Jump to content
Planeta.Ge

სტალინის მონუმენტი მოშალეს გორში


Recommended Posts

მარქსი იყო აშკენაზი, ხოდა ლუთერანობა მიიღო დაა ასე შემდეგ, კარგით რა,

რა გულუბრყვილობააა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანისთვის, განსაკუთრებით, რევოლუციონერისა და ათეისტური ზესახელმწიფოს ერთპიროვნული მბრძანებლისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ცოდვის თანაზიარი იოსებ ჯუღაშვილი ინანიებდა და ღმერთისაგან შენდობას ელოდა. ამის უფლებას მას ვერავინ წაართმევდა, რადგან ის ყველა მოკვდავს ღმერთისგან ებოძა.

მიუხედავად ჩემი კეთილგანწყობისა ამ პიროვნების მიმართ,

მე ეჭვი მეპარება რომ მისი ეკლესიისადმი რბილი დამოკიდებულება გამოწვეული იყო

მხოლოდ მორწმუნეობით,

 

საქმე იმაშია რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას მართლმადიდებულმა ეკლესიამ

ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ გამოაცხადა წმინდა ბრძოლად :yes:

 

ეკლესია გვერდში დაუდგა რუსეთს ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად,

ხოლო რელიგიური მომენტების გამოყენება მაინც მნიშვნელოვანი რამ იყო რუსი ერისთვის,

 

ეს ერთი

და მეორე,

 

მეორე ფრონტის გახსნისთვის აუცილებელი იყო რომ დასავლეთის თვალში შექმნილიყო

დემოკრატიულობის იმიჯი,

ხოლო ეკლესიის დევნა, ანუ სინდისის თავისუფლების შეზღუდვა ეს იყო ყველაზე მეტად მიუღებელი დასავლეთისთვსი,

ამიტომაც სწორად 1943 წლიდან ხდება ეკლესიის რეაბილიტაცია,

 

ესაა სიმართლე, ვოტ :yes:

 

სტალინის მოტივი პირადად ჩემთვის გაურკვეველია,

ის არ იყო ბოლშევიკი და მარქსისტი,

არც მართლმადიდებელი,

არც ნიჰილისტ-პოFიგისტი,

არც მხოლოდ სისხლისმსმელი დიქტატორი :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არც მხოლოდ სისხლისმსმელი დიქტატორი

როგორ არ იყო? სააკაშვილისნაირი სისხლის მსმელი ვერ იყო, მაგრამ მაინც დიქტატორი იყო რა :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

როგორ არ იყო? სააკაშვილისნაირი სისხლის მსმელი ვერ იყო, მაგრამ მაინც დიქტატორი იყო რა :TAT:

დიქტატორი იყო და სისხლსაც ღვრიდა,

მაგრამ მისი მოქმედების მიზანი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ დიქტატორულ-ტირანული

მოთხოვნილებების დაკმაყოფილება,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეკლესია გვერდში დაუდგა რუსეთს ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად,

ხოლო რელიგიური მომენტების გამოყენება მაინც მნიშვნელოვანი რამ იყო რუსი ერისთვის,

 

ეს ერთი

და მეორე,

 

მეორე ფრონტის გახსნისთვის აუცილებელი იყო რომ დასავლეთის თვალში შექმნილიყო

დემოკრატიულობის იმიჯი,

ხოლო ეკლესიის დევნა, ანუ სინდისის თავისუფლების შეზღუდვა ეს იყო ყველაზე მეტად მიუღებელი დასავლეთისთვსი,

ამიტომაც სწორად 1943 წლიდან ხდება ეკლესიის რეაბილიტაცია,

 

ესაა სიმართლე, ვოტ

 

სტალინის მოტივი პირადად ჩემთვის გაურკვეველია,

 

 

 

არ არის მასე მარტივად საქმე, მანდ გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები მოხდა, ღვთის მადლითა და წყალობით:

 

 

 

ხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს

მართლმადედებელი ეკლესიის გადარჩენა ბოლშევიკურ იმპერიაში და

კაცობრიობის ხსნა ფაშიზმისგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით

 

