Jump to content
Planeta.Ge

საkართველოში ბიზნესი ყვავა


Recommended Posts

არ ვიცი ...შეიძლება სადმე კლონირებული ავრიანტი არსებობს ამ ქვეყნის და გვიმალავენ...ან სხვა განხომილებაში ვცხოვრობთ და ეგ პარალელურ სამყაროშია( საზიზღAრი მარსიანელები, ჯერ სატურნი შემოგვიგზავნეს , მერე ალტერნატიული რეალობა შეგვიქმნეს მიშისტებისთვის):((

ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 61-ე ადგილზეა. რეიტინგი ჟურნალმა "Forbes" გამოაქვეყნა .

რეიტინგში 128 ქვეყანაა შესული. ზედიზედ მესამე წელი, პირველ ადგილეზეა დანია. ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს ჰონკონგი იკავებს, ხოლო მესამე ადგილს - ახალი ზელანდია.

ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების ასეულში საქართველო 67 ქვეყანას უსწრებს, მათ შორის - რუსეთს, უკრაინას, საბერძნეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს (79), მოლდოვას, ჩინეთს, სომხეთს (96).

რეიტინგში სომხეთი 96-ე ადგილზეა, რუსეთი – 97-ე-ზე, უკრაინა 98-ე პოზიციას იკავებს, ხოლო - აზერბაიჯანი 79-ე-ს.

ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში ბოლო, 128-ე ადგილი ვენესულეამ დაიკავა.

:018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

საkართველოში ბიზნესი ყვავა

დიდი ბიზნესის რა მოგახსენოთ, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მართლაც რომ იდეალური პირობებია შექმნილი და არ შეიძლება ეს დავუკარგოთ ხელისუფლებას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მართლაც რომ იდეალური პირობებია შექმნილი და არ შეიძლება ეს დავუკარგოთ ხელისუფლებას..

რა ვქნა ეხლა, დავიგინო თუ შევიგინო :) @გრეჩიხა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი დამსაქმებელს თანამშრომლების მონებად ყოლის უფლება მიეცემა დამერწმუნე მაგ სიაში კიდე უფრო წინ წავიწევთ, ვინაიდან ეს მართლა შეუწყობს ბიზნესს ხელს. სახელმწიფო მარტო ბიზნესის ხელშეწყობა არ არის, განსაკუთრებით ადამიანების კეთილდღეობის ხარჯზე ხელშეწყობა.

 

ანუ იმის თქმა მინდა, რომ კანონების შესაბამისად საქართველოში მინიმუმზე არის დაქირავებულის უფლებები დაყვანილი, ადვილია ბიზნესის დაწყება, გარდა მაგისა ნაცმოძრაობის რეკეტს მშვიდად ითმენს ბიზნესი და მწირი ინფორმაციაა ოფიციალურად მათ დარეკეტებაზე. ამიტომ ფორბსის ექსპერები, მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თვლიან რომ კარგია. მეც ეგრე ვიზამდი ფორბსის ექსპერტი რომ ვიყო და არ ვიცოდე რაც ხდება რეალურად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომ ფორბსის ექსპერები, მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თვლიან რომ კარგია.

ხოდა მაგ დედამოდღნულებმა, როდესაც წერენ სადმე, რომ ბიზნესი ყვავის, დააყოლონ, რომ "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებით" და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუკი კუბა მიაწოდებს მათ ინფორმაციას, რომ კუბაში ბიზნესი ყვავის, მათ სრული უფლება აქვთ დაწერონ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორამციით კუბაში ბიზნესი ყვავის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

 

რა დაყოლება უნდა აბა ბებიაჩემის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხომ არ დაწერენ?

 

გარდა მაგისა მერე რაა რო 61-ე ადგილზე დასვეს?

 

ნაცმო აპიარებს და ეგ არი. კერძო ბიზნესი სანამ თვითონ არ დაზვერავს სიტუაციას ისე მაინც არ იწყებს.

 

მე და შენ ნაცმოს პიარის არ გვჯერა.

 

იმ გონებაჩლუნგებს ვისაც ეს ინფორმაცია მაგარი რამე ჰგონია კიდე სულ ერთია სხვა რამეს ეტყვიან და რაც არ უნდა უთხრან მაინც ვაშას იყვირებენ.

 

ამიტომ გულს ნუ გაიტეხთ ესეთ სისულელეებზე.

 

მაგ სიაში სინგაპური გვისწრებს ალბათ, მარა მაგით რა განა კარგი ქვეყანაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

რა ვქნა ეხლა, დავიგინო თუ შევიგინო :) @გრეჩიხა

ეს არის ჩვენი, ოპოზიციის ყველაზე დიდი მინუსი..

