Jump to content
Planeta.Ge

რატომ გგონიათ, რომ გესმით პოლიტიკა?


Recommended Posts

analgin

 

"ვარდების რევოლუციაში" მონაწილეობა არ მიმიღია, ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმეზე ნაკლებად მინდოდა იმ ხელისუფლების შეცვლა, არამედ იმიტომ, რომ მე 2001 წელს ე.წ. "რკინის მინისტრების" მოცილებაში არათუ მონაწილეებს ვიღებდი, სათავეში ვედექი სტუდენტურ მოძრაობას და სწორედ მაშინ გავიცანი პირადად დღევანდელი უმაღლესი ხელისუფლები. იმდენად ბინძური იყო მათი საქმიანობა და თვითონ შემოთავაზება გამიკეთეს ისეთი ბინძური, რომ მათ გვერდზე ვერ დავდგებოდი.

მე მგონია, რომ მიხვდი საიდაც მიმყავდა ლაპარაკი.. მე მინდოდა მეთქვა ის, რომ როგორც მაშინ გვეჩვენებოდა ედიკა საშინელება და ნაცები ხსნა, ეხლაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, ნაცები საშინელება გვგონია (და არიან კიდევაც) და ოპო ხსნა, არა და ოპო უარესია.. ამ შემთხვევაში გზას ვხედავ იმას, რომ უბრალოდ არ ჩაერთო მათ ოპო-ნაცების დაპირისპირებაში და რაც უფრო მეტი კაცი არ ჩაერთვება, ამ დაპირისპირებაში მით უფრო მოგებული დარჩება.

 

აი მაგალითად 90-იან წლებში ადამიანებს არ უნდა აეღოთ ხელში იარაღი და არ უნდა ჩაბმოდნენ სამოქალაქო ომში და ამით მოგებულები დარჩებოდნენ. ერთვები რა მათ პოლიტიკურ თამაშში, ხდები ერთი ჩვეულებრივი მარიონეტი. ასე რომ ეს "აქტიური პოლიტიკა" ფეხებზე მკიდია, რადგან სწორედ ფეხებზე დაკიდებით ვხედავ გარკვეულ ხსნას.

პირადულ ინტერესში თუ "ვიგოდას" გულისხმობ არავითარი. ეგ რომ მამოძრავებდეს ცხოვრებაში, მე იმავე 2001 წელს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს და უარი ვთქვი. არც ეხლაა გვიან. ეხლაც სიამოვნებით მიმიღებდნენ და კაი პოსტსაც გამოვკრავდი ხელს.

სხვა პიროვნულ ინტერესებს რაც შეეხება, უსამართლობას ვერ ვიტან, მე კიდევ კარგად ვარ, არ მშია, არ მწყურია, არ მცივა და ჩაცმის, დასვენების და გართობის საშუალებაც მაქვს მეტ-ნაკლებად, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი ადამიანების (მეგობრები, ნათესავები, მეზობლები) სულს ღაფავს გაჭირვებისგან, ზოგს ოჯახის წევრი მოუკლეს, ზოგს წლობით და ოფლით აშენებული ბიზნესი წაართვეს, ზოგი უბრალოდ სამსახურიდან გამოაგდეს. მე რაც მაქვს ისიც ძველი დანაზოგებიდან და ანაბრებიდან.

ბიზნესში (პირადში) ისეთ უსამართლობებს დავეტაკე შუბლით, რომ ამის ყურება არ შეიძლება, ედიკასდროინდელ ქურდებს თუ ძაღლებს არ უკისრიათ ეგეთები. ადრე რამე ბიზნესი რო გქონდა უბრალოდ წილს გთხოვდნენ (დაახლოებით 10-დან 30%-მდე) და ეს მაცოფებდა, ეხლა საერთოდ აღარ გაკეთებინებენ.

ბიზნესი გქონდა და ნაცებმა გაგიფუჭეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 59
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Nukriko

 

მე არ ვთვლი, რომ სააკაშვილი შევარდნაძეზე უარესია და არც იმას ვთვლი, რომ დღევანდელი ოპოზიციური სპექტრიდან ნოღაიდელის გარდა ვინმე შეიძლება სააკაშვილზე უარესი იყოს (თორთლაძეს და ქდმ-ს არ ვთვლი ოპოზიციად).

