Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს განვითარების ვექტორები


Recommended Posts

ვეფხვი

ელექტრო მანქანები მძიმეა, ნელია და სუსტი... ელექტრომანქანას იმხელა და იმსიმძიმე აკუმულიატორი სჭირდება რომ თავის თავს ძლივს ათრევს... მაქსიმუმ ერთი ადამიანის გასასეირნებლად თუ ვარგა მოკლე მანძილზე, ისიც დაბალი სიჩქარით...

ჩამორჩი ცხოვრებას..) უზარმაზარი პროგრესია და რამდენიმე წელიწადში შიგაწვის მანქანის ფასი და მონაცემები ექნება.

 

ვეფხვი

სოფლის მეორნეობას ბევრი შრომა, ბევრი რისკი და ცოტა შემოსავალი აქვს თანაც ბევრი ფართი სჭირდება... მოკლედ არარენტაბელურია! ჩვენ არა ვართ რუსეთივით, ამერიკასავით ან კანადასავით თვალუწვდენელი მინდორ-ველებიანი და თანაც სტაბილურკლიმატიანი ქვეყანა სადაც დიდი რაოდენობის გარანტირებული სოფლის პროდუქცია მოჰყავთ და ექსპორტით ცხოვრობენ...

არ არის მასე... უნდა განილიხო საშუალო ერთი ფერმის მაგალიტზე და არა ვის რამდენი კვადრატული კილომეტრი აქვს..

 

ვეფხვი

ხოდა ეს ყველაფერი წინასწარ კარგად იციან ქართველმა ბიზნესმენებმა და ფულიანმა ინვესტორებმა! ხოდა ასეთი დიდი ბაზარი საქართველოსთვის რუსეთი იყო რომელიც სააკაშვილის უმწიკვლო მეცადინეობით კარგა ხნით მტკიცედ ჩაიკეტა! თურქეთი შენს საქონელს არ შეგატანინებს, ევროპა შორსაა და იქ ქართული საქონლის ჩატანა არარენტაბელურია! მოკლედ ჩიხია რა!

 

 

და ვინმე უარყოფს რომ რუსეთის ბაზრის ათვისებაც და ზოგადად მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის აუცლებელია?

 

ყოველწლიურად 30 000 სტუდენტი არ არის ბევრი იმ ქვეყნისათვის სადაც საწარმო და ფაბრიკა მუშაობს... სტუდენტების რაოდენობა კი არ უნდა შეამცირო არამედ საწარმოებისა და ფაბრიკების რაოდენობა უნდა გაზარდო რომ შემდგომ ეს სტუდენტობა დასაქმდეს!

მაგაში ვერ დაგეთანხმები...ბევრი პროფტექნიკუმია ზუსტად საჭირო...ხოლო უნივერსიტეტი ცოტა მაგრამ კარგი დაფინანსებით და მაღაკვალიფიციური პედაგოგებით..

 

ანუ როცა იცი რომ თუ ისწავლი მართლა დასაქმდები პროფესიის მიხედვით...

ეს საფუძველტა საფუძველია ცხადია

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

asds

რამდენად იშოვის კაცი მაგ კალაშის ვინტოვკას? :what:

ეგ კალაში მოდელია მგონი.. რეალურ ავტომატს პადსტვლნიკით და ოპტიკით სადაც მე ვარ აქ 10-15 000 მანეთში დაითრევ ალბათ, შეიძლება მაგდენიც არ დაჭირდეს, იარაღს მიაქვს აქაურობა.. რათ გინდა რამეს ხომ არ ფიქრობ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. ეს „იმჰო“ რა არის და ინსტუქციაც მოაყოლე აბა.

 

In My Humble Opinion

 

სოფლის მეორნეობას ბევრი შრომა, ბევრი რისკი და ცოტა შემოსავალი აქვს თანაც ბევრი ფართი სჭირდება... მოკლედ არარენტაბელურია! ჩვენ არა ვართ რუსეთივით, ამერიკასავით ან კანადასავით თვალუწვდენელი მინდორ-ველებიანი და თანაც სტაბილურკლიმატიანი ქვეყანა სადაც დიდი რაოდენობის გარანტირებული სოფლის პროდუქცია მოჰყავთ და ექსპორტს აწარმოებენ!!!

 

აბა ისრაელმა რა თქვას? თანაც უდაბნოა. მეფრინველეობა აქვს მგონი ნომერ პირველი მსოფლიოში.

