Jump to content
Planeta.Ge

საქართველო კეთილშობილ ყაჩაღთა ქვეყანაა და არა კაგებეშნიკი ქურდების !


Recommended Posts

საქართველო კეთილშობილ ყაჩაღთა ქვეყანაა და არა კაგებეშნიკი ქურდების !

 

საქართველოსთვის უცხო და მიუღებელია ჯერ მეფის რუსეთის ოხრანკასა და შემდგომ კაგებეში დამუშავებული უთავმოყვარეო ქურდული მენტალიტეტი. ქართველისთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია ქურდის სტატუსის წინაშე თავმოხრილი, ქურდის ტიტულის მაძიებელი უთავმოყვარეო არსებები. ქართველისთვის მიუღებელია უთავმოყვარეო გამოთქმები "ქურდთან ყველა არიფია", "ქურდისგან ხელისმოხვედრა არ ტეხავს" და ასე შემდეგ. ქურდული მენტალიტეტი გარდა იმისა რომ არის არის ჯერ მეფის რუსეთის ოხრანკასა და შემდგომ კაგებეში დამუშავებული მენტალიტეტი, ასევე არის უთავმოყვარეო მენტალიტეტი.

 

ქურდული მენტალიტეტი მიუღებელია ქართული ცნობიერებისთვის, ქართული ინდივიდუალიზმისა და თავმოყვარეობისთვის.

 

ქართულ მენტალიტეტში აბსოლიტურად ჯდება ყაჩაღური მენტალიტეტი, ანუ კეთილშობილ ყაჩაღთა მენტალიტეტი, ეგრეთწოდებულ "ბეზპრედელთა" მენტალიტეტი. ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის და ტყვიის იმედზე და არავითარი სტატუსების გათვალისწინება. ( არსენა ოძელაშვილი, დათა თუთაშხია, მიხა ხელაშვილი, გოგია ჭიჭოშვილი და სხვები )

 

ნამდვილი ყაჩაღების ქურდებს ყოველთვის ეშინოდათ, რადგან ყაჩაღი არასდროს ითვალისწინებდა მათ სტატუსს და ყაჩაღების და ქურდების დაპირისპირება უმეტეს შემთხვევაში ქურდების ფიზიკური ლიკვიდაციით მთავრდებოდა, ამიტომ ქურდები ყოველთვის მიეტოდნენ კაგებესთან ერთად სერიოზული და მოუხელთებელი ყაჩაღების ლიკვიდაციას ( ქურდები როგორც რუსულ მეშჩანთა კლასში ჩანერგილი მეფის რუსეთის ოხრანკის ნასეტკურა ყოველთვის ჯერ მეფის ოხრანკის ხოლო შემდგომ სტალინის მიერ ქურდების ნასეტკურის საბჭოთა სინამდვილეში გადმოტანის შემდგომ კაგებესთან ერთად მოქმედებდნენ, დღეს რუსეთის ფეესბესთან ერთად მოქმედებენ ).

 

ალბათ ბევრს გაუგია ასლანა ბარამიძე, გამოჩენილი გურული ფირალი რომელიც ტყეში გავარდნილი იარაღით ხელში ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას, საბჭოთა ხელისუფლების მომხრეებს და კომუნისტებს სახლ კარს უწვავდა და აწიოკებდა და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. მის მოსაკლავად სტალინმა და ბერიამ მთელი საქართველოს ქურდების შეკრება მოაწყეს და ქურდებს მისი მოკვლა დაავალეს, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს, მოუხელთებელი და უძლეველი იყო ასლანა ბარამიძე ).

