უცხო_პლანეტელი Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 ამ თემას და ამას ბევრი საერთო აქვს> ციტატა წიგნიდან....თამადამ თანამესუფრეებს სამშობლოს სადღეგრძელო შესთავაზა. კაკო ორჯონიკიძეს თვალები პროჟექტორებივით აენთო, წამოდგა, ღიპი მაგიდაზე შემოსდო, ჭიქა აიღო, იდაყვი განზე გაწია და მხრის სიმაღლეზე დაიჭირა, ნეკა თითი წესისამებრ გაფშიკა, მეორე თავისუფალი მუშტი მკერდზე დაიბრაგუნა და აღელვებულმა, ცრემლმორეული ხმით, ჯერ მარტო თავისი სახელით, მერე სუფრისა და ბოლოს მთელი ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ერი არის ხატი, რომლის წინაშე მუხლმოყრილი ლოცვა გვმართებს, რომ ერს ცრემლი უნდა შევუმშრალოთ და სხვა. როდესაც ფიცი დადო, თუკი ერის კეთილდღეობა მოითხოვს, ერთს არ შევყოყმანდები, თვალის დაუხამხამებლად გავწირავ თავსო, გედეონ რევიამ ჩანგალი ააჩხაკუნა და ამით გაკვირვებულმა კაკო ორჯონიკიძემ წამით რომ ლაპარაკი შეწყვიტა, უთხრა: - კარგი და, ვთქვათ, არ დაგჯერდა თავგანწირვას და უფრო მძიმე მსხვერპლი მოგთხოვა. რას იზამ? კაკო ორჯონიკიძე გვერდულად, გაკვირვებული ძაღლივით მიაჩერდა გედეონს. - თავგანწირვაზე მეტი რაღა უნდა მომთხოვოს?! - შესძახა მერე და სუფრას ისე მოავლო თვალი, თითქოს მხარდაჭერას ითხოვსო. - თავგანწირვა ადვილია, კაკო. ძელები თუ სხვამ გამოგითალა, სახრჩობელა სხვამ დაგიდგა, სკამი სხვამ მიგიდგა, სხვამ აგიყვანა ზედ და თოკი სხვამ ჩამოგაცვა, ყულფში თავის შეყოფას რაღა უნდა! მაგრამ ერთიც ვნახოთ და, იმ შენმა სათაყვანებელმა ერმა თავგანწირვის ნაცვლად ასეთი რამ გთხოვა: კაკო ორჯონიკიძე, ნუ დაცლი მაგ ჭიქას. საერთოდ, ნაკლები სვი, ნაკლები ჭამე, ღიპი მოიშორე, გახდი, მეტი იფიქრე, , მეტი იკითხე. მე, შენს მშობელ ერს, ახლა ყველაზე უფრო ის მჭირდება, რომ შენს თავში თავისუფლების იდეა გაჩნდეს. შეასრულებ? - რატომაც არ შევასრულებ! - გულმოსული ხმით თქვა კაკო ორჯონიკიძემ, ისე, რომ გედეონისთვის სახეში არ შეუხედავს, და ჭიქა დაცალა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 Siknadmoნაცმოს სისულელე მოსახლეობის პრობლემაა და არა მათი მართალი ხარ უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ოპოზიციონერების აქტიურობის ფონზე ისე არ ჩანს მიშიკოს იდიოტობა თქო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grigali Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 ეს ეტყობა ზრდილობის ნიმუშიაამაზე სულ უთანხმოება მქონდა მათთან,ეხლა აღიარეს რომ შეცდომა იყო. როგორც მაშინ არც ეხლა გამოვიყენებ უცენზურო სიტყვებს.ლევანიკოსა და მის თანამოაზრეებს შეუძლიათ წაეთამაშონ იმას, რაც მათ ასე გულით სწადიათ, ოღონდაც საჯაროდ ნუ იზამენ ამას და სზოგადოებას ნუ მოუწოდებენ აირჩიოს მათ მიერ შეთავაზებული ცხორების წესი. რაც შეეხება აღიარებას,ლევანიკოს დღემდე არ გაუცია პასუხი ნარჩემაშვილის შეკითხვაზე რაც მეტად სამწუხაროა და დამაფიქრებელი, დუმილი თანხმობის ნიშანია და რა თქმა უნდა აღიარებაც.ხელისუფლებაში არასოდეს ვყოფილვარ ამდენად ჩემი შეცდომა ქვეყანას ვერ დააზარალებს,რაც შეეხება თქვენს "შეცდომებსა" და შევარდნაძე სააკაშვილის ღალატს მან გაანადგურა საქართველოცა და მისი მოსახლეობაც.თვენგან შეცდომების აღიარებისა და მონანიების თაობაზე საჯაროდ არსად მსმენია, უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ ლევანიკო თავის ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს შეცდომად არასოდეც არ აღიარებს.საერთოდ ლევანიკოც ზოგადად თქვენი პარტია და უმრავლესობა პოლიტიკური ორგანიზაციებისა დაკომპლექტებულია ისეთი ადამიანებით რომლებზედაც რუსთაველმა თქვა "მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 Grigali როცა ადამიანი ნარჩემაშვილის მიერ გაუმართავი ქართულით დასმულ შეკითხვაზე ასეთ დასკვნებს აკეთებს და ჰომოსექსულიზმის და ვეფვისტყაოსნის დაკავშირება ელანდება,მასთან კამათს აზრი არ აქვს.