gmerti siyvarulia Posted October 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 nika1995ეხლა მინდა განვიხილოთ ჯოჯოხეთის არსებობის არარსებობის საკითხი მოდი განვიხილოთ ეს საკიკითხი..... ესეიგი სული არ არსებობს? ჯერ მოვიყვანოთ სახარებიდან მუხლი: ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში (ლუკა 23:43)აქ მაინტერესებს შენი აზრი რატომ შეპირდა ქრისტე დღესვე ჩემთან ერთად იქნებიო? . საინტერესოა მკვდარი როგორ იქნებოდა სამოთხეში თან იმ დღესვე თუ სული არ არსებობს? რა იგულისხმა ქრისტემ ამ დაპირებაში? ეხლა მდიდარსა და ლაზარეს იგავიც მინდა რომ გავიხსენოთ, მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს (ლუკა 16:22) თუ სული არ არსებობს აბრაამის წიაღში როგორ აიტაცეს როგორ ქრისტე იგავში იტყუებოდა? თუ სული არ არსებობს რა აიტაცეს ანგელოზებმა აბრაამის წიაღში? ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში - მდიდარი თუ დამარხეს ჯოჯოხეტში როგორ ეწამებოდა და თან დასძენ სული არ არსებობსო აბა ვინ ეწამებოდა ჯოჯოხეთში ? 28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში. რატომ სთხოვდა მდიდარი აბრაამს თავის ძმებზე, რომ ამ სატანჯველში არ ჩაცვიდნენო? თუ სატანჯველი არ არსებობს აბა რომელ სატანჯველზე ელაპარაკებოდა მდიდარი? ცეცხლის ტბაზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა...... ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე (გამოცხ.20:10) თუ ისინი უკვალოდ გაქრებიან ცეცხლის ტბაში დღე და ღამ წამება რაღა უბედურებააა რა აზრი აქვს ბოროტების აღდგენას თუ ისევ უკვალოდ გაქრებიან? ისე ესეც საინტერესოდ თქვი ადამი და ევა რატომ არ აღდგებიან სად ამოიკითხე ბიბლიაში რომ ადამი და ევა არ აღდგებიანო გთხოვ მუხლი მიმითითო იოანეს 11:25 წერია იესოს სიტყვები.ის ამბობს:მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე.ვისაც მე ვწამვარ,რომც მოკვდეს,გაცოცხლდება.ყურადგება მიაქციე სიტყვებს ვისაც მე ვწამვარ.ადამმა და ევამ უარყვეს გმერთი.მათ სატანის მხარე დაიკავეს.მათმა თავისი საქციელით აჩვენეს რომ ღმერთის გამეშეც მშვენივრად იცხოვრებდნენ.როგორ პიქრობ გმერთი მათ მართლებად ჩათვლის?არაა აუცილებელი პირდაპირ ეწეროს რომ ადამი და ევა არ აგდგება.ბიბლია უნდა გამოიკვლიო და დასკვნები უნდა გამოიტანო.გმერთის განზრახვაც ეს იყო როცა ბიბლიის დაწერა გადაწყვიტა.კარგია რომ ეგრე იკვლევ ბიბლიას.შესაქები ხარ.მეც ვიკვლევ მას შენს მსგავსად და შეგვიძლია ვიმსჯელოთ რაღაცრაღაცეებზე. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 gmerti siyvaruliaმაშინ იესო ქრისტე მაშინაც იტყულებოდა როცა მისი მონათვლისას ციდან მტრედის სახით დაეშვა მასზე წმინდა სული და ციდან ხმა გაისმა ეს არის ჩემი საყვარელი ძე მას უსმინეთ(მათეს 3:17)მაშ ვინ ამბობდა იესო ჩემი ძეაო თუ ის გმერთია.ღირს ამაზე დაფიქრება. მანდ რას ხედავ ტყუილს მაინც ვერ ვხვდები, იესო ქრისტე ძე ღვთისააა ნამდვილად, ზუსტად მაგ დროს გაცხადდა: მამა ღმერთი ძე ღმერთიდა სულიწმინდა ეს სამნი ერთია ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 gmerti siyvaruliaიოანეს 11:25 წერია იესოს სიტყვები.ის ამბობს:მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე.ვისაც მე ვწამვარ,რომც მოკვდეს,გაცოცხლდებამე სხვანაირად ვისწავლე, "უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს."ყურადგება მიაქციე სიტყვებს ვისაც მე ვწამვარკარგი მივაქცევ ყურადღებასადამმა და ევამ უარყვეს გმერთიყველა ადამიანი ვინც ცოდვას ჩადის ნებსით თუ უნებლიეთ ღმერთს უარყოფსმათ სატანის მხარე დაიკავეს თითოეული ცოდვის ჩამდენი სატანის მხარეს იკავებს (ეს ჩვენც გვეხება)მათმა თავისი საქციელით აჩვენეს რომ ღმერთის გამეშეც მშვენივრად იცხოვრებდნენმერე და რამდენი ათეისტი მინახია რომ იძახის ღმერთის გარეშეც მშვენივრად ვცხოვრობო და უარყოფენ ღმერთსროგორ პიქრობ გმერთი მათ მართლებად ჩათვლის?ღმერთმა ადამ და ევას გამოსწორების შანსი მისცა როგორც ყველა ჩვენ ყოველდღიური ცოდვის ჩამდენი, ღმერთმა კი არ მოკლა იმწუთასვე ვაშლი რომ შეჭამეს, არამედ იმის მერე 9 საუკუნე იცოცხლეს რომ მოენანიებინათ ეს ცოდვა. როგორ ფიქრობ ადამ და ევამ რომელიც ნახეს სამოთხე სრულ განცხრომაში რომ იყვნენ და ეგ სამოთხე მოაკლდათ, არ იქნებოდნენ სრულ მწუხარებაში? ეგრე ჩვენც გვეუბნება ღმერთი თუ ცოდვას ჩაიდენთ მოკვდებითო (მერედა რამდენ ცოდვას ჩავდივართ ყოველდღე) მაგრამ ღმერთის მადლით სულ ტალახში მწოლიარე არ ვართ, კვლავ წამოვდგებით და გავიწმინდავთ იმ ტალახს და შევუდგებით ღმერთს და ასე გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
iyavi gvtismoshishi Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 gmerti siyvarulia მანდ რას ხედავ ტყუილს მაინც ვერ ვხვდები, იესო ქრისტე ძე ღვთისააა ნამდვილად, ზუსტად მაგ დროს გაცხადდა: მამა ღმერთი ძე ღმერთიდა სულიწმინდა ეს სამნი ერთია იესო ქრისტე თუ ღვთის ძეა მაშინ მამა ძე და სულიწმინდა ერთი როგორაა.მამაში იგულისხმება ღმერთი, ძეში იგულისხმება იესო ქრისტე,წმინდა სული კი ღვთის მოქმედი ძალაა.ბიბლია ამას ცხადყოფს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 არაა აუცილებელი პირდაპირ ეწეროს რომ ადამი და ევა არ აგდგებამასეთი განაჩენი როცა გამოგავთ ადამიანზე ბიბლიაში აუცილებლად უნდა ეწეროს რომ ღმერთმა არ აპატია ადამს შეცოდება და უკანასკნელ დღეს არ აღდგებაო, ღმერთის საქმეებში ცხვირის ჩაყობა მემგონი დიდი ცოდვაა, ეგ ღმერთი წყვიტავს და არა ჩვენბიბლია უნდა გამოიკვლიო და დასკვნები უნდა გამოიტანობიბლია გამოკვლეულია და დასკვნებიც უკვე გამოტანილია, რაღა უნდა გამოვიკვლიოთ იქნებ ამაზე მითხარა ორიოდე სიტყვა.....აბა ლოგიკაში თუ ჯდება ეს პატარა ციტატა: რომ ვერ გამოვიკვლიო ბიბლია და მანამდე მოკვდე ნეტა ღმერთი დამსჯის? ნუთუ ღმერთი მეტყვის "ლაშა შენ მოგეცი 30 წელი რომ გამოგეკვლია ბიბლია და შენ ბოლომდე ვერ მოახერხე ამ 30 წლის ასაკში" არადა ღმერთს ცოთაც რომ ეცლია სულ რაღაც 10 წელი, უფრო მეტს გამოვიკვლევდი და გადავრჩებოდი. მემგონი სასაცილო ციტატა გამოვიდა არა? გმერთის განზრახვაც ეს იყო როცა ბიბლიის დაწერა გადაწყვიტაღმერთის განზრახვა ბიბლიის გამოკვლევა კი არ იყო როცა დაიწერა "აჰა ბიბლია და თავი იტეხეო" არამედ "კარგად მოიქციო" ამის განზრახვა იყო ჩადებული ბიბლია როცა დაიწერაკარგია რომ ეგრე იკვლევ ბიბლიასარა "ღმერთი სიყვარულია" მე არ ვიკვლევ ბიბლიას რასაც ვერ გავიგებ ეკლესიას ვეკითხები და სრულ პასუხებს მაძლევს შესაქები ხარ.მეც ვიკვლევ მას შენს მსგავსად და შეგვიძლია ვიმსჯელოთ რაღაცრაღაცეებზეკარგით ბატონო ვიმსჯელოთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 (edited) iyavi gvtismoshishiიესო ქრისტე თუ ღვთის ძეა მაშინ მამა ძე და სულიწმინდა ერთი როგორაა.მამაში იგულისხმება ღმერთი, ძეში იგულისხმება იესო ქრისტე,წმინდა სული კი ღვთის მოქმედი ძალაა.