Jump to content
Planeta.Ge

ილია მეორე - ომი იყო არა ქართველებსა და აფხაზებს შორის....


Recommended Posts

ილია მეორე - ომი იყო არა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ - ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის წინააღმდეგ

13:39 27-09-2010

ომი იყო არა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ - ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის წინააღმდეგ , - ამის შესახებ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგების დროს განაცხადა.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

წირვის შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა. "ზოგიერთს სურს ჩვენი გათიშვა, რათა იბატონოს. ქართველებმა და აფხაზებმა უნდა შევუნდოთ ერთმანეთს, უნდა მივუსამძიმროთ ერთმანეთს. ამაშია გადარჩენა. ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება. იყოს ნება ღმრთისა", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ გადაიხდიდა პანაშვიდს აფხაზეთში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებლად.

მსახურებაში მონაწილეობდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ასევე, მსახურების დროს ტაძარში იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი გია ბარამია და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები.

უწმინდესმა სუფრაც აკურთხა, რომელიც დღეს ტაძარში საგანგებოდ გაიშალა. მასზე მხოლოდ პური და წითელი ღვინო იყო. ნაკურთხი პური ტაძარში მყოფ მრევლს გაუნაწილდა.

http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/145685-ilia-meore-omi-iyo-ara-qarthvelebsa-da-afkhazebs-shoris-aramed-qarthvelebisa-da-afkhazebis-urthierthobis-tsinaaghmdeg.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასევე, მსახურების დროს ტაძარში იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი გია ბარამია და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები.

აი ეგენი რომ არ შეეკვეხონ არ იქნებოდა ისე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეგენი რომ არ შეეკვეხონ არ იქნებოდა ისე?

 

 

მაგეებს თავი გავანებოთ და რას ფიქრობ ილიას სიტყვებზე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მაგეებს თავი გავანებოთ და რას ფიქრობ ილიას სიტყვებზე?

კარგი სიტყვაა, მოზომილი და გაწონასწორებული.

 

ვისაც პოლიტიკის კეთება და ყველა სიტყვის აწონ დაწონვა ევალება, ის ენადაა გატლეკილი და ათას სისულელეს როშავს ყველა ფეხის გადადგმაზე და რა ქნას პატრიარქმა, იძულებულია ცოტ-ცოტა იპოლიტიკოსოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი სიტყვაა, მოზომილი და გაწონასწორებული

 

 

მეც მომეწონა და ვიზიარებ სრულიად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

კარგი სიტყვაა, მოზომილი და გაწონასწორებული.

 

ვისაც პოლიტიკის კეთება და ყველა სიტყვის აწონ დაწონვა ევალება, ის ენადაა გატლეკილი და ათას სისულელეს როშავს ყველა ფეხის გადადგმაზე და რა ქნას პატრიარქმა, იძულებულია ცოტ-ცოტა იპოლიტიკოსოს.

დასტურ. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი სწორი კურსი საქართველოს აღსადგენად!

 

 

რთული, მაგრამ ერთადერთი!

 

 

დანარჩენი ყველა არის გაცილებით უფრო რთული და რაც მთავარია - აბსოლუტურად არაფრისმომცემი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი როდესაც ქართული საზოგადოება მიხვდება რომ აფხაზები ჩრდილო კავკასიიდან ჩამოთესლილი აფსუები,

ან უტვინო რუსის შნირები, ან ეგენი ხომ ნადმვილი ქართველები არიან თურმე და არ იციან :givi:

 

მოკლედ სანამ ასეთი სირისტიანულ ქლიავობებს დაიჯერებს ეს ხალხი, მანამდე რაიმე სახის ურთიერთობის აღდგენა აფხაზებთან გამორიცხულია,

 

ხოლო თუკი აფხაზები არ მოისურვენ ჩვენთან თანაცხოვრებას ნე ვედაწ ნამ ბერეგ ლაზურნი,

 

ჩვენ გვინდა აფხაზეთი და არა აფხაზები, ესააა ქართული მენტალობის სერიოზული პრობლემა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...