უმძიმესი განსაცდელი დაატყდა თავს კაცობრიობას XX საუკუნეში: რევოლუციები, სამოქალაქო ომები, ბოლშევიკების აღზევება და მათმიერი უსასტიკესი ტერორი, შიმშილობანი, მასობრივი რეპრესიები და ბოლოს, 1939-1945 წლების მსოფლიო ომი. ბევრი ძლევამოსილი სახელმწიფო დაეცა ამ ომში ბოროტების მსახური ფაშისტებისაგან. მართალია, ბოლშევიკურ იმპერიაში ძალით თავმოყრილმა ხალხებმაც უზომოდ დიდი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ მხოლოდ მათი ძალისხმევა ვერ იხსნიდა კაცობრიობას უკეთურობის იმ ბატონობისაგან, რასაც ფაშიზმი უქადდა მსოფლიოს. მაშ, ვინ იხსნა კაცობრიობა?! ვინ გადაარჩინა ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლშევიკურ უღმერთო იმპერიაში სრული განადგურებისაგან?..

 

ისევე როგორც 1612 წელს, ღვთის განგებით, ახლაც, რუსეთის მთავარ მლოცველად და მეგობრად ამორჩეულ იქნა მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ანტიოქიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მღვდელმთავარი ილია, ლიბანის მთათა მიტროპოლიტი.

 

იგი კლდოვან ჯურღმულში ჩავიდა ღრმად, სადაც ვერ აღწევდა ქვეყნიური ხმაური და სადაც არ იყო არაფერი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გარდა. მეუფე სწორედ იქ განმარტოვდა, რამდენიმე დღის განავლობაში არც საზრდო მიუღია, არც წყალი დაულევია, არც დაუძინია და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღვთის დედას - განმიცხადე, როგორ არის შესაძლებელი რუსეთის შეწევნაო.

 

და აი, სამი დღე-ღამის შემდეგ ცეცხლოვან სვეტში თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და უთხრა: შენ, როგორც რუსეთის ჭეშმარიტი მეგობარი და მისთვის მლოცველი, არჩეული ხარ იმისთვის, რომ ღვთის განჩინება აუწყო ამ ქვეყანას. და თუკი ეს განჩინება არ იქნება შესრულებული, რუსეთი დაიღუპება.

 

ეს საღმრთო განჩინება შემდეგში მდგომარეობდა:

 

რუსეთის ხსნისათვის აუცილებლად უნდა გახსნილიყო მთელს ქვეყანაში ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სემინარიები და აკადემიები; ფრონტიდან დაბრუნებული და ციხე-ბანაკებიდან გათავისუფლებული მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებას უნდა შესდგომოდნენ; წმიდა პეტრეს ქალაქის (ბოლშევიკების მიერ ლენინგრადად გადარქმეულის - რედ.) ჩაბარება არ შეიძლებოდა: მის გადასარჩენად უნდა გადმოესვენებინათ ყაზანის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი (1) და დიდებით ჯვარით სვლით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო; მაშინ ვერც ერთი მტერი ვერ შედგამდა ფეხს ნევის პირას მდებარე ამ ქალაქის მიწაზე; ყაზანის ხატის წინაშე მოსკოვშიც უნდა გადაეხადათ პარაკლისი. შემდეგ ხატი ვოლგისპირა ქალაქ ცარიცინში (ბოლშევიკების მიერ სტალინგრადად გადარქმეულში - რედ.) უნდა გადაესვენებინათ, რადგან არც ამ ქალაქის ჩაბარება შეიძლებოდა მტრისათვის; შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი რუსეთის საზღვრებამდე უნდა მიჰყვეს ჯარებს, ხოლო როცა ომი დასრულდება, მიტროპოლიტი ილია რუსეთში უნდა ჩავიდეს და ყველას მოუთხროს, თუ როგორ გადარჩა ეს ქვეყანა.

 

ამ საკვირველი გამოცხადების შემდეგ მეუფე ილია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, საბჭოთა მთავრობას და აცნობა მათ ღვთის განჩინების შესახებ.

