ირაკლი75 Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 (edited) წინა უბედური შემთხვევის შემდეგ ავღანეთში ჯარისკაცების გაგზავნის პროცესი შეჩერდა. ჩემი ძმაკაცი უნდა წასულიყო სამუშაოდ ბაზაზე მძღოლად და ქართული მხარე არ უშვებს..არადა ამერიკელები მეილს მეილზე უგზავნიან და ელოდებიან. პ.ს. მე გამიხარდა რო არ უშვებენ. Edited October 1, 2010 by ირაკლი75 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 საინტერესოა კონსტიტუციასთან რა შესაბამისობაშია თვით გაგზავნის ფაქტი ვინ უყურებს კონსტიტუციას და კანონებს? წინა უბედური შემთხვევის შემდეგ ავღანეთში ჯარისკაცების გაგზავნის პროცესი სეჩერდა. ეგენი ჩამოვლენ და სხვა ბრიგადას გაუშვებენ.მე ეგრე ვიცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 Ostapსაინტერესოა კონსტიტუციასთან რა შესაბამისობაშია თვით გაგზავნის ფაქტი დიახ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 ირაკლი75მე როგორც ვიცი ნებაყოფლობითია უცხო ქვეყანაში ჯარისკაცების წასვლა. სამხედრო მოსამსახურე იქ ხელფას იღებს.ისევე როგორც ნებისმიერი ქართველი,რომელიც უცხო ქვეყანაში მიდის ლეგალურად, სამუშაოდ. მოკლედ უნიკალური გამართლება მოგიძებნია შენც რა... ცნობისათვის: სხვის ქვეყანაში ნებაყოფლობით ანუ თვითნებურად ჯარისკაცად ანუ მებრძოლად წასვლა ,,ბოევიკობას'' ნიშნავს და არანაირი კავშირი არა აქვს ამ ჩვენი ჯარისკაცების ყოფნას ამერიკულ მისიებში გინდა ავღანეთში და გინდაც ერაყში... ერთი სირობაა ორივე!!! ქართველი ჯარისკაცები სავალდებულო წესით, ავღანეთსა და ერაყში როტაციის სახით ყოველ 6 თვეში ერთხელ იგზავნებიან ამერიკულ კომპანიებში მონაწილეობის მისაღებად... ამერიკელებმა მარტო რომ არ იგრძნონ თავი! ეს მიშას მთავრობის პოლიტიკაა ასეთი და არაფერი კავშირი არა აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცის ნება-სურვილთან... რამდენს უხდიან და ასე შემდეგ ეგ უკვე დეტალებია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 ნებისმიერი ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია და მითუმეტეს ქართველის.ამიტომ კიდევ ერთხელ გეკითხებით ყველას,რა დადებითი მხარე მოაქვს ქვეყნისთვის ჩვენი სამხედროების მონაწილეობას ავღანეთის ომში და მათ სიკვდილს დამატებით? პ.ს.ამ ბიჭების არსებობა უმეტესობას აღარ ემახსოვრება ხვალ და არ ემახსოვრებათ მათი ოჯახებიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 ირაკლი75მე როგორც ვიცი ნებაყოფლობითია უცხო ქვეყანაში ჯარისკაცების წასვლა. სამხედრო მოსამსახურე იქ ხელფას იღებს.თუ ნებაყოფილობითია ,მაშინ ვეთანხმები DonCaredoს აი, როგორც ჯარში სამსახური, თუ მასეა, მაშინ კანეშნა არა. მაგრამ თუ სთავაზობენ, რომ აი გადაგიხდით ამდენს, თუ მოკვდები, შენ ოჯახს მივცემთ ამდენს, იქ სიტუაცია ასეთი და ასეთია, წახვალ? და ეს თანხმდება და მიდის. წავიდეს მაშინ, მაგრამ იქ ვინმე ავღანელი თავის სამშობლოს დასაცავად თუ მიასიკვდილებს, ნუ ექნება მის ოჯახს მერე მოტირალი სახე და ნუ მომთხოვენ მე გლოვას., მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი. რატომ მიდიან ეს ჯარისკაცები ნებაყოფილობით იქ, საიდანაც შეიძლება ცოცხლები ვერ დაბრუნდნენ?შესაძლო პასუხებია:1. დღეს სამშობლოს ასე ჭირდება და შენგან განსხვავებით მე ეს შეგნებული მაქვს;2. ოჯახს შენახვა უნდა, ჩემი აქაური ხელფასი არ ყოფნის, იქ კარგ ფულს მიხდიან, თან დაღუპვის შანსი არც თუ ისე მაღალია და მაინცადამაინც მე რატომ უნდა დავიღუპო.3. სულით მეომარი ვარ, მინდა სამშობლოსთვის ვიომო, მაგრამ ახლა ამის შესაძლებლობა არა მაქვს, ამიტომ მივდივარ სხვაგან, რომ მუდამ ფორმაში ვიყო.4. რა ვქნა, ნებაყოფილობითი ქვია თორემ სინამდვილეში არავინ გვეკითხება. ფიცი გვაქვს მიცემული და ბრძანებზე არ დამორჩილება ღალატის ტოლფასია. ეგება ცოცხალი გადავრჩე.და სხვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ირაკლი75 Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 , მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი. რატომ მიდიან ეს ჯარისკაცები ნებაყოფილობით იქ,2. ოჯახს შენახვა უნდა, ჩემი აქაური ხელფასი არ ყოფნის, იქ კარგ ფულს მიხდიან, 90 %-ზე მეტი მატერიალური გასამრჯელოს გამო მოდის იქ; Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 ირაკლი7590 %-ზე მეტი მატერიალური გასამრჯელოს გამო მოდის იქ; მეც მასე ვფიქრობ. არ ვიცი რამდენად სასარგებლოა სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა ავღანეთში საქართველოსათვის, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მიხო და მისი რაზმი ამ ამბავს იყენებს დასავლეთთან სავაჭროდ საკუთარი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 ანეგდოტით დავიწყებ და ქალბატონებთან დიდ ბოდიშს მოვიხდი. ორი კაცი ზის ციხეში, ერთ კამერაში. ორივეს სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. გადის წლები, 1,2,3,5...ერთი ეუბნება მეორეს:-ქალი არ გინდა?-ეეჰ...სადაა თორე...-მისმინე, მაინც სამუდამო გვაქვს მოსჯილი, მაინც სულ აქ უნდა ვიყოთ, მარტო ჩვენ, მოდი ხან შენ გადაიკუზე, ხან მე,რიგრიგობით, ვინ გაიგებს? სულ უარაფრობას ასე სჯობს.-...კაი.-მიდი მაშინ, ბარემ გადაიკუზე..........რომ მორჩებიან წამოწვება ეს პირველი და სიგარეტს აბოლებს. მეორე ეუბნება:-ეხლა ჩემი ჯერია, მიდი ეხლა შენ გადაიკუზე.-რაა?! პიდარასტი და ეგეთი ნაგლი არ მინახია! მომინდომა აქ...წადი შე პიდარასტო! ეს არცთუ კარგი ანეგდოტი იმისთვის მოვყევი, რომ გამოკითხვაში "არა"-ს სწორედ ამიტომ მივეცი ხმა. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ასეთ ხელშეკრულებებს არ გვაფორმებინებდნენ? იგივე დაპირებებით? არა? ხან სპარსეთისთვის ვიბრძოდით იმავე ავღანეთში, ხან ბიზანტიისთვის სირიაში, ხან არაბეთისთვის ინდოეთში, ხან მონღოლეთისთვის დასავლეთში და ხან თურქეთისთვის აღმოსავლეთში. მერე კიდევ რუსებისთვის...ეხლა აშშ. რომელიმეს ჩვენთვის ერთი მინი-ბრძოლა მაინც გაუმართავს?-არა. ჰოდა ამ ანეგდოტივით, როდემდე უნდა გვიხმარონ და გადაგვაგდონ, ჯერ იქეთ გვახმარინონ ბატონო თავი და მერე დავფიქრდეთ. ძალიან ვნანობ, რომ რეფერენდუმში ნატოში შესვლას დავუჭირე მხარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 ნულ ვოუთ. იმიტომ რომ გააჩნია რა დროს, რისთვის და როგორ.იდეაში ერაყშიც და ავღანეთშიც უნდა გაგვეგზავნა.მაგრამ ეხლა...რისთვის?იმიტომ რომ სააკაშვილის გარემოცვამ ფული წყნარად იშოვოს? ამერიკაზე საშინელი პარტნიორი არ ვიცი რომელი შეიძლება იყოს...მმართVელი ელიტა მოყომარებულია, მათი ინტერესები დაცული, ხალხი დაჩმორებული. და ამისთვის უნდა იხოცებოდნენ ქართველი ბიჭები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 Lo Janko1. დღეს სამშობლოს ასე ჭირდება და შენგან განსხვავებით მე ეს შეგნებული მაქვს; სამშობლოს თუ მიშას?და თუ სამშობლოს,აბა გისმენ რაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 ესეთ კითხვებზე მახსენდება მაიკლ მურის კინო ფარენგეიტი. ომი დავიწყეთ ჩვენ და ჩვენმა მხარდამჭერმა ქვეყნებმაო თუ გახსოვთ ეგ კადრი და თან ღადაობს მაიმუნების ბატალიონი დაგვახმარესო და კადრშია ბაბუინები რო გარბიან . შეურაცხოფას არავის ვაყენებ უბრალოდ ეს კადრი გამახსენდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო- ისეა ჩვენი საქმე. ჯარის მოვალეობა უპირველესად სახელმწიფოს(თუ ვართ) დაცვაა და მერე ინტერნაციონალური ვალის მოხდა. ვის წინაშე იხდის საქართველო ვალს, როცა რუსები და ოსები ლამის გორშიც შემოვიდნენ და ხმის გამცემი კაცი არ არის. შორიდან მაინც დაუძახონ: სტოი კტო იდიოტ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 ტაშიი სამხედროებზე არა მაქვს პრეტენზია(ვაჟკაცები არიან)მაგრამ მიშას ყველაფერს ################## მე დილა საღამოს.არ უნდა იყვნენ იქ ჩვენი შენაერთები.განდილა ახალაიამ ფული აკეთოს და ის ბიჭები მიწაში უნდა ჩაწვნენ? რა სარგებელია ქვეყნისთვის? იქით გაუხსნია ჩეგეტოს ესეთივე თემა და დაუსვით რა შეკითხვა მიშას მრევლს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 არ ვეხები ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეს, უბრალოდ ისე შედარებისთვის მახსენდება საბჭოთა ჯარში ავღანეთში გასაგზავნი ჯარისკაცების დედები ტანკებს უწვებოდნენ რო შვილები არ წაეყვანათ იქ სამსახუროთ. ხალხი სახლებს ყიდდა, რო შვილი გამოესყიდა ავღანეთში წასვლისგან. ეხლა კიდე სახლებს ყიდიან რო მანდ შეკვეხონ შვილი . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.