Jump to content
Planeta.Ge

მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა _ჩემთან მოსული ვოვა გუცაევი და მითხრა,


Recommended Posts

babuagiorgi

ოსებში იყო მოდა ქართულ გვარზე გადაკეთება და შენ სცადე უკუღმა.

კანადაში გექნება მერე შანსი :givi:

ოსურზე გადავიკეთო? ბარემ ებრაულზე გადავიკეთებდი უფრო დაფასებული ერია ყველგან :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 166
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ლ ი ც ი

რატომ წავიდა საქართველოდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის გარეთ მცხოვრები ოსების ნახევარზე მეტი... "მათ საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლიათ, რადგან გაუცხოებულები არიან აქ, მათთვის სამშობლო საქართველო აღარ არის

Siknadmo

ლ ი ც ი შენნაირი ქართველები რომ მაიასნაირი ოსებით შევცვალოთ ნეტავ შესაძლებელი იყოს   ვორნი +20% მიზეზი: თანაფორუმელის შეურაცხყოფა

analgin

არ ხართ მართალი. ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ ამ ქალმა პირადად მთხოვა თავი შემეკავებინა მისი წასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, რადგან მას არ სურდა ვიღაცეებს ამისთვის ისეთი ინტერპრეტაცია მიეცათ

Posted Images

ლ ი ც ი

ანუ სააკაშვილის ხელისუფლებამ ოსების გამოყენება სცადა არა ქვეყნის სასარგებლოდ, არამედ თავის სასარგებლოდ. ეს ხალხიც იძულებული იყო, არჩევანი გაეკეთებინა და გააკეთეს კიდეც

 

 

ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი შენი პოსტი რომ წავიკითხე... ნათლული (და ამავე დროს ჩემი ძმაკაცის მეუღლეცაა) მყავს ოსი... ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს ამ ჩემს ნათლულს... ქართულად ლაპარაკობენ ჩვეულებრივად... ძალიან კარგი ხალხია და ვერანაირად ვერ აღვიქვამ მათ, ოსებს უცხოებად... ოსები იმდენად იყვნენ ინტეგრირებულნი ქართულ საზოგადოებაში რომ საქართველოს ერთ-ერთ კუთხედ აღვიქვამდი როგორც მაგალითად სამეგრელოს ან სვანეთს...

 

ჩვენმა სირმა მთავრობამ კიდევ როგორც ყოველთვის ყველაფერი მახინჯურად გააკეთა და იმის მაგივრად რომ დარჩენილ ოსურ მოსახლეობაში ნდობა დაემსახურებინა და ნდობა აღედგინა; საამაყოდ და სამაგალითოდ ჰქონოდა საქართველოში მცხოვრებ ოსებთან კეთილი დამოკიდებულება ამის საპირისპიროდ ადგა და აგენტებად გადაქცევა მოუნდომა ამ საქართველოში დარჩენილ ოსებს... პირველად არ მესმის მაგ აგენტებად გადაქცევის ისტორიები მე... :what:

 

პოლიტიკური სიმახინჯის განსახიერებაა რა დღეს საქართველო და მისი პოლიტიკური ელიტა.., განსაკუთრებით ნაცპარტია! :yes:

 

 

 

Pompiero

ამ ქვეყნიდან ქართველები გარბიან და ოსს თუ შანსი მიეცა, რატომაც არ გამოიყენებს?

 

 