 

სტალინმა გამოიძახა მიტროპოლიტი სერგი, მიტროპოლიტი ალექსი, სხვა მღვდელმთავრები და აღუთქვა, რომ შეასრულებდა ყველაფერ იმას, რაც მიტროპოლიტმა ილია მეორემ აუწყათ (2).

 

სანკტ-პეტერბურგის წმიდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატი გამოასვენეს და დიდებით სვლით ქალაქის გარშემო შემოატარეს. ამის შემდეგ ფაშისტებმა, მართლაც, ერთი ბიჯიც ვერ წადგეს ნევისპირა ქალაქისაკენ, ხოლო ბლოკადა გარღვეულ იქნა საქართველოს განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესასწაულზე - 14 (27) იანვარს! ეს მეტად საგულისხმო ფაქტია, რამეთუ ორი იმპერიის მიერ გაჩაღებულ ამ ომში თავდადებულად იბრძოდნენ, სხვებთან ერთად, მართლმადიდებელი ქართველნიც, რომელთაც უზომოდ დიდი მსხვერპლი გაიღეს: ომში წავიდა საქართველოს ყოველი მეხუთე მცხოვრები - 700000 კაცი, მათგან 400000-მდე ვერ დაბრუნდა. ამასთან საბჭოთა ჯარების მთავარსარდალიც ხომ ქართველი იყო, ჯუღაშვილის გვარის, სასულიერო სემინარიაში ნასწავლი კაცი, რომელმაც, მიუხედავად ყველაფრისა, გადამწყვეტ მომენტში მაინც ისმინა და ირწმუნა ღვთისმსახურთა მიერ უწყებული გზა მისი თვითმპყრობელური ნების ქვეშ მოქცეული ქვეყნის გადარჩენისა (3).

 

პეტერბურგის შემდეგომ ყაზანის ხატმა მთელი რუსეთი მოვლო ძლევითა და დიდებით. ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვი, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა. მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა. ერთხელ ისეთი მომენტიც იყო, როცა ქალაქის დამცველნი ერთ მცირე ადგილზეღა დარჩნენ ვოლგის ნაპირას, მაგრამ მტრებმა მაინც ვერ მოახერხეს მათი განდევნა, რადგან წითელი არმიის მეომრებთან საკვირველმოქმედი ხატი იყო...

 

სხვა დროს უდიდესი სიძნელის წინაშე იდგნენ მოიერიშე მეომრები ძველი გერმანული ქალაქის - კენისბერგის გათავისუფლებისას, რომელიც უაღრესად გაემაგრებინათ. აი, რას მოგვითხრობს ერთი რუსი ოფიცერი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ქალაქისათვის გამართულ ბრძოლებში:

 

„ჩვენი ჯარები გადაქანცულნი და ძალთაგან გამოფიტულნი იყვნენ, გერმანელები კი კვლავ მაგრად იდგნენ... ერთ დღესაც, მოულოდნელად, ვხედავთ: ჩამოვიდა ფრონტის მთავარსარდალი მრავალ ოფიცერთან ერთად, ხოლო თან მღვდელბი მოჰყვებიან ხატებით!

 

ბევრმა მაშინ ქილიკი დაიწყო:

 

- აი, მოვიდნენ, მღვდლები მოგვიყვანეს!.. ეგენი ნამდვილად გვიშველიან!

 

მაგრამ მთავარსარდალმა სწრაფად აღკვეთა ყოველგვარი ხუმრობა. ყველას უბრძანა, მწყობრში დამდგარიყვნენ და ქუდები მოეხადათ.

 

მღვდლებმა პარაკლისი გადაიხადეს და წინა ხაზისკენ წავიდნენ ხატითურთ. ჩვენ გაოგნებულები შევყურებდით: სად მიდიან? თანაც გამართულნი, გერმანელების თვალწინ! მათ ხომ ყველას დახოცავენ!.. მაგრამ, დახეთ, საოცრებას - მღვდლები უვნებლად მიდიოდნენ ბრძოლის ხაზზე და ყურადღებას არ აქცევდნენ გამალებულ სროლას, ცეცხლს ორივე მხრიდან.

 

ანაზდად სროლა გერმანელთა მხრიდან ერთდროულად შეწყდა! მაშინ სიგნალი მისცეს და ჩვენმა ჯარებმა ქალაქ-სიმაგრის ერთობლივი შტურმი დაიწყეს - ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც.

