shamili Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 (edited) საქართველო კეთილშობილ ყაჩაღთა ქვეყანაა და არა კაგებეშნიკი ქურდების ! საქართველოსთვის უცხო და მიუღებელია ჯერ მეფის რუსეთის ოხრანკასა და შემდგომ კაგებეში დამუშავებული უთავმოყვარეო ქურდული მენტალიტეტი. ქართველისთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია ქურდის სტატუსის წინაშე თავმოხრილი, ქურდის ტიტულის მაძიებელი უთავმოყვარეო არსებები. ქართველისთვის მიუღებელია უთავმოყვარეო გამოთქმები "ქურდთან ყველა არიფია", "ქურდისგან ხელისმოხვედრა არ ტეხავს" და ასე შემდეგ. ქურდული მენტალიტეტი გარდა იმისა რომ არის არის ჯერ მეფის რუსეთის ოხრანკასა და შემდგომ კაგებეში დამუშავებული მენტალიტეტი, ასევე არის უთავმოყვარეო მენტალიტეტი. ქურდული მენტალიტეტი მიუღებელია ქართული ცნობიერებისთვის, ქართული ინდივიდუალიზმისა და თავმოყვარეობისთვის. ქართულ მენტალიტეტში აბსოლიტურად ჯდება ყაჩაღური მენტალიტეტი, ანუ კეთილშობილ ყაჩაღთა მენტალიტეტი, ეგრეთწოდებულ "ბეზპრედელთა" მენტალიტეტი. ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის და ტყვიის იმედზე და არავითარი სტატუსების გათვალისწინება. ( არსენა ოძელაშვილი, დათა თუთაშხია, მიხა ხელაშვილი, გოგია ჭიჭოშვილი და სხვები ) ნამდვილი ყაჩაღების ქურდებს ყოველთვის ეშინოდათ, რადგან ყაჩაღი არასდროს ითვალისწინებდა მათ სტატუსს და ყაჩაღების და ქურდების დაპირისპირება უმეტეს შემთხვევაში ქურდების ფიზიკური ლიკვიდაციით მთავრდებოდა, ამიტომ ქურდები ყოველთვის მიეტოდნენ კაგებესთან ერთად სერიოზული და მოუხელთებელი ყაჩაღების ლიკვიდაციას ( ქურდები როგორც რუსულ მეშჩანთა კლასში ჩანერგილი მეფის რუსეთის ოხრანკის ნასეტკურა ყოველთვის ჯერ მეფის ოხრანკის ხოლო შემდგომ სტალინის მიერ ქურდების ნასეტკურის საბჭოთა სინამდვილეში გადმოტანის შემდგომ კაგებესთან ერთად მოქმედებდნენ, დღეს რუსეთის ფეესბესთან ერთად მოქმედებენ ). ალბათ ბევრს გაუგია ასლანა ბარამიძე, გამოჩენილი გურული ფირალი რომელიც ტყეში გავარდნილი იარაღით ხელში ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას, საბჭოთა ხელისუფლების მომხრეებს და კომუნისტებს სახლ კარს უწვავდა და აწიოკებდა და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. მის მოსაკლავად სტალინმა და ბერიამ მთელი საქართველოს ქურდების შეკრება მოაწყეს და ქურდებს მისი მოკვლა დაავალეს, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს, მოუხელთებელი და უძლეველი იყო ასლანა ბარამიძე ). უამრავია ასეთი მაგალითი. მე იმის თქმა მინდა რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსამართლობასთან იარაღით მებრძოლი ცალკეული ყაჩაღების ქვეყანა და ქართულ კაი ყმის კულტს, კეთილშობილი ყაჩაღის კულტს, მეფის ოხრანკის მიერ შექმნილი და კაგებეს მიერ დახვეწილი ქურდული მენტალიტეტი ვერასდროს ჩაანაცვლებს. Edited July 6, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 (edited) shamiliქურდული მენტალიტეტი მიუღებელია ქართული ცნობიერებისთვის, ქართული ინდივიდუალიზმისა და თავმოყვარეობისთვის.