ოოოო... მოვედით ხომ მთავარ პრობლემამდე??? მიშას საქართველო ჯერ სოციალურად, ეკონომიკურად და სამართლებლივად უნდა აეყვავებინა (რაშიც რუსეთი ნამდვილად ვერ უშლიდა ხელს) რომ ყველასათვის, მათ შორის ოსებისთვისაც, აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც საქართველო გამხდარიყო ეკონომიკურად და სამართლებრივად მიმზიდველი ქვეყანა (და არა რუსეთში თუ სხვა უცხოეთში გაქცეულიყვნენ ფულის საკეთებლად), შემდეგ ეს ეკონომიკური სიძლიერე უნდა გაეხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძვლად და საშუალებად... და მერე, ამ აღდგენის მერე... ასე ძალიან თუ გვენდომებოდა უნდა შევსულიყავით ნატოში... აი ეს იქნებოდა სწორი... სააკაშვილს უნდოდა სასწრაფოდ ჩვენი ნატოში შეყვანა რაც ვითომ საშუალებას მოგვცემდა ტერიტორიული მთლიანობა აღგვედგინა და მერე კი თურმე საქართველო სოციალურადაც და ეკონომიკურადაც ავტომატურად გაბრწყინდებოდა... აბსოლიტურად უკუღმა მსჯელობს!

 

აბა ერთი დანიაში, გერმანიაში, საფრანგეთში ან შვეიცარიაში მოინდომონ ტერიტორიული გამოყოფა... ეს უბრალოდ არ მოხდება რადგან მდიდარი ქვეყანაა ამიტომაც გამოყოფა კი არა ხალხმა იქეთ როგორ შეაღწიოს იმაში ათასებს იხდიან და სულ წიხლის კვრით რომ გამოაგდონ მაინც არავინ წავა და გამოეყოფა მათ... იქ ხალხი დასაქმებულია, თავისი საქმით არის დაკავებული და ცხოვრებით (იგულისხმება აბსოლიტურად ყველაფერი) არის კმაყოფილი...

 

 

analgin

 

ყველა სხვა ქვეყანაში წლობით ილაპარაკებდნენ და რომლის გამოც ნორმალური საზოგადოება დაუყოვნებლივ პასუხს აგებინებდა ხელისუფლებას, მარა ფული უნდათ მიშისტებს ბაბა, ბევრი ფული ბაბა, თან ეშინიათ და როგორ გინდა ეს საქმე ქნა?...

ფული უნდათ იმიტომ რომ დაბეჩავებულია ქვეყანა და ხალხი... ფული უნდათ იმიტომ რომ იციან ეს გულავი დიდხანს ვერ შერჩებათ და ცდილობენ დრო და მომენტი გამოიყენონ და რაც შეიძლება მოკლე დროში დიდი ფული მოხსნან... :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოსები ყველაზე მეტად ინტეგრირებულნი იყვნენ ქართულ საზოგადოებაში,

ქართველ ებრაელებზე მეტადაც კი, იმიტომ რომ ქართველი ებრაელი სხვა რჯულის იყო და ისინი მაინც იზრაელზე ფიქრობდნენ

და წავიდნენ კიდეც როცა შანსი მიეცათ,

იყვნენ თუ არა ანტიქართულად განწყობილი ოსები?

კი, ოღონდ ერთ ასეთ ოსზე 10 პროქართული ოსი მოდიოდა,

თუკი, ოდესმე გვეღირსება ნორმალური ხელისუფლება და თუკი ამ კონფლიქტის შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიეწოდება

საზოგაოდებას, ვიმედოვნებ რომ ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორ დასკვნებს გააკეთებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე იმისი მეშინია კოკოითი საქართველოს ეროვნულ გმირად არ გამოაცხადოთ აქ ზოგიერთებმა და ვახტანგ გორგასლის ორდენი არ დაკიდოთ. :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გოჩა ძასოხოვი, არსენ კასაბიევი, ლერი ხაბელოვი და ახლა უკვე მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა -

ძასოხოვის გაქცევა ნაცების დამსახურებაა - ბიზნესები ვერ გაიყვეს.

კაასაბიევის გაქცევა ოსების ბრალია - საქართველოს სახელით თუ გააგრძელებ გამოსვლას ოსი ერის მოღალატედ გამოგაცხადებთო და მის საახლობლოსაც პრობლემებს უქმნიდნენ.

ხაბელოვი სეოკის ვიცე-პრეზიდენტი იყო და მგონი ბადრის სიკვდილის მერე დაწებული სიბინძურეების გამო წავიდა.

