Jump to content
Planeta.Ge

იუნესკომ ბაგრატის ტაძარზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა


Recommended Posts

18:20 04.11.2010

[ნინო მიქიაშვილი]

 

იუნესკოს (მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის) საბოლოო დასკვნის ქართული თარგმანი, რომელიც ბრაზილიაში ჩატარებული 34–ე სესიის შემდეგ, იუნესკოს საიტზე ინგლისურ ენაზე დაიდო (http://whc.unesco.org/en/sessions/34COM/documents) და 25ივლისი–3 აგვისტოთია დათარიღებული, პრესა.გე–ს მოაწოდა არქიტექტორ–რესტავრატორმა ნატო ცინცაბაძემ, რომელიც ამავდროულად იკომოსის ეროვნული კომიტეტის – იკომოსი–საქართველოს წარმომადგენელია.

 

მისი განმარტებით, იუნესკოს დასკვნის ქართულად გადათარგმნაზე, იკომოსი–საქართველოს თანამშრომლები მუშაობდნენ, რისი მიზანიც ისაა, რომ დოკუმენტი დაინტერესებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

 

დასკვნის ქართულად გადათარგმნაზე მუშაობა ერთი თვის წინ დასრულდა და უახლოეს დღეებში იკომოსის – ძეგლებისა და ღირშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს ადგილობრივი წარმომადგენლობა თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნებს.

 

მანამდე, პრესა.გე გთავაზობთ ამონარიდებს იუნესკოს დასკვნის ქართული, 9–გვერდიანი თარგმანიდან. მას შემდეგ, რაც დასვნას ქართველი სპეციალისტები გაეცნობიან, შემოგთავაზებთ მასალას, რომელშიც წაიკითხვათ მათ შეფასებებს (რასაკვირველია, თუ ამის სურვილი ექნებათ), ამ დასკვნასთან დაკავშირებით.

 

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ 12 ოქტომბერს, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორმა, რაინერ ბარტელმა, ატენის სიონის ირგვლივ საჯარო ლექცია წაიკითხა, პრესა.გე–მ, შესვენების დროს

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, სიძველეების მოყვარულად ცნობილ ნიკა ვაჩეიშვილს ჰკითხა, იუნესკოს საბოლოო დასკვნის შესახებ, ხომ არ ჰქონდა ინფორმაცია. პასუხად მივიღეთ ეს – “რა ვიცი, არ ვიცი, გამოქვეყნდა?..“ მან ჩვენთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და ზურგი შეგვაქცია.

 

გამოქვეყნებულ დასკვნაში მითითებულია, რომ იუნესკო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას, იმასთან დაკავშირებით, რომ წევრი ქვეყნის მიერ ძეგლზე განხორციელებულია შეუქცევადი ჩარევები.

 

იუნესკო საქართველოს მოუწოდებს:

 

დაუყოვნებლივ შეაჩეროს ბაგრატის კათედრალზე მიმდინარე ყველა სამუშაო, რაც საფრთხეს უქმნის ძეგლის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას, ინტეგრულობასა და ავთენტურობას; ასევე მოუწოდებს საქართველოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულების, ინტეგრულობისა და ავთენტურობის დასაცავად; უზრუნველყოს ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობის მონიტორინგი და შესწავლა; უზრუნველყოს ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის ისტორიულ ძეგლთა გრძელვადიანი კონსერვაცია და გამაგრება.

 

იუნესკო საქართველოს ასევე მოუწოდებს დაიწყოს კონსულტაციები საერთაშორისო ინჟინერ-რესტავრატორებსა და არქიტექტორ-რესტავრატორებთან, რათა განიხილონ, როგორ შეიძლება, სრულად ან ნაწილობრივ, გამოსწორდეს უკვე განხორციელებული ჩარევები და უზრუნველყოფილ იქნას ბაგრატის კათედრალის ნანგრევების სრული კონსოლოდაცია:

 

“ითვალისწინებს რა, რომ წევრმა ქვეყანამ არ შეასრულა კომიტეტის 33COM 7B.103

 

გადაწყვეტილების ყველა მოთხოვნა, რის გამოც ძეგლი საფრთხეშია (მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის) სახელმძღვანელო პრინციპების თავი IV. B-ის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, ბაგრატის კათედრალი და გელათის მონასტერი შევიდეს საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში“.

 

იუნესკო თავის დასკვნაში ასევე აქვეყნებს “დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ცვლილებების“ განრიგს და ამასთან, საქართველოსგან მოითხოვს:

 

“მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს 2011 წლის 1 თებერვლისთვის წარუდგინოს ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში, მენეჯმენტის გეგმის პროექტის 3 ნაბეჭდი ეგზემპლარისა და ელექტრონული ვერსიის ჩათვლით, რომელიც განხილულ იქნება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესიაზე 2011 წელს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ თუ ბაგრატის კათედრალზე სარეკონსტურქციო სამუშაოები გაგრძელდა, ძეგლი, (კონვენციის) სახელმძღვანელო პრინციპების თავი IV. C -ის შესაბამისად, შესაძლოა, საბოლოოდ, ამოღებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან“.

