babuagiorgi Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 (edited) ეს თემა დამიტოვეთ დანარჩენი არ მაინტერესებს გინდ გააუქმეთ და გინდ...................ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს პოლიტემიგრაციაზე და დრო და დრო მოვათავსებ აქ ცხოვრების ნაწვყეტებს. მოდერატორს ვთხოვ ოფები წაშალოს. წინასწარ ყველას მადლობა. 1993 წელს როდესაც ადმირალ ბალტინის მეთაურობით რუსები ღია აგრესიაზე გადავიდნენ და ჩვენ ფაქტიურად წავაგეთ ომი ძალიან გასჭირდა დამალვა.პრინციპში ომობდნენ რუსები და დაკავებულ ადგილებში შემდგომ მხედრიონი, ათასი ჯულის საძმო, მელიცია და ე.წ. კიტოვანი გვარდია შემოდიაოდა. ერთი პერიოდი დამალვა არ იყო დიდი პრობლემა. ყველა ოჯახს კარები ღია იყო ჩვენთვის, მაგრამ შემდგომ ბლოკპოსტების დაყენება დაიწყეს სოფლებში, რამაც გადაადგილების პრობლემები შეგვიქმნა და თან ხახლხი დააშინა.რამდენიც შევძელით ამ ბლოკპოსტებს ღამე ვშილდით, მაგრამ შემდგომ ახალს აყენებდნენ მანდ და თან მეტი რაოდენობით.ის ხალხი ვინც ადრე დიდი სიამოვნებით გვაძლევდა თავშესაფარს, უკვე შეშინებულები იყვნენ და ჩვენც არ გვინდოდა ამ ოჯახების გარისკვა. უბრალოდ არ იყო კარგი ამბე, რომ ჩემი გულისთვის მაგალითად რომელიმე ოჯახი აეწიოკებინა მხედრიოსნ ან პოლიციას.ერთ ნათესავთან ვიმალებოდი მეორე სართულზე. იცით ალაბათ ჩვენი სოფელის სახლები, ტუალეტი არ არის ხოლმე მანდ სახლში, ასე რომ გარეთ მხოლოდ ღამე გამოვდიოდი.ოჯახის დიასახლის დამადგა ერთხელ დილას და "გარშოკი" მომიტანა. "გაფიცებ ყველაფერსო გარეთ არ გახვიდეო". "მეთქი ნუ გეშინია ღამე გავდივარ და ფრთხილად ვიქნებითქო". მოკლედ მუხლებზე დაიჩოქა ისე მეხვეწა და იძულებეული ვიყავ თანხმობა მეთქვა. მე ცალკე ვიმალებოდი. ასე ერჩივნა საქმეს და არ მოყვები ეხლა რატომ. დრო და დრო ვხდებოდი მეგობრებს ერთ-ერთ ოჯახში. ამას თან დაემატა ის, რომ ერთმა ახლობელმა რომელიც მელიციაში მუშაობდა გაგვაფრთხილა, რომ ჩემზე და კიდევ ერთ ადამიანზე ადგილზე დახვრეტის ბრძანება იყო გაცემული. ყველა ამ გარემოებამ გადაგვაწვეტინა საქართველოს დატოვება. მეგობრები ბათუმში გადავიდნენ, მე კიდევ ერთი სამაჩაბლოელი პოლიციელი დამეხმარა და სამაჩაბლოში ჩამიყვანა. მაგრად გარისკა ამ დალოცვილმა მაშინ, რაზეც დღემდე მადლობელი ვარ.სამაჩაბლოში ოჯახი მყავდა გადამალული და მაშინ ჩემი ახალ დაბადებული ქალიშვილი 2 კვირის იყო. ვიფიქრე სამაჩაბლოში გავჩერდები მეთქი რაღაც პერიოდი და ბავშვს მაინც ვნახავთქო. სამაჩაბლოში არ იყო ჩემთვის მაშინ გაჩერების პრობლემა. შევარდნაძეს ხალხს მანდ ბევრს არ ეკითხებოდნენ, მაგრამ აქ სულ სხვა საშიშროება გაჩნდა. ხალხი მოვიდა, იარაღი მომიტანეს. მოკლედ ნუ გეშინიაო ხეობა დაგიდგებაო გვერდში და არავის მივცემთო შენს თავს.