 

შვეიცარია, ავსტრია. მაგაზე მსგავსი სიდიდის რა გინდა. მოუხნავს ვერ ნახავ მტკაველს.

 

უსაფრთხოება, რომ არის საქართველოს ნომერ 1 პრობლემა, მაგ უსაფრთხოების ნომერ პირველი კიდე არის სურსათი. რანაირად გექნება უსაფრთხოება, როდესაც თავს ვერ კვებავ. საუბარია ელემენტარულ პროდუქტებზე.

 

ექსპორტზე რომ ვერ დავგლიჯავთ მაგაში გეთანხმები. საბჭოთა დრო აღარ იქნება, 300 მილიონიან ბაზარზე ფაქტიურად მონოპოლისტები რომ ვიყავით, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ პროდუქციაზე.

 

მე ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობა სტრატეგიულია ამ ქვეყნისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რა არის მეგობრებო მე ერთხელ ისეთი რაღაც მოვიძიე ინტერნეტში ჰიდრორესურსის შესახებ,

არა ვთქვათ რაღაც ფანტასტიკური იდეა და ას. შემდეგ არამედ ჰიდრორესურსი, რომლის გამოყენების შედეგად

მთელს დასავლეთ საქ. ექნება თბილი წყალი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეოთერმული ენერგია

 

ჰიდროგეოლოგიური შესწავლის თანამედროვე დონის შესაბამისად საქართველოში გეოთერმული წ####ბის პროგნოზული მარაგები აღწევს 250 მლნ. კუბ.მ-ს წელიწადში.

 

დღეისათვის ცნობილია 250-ზე მეტი ბუნებრივი და ხელოვნურად გაბურღული გამოსავლები, რომლებშიდაც გეოთერმული წყლის ტემპერატურა მერყეობს 30-110 C-ის ფარგლებში, ხოლო მთლიანი დებიტი აღწევს 160 ათას კუბ. მ-ს დღე-ღამეში. ეს გამოსავლები დაჯგუფებულია 44 საბადოდ. აქედან 3500 კვ.მ-ზე განთავსებულია ისეთი ჭაბურღილები რომელთა წყლის ტემპერატურები არის 85 C და მეტია.

 

გეოთერმული საბადოების 80%-ზე მეტი განლაგებულია დასავლეთ საქართველოში. ზუგდიდი-ცაიშის გეოთერმულ ველზე დღეისათვის საექსპლუატაციოდ ვარგისად შეიძლება ჩაითვალოს 9 პროდუქტიული, 7 სარეინჟექციო და 3 სადამკვირვებლო ჭაბურღილი. დადგენილია, რომ საბადოებზე არსებობს ორი დამოუკიდებელი თერმოწყალშემცველი ჰორიზონტი, რომლებზედაც რეინჟექციის ორგანიზების შემთხვევაში შეიძლება სტაბილურად მოვიპოვოთ 30 ათასი მ3 თერმული წყალი დღე-ღამეში.

 

საქართველოს მთავარი საპორტო ქალაქის - ფოთის გეოთერმული მომარაგება შესაძლებელია განხორციელდეს ქვალონისა და მენჯის გეოთერმული წ####ბის საბადოებიდან.

http://www.minenergy.gov.ge/index.php?m=255

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს აქვს შანსი იყოს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ელენერგია მთლიანად განახლებადი რესურსებით დაიკმაყოფილებს (ჰიდრო, მზე, ქარი). ფანტასტიკაა,?

ქარის და განსაკუთრებით მზის საშუალებით გამომუშავებული ენერგია საკმაოდ ძვირია. საქართველოს გაცილებით უფრო ეფექტური საშუალება აქვს ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად: მდინარეები.

 

შიგაწვის მანქანების ჩანაცვლება ელექტრო მანქანებით, არც ესაა ფანტასტიკის სფეროდან

არის. მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს ფანტასტიკის სფეროა.

 

რამდენიმე წელიწადში შიგაწვის მანქანის ფასი და მონაცემები ექნება

ტყუილია ეს. მეცნიერებაში შემოიხედე ხოლმე ხანდახან, იქ გვქონდა ამ თემაზე მასალები.

 

დანარჩენი სცილდება ჩემი კომპეტენციის სფეროს, თქვენ იმსჯელეთ :boli:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩძhttp://www.minenergy.gov.ge/index.php?m=249

http://www.minenergy.gov.ge/index.php?m=249ძ

 

პოტენციალი

 

საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 ათასი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. საქართველოს მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც შედგება მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან, შეადგენს 96,5 კმ3-ს. მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 000 მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მილიარდი კილოვატსაათის ექვივალენტური.