 

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1725

-----------------------------

აი აქ კი იხილავთ მეორე პრობლემას სადაც თალიბები ბუდას უნიკალურ ისტორიულ ძეგლს აფეთქებენ. http://www.pakistan.tv/videos-ancient-buddhist-kingdom-in-afghanistan-%5BePOql7HvmlQ%5D.cfm

 

იუნესკოს დღესდღეობით 2 ყველაზე დიდი საზრუნავი აქვს, ნაციონალები საქართველოში და თალიბები ავღანეთში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

არაერთხელ ვიყავით გაფრთხილებულები ამასთან დაკავშირებით :user:

ამათმა უნდა მოიზიდონ ტურისტები?

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

გამოქვეყნებულ დასკვნაში მითითებულია, რომ იუნესკო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას, იმასთან დაკავშირებით, რომ წევრი ქვეყნის მიერ ძეგლზე განხორციელებულია შეუქცევადი ჩარევები.

მარტო ამის გამო მოუწევთ ყველა იმ ადამიანს გასამართლება... ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ვატყობ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფუ ამათი დედები ####################

და ყველა იმისი ვისტანაც ჩხუბი და მტკიცება მიწევდა შარშან ფორუმგეზე რომ უდიდესი დანაშაულია ამ ტაძრის "ევრორემონტი" ...

ხომ შემოდიან პლანეტაზე და კითხულობენ( ერთი მაინც ვინმე)----ამოწიონ გეზე ის ტემა ვინც მე მეკამატებოდა და ჩათვალონ რომ ვაგინე და ვაფურთხე!

 

 

წავედი მომეშალა ნერვები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

და ყველა იმისი ვისტანაც ჩხუბი და მტკიცება მიწევდა შარშან ფორუმგეზე რომ უდიდესი დანაშაულია ამ ტაძრის "ევრორემონტი" ...

ხომ შემოდიან პლანეტაზე და კითხულობენ( ერთი მაინც ვინმე)----ამოწიონ გეზე ის ტემა ვინც მე მეკამატებოდა და ჩათვალონ რომ ვაგინე და ვაფურთხე!

ფორუმჯვიზე არის უზერების ერთი ნაწილი, რომელთაც მე "გუშაგებს" ვეძახი და ეს ხალხი პარტიულ-გებეშნიკურ დავალებებს ასრულებენ მანდ და შენ გგონია, რამეს და როდისმე შეასმენ მათ ?!

რა აზრი აქვს მათთან დისკუსიას, მაგათ უნდა ეკაიფო და შიგადაშიგ დამსმელი აგინო, ეგ არის და ეგ....

 

ბაგრატის ტაძრის ევრო-გამრემონტებელი ნაგიჟარი ეხლა ქობულეთის ფიჭვნარს მიადგა და კაციშვილი არ სჩანს ქვეყანაში, ვინც ამას წინ აღუდგება, მართლაც რა ჯანდაბამ დაგვაჩმორა ასე, მახსოვს, რუსის ჯარს არ ვეპუებოდით, მაშინ როდესაც დავით გარეჯის კომპლექსის გადარჩენის საკითხი იდგა და ეხლა ერთმა დორბლიანმა ცეტმა, როგორ წაგვახდინა და დაგვაშინა ასე ...ბლ..?!

 

 

 

V–III საუკუნეების კოლხური და ელინური კულტურის ნაშთებს ბულდოზერით ანადგურებენ!!!

V–III საუკუნეების კოლხური და ელინური კულტურის

 

16:03 04.11.2010

[ნინო მიქიაშვილი]

 

ბათუმის ფიჭვნარში არსებული საგანგაშო ვითარების ირგვლივ ინფორმაცია პრესა.გე–ს რამდენიმე წუთის წინ, “რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურმან დუმბაძემ მოაწოდა.

 

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის სექტემბერში, მიხეილ სააკაშვილმა, ქობულეთის ფიჭვნარში, სასტუმრო კომპლექსის ამშენებელ ინვესტორებს პირობა მისცა, რომ მიწის უფასოდ გადასცემდა და ამასთან, 15 წლით გადასახადებისგან გაათავისუფლებდა, რასაც მურმან დუმბაძე “უაზრო გადაწყვეტილებად“ აფასებს, რაც მისივე განმარტებით, მდიდრებს არაკონკურენტულ, პრივილეგიურ რეჟიმში აყენებს, ხოლო ღარიბებს კიდევ უფრო აღარიბებს.

