newstudio Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 7 წლის ლუკა დილის რვის ნახევარზე უკვე სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა. 15 სექტემბერი მისთვის პირველი დღე იყო, როცა სოფლიდან 8 კილომეტრით დაშორებულ ახალსოფლის სკოლაში უნდა წასულიყო. დედამისს სკოლის დირექტორი კი დაპირდა, რომ ბავშვებს სოფელ თხილისწყაროდან ახალსოფლის სკოლაში ავტობუსით გადაიყვანდნენ, მაგრამ იმედი არ ჰქონდათ. „მეზობელ სოფელშიც დაჰყავდათ ბავშვები ავტობუსით, თუმცა მერე გააუქმეს და ვისაც შეუძლია დადიან ახლა ხევ-ხევ და მდინარის გავლით“, - გვითხრა ირმა კოჭლამაზაშვილმა. განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით თხილისწყაროში სკოლა აგვისტოში გაუქმდა. სოფლის მოსახლეობამ წერილი ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა გელაშვილსაც მისწერა, სკოლის გაუქმება სოფლის დაცლას გამოიწვევს და იქნებ მის შენარჩუნებაში დაგვეხმაროთო, მაგრამ გელაშვილისგან პასუხი არ მიუღიათ. „მარტო არჩევნებზე ვახსოვართ. არჩევნების შემდეგ აქ აღარავინ მოდის“,- აღნიშნეს თხილისწყაროს მაცხოვრებლებმა. მოსწავლეებს სოფლის ცენტრში ავტობუსი მართლაც ელოდებოდათ. სულ 7 ბავშვი შეგროვდა. - რამდენი ბავშვი სწავლობდა თხილისწყაროს სკოლაში? - ვკითხე ირმას. - 13 მოსწავლე იყო. წელს კიდევ ერთი გოგონა უნდა მისულიყო სკოლაში, მაგრამ დღეს ვერ მოგვყვება. - ხომ არ იცით, რატომ არ მოდის სკოლაში? - სოფელში ყველას გვიჭირს. ბავშვებს ახალი ტანსაცმელი ვერ ვუყიდეთ. ვისაც ძველი ჰქონდა, ის ჩაიცვა. ვისაც ძველიც აღარ აქვს, ვერ მოდიან სკოლაში. არც ჩანთა აქვთ, არც წიგნები“. ავტობუსი წავიდა. ნინო და თეონა სკოლაში ვერ წავიდნენ. მეგობრები კი გააცილეს. „დედა, მამა და ჩემი უფროსი და სხვის რთველში არიან. ყურძნის მოკრეფაში ეხმარებიან, რომ ცოტა ფული იშოვონ. დედამ გვითხრა, ამ კვირაში 100 ლარი მაინც თუ შევაგროვეთ, ტანსაცმელს გიყიდით და მომავალ ორშაბათს სკოლაში სამივეს გაგიშვებთო“, - გვითხრა 12 წლის ნინომ. - შენი უფროსი დაც სკოლის მოსწავლეა? - კი, 14 წლის არის“. თხილისწყაროდან ახალსოფლამდე ავტობუსით 20 წუთის სავალია. მძღოლმა გვითხრა, რომ ამ მანძილის ფეხით გავლას 1 საათზე მეტი სჭირდება. სკოლის ეზოში მოსწავლეები იყვნენ შეკრებილები. ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ყველას ყურადღება ეზოში შესულმა ავტობუსმა მიიქცია. ავტობუსიდან ჩამოსული ბავშვები მამაკაცმა მოიკითხა. ბავშვებიც სიყვარულით მიესალმნენ. აშკარად გაუხარდათ ნაცნობის დანახვა. კახა მამამთავრიშვილი ახალსოფელში ცხოვრობს, თუმცა თხილისწყაროს არასრულ საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. „სკოლა ამაგრებდა მაგ სოფელს. არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაეუქმებინათ. არავინ გაითვალისწინა, რომ საზღვრისპირა სოფელია. სკოლის გაუქმების შემდეგ ხალხი იქიდან წასვლაზე ფიქრობს. აბა ლუკას რომ გაკვეთილი დაუმთავრდება, მერე 2-3 საათი სკოლის ეზოში ყოფნა მოუწევს, სანამ გაკვეთილები უფროსკლასელებსაც არ დაუმთავრდებათ. ძალიან ცუდია რაც მოხდა. ასე იცლება სოფელი“, - აღნიშნა კახა მამამთავრიშვილმა. ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი ---- Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 აი რატომ იცლება სოფელისაქართველოში პროცენტულად სოფელში უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე საჭიროა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 საქართველოში პროცენტულად სოფელში უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე საჭიროა. ეს შსს ენაზე დაწერე ეხლა შენ და ხომ არ გადაგვითარგმინი? უნდა დავცალოთ ზედმეტი სოფლები თუ რა იგულისხმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 babuagiorgiეს შსს ენაზე დაწერე ეხლა შენ და ხომ არ გადაგვითარგმინი? ეს მე ქართულ ენაზე დავწერე. პრიმიტიულ-ფორუმულ ენაზე არ ვიცი როგორ იქნება. იმედია გადაგითარგმნიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 Saturnეს მე ქართულ ენაზე დავწერე. პრიმიტიულ-ფორუმულ ენაზე არ ვიცი როგორ იქნება. იმედია გადაგითარგმნიან.გაუმარჯოს.. ისევ შენ სტიქიაში ხარ.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 (edited) ავტობუსი წავიდა. ნინო და თეონა სკოლაში ვერ წავიდნენ. მეგობრები კი გააცილეს. „დედა, მამა და ჩემი უფროსი და სხვის რთველში არიან. ყურძნის მოკრეფაში ეხმარებიან, რომ ცოტა ფული იშოვონ. დედამ გვითხრა, ამ კვირაში 100 ლარი მაინც თუ შევაგროვეთ, ტანსაცმელს გიყიდით და მომავალ ორშაბათს სკოლაში სამივეს გაგიშვებთო“, - გვითხრა 12 წლის ნინომ. აუჰ სულ დამბურძგლა ამ საცოდავი ბავშვების ცხოვრებამ და მიშას კეთილებს ################## და მაგის მომხრეებს დამატებით ამისთანა რამეები გულთან რომ არ მიაქვთ. სანამ ძველ ბიჭებს „მისროკავენ“ სკოლებში ეგება ამისთანა ბავშვებისთვის მიეხედათ ამ არაკაცებს? Edited September 15, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 Saturn გაუმარჯოს.. ისევ შენ სტიქიაში ხარ.. :givi:სალამ აბა სად ვიქნები? სამაგიეროდ სამუშაო საათებში სრული თავისუფლება გაქვთ, სერტიფიკაციისთვის ვემზადები და არ მცალია საპოსტავად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 Saturnსალამ აბა სად ვიქნები? სამაგიეროდ სამუშაო საათებში სრული თავისუფლება გაქვთ, სერტიფიკაციისთვის ვემზადები და არ მცალია საპოსტავად "მე თქვენზე მაღლა ვდგავარ განვითარების კიბეზე" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 (edited) სამაგიეროდ სამუშაო საათებში სრული თავისუფლება გაქვთ, სერტიფიკაციისთვის ვემზადები და არ მცალია საპოსტავადSaturn მეც ამ კვირაში 100 ლარი მაინც თუ შევაგროვეთ, ტანსაცმელს გიყიდით და მომავალ ორშაბათს სკოლაში სამივეს გაგიშვებთო“, - გვითხრა 12 წლის ნინომ. :( ხო არ დავხმარებოდით ამ ოჯახს ფორუმელები? სიმბოლურად 10-20 (ვისაც რამდენი შეუძლია) ლარი რო შევაგროვოთ, იმედია ის თანხა შეგროვდება, დედამ შვილს წიგნები ,რომ უყიდოს სურვილის შემთხვევაში,იქნებ თემის ავტორი დაგვეხმაროს იმის გარკვევაში,თუ ვის შეილება გადავცეთ ეს თანხა Edited September 15, 2010 by