 

საქართველოს მდინარეების სპეციფიურობიდან გამომდინარე, რომელთაც ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ამ რესურსების გადანაწილება წლიურ, ან მრავალწლიურ ასპექტში შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურების მშენებლობის გზით. თუმცა ეკოლოგიური თვალსაზრისით ასეთების მშენებლობა გართულებულია, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება მცირე წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე.

 

მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამა “განახლებადი ენერგია 2008”, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოში პოტენციური ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების სია და გაწერილია წესები და პროცედურები მათი მშენებლობისათვის

მიმდინარე პერიოდისათვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და ინვესტორებს შორის გაფორმებულია მემორანდუმები ისეთ პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა: ხუდონჰესი – 750 მგვტ დადგმული სიმძლავრითა და 1,5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებით; ნამახვანჰესების კასკადი – დადგმული სიმძლავრე 450 მგვტ, გამომუშავება 1 670 მლნ კვტ.სთ; ფარავანჰესი - დადგმული სიმძლავრე 78 მგვტ, გამომუშავება 425 მლნ კვტ.სთ; ჰიდროელექტროსადგურების კასკადი მდინარეებზე: ჭოროხისწყალი, ლუხუნი, ტეხურა, გუბაზეული, მტკვარი, ბახვისწყალი და სხვა, ჯამში 21 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 1 583 მგვტ დადგმული სიმძლავრით, 5,5 მლრდ. კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებით. განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 2,4 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

წიაღისეული ენერგორესურსების შემცირების ფონზე აქტუალური გახდა ქარის, მზის, გეოთერმული წ####ბის, ბიოგაზისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენება ელექტროენერგიისა წარმოებისა და სხვა პრაქტიკული დანიშნულებისათვის.

 

საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის მეშვეობით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება საორიენტაციოდ 4 მლრდ. კვტ.სთ-ით, ხოლო დადგმული სიმძლავრე 1500 მგვტ-ით არის შეფასებული. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დარაიონებულია მაღალ, საშუალო და დაბალ სიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წელიწადში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა წელიწადში 4000-5000 სთ შეადგენს. შერჩეულია ქარის ელექტროსადგურების განთავსების საუკეთესო ადგილები, რომლებიც საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

 

ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები პერსპექტიული ქარის ელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის, რომლებიც შესაძლებელია განლაგდნენ: - იაღლუჯას ქედზე (45 მგვტ, 110 მლნ.კვტ.სთ), მთა საბუეთზე – (100 მგვტ, 370 მლნ.კვტ.სთ) -სამგორის ზეგანზე (45 მგვტ, 130 მლნ.კვტ.სთ), - გორი-სკრას მონაკვეთზე (90 მგვტ, 250 მლნ.კვტ.სთ), ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე (90 მგვტ, 225 მლნ.კვტ.სთ), - მდინარე ფარავნისა და ჭოროხის ხეობებში _ შესაბამისად 120 და 30 მგვტ დადგმული სიმძლავრითა და 336 და 90 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებით და სხვა.

 

გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის ეფექტური გამოსხივება საქართველოში საკმაოდ მაღალია. უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც წელიწადში დაახლოებით 1900÷2200 საათს შეადგენს.

 

მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108 მგვტ-ით. გასული საუკუნის ბოლოდან საქართველოში ფართო გავრცელება ჰპოვა მზის ენერგიით წყლის გამაცხელებელმა სისტემებმა. ჩვენ პირობებში მზის ენერგია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ 40÷50 0С ტემპერატურის წყალი. საქართველოში მზის გარდამქმნელების გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის, მათი მაღალი კუთრი ღირებულებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მხოლოდ მთაგორიან ადგილებში, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული ადგილების ენერგომომარაგებისათვის.