დავფიქრდი, ეხლა მეთქი ჩემი გულისთვის აქაც პრობლემები ექნებათქო. თან და ოჯახის გასაჩერებელი ადგილიც არ დამრჩებ მეთქი. მაშინ პრაქტიკაში იყო ოჯახის დაპატიმრება. აპატიმრებდნენ ჩვილი ბავშვებითაც და ჰყავდათ იქამდე სანამ არ ჩაბარდებოდი. იმ პერიოდში ხეობის გავლით სომხების კოლონებს საქონელი გაჰქონდათ რუსეთში. კოლონა ყველგან ფულს იხდიდა და ფაქტიურად მანქანებს არ ამოწმებდა მელიცია და არც ოსი ბოევიკები. ერთ ასეთ კამაზში აღვმოჩნდი მეც. ძმები იყვნენ მოლდავეთიდან მძღოლები და სომხების არაყი მიჰქონდატ რუსეთში. თვითონ ეს სომეხი ახალგაზრდა კაცი იყო და უარი არ სთქვა. ნუ გასამჯელოც მიიღო რა თქმა უნდა. გვირაბს რომ გავცდით, სომეხმა შეცდომა დაუშვა, როემლიც ჩემთვისაც საბედისწერო გახდა კინაღამ. კოლონას სპეციალურად ჩამორჩა. ფულის მიცემა არ უნდოდა და იფიქრა ასე იაფად გამოვალო. ორჯონიკიძე გავიარეთ. სომეხი მიხვდა რომ მიქარა, ამრგამ უკვე გვიან იყო. ყველა პოსტზე ატყვაებდნენ ორმაგად. შემდგომ ფული რომ არ ეყო არაყი მიჰქონდათ 10-15 ყუთი. კაბარდოში ქალაქის შესასვლელში პოსტზე გააჩერეს და აქაც იგივე განმეორდა.სანამ ამას არაყს ართმევდა მელიცია, მე იქვე ტუალეტში გავიქეცი და კურტკა დამრჩა მანქანაში, კურტკაში კი პასპორტი. რომ დავბრუნდი ჩემი ტანსაცმელი გარეთ ეყარა. მილიციელს პასორტი ეკავა და ამ პოსტის შენობაში აგვიყვანეს ყველა.ჩემი ქართული პასპორტი იპოვეს კურტკაში.პოსტზე უფროსი იყო ლეიტენანტი. დაიწყო რეკვები. აფხაზეთში გადაგიყვანთო, მანდ ტყვეების გასაცვლელად ასე მითხრა.რომ ვნახე რა სიტუაცია იყო, სიმართლე ვუთხარი. "მე არ გავიცვლებითქო". შევარდნაძეს ხახლიც მოსაკლავად დამზედევს მეთქი. მოკლედ ვის უნდა ასეთი გასაცვლელად. ბოლოს ლეიტენანტმა "გაიყვანეთო და "რასტრელიატ" თავიდან გამეცინა, მეთქი ხუმრობენ, ან უფრო მაშინებენ მეთქი, მაგრამ კედელზე რომ მიმაყენესს მასინ ღიმილმა გამიარა.იქვე 30 მეტრში ავტობუსების გაჩერება იყო. გაჩერებაზე ოცამდე რუსი ბაბუშკები იდგნენ (ნუ ქალები), ალბათ სადღაც ბაზრობაზე მიდიოდნე, ყველას სუმკები ეკავა.ხო და ჩემო ბატონო ავტეხე მე "ალიაქოთი". "ბაბუშკი პამაგიტეეეეეეეე!!"ღმერთმა და ამ ბაბუშკებმა ბაგრად მიშველეს მოკლედ. მოცვინდნე და ატეხეს ყვირილი. დასცხეს ამ მილიციელებს.ამ გაწამაწიაში ლეიტენანტი გამოვიდა და გაუშვითო.წამართვეს ყველაფერი. მანაქანაში რომ ვჯდებოდი სერჟანტი ჩემ კურტკას წვდა გაიხადეო. მეთქი რა უნდა გავიხადო ამ გაგანია ზამთარში უკურტკოდ სად წავიდეთქო."გესვრიო"."ისროლე შენი დედაც მეთქი მაგრამ კურტკას არ მოგცემ."მოკლედ შემეშვა.მანქანაში მერე სომეხი ახირდა. "ტი აპასნი ჩელოვეკ ვიხადი იზ მაშინი" ას მითხრა.