ბიბლია ამას ცხადყოფს. ერთია ერთი, ერთი საქმე, ერთი სუნთქვა, ერთი აზრი და ასე შემდეგ.... არ არის მამა,ესეიგი არა არის ძე და არ არის სულიწმინდა, არის მამა, ესეიგი არის ძე და არის სულიწმინდა, ეს სამი ჰარმუნიულია ეგ იქიდანაც ჩანს" მე და მამა ერთნი ვართ, ესეიგი ერთ საქმეს ვაკეთებთო, რასაც მამა აკეთებს ზუსტად ძეც აკეთებს იმასკიდევ იქიდან ჩანს რომ, როცა მოციქულებმა სთხოვეს მამა გვიჩენეო იესომ უთხრა ფილიპეს რახანია თქვენთან ვარ და როგორ იძახით მამა გვიჩვენეო? ვინც მე მიხილა მან მამაც იხილა Edited October 9, 2010 by lasha kakauridze ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
iyavi gvtismoshishi Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 lasha kakauridze მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. შენ ასეთი რამ ითხოვე: რადგან იეჰოვას მოწმეებს სთხოვდი, მე არ გამოვეხმაურე შენს თხოვნას, რადგან არ ვარ იეჰოვას მოწმე, ალბათ იეჰოვას მოწმეები სათანადო პასუხს გაგცემენ. მე უბრლაოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე. დაველოდოთ მოწმეებს და თუ არ გამოეხმაურნენ შენს თხოვნას, მერე მე გიპასუხებ. ;) შენ არ ინერვიულო. ბიბლიური მუხლებიდან ჩანს, რომ „სულში“ ხშირად ადამიანი იგულისხმება.მაგალითად: 1)დაბ. 2:7: «დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა» (როგორც ვხედავთ, თვითონ ადამიანი იქცა სულად, ცოცხალ არსებად. ღმერთს მისთვის სული არ მიუცია).2)1 კორ. 15:45: «წერია კიდეც: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული, უკანასკნელი ადამი კი — მაცოცხლებელი სული (ამრიგად, ებრაული წერილების მსგავსად ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც არის მუხლები, სადაც „სულში“ თვითონ ადამიანია ნაგულისხმევი. 3)1 პეტ. 3:20: „ნოეს დროს . . . რამდენიმე ადამიანი, სულ რვა სული გადაურჩა წყალს“ . 4)იესო ნავეს ძე 11:11, ბსგ: «და მახვილის პირით მოსრეს ყოველი სული ვინც კი იქ იყო» (ამ მუხლის მიხედვით სული არ არის უხილავი ძალა და მისი მოკვლა შეიძლება მახვილით). 5)(ეზეკიელი 18:4)-ყველა სული ჩემია, როგორც მამის სული, ისე ძის სული ჩემია. სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება.(და არა ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიტანჯება).ყველა ეს ბიბლიური მუხლი იმას ადასტურებს რომ ადამიანი თვითონ სულია და მას ცალკე რაღაც არსება[სული]არ გააჩნია. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
iyavi gvtismoshishi Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 iyavi gvtismoshishi ერთია ერთი, ერთი საქმე, ერთი სუნთქვა, ერთი აზრი და ასე შემდეგ.... არ არის მამა,ესეიგი არა არის ძე და არ არის სულიწმინდა, არის მამა, ესეიგი არის ძე და არის სულიწმინდა, ეს სამი ჰარმუნიულია ეგ იქიდანაც ჩანს" მე და მამა ერთნი ვართ, ესეიგი ერთ საქმეს ვაკეთებთო, რასაც მამა აკეთებს ზუსტად ძეც აკეთებს იმასკიდევ იქიდან ჩანს რომ, როცა მოციქულებმა სთხოვეს მამა გვიჩენეო იესომ უთხრა ფილიპეს რახანია თქვენთან ვარ და როგორ იძახით მამა გვიჩვენეო? ვინც მე მიხილა მან მამაც იხილა 1)იესოს მონათვლისას ციდან მტრედის სახით დაეშვა მასზე წმინდა სული და ციდან ხმა გაისმა ეს არის ჩემი საყვარელი ძე მას უსმინეთ(მათეს 3:17)მაშ ვინ ამბობდა იესო ჩემი ძეაო თუ ის თვითონ ღმერთია? 