 

უამრავია ასეთი მაგალითი. მე იმის თქმა მინდა რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსამართლობასთან იარაღით მებრძოლი ცალკეული ყაჩაღების ქვეყანა და ქართულ კაი ყმის კულტს, კეთილშობილი ყაჩაღის კულტს, მეფის ოხრანკის მიერ შექმნილი და კაგებეს მიერ დახვეწილი ქურდული მენტალიტეტი ვერასდროს ჩაანაცვლებს.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Siknadmo

shamili მიუღებელი რომ ყოფილიყო არ იქნებოდა პოპულარული :nekro:   ქარდული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მეძავი ქალივით დაუწვა ქურდებს და წაიკუზა   მერე კი, მერე აღმოჩნდა რომ არ ყვარებიათ ქურდები   ქუ

ლაშა1978

რა გჭირთ ხალხო, "ბეზპრიდელი" ნიშნავს ადამიანს, რომელიც არავითარ კანონს(დაწერილს თუ დაუწერელს) არ ემორჩილება და არ იცავს წესებს (მთავარი წესია, ტრაკის თამაში ყველამ იცის), თვითონ სიტყვა გეუბნევა - "პრ

ლაშა1978

რეალობაშიც იყვნენ ადამიანები რომლებიც არ თანამშრომლობდნენ (ვასკა ბრილიანტი, ტატო ხუნდაძე...). თანამშრომლობაში გააჩნია რა იგულისხმება? ფულს უხდიდნენ მილიციას და მთავრობას რო არ დაეჭირათ ან კიდევ გავლენ

shamili

ქურდული მენტალიტეტი მიუღებელია ქართული ცნობიერებისთვის, ქართული ინდივიდუალიზმისა და თავმოყვარეობისთვის.

მიუღებელი რომ ყოფილიყო არ იქნებოდა პოპულარული :nekro:

 

ქარდული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მეძავი ქალივით დაუწვა ქურდებს

და წაიკუზა :yes:

 

მერე კი, მერე აღმოჩნდა რომ არ ყვარებიათ ქურდები :givi:

 

ქურდებს უფრო მეტი კაცური მეობა ჰქონდა ვიდრე მხდალ და უსუსურ საზოგადოებას

ამიტომაც ხოხავდნენ მათ წინაშე მუხლებით, თუმცა იყვნენ ვაჟკაცი ბიჭები რომლებიც

არ ეპუებოდნენ, მაგრამ ქურდულსავე წესებით ურჩევნდნე საქმეს,

 

რეალურად შავი გაგების ხალხი არის იმ კატეგორიის ქართველი რომელშიც ქართული მამაკაცების მებრძოლი გენი იყო

აკუმულირებული :yes:

ანუ, გადაგვარებული ვაჟკაცები არიან,

 

სწორად მათ გამო წავაგეთ ჩვენ ომები :yes: ვისაც უნდა ეომათ, იმათმა ან არ იომეს ან გადაგვარებული მენტალიტეტის გამო ვერ იომეს :yes:

 

კაი ტერმნია რა ქარდული საზოგადოება :givi:

 

გაგიკვირდებათ და ქურდების წინააღმდეგი არ ვარ,

 

ვარ ქურდებისადმი მონური მორჩილების წინააღმდეგი,

 

წინააღმდეგი ვარ იმის რომ საზოგადოებამ ზონური წესებიტ იცხოვროს :yes:

 

წინააღმდეგი ვარ იმის რომ ქურდულის მერე ბოზური მოდიოდეს,

 

წინააღმდეგი ვარ რომ ქურდული და კაცური ერთ ცნებად მოიაზრებოდეს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პლიუსი კი დეგიწერე, მაგრამ ქურდების წინააღმდეგი არა ვარო მაგ ტექსტში როგორ ჯდება? :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

თემა სხვა მხრივ იყო გახსნილი. ქურდებთან და კაგებესთან დატაკებულ "ბეზპრედელებზე" ანუ ყაჩაღებზე რას იტყვი. მე მათ ვცემ პატივს. რა თქმა უნდა კეთილშობილ ყაჩაღებს.

 

ყაჩაღური ანუ "ბეზპრედელური" მენტალიტეტი სუფთა ქართული მენტალიტეტია ქურდულისგან განსხვავებით.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემზე რას იტყვი შამილ?

