Jump to content
Planeta.Ge

ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?


Recommended Posts

lasha kakauridze

 

ეგ რაც შენ გამოყავი იმ ღვარძლითა და ბოღმით დაწერილი დეზინფორმაციული სტატიიდან ერთერთი მტკნარი ტყუილია. ხოდა, სწორედ მაგას ვეუბნები გიორგას რომ როცა სხვების სარწმუნოებას არ სცემს პატივს და ღვარძლნარევ ცილისწამებას ავრცელებს, არ უნდა გაუკვირდეს რომ სხვები მის ცრუ რწმენას საჯაროდ ამხელენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

ლიცი ;) ჩაგეთვალა. ძალიან ორიგინალურად გაეცი ჩემ შეკითხვებს პასუხი (ან შემთხვევით გაგეცა პასუხები). ისე, გამოგიტყდები რომ შენი ხელმოწერა ძალიან მომეწონა თავისი ორიგინალობითა და მოქნილობით.   ყველა

აზრი

გლობალ მოდერატორო 'ლ ი ც ი' - გამარჯობა   ამ პოსტის დაწერის შემდეგ უნდა დაამუხრუჭო. ჯერ უნდა ახსნა:   1. ვის გულისხმობ "ერთ მძლავ სტრუქტურად შეკრულს" მევრძოლთა არმიას? 2. და ვის გულისხმობ "სახელმწიფო

აზრი

აუF, რა საგმირო საქმე გაგიკეთებია.   ქრისტიანისთვის სახელი "იეჰოვა" წმინდაა. ბიბლიაში ღვთის სახელი "იეჰოვა" ათასობით წერია. საქმე იმაშია რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ღვთის სახელი ქართული

აზრი

 

რომელს დავუჯერო შენ თუ იმ სტატიის ავტორს რომელიც ბერძნული ენის "დოქტორ მენტიც" ადასტურებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha kakauridze

 

კი მარა, მსოფლიოს ბერძნულის მცოდნე მონტეის მეტი სხვა სპეციალისტი არ ჰყავს რომ სხვა სპეციალისტების ობიექტური შეფასებებიც იღოთ ყურად?!!! ჰა?! თუ მაინც და მაინც იმ დოქტორის სუბიექტური აზრი გინდა აიტაცოთ, რაც გაწყობთ?! ამიტომ გეუბნებით ხოლმე, რომ როცა სხვის მრწამსს არ სცემთ პატივს და ყველაფერს ცდილობთ რომ დაამციროთ და ცუდი გამოიყვანოთ, ნუ გაგიკვირდებათ როცა თქვენს ცრუ რელიგიურ შეხედულებებზე ხმამაღლა იტყვის ვინმე რამეს.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

რაო? გაედო იეღოვას? :givi:

 

GIORGI LELUASHVILI

„იეღოვას მოწმეთა“ სექტის დამაარსებლის ჩარლზ ტეი რასელის ცხოვრების ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ საქმე გვაქვს ურწმუნო კაცთან. მთელი მისი ცხოვრება არის თავმოყვარეობის, ამპარტავნებისა და ეგოიზმის ნაზავი (ესენი კი ქრისტიანული სწავლებით ღვთის საწინააღმდეგო ქმედებებია), რამაც იგი მიიყვანა მოციქულთა და წმინდა მამათა რწმენის უარყოფამდე. ამის შედეგად რასელმა თავად წამოაყენა წმინდა წერილის თვითნებური განმარტება, სადაც, თითქოსდა მის მიერ, ღვთის შემეცნების შესახებ სწავლება სრულად და დამთავრებულად არის წარმოჩენილი.

მშვენიერი პოსტია, ამ პოსტს ბარემ ისეც მიაყოლე მასონი ვარო რომ იძახდა და დამშვენდება ეს განყოფილებაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სად და ზემოთ! ის მსუქან მსუქანი სტატიები რომ გააკეთე კოპი პეისტით იქ. ხოდა, დემაგოგიას, ცილისწამებას და ბოღმა-ღვარძლის ნთხევას თუ შეეშვები, მაშინ კიდევ შეიძლება რამეზე საუბარი შენთან.

კარგი, გავიგეთ რომ დაკოპიებული მაქვს ეს ტექსტი და აღარ უნდა ამას მილიონჯერ გამეორება:D

მაინც რისი თქმა გინდა ამ "კოპირებით" ვერ ვხვდები.

 

ხოდა, ხომ გთხოვე, რომ დამიციტირე სად არის დადებულ სტატიაში დემაგოგია, ცილისწამება და ბოღმა-ღვარძლი-მეთქი.

