Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სოციალისზმი საერთოდ სიცრუეა

 

:yes:

 

 

ყველაზე მაღალი ცხოვრების დონის ქვეყნები სოციალისტური ქვეყნებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე მაღალი ცხოვრების დონის ქვეყნები სოციალისტური ქვეყნებია.

სოციალურად განვითარებული...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდით გავარკვიოთ, რას ნიშნავს სოციალისტური და სოციალური...

 

მე მგონი სხვადასხვა რამეა...

შეიძლება ვცდები...

 

სოციალიზმს საბჭოთა კავშირი აშენებდა, შედეგს არ შეგახსენებთ...

 

სოციალურად განვითარებული ქვეყნებია, მაგალითად გერმანია, რომელსაც სოციალისტური იდეების ერთგულებაში ვერ დავადანაშაულებთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ შეიძლება ცუდი შედარებააა.. მაგრამ მIშა ამბობს დემოკრატია არისო საქარტველOში ასეთი დემოკრატია რომ ყოფილიყო გავრცელებული ასე 20-30 წლის წინ ალბათ დღეს "დემორკატიული" ქვეყნები არ არიასბებდნენ..

 

ლენინური-სიციალიზმი არ ნიშნავს სიციალიზმის უუნარობას. ეს ხმოლოდ ერთეული სიმახინჯეა...

პ.ს. არანაირი სოციალისტური იდეები არ მაწუხებს. უბრალოდ სოციალიზმს როგორც მტერს ისეუყურებს ხალხი რაც ჩემთვის გაუგებარია

 

სოციალისზმი საერთოდ სიცრუეა...

სოციალიზმი ხალხს რატომრაც ნაციზმში და კომუნიზმში ერევა...

შეიძლება Iტქვასსახელი გაუფუჭეს თორემ კაი ჩასუქებულ სოციალიზმს რა ჯობია

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

მოდით გავარკვიოთ, რას ნიშნავს სოციალისტური და სოციალური...

 

მე მგონი სხვადასხვა რამეა...

შეიძლება ვცდები...

 

სოციალიზმს საბჭოთა კავშირი აშენებდა, შედეგს არ შეგახსენებთ...

 

სოციალურად განვითარებული ქვეყნებია, მაგალითად გერმანია, რომელსაც სოციალისტური იდეების ერთგულებაში ვერ დავადანაშაულებთ...

გავმარტავ, სოციალისტების იდეებს. კეთილდღეობის სახელმწიფო გაგონილი გექნებამ, ეს სოციალისტური პროექტია, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში მუშაობს.

 

სოციალური თანასწორობა, სიმდიდრის გადანაწილება საშუალოდ ხალხზე და სხვა მრავალი იდეა არის სოციალისტური იდეა.

 

მოდი ავღწეროთ ლიბერალიზმის სოციალური წარმოდგენა. "სოციალური დარვინიზმი" არის ყველაზე გავრცელებული იდეა ლიბერალებში, ამის მიხედვით ყველა ინდივიდი ერთმანეთს ებრძვის გადარჩენისთვის, მეტი ძალაუფლებისთვის და ა.შ ამ პირობებში თანასწორობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროს სოციალისტები სოციალურ დარვინიზმს უპირისპირებენ სოციალურ თანასწორობას. ლიბერალები სოციალურ თანასწორობის იდეას აღიქვავენ, როგორც ხელოვნურ და არასასუველ ფორმას.

 

შედეგი სახეზეა, სოციალური გზით განვითარებულ ქვეყნებში, მოსახლეობა ცხოვრების დონით უფრო კმაყოფილია, ვიდრე ლიბერალურ ქვეყნებში. შეგიძლია აიღო სტატისტიკა.

