Jump to content
Planeta.Ge

GIORGI LELUASHVILI

პლანეტელი
  • პოსტები

    19
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი GIORGI LELUASHVILI

  1. გაგეცი მაგაზე პასუხი და რამდენჯერღა გაგიმეორო? ყოველ სიტყვაზე კიდე ნუ კბენ სამღვდელოებას.
  2. აზრი მე რაც დაგიწერე ზემოთ, ის გასაგებია, თუ თავს არიდებ პასუხს?
  3. აზრი ჩემ რელიგიურ შეხედულებებს შეეშვი და რაც არ არის შენთვის მისაღები პირდაპირ თქვი და ყველა პრობლემაც მოიხსნება. ასე ჯობია ღვარძლისა და სუძულვილის გულში დატოვებას.
  4. Beso Beria ბესო, იეჰოვა - ღმერთის ერთ-ერთი სახელია, რომელიც ძველ აღთქმაში ყველაზე მეტჯერაა ნახსენები, ამიტომ გთხოვ თავი შეიკავო მსგავსი გამოთქმებისგან ამ სახელთან მიმართებაში. როგორც ჩანს ეს არ იცოდი და იმიტომ მიაყენე შეურაცხყოფა ამ სახელს...ამიტომ მეტჯერ ნუღარ გაიმეორებ. იგი თავს აცხადებდა როგორც ღვთის შთაგონების მიმღებს და ბიბლიის ყველაზე სწორ განმმარტებელს, ამიტომ ხალხს ურჩევდა ბიბლია მისი განმარტებების გარეშე საერთოდ არ წაეკითხათ.
  5. აზრი კარგი, გავიგეთ რომ დაკოპიებული მაქვს ეს ტექსტი და აღარ უნდა ამას მილიონჯერ გამეორება მაინც რისი თქმა გინდა ამ "კოპირებით" ვერ ვხვდები. ხოდა, ხომ გთხოვე, რომ დამიციტირე სად არის დადებულ სტატიაში დემაგოგია, ცილისწამება და ბოღმა-ღვარძლი-მეთქი. მე თავად ვერ ვიტან მსგავს დამოკიდებულებებს განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებთან და აქედან გამომდინარე არც მსგავს ტექსტს დავდებდი. მე იეჰოვას მოწმე ძმაკაცები მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარან და დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ნუ აგერევა ერთმანეთში რელიგიისა და რელიგიის წარმომადგენლის პატივისცემა. აქ მხილებაა იეჰოვას მოწმეთა სწავლებისა და არსადაა შეურაცხყოფა მიყენებული თავად პიროვნებებზე. lasha kakauridze კვირას მამა იაკობს ვესაუბრე და მანაც მითხრა, რომ მაგათ რომ თავიანთი თარგმანი ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტს წარუდგინონ, ისინი მაგ თაგმანს საჯაროდ დაგმობენ, რადგან მრავალი ციტატა თავად აქვთ მორგებული და თავიანთ ჭკუაზე გადაკეთებულიო. ამიტომ მხოლოდ თვითონ დააქვთ "ახალი ქვეყნიერების თარგმანი" და სეიოზულ მკვლევარებთან არ ავრცელებენო. ეს მართლა ფაქტებია. მეც რომ ვიკვლევ ბიბილიურ მუხლებს, მრავალ შეუსაბამობას ვაწყდები "ახალი ქვეყნიერების თარგმანში". ბიბლიური ციტატები აშკარად მათ სწავლებებზე აქვთ მორგებული.
  6. აზრი თვიდან მინდა ვთქვა, რომ მე სურვილი მაქვს, ჩვენი მსჯელობა ჯანსაღად და ურთიეთპატივისცემით წარიმართოს. ამ გლეხებს რომ უსმენთ და რაც უნდათ იმას რომ იძახიან და სიტყვაში რომ არავინ უწევს წინაამდეგობას, რატომ არ მიხვედით ეპარქიის წარმომადგენლებთან და რატომ არ გაარკვიეთ რაშია საქმე? როცა ორ დაპირისპირებული მხარიდან ერთ-ერთს უსმენ მხოლოდ, სანამ მეორის აზრსაც არ მოისმენ, იქამდე პირველი მხარე გეგონება მართალი. რამენს აბუქებენ და რამდენ სიცრუეს იძახიან, ვინ იცის? ეს მე პროვოკაცია მგონია, რადგან ეკლესიასთან არ არკვევენ საქმეს და მის "ბოროტ" ქმედებას უწევენ აგიტაცია-პროპაგანდას. მე შეიძლება ვცდები და თუკი ეს სიმართლეა, მაშინ მომხდარი საპატრიარქოში უნდა გაირკვეს და დაისაჯონ ის სასულიერო პირები, რომლებიც ამ შემთხცვევაში აშავებენ. ერთი მღვდლის, ეპისკოპოსოს, თუ ეპარქიის არასწორი ქმედებით ნუ მსჯელობთ ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ეს ძალიან დიდი უგუნურებაა. ეკლესია სწორედ იმისთვისაა, რომ მშვიდობა და წესრიგი დაამყაროს როგორც მის შიგნით, ისე მის გარეთ. ეკლესია კრებულია და არა მეუფე დავითი, ან ალავერდის ეპარქია. ეს ყველამ უნდა შეიგნოს და ზოგიერთი უღირსი სასულიერო პირის ქმედების აჟიტირებით არ უნდა შეაწმინდოს ხელი მთლიან, ერთიან, წმინდა ეკლესიას. გაფრთხილდით, როცა ეკლესიაზე ლაპარაკობთ. ნუ გერევათ იგი მღვდელში!
  7. აზრი "არგუმენტირებული მსჯელობის" მნიშვნელობა გესმის ალბათ ხო? ჰოდა აწი ყოველთვის ასე ვიმსჯელოთ ხოლომე. ამიტომ ახლა მიპასუხე სად დავწერე "ღვარძლითა და ბოღმით საავსე პოსტები". გააკეთე ზუსტი ციტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოაშკარავდება, რომ შენ მიერ ცილისწამებებს აქვს ადგილი და უმეტეს შემთხვევაში ცილისმწამებელი იმაში სწამებს სხვას ცილს, რაშიც თავაა დამნაშავე
  8. აზრი ჯერ მაინტერესებს რატომ ამბობ "თქვენ განუდექით ღმერთსო", შენ არ განდგომიხარ? კარგი, ამას თავი დავანებოთ... ეხლა ის, თუ რა იკითხა პიროვნებამ და რა ვუპასუხე მე: მან "უთხრა ღმერთს", რომ დედამიწაზე დაემყარებინა სამოთხე, მე კი ვუპასუხე, რომ სამოთხე უკვე იყო ნაწილობივ დედამიწაზე დამყარებული, მაგრამ ადამიანებმა თვითონვე დავკარგეთ–მეთქი ეს სამოთხე. მე ვერ ვხედავ კითხვასთან შეუსაბამო პასუხს და თუ შეგიძლია გასაგებად ამიხსენი რა ვთქვი კითხვისაგან განყენებული. შესაძლოა კითხვა უფრო დაზუსტდეს, თუ რისი თქმა სურს კითხვის ავტორს. ცოტა არ იყოს გაუგებარია. თავად უფალი გვეუბნება, რომ ეს ქვეყანა სატანის მმართველობაშია და რომ დედამიწაზე ადამიანი სიმართლეს ვერ იპოვის. და რას სთხოვს ღმერთს, რომ სატანის სამმართველოში დაამყაოს სამოთხე? არანარი მნიშვნელობა არ აქვს მე copy-paste-ს "მანქანას ამოვქოქავ", თუ სხვა რამეს ვიზამ. შენ თუ პასუხები არ მოგეწონა, პირდაპირ თქვი. ობიექტური ადამაინი მიხვდება, რომ პასუხები მთელი სიზუსტითაა გაცემული და თუკი მკითხველს მართლა აინტერესებს ისინი, არ მიაქცევს ყუადღებას ტექსტი დაკოპირებულია თუ ხელით აკრეფილი.
  9. საღამოს შემოგიერთდებით, ეხლა გავრბივარ
  10. გამარჯობა ლაშა! მადლობა ღმერთს, კარგად ვარ; იმედია შენც;) ხო, გუშინ აღმოვაჩინე ეს ფორუმი რელიგიის განყოფილება საინტერესო მეჩვენა.
  11. „იეჰოვას მოწმეთა“ სექტის მოკლე ისტორია „იეღოვას მოწმეთა“ სექტის დამაარსებლის ჩარლზ ტეი რასელის ცხოვრების ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ საქმე გვაქვს ურწმუნო კაცთან. მთელი მისი ცხოვრება არის თავმოყვარეობის, ამპარტავნებისა და ეგოიზმის ნაზავი (ესენი კი ქრისტიანული სწავლებით ღვთის საწინააღმდეგო ქმედებებია), რამაც იგი მიიყვანა მოციქულთა და წმინდა მამათა რწმენის უარყოფამდე. ამის შედეგად რასელმა თავად წამოაყენა წმინდა წერილის თვითნებური განმარტება, სადაც, თითქოსდა მის მიერ, ღვთის შემეცნების შესახებ სწავლება სრულად და დამთავრებულად არის წარმოჩენილი. რასელი 1852 წელს დაიბადა ამერიკის ქალაქ პიტსბურგში. მას დიდი განათლება არ მიუღია, რადგან 11 წლისამ სკოლა მიატოვა და მამასთან ერთად მეწარმეობა, მზა ტანსაცმლით ვაჭრობა დაიწყო. მალე მან მიაღწია კიდეც შესანიშნავ შედეგებს. რასელმა უკვე 16 წლისამ დააარსა სავაჭრო სახლთა მთელი ქსელი და მოკლე დორში თავი მოუყარა სიმდიდრეს, რომელიც 250000 დოლარად შეფასდა. მალე მან დააარსა საბანკო წარმოება და მისი კაპიტალი 350000 დოლარამდე გაიზარდა. პარალელურად ის რწმენის საკითხებით იყო დაკავებული და ამიტომ მის პირველ მიმდევრებს სწამდათ, რომ ღმერთი არის კომერსანტი რასელის ტიპისა და ამბობდნენ: „ღმერთი არის უდიდესი კომერსანტი და ჩვენი ძმა რასელი კი ფლობს ისეთსავე უნარს, უფრო დიდი მნიშნვნელობითო“. http://s46.radikal.ru/i113/1111/bf/395fb4c96e95.jpg სინამდვილეში კი, როგორც თავად რასელი აღიარებდა, იგი გახდა სკეპტიკოსი (ობიექტური სინამდვილის უარმყოფელი, ე.ი. თითქმის უღმერთო). შემდეგ იგი დაინტერესდა აზიური აღმსარებლობებით, რითაც კიდევ უფრო დიდ ცდომილებაში ჩავარდა. მომდევნო ხანებში რასელი დაუკავშირდა ჯერ „პრესვიტერიანელების“, შემდეგ „კონგრეციონალისტებისა“ და ბოლოს „მეშვიდე დღის ადვენტისტებთან“ იგი გაეცნო ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების შესახებ სწავლებას, რომლითაც მოიხიბლა და დაიწყო ამ სექტის მოძღვრების ქადაგება. მაგრამ მას ქრისტეს მეორედ მოსვლის თარიღთან დაკავშირებით აქაც უთანხმოება მოუვიდა; საბოლოოდ რასელმა გაწყვიტა ურთიერთობა სექტის ხელმძღვანელობასთან იმ მოტივით, თითქოს „მანამდე წმინდა წერილის სწორად გაგება და ახსნა არავის შეეძლო და ეს დიდი საიდუმლოება ღმერთმა მხოლოდ მას, ერთადერთს გაანდო და ხალხთან ჭეშმარიტების საქადაგებლად მოუწოდა“. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იმავეს ქადაგებდა ახალი რჯულის, ახალი სწავლების შემომღები ყველა ერეტიკოსი, რომელიც თავის თავს ღვთის წინასწარმეტყველად წარმოაჩენდა (ასეთები იყვნენ გონსტიკოსები, არიოზი, მუჰამედი და სხვ.) 1879 წელს ჩ.რასელმა დააარსა ჟურნალი „სიონის საგუშაგო კოშკისა და ქრისტეს დასწრების მაცნე“. შემდეგში ამ ჟურნალს ეწოდა „გუშაგის კოშკი“, ხოლო 1966 წლიდან - „საგუშაგო კოშკი“. 1882 წელს ჩამოყალიბებული „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ბროშურების სიონისტური საზოგადოება“. იყო დღევანდელი „იეღოვას მოწმეთა“ უშუალო წინამორბედი. ჩ. რასელმა თავისი მოძღვრების ძირითადი დებულებები ჩამოაყალიბა „წმინდა წერილის გამოკვლევის“ შვიდ ტომში, რომელსაც იგი თვით ბიბლიაზე მაღლა აყენებდა. რასელი ამტკიცებდა, რომ ეს სწავლება თითქოს „ღვთისაგან სულიწმიდის შთაგონებით“ მიიღო და იგი აუცილებელია ყველა მორწმუნისათვის, რათა სწორად გაიგონ ბიბლია (მე-7 ტომი Stadies in Scriptures, 1918). რასელი თავის მიმდევრებს აშინებდა, რომ თუ რომელიმე მათგანი შეწყვეტდა მისი განმარტებების კითხვას და უშუალოდ ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა, აუცილებლად უმეცრების წყვდიადში მოექცეოდა, და პირიქით, თუკი ადამიანს ერთხელაც არ ექნებოდა წაკითხული ბიბლია და მხოლოდ მისი სწავლებით იხელმძღვანელებდა, „მარადიული სინათლის“ თანაზიარი გახდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასელი ასწავლიდა, თითქოს მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა ჭეშმარიტება, ღმერთმა იგი გამოარჩია სხვათაგან, რათა ახლებურად განემარტა ბიბლია; სულიერად იგი სხვებთან შედარებით თითქოს იმდენად აღმატებული იყო, რომ მას ღმერთი პირადადაც კი ესაუბრებოდა. „ჭეშმარიტება, რომელსაც მე თქვენ გაუწყებთ, როგორც მოქადაგე, - წერდა იგი, - არ ყოფილა მიღებული გამოცხადებით ან სიზმრებით, არამედ ღმერთის ხმით იქნა აღმოჩენილი, რომელიც მოვისმინე“. რასელის ამ მტკიცების მიუხედავად, მისი სწავლება არა მარტო დღევანდელი ბრუკლინელი „ღვთისმეტყველების“, არამედ თვით მისი უშუალო მემკვიდრეების (ი. რუტერფორდი, ნ. კნორი) მოძღვრებისაგანაც ძრიფესვიანად განსხვავდება. როგორც რასელი, ასევე მისი ყოველი მემკვიდრე სექტას მართავდა აბსოლუტური ძალაუფლებით, რითაც მას თავიანთი პირადული აზროვნების კვალი დაამჩნიეს და მემკვიდრეებს ბიბლიის თვითნებური განმარტებანი დაუტოვეს. ამიტომ სექტის პრეზიდენტთა რაოდენობის შესაბამისად, „იეღოვას მოწმეთა“ საზოგადოების განვითარებაში ოთხი პერიოდი შეიმჩნევა: სექტის დამაარსებლის ჩარლზ ტეი რასელის პერიოდი (1872-1916 წ.წ.) იოსებ რუტერფორდის პერიოდი (1916-1942 წ.წ.) ნათან კნორის პერიოდი (1942-1977 წ.წ.) ფრედერიკ ფრენცის პერიოდი (1977-1992 წ.წ.) „იეღოვას მოწმეები“ ამბობენ, რომ თვით ღმერთია მათი მოძღვრების ავტორი. მაშინ ჩვენ, თუ მოცემულ ოთხ პერიოდში მათი სწავლების განვითარებას მივადევნებთ თვალს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ სექტის ყოველ პრეზიდენტს ბიბლია ერთმანეთისაგან განსხვავებულად, თავისებურად ესმოდა და ხშირად მომდევნო პრეზიდენტის განმარტებანი წინა პრეზიდენტისას ეწინააღმდეგებოდა. უკვე ეს ფაქტი მოწმობს აბსურდულობას იეღოველთა მტკიცებისა, თითქოს თვით ღმერთია მათი მოძღვრების ავტორი. ღმერთი არ შეიძლება თავის თავს ეწინააღმდეგებოდეს. აქედან გამომდინარე, მათი საზოგადოება იმართება არა ღმერთის მიერ, არამედ ინდივიდუალურად, შემცდარი ადამიანების მიერ. ჩ. რასელმა არაფერი იცოდა ღმერთის „სახელის“ - იეღოვას შესახებ, რომელიც მხოლოდ 1925 წლის წინასწარმეტყველების ჩაშლის შემდეგ გაჩნდა. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ წერს: „1926 წ. 1 იანვრიდან ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ძირითადი დანიშნულებაა მსოფლიოს წარუდგინოს ბიბლიის ღმერთის სახელი „იეღოვა“ (№ 5 1978 წ. უკრ. ენაზე). ხშირად ისინი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან: „არ არის გადამწყვეტი, როგორ გამოვთქვამთ ღმერთის სახელს“ (წიგნი „ჭეშმარიტება, რომელიც სამუდამო ცხოვრებაში მიგვიყვანს“), „ბიბლიის ღმერთი უსახელოა“ (ჟურ. „საგუშაგო კოშკი“, № 13, 1972 წ.) ჩ. რასელს მიაჩნდა, რომ „ძე ღვთისა გაკრულ იქნა ჯვარზე“ („შექმნის ფოტოდრამა“. 