2)ფსალმუნების 110:1ში წერია:იეჰოვამ ჩემს უფალს[იესო ქრისტეს] უთხრა:"იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს ფეხქვეშ არ მოვაქცევ".აქედანაც ჩანს რომ ღმერთი და იესო ქრისტე სხვადასხვაა.3)ფილიპელების 2:8,9ში წერია:უფრო მეტიც, როცა ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე. 9 ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი.კი იესომ თქვა რომ მე და მამა ერთი ვართო მაგრამ მან იგულისხმა რომ ერთი ვართ საქმეებითო.თუ ამას ასე არ ჩავთვლით მაშინ გამოდის რომ იმ ბიბლიურ მუხლებში რაც ზემოთ დავწერე ტყუილი წერია.ეს რათქმაუნდა აფსურდია.ბიბლიაში სიცრუე არ წერია. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 (edited) iyavi gvtismoshishiმემგონი ჩემი პოსტი კურადგებით არ ცაგიკითხავსიესოს მონათვლისას ციდან მტრედის სახით დაეშვა მასზე წმინდა სული და ციდან ხმა გაისმა ეს არის ჩემი საყვარელი ძე მას უსმინეთ(მათეს 3:17)მაშ ვინ ამბობდა იესო ჩემი ძეაო თუ ის თვითონ ღმერთია?მამა ღმერთი ამბობდა ძე ღმერთზე ეს ჩემი საყვარელი ძე არისო მას მოუსმინეთოფსალმუნების 110:1ში წერია:იეჰოვამ ჩემს უფალს[იესო ქრისტეს] უთხრა:"იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს ფეხქვეშ არ მოვაქცევ".აქედანაც ჩანს რომ ღმერთი და იესო ქრისტე სხვადასხვაა.აქც იგივე პასუხი მამა ღმერთი და მის მარჯვნივ ძე ღმერთი 3)ფილიპელების 2:8,9ში წერია:უფრო მეტიც, როცა ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე. 9 ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი.აქ ქრისტემ დაიმდაბლა თავი როცა წუთისოფელს მოევლინა, თავმდაბლობა იყო მისი დაბადება, თავმდაბლობა იყო მისი მოგვაწეობა, მას გასათევებელიც კი არ ქონდა, მან ისე დაიმდაბლა თავი თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა, მას არასდროს უთქვია მე მეცით პატივიო, ის სულ მამაზე ელაპარაკებოდა თავის ხალხს, ამასთანავე იესო ელაპარაკებოდა ხალხს და მოქმედებდა მთელი ხელმწიფებით, მაგალითად მათეს სახარებაში მე-5 თავში იესო ასე ამბობს "თქვენთვის თქმულა ......" "ხოლო მე კი გეუბნებით ........." იეჰოვა კი არ გეუბნებათო მე გეუბნებითო,არცერთი წინასწარმეტყველი თუ ღმერთისგან მოვლენილი არ ქადაგებდა ასე "მე გეუბნებითო" არამედ ასე ქადაგებდა "ასე ამბობს უფალი(იეჰოვა)...... ასევე მრუშის დედაკაცი რომელიც იუდევლებმა ჩაქოლვა მინდომეს ქვებით იესომ იმ ქალს ასე უთხრა "არც მე აღარ გდებ ბრალს" იეჰოვამ გაპატიაო ცოდავაო ეგ კი არ უთხრა არამე მე გაპატიეო, ჩვენ კარგად ვიცით სუყველამ რომ ცოდვების მიტევება მხოლოდ ღმერთს შეუძლია აქედან დასკვნა შენ გამოიტანე.... და ამ თავმდაბლობით მამა ღმერთმა (იეჰოვამ)თავისი ძე აღამაღლა და ყველა სახელზე აღმატებული სახელი მიანიჭა შენი აზრით "ყველა სახელზე აღმატებული სახელი" იცი რას ნიშნავს? ეს წინადადება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის ე.ი რაც კი ხილულია და უხილავია (ადამიანი, ანგელოზი) მაგათ სახელზე მაღლა დგას, თქვენ კი იძახით მთავარანგელოზიაო კი იესომ თქვა რომ მე და მამა ერთი ვართო მაგრამ მან იგულისხმა რომ ერთი ვართ საქმეებითოზუსტად ეგ დაგიწერე ზემოთ რომ ერთ საქმე აკეთებენთქო რასაც მამა აკეთებს ზუსტად იგივეს აკეთებს ძეც, ისე კი არა მამა დაავალა ძეს ეს გააკეთეო და იესო მიდის და აკეთებს ერთ საათში ან იმ წუთას ან კიდევ იმ წამსვე არამედ ჰარმონიულად უფრო გასაგებად მამა აკეთებს საქმეს პარალელურად აკეთებს ძე ერთდროულად, კიდევ მარტივად ერთად (ერთი საქმე, ერთი აზრი, ერთი სუნთქვა, (აღარ მყოფნის სიტყვები) მოკლედ ჰარმონიულად თუ ამას ასე არ ჩავთვლით მაშინ გამოდის რომ იმ ბიბლიურ მუხლებში რაც ზემოთ დავწერე ტყუილი წერიააი რაც დაგიწერე მაშინ აღარ ეწინააღმდეგება ბიბლიას მართლა ძნელია ადამიანისთვის გაიაზროს სამი როგორ უნდა იყოს ერთი მაგრამ ბიბლია ამას გვეუბნება და რა ვქნათ, იესო მეორედ მოსვლის დროს დიდებიტ მოვაო ასე წერია ბიბლიაში ჩვენ კიდევ ვიცით რომ ღმერთს ეკუთვნის დიდება და სხვა არავის Edited October 9, 2010 by lasha kakauridze ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2010 iyavi gvtismoshishiისე კარგი და საინტერესო "ნიკი" აგირჩევია, იქნებ განმიმარტო შენი რელიგიის მრწამსიდან თუ რატომ უნდა გვეშინოდეს ღმერთის, ეგ ნიკი რომ აარჩიე იმედია ახსნაც ექნება "იეჰოვას მოწმეები" რასაც ქადაგებენ რატომ უნდა გვეშინოსდე ღმერთის? ველი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vemsaxurot gmerts Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 lasha kakauridze მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. შენ ასეთი რამ ითხოვე: რადგან იეჰოვას მოწმეებს სთხოვდი, მე არ გამოვეხმაურე შენს თხოვნას, რადგან არ ვარ იეჰოვას მოწმე, ალბათ იეჰოვას მოწმეები სათანადო პასუხს გაგცემენ. მე უბრლაოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე. დაველოდოთ მოწმეებს და თუ არ გამოეხმაურნენ შენს თხოვნას, მერე მე გიპასუხებ. ;) შენ არ ინერვიულო. ეკლესიასტეს 3:19-21.ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული აქვს, ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20 ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან. 21 ვინ იცის, ადის კი ადამიანის სული ზევით, და ჩადის კი ცხოველის სული მიწაში? ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული არ ადის ზეცაში. სული თვით ადამიანია ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vemsaxurot gmerts Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 (edited) ეკლესიასტეს 3:19-21.ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული აქვს, ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან. ვინ იცის, ადის კი ადამიანის სული ზევით, და ჩადის კი ცხოველის სული მიწაში? ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული არ ადის ზეცაში. სული თვით ადამიანია ყველა სული ჩემია, როგორც მამის სული, ისე ძის სული ჩემია. სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება.(ეზეკიელის 18:4). ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ ამიტომ ვართ მოკვდავი. როგორც ეზეკიელების 18:4 ში წერია "სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება" ანუ სული ადამიანია და როცა ადამიანი კვდება ანუ სული კვდება Edited October 10, 2010 by vemsaxurot gmerts ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 (edited) vemsaxurot gmertsეკლესიასტეს 3:19-21.ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული აქვს, ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20 ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან. 21 ვინ იცის, ადის კი ადამიანის სული ზევით, და ჩადის კი ცხოველის სული მიწაში?ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული არ ადის ზეცაში. სული თვით ადამიანია საინტერესო ბიბლიის მუხლი მომიყვანე რომელიც დაზუსტებით ნამდვილად არ მაქვს პასუხი, ვინც ჩემზე კომპეტეტურია იმედია გასცემს პასუხს და მის ახსნა განმარტებას მე ვერაფერს ვერ დავამატებ და ვერც გამოვაკლებ. ისე "იეჰოვას მოწმეებმა" რატომ იცით ერთ მუხლს მოვიყვან და არც კი იცუხებთ იმ ბიბლიის მუხლზე პასუხის გაცემაზე თავს. აი ხომ ხედავ მე ვაღიარე რომ არ მაქვს პასუხითქო, ეხლა მე მოგიყვან მუხლებს ქვემოთ და კონკრეტულად გამეცი პასუხი იმ მუხლებზე და ძალიან გთხოვ არ მომიყვანო სხვა მუხლების ჩანაცვლება, მარტო ამ მუხლებზე გამეცი ახსნა განმარტებები თან ჩემს განმარტებებს დავურთავ ქვეშ და თუ არ ეთახმები რატომ ისიც დამიწერეადამიანის სული უკვდავია თუ არა? დაბ. 2,7 გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა. გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :ადამიანს სული მისცა ღმერთმა, ის არ არის მატერიალური. სხვა არც ერთი ქმნილებისათვის მას სული არ შთაუბერია. ეკკლე-სიასტე 12,7 მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა. გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :სიცოცხლის სუნთქვა - უკვდავი სულია. საქმე 20,9-12 ევტიხი, რომელიც პავლეს უსმენდა, ფანჯრის რაფიდან გადმოვარდა და მკვდარი აიყვანეს. „ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანავეა“. პავლემ პური გატეხა და ჭამა, განთიადამდე საუბრობდა: „ამასობაში ის ყრმა ცოცხალი მოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი“. გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :ვიდრე სული სხეულშია, ადამიანი ცოცხალია, ხოლო როცა მას სული განშორდება, ის კვდება. ლუკა 16,22-23 მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :ბოროტი ადამიანის სული მიდის სატანჯველში, ხოლო პატიოსანი ადამიანის სული - სასუფეველში. მათე 22,32 მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :ღმერთისთვის ყველა ცოცხალია, რადგანაც კარგა ხნის მკვდარი აბრაამის, ისააკის, იაკობის სულები უკვდავია. ფილიპ. 1,23-24იხ. 2 კორ. 5,1-10 მიზიდავს ორივე: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია, მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო. გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :მოციქულებს დიდი სურვილი აქვთ დატოვონ თავიანთი სხეული და სულით მივიდნენ უფალთან. გამოცხ. 6,9-10 როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეს დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სულებისათვის“. გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :მოციქულ იოანეს გამოცხადებაში კარგად ჩანს, რომ კვდება ადამიანის სხეული, ხოლო სული განაგრძობს არსებობას. 1 პეტრე 3,18-19 რადგან ქრისტე მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უსამართლოთა გამო, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც. გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა :იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ ჩავიდა ჯოჯოხეთში და უქადაგა იქ მყოფ სულებს. Edited October 10, 2010 by lasha kakauridze ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 სატანას მიეცეს ხორცი სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფლის იესოს დღეს” (I კორ. 5,5) “უთხრა მას იესომ: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. Vისაც სწამს