 

მურმან დუმბაძე: “მაგრამ ეს არადეკვატური გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი მხარეა. ქობულეთის ფიჭვნარი არქეოლოგიური სამეცნიერო კვლევისთვის უმდიდრეს მასალას წარმოადგენს. კერძოდ, ამ ტეროტორიაზე კვლევები დაიწყო გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან; დაგროვილია უზარმაზარი არქეოლოგიური მასალა და შესაბამისი სამეცნიერო შრომები, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე, რომლითაც პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ ეს ტერიტორია ძველი წელთააღრიცხვით მეხუთე–მესამე საუკუნეებში, მაშინდელი კოლხური კულტურის და ელინური კულტურის შეხვედრის ადგილია, რაც თავისთავად სხვა კულტურებთანაც კონტაქტების საფუძველი ხდებოდა.

 

გამომდინარე აქედან ამ ტერიტორიის მიმართ დაინტერესება დიდია, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი მკვლევარების მხრიდან. ბოლო 13 წელია გათხრებს აწარმოებს ბრიტანულ-ქართული სამეცნიერო ექსპედიცია. უკვე აღმოჩენილი უმდიდრესი მასალა, საფუძველს გვაძლევს ახალი აღმოჩენებისთვის, რაც ხელს შეუწყობს თავისთავად არაერთი არქეოლოგიური პრობლემების ახლებურ გააზრებას და რომლის ღირებულება განსხვავებით სასტუმროებისგან, ლარებში არ იზომება.

 

დღეს ამ ადგილზე ბულდოზერები მუშაობს. ჩვენ არ მივმართავთ არაადეკვატურ პრეზიდენტს – დრო მოვა და მას პასუხს მოვთხოვთ საქართველოს ძველი ისტორიის კვალის ხელოვნური განადგურებისთვის. აქ იკვეთება პერსონალიზაციის საკითხი – გვაინტერესებს, ქვეყანა და განსაკუთრებით მისი მეცნიერება გამოვიდა თუ არა გასული საუკუნის 30-იანი წლეებიდან, ამიტომ მივმართავთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტს,

 

ნიკო ბერძენიშვილის არქეოლოგიის ინსტიტუტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეებს – ფიჭვნარი გადასარჩენია“.

Edited by chombe
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chombe

ბაგრატის ტაძრის ევრო-გამრემონტებელი ნაგიჟარი ეხლა ქობულეთის ფიჭვნარს მიადგა და კაციშვილი არ სჩანს ქვეყანაში, ვინც ამას წინ აღუდგება, მართლაც რა ჯანდაბამ დაგვაჩმორა ასე, მახსოვს, რუსის ჯარს არ ვეპუებოდით, მაშინ როდესაც დავით გარეჯის კომპლექსის გადარჩენის საკითხი იდგა და ეხლა ერთმა დორბლიანმა ცეტმა, როგორ წაგვახდინა და დაგვაშინა ასე ...ბლ..?!

 

მაშინ ამას ახალგაზრდობა აკეთბდა, ეხლა კი კომფორმისტების თაობა მოვიდა, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერი ადარდებს

გამოვალთ ჩვენ და მოგვნათლავენ ჩარეცხილ-ახირებულ თაობად ( მერამდენეჯერ?) :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გინდათ ვერ გავიგე მეგობრებო,

ყველაფერს შEვხედოთ პრაგმატული თვალსაზირსით,

რა უფრო მოიზიდავს ტურისტს დანგრეული ბაგრატის ტაძარი თუ აღდგენილი?

 

თანაც, აშენებენ, ხომ არ ანგრევენ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რა უფრო მოიზიდავს ტურისტს დანგრეული ბაგრატის ტაძარი თუ აღდგენილი?

 

საბრალო იტალიელები, როგორ ვერ არადგინეს კოლიზეუმი :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

საბრალო იტალიელები, როგორ ვერ არადგინეს კოლიზეუმი :(

მეტი საქმე არა აქვს გაზპრომის ნაყიდ ბერლუსკონის რომ მაფიოზური გზებით მოპოვებული თანხები

კოლიზეუმს მოახმაროს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დარწმუნებული ვარ მიშას მაგრად სძულს ყველაფერი კარგი რაც 2003 წლამდე გაკეთდა საქართველოში. ბარბაროსების შემოსევაა რა. "აგორა" კინო ნაციონალურ მოძრაობაზეა გადაღებული. ეს რომ მიუშვა ვეფხისტყაოსანს დაწვავს და ახალს დაწერს თვითონ, ან ზაალ სამადაშვილი დაუწერს და ეს დაიბრალებს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვათა შორის ბაგრატის ტაძარი რუსებმა ააფეთქეს,

იტყობინებოდა რამდენიმე წლის წინ ფორუმ ჯუ-ვინმე ჟოაზე დაყრდნობით,

მეო არქეოლოგი ვიყავიო და რუსული ჭურვები ვიპოვეო :nekro:

საბჭოთა ისტორიოგრაფია მალავდაო ამ ფაქტსო :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...