 

საბჭოთა კავშირს რაც შეეხება, საბჭოთა კავშირი წავიდა თავიდანვე არამარქსისტულ გზით და მოახდინა სოციალისტურ იდეების ცვლილება, ლენინიზმი დაარსა და შემდგომ სტალინიზმი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

საბჭოთა კავშირი წავიდა თავიდანვე არამარქსისტულ გზით

:givi:

მარქსიზმის და მსგავსი სისულელეების კიდევ სჯერა სადმე ხალხს? მაშინ რაღა მარქსი, ბარემ თომას მორის "უტოპია" აგვეღო მაგალითად. მგონი იქ კომუნიზმზე უფრო კარგი წყობა იყო :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ანუ, იცავდე დაქირავებულის ინტესებს, მილიარდელები არ აბლატავო, დაიცვა ინვალიდები და ას. შ. სახელმწიფო სექტორიც

გააძლიერო, მოკლედ იყო სოციალურ პოლიტიკაში მემარცხენე

ხოლო ამასთან ერთად დაიცვა ტრადიციული ღირებულებები?

ვქვათ დაიცვა ოჯახის ინსტიტუტი, არ აბლატავო სექს. გაუკუღმართების აპოლოგეტები,

დიდი ყურადღება დაუთმო მშობლიური ენის შესწავლას, დაიცვა ადგილობრივი წარმოება, ადგილობრივ კულტურაში ჩადო ფული

--> ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი.. ნუ შენს პოსტში ნაგულისხმები სექსის გარდა ალბათ :)

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

 

 

შედეგი სახეზეა, სოციალური გზით განვითარებულ ქვეყნებში, მოსახლეობა ცხოვრების დონით უფრო კმაყოფილია, ვიდრე ლიბერალურ ქვეყნებში. შეგიძლია აიღო სტატისტიკა.

 

საბჭოთა კავშირს რაც შეეხება, საბჭოთა კავშირი წავიდა თავიდანვე არამარქსისტულ გზით და მოახდინა სოციალისტურ იდეების ცვლილება, ლენინიზმი დაარსა და შემდგომ სტალინიზმი..

რატომ წავიდა საბჭოთა კავშირი ისეთი გზით, როგორითაც წავიდა? და რომელსაც შენ არამარქსისტულს უძახი?

 

იმიტომ რომ, მარქსიზმი თეორიაა, ყველაფერთან ერთად მცდარი თეორია, რომლის პრაქტიკაში შესრულება შეუძლებელია... სწორედ ამის გამო წავიდა საბჭოთა კავშირი 'არამარქსისტული' გზით...

 

შეგიძლიათ დამისახელოთ თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც სოციალისტური, მარქსისტული თეორიაა რეალობაში მოყვანილი?

 

გერმანია, შვედეთი და ა.შ. სოციალურად ძლიერ განვითარებული ქვეყნები, კაპიტალიზმს ემყარებიან... დააგროვეს სიმდიდრე და მიეცათ საშუალება სოციალური საზოგადოების განვიტარებისა, თორემ როცა სამრეწველო რევოლუცია ხდებოდა ევროპაში, მაშინ არავის ეცალა ამისთვის...

 

Nukriko

 

:givi:

მარქსიზმის და მსგავსი სისულელეების კიდევ სჯერა სადმე ხალხს? მაშინ რაღა მარქსი, ბარემ თომას მორის "უტოპია" აგვეღო მაგალითად. მგონი იქ კომუნიზმზე უფრო კარგი წყობა იყო :018:

კი სჯერათ... :)

როგორც კი კრიზისის ტალღა გადაუვლის ევროპას და საერთოდ მსოფლიოს, მაშინვე იზრდება მარქსის 'შედევრის' გაყიდვათა რიცხვი :)

მაგრამ ეს ჩვეულებრივია...

როგორც კი კრიზისი გადაივლის, რომელსაც პერიოდული ხასიათი აქვს და ეკონომიკისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მის გამოცოცხლებას ემსახურება, ეგრევე ივიწყებენ მარქსს და მის "კაპიტალს"...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

როგორც კი კრიზისი გადაივლის, რომელსაც პერიოდული ხასიათი აქვს და ეკონომიკისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მის გამოცოცხლებას ემსახურება, ეგრევე ივიწყებენ მარქსს და მის "კაპიტალს"...

ნუკრიკოს ვერ დავავიწყეთ ვერაფრით და :ravic: სულ კრიზისშია ეტყობა

 

დააგროვეს სიმდიდრე და მიეცათ საშუალება სოციალური საზოგადოების განვიტარებისა, თორემ როცა სამრეწველო რევოლუცია ხდებოდა ევროპაში, მაშინ არავის ეცალა ამისთვის...