 

მე თავად ვერ ვიტან მსგავს დამოკიდებულებებს განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებთან და აქედან გამომდინარე არც მსგავს ტექსტს დავდებდი.

მე იეჰოვას მოწმე ძმაკაცები მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარან და დიდ პატივს ვცემ.

 

მაგრამ ნუ აგერევა ერთმანეთში რელიგიისა და რელიგიის წარმომადგენლის პატივისცემა.

 

აქ მხილებაა იეჰოვას მოწმეთა სწავლებისა და არსადაა შეურაცხყოფა მიყენებული თავად პიროვნებებზე.

 

 

lasha kakauridze

კვირას მამა იაკობს ვესაუბრე და მანაც მითხრა, რომ მაგათ რომ თავიანთი თარგმანი ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტს წარუდგინონ, ისინი მაგ თაგმანს საჯაროდ დაგმობენ, რადგან მრავალი ციტატა თავად აქვთ მორგებული და თავიანთ ჭკუაზე გადაკეთებულიო.

ამიტომ მხოლოდ თვითონ დააქვთ "ახალი ქვეყნიერების თარგმანი" და სეიოზულ მკვლევარებთან არ ავრცელებენო.

 

ეს მართლა ფაქტებია.

მეც რომ ვიკვლევ ბიბილიურ მუხლებს, მრავალ შეუსაბამობას ვაწყდები "ახალი ქვეყნიერების თარგმანში".

ბიბლიური ციტატები აშკარად მათ სწავლებებზე აქვთ მორგებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

რაო? გაედო იეღოვას?

ბესო, იეჰოვა - ღმერთის ერთ-ერთი სახელია, რომელიც ძველ აღთქმაში ყველაზე მეტჯერაა ნახსენები, ამიტომ გთხოვ თავი შეიკავო მსგავსი გამოთქმებისგან ამ სახელთან მიმართებაში.

როგორც ჩანს ეს არ იცოდი და იმიტომ მიაყენე შეურაცხყოფა ამ სახელს...ამიტომ მეტჯერ ნუღარ გაიმეორებ.

მშვენიერი პოსტია, ამ პოსტს ბარემ ისეც მიაყოლე მასონი ვარო რომ იძახდა და დამშვენდება ეს განყოფილებაც.

იგი თავს აცხადებდა როგორც ღვთის შთაგონების მიმღებს და ბიბლიის ყველაზე სწორ განმმარტებელს, ამიტომ ხალხს ურჩევდა ბიბლია მისი განმარტებების გარეშე საერთოდ არ წაეკითხათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

რაო? გაედო იეღოვას? :givi:

Beso Beria

 

 

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, იეჰოვა ღვთის სახელია, მამა ღმერთის. მათ შორის კათოლიკებისთვისაც და იეჰოვას მოწმეებისთვისაც. აქვე კიდევ გავიმეორებ რომ პათოლოგებმა სხვანაირად არ გადათარგმნონ ჩემი პოსტი: მე არც ერთი ვარ და არც მეორე, ანუ არცერთი ეკლესიის და არცერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ, მაგრამ ის ადამიანი ვარ, ვინც ვერ იტანს შენისთანა ტაკიმასხარებს, რომლებიც აღიზიანებენ ფორუმის მომხმარებლებს და ინტრიგა შანტაჟზე მიდიან თავზე რომ დააფარონ ის რასაც იმსახურებენ.

 

 

 

მოდერაციას კიდე ბუზებს ითვლის თუ იმას ელოდება ამ ტაკიმასხარას და საქვეყნოდ აგინოს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GIORGI LELUASHVILI

ბესო, იეჰოვა - ღმერთის ერთ-ერთი სახელია,

როგორ გეკადრებათ, იეჰოვა არ არის ღმერთის ერთ ერთი სახელი, ის რასაც თქვენ გულისხმობთ არის ტეტრაგრამა "იჰვჰ" და როგორ გამოითქმის არავინ არ იცის, ასე რომ იეღოველების მიერ სავარაუდოდ შედგენილ გახმოვანებას მე ღვთის სახელად არ მივიჩნევ და არც თავად მიიჩნევდნენ ადრე, ამბობდნენ, რომ მართალია არ ვიცით როგორ ხმოვანდებოდა ტეტრაგრამა, მაგრამ შევთანხმდით რომ სავარაუდოდ ასე უნდა გახმოვანებულიყოო, ამის მტკიცებულება არსებობს მათივე ჟურნალის სახით. ასე რომ სადღაც იატაკქვეშეთში იეღოველების შეთანხმების საფუძველზე ნავარაუდებ ვერსიას მე ვერ მივიღებ უდავო ღმერთის სახელად და შენც ნუ მიიღებ, იმიტომ რომ თავადაც არ იციან იეჰოვაა, იეღოვაა, იუგოვაა თუ საერთოდ როგორ ხმოვანდება, აზრზე არ არიან უბრალოდ მრავალი ვარიანტიდან ეს მოეწონათ და დაასკვნეს, მე კი სექტანტების დასკვნების საფუძველზე არასოდეს არაფერს ვიძახი, შენ კი მეგობარო მოგეცა ახალი სახელი და გეთქვა არ არსებობს ცის ქვეშეთში სხვა სახელი (გარდა იესოსი) რომლითაც ხსნა შეიძლებოდეს.