 

ბიზნესს რაც შეეხება დაახლოებით რომ გითხრა - კი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

მე არ ვთვლი, რომ სააკაშვილი შევარდნაძეზე უარესია და არც იმას ვთვლი, რომ დღევანდელი ოპოზიციური სპექტრიდან ნოღაიდელის გარდა ვინმე შეიძლება სააკაშვილზე უარესი იყოს (თორთლაძეს და ქდმ-ს არ ვთვლი ოპოზიციად).

შენი ნებაა, მე კი იმისთვის, რომ ერთი ნაძირალა მეორე ნაძირალით შევცვალო, ზედმეტ პრობლემებს არ შევიქმნი..

 

ჩემთვის სულ ერთია სააკაშვილი იქნება თუ ბურჯანაძე-გრეჩუხა-ნოღაიდელი-ალასანია თუ გუბაზი.. მათ გამო, რატომ უნდა ვიბრძოლო? იმიტომ რომ მერე 1 წლის შემდეგ კვლავ მივხვდეთ, რომ მივქარეთ მაგეებისთვის მხარი უნდა დაგვეჭირა (არა და ზუსტად ესე იქნება, ამ კამანდით თუ შევცვალეთ)

 

ბიზნესს რაც შეეხება დაახლოებით რომ გითხრა - კი. :)

არ გეწყინოს, მაგრამ პირდაპირი კაცი ვარ და გეტყვი. შენ შეიძლება აღიდგინო ის ბიზნესი, მთავრობის შეცვლის შემდეგ, მხარდაჭერისთვის ოპომ გაგიკეთოს საქმე, მაგრამ ჩემთვის, როგორც ნაცები არაფერს აკეთებენ, ისე არც ეს ოპოზიცია გააკეთებს.. შესაბამისად დასკვნა მარტივია, შენ გაქვს ის რაღაც, საბრძოლველი მე არ მაქვს საბრძოლველი.

 

პარტია, ლიდერი რომ იყოს ისეთი, რომელიც იმ იდეებს გაახმოვანებს, რა იდეების მოსმენაც მინდა, ისე მოიქცევა (დაახოლეობით მაინც), როგორც მიმაჩნია, რომ ღირსეულმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოიქცეს და იმ ღირებულებებს და თვისებებს გვაჩვენებს, რომელიც არის სასურველი, იმას გავყვები და საჭიროების შემთხვევაშიც, პოლიციასაც დავუპირისპირდები და მივიღებ რევოლუციაშიც მონაწილეობას, მაგრამ ამათ გამო ჯემს ჯამრთელობას არ ვაზარალებ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

წინააღმდეგობას, უფლებების დაცვას, სწორი გადაწყვეტილების მიღებას, მოვლენის მარტივ შეფასებას და მასზე მსჯელობას არ სჭირდება განსაკუთრებული ნიჭი. პოლიტიკოსად ყალიბდები და ვითარდები ადამიანი.

 

ის კი რაზედაც შენს სწუხარ, ანუ მოძრაობაზე, ესაა ზუსტად ქართული პოლიტიკისა და შეგნების კოლაფსი... მთხლეა მეთქი საზოგადოება სხვა რამეს კი არ ნიშნავს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ვაჰ...მე შენ ჯერ კიდევ ჭკვიანი კაცი მგონიხარ და ... წაკითხულიდან შინაარსიც ვერ გამოგაქვს. :)

 

რა " შენ შიძლება აღიდგინო შენი ბიზნესი ოპო-ს მხარდაჭერისთვის"-? გითხარი "ვიგოდა" რომ მქონდეს ნაციონალებთან ვიქნებოდი თქო. შემოვლითი გზებით რატომ ვივლიდი, რატომ უნდა შემეცვალა ხელისუფლება ახლით, რომ მას დაეჭირა ჩემთვის მხარი, როცა მარტივად შემიძლია არსებულთან მივიდე და მან დამიჭიროს მხარი, მითუმეტეს, რომ პოლიტიკოსებში ყველაზე მეტი ნაცნობი ნაციონალებში მყავს.

ასე რომ შენი მარტივი დასკვნა რეალობიდან ძალიან შორს დგას. მე დაგიწერე წინა პოსტში რაც მაქვს საბრძოლველი, რასაც სამწუხაროდ შენ იოტისოდენა ყურადღებაც არ მიაქციე, რაც პირადად ჩემთვის იმაზე მიუთითებს, რომ შენ უბრალოდ დაბოღმილი ხარ ვიღაცეებზე ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო და ძალიან გთხოვ ნუ გამოიტან ასეთ "მარტივ დასკვნებს" იმ ადამიანებზე, რომლებსაც შენგან განსხვავებით ერთი წამით არ უფიქრიათ არცერთხელ, რომ "მაგათ გამო ჩემს ჯანმრთელობას ვერ ვაზარალებო", როცა თვლიდა რომ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა. არც არავინ გამძღოლია წინ, არც არავის ავჩანჩალებულვარ კუდში.

იცი, შენ თავად არ გაქვს ჩამოყალიბებული რა გინდა, რას და რატომ თხოვ ყველას, პოლიტიკურ ლიდერებს, საზოგადოებას, ყველას რაღაცას ემართლები და უწუნებ შე კაცო. :)

კარგი ბიჭი ხარ, წესიერი, ასე თუ ისე ნაკითხი, უკეთესობა გინდა, მაგრამ პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი დასკვნების გაკეთება გიჭირს ცხოვრებაში. შენ გინდა, რომ ვიღაც სხვებმა გააკეთონ ისეთი რამე, რაც შენ მოგეწონება, მერე მიგიყვანონ, გვერდში დაგიყენონ, აზრი გკითხონ, მოგიწონონ...სახლში ჯდომით, საკუთარი თავის სისწორეში დარწმუნებულობით, დამნაშავეების მუდამ სხვებში ძებნით, ჯანმრთელობის მოფრთხილებით, შორიდან სეირის ყურებით, ნარცისიზმით, უბრძოლველად ვერაფერს მიიღებ ცხოვრებაში. მითუმეტეს იმას რაც გინდა.

 

სამშობლო რესტორანი არ არის, რომ ამოირჩიო სად უფრო უკეთეს პოლიტიკას და საზოგადოებას გაჭმევენ და იქ წახვიდე, სამშობლო შენი მაცივარია, რაც გაქვს ის უნდა ჭამო და თანაც თავად უნდა მოიმზადო. შორიდან რომ უყურო ამ პროდუქტებს არც თავისით მომზადდება და არც უკეთესი გახდება. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ელემენტარულად მოძრაობის შექმნა ვერ მოვახერხეთ, იმ დროს, როცა შეიძლებოდა ყოველგვარ ფულის გარეშე, ენთუზიაზმით, რაღაც პერიოდი გვეაქტიურა და რატომ გვგონი (გგონია) რომ პოლიტიკაში ერკვევი? მიშამ მოახერხა პარტიის შექმნა + რევოლუციის მოწყობა + ძლიერი პოლიციური სახელმწიფოს შექმნა.. ჩვენ კი ელემენტარული მოძრაობი შექმნა, რომელიც 30 კაცს ვერ აღემატებოდა, იმის შექმნა და ორგანიზება ვერ მოვახერხეთ.. არ გეგონოს, რომ შენ გაბრალებ, პირველ რიგში ჩემი მხრიდა, მე ვარ დამნაშავე, იმიტომ რომ დიდი ინიციატივებით გამოვდიოდი და სრული ფიასკოთი დამთავრდა ეს ინიციატივები..

მIშას პარტიის შექმნის დროს დიდი ფული ქონდა

 

რევოლუციის დროსაც... ასე რო არათანაბარზომიერი შედარებებია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ, ადამიანს რაც კარგად არ ესმის, სწორედ იმაზე მსჯელობს ყველაზე მეტად(ან ცდილობს მაინც)..

აბა მიდი და იმსჯელე ახლა გამრავლების ტაბულაზე :)

მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა როგორ უნდა იმსჯელო...

ისტორიაზეც იგივეს იტყვი?

 

პ.ს. 2X2=4

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა როგორ უნდა იმსჯელო...

ისტორიაზეც იგივეს იტყვი?

 

ჰეეეჰ..

 

 

მათემატიკაში როა მსჯელობა, ისეთი ინატროს სხვა მეცნიერებამ, გინდა ზუსტმა და გინდა არაზუსტმა..

ისტორიაზეც ვიტყვი, მიდი და იმსჯელე, ქანთარიამ 45 წლის 30 აპრილს რომ ააფრიალა დროშა რაიხსტაგზე..

 

 

ვერ მიხვდი შენ იმ მაგალითის მოყვანის პათოსს..

ვიმეორებ:

 

საერთოდ, ადამიანს რაც კარგად არ ესმის, სწორედ იმაზე მსჯელობს ყველაზე მეტად(ან ცდილობს მაინც)..