ჩემი, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. Yველა, ვინც ცოცხლობს ჩემში, და ვისაც სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე” (იოანე 11, 25-26). “ჭეშმარიტად არ ბოროტობს ღმერთი. თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა, ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი” (იობი 34, 12-14). “იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (ლუკა 23,43) მძიმის გადანაცვლებებს არა ვართ “ქვებს უშენდნენ სტეფანეს, რომელიც ლოცულობდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიღე ჩემი სული” (საქმე 7,59) “ნდობით ვართ აღვსილნი, და გვიობს სხეულიდან გამოვსახლდეთ და უფალთან დავესახლოთ” (II კორ. 5,8) “რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ მსჯავრის წინაშე, რათა თითოეულს მიაგოს კუთვნილი იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა, სხეულში მყოფი, კეთილს თუ ბოროტს” (II კორ. 5,10). “შენ რად განსჯი შენსავე ძმას? Aნ შენ რად შეურაცხყოფ შენსავე ძმას? ღადგანაც ყველანი წარსვდგებით ქრისტეს მსჯავრის წინაშე. ვინაიდან დაწერილია: ვცოცხლობ მე, ამბობს უფალი და ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი, და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. Aმრიგად ყოველი ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს” (რომ. 14, 10-12) “და როგორც კაცთ ერთხელ უწერიათ სიკვდილი, და შემდეგ სამსჯავრო” (ებრ. 9,27) “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვას და სწამს ჩემი მომავლინებელი, აქვს საუკუნო სიცოცხლე, და არ მივა სამსჯავროდ, არამედ გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში” (იოანე 5,24)“ხელი მოკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ აღდეგ! Dა მოიქცა მისი სული, და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა საჭმელი მიეცითო” (ლუკ. 8, 54-55) “სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთ ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში. ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში და გადარჩა იგი” (3 მეფ. 17, 21-22). “ჩემი მოლოდინისა და სასოებისამებრ, რომ არაფერში არ შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის ისე ამჟამადაც იდიდება ქრისტე ჩემი სხეულის მიერ სიცოცხლითა და სიკვდილით. ღადგანაც ჩემი სიცოცხლე – ქრისტეა, და სიკვდილი – სარგებელი. ხოლო თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფიერია ჩემი საქმისათვის, არ ვიცი, რომელი ავირჩიო. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია. ხოლო ხორციელად ყოფნა უფრო საჭიროა თქვენთვის” (ფილლიპ. 1, 20-24). “მოვიდა სხვა ანგელოზი, და დადგა საკურთხევლის წინაშე, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა მას დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად დაედო იგი ოქროს საკურთხეველზე, რომელიც არის წინაშე ტახტის. Dა ავარდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე” (გამოცს. 8, 3-4) “და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი, ვიხილე საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყვისათვის ღმრთისა და წამებისათვის კრავისა მის, რომელ აქუნდა. Dა ხმა-ყვეს ხმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა შჯი სისხლსა ჩუენსა მკვიდრთაგან ქუეყანისათა” (გამოცს. 