1914 წ. გვ. 57), ამიტომ ჯვარს თავიანთ ჟურნალებშიც გამოსახავდნენ, მაგრამ უკვე მომდევნო პრეზიდენტი ი.რუტერფორდი წიგნში - „ნუგეშისცემა ადამიანებისათვის“ - წერს: ჯვარი - ეს სატანის მაცდური მზაკვრობაა“. ჩ. რასელის აზრით, 6000 წელი ქვეყნის შექმნიდან 1872 წელს გათავდა, ხოლო თანამედროვე „ღვთისმეტყველი“ გამოთვლებით - 1975 წელს. ჩ. რასელიცა და მოღვაწეობის დასაწყისში ი. რუტერფორდიც აცხადებდნენ, რომ აღდგომა ყველასათვის იქნება. „ბიბლია აცხადებს აღდგომას ყველა ადამიანისათვის“ (ჩ. რასელი, „საუკუნეების ღვთაებრივი გეგმა“); ი.რუტერფორდი: „ყველა მკვდარი გაცოცხლდება, მიუხედავად მათი წარსული საქმიანობისა და სარწმუნოებისა“ („მილიონები, რომლებიც ახლა ცხოვრობენ, არასოდეს მოკვდებიან“), მაგრამ ბრუკლინელმა „თეოლოგებმა“ უკვე 1936 წლიდან მიცვალებულთა გარკვეულ ნაწილს აღდგომის დღესასწაული მოუსპეს. მაგალითად: იგივე ი.რუტერფორდი წიგნში „დაცვა“ (1936) წერს: „ვისაც იეღოვა გაანადგურებს, უკვე არასოდეს აღდგება ხელახლა“. და კიდევ: „ისინი სიცოცხლის უღირსნი არიან, ამიტომ არ აღდგებიან“ („დაკარგულიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“). ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ წერს: „ჩარლზ რასელი იყო ურყევად ერთგული ღვთის მიმართ, ურყევად ერთგული იესო ქრისტეს მიმართ, ურყევად ერთგული მესიანური სამეფოს საქმიანობის მიმართ, ეს იყო ურყევად ერთგული ყველა წვრილმანში - დიახ, ის იყო ურყევად ერთგული თვით სიკვდილამდე“ („საგუშაგო კოშკი“ 1.04.1996; გვ. 9). მაშ, საოცარია მათი ქმედებანი. თუკი მათი დამაარსებელი და ფუძემდებელი - რასელი მართლაც ასეთი ერთგული იყო ღვთის სწავლებისა და მხოლოდ მისეული განმარტებებია „ღვთივსულიერი“ და ჭეშმარიტი, მაშ, რატომღა შეცვალეს იგი მისმა მიმდევრებმა? ასე რომ, „იეღოვას მოწმეთა“ თანამედროვე სწავლებას საერთო არაფერი აქვს ერთი საუკუნის წინ რასელის მიერ ჩამოყალიბებულ მოძღვრებასთან. მათ ხომ, თითქმის ყველა გარკვეულ სარწმუნოებრივ საკითხში ბევრჯერ შეიტანეს რედიკალური ცვლილებანი? ამ კითხვაზე პასუხს მათივე ჟურნალი „გუშაგის კოშკი“ (1957 წ. № 8) იძლევა: „ორაგანიზაცია მისდევს იმ შეხედულებებს, რომლებიც შემდეგში შეიძლება შეიცვალოს“, „არცერთი სხვა ორგანიზაცია არ იჩენს ისეთ მოქნილობას, რომ შეცვალოს თავიანთი შეხედულებები და ნაბიჯი აუწყოს ცვალებად დროს“ - მიუთითებს „საგუშაგო კოშკის“ 1977 წ. აგვისტოს ნომერი (გვ. 19). ამ ციტატებიდან, თუ მოისურვებენ, სექტის რიგით წევრებს მრავლისმეტყველი დასკვნის გაკეთება შეუძლიათ. განა შეიძლება ისეთი მოსაზრების დაჯერება, ცხოვრებაში გატარება და მისთვის თავგანწირვა, რომელიც შემდეგ სისულელედ გამოცხადდება?! განა შეიძლება, ჭეშმარიტება, რომელიც მარადიულია, იცვლებოდეს?! ამჟამად, „იეღოვას მოწმეთა“ საზოგადოებას მიაჩნია, რომ არა რასეულისეული ბიბლიის განმარტებაა ჭეშმარიტი, არამედ თვით მათი საზოგადოებისეული. დღეისათვის იეღოველები თვლიან, რომ მხოლოდ მათი საზოგადოების მიერ განმარტებული საღვთო წერილია „ღვთივსულიერი“ და რომ ბიბლიის თვითნებურ შესწავლას ადამიანი მიჰყავს სიბნელემდე და ერესამდე. მაგალითად, მათი ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ გმობს იმ პიროვნებებს, „რომლებიც ამტკიცებენ, რომ საკმარისია ბიბლიის შესწავლა სახლში. ბიბლიის ასეთი შესწავლა აუცილებლად მიიყვანს პიროვნებას ტრადიციულ ქრისტიანულ სწავლებამდე, რაც დაუშვებელია“ (Watchtower აგვ. 15, 1981). ამგვარად, ჩარლზ რასელის სწავლება, რომელსაც იგი ბიბლიის ჭეშმარიტი გაგებისათვის სავალდებულოდ ხდიდა, თანამედროვე საზოგადოების მიერ იგნორირებულია. თუმცა რასელის მიმდევართა რიცხვი იზრდებოდა, მისი პირადული ცხოვრება დაღმა მიექანებოდა. 1912 წელს რასელმა უჩივლა ერთ-ერთ ბაპტისტ ხუცესს, რომელიც ცილისწამებაში დაადანაშაულა (ქრისტიანული სწავლებით კი ხუცესი სასამართლოში არ შეიძლება წარდგეს ხუცესზე საჩივრით, რადგან ჩვენი ერთადერთი მსაჯული, გამასამართლებელი, ღმერთია). სასამართლო პროცესზე აღმოჩნდა, რომ მომჩივანმა ნამდვილად ვერ ამოიკითხა ორიგინალური ახალი აღთქმის ტექსტიდან ასოები, თუმცაღა თავდაპირველად დაიფიცა, რომ ბრწყინვალედ იცოდა ძველი ბერძნული (ახალი აღთქმის ყველა წიგნი, მათეს სახარების გარდა, დაიწერა ძველ ბერძნულ ენაზე. მათეს სახარება დაიწერა არამეულად). ამათანავე, გაირკვა, რომ თუმცა რასელი ხუცესის ტიტულზე აცხადებდა პრეტენზიას, მისთვის ხელი არავის დაუსხამს. „თვითმარქვიას“ სასამართლო ბატალიები ამით არ დასრულებულა. ერთი წლის შემდეგ მან გაყრის თაობაზე სასამართლო პროცესი წააგო თავის მეუღლესთან. მას წაუყენეს ბრალდებანი: „უაზრო თავმოყვარეობა, ტირანიისაკენ ლტოლვა და არაღირსეული მოქცევა უცხო ქალებთან“. მოგვიანებით გამოაშკარავდა მისი ბინძური მაქინაციებიც „სასაწაულმოქმედ“ ხორბალთან დაკავშირებით, რომელმაც რასელს სოლიდური შემოსავალი მოუტანა. ფედერალურმა ხელისუფლებამ აიძულა იგი მოტყუებული ფერმერებისათვის დაებრუნებინა ფული. ასეთია ზნეობრივი სახე „იეღოვას მოწმეთა“ სექტის დამაარსებელ ჩარლზ რასელია, რომელმაც დაწერა ბიბლიის განმარტებათა შვიდტომეული, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა არცერთი ბიბლიური ენა, არ უსწავლია არცერთ საღვთისმეტყველო სკოლაში, არ იცნობდა ფილოსოფიას და დამთავრებული ჰქონდა მხოლოდ დაწყებითი სკოლის რამდენიმე კლასი, სამაგიეროდ, თავის უვიცობას იგი გაბედული რიხიანობით უკეთებდა კომპენსაციას. ჩ. რასელი გარდაიცვალა 1916 წელს და მისი ადგილი დაიკავა იმ დროს ცნობილმა ადვოკატმა იოსებ რუტერფორდმა, რომელიც მანამდე ბაპტისტი იყო და მხოლოდ 1906 წლიდან გახდა „საგუშაგო კოშკის საზოგადოების“ წევრი. მისი მოღვაწეობის პერიოდში (1917-1942 წწ.) ორგანიზაციის ავტორიტეტი ერთიორად გაიზარდა. მან საფუძველი დაუდო „სიახლეთა ეპოქას“; რუტერფორდი სახეს უცვლიდა, და ხშირად საერთოდაც უარყოფდა რასელისეულ სწავლებებს, ოღონდ თავის ცვლილებებს იგი ამართლებდა „ღვთის ახალი, პროგრესული გამოცხადებით“, რომელიც მას უბიძგებდა, რათა „ახალი შუქი“ მოეფინა თავისი წინამორბედის იდეებისათვის (იხ. Edmond Guss, Apostles of Denial... Grond Rapids, M, I, 1972). რუტერფორდს ამ მიზეზით რასელის მრავალი მიმდევარი ჩამოშორდა, რადგან ისინი ხედავდნენ, რომ მისი სწავლება ეწინააღმდეგებოდა სექტის დამაარსებლის სწავლებას. ისინი თვლიდნენ, რომ რასელის მოძღვრება შთაგონებული იყო ზეციდან და, ამგვარად, მისი სწავლების შეცვლა ღვთის გმობის ტოლფას ცოდვას წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, საზოგადოების მიმდევართა უმეტესობა, რუტერფორდის ერთგული დარჩა და უსიტყვოდ დაემორჩილა მის მიერ შეცვლილ სწავლებას, რათა თავიდან მოეშორებინათ თავიანთი დამაარსებლის შერყეული რეპუტაცია. საზოგადოების წევრებმა, 1931 წლიდან, კოლუმბიის ყრილობის შემდეგ, დაირქვეს „იეღოვას მოწმეთა საზოგადოება“. ამ დროიდან მოყოლებული მათ მთავარ ამოცანად იქცა არა მარტო ბიბლიის შესაწავლა, არამედ თავიანთ სარწმუნოებაზე ხალხის მასიური გადაბირება და მათი აზროვნების შეცვლა. მათი ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ უფასოდ რიგდებოდა ქუჩებში. მათი ქადაგების ტონი უფრო მკვახე გახდა. რუტერფორდის ქადაგებებში პირდაპირი მოწოდებანი იყო ყველა ქრისტიანული მიმდინარეობის წინააღმდეგ. მესამე, ნათან კნორის, პერიოდში (1942-1977 წ.წ.) „იეღოვას მოწმეთა“ რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. კნორმა დააფუძნა ე.წ. გალაადის სკოლა, სადაც ყოველწლიურად ამზადებდნენ სექტის მქადაგებლებს. მან გაზარდა სექტის მისიონერული ფუნქციები, სხვადასხვა ქვეყნებში მრავალი განყოფილება დააარსა. ამავე პერიოდში, 1950 წელს, ინგლისურ ენაზე შესრულდა ბიბლიის ხელახალი თარგმანი, სახელწოდებით „ახალი ენის თარგმანი“. მთარგმნელთა ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ამ თარგმანში „იეღოვას მოწმეთა“ მოძღვრების სასარგებლოდ მრავალი ადგილია შეცვლილი. მანამდე არცერთი ქრისტიანული სექტა არ გაკადნიერებულა ასე, რადგან ყველას ეშინოდა ბიბლიის შემდეგი სიტყვების: „მე ვმოწმობ ყველას მიმართ, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყელვების სიტყვებს: თუ ვინმე რასმე დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომელიც სწერია ამ წიგნში. და თუ ვინმე რასმე მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხისას და წმიდა ქალაქისასა და იმისას, რაც სწერია ამ წიგნში“ (გამოცხ. 22, 18-19). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბიბლიის არცერთი სერიოზული მკვლევარი და ძველი ენების სპეციალისტი არ ეთანხმება ამ ახალ თარგმანს, რადგანაც იგი არაზუსტად და ტენდენციურად მიაჩნიათ. მეოთხე, ფრედერიკ ფრანცის, პერიოდს (1977-1992 წ.წ.) შეიძლება ეწოდოს კრიზისული, რადგან ამ დროს ათასობით მიმდევარმა დატოვა სექტა; ისინი ახლოს გაეცნენ მის ისტორიას, წარმომავლობას, მოქმედების მეთოდებს და დარწმუნდნენ, რომ ეს ორგანიზაცია არ იყო ღვთაებრივი. პრეზიდენტმა თავისი საქმიანობა იმით დაიწყო, რომ გამოცემული ლიტერატურის ფასი გაიზარდა, კერძოდ, 1978 წლის იანვრიდან „საგუშაგო კოშკის“ ერთი ეგზემპლარი ორჯერ გაძვირდა. წიგნი - „შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე“ (ინგლ. ენაზე, 1982 წ.) 3 დოლარი ღირს, ხოლო თექვსმეტფურცლიანი ბროშურა: „ნახე! მე ვქმნი ყველაფერ ახალს“ - 30 ცენტი. როგორც ხედავთ, იეღოველთა ლიტერატურა, რომელიც ჩვენთან უფასოდ რიგდება, ევროპასა და ამერიკაში იყიდება. ამდენად, ჩვენთან მათი მიზანი გამოკვეთილია: „...ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს“ (რომ. 16, 18) და დაღუპვისკენ მიჰყავთ ისინი, ამერიკასა და ევროპაში კი, სადაც მყარად აქვთ ფესვები გადგმული, ამ ჟურნალებით საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებენ. თვით პრეზიდენტის უახლოეს ნათესავს, რაიმონდსაც კი (რომლისთვისაც ფრანცი ბიძა იყო) გაუცრუვდა იმედები მას შემდეგ, რაც ახლოს გაეცნო იეღოველთა საზოგადოებას. თავის წიგნში - „სინდისის კრიზისი“ - იგი საფუძვლიანად ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება ამ საზოგადოებას ღვთივსულიერებაზე ჰქონდეს პრეტენზია. იყო რა იეღოველთა სექტის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი, მან გამოააშკარავა სექტის მართვის მრავალი დაფარული მექანიზმი; დახატა ავტორიტარული პიროვნებების პორტრეტები, რომლებიც არაფერზე იხევენ უკან, ოღნდაც კი შეინარჩუნონ ძალაუფლება და საკუთარი თავი ზეშთაგონებულად წარმოაჩინონ. თავის აზრს, რომ იეღოველთა საზოგადოება არ არის ღვთივსულიერი, რაიმოდი შემდეგი ფაქტებით ამტკიცებს: 1. „ბიბლიის ტექსტების შერყვნა და დამახინჯება; 2. ცრუ წინასწარმეტყველებათა დახვავება; 3. სექტის სწავლა-მოძღვრების მკვეთრი შეცვლა; 4. სიცრუე და მანკიერებათა დაფარვა; 5. ოჯახური კავშირების რღვევა. ის აქვე აღნიშნავს, რომ სექტის ბევრი ხელმძღვანელი ძალზედ სუსტად ერკვევა ბიბლიაში. მთელი ყურადღება გადატანილია არა ღმერთის ერთგულებაზე, არამედ საზოგაოდოების მორჩილებაზე. საზოგადოება მუქარის მეთოდს იყენებს მათ წინააღმდეგ, ვინც გაბედავს ეჭვი შეიტანოს მის ჭეშმარიტებაში. და ბოლოს, სამწუხაროდ, დღესაც მათ გადმოსროლილ ანკესს კვლავ ეგება მრავალი გულუბრყვილო ადამიანი, რომელთაც იეღოველები ჰპირდიან ყველა რელიგიურ შეკითხვაზე პასუხის გაცემას და პირადი ცხოვრებისეული გაჭირვებიდან გამოსავალს. ამავე დროს ამპარტავნულად აქებენ საკუთარ მორალურ თვისებებს. საერთოდ, ალოგიკურია მათი მსჯელობა. შევეხებით რამდენიმეს: მათი რწმენით, არ შეიძლება ომში წასვლა, სამშობლოს დაცვა. ასევე, არ შეიძლება სასიკვდილოდ განწირულ შვილს სისხლი გადაუსხა. მათი ოჯახური კავშირებით არამყარია, რადგანაც მამა აცხადებს: „აუცილებლობის შემთხვევაში ოჯახის ღირსებას არ დავიცავ, რადგან ეს ღვთის საწინააღმდეგოაო“; საკუთარი თავი ბოლო ჟამის ჭეშმარიტ მქადაგებლად მიაჩნიათ და ა.შ. ბოლოს, მოვიყვანთ პავლე მოციქულის სიტყვებს: „არიან კაცნი, რომელნიც გამღვრევენ თქვენ, და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ თვით ჩვენც, გინდა ანგელოზი ზეცით, რომ გახარებდეთ არა იმას, რაც აქამდე გვიხარებია თქვენთვის, შეჩვენებული ვიყოთ. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: თუ ვინმე გახარებთ სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც მიგიღიათ, შეჩვენებული იყოს“ (გალ. 1, 7-9). გაითავისეთ პავლე მოციქულის შემდგომი შეოგნებაც: „ნურც ვინ გაცთუნებთ ფუჭი სიტყვით, ვინაიდან ამისათვის მოიწევა რისხვა ღმრთისა ურჩობის ძეთა თავზე“ (ეფეს. 5, 6).
