Jump to content
Planeta.Ge

მორწმუნეებს და ათეისტებს.....მართლა გჯერათ?


Recommended Posts

იგივე კითხვა ათეისტებს- ნუთუ დისკომფორტს არ გიქმნის ხშირად ამოუხსნელი შემთხვევითობები, გაუგებარი მოვლენები,ლოგიკაზე მაღლა მყოფი მომენტები,რომელიც მეცნიერულ ახსნას ვერ ექვემდებარება,

ასევე არ ფიქრობთ იქნებ ცთებით?

 

ლსდ ?

 

დავიდ კოპერფილდი, იგორ კიო ?

 

თუ უდაბნოს მირაჟები ? (ყველა მონოთეისტური რელიგიები უდაბნოშია დაწერილი :D)

 

კონკრეტულად რას გულისხმობ ლაშა?

 

ამოუხსნელი შემთხვევითობა რას ნიშნავს? პასკალმა კამათელს რომ უყურა მიხვდა, რომ არსებობდა გარკვეული ციფრების მოსვლის ალბათობა გარკვეული პერიოდულობით. ჩემი მეზობელი შაქარა დარწმუნებულია, რომ ნარდის დროს ცალ ფეხს თუ აწევს ჰარში და ცალ თვალს დახუჭავს დუშაშს დასვავს და ეს მისთვის ლოგიკაზე მაღლა მყოფია.

 

ვინც ინგლისურს ფლობს ეს ფილმი ნახეთ ძალიან საინტერესოა:

 

http://www.youtube.com/watch?v=pKpKU9ss7w0

 

http://www.youtube.com/watch?v=5n2LktpT8tY&feature=related

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

უცხო_პლანეტელი   თქვი ახლა შენც ახალი ამბავი რომ მეცნიერება არ და ვერ უმტკიცებს ყველაფერზე პასუხი მაქვსო. არ აქვს და ვერც იტყვის რომ ყველაფერზე პასუხი მაქვსო.     მოდი ნუ კბენ რელიგიას რაა ოქროვ.

უცხო_პლანეტელი

მოდი მთავარით დავიწყოთ, საქართველოში უმთავრესი პრობლემა არის მოდას აყოლილი თეისტობა თუ ათეისტობა, ანაც აგნოსტიკობა.     და რა ცდომილებაზეა აქ საუბარი?   პირიქით, ეს არის გამოწვევა. თუ არ ვცდები მე-18

აზრი

lasha_alo   მაგარი საინტერესო თემაა. ათეისტებს (უმრავლესობას თუ არა, უმცირესობას მაინც) ვფიქრობ რომ მიუხედავად თავანთი ათეისტური შეხედულებებისა, მაინც სურთ ხოლმე რელიგიური იდეოლოგიების გაცნობა, მასში

ტაშიი

დაუკნისი მაინც და მაინც მაგარი ტიპი არ არის, რომ იცოდე..

 

სლავოიე ჟიჟეკი მას უწოდებს "ვულგარულ ათეიზმს"

 

 

 

 

დანარჩენი ვიდეოები შენ ნახე, ძალიან მაგარი ლექციაა..

 

 

ისე იცი ცოცხალი ორგანიზმი სხვა პლანეტაზე რომ აღმოაჩინეს

 

ნახე ეს ბმული: http://planeta.ge/index.php?showtopic=12833&view=findpost&p=355869

 

ეხლა რაღას იტყვიან ეს მაინტერესებს :D

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავკინსი მაინც და მაინც მაგარი ტიპი არ არის, რომ იცოდე..

 

სლავოიე ჟიჟეკი მას უწოდებს "ვულგარულ ათეიზმს" უწოდებს

 

 

 

მისი დოკუმენტური ფილმი საინტერესოა და ჟიჟეკი და დაუკინსი რას უწოდებენ ერთმანეთს რაში მაინტერესებს :D

 

გირჩევ უყურე გაერთობი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

გირჩევ უყურე გაერთობი

ნანახი მაქვს და მე ვფიქრობ, რომ მაგაზე მაგარი ფილმის გადაღებაც შეიძლებოდა..

 

 

ისე რელიგიის მასობრივი კრიტიკა - ცაიგაისტმა გამოიწვია.