6, 9-10) ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 (edited) vemsaxurot gmertsეკლესიასტეს 3:19-21.ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული აქვს, ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20 ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან. 21 ვინ იცის, ადის კი ადამიანის სული ზევით, და ჩადის კი ცხოველის სული მიწაში?ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული არ ადის ზეცაში. სული თვით ადამიანია მოდი ცოტას განმარტავ თუ ვინმე განავრცობს მადლიერი ვიქნები თუნდაც პირდაპირი მნიშვნელობით ეს ყოველივე წარმოადგენს სოლომონ მეფის ფიქრებს, მაგრამ იგი ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ცოდვების გამო პირუტყვებს მიემსგავსნენ. ანუ აქ რაიმე მკრეხეული რომ იყოს ეს მხოლოდ სოლომონ მეფის ფიქრებია და სხვა არაფერი, მაგრამ იგი რომ იმას არ გულისხმობს, რაც "იეჰოვას მოწმეებს" გონიათ, ამას ქვემოთაც ამტკიცებს, როცა ამბობს: "მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12,7) vemsaxurot gmertsყველა სული ჩემია, როგორც მამის სული, ისე ძის სული ჩემია. სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება.(ეზეკიელის 18:4). ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ ამიტომ ვართ მოკვდავი. როგორც ეზეკიელების 18:4 ში წერია "სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება" ანუ სული ადამიანია და როცა ადამიანი კვდება ანუ სული კვდება რაც შეეხება ტერმინ სიკვდილს, რომელიც სულთან მიმართებაში გამოიყენება ბიბლიაში. ერთი შეხედვითაც ცხადია რომ აქ არ გამოიყენება ტერმინი გაქრობა, რომელიც რადიკალურად სხვაობს ტერმინ სიკვდილისგან. ვინმე დამაჯერებს, რომ ამ ქვეყანაზე, თუნდაც მატერიალ, უკვალოდ ქრება? მით უფრო სული, რომლის მიმართაც არსად გამოიყენება ტერმინი გაქრობა, არამედ სიკვდილი, და თუ რას ნიშნავს ეს, ამაზე ისევ წმ. წერილის ციტატებს დავეყრდნობი: ცოდვის საზღაური არის სიკვდილი (რომ. 6, 23) და არა გაქრობა “აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა: შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს” (ლუკა 9,60) მკვდრებად ღვთისაგან განშორებულნი მოიხსენიებიან. Iსევე როგორც ამ ციტატაშიც: “ნამდვილი ქვრივი ლოცვაში ატარებს, ავხორცი კი ცოცხლივ მკვდარია” (I ტიმ. 5, 5-6) “რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა” (ლუკა 15, 24). ჩხადია ვაჟი ყოველთვის ცოცხალი იყო, მაგრამ ის ცოდვილიანად ცხოვრობდა, მამას განშორებული. თერმინი სიკვდილია გამოყენებული ამ მუხლებშიც: “ასევე თქვენც, ძმანო ჩემნო, მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და ამრიგად, გამოვუღოთ ნაყოფი ღმერთს” (რომ. 7,4) “თუ ქრისტესთან ერთად მკვდარნი ხართ ქვეყნის საწყისთათვის, მაშ, როგორც კვლავ ქვეყნად მცხოვრებნი, რატომღა მისდევთ მის წესს” (კოლ. 2,20) ანუ მოყვანილ მუხლებში სიკვდილი არ ნიშნავს გაქრობას, არამედ ამქვეყნიურისგან განშორებასა და ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას. წმ. წერილში სიტყა სიკვდილი ორი მნიშვნეობითაა ნახმარი: ხორციელ სიკვდილში იგულისხმება სულისა და ხორცი გაყრა, ხოლო სულიერ სიკვდილში – ღვთისაგან განშორება და ჯოჯოხეთში მისი მარადიული ყოფნა. ანუ სიტყვა სიკვდილი ნიშნავს არა გაქრობას, არამედ მდგომარეობის შეცვლას Edited October 10, 2010 by lasha kakauridze ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts