Jump to content
Planeta.Ge

აი რატომ იცლება სოფელი


Recommended Posts

7 წლის ლუკა დილის რვის ნახევარზე უკვე სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა. 15 სექტემბერი მისთვის პირველი დღე იყო, როცა სოფლიდან 8 კილომეტრით დაშორებულ ახალსოფლის სკოლაში უნდა წასულიყო. დედამისს სკოლის დირექტორი კი დაპირდა, რომ ბავშვებს სოფელ თხილისწყაროდან ახალსოფლის სკოლაში ავტობუსით გადაიყვანდნენ, მაგრამ იმედი არ ჰქონდათ. „მეზობელ სოფელშიც დაჰყავდათ ბავშვები ავტობუსით, თუმცა მერე გააუქმეს და ვისაც შეუძლია დადიან ახლა ხევ-ხევ და მდინარის გავლით“, - გვითხრა ირმა კოჭლამაზაშვილმა.

 

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით თხილისწყაროში სკოლა აგვისტოში გაუქმდა. სოფლის მოსახლეობამ წერილი ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა გელაშვილსაც მისწერა, სკოლის გაუქმება სოფლის დაცლას გამოიწვევს და იქნებ მის შენარჩუნებაში დაგვეხმაროთო, მაგრამ გელაშვილისგან პასუხი არ მიუღიათ. „მარტო არჩევნებზე ვახსოვართ. არჩევნების შემდეგ აქ აღარავინ მოდის“,- აღნიშნეს თხილისწყაროს მაცხოვრებლებმა.

 

მოსწავლეებს სოფლის ცენტრში ავტობუსი მართლაც ელოდებოდათ. სულ 7 ბავშვი შეგროვდა.

 

- რამდენი ბავშვი სწავლობდა თხილისწყაროს სკოლაში? - ვკითხე ირმას.

 

- 13 მოსწავლე იყო. წელს კიდევ ერთი გოგონა უნდა მისულიყო სკოლაში, მაგრამ დღეს ვერ მოგვყვება.

 

- ხომ არ იცით, რატომ არ მოდის სკოლაში?

 

- სოფელში ყველას გვიჭირს. ბავშვებს ახალი ტანსაცმელი ვერ ვუყიდეთ. ვისაც ძველი ჰქონდა, ის ჩაიცვა. ვისაც ძველიც აღარ აქვს, ვერ მოდიან სკოლაში. არც ჩანთა აქვთ, არც წიგნები“.

 

ავტობუსი წავიდა. ნინო და თეონა სკოლაში ვერ წავიდნენ. მეგობრები კი გააცილეს. „დედა, მამა და ჩემი უფროსი და სხვის რთველში არიან. ყურძნის მოკრეფაში ეხმარებიან, რომ ცოტა ფული იშოვონ. დედამ გვითხრა, ამ კვირაში 100 ლარი მაინც თუ შევაგროვეთ, ტანსაცმელს გიყიდით და მომავალ ორშაბათს სკოლაში სამივეს გაგიშვებთო“, - გვითხრა 12 წლის ნინომ.

 

- შენი უფროსი დაც სკოლის მოსწავლეა?

 

- კი, 14 წლის არის“.

 

თხილისწყაროდან ახალსოფლამდე ავტობუსით 20 წუთის სავალია. მძღოლმა გვითხრა, რომ ამ მანძილის ფეხით გავლას 1 საათზე მეტი სჭირდება. სკოლის ეზოში მოსწავლეები იყვნენ შეკრებილები. ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ყველას ყურადღება ეზოში შესულმა ავტობუსმა მიიქცია. ავტობუსიდან ჩამოსული ბავშვები მამაკაცმა მოიკითხა. ბავშვებიც სიყვარულით მიესალმნენ. აშკარად გაუხარდათ ნაცნობის დანახვა. კახა მამამთავრიშვილი ახალსოფელში ცხოვრობს, თუმცა თხილისწყაროს არასრულ საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. „სკოლა ამაგრებდა მაგ სოფელს. არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაეუქმებინათ. არავინ გაითვალისწინა, რომ საზღვრისპირა სოფელია. სკოლის გაუქმების შემდეგ ხალხი იქიდან წასვლაზე ფიქრობს. აბა ლუკას რომ გაკვეთილი დაუმთავრდება, მერე 2-3 საათი სკოლის ეზოში ყოფნა მოუწევს, სანამ გაკვეთილები უფროსკლასელებსაც არ დაუმთავრდებათ. ძალიან ცუდია რაც მოხდა. ასე იცლება სოფელი“, - აღნიშნა კახა მამამთავრიშვილმა.