  12. ბოდიალა ეს არის ეკლესიის მოწოდების არასწორი გაგება.არ ასწავლის ეკლესია მსგავს არაფერს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეყვარებულებს შორის ასაკს.
  13. ეხლა რომ იმდენად არაფერი გვიჭირს, იმიტომ ლაპარაკობ ასე დალხენილად არა? აი მართლა არ ყოფილიყო ეკლესია და სულიერი ძალა საქართველოში და შენ მანდ იჯდებოდი და მე აქ! მე მაგ კითხვას უკვე ვუპასუხე და შენ არ უპასუხე ჩემ კითხვას, თუ როგორ ვიმარჯვედით ეს ერთი მუჭა ხალხი ამხელა მტერზე? როგორ მოვედით დღემდე? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დიდი ერები ქრისტეშობამდე გადაშენდნენ, თუ იმის შემდეგ. ფაქტია, რომ გადაშენდნენ. ჩვენ გაქრისტიანებამდე არაფერი გვიჭირდა. თუ არ გესმის საქართველოს ისტორია, აზრი არ აქვს ამ საუბარს. საქართველოს ყოველთვის ხიბლავდა მტერი ურიცხვი სიმდიდრით და მატერიალური კეთილდღეობით, თუკი ქრისტიანობას დატოვებდა. მაგრამ სწორედ ქრისტიანობას ეწირებოდა ქართველობა და ქრისტიანთა სიძულვილის გამო არ დაშრეტილა ცეცხლი საქართველოში! ადამიანი რომ აზროვნებდეს და ანბანს ქმნიდეს, ამას არ ჭირდება დიდი საღვთისმეტყველო განათლება. ეხლა კი შენ მიპასუხე:14 წლის გოგონამ მთელი საქართველო ქრისტიანობაზე მოაქცია და როგორ? ნუ გადასწვდი ფარნავაზს, ქუჯის და იმის წინანდელ ქართველობას. მირიან მეფიდან დავიწყოთ, როცა ქრისტეს თაყვანისმცემლობა დადგინდა და როცა იგი შეიქმნა ქართველი გმირების ერთადერთ სათაყვანებელ პიროვნებად.
  14. mama აი, სრული ბედნიერებისთვის ეგღა გვაკლდა რომ მუსულმანმა ჩაყოს ცხვირი ეკლესიის ბიუჯეტში და ანგარიშები უკონტროლოს. თუკი განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებს რაიმე პრეტენზია აქვთ ბიუჯეტის შევსებაში, მაშინ სახელმწიფოს უნდა მიმართონ, ვინც ამას განაგებს, რადგან ეკლესია არ სთხოვს სახელმწიფოს ფულს. ყველაფერი ნებაყოფლობით ხდება. სახელმწიფო უამრავ დაწესებულობას აფინანსებს, რომლებსაც თითქმის კარგი არაფერი მოაქვთ ქვეყნის სასიკეთო მომავალში. რატომ ასეთ შემთხვევებს არ აქცევთ ყურადღებას? ეკლესიები შენდება და უნდა შენდებოდეს მართლმადიდებლებისთვის, რადგან ქართველების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამ აღმსარებლობისაა. ეს საქართველოა და არა არაბეთი, რომ მეჩეთები იგებოდეს. ანუ რა გინდა ეხლა, რომ მეჩეთების, აშრამებისა და სინაგოგების მშენებლობაც ეკლესიამ დააფინანსოს? იმ ქვეყნებში, სადაც ქართველების გარკვეული ნაწილი იმყოფება, განა ასე ზრუნავენ მათზე? გინახავს სადმე, რომ რომელიმე ქვეყანა ეკლესიებს უგებდეს იქ ჩასულ ქართველ ემიგრანტებს? და თუკი არ მოწონთ ასე ყოფნა საქართველოში მცხოვრებ რელიგიურ უმციესობის წარმომადგენლებს, მაშინ წაბრძანდნენ იქ, სადაც უკეთესად მოეპყრობიან და სალოცავ ტაძებს აუშენებენ სიტყვებით: შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეო! საერთოდ კითხვაზე კითხვით არ პასუხობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო გასაგებად რომ წაიმართოს საუბარი, გკითხავ:რას უნდა აკეთებდეს ეკლესია და არ აკეთებს? რითია წარმატებული, მატერიალურად? მაშინ გეთანხმები თუ "წარმატებაში" ამას გულისხმობ.
  15. FRIDRIX შენს პირველ ორ კითხვას გავეცი პასუხი იუზერ "აზრის" მიმართვაში, ხოლო რაც შეეხება ამ კითხვას: სამოთხე ღმერთმა აქ უკვე დაამყარა, მაგრამ ჩვენ არ ვისურვეთ ამ სამოთხეში ყოფნა და ღმერთს განვუდექით, ამიტომ ჩვენ გვეძლევა საშუალება კვლავ დავბრუნდეთ სამოთხეში, თუკი უფლის მცნებებს ავასრულებთ. როდის მოხდება ეს? ამა სოფლის აღსასრულისა და მის ახალ, უკეთეს სამყაროდ გარდაქნასთან ერთად განიღება საუკუნო სასუფეველი ღვთისა, დადგება სუფევა დიდებისა. მაშინ დასრულდება „მადლის სუფევა“ - მებრძოლი, მიწიერი ეკლესიის არსებობა. იგი შევა დიდების სამეფოში და შეერწყმება ზეციურ ეკლესიას. „მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ხელმწიფებანი და ძალნი. რამეთუ ჯერ-არს მისი სუფევაჲ. ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერხთა მისთა. უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი... ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა“ (I კორ. 15,24-26,28). ეს სიტყვები უნდა გავიგოთ, რომ აღსრულდება ძის მიერ მამისაგან მიღებული მისია - ეკლესიის საშუალებით კაცობრიობის ღმერთისაკენ შემობრუნება. მაშინ იმეფებს ძე მამასა და სულიწმიდასთან ერთად დიდების სამეფოში. „სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“ - ასე ახარა მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს (ლკ. 1,33). ამასვე ვკითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოში: „რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ“. „რამეთუ, - ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, - ის, ვინც მტრების დამარცხებამდე სუფევდა, ნუთუ მით უფრო არ იმეფებს მას შემდეგ, რაც მათზე გაიმარჯვა?“12. სიკვდილი უძლური იქნება დიდების სამეუფოში. „უკანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკფდილი... მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისა: „დაინთქა სიკუდილი ძლევითა“ (I კორ. 15,26,54); „... ვითარმედ ჟამი არღა იყოს“ (გამოცხ. 10,6). ხატოვნად არის აღწერილი საუკუნო ნეტარი ცხოვრება გამოცხადებაში: „ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარხდეს და ზღუაჲ არღარა არს“ (გამოცხ. 21,1). მომავალ სამეფოში ყველაფერი განსულიერებული, უკვდავი და წმიდა იქნება. მთავარი მაინც ის არის, რომ სამომავლო ნეტარ ცხოვრებას მიღწეულნი და „საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა“ ქცეულნი (2 პეტ. 1,4) თანამონაწილენი გახდებიან იმ უსრულყოფილესი ცხოვრებისა, რომლის წყაროც მარტოოდენ ღმერთშია. უფრო ზუსტად, ღვთის სასუფევლის მომავალი წევრები ანგელოზების დარად ღმერთის ხილვისა და მისთ დიდების ჭვრეტის ღირსნი შეიქნებიან (მთ. 5,8), არა „ვითარცა სარკითა და სახითა... მაშინ პირსა პირისპირ“ (I კორ. 13,12). ისინი გახდებიან არა მარტო მჭვრეტელნი დიდებისა, თავადაც მიიღებენ მასში მონაწილეობას და „გაბრწყინდებიან, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა“ (მთ. 13,43); როგორც ქრისტეს თანამემკვიდრენი, მასთან ერთად დასხდებიან საყდარზე და მის მეფურ დიდებულებას გაიზიარებენ (გამოცხ. 3,22; 2 ტიმ. 2,11-12). როგორც გამოცხადებაში არის სიმბოლურად ასახული, „არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღვის წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა და აღხოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა“ (გამოცხ. 7, 16-17). ესაია წინასწარმეტყველის თანახმად: „თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა“ (I კორ. 2,9; ეს. 64,4). ღმერთში ნეტარება მით უფრო სანუკვარია, რადგან იგი მარადის, დაუსრულებლად გაგრძელდება: „და წარვიდეს... მართალნი ცხორებასა საუკუნესა“ (მთ. 25,46). მაგრამ, ეკლესიის მამების აზრით, ღმერთში განდიდება მოხდება თითოეულის ზნეობრივი ღირსების შესაბამისი ხარისხით. ამის თაობაზე დასკვნის გაკეთება წმიდა წერილიდან შეიძლება: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“ (ინ. 14,2); „მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“ (მთ. 16,27): „კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა“ (I კორ. 3,8); „ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა“ (I კორ. 15,41). ღირსი ეფრემ ასური ბრძანებს: „როგორც გრძნობადი მზის სხივებით ტკბება ყოველი თავისი მხედველობის ძალისა და განცდის სიწმიდის შესაბამისად და როგორც სახლის გასანათებლად ანთებული ერთი ლამპარის ყოველ სხივს თავისი ადგილი აქვს მაშინ, როცა თავად სინათლე მხოლოდ ერთი ლამპარიდან მოდის; ასევე მერმის საუკუნეში ყველა მართალი განუყოფელად გაიზიარებს ერთიან სიხარულს. მაგრამ თითოეული თავისი საზომით გაბრწყინდება ერთი, გონებით აღქმული მზით და ღირსების ხარისხის მიხედვით აღივსება ერთიანი საერთო სიხარულითა და მხიარულებით. და არავინ იხილავს მაღალსა და დაბალ საზომს, რათა სხვისი უმეტესი მადლისა და საკუთარის სიმცირის დანახვით არ შეექნას დარდისა და შფოთის მიზეზი. ასე არ იქნება იქ, სადაც არც დარდია, არც ჭმუნვა, - არამედ თითოეული მისთვის სათანადო მადლმოსილებითა და თავისი საზომით იხარებს შინაგანად. გარენგულად კი ყველას ერთი ჭვრეტა და ერთი სიხარული ექნება“13. ქრისტიანული მართლმადიდებელი სარწმუნობის ჭეშმარიტებათა გადმოცემას ვასრულებთ მოსკოვის მიტროპოლიტ მაკარის სიტყვებით, რომელიც „დოგმატური ღვთისმეტყველების“ მისივე კურსიდან მოგვყავს: „მოგვმადლე ჩვენ, ღმერთო, ყველას და ყოველთვის, ცოცხალი და დაუდგრომელი ხსოვნა შენი სამომავლო დიდებით მოსვლისა და შენი უკანასკნელი, საშინელი სამსჯავროსი ჩვენ ზედა, შენი ზემართალი და საუკუნო საზღაურისგება მართალთა და ცოდვილთათვის; რათა ხსოვნითა და შენი მადლმოსილი თანადგომითა, „სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხონდებოდით ამას სოფელსა“ (ტიტ. 2,12) და ამგვარად მივაღწიოთ ბოლოს ზეციურ მარადის ნეტარ ცხოვრებას, რათა მთელი არსებით დიდებისგმეტყველებდეთ შენ თანადაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“ „სამყარო თვალის დახამხამებაში შეწყვეტდა არსებობას, ღმერთს თავისი განგებულება რომ წაერთმია“ (ნეტარი ავგუსტინე). „ყოვლადძლიერი და უწმიდესი სიტყვა მამისა გარს უვლის ყოველივეს, ყველგან წარმოაჩენს თავის ძალას და განწმენდს ხილულსა და უხილავს: ყოველივეს მოიცავს და იტევს, არაფერზე იშურებს ძალ-ღონეს, ყველას ყველაფერში განაცხოველებს და იცავს თითოეულ არსებას და ყველას ერთად“3. აქ აღსანიშნავია ერთი მომენტი, რომლის გაფიქრებაც ადამიანს კეთილკრძალულებით აღაფრთოვანებს: შემოქმედმა, რომლის მარჯვენასაც უპყრია ყოველივე, შესაქმისთანავე ყველა ორგანულ არსებას, და მათ შორის მცენარეულ სამყაროსაც, მიანიჭა თავიანთი ბუნებისა და მოწყობის შესაბამისი ზრდა-განვითარების, საკუთარ ძალთა გამოყენებისა და გარემოთი სარგებლობის თავისუფლება. უფრო ფართო თავისუფლება შემოქმედმა დედამიწის უმაღლეს, გონიერ და ზნეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ქმნილებას - ადამიანს უბოძა. საღვთო განგებულება განეფინება ყოველივეს: თავისთავში მოიცავს და საერთო განგებულებითი გეგმით წარმართავს ბუნებრივ და ინსტიქტურ სწრაფვათა მრავალგვარობას თუ მოაზროვნე სამყაროსთვის დამახასიათებელ ლტოლვას ზნეობრივი თავისუფლებისაკენ. საღვთო სიკეთე აწესრიგებს და კურნავს სამყაროსეულ მრავალგვარ მისწრაფებათა ურთიერთშეჯახებისას წარმოქმნილ ყოველგვარ არასრულყოფილებას, ტანჯვასა და სნეულებას, იგი აცხრობს მტრობას და მთელი სამყაროს ცხოვრებას მისთვის განსაზღვრული კეთილი მიზნისკენ წარმართავს. თავისსავე შექმნილ გონიერ არსებებს კი უფლის მარადი განდიდებისკენ სავალ გზას უხსნის. დაე, კაცობრიობამ როგორც სურს, ისე დაამახინჯოს აზრი თავის დანიშნულებაზე სამყაროში, დაეცეს, რამდენჯერაც უნდა: დაე, მიემხრონ ადამიანთა მასები ბოროტ ბელადებს და მათი წინამძღოლობით უარყონ ღვთის მცნებები, განუდგნენ უფალს ისე, როგორც ახლა ვხედავთ ამას - სულ ერთია, სამყაროს ისტორია მაშინ დასრულდება, როცა მიიღწევა საღვთო განგებულებით დადგენილი მიზანი - დადგება საღვთო სიმართლის ზეიმი და განიღება სამეუფო დიდებისა, სადაც „იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა“ (I კორ. 15,28). სამყაროში ღვთის დიდების, ზესიბრძნისა და სახიერების მჭვრეტელი პავლე მოციქული ღაღადებს: „ჵ, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ!... რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას, ანუ ვინ წინაჲსწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არის ყოველი. მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ (რომ. 11, 33-36). რაც შეეხება იმ მოჩვენებით უსამართლობას, რასაც ხშირად ვხედავთ სათნო ადამიანების ტანჯვისა და უკეთურთა კეთილდღეობის ცხოვრების მაგალითებში, ამის თაობაზე წმ. იოანე ოქროპირი შემდეგი სიტყვებით გვმოძღვრავს: „თუ ზეციური სასუფეველი განგვიღეს და საიქიო ცხოვრებაში მისაგებელი გვიჩვენეს, აღარც კი ღირს გაარკვიო, თუ რატომ ეწამებიან სააქაოში მართალნი, უკეთურნი კი განცხრომას მისცემიან. თუ საიქიოში თითოეულს დამსახურებისამებრ მიეგება, რატომღა უნდა შეგაწუხოს სააქაო ბედნიერმა ან უბედურმა ამბებმა?! ღმერთი მისდამი მორჩილთ ასეთი უბედურებებით, როგორც მამაც მეომრებს, ისე აწრთობს. შედარებით სუსტებს, დაუდევრებსა და სიძნელეთა ამტანობას მოკლებულ ადამიანებს კეთილი საქმეების კეთებისთვის წვრთნის“1. და მართლაც, თავადაც ვხედავთ, რომ კაცთა მიერ გადატანილი უბედურებანი და განსაცდელები ხშირად საუკეთესო მასწავლებლად და აღმზრდელად გვევლინებიან. ღმერთმა მიატოვა?