 

ცაიგაისტი იყო სერიოზული დარტყმა რელიგიისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირიქით, ეს არის გამოწვევა. თუ არ ვცდები მე-18 თუ მე-19 საუკუნეში მეცნიერებს ქონდათ ერთგვარი დეპრესია, რომ მათ ეგონათ რომ ფაქტიურად ყველაფერი აღმმოაჩინეს რაც აღმოსაჩენი იყო, ხოლო რაც დარჩენილი იყო ის მხოლოდ კატალოგიზირებეას საჭიროებსო და მეტი არაფერი.

მაგრამ რელობა შეიცვალა იგივე აინშტაინის, ფროიდის და ა.შ. შემწეობით.

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ტვინის წყალობით აღმოაჩინეს , რომლის 4,8% აზროვნებს მხოლოდ :givi: :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ტვინის წყალობით აღმოაჩინეს , რომლის 4,8% აზროვნებს მხოლოდ

 

ვახ რა ზედაპირულ ხალხური წარმოდგენა გაქვს ადამიანზე და მის ტვინზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ რა ზედაპირულ ხალხური წარმოდგენა გაქვს ადამიანზე და მის ტვინზე

იმაზე ზედაპირული არა ვიდრე შენ ჩემზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმაზე ზედაპირული არა ვიდრე შენ ჩემზე

 

თან უნდა დაგემატებინა : "იიიიშ" :D და უფრო დამაჯერებელი იქნებოდა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თან უნდა დაგემატებინა : "იიიიშ" და უფრო დამაჯერებელი იქნებოდა

იიიშ მოდიდან გადავარდა კეეე მაინც გეთქვა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოუპს,

ძააალიან საინტერესო და კარგად სადისკუსიო თემაა,ისე კი პირველ რიგში ჩემი დიდი პატივისცემა ნამდვილმორწმუნეებს,იმიტომ რომ გაცილებით ადვილია არ გწამდეს,ვიდრე გწამდეს..

ისე საერთოდ ჩემი აზრით პრობლემა საერთოდ რელიგიაა და არა რწმენა,იმიტომ რომ 'რაღაც', ყველას თავისებურად,მაგრამ მაინც წამს, ათეისტიც რაღაც მომენტში 'მორწმუნეა' და სწამს არაფერის,აგნოსტიკი ხომ მით უფრო და ა შ .ხოლო იქ სადაც იწყება რელიგია,რომელიც გიწესებს დოგმებს და გაწვდის თავის აზრს ისე,რომ შენ უბრალოდ სხვა არჩევანს არ გიტოვებს,გარდა ბრმად რწმენისა, აი აქ უკვე ინტელექტი (და თავისუფლებაც ) და რელიგია ვეღარ შეეგუება ერთმანეთს. უბრალოდ ყველაფერს რომ თავი დაანებო,მინიმუმ ცინიკოსები არიან ბატონი რელიგიები თავისი კეთილი ღმერთებით,რომლებიც თურმე უუუზომოდ კეთლები არიან,არადა სრულიადაც ვერ ვხვდები თუ კეთილები არიან აბა რიღასთვის შეგვქმნეს,ან რომელ ჩვენთაგანც გვკითხეს სურვილი თუ გვქონდა ამ საშუალოდ 60 წლის ვაი ვაგლახით ცხოვრებისა, ან და კიდევ თუ მაინც შექვქმნეს,მაშინ ის მაინც დაგვაცადონ, ისე ვიცხოვროთ როგორც გვინდა,რაცომღა გვთხოვენ ის 'ძალად საჩუქარიც' მათ თაყვანისცემას შევწიროთ.კეთილშობილები კი არა პატივმოყვარეები ყოფილან მაშინ.....

მაგრამ უბრალოდ მეორე მომენტია აქ, აუცილებლობა რელიგიისა. ბრბო ასე გაცილებით ადვილი სამართავია და (კიდევ კარგი რომ რელიგიის უმეტესობა სიკეთის კეთებას ქადაგებს) ელემენტარული მშვიდობისთვის და სამყაროს ჰარმონიისთვისაა ასე უკეთესი. მოკლედ,ჩემი ბრავო მორწმუნეებს,მათ კი, ვისთვისაც ღმერთი (აქამდე თუნდაც არსებული)ახლა უბრალოდ მკვდარია, ადექით და საკუთარი ღმერთი დაბადეთ ))))))ისეთი ღმერთი,რომელსაც თქვენთვის ყველა კითხვაზე პასუხი ექნება და არ გაწითლდება ჩამჭრელ შეკითხვებზე ;)))) და თუ მაიცდამაინც მორწმუნეები მაღალმნიშვლელოვანი, წარბაწეული მზერით ზემოდან გადმოგხედავენ და მოწყალედ გეტყვიან, ღმერთს ებარებოდეო,თქვენც მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმეთ და ამინო უპასუხეთ ))

