Jump to content
Planeta.Ge

ტერენტი გრანელი


Recommended Posts

თუ მოგეპოვება კიდე დადე რა ძაან გთხოვ

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
  • Replies 38
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კი მომეპოვება წიგნიც არის სადაც

ტერენტის დღიურებიცაა

ეგ მაქედან გადმოვწერე :D

მერე დავდებ კიდევ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

უი ვერ ვიქნები ამ თემის მიმართ გულგრილი :user:

რაც გამახსენდება დავწერ... სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ :D

 

მიცვალებულის დღიურიდან

(თემა სიკვდილის შემდეგ)

 

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,

სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.

მე წუხელ მოვკვდი შუაღამეზე,

როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.

დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა,

დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.

მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,

მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები.

ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც

(ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან).

მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი,

ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა.

და ეცემოდნენ სადღაც წვიმები

შორეულ ღრუბლის სანაპიროდან.

კუბოსთან იდგნენ სერაფიმები

და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა.

არც შორეული დების ლოცვები

ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა.

მიმასვენებდნენ ანგელოზები

და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა.

ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია,

რა მექნა, სულო, დაუცხრომელო,

მსურდა სიბნელე რომ გამერღვია

და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო.

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,

სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.

მე წუხელ მოვკვდი შუაღამეზე,

როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.

 

ელავს ზეცა და ღრუბლები შავი

ელავს ზეცა და ღრუბლები შავი,

ისევ გაჩნდა მოგონების გრძნობა.

დილა არის, ძლივს მიფრინავს ყვავი,

გრიგალს მივსდევ და მიწევენ მტრობას.

ნელა მივალ და ველია მშრალი,

მთების იქით ჩანს ნაპრალის ბოლო.

მთების იქით ღრუბელია შავი,

წინ მძინარე მინდვრებია მხოლოდ.

გრიგალს მივსდევ, ვარ მწუხარე სახის,

მიმაქვს დარდი, მე არ ვიცი, რატომ?

მინდა იყოს აქ პატარა სახლი, ხალხს

მოვშორდე და ვიცხოვრო მარტომ.

ელავს ზეცა და ღრუბლები შავი,

ისევ გაჩნდა მოგონების გრძნობა.

დილა არის, ძლივს მიფრინავს ყვავი,

გრიგალს მივსდევ და მიწევენ მტრობას.

 

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,

შორს ხმაურია ქუჩის.

უკვე გათენდა, ცა დავინახე,

ცა სარკესავით ლურჯი.

ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები,

საკუთარ ხელებს ვუმზერ.

უკვე გათენდა, შავი დარდები

ნელა იშლება გულზე.

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,

შორს ხმაურია ქუჩის.

უკვე გათენდა, ცა დავინახე,

ცა, სარკესავით ლურჯი.

მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,

ჩანს დედამიწა რუხი.

და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ

ბალალაიკის წუხილს.

აქ შავი ღამე იწვა მინაზე,

აქ ხმაურია ქუჩის.

უკვე გათენდა, ცა დავინახე,

ცა სარკესავით ლურჯი.

 

დგას ანგელოზი ახლო ჩემ სულთან

დგას ანგელოზი ახლო ჩემ სულთან

და ეს იღბალი არ უდრის კრულვას.

ათი საათი უკვე შესრულდა

და ჯერ ქუჩაში მე არ გავსულვარ.

შენ, აივანო! და თქვენ, კედლებო!

ხომ მოისმინეთ ცრემლის შრიალი,

ახლა ბინა მაქვს საუკეთესო

და მაინც მინდა მე ხეტიალი.

ვინ გაექცევა საკუთარ იღბალს,

ხომ გვიანია, ვწევარ მე ისევ.

რა ვქნა, ქუჩისკენ მეძახის ვიღაც

ბინა მაქვს, მაგრამ მე ვერ ვისვენებ.

დგას ანგელოზი ახლო ჩემ სულთან

და ეს იღბალი არ უდრის კრულვას.

ათი საათი უკვე შესრულდა

და ჯერ ქუჩაში მე არ გავსულვარ.

 

:rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ისევ მარტო ვარ, ირგვლივ ქარია,

გრიგალი მისდევს ოცნების ხომალდს.

ეს დღე ძვირფასო სხვა სიზმარია,

ეს დღე რომელიც გავს შემოდგომას.

 

ისევ სიცოცხლე, სიკვდილი არ მსურს,

და წმინდა გული მე შენთან მომაქვს.

ეს დღე მაგონებს შორეულ წარსულს,

ეს დღე რომელიც გავს შემოდგომას..."

