? როგორ შეიძლება მივიღო სერიოზულად ის, რაც თქვენ ზემოთ დაწერეთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.