მძღოლები ძმები იყვნენ მოლდავეშიდან. ვენაცვალე, ჯიგარი ხალხი აღმოჩნდა.ამ სომეხს უთხრეს, შემ ტავარსო გარეთ დაგიყრითო. ამ კაცს სადგურში მივიყვანთო.სომხესაც სხვა გზა არ ჰქონდა. რომ დავცილდით კი მოიბოდიშა ისე. ასე რომ ასეთი იყო ეს ემიგრაციული დასაწყისი "ჩქიმი პაკაზუხა" "შენ დაუკარ ემიგრანტულის" I ნაწილი. გაგრძელება იქნება ხაისათის და მიხედვით. Edited August 13, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 (edited) ამ ცხოვრების დედაც საკუთარი ქვეყნიდან გაპარვა რომ გიწევს. Edited August 13, 2010 by მართვის თეორია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 babuagiorgiდა ეს ყველაფერი შენ გადაგხდა თავს? აი მესმიიის,.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 babuagiorgi მეც მოვყვე? newstudio ორჯერ ხვრიტავდნენ და მეორესაც დაწერს ალბათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 იმ ტეროტორიაზე სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობდა და ნამდვილად არ ვიცოდი თუკი ასე ადვილი იყოადამიანის დახვრეტა, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 (edited) იმ ტეროტორიაზე სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობდა და ნამდვილად არ ვიცოდი თუკი ასე ადვილი იყოადამიანის დახვრეტა, კაბარდოელები აფხაზეთში იბრძოდნენ ჩვენს წინააღმდეგ. Edited August 13, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 (edited) babuagiorgibabuagiorgiკაბარდოელები აფხაზეთში იბრძოდნენ ჩვენს წინააღმდეგ. სხვათშორის ბევრიც დაეხოცათ და გამწარებულები იყვნენ მაგ ჩათლახები. მეც მომიწია ყაბარდოს პოსტის გავლა 1999 წლის იანვარში, მაგრამ მაშინ შედარებით დაწყნარებულები იყვნენ. თუმცა მაყუთი ყველაზე მეტი აგვახიეს. ღმერთო მაპატიე და მაგარი საქონელი ხალხია. ისე, შენ ადგილას ერთ კარგ მემუარების წიგნს გამოვაცხობდი. Edited August 13, 2010 by Grig Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 ისე, შენ ადგილას ერთ კარგ მემუარების წიგნს გამოვაცხობდი კარგი იდეაა,მაგრამ მაგ წიგნში ქართველების ქართველების მიერ ხოცვაც უნდა დაწეროს და არა მგონია რამე კარგი მოიტანოს ამან.მეორეც.მიკერძოებული ინება ესეთი მემუარები,რადგან გიორგი მეორე მხარეს იდგა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 lasha1997მაგ წიგნში ქართველების ქართველების მიერ ხოცვაც უნდა დაწეროს და არა მგონია რამე კარგი მოიტანოს ამან უნდა ჩაწეროს, აბა რა. ჩემი აზრით, კარგი იქნება, რომ იგივე სისულელეები არ გავიმეოროთ. მიკერძოებული ინება ესეთი მემუარები,რადგან გიორგი მეორე მხარეს იდგა. რა თქმა უნდა იქნება - აბა, მემუარი