Edited by zabette
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

მაგარი საინტერესო თემაა. ათეისტებს (უმრავლესობას თუ არა, უმცირესობას მაინც) ვფიქრობ რომ მიუხედავად თავანთი ათეისტური შეხედულებებისა, მაინც სურთ ხოლმე რელიგიური იდეოლოგიების გაცნობა, მასში რაიმე ისეთის გამოჩხრეკა, რაც თავიანთი თავის დაჯერებაში დაეხმარება რომ მართლები არიან თავიანთ შეხედულებებში.

თუმცა, მაინც, განუწყვეტლივ სურთ UPDATE გაუკეთონ, (განაახლონ) თავიანთი ცოდნის ბაგაჟი და ამიტომ სისტემატიურად ცდილობენ ხოლმე "საქმის ყურში" იყვნენ რელიგიურ იდეოლოგიებსა თუ რელიგიურ ადამიანთა "მოღცაწეობაში". ამით იმის თქმა მინდოდა რომ ათეისტები (მიუხედავათ თავიანთი შეხედულებებისა)რელიგიის მიმართ გარკვეული სახის ინტერესს ავლენენ ხოლმე. ეს ალბათ იმაზეც მიუთითებს რომ მთლად არ უნდა იყვნენ საკუთარი შეხედულებების სისწორეში დარწმუნებულები, რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც აქვთ თავიანთ თავში, არადა ყოველთვის ამბობობენ ხოლმე რომ დარწმუნებულები არიან თავიანთი შეხედულებების სისწორეში.

 

რაც შეეხება რელიგიურ შეხედულებებს, არ იქნებოდა სწორი რელიგიის წარმომადგენლები ერთნაირად განიხილებოდნენ. რელიგიური ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით და დამოკიდებულებებით - ისევე როგორც ათეისტები. ბევრი ადამიანი ("მორწმუნე") მოდასაა აყოლილი და ამიტომაა "რელიგიური", ზოგი ფარისევლობს, ზოგს რაც სწამს გულწრფელად სწამს თუმცა თავადაც აღიარებს ხოლმე რომ არასაკმარისი ცოდნა აქვს იმის შესახებ რაც სწამს და რომ უბრალოდ ტრადიციაა და ასე უნდა იყოს.ამგვარი დამოკიდებულება არ მიმაჩნია მთლად სწორად.

 

ჩემი აზრით, არიან ისეთი ადმაიანებიც, რომლებიც თავიანთ რწმენას საფუძვლიან ცოდნაზე იშენებენ. სწავლობენ როგორც რელიგიურ "წმინდა წიგნებს" (როგორც ლაშა_ალომ თქვა) და მეცნიერულ ცოდნასაც ფლობენ ან როგორც ათეისტების უმრვლესობა, მორწმუნეებიც აკეთებენ თავიანთი ცოდნის ბაგაჟის UPDATE-ს.

 

მეცნიერება, ისევე როგორც რელიგია, ვერ სცემს პასუხს ბევრ შეკითხვას (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც). მეცნიერება და რელიგია სხვადასხვა სფეროა, რომლებიც ერთმანეთს უბრალოდ ავსებენ, როცა მათ მიუკერძოებელი თვალით შეხედავ.

 

საერთო ჯამში კი ადმაიანმა, ამ ორი სხვადასხვა ფანჯრიდან უნდა აღიქვას სამყაროც, თავისი თავიც და ამ სახით განიხილოს საკითხები. საერთო ჯამში კი, ცხადია თავად აკეთებს ადამიანი დასკვნებს ყველაფერზე. მთავარ როლს კი, შინაგანი განწყობა, სურვილები და დმაოკიდებულებები თამაშობს ხოლმე. თუ ადამიანს სურს ათეისტი იყოს, ბევრ მიზეზს გამონახავს ამისთვის და პირიქითაც, თუ ადამიანს უნდა მორწმუნე იყოს საკმარის მიზეზებს ნახავს. მაგრამ არასწორია პირადი (უნდა) ანუ სურვილებიდან გამომდინარე იქციოს თავი ან მორწმუნედ ან არამორწმუნედ.