 

როგორც შემდეგ გერმანელი ტყვეები ჰყვებოდნენ, უშუალოდ შტურმის წინ მათ, ყველას, ცაში მადონა (ანუ ღვთისმშობელი) დაუნახავთ და... აბსოლუტურად ყველას ერთდროულად უმტყუნა იარაღმა. სწორედ მაშინ აიღეს ჩვენებმა ქალაქი, რადგან ზემოხსენებული სასწაულით იქნა გადალახული მტრის წინააღმდეგობა. ღვთის დედის ამ გამოცხადების დროს, თურმე, ბევრი გერმანელი მებრძოლი მუხლებზე ემხობოდა და მაშინ მრავალნი მიხვდნენ, თუ ვინ შეეწეოდა რუსებს“ - ამთავრებს თხრობას ყოფილი მებრძოლი.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ კიევიც - რუსეთის მართლმადიდებელ ქალაქთა დედა - სწორედ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე იქნა გათავისუფლებული!

 

იმ ხანებში ამოქმედდა მანამდე დახურული 22000 ეკლესია, გაიხსნა სასულიერო სემინარიები, აკადემიები, ტროიცე-სერგის, კიევო-პეჩორის ლავრები, ზოგიერთი სხვა მონასტერიც. ხელისუფლებამ ნება დართო სამღვდელოთ მიტროპოლიტ ალექსის წმიდა ნაწილები გადაესვენებინათ მოსკოვის ღვთის განცხადების საკათედრო ტაძარში, სადაც მთელი ამ ომის განმავლობაში განისვენებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის საკვირველმოქმედი ხატი. დაიწყო სარწმუნოების აღორძინება. ყოველივე ეს თავისთავად არის სასწაულებრივი ფაქტი საბჭოთა იმპერიისათვის, თუ გავიხსენებთ, რომ რევოლუციის შემდეგ უღმერთო ბოლშევიკებმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას და მებრძოლი ათეიზმის მეშვეობით მის სრულ მოსპობას ცდილობდნენ: ხურავდნენ და აფეთქებდნენ ეკლესია-მონასტრებს, აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ და ხვრეტდნენ მღვდელმსახურებს, მართლმადიდებელ მორწმუნეებს. როცა, მაგალითად, კიევი დაიკავეს ფაშისტებმა, მთელს ქალაქში მხოლოდ ორი მოქმედი ეკლესია იყო, კიევის ოლქში კი - კიდევ ერთი. ამიტომ ფაშისტები, ცდილობდნენ რა ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინათ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელს უწყობდნენ ეკლესიების ამოქმედებას. პარადოქსია, მაგრამ სწორედ მათი მხარდაჭერით 1943 წლისათვის მთელს კიევის ეპარქიაში უკვე 500-მდე მოქმედი ეკლესია იყო. ამის შემდეგ გასაგებია ბოლშევიკური მთავრობის რეაქციაც. ასე მოქმედებდა ღვთის მიუწვდომელი განგებულება: ორი ბოროტი ძალა - ფაშიზმი და ბოლშევიზმი - ერთმანეთს დაუპირისპირდა, ღმერთმა კი ეკლესია გადაარჩინა. (საყურადღებო გახლავთ ის გარემოება, რომ იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ბოლშევიკური მთავრობა ახალი ძალით ეკვეთა ეკლესიას და კვლად დაიწყო მართლმადიდებელ ქრისტიანთა დევნა. ამასთან, სპეციალისტთა ცნობით, ამ დროს უფრო მეტი ეკლესია დაინგრა და უფრო მეტი წმიდა ხატი განადგურდა, ვიდრე მთელს მანამდელ საბჭოთა პერიოდში!).