 

:boli:

 

http://s59.radikal.ru/i165/0810/5b/d0c3e1f66907.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

მკვდარი სურვილები

 

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება

და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.

ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება

და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

 

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,

ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.

რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება

და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

 

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,

ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.

თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი

და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

 

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,

დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.

ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,

არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

 

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია

და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.

გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,

ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

 

 

შემეძლო მეტის მოცემა

 

შემეძლო მეტის მოცემა,

მე დავსნეულდი უდროოდ.

შორს გამიტაცა ოცნებამ,

სულში სიჩუმე მყუდროობს.

მიდის ეს მტკვარი - მდინარე

და მოიღრუბლა ცა უფრო.

ძვირფასო, აბა, ვინ არი?

ისევ მარტოკა ვსაუბრობ.

ასეთი განწყობილება, -

სამარე უკვე მზად არი.

ეს შემოდგომა ილევა

და მოდის თეთრი ზამთარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

გაზაფხულის საღამო

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,

ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,

რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,

მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი საყვარელი პოეტი :love2:

 

ვედრება უფალთან

 

ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,

მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა,

მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,

სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.

 

ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,

არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი.

ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,

უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეშლილი ცრემლები

 

ეს ვედრება შიშველი -

მეუცხოვა მე გვიან,

ღამე, ვნებით შეშლილი,

ყელზე გადამეხვია.

 

თეთრი შუქი ინთება

ჩემი სულის და ვარდის.

ო, ტირილი მინდება,

შენთან უხმოდ დავარდნილს.

 

მე თანდათან ვყვითლდები

და ჩემი თმაც ძირს ცვივა.

დაო, ნუ შეწუხდები,

თუ წამების ღირსი ვარ.

 

ჩუმად ძინავს გულს ტყეში

სევდის ლურჯი ოდებით.

და თბილისის კუთხეში

სადმე ღამით მოვკვდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წუხს როიალი ბაღის მახლობლად

და მოდის გზიდან სხივთა კრებული.

ალბათ, სადღაც შორს ვიღაც ნაღვლობდა,

იქაც დარდია გამეფებული.

 

წუხს როიალი, მე რაღაც მტკივა,

დავტოვებ თბილისს და წავალ დასთან,

ვნახოთ, ეს ფიქრი სანამდი მივა,

ვნახოთ ეს ტანჯვა სანამდი გასტანს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადღაც დუმს მთები, სადღაც ნისლია,

ვერ გადვურჩები სულის წვალებას.

მე რომ გაფრენა არ შემიძლია,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც დუმს დილა, სადღაც ძილია,

გზა გაიარეს სადღაც ქალებმა,

ჩემი სხეული რომ დაღლილია,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,

და უცბად ზეცა ნახეს თვალებმა,

რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან -

ეს უკვე ნიშნავს გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

ისევ დადგება სურნელი ნისლის

სულს წაიღებენ თეთრი ფიქრები,

ამ უყრუო ადგილას ვინმე გაივლის

მაშინ როდესაც მე არ ვიქნები.

ჩვეულებრივი მთვარე ამოვა

და გაქრებიან თეთრი ფიქრები,

ან უყრუო ადგილას ვინმე სხვა მოვა

მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები.

და სულის ლანდი ისევ გაჩნდება

და ისევ მოვა დღე შერიგების,

ვიცი, ამ კლდეზე ვინმე დაჯდება

მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები.

 

გავიდა კვირა,

ორშაბათია.

ჩემს ირგვლივ ხშირად

სხვები დადიან.

ცას აბარია

სულის ობლობა.

ხომ ზღაპარია

დღეს მეგობრობა.

გულია - ღერძი,

რა ქნას ხელებმა?!

და დღესაც ვებრძვი

საშინელებას.

მე, როგორც ვატყობ,

წავიდა მთვარე.

სადღაც ავადმყოფს

ახველებს მწარედ.

გავიდა კვირა,

ორშაბათია.

ჩემს ირგვლივ ხშირად

სხვები დადიან.

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ელიბო ძვირფასო, ეგ წალენჯიხაში კი არა პეტრე პავლეს საფლავის ქვაა :D ახლა დიდუბის პანტეონშია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

გაიხარეთ ამ თემისთვის. გრანელზე შეგიძლიათ იხილოთ ჩემ ბლოგში - LINK

გრანელზე ჩემი წიგნიც გამოვა მალე.

 

http://s58.radikal.ru/i159/0903/26/8a859965d1e3.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...