ცაბოშვილს უნდა სცოდნოდა ხელმწიფის ნავში მჯდომების ამბავი.

გუცაევზე კი ნამდვილად არაფერი არ ვიცი. პარლამენტარი იყო კაცი და უბატონოდ ვერავინ გასცემდა ხმას, წარსულის და არა პარლამენტარობის გამო.

 

ჩემი კორპუსიდან არავინ წასულა, სხვაგან არ ვიცი რა ხდება.

მერეა და კიდევ საქართველოში ვიყავი როცა ვიცოდი რომ ბაკურიანელ ოსებს უქმნიდნენ პრობლემებს, და სახლ კარის გაყიდვას აიძულებდნენ, ფულს სთავაზობდნენ და შესაძლოა კარგ ფულსაც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობაა როცა ადაიანს მამაპაპისეული მიწიდან წასვლას აიძულებ, თუნდაც ფულით..

გაიხსენეთ ჯაფარიძეების და ანაკლიის ამბები...

მათ ფულსაც კი არავინ სთავაზობს - გაუფორმებელს ეგრევე ართმევენ, ხოლო გაფორმებულზე ჩუქებას სთხოვენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე იმისი მეშინია კოკოითი საქართველოს ეროვნულ გმირად არ გამოაცხადოთ აქ ზოგიერთებმა და ვახტანგ გორგასლის ორდენი არ დაკიდოთ.

DATA TUTASXIA

+1 :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართვის თეორია

გაიხსენეთ ჯაფარიძეების და ანაკლიის ამბები...

მათ ფულსაც კი არავინ სთავაზობს - გაუფორმებელს ეგრევე ართმევენ, ხოლო გაფორმებულზე ჩუქებას სთხოვენ.

ვერ გავიგე შენ მიერ მოყვანილი მაგალითი ჩემს მიერ მოყვანილ მაგალითს რა პონტში აბათილებს? მესმის რომ ეთნიკურად ქართველების უფლებებიც ირღვევა, მაგრამ მათი უფებები იმიტომ არ ირღვევა რომ ქართვეები არიან, მაშინ როცა ოსების უფებების დარღვევა ხშირ შემთხვევაში ამ ადმიანების ეროვნულობის ნიშნით ხდებოდა და ხდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ლიცემერი: როდესაც ადამიანს არ შეუძლია პრობლემის (პრობლემების) მოგვარება ის, ძალიან ხშირად გაუაზრებელ და შეუწონელ ნაბიჯს გადადგავს, უკვე მერე იწყებს დამნაშავეების ძებნას , რათა ყველა უბედურება მას გადააბრალოს და მერე ერთგვარი სიამოვნები დაანარცხოს მიწას. ჩემი აზრით, ლილიკოს შემთხვევაშიც ასეა , საქართველოზე "დამნაშავეს " და ადვილად დასაბრიყვებელს სად იპოვიდა, ჰოდა "დაანარცხა" და ფეხითაც შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ფორუმელზე(ლილიკო) გაცილებით, ვიმეორებ, გაცილებით ნაკლები ზნეობრივი მარაგის მფლობელად მიმაჩნიხართ, ამ თემაში გეთანხმებით..

სწორედ ეგრე ვფიქრობ მეც..

მაგრამ ადამიანები, უცნობ სიტუაციებში, უცნობ თვისებებს ამჟღავნებენ.. ბუნებაა ჩვენი ასეთი..

 

ეეეჰ, თქვენ კი, ჩვენო ფორუმელებო..

თქვენით(ჩვენით) მანიპულირება როგორი ადვილია :)

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოკოითი ვინ არის? მე ყაყაითი ვიცი.

 

ისე, ნეტარ არიან მორწმუნენი. ვითომ ჩემზე ან სხვაზე მეტად რომ უყვარს საქართველო ზოგს, მითუმეტეს კოკითის და მსგავსების რაობა რომ ესმით უკეთ...ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან მზად ვარ გნებავთ აქვე საჯაროდ და გნებავთ პირადად განვიხილოთ ვის მეტი აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული კარგი, ვის მეტად უყვარს საქართველო და ვინ უკეთ იცის სეპარატისტების სიცუდე, მითუმეტეს რუსებისა.