 

აქართველოს ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური შესწავლის თანახმად გეოთერმული წ####ბის პროგნოზული მარაგები 200÷250 მლნ. მ3-ს აღწევს წელიწადში. ცნობილია 250-მდე ბუნებრივი და ხელოვნური ჭაბურღილები, რომლებშიც გეოთერმული წყლის ტემპერატურა 30-დან 110 0С-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მთლიანი დებიტი 160 ათას მ3-ს შეადგენს დღე-ღამეში. არის ისეთი ჭაბურღილები, რომელთა წყლის ტემპერატურა 85 0С-ს აღწევს. გეოთერმული საბადოების 80%-ზე მეტი განლაგებულია დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდი-ცაიშის გეოთერმულ ველზე. საქართველოს გეოთერმული წ####ბის შედარებით დაბალი ტემპერატურა არ იძლევა საშუალებას, მათი ელექტროენერგიის წარმოების მიზნით, გამოყენებისათვის. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკული თვალსაზრისით ამ რესურსის გამოყენებას ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ცხელი წყლით მომარაგებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ძვირადღირებული იმპორტირებული ენერგოშემცველების დაზოგვის, ასევე სათბური გაზებს ემისიის შემცირების თვალსაზრისით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით შესაძლებელი იქნება დამატებით 20 მილრდ.კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ყოველწლიურად -7 მლნ. ტონა პირობითი სათბობის ეკონომიის ეკვივალენტურია.

 

რეგიონალური მასშტაბით აღნიშნული საშუალებას მოგვცემს შევამციროთ სათბობის მოხმარება და შესაბამისად გარემოში გამოყოფილი სათბური გაზების რაოდენობა: ნახშირორჟანგის – 9 მლნ. ტონით, ნახშირჟანგის – 5000 ტონით, აზოტისორჟანგის – 44 000 ტონით.

დღეისათვის საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალი ნაკლებად არის გამოყენებული. მეტი ინვესტიციების მოზიდვით შესაძლებელია განახლებადი ენერგიის წყაროებით წარმოებული ელექტროენერგიის გამოყენება რეგიონალური მასშტაბით სათბური გაზების ემისიის შემცირებისათვის, და რაც მნიშვნელოვან ფონს შეუქმნის საქართველოს კიოტოს ოქმით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროექტების დანერგვაში.

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ნუ მივუთიტებთ ერთმანეთის უტვინობისკენ. ნუ ვუწოდებთ ერთმანეთის ნაწერს სისულელეს და იდიოტობას. ხომ შეგვიძლია არა ამის გარეშე საუბარი და დისკუსია....

 

 

 

პ.ს. ატომური და ჰიდრო ენერგორესურსები ერთერთი ყველაზე არაეკოლოგიური ენერგიის წყაროებია. გარად ამისა ატომური ენერგია არაა განახლებადი ენერგია და ამ ენერგიის წყაროც საკმაოდ შეზღუდულია. ატომური ენერგია ფაქტიურად წარსულის ენერგიაა უკვე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

და უნივერსიტეტი... წოველწლიურად 30 000 სტუდენტი ძალიან ბევრია... გამოცდები ბევრად უნდა გამკაცრდეს.

გეტყობა არ ხარ ჩაზედული ამ სფეროში, ესე იქცევიან და თან უსამართლოდ, ანუ განათლების დონე დაბალია სკოლებში, მარა ეროვნული გამოცდების ტესტები უფრო რთულია და ბევრი რამე სპეციალურად კეთდება იმისთვის, რომ ბავშვები არ მიიღონ უნივერსიტეტში.

 

 

არის მარტივი რამე, ტესტი უნდა იყოს შესაბამისი იმ განათლების დონესთან რასაც მას სკოლა აძლევს.

2. სოფლის მეოურნეობა

 

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საშუალო და მსხხვილი ფერმების ჩამოყალიბებას. სოფლის დაცლის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან განვითარებულ ქვეყნებში დერმერები 5-7%ს შეადგენენ და წარმატებით ართმევენ საქმეს თავს. უნდა ამოქმედდეს დაზვევა ამ დარგში და ბანკებმა კრედიტები ნორმალური პირობებით უნდა გასცეს (შესაძლოა წილში სახელმწიფო შევიდეს ამ შემთხვევაში)

სანამ შიდა ბაზარი თურქულ და უცხოურ საქონელს აქვს დაპყრობილი, ადგილობრივ ნაწარმს, არავინ არ იყიდის, რადგან უფრო ძვირი ჯდება.

 

3. მრეწველობა

 

აქცენტი პირველ რიგში უნდა გაკეთდეს შიდა ბაზარზე... იცით, რომ ღვინის გარდა, ყველაფერს რასაც ვაწარმოებთ 30%ზე მეტი არ უკავია ქართულ ბაზარზე? როგორ უნდა შეეწყოს ხელი? ალასანიას ქონდა კარგი პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსება კრედიტებში ნორმალური 8% წლიურით... და პირველი 3 თვე სტარტაპი ანუ პროცენტს არ იხდი. თუმცა დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე არაფერს აზრი არა აქვს.