 

აზრი

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, იეჰოვა ღვთის სახელია,

როგორ გეკადრებათ არანაირად.

Edited by Beso Beria
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

და შენნაირ უზრდელ სუბიექტებს უნდა ენდოს ხალხი? ვითომ ღვთის სიტყვას რომ ქადაგებ და სინამდვილეში კი გული ბოროტებით რომ გაქვს სავსე. შენნაირებზეა დაწერილი სწორედ აი ეს სიტყვები:

10. ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.

 

11. ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე.

 

12. ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი;

 

13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.

 

14. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით,

 

15. რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი.

 

16. ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და - ანგარების გამო - პირფერნი.

 

17. თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული.

 

18. ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი.

 

19. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

რაო? გაედო იეღოვას?

http://planeta.ge/index.php?showtopic=40209&view=findpost&p=433919

 

იუზერი Beso Beria იღებს ვორნს რელიგიის განყოფილებაში მოქმედი აკრძალვის (2.3) უგულვებელყოფისათვის (სიტყვიერად უკვე გაფრთხილებული იყო)

 

2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების - წმინდანების, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძღვრების ან მათი მიმდევრების გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა, ცილისწამება. აგრეთვე ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ რომელიმე კონფესიის მიმდევრების რწმენას;

 

 

იუზერი აზრი-ს სამი დღით ეზღუდება ფორუმზე პოსტვის უფლება თანაფორუმელის არა ერთხელ მძიმე ფორმებში შეურაცხყოფისათვის. პოსტები დაიფარა.

 

 

დისკუსია მოდერატორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გადავიდა სხვა თემაში. აი აქ: http://planeta.ge/index.php?showtopic=47938&pid=434053&st=180entry434053

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იუზერი აზრი-ს სამი დღით ეზღუდება ფორუმზე პოსტვის უფლება

Saturn

 

სამდღიანი ბანის ნავლად მუდმივი ბანი გქონდა დადებული ჩემ ნიკზე. ბანის დადება და მოდერატორის ფინქციების გამოყენება თუ არ იცი, სათანადო პირებს მიმართე რომ სხვა დროს მსგავსი რამეები აღარ შეგეშალოს. მარტო მოდერატორი ვარო ამის ძახილი არ შველის საქმეს ხომ ხედავ. დანარჩენს დრო რომ მექნება, მაშინ დავწერ, რადგან არ იცი ვის უნდა მისცე ვორნი და ვის ბანი. იმედს დავიტოვებ რომ ამის შემდეგ დაფიქრდები როგორ გამოიყენო ფორუმის წესები თანაფორუმელებთან მიმართებაში. აქ გაგრძელებას არ ვაპირებ, მაგრამ აქ იმიტომ დავწერე რომ სამ დღიანი ბანი ეძლევაო და მუდმივი ბანი ედო ნიკს! ისწავლე მოდერის ფუნქციონირების გამოყენება და თანაც სწორედ გამოყენება.

 

დროებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სამდღიანი ბანის ნავლად მუდმივი ბანი გქონდა დადებული ჩემ ნიკზე. ბანის დადება და მოდერატორის ფინქციების გამოყენება თუ არ იცი, სათანადო პირებს მიმართე რომ სხვა დროს მსგავსი რამეები აღარ შეგეშალოს. მარტო მოდერატორი ვარო ამის ძახილი არ შველის საქმეს ხომ ხედავ

სამდღიანი ბანი დაგადე მე პირადად. თუ ფორუმმა აურია რამე, ეგ ადმინისტრაციასთან გაარკვიე და ვილკების ყრას მორჩი.

 

იმედს დავიტოვებ რომ ამის შემდეგ დაფიქრდები როგორ გამოიყენო ფორუმის წესები თანაფორუმელებთან მიმართებაში.

მარტივად გამოვიყენებ. იუზრდელებ - დაისჯები. და მე რასაც ვუყურებ, აქ შენ უზრდელობ ყველაზე მეტად. შესაბამისად განმეორების შემთხვევაში ის სამი დღე გაორმაგდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...
Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...