როგორი უნდა იყოს? ნუ, ედიკას მემუარებს დააბალანსებს, რა - ცოტათი მაინც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 მემუარებს ბევრი სწერს, ეხლა მეც რომ დავემატო დიდი არაფერი შეიცვლება. კიდევ არის ერთი პრობლემა, ჯერ არ გასულა იმდენი დრო რომ ყველაფრის თქმა შეიძლებოდეს. ოდანვ დამალული სიმართლე კიდევ არაა საინტერესო და სწორი ამბე. შენ დაუკარ ემიგრანტული ნაწილი II უფულოდ და თითქმის შიშველ-ტიტველი ჩავაღწიე უკრაინამდე. რაღაც პერიოდი ერთ მეგობართან ვცხოვრობდი. შემდგომ ბინა მათხოვა ნაცნობმა და იქ ვცხოვრობდი. თავიდანვე შეიძლებოდა გაქცევა. მაგრამ ვერ გადავწყვიტე.მაშინ სულ იყო იმედი, რომ მსოფლიო დემოკრატია "აღშფოთდება" და დავბრუნდებით. სანამ ამთი იმედით ვიყავი, საბუთების "გაკეთება" გაჭირდა, მერე ფული სჭირდა და ა.შ. ბოლო-ბოლო 1997 წლამდე ვერ გადავლახე საზღვარი.აქედან პერიოდული "შუხერები" მქონდა ხოლმე. დამირეკავდნენ მოდიანო და 2 - 3 თვე მეგობართთან გავიქცეოდი და გარეთ არ გამოვდიოდი. ერთხელ ისეთი პერიოდი მქონდა, რომ თითქმის ერთი წელი ვიცხოვრე ერთ ოთახიან ბინაში. ფანჯერებზე სქელი ტილო მქონდა აფარებული, ტელევიზორს ვრთავდი ხმის გარეშე. მოკლედ ერთი წელი როგორც იტყვიან ფანჯრიდანაც არ გამიხედია, გაერეთ გასვლაზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი. ერთი მეგობარი მაკითხავდა ხოლმე და თუ მომიტანდა რამეს საჭმელს ხომ კარგი, თუ არა და უმეტეს შემთხვევაში ვიყავი კარტოფილზე და ჩაიზე. საცაა დავკრახმალდი მაშინ. რაღაც ბრიზენტის მატერიის შარვალი მქონდა და პირველად გარეთ რომ გავედი სულ გახუნებული იყო, ტუფლი გადაიხსნა. ბაზრობაზე წავედი და იქვე სადაც ვიყიდე დავტოვე ეს ძონძები.ამ დროს უკვე კარგი დროც გავიდა, რაღაც საბუთები "დამიპადელკეს", მაგრამ აპასნი იყო. ერთ რუსი ოფიცერს ვიცნობდი მანდ, ყოფილი საბჭოთა კავშირს დროს ჯარში ჩემი ოფიცერი იყო, მაგან ერთხელ ერთი ქალაქის დიდი თანმდებობის მილიციელი გამაცნო. ეს კაცი სულ ერთხელ მყავდა ნაანხი.მოკლედ ეს მილიიცელი მოვიდა და საქართველოდან დაკავების ფურცელი მანახა ჩემი სურათით. მითხრა არ მჯერაო ამ საქმის და თუ გინდა თავს უშველეო. თან გამაფრთხილა. მაშინ მანდ კრიმინალურ პოლიციასთან ერთად მე-6 " განყოფილება შექმნეს, ორგანიზირებული ბანდიტიზმის წინააღმდეგ" ასე ერქვა მგონი. მითხრა შეიძლება ამათაც აქვთ ასეთივე დაკავების ფურცელი. მეგობარმა პოლნეთ-უკარაინის საზღვართან გამიყვანა. იმ პერიოდში მანდ კილომეტრიანი რიგები იდგა ხოლმე. ისეთი მანქანა ამოვარჩიეთ, რომელსაც სადღაც დილისათვის მოუწევდა საზღვრის გადაკვეთა. დილის 8 საათზე იცვლებოდა სმენა და დაღლილები არიან ამ დროს მესაზღვრე პოლიციელები. გეგმა ასეთი იყო. მაგარი მთვრალი უნდა ვყოფილიყავი. მესაზღვრებს არ უკვირდათ ეს ამბე. ხალხი მანდ რიგში 2 დღეც იდგა და რა უნდა ქენათ სხვა. მძღოლების გარდა ყველა სვამდა. გზაზე ხომ სულ ბაზრობები იყო. ერთ ვაშლზე დავყუმბარე ნახვარლიტრიანი "ჟიტომირსკაია" ვოდკა, მაგრამ არაფერი. ამ შიშისგან არ მეკიდებოდა საერთოდ. საცაა საზღვარს ვუახლოვდებოდით და მეორეც ვიყიდე.