 

ტექნოლოგიებისა და ინტელექტის არ ქონის გამო, ეს სფერო კარგა ხანიიქნება ჩაშვებული

 

სკოლების სტრუქტურა და მასწავლებლები რომ თითქმის მთლიანად შესაცვლელია მე მგონი არავინ დაობს. უბრალოდ გაყრით და გამოყრით საქმეს არ ეშველება. საჭიროა ახალგაზრდა მასწავლებლების წახალისება რომ მუდმივად აიმაღლონ ცოდნის დონე. ხანშიშესულები კი საპატიო პენსიაზე...

არ გყავს შესაბამისი კადრები, რომ შეცვალონ ძველი მასწავლებლები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ენერგეტიკა

გამორიცხულია, არ გვეკუთვნის ჩვენ 90% უკვე..

ანუ, იმის თქმა მინდა, რომ როგორც კი ამაში ფაფხურს დავიწყებთ, კონკურენცია გამორიცხულია, ან "ჩაგძირავენ", ან "ჩაგყლაპავენ"..

 

 

2. სოფლის მეოურნეობა

რეალურია, მაგრამ ძალიან რთული..

ქართველი გლეხია ჩამოსაყალიბებელი როგორც "ფერმერი" და კარგი სიტუაცია იქნება აქ.. ისაა გასათვალისწინებელი კიდევ, მთელი იმპორტი რომ ნაცმოს ძლიერთა ამა ქვეყნისათას ხელშია და არ გაახარებენ ქართველ გლეხს იმ დონეზე, რომ ქვეყნის ეკონომიკას შეეწიოს..

3. მრეწველობა

იგივე სიტუაციაა დაახლოებით რაც სოფლის მეურნეობაში, იმის გამოკლებით, რომ ქართველი მრეწველი ცოტათი, სულ ცოტათი უფრო განვითარებულია, ვიდრე ქართველი გლეხი, მაგრამ ძლიერთა ამა ქვეყნისათას იმპორტი შანს არ დაუტოვებს 95% შემთხვევებში არავის..

4. სამართალი

გავიხუმრეთ, გავიცინეთ და გვეყოს..

5.ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები

სვათაშორის ეს დარგი საკმაოდ კარგად განვითარებულია საქართველოში.. შეიძლება ითქვას ამ ექვსეულიდან საუკეთესოდაც..

6. განათლება

გვქონდა ძლიერი სკოლა, საშინელი ინსტ/უნივერსიტეტები..

გავაფუჭეთ სკოლა, ინსტ/უნივერსიტეტები ისევ ისაა რაც იყო..

 

ისე, ჩვენნაირი ქვეყნისთვის მე-2 და მე-6 უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

პ.ს. ატომური და ჰიდრო ენერგორესურსები ერთერთი ყველაზე არაეკოლოგიური ენერგიის წყაროებია. გარად ამისა ატომური ენერგია არაა განახლებადი ენერგია და ამ ენერგიის წყაროც საკმაოდ შეზღუდულია. ატომური ენერგია ფაქტიურად წარსულის ენერგიაა უკვე.

ბირთვული სინთეზის შესახებ თუ გსმენია რამე? ატომური ენერგია მომავლის ენერგიაა, ის რაც დღემდე ხდებოდა ამ სფეროში პირველ ნაბიჯებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ..

 

ატომური ენერგეტიკა გაცილებით უფრო მეგობრულია გარემოსადმი ვიდრე ჰიდროენერგეტიკა მამენტ.. ბოლო თაობის ბირთვული რეაქტორები საკმაოდ მაღალი უსაფრთხოებით გამორჩეობა და არც ატომური საწვავია დეფიციტი..

 

ატომური ენერგეტიკის ბაზარზე საფრანგეთია წამყვანი სახელმწიფო და თუ საქრთველოს საშუალება ექნება და საფრანგეთს ატომურ სადგურს დაუკვეთავს ნამდვილადარ იქება ურიგო.. ენგურჰესების მაგვარ მონსტრებს ნამდვილად ატომური სადგური ჯობია იყოს ქვეყანაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ბირთვული სინთეზის შესახებ თუ გსმენია რამე? ატომური ენერგია მომავლის ენერგიაა, ის რაც დღემდე ხდებოდა ამ სფეროში პირველ ნაბიჯებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ..

მტკიცებით ფორმებით რომ გიყვარს ლაპარაკი, თავად თუ იცი ბირთვული სინთეზი რას ნიშნავს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...