შესაბამიასად დასაჯდომად რაც გნებავთ ის აირჩიეთ და რასაც გინდათ იმას წაეთამაშეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 Grigaliვორნი (გაფრთხილება) +20% გამეორების შემთხვევაში შეგეზღუდებათ პოსტინგი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 "ვინც "მხედრიონელ" "ფიშტოს" მიეცით ხმა, "ფიშტოს" მიერვე აწყობილ ცხოვრებას უნდა ელოდეთ"ლევან ბერძენიშვილი: "სააკაშვილი საზოგადოების ფარისევლობამ გადაარჩინა"ნათია ახალაია(30.08.2010) მოაზროვნე ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით, მაგრამ ამ ხალხის პოლიტიკურ მომწიების პრობლემებს კი ნამდვილად. პოლიტიკური პარტია მხოლოდ თავის თავზე თუ იქნება გაბრაზებული და არა ხალხზე. ის რომ ბერძენიშვილის თქმით ქართველი ერი არის "მაზოხისტი", ამაში თვით ბერძენიშვილს და სხვებსაც მიუძღვით წვლილი.პოლიტიკა ოდნავ სხვანაერად კეთდება და არა ისე, რომ "მიშას ნამუსი არ აქვს და ამიტომ მოსწონს ხალხს. ჩვენ კიდევ უნამუსოები ვერ გავხდებით" ეს არგუმენტი არაა. ყველანაირ იდეოლგოიას აქვს საწინააღმდეგო იდეოლოგია, ოღონდ ამას მოფიქრება სჭირდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 Siknadmo მართალი ხარ უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ოპოზიციონერების აქტიურობის ფონზე ისე არ ჩანს მიშიკოს იდიოტობა თქო.კაი დაინახავს მოსახლეობა ამ უგნურობას და მერე???როდესაც უყურებ უგვანობას და არ რეაგირებ, უბრალოდ ხედავ, მერე თვალი ეჩვევა და გულიც,ნელ-ნელა უგვანობა მიგაჩნია რომ უკვე ნორმალური რამაა და აღარ რეაგირებ საერთოდ,ჩვენ გვყვავს ასეთი ხელისუფლება და ნუ, რას იზამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 babuagiorgi ბერძენიშვილზე არ არის აქ საქმე,პროსტა რასაც ამბობს მართალს ამბობს,რომ ადვილი მოსატყუებელი და სამართი ხალხი ვართ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 lasha1997ბერძენიშვილზე არ არის აქ საქმე,პროსტა რასაც ამბობს მართალს ამბობს,რომ ადვილი მოსატყუებელი და სამართი ხალხი ვართ. მაგაშია სწორედ საქმე დიტო,თორემ არც რესპები და არც ლევანი ჭეშმარიტების ეტალონები არ არიან.არც არავინ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 ძუკუ ეგრეა მიშა და მომბეზრდა ამ ფორუმებზე პოსტვაც.რამე სხვა გასართობი უნდა მოვძებნო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 babuagiorgiყველანაირ იდეოლგოიას აქვს საწინააღმდეგო იდეოლოგია, ოღონდ ამას მოფიქრება სჭირდება. ასეა ეს..ამასაა რომ ვიძახი..ამდენ ლაპარაკს და გულზე მჯიღების ცემას, დასხედით ხალხნო და მოიფიქრეთ რაიმე გზა..ჩამოაყალიბეთ საწინააღმდეგო თეორია, რომელიც შეებრძოლება მოცემულს..მარტო პროტესტი და ფაქტების დანახვება აღარ ჭრის არა.. lasha1997ძუკუ ეგრეა მიშა და მომბეზრდა ამ ფორუმებზე პოსტვაც.რამე სხვა გასართობი უნდა მოვძებნო. გახვალ ცოტა ხნით..ვერ ნახავ ვერაფერს ისეთს, ის მოთხოვნილება რომ დაგიკმაყოფილოს რასაც ფორუმები აკეთებენ და დაბრუნდები ისევ..არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 SSDKვერ ნახავ ვერაფერს ისეთს, ის მოთხოვნილება რომ დაგიკმაყოფილოს რასაც ფორუმები აკეთებენ და დაბრუნდები ისევ..არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი საქართველოში რომ ვყოფილიყავი საერთოდ არ მეცოდინებოდა რა არის ფორუმი,მაგრამ აქ „მატრო“ ვარ და უმეტეს შემთხვევაში მაქვს დრო. აი ეხლაც სამსახურში ვარ და საქმე არაფერი არა მაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 lasha1997აი ეხლაც სამსახურში ვარ და საქმე არაფერი არა მაქვსმე მეგონა დიტო, ეს სუფთა საბჭოთა მოვლენა იყო სამსახურში არაფრის კეთება.შემთხვევით დალევაც ხომ არ მოსულა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 ,მაგრამ აქ „მატრო“ ვარეჰ, მაგასაა რომ ვჩივი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 მე მეგონა დიტო, ეს სუფთა საბჭოთა მოვლენა იყო სამსახურში არაფრის კეთება.შემთხვევით დალევაც ხომ არ მოსულა? რაის დალევა და ვისთან უნდა დავლიო,მექსიკელებთან თუ ჩემ ინდოელ ბოსთან? თან ყოველ წუთში შეიძლება სადმე წასასვლელი გავხდე და აქ ნასვამი მანქანაზე დაჯდომა............ ხელფასს მიხდიან თქვენთან ბაზარში. ეჰ, მაგასაა რომ ვჩივი... მაგარა ტეხამს,მაგრამ საქართველოში უფულოდ ყოფნას სჯობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.