მიუღებელი რომ ყოფილიყო არ იქნებოდა პოპულარული :nekro: ქარდული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მეძავი ქალივით დაუწვა ქურდებსდა წაიკუზა მერე კი, მერე აღმოჩნდა რომ არ ყვარებიათ ქურდები ქურდებს უფრო მეტი კაცური მეობა ჰქონდა ვიდრე მხდალ და უსუსურ საზოგადოებასამიტომაც ხოხავდნენ მათ წინაშე მუხლებით, თუმცა იყვნენ ვაჟკაცი ბიჭები რომლებიცარ ეპუებოდნენ, მაგრამ ქურდულსავე წესებით ურჩევნდნე საქმეს, რეალურად შავი გაგების ხალხი არის იმ კატეგორიის ქართველი რომელშიც ქართული მამაკაცების მებრძოლი გენი იყოაკუმულირებული ანუ, გადაგვარებული ვაჟკაცები არიან, სწორად მათ გამო წავაგეთ ჩვენ ომები ვისაც უნდა ეომათ, იმათმა ან არ იომეს ან გადაგვარებული მენტალიტეტის გამო ვერ იომეს კაი ტერმნია რა ქარდული საზოგადოება გაგიკვირდებათ და ქურდების წინააღმდეგი არ ვარ, ვარ ქურდებისადმი მონური მორჩილების წინააღმდეგი, წინააღმდეგი ვარ იმის რომ საზოგადოებამ ზონური წესებიტ იცხოვროს წინააღმდეგი ვარ იმის რომ ქურდულის მერე ბოზური მოდიოდეს, წინააღმდეგი ვარ რომ ქურდული და კაცური ერთ ცნებად მოიაზრებოდეს Edited July 6, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 პლიუსი კი დეგიწერე, მაგრამ ქურდების წინააღმდეგი არა ვარო მაგ ტექსტში როგორ ჯდება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted July 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 (edited) Siknadmo თემა სხვა მხრივ იყო გახსნილი. ქურდებთან და კაგებესთან დატაკებულ "ბეზპრედელებზე" ანუ ყაჩაღებზე რას იტყვი. მე მათ ვცემ პატივს. რა თქმა უნდა კეთილშობილ ყაჩაღებს. ყაჩაღური ანუ "ბეზპრედელური" მენტალიტეტი სუფთა ქართული მენტალიტეტია ქურდულისგან განსხვავებით. Edited July 6, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 ჩემზე რას იტყვი შამილ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted July 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 ჩემზე რას იტყვი შამილ?გახსენე უკვე საწყის პოსტში : "ქართულ მენტალიტეტში აბსოლიტურად ჯდება ყაჩაღური მენტალიტეტი, ანუ კეთილშობილ ყაჩაღთა მენტალიტეტი, ეგრეთწოდებულ "ბეზპრედელთა" მენტალიტეტი. ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის და ტყვიის იმედზე და არავითარი სტატუსების გათვალისწინება. ( არსენა ოძელაშვილი, დათა თუთაშხია, მიხა ხელაშვილი, გოგია ჭიჭოშვილი და სხვები )" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 ეჰ... დრო იყო, საქართველო გმირი და თავდადებული ადამიანებით ამაყობდა, წმინდა მეფეებით, სამშობლოსა და რწმენისთვის თავდადებულებით, ბრძოლაში უდრეკებით, საკუთარ ხალხზე მოამაგეებითა და მათზე მზრნველებით. უამრავი უბრალო მოკვდავით, რომლებმაც ასევე სამშობლოსა და რწმენითვის საკუთარ სიცოცხლეს არას დაგიდევდათ.... ეხლა აქ ის ირკვევა, ყაჩაღები მოერევიან, თუ ქურდები?! P.S. ისე არსენა ოძელაშვილზე მარტო მიხილ ჯავახიშვილითა და მხატვრული ფილმით თუ არ იმსჯელებთ და ცოტა ისტორიულად თუ შეეცდებით შეისწავლოთ, გპირდებით მინიმუმ გაკვირვებული დარჩებით. მიხეილ ჯავახიშვილს უბრალოდ ეგეთი პიროვნება სჭირდებოდა გაცილებით მნიშვნელოვანი რამის სათქმელად და ამიტომაც "გააკეთილშობილა" რაც შეეძლო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 პლიუსი კი დეგიწერე, მაგრამ ქურდების წინააღმდეგი არა ვარო მაგ ტექსტში როგორ ჯდება? ადრე ქურდები იყვნენ თავისთვის და საზოგადოებას არ ეხებოდნენ, ნუ, იპარავდნენ და ეგ იყო რა თავისი წესები ჰქონდათ, ხოდა, თუკი მაინც იარსებებს კრიმინალური სამყარო დაე ჰქონდეთ მათ თავისი წესებიდა ჰყავდეთ ლიდერებიც-ქურდების სახით, ეს მათი საქმეა, მაგრამ საზოგადოებას ზნეობის წესებს არ უნდა უდგენდნენ და საზოგადოება ქურდობას და კაცობას ერთმანეთისგან უნდა არჩევდნეს, რეალურად იმდენად ქურდებს არ მიუყენებიათ ზარალი ჩვენი საზოგადოებისთვის ვიდრე ამ ქურდულ წესებს დამონებულმა საზოგადოებამ მიაყენა, მოკლედ ქურდების გაბლატავება ეს იყო დეგრადირებული საზოგადოების ბრალი და არა თავად ქურდების Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 Siknadmo თემა სხვა მხრივ იყო გახსნილი. ქურდებთან და კაგებესთან დატაკებულ "ბეზპრედელებზე" ანუ ყაჩაღებზე რას იტყვი. მე მათ ვცემ პატივს. რა თქმა უნდა კეთილშობილ ყაჩაღებს. ყაჩაღური ანუ "ბეზპრედელური" მენტალიტეტი სუფთა ქართული მენტალიტეტია ქურდულისგან განსხვავებით.