გახსენე უკვე საწყის პოსტში :

 

"ქართულ მენტალიტეტში აბსოლიტურად ჯდება ყაჩაღური მენტალიტეტი, ანუ კეთილშობილ ყაჩაღთა მენტალიტეტი, ეგრეთწოდებულ "ბეზპრედელთა" მენტალიტეტი. ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის და ტყვიის იმედზე და არავითარი სტატუსების გათვალისწინება. ( არსენა ოძელაშვილი, დათა თუთაშხია, მიხა ხელაშვილი, გოგია ჭიჭოშვილი და სხვები )"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჰ... დრო იყო, საქართველო გმირი და თავდადებული ადამიანებით ამაყობდა, წმინდა მეფეებით, სამშობლოსა და რწმენისთვის თავდადებულებით, ბრძოლაში უდრეკებით, საკუთარ ხალხზე მოამაგეებითა და მათზე მზრნველებით.

 

უამრავი უბრალო მოკვდავით, რომლებმაც ასევე სამშობლოსა და რწმენითვის საკუთარ სიცოცხლეს არას დაგიდევდათ....

 

 

 

ეხლა აქ ის ირკვევა, ყაჩაღები მოერევიან, თუ ქურდები?!

 

:D

 

 

P.S. ისე არსენა ოძელაშვილზე მარტო მიხილ ჯავახიშვილითა და მხატვრული ფილმით თუ არ იმსჯელებთ და ცოტა ისტორიულად თუ შეეცდებით შეისწავლოთ, გპირდებით მინიმუმ გაკვირვებული დარჩებით.

 

მიხეილ ჯავახიშვილს უბრალოდ ეგეთი პიროვნება სჭირდებოდა გაცილებით მნიშვნელოვანი რამის სათქმელად და ამიტომაც "გააკეთილშობილა" რაც შეეძლო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პლიუსი კი დეგიწერე, მაგრამ ქურდების წინააღმდეგი არა ვარო მაგ ტექსტში როგორ ჯდება? :)

ადრე ქურდები იყვნენ თავისთვის და საზოგადოებას არ ეხებოდნენ, ნუ, იპარავდნენ და ეგ იყო რა :givi:

თავისი წესები ჰქონდათ, ხოდა, თუკი მაინც იარსებებს კრიმინალური სამყარო დაე ჰქონდეთ მათ თავისი წესები

და ჰყავდეთ ლიდერებიც-ქურდების სახით, ეს მათი საქმეა, მაგრამ საზოგადოებას ზნეობის წესებს არ უნდა უდგენდნენ და საზოგადოება ქურდობას და კაცობას ერთმანეთისგან უნდა არჩევდნეს,

 

რეალურად იმდენად ქურდებს არ მიუყენებიათ ზარალი ჩვენი საზოგადოებისთვის ვიდრე ამ ქურდულ წესებს დამონებულმა საზოგადოებამ მიაყენა,

 

მოკლედ ქურდების გაბლატავება ეს იყო დეგრადირებული საზოგადოების ბრალი და არა თავად ქურდების :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

თემა სხვა მხრივ იყო გახსნილი. ქურდებთან და კაგებესთან დატაკებულ "ბეზპრედელებზე" ანუ ყაჩაღებზე რას იტყვი. მე მათ ვცემ პატივს. რა თქმა უნდა კეთილშობილ ყაჩაღებს.

 

ყაჩაღური ანუ "ბეზპრედელური" მენტალიტეტი სუფთა ქართული მენტალიტეტია ქურდულისგან განსხვავებით.

