Jump to content
Planeta.Ge

უკრაინამ სუკ-ის ყოფილ თანამშრომელთა საქმეების გასაჯაროება გადაწყვიტა


Recommended Posts

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სუკ-ის ყოფილ თანამშრომელთა საქმეების გასაჯაროება გადაწყვიტა , რათა "საზოგადოება გაწმინდოს", - "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანა გერმანმა განაცხადა. `რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს სიმართლე და ვისაც არ უნდა უკავშირდებოდეს ეს, უნდა ვიცოდეთ. ჩვენი საზოგადოება უნდა გაიწმინდოს. ჯერ ასეთი საკანონმდებლო აქტები არ არსებობს, მაგრამ ვერ დავუშვებთ, უსაფრთხოების სამსახურებმა კანონი დაარღვიონ~, - განაცხადა გერმანმა.

მისივე თქმით, თუ სუკ-ის თანამშრომელთა სია გამოქვეყნდება, უდანაშაულო ადამიანებს მიეცემათ გარანტია, რომ მათ უკრაინაში არასოდეს არავინ შეურაცხყოფს.

http://new.interpressnews.ge/ge/msoflio/144953-ukrainam-suk-is-yofil-thanamshromeltha-saqmeebis-gasajaroeba-gadatsyvita.html

 

საქართველოში არ დაადგა საშველი, ლუსტრაციის კანონის მიღებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ერთი რამე გაითვალისწინეთ. სუკზე ვინც მუშაობდა გეგმა ჰქონდა შესასრულებელი და ტყუილუბრალოდ აფორმებდა მეზობლებსა თუ ნაცნობებს თავის დავერბოვკებულებად და ერთი ორ ყალბ პატაკს თვითონ წერდა და ამით კარიერაში წინ მიდიოდა. ამიტომ ბევრი ისეთი ადამიანი იქნება მანდ, რომელიც თვითონ აზრზე არ არის რომ დარეგისტრირებულია აგენტად. ამიტომ არის, რომ ბევრ ქვეყანაში არ იღებენ ლუსტრაციის კანონს.

 

მე ვფიქრობ, რომ ეხლა უკვე აღარც აქვს აზრი მაგ კანონის მიღებას, ვინაიდან 20 წელი გავიდა სსრკ-ს დაშლიდან და ვინც ასაკობრივად შესაძლებელია აგენტი ყოფილიყო მაინც ვეღარ მოხვდება სახელმწიფო სამსახურში, სამაგიეროდ შეიძლება ბევრ ნორმალურ ადამიანს ტყუილა დაბრალდეს აგენტობა და გულები დავუხეთქოთ.

 

ოღონდ ამას რომ ვამბობ მიშისტები ნუ დამაბრალებთ ეხლა სუკის აგენტობას, სსრკ რო დაიშალა სკოლაში ვსწავლობდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით აუცილებელია ლუსტრაციის კანონის მიღება...

 

არ არის მართალი, თითქოს KGB-ს აგენტები ახლა ისეთ ასაკში არიან, რომ სახელმწიფოს მმართველობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ...

 

რამდენი პრეზიდენტი და პარლამენტი შევიცვალეთ და არცერთ მათგანს არ მიუღია ეს კანონი. რატომ?

იმიტომ რომ უამრავი ადამიანია მათ შორის, ვინც KGB-ს დამსმენი იყო და ახლა ხელისუფლებაშია...

 

 

არ გაინტერესებთ, ვინ არიან ეს ხალხი?

 

გერმანიაში ოჯახები გაიყო და დაიშალა, მეგობრები ერთმანეთს ჯაშუშობდნენ...

არ გაინტერესებთ, ვინ არის ის ვინც ჯაშუშობს თქვენს გარემოცვაში და ჯაშუშობდა და ახლა დიდი პატრიოტია...

და ასეთები რომ არიან, დამერწმუნეთ..

 

ამაზე თუნდაც რუსეთის კარგად ჩატარებული სპეცოპერაცია მიუთითებს... 2008 წლის აგვისტოს ომი მაქვს მხედველობაში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თანაც ერთი არის კიდე, რამდენად სამართლიანად გამოაქვეყნებენ. ამ ქვეყანაში ყველაფერი შერჩევითია სამართალის ჩათვლით და რა გარანტია მაქვს რომ ვთქვათ მიშას ბიძის საბუთებს გამოაქვეყნებს ვანო მერაბიშვილი?

 

ან რა გარანტია მაქვს, რომ ვინც უნდათ იმისას არ გააქრობენ და ტყუილად არ შეთითხნიან სხვის საბუთებს.