მესზღვეებთან რომ მივედით ისეთი სუნი ამსდიოდა, რომ ბევრი არ დაუხედია საბუთებზე. მეორე მხარეს უკვე არ მეშინოდა, მაგრამ პოლონელებმა საერთოდ დაიკიდეს და გავედი. საზღვრიდან ერტთ პატარა ბუდკა სჩანდსა. მივედი მანდ და გავითიშე. არაყმა და შიშმა თავისი ჰქნა. დილას სიცივემ გამაღვიძა. სიცივე ჯანდაბას მეთქი, გავაღწიე.......... ამ დროს კი საქართველოდან უკრაინაში 4 მუშაკი იყო ჩამოსული, მელიციამ ესენი კალინინგრადში დამისამართა, "აქ იყო ადრეო და ეხლა ვიცითო მანდ არისო წასული" (ალბათ იმ მელიციელის ნახელავია ეს ამბე ). იქედან კალინინგრადში ჩავიდნენ, მაგრამ სად ვიყავი დაბა. მე უკვე პოლონეთში მატარებლით საფრნგეისკენ მივდიოდი.შემდგომ ახლობელებისგან გავიგე. აბაშის მელიციის უფროსი კინაღამ გადაჰყვა ამას. დიდი ფული დაუჯდათ თურმე მგზავრობა. კალინინგრადში რომ ვერ მიპოვეს, ასეთი ოინი მოიფიქრეს. აბაშის გაზეთში მაშინ გამოვიდა პატარა ქრონიკა "კალინინგრადში დაკავებულია საშიში დამნაშავე გიორგი ალანია, უხლოეს დღეებში იქნება გადმოყვანილი საქართველოში" ეს გაზეთი ეხლაც მაქვს შენახული.ეტყობა იმის იმედი ჰქონდათ, რომ დედა გაიქცეოდა დასარეკად.აბა გაიქცა ხო............. დედაჩემი ისე იყო კონსპირაციას მიჩვეული, რომ ფეხიც არ დაუძრია. ელოდნენ მაგრამ................ ნიხტ.მერე აბაშაში ანეგდოტი დადიოდა, ვითომ ალანიამ დაურეკაო ამ პოლიციელებს კალინინგრადში და უთხრა "ბიჭებო აბაშაში დასაბრუნებელი ბილეთის ფული ხომ არ გამოგიგზავნოთო". გაგრძელება იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 babuagiorgiმემუარებს ბევრი სწერს, ეხლა მეც რომ დავემატო დიდი არაფერი შეიცვლება. კიდევ არის ერთი პრობლემა, ჯერ არ გასულა იმდენი დრო რომ ყველაფრის თქმა შეიძლებოდეს. ოდანვ დამალული სიმართლე კიდევ არაა საინტერესო და სწორი ამბე.სწორია..არ შეიძლება ჯერ მემუარები.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 (edited) babuagiorgi სწორია..არ შეიძლება ჯერ მემუარები.. ნუ კიდევ არის აქ ერთი მომენტი. ბევრი რამის შეფასებას დრო სჭირდება.იყო ისეთი მომენტები, რომელსაც მაშინ სულ სხვანაერად აღვიქვამდი და ელა სხვა შეფასებას ვაძლევ. ბევრი რამ რაც არ ვიცოდი ეხლახან გავარკვიე და ა.შ.პრინციპში, არ ვარ ჯერ იმით აღგზნებული რომ ამაზე ვწერო.