 

1947 წელს, პირადად ი. სტალინის მიწვევით, მიტროპოლიტი ილია რუსეთში ჩავიდა. მიტროპოლიტ ილიას მიართვეს ყაზანის ხატის ასლი, ძვირფასი ჯვარი და პანაღია, შემკული ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოტანილი პატიოსანი თვლით. მას სახელმწიფო პრემიაც მიანიჭეს, რაზეც სტუმარმა უარი განაცხადა - ბერი ვარ და ფული არ მჭირდებაო. თავის მხრივ კი, რუსეთს ორასი ათასი დოლარი გადასცა ანტიოქიის ეკლესიის სახელით - იმ ობოლ ბავშვთათვის, რომელთაც მშობლები ომში დაეხოცათ.

 

მიტროპოლიტი ილია სანკტ-პეტერბურსაც ეწვია. 9 ნოემბრის დილით, მან წმიდა ნიკოლოზის ტაძარში სწირა და უძვირფასესი ძღვენიც მოართვა ამ ეკლესიას - მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველმოქმედის წმინდა ნაწილები.

ღვთის დედის გამოცხადება ომის დროს კურსკის რკალთან

 

როგორც ცნობილია, 1941-1945 წლების სამამულო ომში მოსკოვის, პეტერბურგისა (ლენინგრადის) და ცარიცინის (სტალინგრადის) ბრძოლების შემდეგ, უდიდესი ორთაბრძოლა მოხდა კურსკთან (ე.წ. „კურსკის რკალი“), რომელშიც ორივე მხრიდან რამდენიმე მილიონი მებრძოლი და აუარება ტექნიკა მონაწილეობდა. სწორედ ამ ბრძოლაში მოხდა გარდატეხა ომში და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფაშისტების განდევნა. მისი უშუალო მონაწილეების უტყუარი მოწმობით (ეს კი ასობით ადამიანია!), ბრძოლის დაწყების წინ მებრძლებმა ცაში ყოვლადწმიდა ღვთიმშობელი დაინახეს: იგი საკვირველად მბრწყინავი გამოჩნდა ღამით, ცაში, და ხელის მოძრაობით თითქოს შეტევისკენ მოუწოდებდა მათ. სახილველი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჯარისკაცები და ოფიცრები, რომელთა უმრავლესობა ათეისტურად აღზრდილი და ურწმუნო იყო, მუხლებზე ემხობოდნენ და პირჯვარს ისახავდნენ. ყველა მხნეობით აღივსო დ უშიშრად შეება მტერს, რადგან ცხადი იყო, რომ ღმერთი შეეწეოდათ.

 

კურკის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შემობრუნება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში.

 

ამ სასწაულის მოწმეთაგან ბევრნი დღესაც ცოცხალნი არიან და შეუძლიათ დაადასტურონ იგი, მით უმეტეს, რომ მათი უმეტესობა ღრმად მორწმუნე ადამიანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.youtube.com/watch?v=6oK67YfEXJ8

 

რუსი ერისთვის ეს იყო წმინდა ომი, მათ იომეს და გაიმარჯვეს,

ასეთივე წმინდა უნდა ყოფილიყო ჩვენთვის აგვისტოს ომი,

ჩვენ უნდა გვეომა ჩვენი მტრების წინააღმდეგ-საქართველოსთვის,

 

მაგრამ დავმარცხდით, სამარცხვინოდ, უბრძოლველად,

ეს ომი არ იქცა წმინა ომად

 

 

Achiko1972

წავიკითხავ მოგვიანებით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.youtube.com/watch?v=uJuB03ImXHw

 

თუ გსურთ რას ფიქრობენ თავად რუსები, მათ შორის სასულიერო პირების წარმომადგენლები

სტალინის დამოკიდებულებაზე ეკლესიის მიმართ,

საინტერესოა თუკი სხვადასხვა შეხედულებებს გავეცნობით :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

ეჰ კარგი რა ხალხო, კარგი რა... როგორ იჯერებთ ასეთ ზღაპრებს საკვირველია პირდაპირ :(

 

Siknadmo

რას ფიქრობენ თავად რუსები, მათ შორის სასულიერო პირების წარმომადგენლები

სტალინის დამოკიდებულებაზე ეკლესიის მიმართ

მოუსმინე მაგ მღვდელს და რაც ყველაზე საინტერესოა იმ სათვალიან კაცს ბოლოში რას ლაპარაკობს. მანქანების (მაშინ ჯიპები არ იყო :givi: ) შეთავაზება მოსყიდვის მიზნით სამღვდელოებაზე სტალინს მოუგონია :)) იმ მღვდლებს უარი უთქვამთ თუ მაგ კაცს დაეჯერება, ჩვენმა ქართულმა ეკლესიამ გამოასწორა მათი ეს "შეცდომა" :grr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