 

როგორ უნდა ენდო?

 

georgekh13

რაც დაწერე კი გეთანხმები ყველაფერში მარა, იმაზეც ვფიქრობ რაც მე დავწერე, ანუ რა გარანტიაა, რომ ამ უნამუსოების ხელში ეს იარაღი არ გახდება

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლუსტრაციის კანონის მიღების გარეშე საქართველო წინ ვერ წავა...

შეიძლება არც ამ კანონის მიღებამ გვიშველოს, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო...

 

ედიკას პერიოდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა გახდა აგენტი რუსეთის სპეცსამსახურებისა... ედიკა ამბობდა თურმე, კომუნისტების დროს არ იყო ამდენი ჯაშუშიო... გაჭირვება იყო მაშინ, ხალხს ფული უჭირდა და ადვილად არის ასეთ დროს დავერბოვკება შესაძლებელი...

 

 

მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მიიღებენ ამ კანონს არც უკრაინაში და არც ჩვენთან...

იმიტომ რომ ვინც უნდა მიიღოს, სწორედ მათ ეშინიათ ამ კანონის...

ასე რომ დაიწყნარეთ ნევრები... :)

 

 

georgekh13

რაც დაწერე კი გეთანხმები ყველაფერში მარა, იმაზეც ვფიქრობ რაც მე დავწერე, ანუ რა გარანტიაა, რომ ამ უნამუსოების ხელში ეს იარაღი არ გახდება

 

გახდება იარაღი, მაგრამ სხვა გზა არ არის...

საბუთებს ვერ გააყალბებენ კომუნისტებისდროინდელს...

თუ შერჩევით გამოაქვეყნებენ, მაინც ხეირია...

 

დავუშვათ და ოპოზიციონერებს გამოუქვეყნეს და თავიანთი დამალეს ნაციკებმა... მე მაინც თანახმა ვარ...

რადგან ის უფრო მაინტერესებს ოპოზიციაში ვინ არის მტრის აგენტი, თორემ ნაციკები რაც არიან ყველამ ვიცით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ შერჩევით გამოაქვეყნებენ, მაინც ხეირია...

 

დავუშვათ და ოპოზიციონერებს გამოუქვეყნეს და თავიანთი დამალეს ნაციკებმა... მე მაინც თანახმა ვარ...

რადგან ის უფრო მაინტერესებს ოპოზიციაში ვინ არის მტრის აგენტი, თორემ ნაციკები რაც არიან ყველამ ვიცით...

 

მართალი ხარ ისე, ამ კუთხით არ შემიხედავს, ხო იცი.

 

ოპოზიციონერებზე, რო გავიგებ ის უფრო დიდი ხეირი იქნება მართლა, ვინაიდან შეიძლება ენდობოდე ადამიანს, თორე მიშიკოებს ისედაც არ ვენდობი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით აუცილებელია ლუსტრაციის კანონის მიღება...

რეალური არქივი დიდი ხანია დაწვეს. უფროსი ასაკის ხალხს ემახსოვრება ეგ. რაც დარჩა ნამდვილი არქივია თუ სპეციალურად შემოგდებული, ესეც საეჭვოა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხს კონკრეტული ტიპები ქუჩაში ხოცავდნენ და მაგას არავინ იძიებს და რაღა დროს კაგებეს არქივებია. საქმე არა გაქვთ სხვა, ბიძიკოებო? :givi: :givi: Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალური არქივი დიდი ხანია დაწვეს. უფროსი ასაკის ხალხს ემახსოვრება ეგ. რაც დარჩა ნამდვილი არქივია თუ სპეციალურად შემოგდებული, ესეც საეჭვოა.

არ იქნება მთლად დამწვარი და ამიტომ არ იღებს არცერთი პარლამენტი ლუსტრაციის კანონს...

 

ხალხს კონკრეტული ტიპები ქუჩაში ხოცავდნენ და მაგას არავინ იძიებს და რაღა დროს კაგებეს არქივებია. საქმე არა გაქვთ სხვა, ბიძიკოებო? :givi: :givi:

მე მგონია, რომ ეს ორი საკითხი დაკავშირებულია...