უბრალოდ აქ მხოლოდ მცირე ნაწვეტები მინდა მოვათავსო ემიგრანტული ცხოვრებიდან.კიდევ ერტი ნაწილიც და მოვრჩები პ.ს. ხო, ემოციები. ემოციებით დაწერილი არ ივარგებს. მე კი ჯერ ეს ემოციები ოხრად მაქვს. Edited August 13, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 babuagiorgiკიდევ ერტი ნაწილიც და მოვრჩებირას მორჩები ბაბუ, მუღამში რო შეგვიყვანე მერე მორჩები კაცო.გააგრძელე რა ძმურად. ეგ ისე გამოგდის აი ერთი სერია რო გაყურებინონ კინოსი და დანარჩენი არ განახონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 (edited) მემუარებში არ ჩამითვალს ვინმემ. უბრალოდ მინდა უკეთ გაგაცნოთ ემიგრანტული ცხოვრება.სადღაც მართლა მშურს იმ ხალხის ვისაც შეგუება შეუძლია, მაგრამ ვიცი იმ ქართველთა ბედი, ვინც ვერ შეეგუა და გადაყვა კიდევაც ამ ამბეს.საფრანგეთში ომის შემდეგ დარჩენილი ქართველისა, ჩეხეთში ქართველი მწერლისა, რომელმაც თვითმკვლელობით დაამთავრა ცხოვრება. ჩემი ისტორია ამათთან შედაებით არაფერია.ერთხელ შევაგროვებ ამ ხალხზე მასალებს და აუცილებლად დავწერ ამის თაობაზე. სადღაც 2002 წელს ამერიკელებს რაღაც პროექტი ჰქონდათ ჩეხეთში. სქელი კალენდარი გამოუშვეს ჩეხეთში მცხოვრები ემიგრანტების სურათებით. ყველამ რაღაც წინადადება ჩასწერა მანდ. შეკითხვა იყო, როგორ აღიქვამთ ჩეხეთს.მოკლედ მანდ სტყვები დაიწერა, დედა შვილს არ აიყვანს ხელში "ისე მივეჩიე, რომ უკვე ჩეხეთის უმისოდ ცხოვრება არ შემიძლია" ამას სწერდა ბელორუსი რომელიც აქ ერთი წელი ცხოვრობდა და სხვ ამდაგვარი სიტყვები.ჩემი პასუხიც სწერია მანდ, "ჩეხეთი არის ჩემთვის დედინაცვალი და არასოდეს არ იქნება დედა". სადღაც ასე, თუ არ მეშლება. როდესც რაღაც წამომცდება ამდაგვარი "გამიკეთებია", ვიცი ზოგს არ მოსწონს. არც მე მომწონ, მაგრამ სადღაც ნერვები მღალატობს ალბათ. რაც წამოვედი იმის შემდეგ არ შემიწყვეტია სახლმწიფო სამსახური, ნუ მე ამას ასე აღვიქვამ. "კრუგომ-ბეგომ" მაქვს გადასერილი ჩეხეთი საქართველოდან ჩამოსული ემიგრანტისთვის. ეს სხვა არაფერი იყო ჩემთვის, თუ არა ქვეყნის სამსახურში ყოფნა.პირველად საელჩო რომ გაიხსნა, ელჩმა კახა სიხარულიდძემ "დაგვპატიჟა" ემიგრანტები საელჩოში და ერთ საათიანი "რეჩი" გაუშვა იმის თაობაზე, თუ რას აპირებენ აქ. მოკლედ სიტყვა გავაწყვეტინე და ვუთხაი, "სანამ აქ ესენი მოვიდოდნენ, სალჩოც ვიყვით, ბაბუა და ბიძიაც. ხო და ამდენ ლაპარაკს მეთქი მადლობა მაინც გეთვა გაწეული მუშაობისათვის და შეგევკითხა მეთქი ის თუ როგორ უნდა იმუშაოს აქ საელჩომ".მოკლედ ოდნავ "შოკი" იყო ეს მისთვის. ისე კახა შემდგომ ელჩებს ათი თავით სჯობდა......... შეიძლება ამიტომაც მწყინს, როდესაც ვინმე რამეს და ა.