ეჰ კარგი რა ხალხო, კარგი რა... როგორ იჯერებთ ასეთ ზღაპრებს საკვირველია პირდაპირ :(

 

Siknadmo

 

მოუსმინე მაგ მღვდელს და რაც ყველაზე საინტერესოა იმ სათვალიან კაცს ბოლოში რას ლაპარაკობს. მანქანების (მაშინ ჯიპები არ იყო :givi: ) შეთავაზება მოსყიდვის მიზნით სამღვდელოებაზე სტალინს მოუგონია :)) იმ მღვდლებს უარი უთქვამთ თუ მაგ კაცს დაეჯერება, ჩვენმა ქართულმა ეკლესიამ გამოასწორა მათი ეს "შეცდომა" :grr:

რაიმე ფაქტები იმის შესახებ რომ სტალინმა შესძლო რუსული ან ქართული ეკლესიების მოსყიდვა, არ არსებობს, ყოველ შEმთხვევაში მე არ ვიცნობ,

ფაქტია რომ რეპრესიები შეწყდა 1943 წლიდან,

ანუ სასულიერო პირებს არ ხოცავდნენ, მაგრამ ის მიზანი რაც სტალინმა დაისახა, კერძოდ მოსკოვის გადაქცევა კონსტანტინოპოლად ვერ განხორციელდა, ამის გამო სტალინის დამოკიდებულება (ომიც მორჩენილი იყო) ეკლესიის მიმართ ისევ გაცივდა :yes:

 

სტალინს, ლენინ-ტროცკისგან განსხვავებით არ სძულდა ეკლესია,

მაგრამ ის ცდილობდა თავისი პრაგმატული მიზნებისთვის გამოეყენებინა

ომის დროს, ხოლო ომის შემდეგ და + მოსკოვის მართლმადიდებლურ ვატიკანად

ვერ გადაქცევის შემდეგ ეკლესიისადმი მისი დროებითი კეთილგანწყობილება შეწყდა,

თუმცა რეპრესიები ხრუშჩოვის მოსვლამდ არ განახლებულა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არანაირად არ ინდა, რომ ვინმემ სტალინის მეხოტბეთ ჩამთვალოს, პირიქით, საქართველოს ამ მასშტაბის მაოხრებელი, ჯერ ცოცხალი და შემდეგ გარდაცვლილი, სულ რამოდენიმე თუ ეყოლება ისტორიაში. უბრალოდ მან ძალიან კარგად იცოდა ღვთის ძალა და ნება, ამაში ახალგაზრდობის დროინდელი განათლებაც უწყობდა ალბათ ხელს, სემინარიაში.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არანაირად არ ინდა, რომ ვინმემ სტალინის მეხოტბეთ ჩამთვალოს, პირიქით, საქართველოს ამ მასშტაბის მაოხრებელი, ჯერ ცოცხალი და შემდეგ გარდაცვლილი, სულ რამოდენიმე თუ ეყოლება ისტორიაში. უბრალოდ მან ძალიან კარგად იცოდა ღვთის ძალა და ნება, ამაში ახალგაზრდობის დროინდელი განათლებაც უწყობდა ალბათ ხელს, სემინარიაში.

http://www.youtube.com/watch?v=GySrI6T87O8&feature=related

 

სტალინს არ ეხება პირდაპირ, მაგრამ დაგაინტერესებთ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიუხედავად ჩემი კეთილგანწყობისა ამ პიროვნების მიმართ,

მე ეჭვი მეპარება რომ მისი ეკლესიისადმი რბილი დამოკიდებულება გამოწვეული იყო

მხოლოდ მორწმუნეობით,

საქმე იმაშია რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას მართლმადიდებულმა ეკლესიამ

ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ გამოაცხადა წმინდა ბრძოლად :yes:

ეკლესია გვერდში დაუდგა რუსეთს ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად,