ღმერთმა მიატოვა? განა თავად არ მივატოვეთ ღმერთი? განა თავად არ უარყავით იგი? როგორ ამბობ მაგას? მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობამდე მივიყვანეთ თავი, ღმერთი ბედის ანაბარად არ გვტოვებს. ღმერთი ამჟამინდელ სამყაროს ორივე ხელით იფარავს, მაშინ, როცა ძველ დროში მხოლოდ ერთით იცავდა. დღეს, როცა ადამიანი ამდენი საშიშროებით არის გარემოცული, ღმერთი იცავს მას ისე, როგორც დედა - შვილს, რომელიც ეს-ესაა სიარულს იწყებს. დღეს ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმინდანები შეგვეწევიან მეტად, ვიდრე ძველ დროში, მაგრამ ჩვენ ეს არ გვესმის. და სადამდე მივიდოდა ქვეყნიერება, ეს შეწევნა რომ არ ყოფილიყო!.. ადამიანების უმრავლესობა აბებით ცხოვრობს, ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ სათქმელადაც საშინელებაა. ერთი მთვრალია, მეორე ცხოვრებაზე იმედგაცრუებული, მესამეს თავი აქვს გაბრუებული, მეოთხე უძილობით იტანჯება და ხედავ, თუ როგორ მართავენ ეს ადამიანები ავტომანქანებს, დაქრიან მოტოციკლეტებით, ასრულებენ სარისკო სამუშაოებსს შრომობენ საფრთხის ქვეშ. რა, განა ყველა მათგანი არის საჭირო ფორმაში? მრავალი მათგანი შეიძლებოდა, დასახიჩრებულიყო. როგორ გვიცავს ღმერთი! ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით. მახსოვს, ადრე ჩვენი მშობლები როგორ მიდიოდნენ მინდორში სამუშაოდ და ჩვენ მეზობლის ამარა გვტოვებდნენ. ჩვენ მათ ბავშვებთან ერთად ვთამაშობდით. იმ დროში ბავშვები გაწონასწორებულნი იყვნენ. მეზობელი მხოლოდ დროდადრო გადმოგვხედავდ ხოლმე და თავის საქმიანობას აგრძელებდა. ჩვენ კი ჩუმად ვთამაშობდით. ასევე, ქრისტე, დედა ღვთისა და წმიდანები უწინ მხოლოდ მეთვალყურეობდნენ სამყაროს. დღეს კი ქრისტეც, დედა ღეთისაც და წმიდანებიც გამუდმებით ხან ერთს სტაცებენ ხელს სადღაც, ხან მეორეს რაღაცისაგან გადაარჩენენ, რადგან დღეს ადამიანები გაუწონასწორებელნი არიან. ეხლა ისეთები ხდება, რომ, ღმერთო დაგვიფარე!.. ეს ისეა, რომ რომელიმე დედას ჰყავდეს სამი რთული ბავშვი: ერთი - უჭკუო, მეორე - კუზიანი, მესამე - ყრუმუნჯი... აბა, მიდი და უპატრონე ჯერ - შენებს, მერე მეზობლებისასაც. ერთი მაღლა აცოცებულა და სადაცაა ძირს ჩამოვარდება, მეორეს დანა აუღია და ცდილობს ყელი გამოიჭრას, მესამე ცდილობს მეოთხე დაჩაგროს... დედას არ შეუძლია მოეშვას. თვალს არ ხუჭავს, უკან დასდევს მათ, ბავშვები კი მის შეშფოთებას ვერ იგებენ. ასევე ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ღმერთი ეხმარება მათ. ღმერთი რომ არ მიხმარებოდა, თანამედროვე სახიფათო ტექნიკის ასეთი სიმრავლე დიდი ხანია დაასახიჩრებდა სამყაროს. მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს დამცველები: მამა ჩვენი - ღმერთი, დედა ჩვენი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ძმანი და დანი ჩვენნი - წმიდანები და ანგელოზები. ამდენადვე დიდია ეშმაკის სიძულვილი ადამიანთა მოდგმისადმი! რა ძლიერია მტრის სურვილი, რომ გაგვანადგუროს. ჩვენ კი გვავიწყდება, თუ ვის ვეომებით. ჩვენ რომ ვიცოდეთ, თუ უკვე რამდენგზის შეამოაგრაგნა ეშმაკმა თავისი კუდი დედამიწას, რათა დაღუპოს იგი! მაგრამ ღმერთი ამის ნებას არ აძლევს. ანადგურებს მის გეგმებს. ღმერთი სარგებელს გვაწვდის თვით ამ ბოროტებიდანაც, რომლის აღსრულებასაც ბოროტი ესწრაფის, ღმერთი ბოროტებიდანაც დიდ სიკეთეს გვანიჭებს. ეშმაკი დღესაც ხნავს მიწას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ ხნულს დათესავს ქრისტე. შეხედეთ: სახიერი ღმერთი ხომ არასოდეს უშვებდა, რომ დიდი განსაცდელები სამ თაობაზე უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო?! ის ყოველთვის ტოვებს საკვეთელს. ბაბილონის ტყვეობამდე ებრაელები ცარიელ ჭაში მალავდნენ უკანასნკელი მსხვერპლშეწირვის ცეცხლს, რათა შემდეგ მისგან ახალი მსხვერპლშეწირვის ცეცხლი აენთოთ. და მართლაც: - სამოცდაათი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ტყვეობიდან დაბრუნდნენ, პირველი მსხვერპლშეწირვის ცეცხლი ჭაში შედედებული იპოვეს. ნებისმიერ მძიმე დროში ბოროტებისაკენ ყველა არ მიისწრაფის. ღმერთი საკვეთელს ტოვებს მომავალი თაობებისთვის. კომუნისტები წინ გვეღობებოდნენ 75 წელი და 75 წელს გასძლეს მათ - სწორედ რომ სამი თაობის განმავლობაში. ხოლო სიონელები მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამდენი წელია წინ გვეღობებიან, შვიდ წელსაც ვერ ძლებენ. „მე ვსუფევ მაღალში, - ბრძანებს უფალი, - და სიწმინდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული“ (ესაია 57,15); „მოვვდით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მათე 38,6-7). ასეთი დაღლილი არასდროს ყოფილა ადამიანთა მოდგმა, არასდროს ყოფილა კაცობრიობა ასეთი კატაკლიზმების წინაშე: ინგრევა ქვეყნები და სისტემები, მსწრაფლ იცვლება მოვლენები, რაც ნიშანია იმისა, რომ ჟამი ახლო არს. „აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფუსფუსებს, აგროვებს და არ იცის, ვინ დარჩება“ (ფს. 38,6-7). წარსული განვლილია, მომავალი არ ჩანს, აწმყო კი მეტად ბუნდოვანია, ერთადერთი ნუგეში არის უფალი. „მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათე 28,20) - ჩაგვესმის მისი სიტყვები. ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვხსნით რელიგიური თვალსაზრისით დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას. ამჟამად საქართველოში ომია, გარეშე მტრისაგან თავსმოხვეული ომი, ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტთა სერია. ჩვენ ვიცავთ არა მარტო საზღვრების მთლიანობას, არამედ რწმენას, კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს ჩვენი ხალხისა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ერთა წარმომადგენლებისა. მართალია, ყველას გვიჭირს, მაგრამ იმედი გვაქვს, ერთად დავძლევთ ამ სიძნელეებს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს გაყოფას. ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია და ათასობით წმიდანთა სისხლით განბანილი მათი ლოცვა შეგვეწევა. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ გონიერება, სიყვარული, სიკეთე და ძმობა გაიმარჯვებს.
  16. შენი ნათქვამით გამოდის, რომ რაც საქართველოს დღეს მატერიალურად არ გააჩნია, ეკლესიის ბრალი ყოფილა მხოლოდ. არ გეწყინოს, მაგრამ ამ პასუხით მხოლოდ პასუხისმგებლობებს იხსნი თავიდან და გსურს ყოველივე უბედურებაში ეკლესია დაადანაშაულო. როგორ მოვედით აქამდე? ესაია წინასწარმეტყველი პასუხობს ამ კითხვას უფლის პირით, როცა იგი ამბობს, რომ მე თუ თქვენთან არ ვიყავი, როგორ გააქცევდით ერთი – ათას ადამიანს! როგორ მოვიგეთ დიდგორის ომი, თუ ჩვენთან არ იყო უფალი ღმერთი! ეს ერთადერთი, რაც უნდა შეიგნოს ქართველობამ, არის მამა პაპათა ღმერთთან დაბრუნება! ჩვენ ხსნასა და გადარჩენას არ უნდა მოველოდეთ სხვა მატერიალურად მდიდარი ქვეყნებისგან. ერთადერთი ჩვენი იმედი უნდა იყოს ქრისტე იესო, რომელმაც დღევანდლამდე მოგვიყვანა. უდიდესი ერები აღიგავენ პირისაგან მიწისა! ეს ერთი მუჭა სახელმწიფო კი, ოდითგანვე ამდენი მტრის გარემოცვაში, ახლაც ფეხზე დგას. არ გაინტერესებთ როგორ? რა ძალით? ამ მოგვიყვანა დღევანდლამდე? დაიმახსოვრეთ–საქართველო გაბრწყინდება და ეს არაა შორს!
  17. აზრი ძალიან საინტერესო და კარგი კითხვები გაქვს მართლმადიდებლობას შეუძლია ამ კითხვზებზე პასუხები ამომწურავად გასცეს. მე როგორც მათლმადიდებელი მსოფლმხედველობის ადამიანი, შევეცადე, რომ რაც შეიძლება მოკლედ და გასაგებად ამხესნა შენთვის, ამიტომ დიდად სარგებელს მიიღებ, თუკი არ დაგეზარება და გაეცნობი ყოველივეს. წარმატებებს გისურვებ;) ვინც ღვთის შესახებ თქმას ან სმენას ინებებს, მართებს მას გარკვევით იცოდეს, რომ ღვთისმეტყველებაში და განგებულებაში არც ყოველივე გამოუთქმელია, არც ყოველივე გამოსათქმელი, არც ყოველივე უცოდნელია, არც ყოველივე საცოდნელი. ხოლო სხვა რამ არის „საცოდნელი“ და სხვა რამ - „სათქმელი“, როგორც სხვა არის მეტყველება და სხვა არის მცოდნეობა. ამიტომ, არ არის შესაძლებელი, რომ ბევრი რამ, რასაც ღვთის შესახებ ბუნდოვნად მოვიაზრებთ, ჯეროვნად იქნეს გამოთქმული. შესაბამისად, იძულებული ვართ, რომ ჩვენზე უზემოესთა შესახებ ის ვთქვათ, რაც ჩვენეულია, როგორც, მაგალითად, ვამბობთ ღვთისადმი ძილს, მრისხანებას, უზრუნველობას, ხელებს, ფეხებს და სხვა ამგვართ. ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, - დაუსაბამო, დაუსრულებელი, საუკუნო, მარადიული, შეუქმნელი, უცვლელი, გარდაუქმნელი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, გარეშემოუწერელი, უსასრულო, მოუაზრებელი, გარეშემოუცველი, მიუწვდომელი, კეთილი, სამართლიანი ყველა ქმნილების შემოქმედი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმხედველი, ყოველთა წინაგანმგები, მეუფლე და მსაჯული, - ეს ვიცით და ვაღიარებთ. აგრეთვე, ვიცით ისიც, რომ ღმერთი ერთია ანუ ერთი არსებაა. რომ სამ გვამოვნებაში შეიცნობა და არსებობს იგი, მამაში, - ვამბობ, - ძეში და წმინდა სულში. რომ მამა, ძე და სულიწმინდა ყოვლითურთ ერთია, გარდა უშობელობისა, შობილობისა და გამომავლობისა. რომ მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და ღმერთი თავისი მოწყალებითი თანალმობით, მამისეული სათნოყოფითა და ყოვლადწმინდა სულის თანამოქმედებით ჩვენი ხსნისათვის უთესლოდ მუცლადღებული, განუხრწნელად იშვა წმინდა ქალწულისა და ღვთისმშობლის მარიამისგან სულიწმინდის მიერ და მისგან (მარიამისგან) სრული კაცი გახდა. ვიცით, რომ თვითვე არის ერთდროულად სრული ღმერთი და სრული კაცი, ორი ბუნებისაგან, ღმრთეებისგან და კაცებისაგან, და - ორ ბუნებაში, რომლებიც არიან გონისმიერნი, მნებებელნი, მოქმედნი, თვითუფლებრივნი, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, სრულნი, შესაბამისად თითოეულის საზღვრისა და რაობისა (ვამბობ ღმრთეებას და კაცებას), ხოლო ვიცით იგი ერთი შედგენილი გვამოვნებით; ვიცით, აგრეთვე, რომ მოშივდა მას და მოსწყურდა, დაიღალა და ჯვარს ეცვა, სიკვდილისა და საფლავის სამდღიანი გამოცდილება მიიღო და ცათაკენ ზეავიდა, საიდანაც მოვიდა ჩვენთან და კვლავ მოვა შემდეგში - ამის მოწმეა საღვთო წერილი და წმინდანთა მთელი მწყობრი. მაგრამ თუ რა არის ღვთის არსება ან როგორ არის იგი ყოველივეში ან როგორ დაიცარიელა თავისი თავი მხოლოდშობილმა ძემ და ღმერთმა და როგორ გახდა იგი ადამიანი ქალწულებრივ სისხლთაგან, რაჟამს ბუნებისგან ეცხო რამ სხვა წესით შეიქმნა, ან როგორ განვლო მან წყალი დაუსველებელი ფეხით, - ამათ შესახებ უმეცარნი ვართ და არც თქმა ძალგვიძს. ამრიგად, არ არის შესაძლებელი, რომ ღვთის შესახებ რაიმე ვთქვათ ან მოვიაზროთ, გარდა იმისა, რაც ძველი და ახალი აღთქმის საღვთო სიტყვათა მიერ ჩვენდამი ღვთისსახოვნად განცხადებულა ანდა თქმულა. ამჟამად ყველანი ისეთ ცხოვრებისეულ ვითარებაში ვიმყოფებით, როცა უკვე არანაირი ზღუდით არ შეგვიძლია გავემიჯნოთ გარემომცველ სამყაროს, სადაც რელიგიური მრავალმხრივობა სუფევს. ირგვლივ ურიცხვი მქადაგებელი გაჩნდა და ყველა მათგანი საკუთარ იდეებს, ცხოვრებისეულ ნორმებს, რელიგიურ შეხედულებებს გვთავაზობს. ამ მხრივ წინა თაობებს თანამედროვეობის შესაშური ნამდვილად არაფერი აქვთ. განვლილი უახლოესი ეპოქის პრობლემა რელიგიისა და ათეიზმის, ანუ მათი ურთიერთმიმართების საკითხი იყო. დღევანდელობა ბევრად უფრო დიდი და უარესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ღმერთის არსებობა-არარსებობის გარკვევა მხოლოდ პირველი საფეხურია. ვთქვათ, ადამიანი დარწმუნდა ღვთის არსებობაში. რა უნდა ქნას შემდგომ? სარწმუნოება ბევრია, რომელი მათგანი აირჩიოს? ქრისტიანი გახდეს თუ მუსულმანი? იქნებ, ბუდისტი? მაშინ კრიშნაიზმმა რა დააშავა? ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. ახლა იმდენი რელიგია არსებობს... ვთქვათ, ადამიანმა გააღწია ამ მრავალრელიგიური ჯუნგლებიდან და ქრისტიანი გახდა. დარწმუნდა, რომ ქრისტიანობა - საუკეთესო და სწორი რელიგიაა. მაგრამ შემდეგ როგორ განაგრძოს? რომელი ქრისტიანობა აირჩიოს? ისიც ხომ მრავალსახოვანია. მართლმადიდებლებს შეუერთდეს, კათოლიკებს, ორმოცდაათიანელებს, ლუთერანებს... (ჩამოთვლას ამჯერადაც არა აქვს აზრი). აი, რა ვითარებაში აღმოჩნდა თანამედროვე ახალგაზრდობა. ამასთან, ახალი და ძველი რელიგიების და არამართლმადიდებლური კონფესიების წარმომადგენლებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პროპაგანდის ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ, ვიდრე ჩვენ, მართლმადიდებლებს... ამდენად, თანამედროვე ადამიანის უპირველესი პრობლემა არის სარწმუნოებათა, რელიგიათა და მსოფლმხედველობათა სიმრავლე. მოდით, ამ სიმრავლეში გასარკვევად, ისე განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი, თითქოს, შევდიოდეთ იმ ოთახებში, რომლებიც თანმიმდევრობით იღება ჭეშმარიტების მაძიებელი უამრავი ჩვენი თანამედროვის წინაშე. ვეცდები, ძალიან ზოგად, მაგრამ პრინციპულ შტრიხებში დაგანახოთ, თუ რატომ არის ადამიანი ვალდებული (მას არა მარტო შეუძლია, არამედ, მართლაც, ვალდებულია) შეგნებულად გახდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი. დავიწყოთ პირველი პრობლემით: „რელიგია და ათეიზმი“. სხვადასხვა კონფერენციებზე,სადაც განათლებულ, განსწავლულ ადამიანებს ვხვდებით, ხშირად გვეკითხებიან ერთსა და იმავეს: ვინ არის ღმერთი? არსებობს თუ არა ის? ან რა საჭიროა იგი? თუ ღმერთი არსებობს, რატომ პირდაპირ არ აცხადებს საკუთარი თავის შესახებ?.. რა პასუხი გავცეთ მათ? ეს საკითხი, ჩემის აზრით, შეიძლება გადაწყდეს თანამედროვე ფილოსოფიური აზროვნების მეშვეობით, რომელსაც ეგზისტენციალიზმი ეწოდება. რაში მდგომარეობს ადამიანური ცხოვრების საზრისი, მისი ძირითადი შინაარსი? რა თქმა უნდა, სიცოცხლეში, სხვაგვარად როგორ იქნება? რა აზრი შემიძლია განვიცადო, როცა მძინავს? ცხოვრების აზრი, საკუთარი არსებობისა და მოღვაწეობის ნაყოფთა შეცნობა, „გემოს გაგება“ შეიძლება იყოს მხოლოდ. ადამიანი არ ფიქრობს, რომ სიცოცხლის აზრი, შესაძლოა, სიკვდილი იყოს. სწორედ აქ გადის გადაულახავი ზღვარი რელიგიასა და ათეიზმს შორის. ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ საწყისი, საწინდარი საშუალებაა მარადისობაში გადასასვლელად. იგი უხსნის ადამიანს, თუ რისი გაკეთება მართებს საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად. როგორი უნდა იყოს, რომ იქ მოხვდეს. ათეიზმი ამტკიცებს, რომ არ არსებობს არც ღმერთ, არც სული, არც მარადისობა, ამიტომ, გწამდეს, ადამიანო, რომ შენ მოგელის საუკუნო სიკვდილი! შიშის ზარი გვეცემა, საშინელი უიმედობა და სასოწარკვეთილება გვიპყრობს, ტანში ჟრუანტელი გვივლის ამ საზარელი სიტყვების გაგონებაზე: ადამიანო, შენ საუკუნო სიკვდილი გელის! აღარაფერს ვამბობთ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც ამ შეხედულების დასასაბუთებლად მოჰყავთ. იგი ისედაც აძრწუნებს ადამიანის სულს. როცა ადამიანს ტყეში გზა დაებნევა, აქეთ-იქით აწყდება და შინისკენ მიმავალ ბილიკებს ეძებს, ამ დროს თუ ვინმეს გადაეყარა და ჰკითხა: „აქედან როგორ გავაღწიო?“ ეს უკანასკნელი კი პასუხობს: „აქედან ვერ გააღწევ, ამიტომ ეცადე, აქვე მოეწყო, როგორც მოახერხებო“, საეჭვოა, რომ გზააბნეულმა მას დაუჯეროს. იგი აუცილებლად განაგრძობს ძიებას. თუ ისეთი ვინმე შეხვდება, რომელიც ეტყვის: „კი, გასასვლელი არის. ახლავე გეტყვი, როგორ გაიგნო გზა“, - განა მას არ მიენდობა? იგივე ხდება მსოფლმხედველობრივი არჩევანის დროს, როცა ადამიანი რელიგიისა და ათეიზმის პირისპირ აღმოჩნდება. სანამ ადამიანს ჭეშმარიტების, ცხოვრების აზრის ძიების ნაპერწკალი მაინც უღვივის, ფსიქოლოგიურად არ შეუძლია მიიღოს კონფეცია, რომ ყველა ადამიანს ელის საუკუნო სიკვდილი, რომლის „მისაღწევად“ აუცილებელია ცხოვრების ეკონომიური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული პირობების გაუმჯობესება. შემდეგ კი ყველაფერი კარგად იქნება - ხვალ თქვენ მოკვდებით და სასაფლაოზე წაგასვენებთ. პირდაპირ, „შესანიშნავია!“ ზემოთქმულით მხოლოდ ერთ, ფსიქოლოგიურ ძალზე არსებით მხარეზე მიგანიშნეთ, რომელიც, ჩემის აზრით, სულით ცოცხალი ყოველი ადამიანისათვის სრულიად საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ცხოვრების საზრისზე საუბარი იწყება მხოლოდ იმის აღიარებით, ვისაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ. ასე რომ, მე ღმერთი მწამს! ჩავთვალოთ, რომ პირველი ოთახი გავიარეთ. რაკი ვირწმუნე ღმერთი, მეორე ოთახში შევედი... აქაც დიდი სიჭრელეა, ყველა გაიძახის: „ჭეშმარიტება მხოლოდ ჩემთანაა“. მუსულმანები, კონფუციელები, ბუდისტები, იუდეველები - ვინ გინდა, რომ აქ არ იყოს. ქრისტიანი მქადაგებელიც აქვეა, სხვების გარემოცვაში, და მე ვეძებ, რომელია მათ შორის მართალი, რომელს ვერწმუნო? აქ ორი მიდგომა არსებობს (იქნებ მეტიც, მაგრამ მე ორს დავასახელებ). პირველი - შედარებითი საღვთისმეტყველო ანალიზის გზაა, რომელიც რელიგიის კარგად შესწავლად ითვალისწინებს. ამ გზას ყველა ვერ გაჰყვება. იგი დიდ დროს, ძალისხმევა და, თუ გნებავთ, შესაბამის უნარსაც მოითხოვს. არის მეორე მეთოდიც. ბოლოს და ბოლოს, ყველა რელიგია ადამიანისკენაა მიმართული და უხსნის, თუ რა არის ჭეშმარიტება. ამასთან, ყველა მსოფლმხედველობა და რელიგია ერთსულოვანია იმაში, რომ თანამედროვე ადამიანი პოლიტიკური, სულიერ-ეკონომიკური, სულიერი, მორალური და კულტურული პირობები არანორმალურია. იქნებ, ზოგიერთები სჯერდებიან იმას, რაც არის, მაგრამ ადამიანთა დიდი უმრავლესობა, მეტნაკლებად, სწორედ ამის გამო იტანჯება. მთლიანად კაცობრიობას ეს ყველაფერი ვერ აკმაყოფილებს. იგი ეძებს რაღაც სხვას, უმჯობესს, ისწრაფვის სადღაც, შეუცნობელი მომავლისკენ, ელის „ოქროს საუკუნეს“... ნათქვამიდან ცხადი ხდება, თუ რატომ დადის ყველა რელიგიის, ყველა მსოფლმხედველობის არსი ცხონების შესახებ სწავლებამდე. აი, სწორედ აქ ვხვდებით იმას, რაც, ჩემის აზრით, უკვე გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ დასაბუთებული არჩევანი, როცა რელიგიური მრავალფეროვნების წინაშე აღმოვჩნდებით. ყველა სხვა რელიგიისაგან განსხვავებით, ქრისტიანობა ამტკიცებს, რაღაც ისეთს, რაც სხვა რელიგიებმა (და მითუმეტეს, არარელიგიურმა მსოფლმხედველობამ) უბრალოდ, არ იციან. და არა მარტო არ იციან, არამედ, როცა გადაეყრებიან ხოლმე ასეთ რამეს, გაცხარებით უკუაგდებენ. ეს მტკიცება მოიცავს ე.წ. პირველქმნილი ცოდვის ცნებას. ცოდვაზე ლაპარაკობს ყველა რელიგია, მსოფლმხედველობა და იდეოლოგია (მართალია, მას სხვადასხვაგვარ სახელს არქმევენ, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს), მაგრამ არც ერთი მათგანი ადამიანის ბუნებას მის ახლანდელ მდგომარეობაში დასნეულებულად (დაზიანებულად) არ მიიჩნევს. ქრისტიანობა კი ამტკიცებს, რომ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ყველანი, ადამიანები, დავიბადეთ, ვიმყოფებით, ვიზრდებით და ვყალიბდებით, განვიცდით ტკბობას, ვერთობით, ვსწავლობთ, აღმოჩენებს ვაკეთებთ და ასე შემდეგ - ეს არის საშინელი სნეულების, საშინელი დაზიანების მდგომარეობა. ჩვენ ავადა ვართ. საუბარი არაა გრიპზე, ბრონქიტზე, ან ფსიქიკურ დაავადებაზე. არა და არა, ფსიქიურად ჩვენ ჯანმრთელნი ვართ - ურთულესი ამოცანების გადაჭრა და კოსმოსში გაფრენაც კი შეგვიძლია - ჩვენ სხვა მხრივ ვართ მწარედ დაავადებულები. ადამინური ყოფიერების დასაწყისში მოხდა ერთიანი ადამიანური არსების რაღაც ტრაგიკული გახლეჩა თითქოსდა დამოუკიდებლად არსებულ ურთიერთმოქიშპე ნაწილებას - გონებად, გულად და ფიზიკურ სხეულად, (მსგავსი კრილოვის იგავისა - „გედი, კიბორჩხალა და ქარიყლაპია“). ის, რასაც ქრისტიანობა ამტკიცებს, ბევრისთვის აბსურდია და აღშფოთებას იწვევს: „მე არანორმალური ვარ? დიდი ბოდიში, იქნებ სხვები არიან ასეთები, მაგრამ მე - ნამდვილად არა“. და თუ ქრისტიანობას ვერწმუნებით, სწორედ აქ არის ძირი და სათავე იმისა, რომ ადამიანის ცხოვრებაში, როგორც ინდივიდუალური, ისე ზოგადსაკაცობრიო მასშტაბით, ერთი ტრაგედია მეორეს მოსდევს. რადგან, თუ ადამიანი სერიოზულადაა ავად, ის კი ამას ვერ ამჩნევს და არ მკურნალობს, რა თქმა უნდა, იღუპება. სხვა რელიგიები არ აღიარებენ ადამიანში ამ სნეულებას, მხოლოდ უარყოფებ მას. ისინი თვლიან, რომ ადამიანი - ეს არის ჯანსაღი მარცვალი, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც ნორმალურად, ასევე არანორმალურად. მისი განვითარება დამოკიდებულია სოციალურ გარემოზე, ეკონომიკურ პირობებზე, ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე და ბევრ სხვა რამეზეც. ამიტომ, ადამიანი კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც, მაგრამ თავისი ბუნებით ის კარგია. აი, არაქრისტიანული ცნობიერების მთავარი ანტითეზისი. არაფერს ვამბობს არარელიგიურ ცნობიერებაზე. მასზე სათქმელი არაფერია - ის საერთოდ: „ადამიანი - ეს ამაყად ჟღერს“. მხოლოდ ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა - ესაა საშინელი გარყვნის, დაცემის მდგომარეობა, ამასთან, ისეთი გარყვნის, რომ თვით ადამიანს საკუთარი ძალებით მისი განკურნება არ შეუძლია. ამ მტკიცებაზეა აგებული უდიდესი ქრისტიანული დოგმატი ქრისტეზე, როგორც მხსნელზე. სწორედ ეს იდეა არის პრინციპული ზღვარი ქრისტიანობასა და ყველა სხვა რელიგიას შორის. ახლა კი შევეცდები გაჩვენოთ, რომ ქრისტიანობას, სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, შეუძლია, ობიექტურად დაასაბუთოს მის მიერვე მოცემული მტკიცება. მოდით, მივმართოთ კაცობრიობის ისტორიას, ვნახოთ, რითი ცხოვრობს და რა მიზნები გააჩნია მას ჩვენი, ადამიანური მზერისთვის მისაწვდომი დროის მანძილზე. თქმაც არ უნდა - მას სურს, ღვთის სასუფეველი დაამყაროს დედამიწაზე, ე.ი. სამოთხე მოაწყოს. ზოგიერთებს ამ მიზნის განხორციელება ღვთის შეწევნით სურთ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უფალი განიხილება არა როგორც სიცოცხლის უმაღლესი მიზანი, არამედ როგორც საშუალება ამქვეყნიურ სიკეთეთა მისაღწევად. სხვებს ღმერთი საერთოდ არ სჭირდებათ. მაგრამ მთავარი სხვა რამეა. ყველას ესმის, რომ შეუძლებელია დედამიწაზე სასუფევლის მოწყობა ისეთი ელემენტალური რამეების გარეშე, როგორიცაა: მშვიდობა, სამართლიანობა, სიყვარული (თავითავად ცხადია, რა სამოთხე შეიძლება იყოს იქ, სადაც ომი, უსამართლობა და ბოროტება სუფევს?!), თუ გნებავთ, ურთიერთპატივისცემა - აქამდეც დავედით. ესე იგი, ყველას მშვენივრად ესმის, რომ ამ ძირითადი ზნეობრივი ფასეულობების განხორციელების გარეშე შეუძლებელია რამენაირი კეთილდღეობის მიღწევა დედამიწაზე. კაცობრიობა კი რას აკეთებს მთელი ისტორიის მანძილზე? ერიჰ ფრომს კარგად აქვს ნათქვამი: „კაცობრიობის ისტორის სისხლითაა დაწერილი. ეს - მუდმივი ძალადობის ისტორიაა“. ზუსტია! ისტორიკოსებს, განსაკუთრებით კი სამხედრო ისტორიკოსებს, შესაბამისი მაგალითების მოხმობით თვალნათლივ შეუძლიათ გვაჩვენონ, თუ რითია აღსავსე კაცობრიობის მთელი ისტორია: ომები, სისხლისღვრები, ძალადობა და სისასტიკე. იდეურად მეოცე საუკუნე „უმაღლესი ჰუმანიზმის“ საუკუნეა. სინამდვილეში კი, „სრულყოფილების“ ეს მწვერვალი დაღვრილი სისხლით აღემატა კაცობრიობის ყველა წინა საუკუნეს, ერთად აღებულს. ჩვენს წინაპრებს რომ დაანახათ ის, რაც XX საუკუნეში მოხდა, სისასტიკის, უსამართლობისა და სიცრუის მასშტაბები შეაძრწუნებდათ. რაღაც მიუწვდომელი პარადოქსია იმაში, რომ თავისი ისტორიის განვითარებასთან ერთად კაცობრიობა სულ უფრო და უფრო შორდება იმ ძირითად იდეას, მიზნებსა და ზრახვებს, რომლისკენაც თავდაპირველად იყო მიმართული მთელი მისი ძალისხმევა. მინდა დავსვა ასეთი რიტორიკული შეკითხვა: „შეიძლება გონიერი არსება ასე იქცეოდეს?