შ. არ ვიმართლებ თავს, უბრალოდ მინდა ავხსნა ის, რომ აქ ჰუმანიტარულ დახმრებაზე არაა საუბარი, არამედ ქვეყნის სამსახურზე, რომელიც პირველ ადგილზე იდგა და დაგას ....... დღეს ოდნავ დავიღალე და ხვალ შემოგთავაზებთ კიდევ ეპიზოდს. ზემოთ დავწერე ერთითქო, მაგრამ იქნება ორი. ორად გავყოფ. დამიჯერეთ იამზე მეტად საინტერესოა რაც დავწერე. თან ვინმეს აფერისტობა რომ არ ეგონოს ერთ სურათსაც დავდებ. Edited August 13, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 (edited) შენ დაუკარ ემიგრანტული ნაწილი III 1997 წელს საფრანგეთში ყოფილი კომუნისტური ბლოკიდან წამოსულებს თავშესაფარის მოთხოვნაში "ტოლსტოის ფონდი" ეხმარებოდა. თავშეაფრის მიღების კომუნიკაცია წერილობით იყო და აქ მყოფი ორ წლოვანებში შეუსლ ქალბატონს ევალებოდა ეს ამბე.დაბინავება ან სხვა რამ დახმარება გამორიცხული იყო. პირველ დღეს ძალიან ცივად მიმიღეს, თუმცა რა არის გასაკვირვი როდესაც გარეთ კიდევ 200 ადამიანი ელოდებოდა დახმარებას. მახსოვს ხალხი მუხლიჩოქა ეხვეწებოდნენ დაბინავებაში დახმარებას. ზოგს წითელი ჯვრის გასათენებში ეძინა სადა ალკოჰოლიკები და ბომჟები ათენებდნენ ღამეს. მეორედ რომ მივედი, მითხრეს რომ დამეცადა და სულ ბოლოს ისევ შემოვსულიყავი.ყველა რომ წავიდა მივედი. ეხლა კი უკეთ მიმიღეს. მითხრეს რომ მათი საშუალებები ძალიან მცირეა, მაგრამ ერთოთახიანი ბინა მომიძებნეს, ოღონდ გარეთ არვისთან წამოგცდესო. ერთი რაც იყო საჭირო ვინმე უნდა დამხმარებოდა ინტერვიუს ფრანგულად დაწერაში, ამათ სამუშაო ისედაც ოხრად ჰქონდათ. მირჩიეს ქართული სათვისტომოსთვი მიმემართა. იმ დღესვე დავრეკე სათვისტომოში. ბატ. ზურაბიშვილი იყო თავჯდომარე მაშინ (ამ ჩვენი ზურაბაანთ ქალის ბიძა მგონი). "მე ქართული სუდათ ისის და დაგალაპარაკოს მედეა ტუსმანისვილს" ასე მიპასუხა. მეთქი მაიტა იყოს მედეა, ოღონდ ამ ინტერვიუს დაწერაში დამეხმარეთქო.მედეა თუშმანიშვილი, ყოფილი პარლამენტის დეპურტატი , გადატრიალებამდე ჩემოდანზე იჯდა და თუ არ ვცდები, ჯერ არც იყო სამხედრო გადატრიალება დაწყებული თავშესაფარი რომ მოითხოვა საფრანგეთში. დაველაპარაკე, ეგრევე ვუთხაი რომ არც ბინით და არც ფულით არ მინდა დახმარება, მხოლოდ ინტერვიუს დაწერაში მჭირდებათქო თვენი ფრანგულის ცოდნა და თან მხოლოდ ერთხელ."რაზე ჩამოხვედით?"ვუთხარი ვინ ვარ და რა მელოდება საქართველოში. "თქვენ იცით ის, რომ აქ უკვე პარლამეტის წევრებსაც არ აძლევენო თავშესაფარს?""გასაგებია მეთქი, მაგრამ პარლამენტის წევსრ თუ დაზდევენ მეთქი?"