 

ადამიანები ტვინით უნდა აზროვნებდნენ და არა მჯიღში მოქცეული გულით თუ უნდათ, რომ სიყვარულის ობიექტისთვის სასიკეთო საქმეები აკეთონ.

 

რა არი იცი? აი რომელიმე თქვენგანის (მამაკაცებს მივმართავ) ცოლს ან დედას რომ თქვენს თვალწინ 10-მა მთვრალმა მამაკაცმა შეურაცხყოფა მიაყენოს, როგორ ფიქრობთ თქვენს ცოლს (დედას) რა ურჩევნია, იმ წუთში მივარდეთ იმ 10 კაცს დედის გინებით და იქვე მოგკლან, თუ ცოლი გამოარიდოთ იქაურობას უხმოდ, მერე 20 კაცით მიბრუნდეთ იქ და ისე გადაუხადოთ სამაგიერო?

 

პირადად ჩემი ფილოსოფია ამაში მდგომარეობს ვისაც რუსების ან სეპარატისტებისადმი ლოიალური ვგონივარ და დანარჩენი გეყოფათ ეხლა...არ შემჭამეს ამ ლომებმა კაცო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ვერ გავიგე შენ მიერ მოყვანილი მაგალითი ჩემს მიერ მოყვანილ მაგალითს რა პონტში აბათილებს?

ბაკურიანელ ოსებს ძირითადად მათი ძვირად ღირებული მიწების გამო ჰქონდათ პრობლემები და იგივე პრობლემები აქვთ ქართველებსაც-თქვა ადამიანო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართვის თეორია

ბაკურიანელ ოსებს ძირითადად მათი ძვირად ღირებული მიწების გამო ჰქონდათ პრობლემები და იგივე პრობლემები აქვთ ქართველებსაც-თქვა ადამიანო!

ხოდა იმ ბაკურიანში ქართველებს რატომ არ აწუხებდნენ იგივე პონტში როგორც ოსებს?

 

ზოგადად კი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები რომ არ ირღვეოდეს მაგ ქვეყანაში და კრიმინალური რეჟიმი კი არა დემოკრატიულად არჩეული ადეკვატური ხელისუფლება მართავდეს, მაშვინ აქ კი არ ვიქნებოდი შე კაცო : )))

 

იტოგში გიყვარდეთ ერთმანეთი, ამას უბარებთ საქართველოს მე და ჯიზუზა :givi: http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

-------------------------

 

ეს თემა რაზეა ტო?

 

ჩამირთეთ მოდერობა საერთოდ დავბან სოციალ დემოკრატს : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ წავიდა საქართველოდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის გარეთ მცხოვრები ოსების ნახევარზე მეტი... "მათ საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლიათ, რადგან გაუცხოებულები არიან აქ, მათთვის სამშობლო საქართველო აღარ არის"

 

გოჩა ძასოხოვი, არსენ კასაბიევი, ლერი ხაბელოვი და ახლა უკვე მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა - ცნობილი ეთნიკური ოსების ემიგრაციას უკვე ეს უკანასკნელიც შეუერთდა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოდან ეთნიკური ოსები აბარგება საკმაოდ მასშტაბური მოვლენა გახდა, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლისა და უკუღმართი პოლიტიკის შედეგია. არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერ-ირონის" თავმჯდომარეს, რომელიც საქართველოში მცხოვრები ოსების ინტეგრაციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ერთი პერიოდი დიმიტრი სანაკოევის მთავრობაში მინისტრის პოსტი ეკავა, ახლა თავად მოუწია ქვეყნის დატოვება. ის ამჟამად კანადას აფარებს თავს. ამის შესახებ კი ერთ-ერთ ქართულ ფორუმზე თავად დაპოსტა. თავად ამ თემაზე საუბარი არ სურს, რადგან ამბობს, რომ შესაძლოა ეს ოკუპანტებმა და სეპატარისტებმა თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ.", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სანაკოევის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა საქართველო დატოვა.

"პირადად მე არ შემქმნია პრობლემები, მაგრამ რაც შეეხება ინფორმაციებს, რომლებიც ჩემამდე მოდის ეთნიკურ დევნასთან დაკავშირებით, იმით ავხსნი, რომ ოსებში გაჩნდა შინაგანი ანუ ქვეცნობიერი შიში. სწორედ ამიტომ გაუჩნდათ იმის სურვილი, რომ საქართველო დატოვონ. სულ ცოტა ხნის წინ ეუთოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანიდან მთხოვეს დახმარება, რათა საქართველო დატოვონ და წავიდნენ რომელიმე სხვა ქვეყანაში. ალბათ, მინიშნება იყო რუსეთზე. ჩემთვის გასაგებია ეს რატომაც ხდება: იმიტომ კი არა, რომ მათ ამას აიძულებენ, ოსებში ხდება ქვეცნობიერ დონეზე დალექვა იმ გაურკვევლობისა და შიშისა, რომელიც ბუნებრივად არის განპირობებული. ბოლო 20 წლის განმავლობაში 2008 წლის აგვისტომდე იყო დაშვებული ძალიან სერიოზული შეცდომები საქართველოს ხელისუფლების მიერ, რამაც გამოიწვია სერიოზული კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის", - აღნიშნავდა რამდენიმე თვის წინ "რეზონანსთან საუბრისას მაია ცაბოშვილი.

"შეიძლება ვიღაცამ მითხრას და ნამდვილად მეტყვის იმას, რომ იყო გარეფაქტორიც, კი ბატონო, ამაზე არ ვდავობ, მაგრამ ფაქტია, რომ ადეკვატურად არ შეფასდა ის გარე ფაქტორები, რომლებიც რეალურად მართლაც არსებობდა. ყოველი რიგითი ოსის მხრიდან, რომელმაც დატოვა საქართველო, ჩანს რომ ქართუულმა მხარემ დაუშვა სერიოზული შეცდომები, რაც სამჯერ (89-90 წლები 2004 წლის და 2008 წლის აგვისტოს ომი მაქვს მხედველობაში) მოხდა. შედეგად, მათ შინაგანი განცდა გაუჩნდათ: რა იქნება ხვალ და ზეგ. ეს ბევრად უფრო საშიში განცდაა, ვიდრე ვინმე სახლში შემოგივარდება და წასვლას ძალით გაიძულებს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეთნიკური ოსები ტოვებენ საქართველოს. ბევრი ამიტომ წავიდა და ბევრიც მზად არის ამისთვის. ცნობილებიდან კასაბიევი წავიდა, ხაბელოვი წავიდა, ძასოხოვი წავიდა. რამდენიმე ხნის იყო ჩემთან მოსული ვოვა გუცაევი და მითხრა, დავიღალე, აღარ შემიძლიაო", - აცხადებდა მაია ცაბოშვილი.

"ოსებით დასახლებული ბორჯომის ხეობაშია რამდენიმე სოფელი, კახეთშია ლაშოდეხის რაიონში ოსებით დასახლებული სოფელი, ოსური სოფლებია ქარელის რაიონში. აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოსი ეროვნების ადამიანების აქედან წასვლის პროცესი მასობრივი გახდა. საქართველოდან - სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიის გარეთ ვგულისხმობ, - ოსების ნახევარზე მეტი უკვე წავიდა. ეს პროცესი ომამდე დაიწყო, მაგრამ ომის შემდეგ ეს მასშტაბური გახდა. მიდიან შიშის გამო. მათ ეშინიათ იმისა, ვინმე სახლში არ შეუვარდეს, რამე არ წაართვან, არ მოკლან. მათ საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლიათ, რადგან გაუცხოებულები არიან აქ, მათთვის სამშობლო საქართველო აღარ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