 

არ შეიძლება სარეველა ნაწილობრივ მოთხარო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა რა, პრორუსული იანუკოვიჩი ლუსტრაციის მომხრეა :givi:

ხოლო ფორუმჯელი მიშისტები, რომლებიც საქ. მართლმადიდებლური ეკლესიას რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდებას უყუენებენ არქივების გახსნის მოწინააღმდეგე :givi:

იმ მოტივით რომ თითქოს ქართველები დავჭამთ ერთმანეთს :018:

ეს ხელს არ უშლის მათ რომ როდესაც გაეხარდებათ თავიანთ ოპონენტებს რუსების აგენტობა დააბრალონ,

 

გაიხსნას ბატონო არქივები და შეწყდეს ამ თემაზე სპეკულირება,

მაგრამ ძალიან ბევრ ხელისუფლებაზე შეყვარებულ ანტირუსს რომ დრუნჩი აეგლიჯება კარგად იციან და ამიტომაც ამჯობინებენ :givi:

 

 

ვფიქრობ რომ ასაკოვანი ანტირუსების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც ფორუმში რუსებს სიკვდისა და უბედურებას უგზავნის არის ყოფილი აგენტი :yes: რომლებიც გამოიყენეს და მიაგდეს და რუსების გინებით ცდილობენ თავიანთი პატრიოტიზმის დამტკიცებას

 

ვინ იცის რამდენის მამა, ბაბუა და ას. შემდეგ ამ ორგანიზაციის წევრი იყო,

 

რაც შეეხება ლუსტრირებას ეს მხოლოდ მაშინ იმუშავებს თუკი ადამიანს მოუნდება საჯარო თანამდებობის დაკავება :)

ანუ, თუკი კერძო ბიზნესში ხარ ან რაიმე სხვა საქმიანობას ეწევეი არავინ შეგეხება, მაგრამ თუკი გსურს იყო სახელმწიფოს სამსახურში ნურას უკაცრავად :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ხალხს კონკრეტული ტიპები ქუჩაში ხოცავდნენ და მაგას არავინ იძიებს და რაღა დროს კაგებეს არქივებია. საქმე არა გაქვთ სხვა, ბიძიკოებო?

 

 

+1

 

შევარდნაძეზე, სიგუაზე, კიტოვანზე, სარიშვილზე, გუგეშაშვილზე, გელაშვილებზე და ა.შ. ვინმეს რამეზე ეჭვი ეპარება?? და მერე რა ამით, მათ რამე აწუხებთ, ან რამის ეშინიათ?

 

ჩაიარა მაგ მატატრებელმა, ეხლა უარესი უბედურების მეტს, ეგ ლუსტრაცია კარგს აღარაფერს მოიტანს.

 

მაოხრებელი მკვდარის ცნება ხომ გაგიგიათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

 

 

 

+1

 

შევარდნაძეზე, სიგუაზე, კიტოვანზე, სარიშვილზე, გუგეშაშვილზე, გელაშვილებზე და ა.შ. ვინმეს რამეზე ეჭვი ეპარება?? და მერე რა ამით, მათ რამე აწუხებთ, ან რამის ეშინიათ?

 

ჩაიარა მაგ მატატრებელმა, ეხლა უარესი უბედურების მეტს, ეგ ლუსტრაცია კარგს აღარაფერს მოიტანს.

 

მაოხრებელი მკვდარის ცნება ხომ გაგიგიათ?

გუმბარიძეს უთხრეს კეგებეს აგენტი ხარო და ასე უპასუხა, აგენტი შენ ხარ მე გენარალი ვარო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუმბარიძეს უთხრეს კეგებეს აგენტი ხარო და ასე უპასუხა, აგენტი შენ ხარ მე გენარალი ვარო :givi:

მართალია...

აქ საუბარია იმათზე ვინც ჯაშუშობდა, რამეს რომ გაიგონებდა შენგან და გარბოდა და დანოსებს წერდა...

და ასეთი ხალხი ბევრია ჩვენ გვერდში...

 

და კიდევ, გაითვალისწინეთ, რომ ყოფილი KGB-ს აგენტი არ არსებობს... ისინი სიცოცხლის ბოლომდე მათი აგენტები არიან და როცა უნდათ, და როგორც უნდათ ისე გამოიყენებენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და იქ ვინც სწავლობდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ მონაცემებსაც გამოაქვეყნებენ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია...

აქ საუბარია იმათზე ვინც ჯაშუშობდა, რამეს რომ გაიგონებდა შენგან და გარბოდა და დანოსებს წერდა...

და ასეთი ხალხი ბევრია ჩვენ გვერდში...

 

და კიდევ, გაითვალისწინეთ, რომ ყოფილი KGB-ს აგენტი არ არსებობს... ისინი სიცოცხლის ბოლომდე მათი აგენტები არიან და როცა უნდათ, და როგორც უნდათ ისე გამოიყენებენ...

ვერ გეტყვი, სისტემა მოიშალა, :)

ჩათლ. სული კი დარჩა :yes:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...