akkai Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 საქართველოში პროცენტულად სოფელში უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე საჭიროა. უნდა დავცალოთ ზედმეტი სოფლები თუ რა იგულისხმე? ქალაქშიც უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე საჭიროა ხოდა აი ციხეებში კი პროცენტულად იმაზე უფრო ნაკლები ხალხია, ვიდრე საჭიროა ხოდა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია, რომ ქალაქშიც, სოფელშიც და ციხეშიც იმდენი ხალხი იყოს, რამდენიც საჭიროა (ნეტა გამაგებინა, ვინ გამოიანგარიშა, რამდენია საჭირო ან იქ ან აქ და ან ექ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 akkaiხო არ დავხმარებოდით ამ ოჯახს ფორუმელები? სიმბოლურად 10-20 (ვისაც რამდენი შეუძლია) ლარი რო შევაგროვოთ, იმედია ის თანხა შეგროვდება, დედამ შვილს წიგნები ,რომ უყიდოსრამდენს უნდა დაეხმარო და როგორ? აკი გიწერდით სოფლად გმირობის ტოლფასია სწავლაც და სწავლებაც - ყურად არავინ იღებთ. თიანეთში ვიყავი ტრენინგზე, მასწავლებლებმა მითხრეს - 7 კილომეტრს გავდივართ ტყით სკოლამდე, ჩვენც და ბავშვბიცზამთარში ადრე ღამდება და გვიან ტენდება - მგლები დარბიან ისე როგორც ქალაქში უპატრონო ძაღლები.იგივე სიტუაციაა სავნეტშიმ რაც ჩემი საკუტარი ყურით მოვისმინე იმას გეუბნებით უმძიმესი მდგომარეობაა რეგიონების სკოლებშირა საჭირო იყო ეს კომპიუტერები, შეექმნათ ბიბლიოთეკები და ამ ბავAვებისთვის წიგნები მიეცათარ ვიცი რა, ან მასწავლებელმა როგორ უნდა ასწავლოს ან მოსწავლემ ისწავლოს წიგნის გარეშე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 ან მასწავლებელმა როგორ უნდა ასწავლოს აი ჩამოვლენ ამერიკელები და იმათ მგლების არ ეშინიათ.პიარის ქვეყანაა საქართველო მეთქი და რაც მართლა გასაკეთებელია იმას არავინ არ აკეთებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 (edited) კატასტროფული სიტუაციაა სოფლებში, მთიან სოფლებზე საერთოდ აღარაა საუბარი, ბარის სოფლებიც კი კატასტროფული ტემპებით უკაცრიელდება ამასწინათ საპატრიარქოზე რაღაც ძველი ფილმი იყო, რაჭის ერთ-ერთ სოფელში ლახტს თამაშობდნენ სკოლის მოსწავლეები, გაოგნებული ვუყურებდი, გადაჭედილი იყო სკოლის ეზო ბავშვებით, იყო ერთი ჟრიამული და სიხარული. ეხლა მარტო გამოკეტილი სახლები, დაღვრემილი, დაჩაჩანაკებული და აგრესიით სავსე სახეები... არადა ქართული სოფლიდან მოდის, თუ კი რამ გვაქს სათქმელი და საამაყო ამ ქვეყნად: ცეკვა, სიმღერა, გვარი, ნათესაობა, კულინარია. არ ვიცი, რამე სასწაული თუ არ მოხდა, რა ეშველება ამ ხალხს არ ვიცი ნამდვილად. Edited September 16, 2010 by Achiko1972 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 lasha1997აი ჩამოვლენ ამერიკელები და იმათ მგლების არ ეშინიათ. იქნებ მგლებმა მაინც მოგვაშორონ ეს სამგლე იეღოველები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 სსსსსოფელი იმტომ იცლება რომ მუშაობა არ უნდააათთთთთ :nekro: მოთოხნე და გექნება, ვოტ :nekro: ლეოჩივავაკარდუსტანსმაილიკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.