"მაია ცაბოშვილმა მაშინ, როცა სააკაშვილის ხელისუფლებას ემსახურებოდა, ოსების მხრიდან საკმაოდ ბევრი აიტანა შეურაცხყოფები, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლება არ დაუფასა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აქედან ძალიან ბევრი ოსი წავიდა და ბევრიც მიდის პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნით. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ მიდიან ისეთები, რომლებსაც აქ ცხოვრება მართლა უნდოდათ. რა თქმა უნდა, ამის მიხეზი არის ის, რომ მათზე ზეწოლას ჩვენი უკუღმართი ხელისუფლების მხრიდან იყო ზეწოლა. მიდიან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ განიზრახა მათი გამოყენება თავისთვის და ემუქრებოდნენ კიდეც: უშიშროება ცდილობდა თავიანთ სამსახურში ჩაყენებას. ანუ სააკაშვილის ხელისუფლებამ ოსების გამოყენება სცადა არა ქვეყნის სასარგებლოდ, არამედ თავის სასარგებლოდ. ეს ხალხიც იძულებული იყო, არჩევანი გაეკეთებინა და გააკეთეს კიდეც", - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.

http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/140866-22072010.html

ლიცემერი: როდესაც ადამიანს არ შეუძლია პრობლემის (პრობლემების) მოგვარება ის, ძალიან ხშირად გაუაზრებელ და შეუწონელ ნაბიჯს გადადგავს, უკვე მერე იწყებს დამნაშავეების ძებნას , რათა ყველა უბედურება მას გადააბრალოს და მერე ერთგვარი სიამოვნები დაანარცხოს მიწას. ჩემი აზრით, ლილიკოს შემთხვევაშიც ასეა , საქართველოზე "დამნაშავეს " და ადვილად დასაბრიყვებელს სად იპოვიდა, ჰოდა "დაანარცხა" და ფეხითაც შედგა.

ეს არის ქართველთ მოძულება და ცილისწამება ქართველი ერის მიმართ

 

წერილი იწყება ნაცხელისუფლების მიერ საქართველოს მოოქალაქეების შევიწროვება და დევნის მოხსენიებით. წერილის ბოლოს სხვადასხვა ქართველთმოძულე უკვე ქართველ ერს წარმოაჩენს მჩაგვრელად და მოძალადედ.

მოგეხსენებად საქართველოს დამპყრობ ნაცხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, ქართველი ერი პასუხისმგებლობას ვერ და არც აიღებს.

რაც ადვილი დასანახია.

პაატა ზაქარეიშვილები, მთლიანად "რესპები" მტრის სამსახურში არიან და საქართველოს ძირს უთხრიან. ისინი კარგა ხანია მტრის კმაყოფაზე არიან.

საქართველოს დღეს სამწუხაროდ, ქართველები არ მართავენ.

საქართველოს დამპყრობი, არასამართლებრივი ხელისუფლება გარედან დანიშნულია და პირველ რიგში ქართველებს ჩაგრავს და ავიწროვებს, ასევე ექცევა საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებსაც. სამწუხაროდ ქართველებს ერთი სამშობლო აქვთ და ამ მტარვალ სააკაშვილის ხელისუფლებას მეორე "სამშობლოში" ვერ დაემალებიან, სხვა ეროვნების მოქალაქეებისაგან განსხვავებით. ამ მხრივ მათ უკეთესი მდგომარეობა აქვთ.

ქართველებზე აღარავინ ზრუნავს. ვისაც არ ეზარება ყველა ტალახს ესვრის და წაგლეჯა-გაყვლეფას ცდილობს.

 

გონს მოდით თანამემამულენო, ნუ აყვებით მტრის ფეხის ხმას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machini

ამაზე რაღას იტყვით? მართლა ყველას ელანდება?

რომელი ძველი ფორუმელია ახალი ნიკით? :givi:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...