:yes:

ეგ მდგომარეობაა ახლა ჩვენთან. მაგრამ ჩვენ იმ სიმდიდრესაც ვერ ვაგროვებთ :givi:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

რატომ წავიდა საბჭოთა კავშირი ისეთი გზით, როგორითაც წავიდა? და რომელსაც შენ არამარქსისტულს უძახი?

უამრავი მიზეზის გამო. პირველ რიგში თავად, რუსეთში არ იყო ის სიტუაცია, რომ სოციალიზმი აშენებულიყო ისე, როგორც ეს ევროპაში აშენდა.

მეორეც და მთავარიც, ელემენტარულად სსრკ-ს ადმინისტრაციამ ბიუროკრატიზაცია განიცადა, რომლის შემდეგადაც აშენდე ტოტალიტარული სახელმწიფო. თავის თავად სსრკ რუსეთისთვის პროგრესული მოვლენა იყო, მარა ის შედარებით თუ ვიმსჯელებთ, ის ევროპულ სოციალიზმს მკვეთრად ჩამოუვარდებოდა.

 

იმიტომ რომ, მარქსიზმი თეორიაა, ყველაფერთან ერთად მცდარი თეორია

ვაი, ვაი ვაი ვაი, საცოდავი მარქსი :))

 

დააკონკრეტე რა არის მცდარი მარქსიზმში, რა ვერ გამართლდა?

 

შეგიძლიათ დამისახელოთ თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც სოციალისტური, მარქსისტული თეორიაა რეალობაში მოყვანილი?

თავისთავად მემარცხენეობა ორთოდოქსიზმს გამორიცხავს და რა თქმა უნდა სოციალიზმი მარქსის შემდეგ ბევრად შეივსო და გამდიდრდა და ეს ცვლილებები ზოგადად სოციალიზმს დაეტყო. თუმცა საფუძველი არის მარქსი. და შემიძლია გითხრა რომელ ქვეყნებში გაამართლა სოციალიზმა.

შეგიძლიათ დამისახელოთ თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც სოციალისტური, მარქსისტული თეორიაა რეალობაში მოყვანილი?

როგორც ვთვქვი სოციალიზმი არ არის ორთოდოაქსალური, ორთოდოქსალური გახადა სსრკ-მ, ქრომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მისი სახელმწიფო აპარატი მემარჯვენულ ტოტალიტარულ აპარატის მოდელი იყო (იმპერიალისტური) ვიდრე მემარცხენული.. ასე, რომ მე არ ვამბობ რომ აუცილებლად ერთი ორში მარქსის სიტყვები უნდა განხორციელებულიყო.

 

ამის მიუხედავად ძირითადი ფასეულობები და განვითარებების გზა, რაც მარქსმა შესთავაზა კაცობრიობას, ის უკვე რეალურად დღეს მუშაობს. ავიღოთ ჩინეთი, სკანდინავია, გერმანია და ა.შ უამრავ ქვეყაანში სოციალისტური სისტემა დამყარდა,ისე რომ ლიბერალიზმს არა მარტო არ ჩამოუვარდება, არამედ პირიქით უამრავ სფეროშI უსწრებს კიდევადაც.

გერმანია, შვედეთი და ა.შ. სოციალურად ძლიერ განვითარებული ქვეყნები, კაპიტალიზმს ემყარებიან

კაპიტალიზმის ბოლო სტადია სოციალიზმია ;) სოციალიზმი არ გამორიცხავს კაპიტალიზმს. ერთიც და მეორე სისტემაც ბაზარზეა აგებული, დღეს კი სოციალიზმი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა, ვიდრე ეს კლასიკურ სიოციალიზმსი პერიოდში იყო და ბაზარზე მაღლა დადგა.

დააგროვეს სიმდიდრე და მიეცათ საშუალება სოციალური საზოგადოების განვიტარებისა, თორემ როცა სამრეწველო რევოლუცია ხდებოდა ევროპაში, მაშინ არავის ეცალა ამისთვის...

მერე მარქსი სხვა რამეს ამბობს? :D

მარქსის სიტყვებს იმეორებ, დაგროვდება დოვლათი და სოციალიზმი მერე იწყება..