თურმე მართლა ითხოვდა ერთი საფრანგეთში და უარი რომ მიიღო, გაბრაზებული დაბრუნებულა საქართველოში. ქალბატონო მეთქი მაგას კაცი არ დასდევს დასაჭერად და მე დამზდევენ მეთქი. ბოლო-ბოლო პასუხი ასეთი იყო, რომ ამისთვის ეხლა არ სცალიათ და მირჩია საქართველოში დაბრუნება. ხო, ის დამპირდა, თუ დამიჭერდნენ ესენი აუცილებლად გააპროტესტებდნენ წერილობით. მეორე დღეს "ტოლსტოის ფონდში" ბევრი არ უკითხიათ ამათი დახმარების თაობაზე. ეტყობა ჰქონდათ გამოცდილება და სომხებთან მისვლა მირჩიეს.გულში ვიფიქრე, ქართველი კაცი სომხებს როგორ ვთხოვო დახმარება, როდესაც საფრანგეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული სათვისტომოა.თან უკვე საშიშროება ოჯახსაც ელოდებოდა. ოჯახი ისევ დაბრუნდა სამაჩაბლოში. რომ გაეგოთ საზღვარს ვარ გასული, ყველაფერი იყო ამათგან მოსალოდნელი. მოკლედ სასწრაფოდ მჭირდებოდა თავსესაფარი. მაშინ სადამ ჰუსეინს რომ მოეცა იქ წავიდოდი. ეს არ მადარდება რომელი ქვეყანაა. სად იყო არჩევნის დრო.ტოლსტოის ფონდში ვუთხარი, რომ ალაბთ სადმე სხვაგან წავალ მეთქი. აქ რომ დავრჩე ამ სათვისტომოდან ვინმე შემომაკვდებათქო. მირჩიეს ჰოლანიდა ან ჩეხეთი. ჰოლანდიაში მაშინ 40-ე ქართველი ელოდებაოდა და ჩეხეთში იყო 2-ი თუ არ ვცდები. მეთქი წავალ ჩეხეთში. ხო და ასე ავღმოჩნიდ ჩეხეთში. როდესაც ყველა დასავლეთით გარბოდა მე გადავინაცვლე აღმოსავლეთით. კარანტინში, სადაც გარეთაც არ გვიშვებდნენ მეორე დღესვე 5 რუსთან მომივიდა ჩხუბი. უფრო სწორედ ერთან, არ ვიცოდი ამდენი თუ იყვნენ. რავი მგონი ბოქსიორი იყო და თან ძალიან ნაგლი ტიპი. მოკლედ იმ ღამეს ხუთივე შემომივარდა ოთახში და კარგა მაგრად მცემეს რა.ესენი მერე ნახევარი წლის შემდეგ გამოვიჭირე ბრნოში. სომეხი მეგობრები მყავდა უკვე მანდ და მითხრეს დავადუღოთო, მაგრამ 6 თვეში გამიარა ამ გაბრაზებამ. უბრალოდ ვუთხარი ეს ამბე. ისე კი იმის შემდეგ სადაც დამინახავდნე მიწამდე იღუნებოდნენ გამარჯობის თქმისას მოკლედ შერჩად რა ცემა. ჩეხეთში მეგონა ის, რომ სწრაფ აზილს მივიღებდი, მაგრამ რომ ვნახე ხალხი წლობით ელოდებოდა თავშესაფრს, გული გამისკად კინაღამ. იმ პერიოდში სასაზღვრო პოლიცია სწყვეტდა თავშესაფრის მიცემას და შინაგანს აქმეთა მინისტრი ამტკიცებდა. მივწერე წერილი რომ თუ არიან მომცემნი 3 თვეში ვრჩები, თუ არა და მივდივართქო.გასკვირვია მაგრამ 2,5 თვეში მივიღე. ეხლა უკვე ოჯახის ჩამოყვანა შემეძლო. ოჯახი ამ დროს უკვე რუსეთში იყო გაქცეული და მელოდებოდნენ. აქც იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ 2 თვეში გადაწყდა. საერთაშორისო წითელმა ჯვარმა ჩამომიყვან ოჯახი პრაღის აეროპორტში.ხო და ასე გავიცანი ჩემი უმცროსი გოგო, მაშინ უკვე 5 წლისა იყო. რომ გავიქეცი 2 კვირისა დავტოვე და........................ გარეთ გამოვიდნენ, მეუღელე ეუბნება "აი შვილო მამიკო................." ასეც ხდება ხოლმე ცხოვრებაში. Edited August 14, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.