ქურდები არ იყვნენ კეგებეშნიკები რა ეს ტყუილია, მოდი, სიმარტლეს გაუმარჯოს, მანდ სხვანაირი მომენტები იყო, ხო, ქართველი ყაჩაღების და ქურდების დაპირისპირების შესახებ არაფერი მსმენია, ერთადერთი დურუ ხურცილავა იყო მათი მტერი,ქურდებს პრობლემები უფრო რუს ბეზპრედელებთან და ჩეჩენ ბოევიკებთან ჰქონდათ ხო, შესაძლოა და არა გამორიცხული რომ ცალკეულ მსხვილ კრიმინალებს ჰქონდათ კეგებესთან რაიმე კავშირი მაგრამ ეს არ იყო ნორმა, ქურდული ინსტიტუტი თავდაპირველად შეიქმნა ცენტრალურ რუსეთში, აშკენაზურ საზოგადოებაში,წაიკითხე ბაბელი, იქ საინტერესო პასაჟებია, ლაგერებში კი ქურდები დასჭირდათ, რომ მრავლრიცხოვანი პატიმრების კონტროლი ყოფილიყო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქურდი ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 Siknadmoადრე ქურდები იყვნენ თავისთვის და საზოგადოებას არ ეხებოდნენ, ნუ, იპარავდნენ და ეგ იყო რა რას ჰქვია არ ეხებოდნენ, რომ იპარავდნენ ვის ჰპარავდნენ მერე, საზოგადოებას არ ჰპარავდნენ და აუბედურებდნენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 Siknadmo რას ჰქვია არ ეხებოდნენ, რომ იპარავდნენ ვის ჰპარავდნენ მერე, საზოგადოებას არ ჰპარავდნენ და აუბედურებდნენ?კი, იპარავდნენ, ეს დავწერე კიდევაც, მაგრამ საქმის გარჩევა და თავზე დასმა ეს თავად საზოგადოებამ მოითხოვა,ისინი თავისთვის იყვნენ, ცალკე კასტად მათი ლეგიტიმაცია საზოგადოებამ მოახდინადა ისინი გახადეს სიმართლის მქმნელებად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 ხანდახან რაღაცას წესიერად დაიწყებთ ხოლმე და მერე აურ-დაურევთ რაღაცეებს. ზოგადად ქურდული მენტალიტეტი რომ არ ვარგა და მიუღებელია ამაში რა თქმა უნდა გეთანხმები, მაგრამ ჯერ ერთი საიდან მოიტანე რომ "ქურდისგან ხელისმოხვედრა არ ტეხავს" ? რაც შეეხება "ქურდთან ყველა არიფია"-ს მაგაში დამამცირებელი არაფერია. ქურდულ სამყაროში არიფი არაქურდს ნიშნავს მხოლოდ. ე.წ. "კაი ბიჭიც", რომელიც ავტომატურად ე.წ. "მომავლად" ითვლება "არიფია". მერე მეორეც, როგორ შეიძლება "ბეზპრედელი" კეთილშობილური იყოს კაცო? "ბეზპრედელი" არის ის, რაც ყველგან და ყველა სამყაროსთვის ერთნაირად მიუღებელია და უპატიებელი დანაშაული. არსენა ოძელაშვილები ბოლო მინიმუმ 200 წელია აღარ არსებობენ და ბოლო თაობის ცნობილი ყაჩაღი ვატო ყიფიანია, რომელიც თუ შენთვის მისაბაძი და კეთილშობილია სჯობს აქვე დავამთავროთ დისკუსია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 (edited) საქმე იმაშია რომ ქართული საზოგადოება მხოლოდ კანსტიტუციით და კანონით ვერ იცხოვრებს,ეს არც ცუდია და არც კარგი, ეს ფაქტია, ამას აქვს თავისი მიზეზები, მთავარი ეგ. წოდებული დაუწერელი კანონები არ იყოს კრიმინალურიარ ეწინააღმდეგებოდეს არც კანონმდებლობას და არც მორალის ნორმებს Edited July 6, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 Siknadmoარ ეწინააღმდეგებოდეს არც კანონმდებლობას და არც მორალის ნორმებს მორალია ზუსტად ეგ დაუწერელი კანონები. მეტი არ ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 Siknadmo მართალი ხარ და კიდევ უფრო სწორი შენიშვნა ასესინომ მოგცა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.