 

Saturn

ეგ მდგომარეობაა ახლა ჩვენთან. მაგრამ ჩვენ იმ სიმდიდრესაც ვერ ვაგროვებთ :givi:

პირიქით, საქართველოში იმაზე მეტი ფული ტრიალებს და არის ვიდრე უნდა იყოს.

 

ჩვენ არაფერს არ ვქმნით, ფული უცხოეთიდან მაინც შემოდის და ამით მდიდრდებიან მიშისტები და ბევრი მათგანი ცხოვრობს ისე, როგორც ევროპაში საშუალო ფენა, ძირითადი მასა კი სიღარიბის ქვმოთ მყოფი ხალხია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩინეთი არ არის დემოკრატიული და სოციალური ქვეყანა...

 

არ შეიძლება მისი გერმანიასთან შედარება...

 

მარქსიზმი მცდარი თეორიაა საფუძველშივე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მინდა ახლა მარქსიზმის თეორიის განხილვა... არ არის ფორუმი ამის ადგილი...

ფაქტი ერთია: მარქსიზმი თეორიაა, რომლის პრაქტიკაში განხორცილება, მხოლოდ სისხლით შეიძლება...

საბჭოთა კავშირი, ჩინეთი, წითელი კხმერები, კუბა...

 

 

თუმცა არ გვინდა ამაზე კამათი... ეს რწმენასავითაა ბევრში და კამათს აზრი არ აქვს...

 

მერე მარქსი სხვა რამეს ამბობს? :D

მარქსის სიტყვებს იმეორებ, დაგროვდება დოვლათი და სოციალიზმი მერე იწყება..

 

დოვლათი რომ დაგროვდება, მერე ადვილია სოციალური ქვეყნის აშენება...

მაგრამ დაგროვებაა დოვლათის ძნელი მარქსის იდეებით..,.

 

დოვლათი სუფთა კაპიტალისტურმა წყობამ დააგროვა, რომელიც არ არ უყვართ ზოგ-ზოგიერთებს... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩინეთი არ არის დემოკრატიული და სოციალური ქვეყანა...

დემოკრატიული არა მარა სოციალისტურია ;)

არ შეიძლება მისი გერმანიასთან შედარება...

 

გააჩნია რაში, სოციალურ პოლიტიკაში, სახელმწიფო მოწყობაში თუ ეკონომიკურ სისტრმაში?

 

რაში არ შეიძლება ჩინეთის შედარება გერმანიასთან?

მარქსიზმი მცდარი თეორიაა საფუძველშივე...

რახან შენ იტყვი :D

არ მინდა ახლა მარქსიზმის თეორიის განხილვა... არ არის ფორუმი ამის ადგილი...

ფაქტი ერთია: მარქსიზმი თეორიაა, რომლის პრაქტიკაში განხორცილება, მხოლოდ სისხლით შეიძლება...

საბჭოთა კავშირი, ჩინეთი, წითელი კხმერები, კუბა...

 

 

თუმცა არ გვინდა ამაზე კამათი... ეს რწმენასავითაა ბევრში და კამათს აზრი არ აქვს...

თუ არ გინდა, ეტა ნე მაია პრაბლემა. მე შემიძლია ამ თემაზე კამათი და თუ არ გინდათ და ვერ ახერხებთ, ეს ავტომატურად თქვენს სიმართლეს არ ამტკიცებს.. ;)

 

 

დოვლათი რომ დაგროვდება, მერე ადვილია სოციალური ქვეყნის აშენება...

მაგრამ დაგროვებაა დოვლათის ძნელი მარქსის იდეებით..,.

 

დოვლათი სუფთა კაპიტალისტურმა წყობამ დააგროვა, რომელიც არ არ უყვართ ზოგ-ზოგიერთებს...

მარქსი ამას ამბობს, რომ უკვე დაგროვილ დოვლათზე შეიძლება სოციალიზმის განხორციელება

 

მაგრამ მარქსი ამ შემთხვევაში ცდებოდა, ჩინური მაგალითი გვაჩვენებს, რომ კომუნიზმის პერიოდში დოვლათი გროვდება თან უფრო სწრაფად ვიდრე კაპიტალისტურ სისტემაში, ამის ნათელი მაგალითია ჩინეთი ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...