 

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

----

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი რატომ იცლება სოფელი

საქართველოში პროცენტულად სოფელში უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე საჭიროა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში პროცენტულად სოფელში უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე საჭიროა.

 

ეს შსს ენაზე დაწერე ეხლა შენ და ხომ არ გადაგვითარგმინი? :givi:

 

უნდა დავცალოთ ზედმეტი სოფლები თუ რა იგულისხმე? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეს შსს ენაზე დაწერე ეხლა შენ და ხომ არ გადაგვითარგმინი? :givi:

 

ეს მე ქართულ ენაზე დავწერე. პრიმიტიულ-ფორუმულ ენაზე არ ვიცი როგორ იქნება. იმედია გადაგითარგმნიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეს მე ქართულ ენაზე დავწერე. პრიმიტიულ-ფორუმულ ენაზე არ ვიცი როგორ იქნება. იმედია გადაგითარგმნიან.

გაუმარჯოს..

ისევ შენ სტიქიაში ხარ.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტობუსი წავიდა. ნინო და თეონა სკოლაში ვერ წავიდნენ. მეგობრები კი გააცილეს. „დედა, მამა და ჩემი უფროსი და სხვის რთველში არიან. ყურძნის მოკრეფაში ეხმარებიან, რომ ცოტა ფული იშოვონ. დედამ გვითხრა, ამ კვირაში 100 ლარი მაინც თუ შევაგროვეთ, ტანსაცმელს გიყიდით და მომავალ ორშაბათს სკოლაში სამივეს გაგიშვებთო“, - გვითხრა 12 წლის ნინომ.

 

 

აუჰ სულ დამბურძგლა ამ საცოდავი ბავშვების ცხოვრებამ და მიშას კეთილებს ################## და მაგის მომხრეებს დამატებით ამისთანა რამეები გულთან რომ არ მიაქვთ.

 

 

სანამ ძველ ბიჭებს „მისროკავენ“ სკოლებში ეგება ამისთანა ბავშვებისთვის მიეხედათ ამ არაკაცებს?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

გაუმარჯოს..

ისევ შენ სტიქიაში ხარ.. :givi: :givi:

სალამ :)

აბა სად ვიქნები? :givi:

სამაგიეროდ სამუშაო საათებში სრული თავისუფლება გაქვთ, სერტიფიკაციისთვის ვემზადები და არ მცალია საპოსტავად :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სალამ :)

აბა სად ვიქნები? :givi:

სამაგიეროდ სამუშაო საათებში სრული თავისუფლება გაქვთ, სერტიფიკაციისთვის ვემზადები და არ მცალია საპოსტავად :read:

"მე თქვენზე მაღლა ვდგავარ განვითარების კიბეზე"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამაგიეროდ სამუშაო საათებში სრული თავისუფლება გაქვთ, სერტიფიკაციისთვის ვემზადები და არ მცალია საპოსტავად

Saturn

 

მეც :givi:

 

 

 

ამ კვირაში 100 ლარი მაინც თუ შევაგროვეთ, ტანსაცმელს გიყიდით და მომავალ ორშაბათს სკოლაში სამივეს გაგიშვებთო“, - გვითხრა 12 წლის ნინომ.

 

:( :( :(

ხო არ დავხმარებოდით ამ ოჯახს ფორუმელები? სიმბოლურად 10-20 (ვისაც რამდენი შეუძლია) ლარი რო შევაგროვოთ, იმედია ის თანხა შეგროვდება, დედამ შვილს წიგნები ,რომ უყიდოს

 

სურვილის შემთხვევაში,იქნებ თემის ავტორი დაგვეხმაროს იმის გარკვევაში,თუ ვის შეილება გადავცეთ ეს თანხა

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში პროცენტულად სოფელში უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე საჭიროა.