ხოლო რელიგიური მომენტების გამოყენება მაინც მნიშვნელოვანი რამ იყო რუსი ერისთვის,

ეს ერთი

და მეორე,

მეორე ფრონტის გახსნისთვის აუცილებელი იყო რომ დასავლეთის თვალში შექმნილიყო

დემოკრატიულობის იმიჯი,

ხოლო ეკლესიის დევნა, ანუ სინდისის თავისუფლების შეზღუდვა ეს იყო ყველაზე მეტად მიუღებელი დასავლეთისთვსი,

ამიტომაც სწორად 1943 წლიდან ხდება ეკლესიის რეაბილიტაცია,

ესაა სიმართლე, ვოტ :yes:

სტალინის მოტივი პირადად ჩემთვის გაურკვეველია,

ის არ იყო ბოლშევიკი და მარქსისტი,

არც მართლმადიდებელი,

არც ნიჰილისტ-პოFიგისტი,

არც მხოლოდ სისხლისმსმელი დიქტატორი :no:

ბატონებო, ნებისმიერი მსჯელობა კარგია, მაგრამ საბუთებს რა ვუყოთ, რომლებიც თქვენს მოსაზრებებს არ ემთხვევა? კერძოდ 1939 წელში რუსეთი წმინდა ომი არ მიმდინარეობდა.

 

ვინ ცდილობს სტალინის ნაკვალევის წაშლას და რისი ეშინიათ?

 

http://1.bp.blogspot.com/_65fJY6BlFC0/SP9LT4r0ZOI/AAAAAAAAAXc/MMlV9eGEJf8/s400/lenin.jpgლენინი

ვისი დავალებით მოქმედბდნენ ლენინი და მისი თანამზრახველნი?

ვინ მოიყვან ისინი რუსეთის ხელისუფლებაში?

ვინ აფულიანებდა ლენინის ბოლშევიკებს?

ვინ ხემძღვანელობდა მათ უცხეთიდან?

http://www.heretics.eu/Main/Images/Documents/1919.N13666.gif

 

სრულიად საიდუმლოდ

ამხანაგ ფელიქს დერჟინსკის

 

ბრძანება 13666-2

კომიტეტის გადაწყვეტილებით სასწრაფოს ბოლო უნდა მოეღოს სამღვდელეობას და ეკლესიას.

მღვდლები ექვემდებარბიან დაპატიმრებას, როგორც კონტრრევოლუცონერები და ძირგამომთხრელნი, დაიხვრიტონ შეუწყალებლად და ყველგან. რაც შეიძლება მრავლად.

საყდრები უნდა დაიკეტონ და დაილუქონ, შემდგომში უნდა გადაკეთდნენ საწყობებად.

 

კალინინი

სახალხო საბჭოების კომისართა თავმჯდომარე - ულიაოვ (ლენინი)

1919 წლის 1 მაისი

 

 

 

 

http://www.heretics.eu/Main/Images/Documents/Stalin2.jpgსტალინი

 

1939 წლის 11 ნოემბერს სტალინი აუქმებს ლენინის 13666-2 ბრძანებას და განკარგულებას გასცემს შეწყდეს საყდრების ნგრევა და მორწმუნე ადამიანების დევნა რუსეთის იმპერიაში ("საბჭოთა კავშირი").

 

აღნიშნულ ბრძანებათა გამოქვეყნების შემდეგ, 1999 წლიდნ დღემდე, რატომღაც დიდი შეხლა-შემოხლა ატყდა მთელ მსოფლიოში, რომელიც დღემდე არ ცხრება.

სტალინის არსებობა, მოსვენებას უკარგავს ძლიერთ ამა ქვეყნისათ, რომელთა წარსულიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის საბჭოთა იმპერიასთან და მის საჭეთმპყრობელ სტალინთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

ვისი დავალებით მოქმედბდნენ ლენინი და მისი თანამზრახველნი?

ვინ მოიყვან ისინი რუსეთის ხელისუფლებაში?

ვინ აფულიანებდა ლენინის ბოლშევიკებს?

ვინ ხემძღვანელობდა მათ უცხეთიდან?

ხაზარები და მასონები.

შეგვეშვი ახლა :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...