აბსოლუტურად ყველაფერში რომ მინუსს ვუყურებთ და პლიუსებს ვერ ვხედავთ..

აქედან გამოდის ის, რომ პლიუსებსაც მინუსებს ვეძახით.. მართალია, ძალიან ცოტაა ეს პლიუსები, მაგრამ როდესაც პლიუსს მინუსს დაუძახებ, ხალხი შენ გაგამინუსებს.. ასეა ეს..

 

პირადი და არამარტო პირადი გამოცდილებიდან: საშუალო და მცირე ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი გარემოა საქართველოში, ნუ, თუ რა თქმა უნდა, ძლიერთა ამა ქვეყნისათას არ "გადაეღობე" რამეში წინ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერში უნდა დავინახოთ დადებით:

ან ინფორმაციაში სასიხარულო ისაა რომ გაირკვა-გველაძუა შპიგელივით ფორბსს გაზპრომი არ აფინანსებს :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

 

ეს არის ჩვენი, ოპოზიციის ყველაზე დიდი მინუსი..

აბსოლუტურად ყველაფერში რომ მინუსს ვუყურებთ და პლიუსებს ვერ ვხედავთ..

აქედან გამოდის ის, რომ პლიუსებსაც მინუსებს ვეძახით.. მართალია, ძალიან ცოტაა ეს პლიუსები, მაგრამ როდესაც პლიუსს მინუსს დაუძახებ, ხალხი შენ გაგამინუსებს.. ასეა ეს..

 

პირადი და არამარტო პირადი გამოცდილებიდან: საშუალო და მცირე ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი გარემოა საქართველოში, ნუ, თუ რა თქმა უნდა, ძლიერთა ამა ქვეყნისათას არ "გადაეღობე" რამეში წინ..

 

ყოველთვის მიყვარს ხოლმე ასეთი დადებითი მუხტით გამსჭვალული პოსტინგების კითხვა. ერთი პატარა უარყოფითი ფრაზა კი გაიპარა მაინც,,,თუ რა თქმა უნდა, ძლიერთა ამა ქვეყნისათას არ "გადაეღობე" რამეში წინ.. რას ნიშნავს ეს? ნუთუ ბოლშევიკურ კარდუსტანში არიან "ძლიერნი ამა ქვეყნისა?" და რაში გამოიხატება ეს გადაღობვა? იქნებ დააზუსთოტ რომ კარდუსტანის ნათელი სახელს ჩირქი არ მოეცხოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

დიდი ბიზნესის რა მოგახსენოთ, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მართლაც რომ იდეალური პირობებია შექმნილი და არ შეიძლება ეს დავუკარგოთ ხელისუფლებას..

მცირე ბიზნესში უბნის მაღაზიაში ქსეროქსის დადგმას და ფურცლის 5 თეთრად გადაქსეროქსებას თუ გულისხმობ, შეიძლება მართლაც ასე იყოს. ასევე ნაკლებად ექმნებათ პრობლემები ისეთ ბიზნესებს, რასაც ცოტა ტვინის განძრევა უნდა. ნაციონალებს ასეთი რამეები ეზარებათ როგორც წესი.

 

რაც შეეხება კვების ბიზნესს, უცხოური პროდუქციის საქართველოში შემოტანა / გავრცელებას, მაწვნის და სმეტანის წარმოების ბიზნესიც კი, მთლიანად ნაციონალების კლანის ხელშია.

 

უამრავი მაგალითი ვიცი, თუ როგორ აახიეს (დაუხურეს) და ა.შ. მსგავსი ბიზნესები არანაციონალ ბიზნესმენებს. უბრალოდ მე რატომ უნდა ვთქვა მათი სახელები. თუ უნდათ ამოიღონ ხმა, თუ ეშინიათ და მაშინ ასახევი უნდა აეხეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

თუ უნდათ ამოიღონ ხმა, თუ ეშინიათ და მაშინ ასახევი უნდა აეხეს!

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

მცირე ბიზნესში უბნის მაღაზიაში ქსეროქსის დადგმას და ფურცლის 5 თეთრად გადაქსეროქსებას თუ გულისხმობ, შეიძლება მართლაც ასე იყოს. ასევე ნაკლებად ექმნებათ პრობლემები ისეთ ბიზნესებს, რასაც ცოტა ტვინის განძრევა უნდა. ნაციონალებს ასეთი რამეები ეზარებათ როგორც წესი.

 

საშუალო და მცირე ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი გარემოა საქართველოში

რაც შეეხება კვების ბიზნესს, უცხოური პროდუქციის საქართველოში შემოტანა / გავრცელებას, მაწვნის და სმეტანის წარმოების ბიზნესიც კი, მთლიანად ნაციონალების კლანის ხელშია.