 

 

 

უნდა დავცალოთ ზედმეტი სოფლები თუ რა იგულისხმე?

ქალაქშიც უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე საჭიროა :) ხოდა აი ციხეებში კი პროცენტულად იმაზე უფრო ნაკლები ხალხია, ვიდრე საჭიროა :D ხოდა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია, რომ ქალაქშიც, სოფელშიც და ციხეშიც იმდენი ხალხი იყოს, რამდენიც საჭიროა (ნეტა გამაგებინა, ვინ გამოიანგარიშა, რამდენია საჭირო ან იქ ან აქ და ან ექ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ხო არ დავხმარებოდით ამ ოჯახს ფორუმელები? სიმბოლურად 10-20 (ვისაც რამდენი შეუძლია) ლარი რო შევაგროვოთ, იმედია ის თანხა შეგროვდება, დედამ შვილს წიგნები ,რომ უყიდოს

რამდენს უნდა დაეხმარო და როგორ?

 

აკი გიწერდით სოფლად გმირობის ტოლფასია სწავლაც და სწავლებაც - ყურად არავინ იღებთ.

 

თიანეთში ვიყავი ტრენინგზე, მასწავლებლებმა მითხრეს - 7 კილომეტრს გავდივართ ტყით სკოლამდე, ჩვენც და ბავშვბიც

ზამთარში ადრე ღამდება და გვიან ტენდება - მგლები დარბიან ისე როგორც ქალაქში უპატრონო ძაღლები.

იგივე სიტუაციაა სავნეტშიმ რაც ჩემი საკუტარი ყურით მოვისმინე იმას გეუბნებით :(

 

უმძიმესი მდგომარეობაა რეგიონების სკოლებში

რა საჭირო იყო ეს კომპიუტერები, შეექმნათ ბიბლიოთეკები და ამ ბავAვებისთვის წიგნები მიეცათ

არ ვიცი რა, ან მასწავლებელმა როგორ უნდა ასწავლოს ან მოსწავლემ ისწავლოს წიგნის გარეშე :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან მასწავლებელმა როგორ უნდა ასწავლოს

 

 

 

აი ჩამოვლენ ამერიკელები და იმათ მგლების არ ეშინიათ.პიარის ქვეყანაა საქართველო მეთქი და რაც მართლა გასაკეთებელია იმას არავინ არ აკეთებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კატასტროფული სიტუაციაა სოფლებში, მთიან სოფლებზე საერთოდ აღარაა საუბარი, ბარის სოფლებიც კი კატასტროფული ტემპებით უკაცრიელდება :(

 

ამასწინათ საპატრიარქოზე რაღაც ძველი ფილმი იყო, რაჭის ერთ-ერთ სოფელში ლახტს თამაშობდნენ სკოლის მოსწავლეები, გაოგნებული ვუყურებდი, გადაჭედილი იყო სკოლის ეზო ბავშვებით, იყო ერთი ჟრიამული და სიხარული. ეხლა მარტო გამოკეტილი სახლები, დაღვრემილი, დაჩაჩანაკებული და აგრესიით სავსე სახეები...

 

 

არადა ქართული სოფლიდან მოდის, თუ კი რამ გვაქს სათქმელი და საამაყო ამ ქვეყნად: ცეკვა, სიმღერა, გვარი, ნათესაობა, კულინარია. არ ვიცი, რამე სასწაული თუ არ მოხდა, რა ეშველება ამ ხალხს არ ვიცი ნამდვილად.

Edited by Achiko1972
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აი ჩამოვლენ ამერიკელები და იმათ მგლების არ ეშინიათ.

 

იქნებ მგლებმა მაინც მოგვაშორონ ეს სამგლე იეღოველები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სსსსსოფელი იმტომ იცლება რომ მუშაობა არ უნდააათთთთთ :nekro:

მოთოხნე და გექნება, ვოტ :nekro:

 

ლეოჩივავაკარდუსტანსმაილიკი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...