ქურდები არ იყვნენ კეგებეშნიკები რა ეს ტყუილია, მოდი, სიმარტლეს გაუმარჯოს, მანდ სხვანაირი მომენტები იყო,

 

ხო, ქართველი ყაჩაღების და ქურდების დაპირისპირების შესახებ არაფერი მსმენია, ერთადერთი დურუ ხურცილავა იყო მათი მტერი,

ქურდებს პრობლემები უფრო რუს ბეზპრედელებთან და ჩეჩენ ბოევიკებთან ჰქონდათ :yes:

 

ხო, შესაძლოა და არა გამორიცხული რომ ცალკეულ მსხვილ კრიმინალებს ჰქონდათ კეგებესთან რაიმე კავშირი მაგრამ ეს არ იყო ნორმა,

 

ქურდული ინსტიტუტი თავდაპირველად შეიქმნა ცენტრალურ რუსეთში, აშკენაზურ საზოგადოებაში,

წაიკითხე ბაბელი, იქ საინტერესო პასაჟებია,

 

ლაგერებში კი ქურდები დასჭირდათ, რომ მრავლრიცხოვანი პატიმრების კონტროლი ყოფილიყო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქურდი ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ადრე ქურდები იყვნენ თავისთვის და საზოგადოებას არ ეხებოდნენ, ნუ, იპარავდნენ და ეგ იყო რა

რას ჰქვია არ ეხებოდნენ, რომ იპარავდნენ ვის ჰპარავდნენ მერე, საზოგადოებას არ ჰპარავდნენ და აუბედურებდნენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

რას ჰქვია არ ეხებოდნენ, რომ იპარავდნენ ვის ჰპარავდნენ მერე, საზოგადოებას არ ჰპარავდნენ და აუბედურებდნენ?

კი, იპარავდნენ, ეს დავწერე კიდევაც, მაგრამ საქმის გარჩევა და თავზე დასმა ეს თავად საზოგადოებამ მოითხოვა,

ისინი თავისთვის იყვნენ, ცალკე კასტად :yes: მათი ლეგიტიმაცია საზოგადოებამ მოახდინა

და ისინი გახადეს სიმართლის მქმნელებად :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხანდახან რაღაცას წესიერად დაიწყებთ ხოლმე და მერე აურ-დაურევთ რაღაცეებს. :)

ზოგადად ქურდული მენტალიტეტი რომ არ ვარგა და მიუღებელია ამაში რა თქმა უნდა გეთანხმები, მაგრამ

 

ჯერ ერთი საიდან მოიტანე რომ "ქურდისგან ხელისმოხვედრა არ ტეხავს" ? რაც შეეხება "ქურდთან ყველა არიფია"-ს მაგაში დამამცირებელი არაფერია. ქურდულ სამყაროში არიფი არაქურდს ნიშნავს მხოლოდ. ე.წ. "კაი ბიჭიც", რომელიც ავტომატურად ე.წ. "მომავლად" ითვლება "არიფია". :)

 

მერე მეორეც, როგორ შეიძლება "ბეზპრედელი" კეთილშობილური იყოს კაცო? "ბეზპრედელი" არის ის, რაც ყველგან და ყველა სამყაროსთვის ერთნაირად მიუღებელია და უპატიებელი დანაშაული.

 

არსენა ოძელაშვილები ბოლო მინიმუმ 200 წელია აღარ არსებობენ და ბოლო თაობის ცნობილი ყაჩაღი ვატო ყიფიანია, რომელიც თუ შენთვის მისაბაძი და კეთილშობილია სჯობს აქვე დავამთავროთ დისკუსია. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმე იმაშია რომ ქართული საზოგადოება მხოლოდ კანსტიტუციით და კანონით ვერ იცხოვრებს,

ეს არც ცუდია და არც კარგი, ეს ფაქტია, ამას აქვს თავისი მიზეზები,

 

მთავარი ეგ. წოდებული დაუწერელი კანონები არ იყოს კრიმინალური

არ ეწინააღმდეგებოდეს არც კანონმდებლობას და არც მორალის ნორმებს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არ ეწინააღმდეგებოდეს არც კანონმდებლობას და არც მორალის ნორმებს

მორალია ზუსტად ეგ დაუწერელი კანონები. :yes: მეტი არ ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...