 

უამრავი მაგალითი ვიცი, თუ როგორ აახიეს (დაუხურეს) და ა.შ. მსგავსი ბიზნესები არანაციონალ ბიზნესმენებს. უბრალოდ მე რატომ უნდა ვთქვა მათი სახელები. თუ უნდათ ამოიღონ ხმა, თუ ეშინიათ და მაშინ ასახევი უნდა აეხეს!

თუ რა თქმა უნდა, ძლიერთა ამა ქვეყნისათას არ "გადაეღობე" რამეში წინ..

 

მეტი კი არაფერი მითქვია აბა მე.. :)

მარტო შენ არა, ყველამ იცის ეგ: თუ ამათ გადაეღობე რამეში წინ, წასულია შენი საქმე, მაგრამ თუ არ გადაეღობე, ძალიან მარტივად და უპრობლემოდ გამოდის მცირე და საშუალო ბიზნესი..

ასეა ეს..

 

proletari

იქნებ დააზუსთოტ რომ კარდუსტანის ნათელი სახელს ჩირქი არ მოეცხოს

გეკადრებათ ბატონო ჩემო ეს?

მე არც ცხოვრებაში და არც ამ ფორუმზე ერთი ცუდი არ მითქვია კარდუსტანზე არასდროს და ძალით გინდათ მათქმევინოთ ხომ? ღმერთია ჩემი მიშა და კარდუ კიდევ მოციქული მისი..

:რახალხიასმაილიკი:

 

სხვათა შორის, თვენნაირი ხალხი ერთ-ერთი მიზეზია არაფერი რომ არ გამოსდის ოპოზიციას და ვერ მოიპოვა ნდობა ხალხში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

თუ ამათ გადაეღობე რამეში წინ, წასულია შენი საქმე, მაგრამ თუ არ გადაეღობე, ძალიან მარტივად და უპრობლემოდ გამოდის მცირე და საშუალო ბიზნესი..

შეიძლება არ გადაეღობო, მაგრამ შენ გადაგეღობებიან.

 

არის ისეთი სფეროები რასაც ნაციონალები არ ეხებიან. მაგალითად ინფორმაციულ ტექნოლოგიებს რაც ეხება. არა იმიტომ რომ ერიდებათ. უბრალოდ მანდ არაა სტაბილური შემოსავალი და ბიზნეს განვითარებისთვის დიდი და უწყვეტი შრომაა საჭირო. რაც მაგათ არ უყვართ.

 

სამაგიეროდ თუ გაქვს რაიმე ძალიან პრიმიტიული ბიზნესი, მაგალითად შემოგაქვს ოყნები და ავრცელებ აფთიაქებში, ასეთი ბიზნესს ადრე თუ გვიან უეჭველი აგახევს ვინმე ბობოლა ნაციონალი.

Edited by McLaren
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

არის ისეთი სფეროები რასაც ნაციონალები არ ეხებიან. მაგალითად ინფორმაციულ ტექნოლოგიებს რაც ეხება. არა იმიტომ რომ ერიდებათ. უბრალოდ მანდ არაა სტაბილური შემოსავალი და ბიზნეს განვითარებისთვის დიდი და უწყვეტი შრომაა საჭირო. რაც მაგათ არ უყვართ.

ხუმრობ ქვე შენი ჭირიმე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[

proletari

 

გეკადრებათ ბატონო ჩემო ეს?

მე არც ცხოვრებაში და არც ამ ფორუმზე ერთი ცუდი არ მითქვია კარდუსტანზე არასდროს და ძალით გინდათ მათქმევინოთ ხომ? ღმერთია ჩემი მიშა და კარდუ კიდევ მოციქული მისი..

:რახალხიასმაილიკი:

 

სხვათა შორის, თვენნაირი ხალხი ერთ-ერთი მიზეზია არაფერი რომ არ გამოსდის ოპოზიციას და ვერ მოიპოვა ნდობა ხალხში..

სხვათა შორის, თვენნაირი ხალხი ერთ-ერთი მიზეზია არაფერი რომ არ გამოსდის ოპოზიციას და ვერ მოიპოვა ნდობა ხალხში.. ვიცოდი რომ რაღაც მეწყინებოდა დღეს. უბრალოდ არ მეგონა თუკი ასე მალე გავიშიფრებოდი.

 

მე მხოლოდ ის მაიმედებს რომ თქვენნაირი ხალხი უფრო მეტი ამ კარდუსტანში, და შესაბამისად მცირე ბიზნესიც მაგრად ვითარდება და ქვეყანაც ჰყვავის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...