 

იმისათვის რომ ადამიანს რეალური შეხედულებები ჰქონდეს, აუცილებელია რეალურად განიხილოს საკითხი. სწამდეს ღვთის არსებობის (ან არ არსებობის) ანუ ათეისტი იყოს თუ თეისტი, ანუ იქონიოს ობიექტური შეხედულება და შესაბამისად რაიმე სახის რელიგიური მრწამსი, ამისთვის ესაჭიროება დამოკიდებულების შეცვლა, იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და ამდაგვარად განიხილოს ყველაფერი და შესაბამისად ამდაგვარად გააკეთოს თავისი დასკვნები საკითხებზე.

 

ყოველივეს აწონ-დაწონის შემდეგ, როცა მიუკერძოებელი თვალით შეხედავს არსებულ ხელმისაწვდომ ფაქტებსა და არგუმენტებს, როგორც თეისტურ, ისე ათეისტურ საკითხებზე, მიუკერძოებელი დასკვნები უნდა გააკეთოს და საკუთარი შეხედულებები თავის სურვილებზე კი არ უნდა ააშენოს რა აწყობს ან რა მოსწონს, არამედ იმაზე, თუ რისკენ და რაზე მიუთითებს რეალური ფაქტები, რა უფრო დამაჯერებელი და სარწმუნოა, რა თვალსაზრისს უფრო მყარი, საღი და დამაჯერებელი არგუმენტები და ფაქტები აქვს.

მშვენიერი პოსტია :)

 

საერთო ჯამში კი ადმაიანმა, ამ ორი სხვადასხვა ფანჯრიდან უნდა აღიქვას სამყაროც, თავისი თავიც და ამ სახით განიხილოს საკითხები. საერთო ჯამში კი, ცხადია თავად აკეთებს ადამიანი დასკვნებს ყველაფერზე. მთავარ როლს კი, შინაგანი განწყობა, სურვილები და დმაოკიდებულებები თამაშობს ხოლმე. თუ ადამიანს სურს ათეისტი იყოს, ბევრ მიზეზს გამონახავს ამისთვის და პირიქითაც, თუ ადამიანს უნდა მორწმუნე იყოს საკმარის მიზეზებს ნახავს. მაგრამ არასწორია პირადი (უნდა) ანუ სურვილებიდან გამომდინარე იქციოს თავი ან მორწმუნედ ან არამორწმუნედ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეცნიერება, ისევე როგორც რელიგია, ვერ სცემს პასუხს ბევრ შეკითხვას (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც). მეცნიერება და რელიგია სხვადასხვა სფეროა, რომლებიც ერთმანეთს უბრალოდ ავსებენ, როცა მათ მიუკერძოებელი თვალით შეხედავ.

 

ავესებენ ეხლა, მე ვერ ვიტოდი რომ ავსებენ, ნამდვილად სხვადასხვა სფეროა და ადამიანს უნდა შეეძლოს განასხვავოს რა შედის მეცნიერების და რა შედის რელიგიის კომპეტენციაში,

მეცნიერული გზით შესაძლებელია ბიბლიის ტექსტის შესწავლა, მისი თარგმნა, ეპოქის და ავტორის დადგენა,

მაგრამ მეცნიერების კომპეტენცია მთავრდება იქ სადაც იწყება ემოცია, განცდების სფერო,რელიგია ემოციის გარეშე არ არსებობს,

მეცნიერმა შესაძლოა ზეპირად იცოდეს თეოლოგია ხოლო უდაბნოში მაცხოვრებელ ბერს მისი თეორიული ცოდნის მეთედიც კი არ ჰქონდეს,მაგრამ რელიგიური ცოდნა, ვის უფრო მეტი ექნება?

რელიგიიის შესწავლა მხოლოდ ინტელექტუალურ დონეზე შეუძლებელია, ეს იგივეა რომ წიგნებით ისწავლო კარატე, ისე რომ არ ივარჯიშო ფიზიკურად,

რელიგიაში ჩართულია არა მხოლოდ ინტელექტი არამედ გულიც და ნებელობაც

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...