მიდი და იმსჯელე აბა, ქანთარიამ 45 წლის 30 აპრილს რომ ააფრიალა დროშა რაიხსტაგზე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

ადამიანი იმაზე სმჯელობს რაც აინტერესებს, მე მაგალიტად მათემატიკის აზრზე არა ვარ და მართალი გითხრა მის ავ კარგიანობაზე არასდროს მისაუბრია არავისთან :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა,

მიუხედავად იმისა რომ საზოგადოება იძულებულია იყოს პოლიტიზირებული, საკმაოდ დაბალი პოლიტიკური კულტურაა საქართველოში,

ჩემის აზრით ეს არა მხოლოდ საკითხის უცოდინარობის გამო ხდება, არამედ იმის გამო რომ ქართველები ძალიან მიკერძოებულები ვართ და არ გაგვაჩნია რეალობის ობიექტურობის აღქმის უნარი,

არადა თუ გსურს გაიგე სიმართლე ეს მხოლოდ იმ შემთვევაშია შესაძლებელი, თუკი შეძლებ პატიოსნად იფიქრო,

სხვათა შორის პატიოსანი ფიქრი-ეს ტერმინი მამარდაშვილს ეკუთვნის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მაინტერესებს. აქტუალურია.. აბა ავსტრლიში ვინ ან რატომ უნდა ისაუბროს პოლიტიკაზე იქ მტავარი პრობლემა კენგურუების გამრავლებაა

 

SSDK

 

ჰეეეჰ..

 

 

მათემატიკაში როა მსჯელობა, ისეთი ინატროს სხვა მეცნიერებამ, გინდა ზუსტმა და გინდა არაზუსტმა..

ხოო??

2X2=4 -ა ხო??? არის თუა რა??? შეედავები მათემატიკოსებს?? დაუმტკიცებელი რაცაა და სიახლე შემოდის ეგ სულს ხვა საკიტხია მაგაზე მხოლოდ მეცნიერები თუ იმსჯელებენ... ახლა სკოლაში ბავშვი რომ ამბობს 2X2=8 არისოამსეთ მსჯელოაბზე არა

სიახლის დამტკიცება სულ სხვა რამეა

 

ისტორიაზეც ვიტყვი, მიდი და იმსჯელე, ქანთარიამ 45 წლის 30 აპრილს რომ ააფრიალა დროშა რაიხსტაგზე..

მე შემიძლია ვიმსჯელო ვერნერ მიოლდერს მის დამსახურებებზე მის მოწინააღმდეგის შესაძლებლობაზე მის თვითმფრინავზე სიტუაციაზე მოწინააღმდეგის თვითმფრინავზე თუ რატომ გაგზავნეს ა ბრძოლაში და არა ბ_ში ... და ს.შ.

ქანტარიას დროშაზეც შემიძლია ვიმსჯელო. ვისი ბრძანება იყო ეგ იყო თუ რა აპირველი ვინც დროშა ამართა... რატომ ქანტარია და არა ჯამჭიურჭელდაქნიაშვილი რა პოლიტიკური დატვირთვა ქონდა .. უნდა არემართა თუ არა საერთოდ...

 

 

შემიძლია ვიმჯელო სააკაძეზე(ამაზე ვისაც არ ეზარება ყველა კამათობს)

 

 

Siknadmo

პატიოსანი ფიქრი

:D

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

რა გინდა ბიძიკო ჩემგან?

რაზე მედავები ვერ გავიგე ნამდვილად :)

 

დავწერე თავიდან:

საერთოდ, ადამიანს რაც კარგად არ ესმის, სწორედ იმაზე მსჯელობს ყველაზე მეტად(ან ცდილობს მაინც)..

ხოდა, ისიც ვერ გავიგე ამაზე მეკამათები? თუ რისთვის მოგყავს ეგ მაგალითები? ამ, ზემოთთქმულის საწინააღმდეგოდ თუ უბრალოდ შენს ცოდნა-განათლებას გვანახებ?

 

რაზე მედავები გამაგებიე ჯერ ნორმალურად და მერე გავაგრძელოთ პოლემიკა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

რა არის ღიმილის მიზეზი? პატიოსანი აზროვნება შენის აზრით იდიოტიზმია?

 

SSDK

მე პირადად შენთან ერთი სერიოზული პრეტენზია მაქვს,

 

იშვიათად პოსტავ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რატომ გგონიათ, რომ გესმით პოლიტიკა?

არ მგონია, მაგრამ მერე რა? :)

 

ყუველაფერი ფარდობითია ამ ქვეყანაზე, ჩვენი ხელისუფალის საქმეებზე შემყურე თავი პოლიტიკის მცოდნე კი არა, იდიოტი მგონია. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...