“ ისტორია პირდაპირ დაგვცინის, ირონიულად მოგვიგებს: „კაცობრიობა ჭეშმარიტად გონიერი და ჯანსაღია. იგი სულით ავადმყოფი არ არის, არა და არა. ის, უბრალოდ, იმაზე ცოტა მეტს და ოდნავ უარესს აკეთებს, რასაც გიჟები საგიჟეებში სჩადიან“. ვაი, რომ ეს ფაქტია და მას ვერსად გავექცევით. სინამდვილე გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ცალკეული ადამიანები კი არ ცდებიან - არამედ ეს არის რაღაც ისეთი თვისება, რომელიც პარადოქსულად მოიცავს მთელ კაცობრიობას. თუ ადამიანს ეყოფა ზნეობრივი ძალა, „შემობრუნდეს საკუთარი თავისკენ“, შეხედოს საკუთარ თავს, არანაკლებ შთამბეჭდავ სურათს იხილავს. პავლე მოციქულმა იგი ზუსტად დაახასიათა: „უბადრუკი მე ესე კაცი“ (რომ. 7, 24), „რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“ (რომ. 7, 19). და მართლაც, ვინც ოდნავ მაინც მიაქცევს ყურადღებას იმას, რაც მის სულში ხდება, ზერელედ მაინც მოსინჯავს საკუთარ თავს, შეუძლებელია, ვერ შენიშნოს, თუ როგორაა სულიერად დასნეულებული, რამდენადაა დამორჩილებული და დამონებული სხვადასხვა ვნებების ზემოქმედებას. უაზრობაა, ვიკითხოთ: „უბედურო ადამიანო, რას ნთქავ ამ ხორაგს, რას ეძალები სასმელს, რატომ ცრუობ, რატომ გშურს, რას მეძაობ და ა.შ.? შენ ხომ ამით თავს იღუპავ, ოჯახს ანგრევ, საკუთარ შვილებს ამახინჯებ, წამლავ ატმოსფეროს შენს ირგვლივ. რატომ იკლავ თავს, რას ისერავ და იჩხვლეტ სხეულს, რატომ იფუჭებ ნერვებს, ფსიქიკას, ხორცსაც იუძლურებ? ხომ გესმის, რომ ეს ყველაფერი დამღუპველია?“ - „კი, მესმის, მაგრამ არ შემიძლია, ეს არ ვაკეთო“. ბასილი დიდს ერთხელ უთქვამს: „ადამიანთა სულებში არ ჩასახულა იმაზე დამღუპველი ვნება, ვიდრე შურია“. ასე რომ, ადამიანი, იტანჯება რა, როგორც წესი, ვერ ახერხებს გაუმკლავდეს საკუთარ თავს და სწორედ მაშინ, სულის სიღრმეში ყოველი გონიერი ადამიანი შეიცნობს იმას, რაზეც ქრისტიანობა ამბობს: „არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“ (რომ. 7, 19). რა არის ეს - ჯანმრთელობა თუ ავადმყოფობა? როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი სწორი ქრისტიანული ცხოვრებით? ისინი, ვინც განიწმინდნენ ვნებათაგან და თავმდაბლობა მოიპოვეს, ღირსი სერაფიმ საროველის სიტყვებით რომ ვთქვათ, „სული წმიდა მოიღეს“, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო სულიერ მდგომარეობას აღწევდნენ: თავი ყველაზე უარესად მიაჩნდათ. პიმენი დიდი ამბობდა: „მერწმუნეთ, ძმანო, მეც იქ ჩამაგდებენ, სადაც სატანა ჩააგდეს“. როცა სისოი დიდი კვდებოდა, სახე მზესავით გაუბრწყინდა, შეუძლებელი იყო მისთვის თვალის გასწორება. წმინდანი კი ღმერთს ევედრებოდა, კიდევ ცოტაოდენი დრო მიეცა სინანულისთვის. რა არის ეს? რაღაც ფარისევლობა, მოჩვენებითი თავმდაბლობა? ღმერთა დაგვიფაროს! მათ ფიქრებით შეცოდებისაც ეშინოდათ, ამიტომაც, გულწრფელად ამბობდნენ იმას, რასაც სინამდვილეში განიცდიდნენ. ჩვენ ოდნავ მსგავს რამესაც კი არ განვიცდით. ყოველგვარი ჭუჭყითა ვარ აღსავსე, თავი კი ძალიან კარგი მგონია. მე კარგი ვარ! მერე რა, რომ ზოგჯერ ვცოდავ, უცოდველი არავინაა. მითხარით ერთი, ვინ მჯობია? თან, მე იმდენად არა ვარ დამნაშავე, რამდენადაც აი, ის ვიღაც კაცი, ვიღაც ქალი, და საერთოდ, სხვები. ჩვენ ვერ ვჭვრეტთ საკუთარ სულებს და ამიტომაც ვთვლით თავს ასე კარგებად. რა საოცარი განსხვავებაა წმინდა ადამიანთა და ჩვენს ხედვას შორის! ვიმეორებ, ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ ადამიანი თავისი ბუნებით, თავის ახლანდელ, ეგრეთ წოდებულ ნორმალურ მდგომარეობაში, საშინლად დასნეულებულია. სამწუხაროდ, ჩვენ ამას თითქმის ვერ ვამჩნევთ. უცნაური სიბრმავე, უსაშინლესი, უმთავრესი, რომელიც ჩვენშია, - ესაა საკუთარი სნეულების ვერდანახვა. არადა, ყველაზე საშიში სწორედ ეს არის. იმიტომ, რომ როცა ადამიანი ამჩნევს თავის სნეულებას, მკურნალობს, ექიმებს მიმართავს, დახმარებას ეძებს. მაგრამ როცა თავი ჯანმრთელად მიაჩნია, ექიმთან მას მიასწავლის, ვინც უმტკიცებს, სნეული ხარო. აი, ჩვენი ავადმყოფობის უმძიმესი ნიშანი. ხოლო კერძოდ თუ რას წარმოადგენს იგი, მთელი ძალითა და სიცხადით მოწმობს როგორც კაცობრიობის, ისე ცალკეული ადამიანების ცხოვრების წესი. და ყოველი ჩვენგანი ნათლად ხედავს ამას საკუთარი ცხოვრების მაგალითზე. შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანური ბუნების დასნეულების შესახებ ქრისტიანული სწავლება უკვე ობიექტური დასტურია საიმისოდ, თუ რომელ რელიგიას უნდა მივმართო - იმას, რომელიც ავლენს ჩემს სნეულებებს და მათი მკურნალობის საშუალებებს მთავაზობს, თუ იმ რელიგიას, რომელიც ჩქმალავს ჩემს წყლულებს, ადამიანურ თავ-მოყვარეობას უკმევს და მეუბნება: ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი მშვენივრადაა, არავითარ მკურნალობას შენ არ საჭიროებ, პირიქით, გარემომცველ სამყაროს უნდა კურნავდე, თვითგანვითარებასა და თვით-სრულყოფაზე უნდა ზრუნავდე... ისტორიულმა გამოცდილებამ კი გვიჩვენა, რასაც ნიშნავს მკურანლობაზე უარის თქმა. კარგით, მივედით ქრისტიანობამდე. მადლობა უფალს, - ბოლოს და ბოლოს მივაგები ჭეშმარიტ სარწმუნოებას. შევდივარ მომდევნო ოთახში... მაგრამ ისიც ხალხითაა გაჭედილი. ისევ შეძახილები: ჩემი ქრისტიანული სარწმუნოება საუკეთესოა! კათოლიკე მოგვიწოდებს: შეხედეთ, რამდენი დგას ჩემს უკან - 1 მილიარდ 45 მილიონი. სხვადასხვა დომინაციის პროტესტანტები ამბობენ, ჩვენ 350 მილიონი ვართო. მართლმადიდებლები ყველაზე ცოტანი არიან - სულ 170 მილიონი. მართალია, ვიღაც მკარნახობს, რომ ჭეშმარიტება რაოდენობაში კი არა, ხარისხშია, მაგრამ საკითხი ძალიან სერიოზულად დგას. „მაინც სად არის ის, ჭეშმარიტი ქრისტიანობა?“ ამ საკითხის გადაწყვეტაც სხვადასხვაგვარად შეიძლება. სემინარიაში ყოველთვის გვთავაზობდნენ, ერთი მხრივ, კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის, მეორე მხრივ კი - მართლმადიდებლობის დოგმატური სისტემების შედარებითი შესწავლის გზას. ეს მეთოდი უეჭველად იმსახურებს ყურადღებასა და ნდობას, მაგრამ მე ის საუკეთესოდ და სრულყოფილა სულაც არ მიმაჩნია, რადგან, ადამიანს თუ კარგი განათლება და საკმარისი ცოდნა არა აქვს, ძალიან გაუჭირდება დოგმატური დისკუსიების ლაბირინთში გაღწევა და იმის გარკვევა, თუ ვინაა მართალი და ვინ - მტყუანი. ამასთან, იქ ზოგჯერ ისეთი მძლავრი ფსიქოლოგიური მეთოდები გამოიყენება, რომლებითაც ძალიან ადვილია ადამიანისთვის თავგზის აბნევა. მაგალითად, თუ კათოლიკეებთან პაპის პრიმატის პრობლემას განიხილავ, გეტყვიან: „პაპი? პაპის პრიმატი და უცოდველობა? - რას ამბობთ, ეს ხომ სისულელეა. ეს იგივე, რაც პატრიარქის ავტორიტეტი. პაპის უცოდველობა და ძალაუფლება, პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდება ნებისმიერი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის განცხადებებისა და ეპისკოპოსის ავტორიტეტულობისაგან“. სინამდვილეში კი, აქ პრინციპულად განსხვავებულ დოგმატურ და კანონიკურ დონეებთან გვაქვს საქმე. ასე რომ, დოგმატურ-შედარებითი მეთოდი საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ უპირისპირდებით საქმეში ღრმად ჩახედულ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისი აზრი მოგახვიოთ თავს. არსებობს მეორე გზაც, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რა არის კათოლიციზმი და საით მიაქანებს იგი ადამიანს. ესეც შედარებითი კვლევის მეთოდია, მაგრამ ამჯერად, კვლევის საგანს წარმოადგენს ცხოვრების სულიერი მხარე, რომელიც ნათლად იჩენს თავს წმინდანთა ცხოვრებაში. სრული ძალითა და სიცხადით სწორედ აქ ვლინდება „კათოლიკური სულიერების მთელი (ასკეტური ტერმინი რომ ვიხმაროთ) ხიბლი“, ხიბლის მდგომარეობა, რომელსაც უმძმესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ცხოვრების ამ გზაზე შემდგარი ასკეტისთვის. საჯარო ლექციების კითხვისას, აუდიტორიიდან, სადაც სრულიად განსხვავებული ადამიანები იყრიან თავს, ხშირად მესმის კითხვები: „რითი განსხვავდება კათოლიციზმი მართლმადიდებლობისაგან? რაში გამოიხატება მისი ცდომილება? ხომ არ წარმოადგენს იგი, უბრალოდ, ქრისტესკენ მიმავალ სხვა გზას?“ და ბევრჯერ დავრწმუნებულვარ, რომ საკმარისია, რამდენიმე მაგალითის მოყვანა კათოლიკე მისტიკოსთა ცხოვრებიდან, რომ დაინტერესებულმა პირებმა მიპასუხონ: „გმადლობთ, ახლა ყველაფერი ცხადია“. ჭეშმარიტად, ნებისმიერი ადგილობრივი მართლმადიდებელი ან არამართლმადიდებელი ეკლესია თავისი წმიდანებით ფასდება. მითხარით, ვინ არიან თქვენი წმინდანები და გეტყვით, როგორია თქვენი ეკლესია, რადგან ნებისმიერი ეკლესია წმინდანებად რაცხავს მათ, რომელთაც საკუთარი ცხოვრებით ხორცი შეასხეს ქრისტიანობის იმ იდეალს, რომელსაც გვისახავს ესა თუ ის ადგილობრივი ეკლესია. ამიტომაც, ამა თუ იმ ადამიანის კანონიზაცია წარმოადგენს ეკლესიის მოწმობას არა მარტო იმ ქრისტიანზე, რომელიც, მისი აზრით, ღირსია დიდებისა და მისაბაძ მაგალითად დასახვისა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იგი არის ეკლესიის მოწმობა საკუთარ თავზე. წმინდანების მაგალითით ყველაზე დამაჯერებლად შეიძლება მსჯელობა ამა თუ იმ ეკლესიის ჭეშმარიტ ან მოჩვენებით სიწმინდეზე. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს იმის საჩვენებლად, თუ როგორია სიწმინდის გაგება კათოლიკურ ეკლესიაში. ერთი-ერთი უდიდესი „კათოლიკე წმინდანია“ ფრანცისკ ასიზელი (XII ს.). მისი სულიერი თვითშეგნება ცხადად ჩანს შემდეგი ფაქტებიდან. ერთხელ ფრანცისკი დიდხანს ლოცულობდა (მეტად დამახასიათებელია ლოცვის საგანი) „ორი წყალობისთვის“: „პირველი - რომ... შევძლო... განვიცადო ის ტკივილები, რომლებიც განიცადე შენ, უტკბესო იესო, შენი მტანჯველი ვნებების ჟამს. და მეორე წყალობა... რომ შევძლო შევიგრძნო... ის უსაზღვრო სიყვარული, რომლითაც იწვოდი შენ, ძეო ღვთისაო“. როგორც ვხედავთ, ფრანცისკეს საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება კი არ აწუხებდა, არამედ აშკარა პრეტენზიები ქრისტესთან თანატოლობაზე. ამ ლოცვის დროს მან „შეიგრძნო, რომ სრულიად გარდაისახა იესოდ“, რომელიც უკვე გამოუჩნდა ექვსფრთიანი სერაფიმის სახით და ცეცხლოვანი ისრები სტყორცნა ჯვარცმული მაცხოვრის ჭრილობების ადგილზე (ხელები, ფეხები და მარჯვენა ფერდი). ამ ხილვის შემდეგ ფრანცისკს გაუჩნდა მტკივნეული სისხლმდინარე ჭრილობები (სტიგმები) - „იესოს ვნებების“ ნაკვალევი. ამ სტიგმების ბუნება ფსიქიატრიაში კარგადაა ცნობილი. ჯვარცმული ქრისტეს ვნებებზე ყურადღების მუდმივი კონცენტრაცია მეტისმეტად აღაგზნებს ადამიანის ნერვებსა და ფსიქიკას და ხანგრძლივი ვარჯიშით, შესაძლოა, ეს მოვლენა გამოიწვიოს. ამაში მადლისმიერი არაფერია, რადგან ქრისტეს მიმართ ამგვარ თანაგანცდაში არ არის ის ჭეშმარიტი სიყვარული, რომლის არსსაც უფალი ამ სიტყვებით გვიცხადებს: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (ინ. 14, 21). ამიტომაც, თანაგანცდაზე ოცნება ერთ-ერთ უმძიმეს შეცდომას წარმოადგენს სულიერ ცხოვრებაში, მას ბევრი მოსაგრისთვის შეუქმნია დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ამპარტავნებაში, აშკარა ხიბლისმიერ მდგომარეობაში ჩაუგდია, ეს კი, არცთუ იშვიათად, პირდაპირ ფსიქიურ დარღვევებთანაა დაკავშირებული (შედარებისთვის იკმარებს ფრანცისკის „ქადაგებები“ ჩიტების, მგლების, გვრიტების, გველების... ყვავილების მიმართ და მისი მოკრძალებული დამოკიდებულება ცეცხლთან, ქვებთან, მატლებთან). ძალიან დამახასიათებელია ცხოვრების მიზანიც, რომელიც ფრანცისკმა დაისახა: „ვიღწვოდი და მსურს, კვლავაც ვიღვაწო... რადგან ამას პატივი მოაქვს“. ფრანცისკს სურს, ევნოს სხვებისთვის და სხვების ცოდვები გამოისყიდოს. ამიტომ ხომ არ იყო, რომ სიცოცხლის დასასრულს მან გულწრფელად წარმოთქვა: „არ გამაჩნია არანაირი ცოდვა, რომელიც აღსარებით და სინანულით არ გამომესყიდოს“. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ იგი ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, საკუთარ დაცემას, ესე იგი, სულიერად ის მუდმივ სიბნელეშია, ბრმაა. შედარებისთვის მოვიგონოთ ღირსი სისოი დიდის (V ს.) მიცვალება. სულისა და ხორცის გაყრის ჟამს ძმებით გარშემორტყმული მოსაგრე უხილავ არსებებს ესაუბრებოდა. ბერების შეკითხვაზე, თუ ვის მიმართავდა იგი, წმიდანმა მიუგო: „ანგელოზები მოვიდნენ ჩემს წასაყვანად, მაგრამ მე ვევედრები მათ, ცოტა მადროვონ, რომ მოვინანიო“. ძმები, რომელთაც იცოდნენ, რომ მათი მოძღვარი სათნოებების მწვერვალამდე იყო ასული, შეეპასუხნენ: „შენ სინანული არ გჭირდება, მამაო“, რაზეც სისოიმ მიუგო: „ჭეშმარიტად არა ვუწყი, სინანულის დასაბამიც მოვიგე კი?“. ეს ღრმა შეგნება საკუთარი არასრულყოფილებისა წარმოადგენს ყველა ჭეშმარიტი არასრულყოფილებისა წარმოადგენს ყველაჭეშმარიტი მართლმადიდებელი წმინდანის მთავარ დამახასიათებელ ნიშანს. მოვიხმოთ ნაწყვეტები „ნეტარი ანჟელას ხილვებიდან“. სულიწმიდა მას თითქოს ასე მიმართავს: „ასულო ჩემო, ჩემო ტკბილო, მე შენ ძალიან მიყვარხარ“. „ვიყავი მოციქულებთან. ისინი ხორციელი თვალებით მხედავდნენ, მაგრამ ისე ვერ შემიგრძნობდნენ, როგორც შენ შემიგრძნობ“. ანჟელა ასე აღგვიწერს თავის ერთ-ერთ ხილვას: „წყვდიადში მე ვხედავ წმინდა სამებას და თვით სამებაში, რომელსაც წყვდიადში ვხედავ, მეჩვენება, თითქოს ვდგავარ და ვიმყოფები მის შუაგულში“. თავის დამოკიდებულებას იესო ქრისტესთან იგი ასე აღგვიწერს: „მე შემეძლო მთალიანად მოვქცეულიყავი იესო ქრისტეში“, ან: „მისი სიტკბობებისა და მასთან განშორების მწუხარების გამო ვყვიროდი და სიკვდილს ვნატრობდი“, - ამასთან, „ანჟელა ისეთი გააფრთებით იგვემდა თავს, რომ მონაზვნები იძულებულნი ხდებოდნენ, გაეყვანათ იგი ეკლესიიდან“. ანჟელას „ხილვებს“ უხეშად, მაგრამ სწორად აფასებს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი რელიგიური მოაზროვნე ა.თ.ლოსევი. კერძოდ, იგი წერს: „სხეულით ცთუნებასა და მოხიბლვას მოჰყვება ის, რომ „სულიწმინდა“ ეცხადება ნეტარ ანჟელას და ასეთ სატრფიალო სიტყვებს ჩასჩურჩულებს: „ასულო ჩემო, ჩემო ტკბილო, ასულო ჩემო, ტაძარო ჩემო, ასულო ჩემო, ტკბობავ ჩემო, გიყვარდე მე, რადგან ძალიან მიყვარხარ, იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე შენ გიყვარვარ“. წმინდანი სასიამოვნო მოთენთილობის მდგომარეობაშია, ტრფიალებით გამოწვეული ტანჯვის გამო ადილს ვერ პოულობს. მიჯნური კი ისევ ეცხადება და ეცხადება, სულ უფრო მეტად ახურვებს მის სხეულს, გულს, სისხლს. ქრისტეს ჯვარი მას საქორწინო სარეცელად ესახება... რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო განსხვევებული ბიზანტიურ-რუსული მკაცრი და უბიწო მოსაგრეობისგან (ე.ი. მართლმადიდებლური მოსაგრეობისაგან, რომელსაც განსხვავებული ეროვნული ხასიათები კიდევ უფრო ამდიდრებს და ალამაზებს. - მთარგმნელის შენიშვნა), ვიდრე ეს გამუდმებული მკრეხელური განცხადებები: „ჩემი სული შეუქმნელ ნათელში იქნა შეწყნარებული და აღყვანილი“; ქრისტეს ჯვრის, ქრისტეს ჭრილობებისა და მისი სხეულის ცალკეული ნაწილების მიმართ მიპყრობილი ეს ვნებიანი მზერა, სისხლიანი ლაქების ეს ძალდატანებითი გამოწვევა საკუთარ სხეულზე... ყოველივე ამის დასასრული ასეთია: ქრისტე ჯვარზე მიმსჭვალულ ხელს შემოხვევს ანჟელას, მას კი, სული ელევა ტანჯვისა და ბედნიერებისაგან და ამბობს: „ზოგჯერ ამ უმჭიდროესი ჩახუტებისაგან სულს ეჩვენება, რომ ქრისტეს ფერდში შედის. შეუძლებელია იმ სიხარულისა და გაცისკროვნების აღწერა, რომელსაც იგი იქ აღწევს. ეს განცდა ისე ძლიერია, რომ ზოგჯერ ფეხზე დგომას ვერ ვახერხებ, ვწევარ და ენა მერთმევა... და მე ვიწექი, ენა და სხეულის ნაწილები წამერთვა“. „კათოლიკური სიწმინდის“ ნათელი მაგალითია ეკატერინე სიენელი, რომელიც პაპ პავლე VI მიერ წმინდანთა უმაღლეს რანგში - „ეკლესიის მოძღვრის“ ხარისხში იქნა აღყვანილი. მოვიყვან რამდენიმე ამონაწერს ანტონიო სიკარის კათოლიკური წიგნიდან „წმინდანთა პორტრეტები“. ვფიქრობთ, ციტატებს კომანეტარი არ დასჭირდება. ეკატერინე დაახლოებით 20 წლისა იყო. „ის გრძნობდა, რომ მის ცხოვრებაში გადამწყვეტი გარდატეხა უნდა მომხდარიყო და განაგრძობდა გულმოდგინე ვედრებას უფალ იესოს მიმართ - იმეორებდა მშვენიერ, უნაზეს ფორმულას, რომელიც მისთვის ჩვეულებრივი გახდა: „შემიუღლდი სარწმუნოებაში!“. „ერთხელ ეკატერინემ იხილა ჩვენება: ღვთაებრივი სასიძო ეხვეოდა, თავისკენ იზიდავდა, შემდეგ მკერდიდან გული ამოაცალა, რომ მისთვის სხვა, საკუთარ გულს უფრო მეტად მიმსგავსებული გული მიეცა“. ერთხელ ხმა გავარდა, ეკატერინე მოკვდაო. „შემდგომ თავად ყვება, რომ მისი გული ღვთაებრივი სიყვარულის ძალით გაიგლიჯა, მას სიკვდილის ზღუდე გადალახა და „იხილა სამოთხის ბჭეები“. მაგრამ „დაბრუნდი, შვილო ჩემო, - მითხრა უფალმა, შენ უნდა დაბრუნდე... მე შენ ეკლესიის მთავრებთან და ხელმწიფეებთა მიგიყვან“. „და მორჩილმა გოგონამ დაიწყო გრძელი ეპისტოლეების დაგზავნა მთელს ქვეყნიერებაზე. ამ წერილებს, ხშირად ერთდროულად სამს ან ოთხს, სხვადასხვა შინაარსის მქონეს, იგი საშინელი სისწრაფით კარნახობდა, არ იბნეოდა და სწრაფმწერლებს სჯაბნიდა. ყველა ეს ეპისტოლე ვნებიანი ფორმულით მთავრდებოდა: „იესო უტკბესი, იესო სიყვარული“. ხშირად კი იწყებოდა სიტყვებით... „მე, ეკატერინე, მსახური და მხევალი იესოსი, გწერთ მის უძვირფასეს სისხლში“. „ეკატერინეს ეპისტოლეებში“, უპირველეს ყოვლისა, თვალშისაცემია ხშირი და დაჟინებული გამეორება სიტყვებისა: „მე მსურს“. „ამბობენ, რომ ამ შეუპოვარი სიტყვებით - „მე მსურს“ - ექსტაზის მდგომარეობაში იგი იესო ქრისტესაც მიმარავდა“. ნაწყვეტი გრიგოლ XI-თან მიმოწერიდან, რომელსაც იგი შეაგონებდა, ავინიონიდან რომში დაბრუნებულიყო: „მოგმართავთ ქრისტეს სახელით... მოგმართავთ თქვენ, მამაო, იესო ქრისტეში... გამოეხმიანეთ თქვენდამი მიმართულ სულიწმინდის ძახილს“. საფრანგეთის მეფეს კი ეკატერინე მიმართავს სიტყვებით: „აღასრულეთ ნება ღვთისა და ჩემი“. არა ნაკლებ დამახასიათებელია „ხილვები“ ტერეზა ავილიელისა, რომელიც პაპმა პავლე VI ასევე „ეკლესიის მოძღვრის“ ხარისხში აღიყვანა. სიკვდილის წინ მან წამოიძახა: „ო, ღმერთო ჩემო, მეუღლევ ჩემო, როგორც იქნა, გიხილავ!“ ეს უაღრესად უცნაური შეძახილი შემთხვევითი არაა. იგი კანონზომიერი შედეგია ტერეზას მთელი „სულიერი“ ღვაწლისა, რომლის არსიც ვლინდება თუნდაც შემდეგ ფაქტში. თავისი მრავალრიცხოვანი გამოცხადებების შემდეგ „ქრისტე“ ტერეზას მიმართავს: „დღეიდან შენ ჩემი სასძლო ხარ... ამიერიდან მე არა მარტო შემოქმედი ვარ შენი, არამედ სასიძოც“. „უფალო, ან ვიტანჯო შენთან ერთად, ან მოვკვდე შენთვის“ - ლოცულობს ტერეზა და „ამ ალერსით გათანგული ეცემა“... - წერს დ.მერეჟოვსკი. ამიტომ გასაოცარი არაა, რომ ტერეზა აღიარებს: „მიჯნური სულს ისეთი გამჭოლი სტვენით უხმობს, რომ შეუძლებელია, არ გაიგონო. ეს ძახილი სულზე ისე მოქმედებს, რომ ნდომისგან ძალა ეცლება“. ამიტომ შემთვევითი არაა, რომ ტერეზას მისტიკური გამოცდილების შეფასებისას ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი წერდა: „მისი წარმოდგენები რელიგიის შესახებ დადიოდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მიჯნურისა და მისი ღვთაების დაუსრულებელ სასიყვარულო ფლირტამდე“. კათოლიციზმში სიწმინდის გაგების კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაციაა ტერეზა ლიზიელი (ტერეზა პატარა, ან ტერეზა იესოს ჩვილი), რომელმაც 23 წელი იცოცხლა ამქვეყნად, 1997 წელს კი, მიცვალებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად, პაპ იოანე პავლე II-ის „უცოდველი“ გადაწყვეტილებით, მსოფლიო ეკლესიის კიდევ ერთ მოძღვრად იქნა გამოცხადებულო. აი, რამდენიმე ციტატა ტერეზას სულიერი ავტობიოგრაფიიდან - „მოთხრობა ერთი სულის შესახებ“, რომელიც მჭევრმეტყველურად მოწმობს მის სულიერ მდგომარეობაზე. „გასაუბრების დროს, რომელიც წინ უძღოდა ჩემს აღკვეცას, მე გავამხილე, თუ რა ღვაწლის აღსრულებას ვაპირებდი კარმელაში: „მე ჩამოვედი იმისთვის, რომ სულები ვიხსნა, უპირველეს ყოვლისა კი, ღვთისმსახურთათვის ვილოცო“ (საკუთარი თავის კი არა, სხვების ცხონებაზე ზრუნავს!). საკუთარ უღირსებაზე საუბრისას იგი წერს: „მე განუხრელად ვინარჩუნებ კადნიერ სასოებას იმისას, რომ დიდი წმინდანი გავხდები... მე ვფიქრობდი, რომ დიდებისთვის ვიყავი დაბადებული და მისი მიღწევის გზებს ვეძებდი. და აი, უფალმა ღმერთმა... გამიცხადა, რომ ჩემი დიდება წარმავალი მზერის წინაშე არ გაცხადდება, მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მე დიდი წმინდანი გავხდები!!!“ (შევადაროთ: მაკარი დიდი, რომელიც სიწმინდის ისეთ მაღალ საფეხურზე იყო ასული, რომ თანამოსაგრეები „მიწიერ ღმერთს“ ეძახდნენ, უფალს ასე ევედრებოდა: „ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა“). მოგვიანებით ტერეზა კიდევ უფრო გულახდილად დაწერს: „ჩემი დედა-ეკლესიის გულში მე სიყვარული შევიქნები... მაშინ მე ყველაფერი ვიქნები... და ამით ჩემი ოცნებაც აღსრულდება!!!“ „არაჩვეულებრივია“ ტერეზას სწავლება სულიერი სიყვარულის შესახებ: „ეს სასიყვარულო ამბორი იყო. მე სატრფოდ ვგრძნობდი თავს და ვამბობდი: „მე შენ მიყვარხარ და საუკუნოდ მიგანდობ თავს“. არც თხოვნა ყოფილა, არც ბრძოლა, არც მსხვერპლი; დიდი ხანი იყო, რაც იესომ და პატარა, საბრალო ტერეზამ, რაკი შეხედეს ერთმანეთს, ყველაფერი გაიგეს... ამ დღეს მზერათა გაცვლა კი არა, შერწყმა მოჰყვა, როცა უკვე ორი არ არსებობდა: ტერეზა ოკეანის სიღრმეებში ჩაკარგული წყლის წვეთივით გაქრა“. არა მგონია, რომ საწყალი გოგონას - „კათოლიკური ეკლესიის მოძღვრის“ - ეს ოცნებით აღსავსე რომანი კომენტარს საჭიროებდეს. წარმოსახვის მეთოდურ განვითარებაზეა დამყარებული კათოლიკური მისტიკის ერთ-ერთი ბურჯის, იეზუიტების ორდენის ფუძემდებლის, ეგნატე ლოიოლას (XVI ს.) მისტიკური გამოცდილება. მისი წიგნი „სულიერი სავარჯიშოები“, რომელიც დიდი ავტორიტეტით საარგებლობს კათოლიკობაში, გამუდმებით მოუწოდებს ქრისტიანს, წარმოიდგინოს, წარმოისახოს, უჭვრიტოს წმინდა სამებას, ქრისტეს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს და ა.შ., რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება მსოფლიო ეკლესიის წმინდანთა სულიერი ღვაწლის საფუძვლებს, რომდენადაც მორმწუნე სრულ სულიერ და ხორციელ მოშლილობამდე მიჰყავს. ძველი ეკლესიის ავტორიტეტული ასკეტური ჩანაწერების კრებული „სიკეთისმოყვარება“ გადაჭრით კრძალავს ამგვარ „სულიერ ვარჯიშებს“. აი, რამდენიმე გამონათქვამი ამ წიგნიდან: „ნუ ისურვებ გრძნობიერად იხილო ანგელოზნი ან ძალნი, ან ქრისტე, რომ მგლის მწყემსად მიჩნევით და მტრების-დემონების თაყვანისცემით არ შეირყე“. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (XI ს.) მათ შესახებ მსჯელობისას, ვინც ლოცვის დროს „ზეციურ სიკეთეებს, ანგელოზთა დასებს და წმინდანთა სავანეებს წარმოისახავს“, პირდაპირ ამბობს, რომ „ეს ხიბლის ნიშანია“. ამავე გზას ადგანან და ცოდვაში ვარდებიან ისინიც, რომლებიც ხორციელი თვალებით ნათელს ჭვრეტენ, ყნოსვის ორგანოებით კეთილსურნელებას შეიგრძნობენ, ყურებში ხმები ჩაესმით და სხვა“. ღირსი გრიგოლ სინელი (XIV ს.) შეგვახსენებს: „ნურასოდეს მიიღებ, თუ იხილავ რაიმე გრძნობადს ან სულიერს, გარეთ ან შიგნით, თუნდაც ეს ქრისტეს, ანგლოზის, ან რომელიმე წმინდანის სახება იყოს... ამის მიმღები ადვილად იხიბლება... ღმერთი არ ურისხდება საკუთარ თავზე გულდასმით მიყურადებულს, თუ ის ხიბლში ჩავარდნის შიშით არ მიიღებს იმას, რაც მისგანაა.. პირიქით, ქებით მოიხსნებს მას, როგორც ბრძენს“. ნამდვილად მართალი იყო ის მებატონე, რომელმაც (როგორც წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი მოგვითხრობს) საკუთარ ასულს ხელში კათოლიკური წიგნი - თომა კემპფელის (XV ს.) „მიბაძვა იესო ქრისტესი“ - რომ დაუნახა, გამოგლიჯა იგი და რისხვით მიმართა: „შეწყვიტე ღმერთთან რომანის თამაში“. ზემოთ მოყვანილი მაგალითები არ გვიტოვებენ ამ სიტყვების სამართლიანობაში დაეჭვების არანაირ საშუალებას. ძალზე სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კათოლიკურ ეკლესიაში უკვე აღრეულია სულიერი და ხორციელი, სიწმინდე და მეოცნებეობა, აქედან გამომდინარე კი ვერც ქრისტიანობას არჩევენ წარმართობისგან. ეს - რაც შეეხება კათოლიციზმს. პროტესტანტიზმის არსის შესაცნობად კი, ჩემის აზრით, დოგმატიკაზე უბრალო თვალის გადავლებაც საკმარისია. მე არ მწვალებლობის ერთი და უმთავრესი მტკიცებით შემოვიფარგლები: „ადამიანი ცხონდება მხოლოდ სარწმუნოებით და არა საქმეებით, რადგან მორწმუნეს ცოდვა ცოდვად არ ერაცხება“. აი, პროტესტანტების ძირითადი ცდომილება. ისინი ცხონების სახლის მშენებლობას მეათე სართულიდან იწყებენ, რადგან ავიწყდებათ ძველი ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, თუ როგორი სარწუნოება აცხოვნებს ადამიანს. იმის რწმენა ხომ არა, რომ ქრისტე 2000 წლის წინ გარდამოხდა ზეცით და ყოველივე აღასრულა ჩვენთვის?! რითი განსხვავდება სარწმუნოების მართლმადიდებლური გაგება პროტესტანტულისაგან? მართლმადიდებლობაც ამტკიცებს, რომ ადამიანს სარწმუნოება აცხოვნებს, მაგრამ იგი თვლის, რომ მორწმუნეს ცოდვა ცოდვად ეთვლება. როგორია ეს სარწმუნოება? ეს არის სარწმუნოებრივი მდგომარეობა, რომელსაც გონიერი ადამიანი სწორი, ქრისტიანული ცხოვრებით აღწევს და მხოლოდ და მხოლოდ მისი წყალობით რწმუნდება იმაში, რომ ვნებათა მონობისა და სატანჯველებისაგან მისი ხსნა მარტო ქრისტეს შეუძლია. როგორ მიიღწევა ეს სარწმუნოებრივი მდგომარეობა? სახარებისეულ მცნებათა შესრულების მცდელობით და გულწრფელი სინანულით. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: „ქრისტეს მცნებების გულმოდგინე შესრულება ადამიანს ასწავლის თავის უძლურებას“, ე.ი. უცხადებს, რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად, ღვთის შეწევნის გარეშე ამოძირკვოს ვნებები საკუთარი თავიდან. როგორც აღვნიშნეთ, თვითონ ადამიანს, მარტოდამარტო, ეს არ შეუძლია, ღმერთთან ერთად კი, როცა უკვე „მარტოკაცი“ არ ეთქმის, თურმე ყველაფერი ძალუძს. სწორი ქრისტიანული ცხოვრება უცხადებს ადამიანს, პირველ რიგში, იმას, რომ ვნებები სნეულებებია, შემდეგ კი იმას, რომ ღმერთი ყველა ჩვენთაგანთან ახლოსაა, და ბოლოს, რომ ის მზადაა, ყოველ წამს მოგვეშველოს და გვიხსნას ცოდვისგან. მაგრამ უფალი უჩვენოდ, ჩვენი ძალისხმევისა და ბრძოლის გარეშე ვერ გვიხსნის. აუცილებელია ღვაწლი, რომელიც ქრისტეს მიღების უნარს მოგვანიჭებს და დაგვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ ღვთის გარეშე საკუთარი თავის განკურნება არ შეგვიძლია. მხოლოდ მაშინ ვხვდები მსხნელის საჭიროებას, როცა ვიძირები, ნაპირზე მე იგი არ მჭირდება. ქრისტესკენაც მაშინ მივიქცევი, როცა ვხედავ, რომ მტანჯველ ვნებებში ვინთქმები. ისიც მოდის და შემეწევა. სწორედ აქედან იწყება ცოცხალი, მაცხოვნებელი სარწმუნოება. მართლმადიდებლობა გვასწავლის, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფლება და ღირსება, როგორც ღვთის თანაშემწეს საკუთარი ცხონების საქმეში. ის არ არის, ლუთერის სიტყვებით რომ ვთქვათ „მარილის სვეტი“, რომელსაც არაფერი შეუძლია. აქედან ცხადი ხდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხონების საქმეში ყველა სახარებისეული მცნების შესრულებას და არა მარტო სარწმუნოებას, ე.ი. ცხადი ხდება ჭეშმარიტება მართლმადიდებლობისა. ასე იწყება ადამიანისთვის მართლმადიდებლობა და არა უბრალოდ ქრისტიანობა, უბრალოდ რელიგია ან ღვთის რწმენა. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთ შემთხვევაში ღმერთი უბედურ შემთხვევას უშვებს იმისთვის, რომ მისგან რაიმე უკეთესი გამოვიდეს, მეორე შემთხვევაში - „პედაგოგიური“ მიზნით. ერთი იღებს სასყიდელს, მეორეს - მიეზღვება ცოდვებისათვის - არაფერი იკარგება. იცით, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი უშვებს - მისი კაცთმოყვარების გამო ხდება, თვით ადამიანების სიკვდილიც კი?! ღმერთი ხომ „გულმტკივნეულია“. გახსოვთ, რამდენი წინასწარმეტყველი გაწყვიტა ილიამ? - ბაალის სამასი ქურუმი. მან უთხრა მათ: „თქვენ ილოცეთ და მეც ვილოცებ. ვისი ცეცხლიც თავისით აინთება, მისი ღმერთია ჭეშმარიტი“. მაშინ ბაალის ქურუმებმა ყვირილი დაიწყეს: „ისმინე ჩვენი, ღმერთო ჩვენო ბაალ, ისმინე ჩვენი“. - პასუხი კი არ მიუღიათ. „თქვენი ღმერთი დაკავებულია და თქვენი არ ესმის, აბა, უფრო ხმამაღლა იყვირეთ“. - უთხრა ილიამ. ისინი კიდევ უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულების მიხედვით დანებით იჭრიდნენ სხეულებს, რომ ტკივილისგან უფრო ხმამაღლა ეყვირათ და ბაალს ესმინა მათი ბოლოს და ბოლოს, როცა ვერაფერს მიაღწიეს, ილია წინასწარმეტყველმა უთხრა: „დაასველეთ ჩემი შეშა“... შემდეგ კვლავ თქვა: „გაიმეორეთ“ - შეშა და მსხვერპლი წყლით დაასველეს, შემდეგ - კვლავ და კვლავ! იმდენი დაასხეს, რომ შეშაც დასველდა და წყალი სამსხვერპლოს გარშემო გადმოიღვარა. როგორც კი ილია წინასწარმეტყველმა ილოცა, ციდან გადმოვიდა ცეცხლი და დაწვა ყველაფერი, რაც სამსხვერპლოზე იყო შესაწირად - თვით სამსხვერპლოსთან ერთად. „შეიპყარით ქურუმები! - უბრძანა წინასწარმეტყველმა ხალხს - იმიტომ, რომ ისინი კერპთმსახურებით აცდუნებენ ადამიანებს“. და ამიტომ მან დახოცა ყველა ეს ცრუწინასწარმეტყველი. ბევრი ამბობს: „მომიტევეთ, მაგრამ როგორ დახოცა ილია წინასწარმეტყველმა ამდენი ადამიანი?“ ღმერთი სასტიკი არ არის. ის არც წინასწარმეტყველს ჰქონდა. მაგრამ კერპის ქურუმებმა იმ დროში უკვე მთელი ხალხი აცდუნეს. იქამდე მივიდა, რომ წინასწარმეტყველი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა - მარტო დავრჩიო. წარმოიდგინეთ! მაგრამ გარდა ამისა ქურუმები საკუთარი ჭრილობების გამო მეტნი გაწყდნენ, ვიდრე ილიას მახვილით, რომელმაც მხოლოდ მათ ტანჯვას მოუღო ბოლო. მათ ტკივილს ამძაფრებდა თვითტანჯვა. ხედავ: ყველაფერი, რასაც ღმერთი უშვებს კაცთმოყვარულია, მაშინ, როცა ის ჭრილობები, საკუთარ თავს რომ მიაყენეს, მტანჯველი იყო მათთვის. - წმიდაო მამაო, რატომ იყო, რომ ძველ აღთქმაში სასჯელი ასე დაუყოვნებლივ მოდიოდა? - ძველი აღთქმის ადამიანებისათვის გასაგები იყო ასეთი ენა, ასეთი კანონები. ღმერთი მაშინაც ისეთი იყო, როგორიც ეხლაა, მაგრამ ძველი აღთქმის სჯული იმ დროის ადამიანებისათვის იყო, იმიტომ, რომ სხვაგვარად მათ არ ესმოდათ. ძველი აღთქმის სჯული მკაცრად და სახარებისგან მოწყვეტილად ნუ მოგეჩვენებათ. იმ ეპოქისთვის ის სჯული იყო კეთილისმოქმედი. სჯული კი არ იყო მკაცრი, მკაცრი იყო თვით ის თაობები. თანამედროვე ადამიანებს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი სისასტიკის ჩადენა შეუძლიათ, მაგრამ დღეს მათ, უკიდურეს შემთხვევაში, ამის მიხვედრა მაინც აქვთ. ჩვენს დროში საკმარისია ერთი კანდელის შერხევა და ადამიანები თრთიან, მაგრამ იმ დროში რას არ აკეთებდა ღმერთი! შეხედეთ: მან ცხრა წყლულით მოწყლა ფარაონი, რომ ისრაელი ეგვიპტიდან გამოეყვანა, ამოაშრო ზღვის უფსკრული, რომ მათ გადაელახათ იგი. დღისით ღრუბელს აძლევდა, რომ მზეს არ შეეწვა ისინი, ხოლო ღამით - ცეცხლის სვეტს, რომ გზა ეჩვენებინა მათთვის. ისინი კი ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ოქროს ხბოს გაკეთება ითხოვეს და როგორც ღმერთს, „თაყვანი“ სცეს მას [9]. თანამედროვე ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ იტყოდნენ, რომ რომელიღაც ხბოს შეუძლია, ისინი აღთქმულ მიწაზე მიიყვანოს. სულიერი სამყაროსკენ არის მიმართული, სხეულებრივი კი ნივთიერ სამყაროს აღიქვამს. ა. ადამიანის პირველი დანიშნულება ღვთის განდიდებაა. იგი მოწოდებულია, უერთგულოს ღმერთთან არსებულ კავშირს, შეიცნოს და განადიდოს შემოქმედი, სულით ისწრაფოდეს მისკენ, ხარობდეს მასთან ერთობით და მასში ცხოვრობდეს. „აღავსო ისინი ცოდნითა და სწავლით, - ამბობს ბრძენი ზირაქის ძე ღვთისგან ადამიანებისათვის ბოძებულ ნიჭებზე, - დაადგა თვალი მათ გულებს და თვისთა საქმეთა სიდიადე უჩვენა მათ, რათა ადიდონ სახელი წმიდისა და მოუთხრონ საქმეთა მისთა სიდიადეზე“ (ზირ. 17,7-8). თუკი ყოველი ქმნილება მოწოდებულია, შეძლებისდაგვარად განადიდოს შემოქმედი (ფს. 148), მით უმეტეს, ადამიანის, როგორც შესაქმის გვირგვინის, უეჭველი დანიშნულებაა, იყოს დედამიწაზე გონიერი, მოაზროვნე, ერთგული და სრულყოფილი იარაღი სადიდებელად ღვთისა. ბ. ამისთვის ადამიანი თავისი პირველსახის ღირსი უნდა შეიქნას. სხვა სიტყვებით - იგი მოწოდებულია, ვიდოდეს სრულყოფილებისაკენ, გაუფრთხილდეს თავისთავში ღვთის მსგავსებას - ააღორძინოს და განაძლიეროს იგი. მისი დანიშნულებაა, კეთილ საქმეთა აღსრულებით განავითაროს და სრულქმნას ზნეობრივი ძალები. ადამიანი უნდა ზრუნავდეს, თავისთვის მოიპოვოს ჭეშმარიტი სიკეთე - ღმერთში ნეტარება. ამიტომ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ღმერთში ნეტარება ადამიანის არსებობის მიზანია. გ. ადამიანის ფიზიკური მზერა უშუალოდ სამყაროსკენ არის მიმართული. შესაქმის პირველი თავის მიხედვით, ადამიანი მიწიერ ქმნილებათა გვირგვინად და ბუნების მეუფედ არის დადგენილი. როგორ გამოიხატება ეს? ამის შესახებ საუბრობს მიტროპოლიტი მაკარი ნაშრომში „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“: „ადამიანი, როგორც შვილი და მემკვიდრე ზეციური მამის სახლში და შექმნილი ღვთის ხატად, დადგენილ იქნა შემოქმედსა და მიწიერ ქმნილებათა შორის ერთგვარ შუამავლად, მისი მოწოდებაა იყოს წინასწარმეტყველი, რათა სიტყვითა და საქმით ამცნოს დედამიწას უფლის ნება. ის მღვდელმთავარია - შეუძლია ყოველი მიწიერის სახელით აღავლინოს ღვთისადმი ქება, შესწიროს სამადლობელი მსხვერპლი, და აუწყოს დედამიწას ზეციური კურთხევანი. ადამიანის დანიშნულებაა, იყოს თავკაცი და მეფე - დაიტიოს თავისთავში ყოველი ხილული ქმნილების არსებობის მიზანი და, როგორც შუამავალმა, შეძლოს ყოველივეს ღმერთთან შეერთება. ამით შეინარჩუნოს მიწიერ ქმნილებათა მთელი ჯაჭვის მწყობრი კავშირი და წესრიგი“26. ასეთადაც იყო შექმნილი პირველი ადამიანი - მას შეეძლო, თავისუფლად, კეთილი ნებით, სიხარულით, სულის მოწოდებითა და არა იძულებით აღესრულებინა თავისი დანიშნულება. დედამიწაზე ადამიანის მეფურ მდგომარეობაზე დაფიქრებული ფსალმუნთმთქმელი აღტაცებით დიდებისმეტყველებს შემოქმედზე: „უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაი შენი ზესკნელს ცათა... რამეთუ ვიხილენ მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავნი, რომელ შენ დააფუძნენ. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ მოხედავ მას? დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან ჰყავ იგი. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქვეშე ფერჴთა მისთა... უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა“ (ფს. 8,1,3-6,10).
  18. მეტი ვერაფერი მოიგონეთ? ამ ცილისწამებებს ახვევთ ხალხს თავს და სახელს უტეხავთ მართლმადიდებელ ეკლესიას! დადეთ ფაქტები როცა ეკლესია ხალხს დევნიდა და წვავდა. არ შეგიძლიათ არგუმენტირებული მსჯელობა? ტყუილების ჩამოთვლას ბევრი ცოდნა არ ჭირდება. ვინც და რაც გძულს იმდენ სიცრუეს მოუგონებ, რომ ქვეყნიერებაც ვერ დაიტევს. რომელ ქვეყნის ფეხზე დადგომაზე ლაპარაკობთ ეკლესიის გარეშე? ეკლესია რომ ა ყოფილიყო საქართველოში, ქართველი ხალხი იარსებებდა? თქვენი წაქეზება არ ჭირდება ხალხს ეკლესიის წინააღმდეგ. ისედაც ძალიან ბევრს ბედავს დღევანდელი "ქართველობა" მათლმადიდებლობის წინააღმდეგ. ღმერთმა მიუტევოთ და გონზე მოიყვანონ. ეს ჩემი პირველი პოსტია და ძალიან ვწუხვარ, რომ ამგვარი ტონით მომიწია შემოსვლა. მაგრამ მათლმადიდებლობის შეურაცხყოფას არ შემიძლია ტკბილად ვუპასუხო. არ გეწყინოთ, მაგრამ არავის საქმე არ არის რამდენს იღებს მართლმადიდებელი ეკლესია. რატომ იმას არ უყურებთ ამდენი ეკლესია-მონასტრები რომ შენდება? რატომ არ ხედავთ იმას, რომ ეკლესია არც ერთ გაჭირვებულს (იქნება ეს ფიზიკურად თუ სულიერად) მის მიღმა არ ტოვებს? არ გესმით რამდენს აკეთებს დღეს მართლმადიდებელი ეკლესია და ალბათ არც გსურთ, რომ გაიგოთ. თქვენ არ გესმით ეკლესიის არსი და მნიშვნელობა, მაგრამ ისე კადნიერდებით, რომ მას ცილს სწამებთ და ეთმანეთში ურევთ ეკლესიისა და მღვდლის ცნებას. ეკლესია კრებულს წარმოადგენს და არა რამდენიმე სასულიერო პირს.
×
×
  • შექმენი...