Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ისე მე კუკარაჩების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

 

მაგრამ აი ეს მაშფოთებს.

 

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/20805-qmandaturs-bavshvebi-policielad-aghiqvamenq.html#ixzz0qHRw3Qxt

 

 

მანდატურის ხელფასი 800 ლარია, მასწავლებლის - 250

"რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? - იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა… კომპიუტერი!" - ხალხში გავრცელებული ეს მოსწრებული გამონათქვამი ზედმიწევნით ასახავს დღევანდელ საქართველოში შექმნილ სიტუაციას.

 

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას უამრავი ცვლილება მოჰყვა, რამაც პედაგოგთა ერთი ნაწილის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი უარყოფითად აფასებს როგორც მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას, ასევე კომპიუტერით სწავლების დანერგვას დაწყებით კლასებში. ამ საკითხის შესახებ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ:

 

დალი ხაჩიძე - ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე: - "განათლების რეფორმა თუმცა ილიას სახელს ატარებს, მაგრამ ამ პრინციპებისაგან შორს დგას. უფრო მეტიც - ილიასეული სამი ბოძის გარდა სკოლას უკვე ორი საყრდენი - ცოდნა და ზნეობაც ეცლება. პირველ კლასში წიგნის ნაცვლად კომპიუტერის სწავლება მომავალ თაობას კიდევ უფრო დააშორებს ჭეშმარიტი ცოდნის წყაროს და კიდევ უფრო მიაჯაჭვავს კომპიუტერს.

 

შემაშფოთებელია, როდესაც უყურებ, როგორ "დაძვრებიან" პატარები სხვადასხვა საიტზე, ეძებენ გასართობ პროგრამებს და ძვირფას დროს უაზროდ ფლანგავენ. მოსწავლეებს ცოდნით ვერც გამარტივებული სახელმძღვანელო უზრუნველყოფს და ვერც აღწერის პრინციპი. საინტერესოა, თუ ბავშვს დასაწყისში აქვს საშუალება თავისი საყვარელი საგანი აირჩიოს, რატომ აღარ ეძლევა მისი სწავლის უფლება მეთორმეტე კლასში? ან როგორ ავხსნათ, რომ საგამოცდო ტესტებში არც ერთი ქართველი მწერლის თხზულება შეტანილი არ არის?

 

პოლიციისა და მანდატურების შიში კი არა, ბავშვებს ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული უნდა ჩავუნერგოთ. ეს ის მთავარი სწავლებაა, რასაც სკოლა უნდა ეფუძნებოდეს.

 

თეა გოგოტიშვილი - ფსიქოლოგი: - დღეს დაწყებითი სკოლის ბავშვები ბევრად განვითარებულები არიან და წინ უსწრებენ წინა თაობის ამავე ასაკის ბავშვებს. ხშირია, როცა კომპიუტერული თამაშები ან სხვა პროგრამები ჩაანაცვლებს ცოცხალ ურთიერთობას ან წიგნს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.

 

რაც შეეხება მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას, ეს უფრო იძულებითი ფორმაა და დღევანდელი მდგომარეობით არის ნაკარნახევი. უნდა ითქვას, რომ აგრესიული ქმედებების რიცხვმა და აქედან გამომდინარე, ერთმანეთის სხეულის დაზიანებამ სკოლებში ძალიან იმატა. თუმცა, მე, როგორც ფსიქოლოგს, უფრო მნიშვნელოვანი მგონია, რამდენად იციან მანდატურებმა სხვადასხვა სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ფსიქოლოგია, რამდენად მოახერხებენ თითოეული ბავშვის პიროვნული, ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებას. ეს ახალი წამოწყებაა და ლაპარაკი იმაზე, გაამართლებს თუ არა, ჯერჯერობით ძნელია.

 

ინეზა იამანიძე - კერძო სკოლა "ვერის უბნის ლიცეუმის" დამფუძნებელი: - ჩემთვის გასაკვირი იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება - მანდატურებს ბავშვის დასჯის უფლება არა აქვთო. მოსწავლის დასჯის უფლება ალბათ არავის აქვს, მით უმეტეს, მანდატურს, მაგრამ განსხვავებით მასწავლებლისაგან, მანდატურს არც სწავლების უფლება აქვს, მაშინ ჩემთვის გაუგებარია, რა ფუნქცია აქვს მას? სკოლებში მართლაც არსებობს აგრესიული მუხტი, რომელიც ძალზე საშიშია. პიროვნება, რომელმაც ეს მუხტი უნდა მართოს, მოსწავლეს კარგად უნდა იცნობდეს. პიროვნებას, რომელიც არ იცნობს თითოეული ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ძალიან გაუჭირდება მათი მართვა.

 

ყველა მანდატური რომ "კუკარაჩა" ვერ იქნება, ესეც ფაქტია. როგორც ვიცი, მანდატურების ხელფასი 700-800 ლარია, მაშინ, როცა მასწავლებლის ხელფასი 250 ლარს არ აღემატება. ეს თანხა მასწავლებლებზე რომ გადანაწილებულიყო, ბევრად უკეთეს შედეგებს მივიღებდით.

 

მე ეს ახალი თანამდებობა უფუნქციო დანამატი უფრო მგონია, რომელიც ვერაფერს შეცვლის. რაც უნდა კეთილშობილი ადამიანი იყოს, მანდატურს ბავშვები მაინც პოლიციელად აღიქვამენ. ჩემი აზრით, დაახლოებით იგივე შედეგი მოჰყვება სკოლებში ვიდეოთვალის დამონტაჟებასაც. დათრგუნვილი, სტრესის ქვეშ მოქცეული, შეშინებული თაობა თუ გვინდა გვყავდეს, მაშინ ყველაფერი გასაგებია.

 

P.S. ჩვენ დავუკავშირდით განათლების სამინისტროს პრესსამსახურს:

- მანდატურები თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. მათი ინტეგრაცია სკოლებში საკმაოდ იოლად მოხდა.

მანდატურს სკოლაში კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენცია, ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა ევალება.

 

მათი ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, დანაშაულის პრევენციაა. სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში იმყოფებიან. აქვთ სპეციალური ფორმა, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები და სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს ვიდეოკამერებით აკონტროლებენ.

 

ხათუნა ჩიგოგიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 286
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Ostap

ციხის ხელმძღვანელობაზე ათასჯერ ვთქვი და არ განვმეორდები   აი ამ ხალხის კი მიკვირს ვინმე ერთი ვაჟკაცი არ გამოვიდა ლიმონკა რომ შეაგდოს და ამოჟუჟოს ყველა ვის აცოდებ თავს ან რაის სამართლიანობას ითხოვ შვილ

დაჩი

ნაცსაძმოელი ჯალათები   ცოტნე გამსახურდია მე-8 საპყრობილედან: "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მხეცობისა და სისასტიკის ჩადენა შეეძლო ადამიანს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ადამინას, ანუ ამ შემთხვევაში

ტაშიი

სიმამრი ეჩხუბება ახალ სიძეს: სანამ სიძე გახდებოდი მეუბნებოდი მანდატური ვარო და ეხლა ვიგებ პროფესორი ყოფილხარ შე ჩათლახო მათხოვარო შენა

Posted Images

მანდატურების შეყვანას სკოლებში აჯობებდა ფსიქოლოგების შტატი დაეშვათ ( ყველა სკოლაში არ არის), ტან ერთი ფსიქოლოგი არც არის საკმარისი

 

კი აქვთ ამ მასწავლებლებს 250 ლარი, მაგრამ არავითარი პროტესტი არ გამოუთქვამთ, პირიქით მშვენივრად ემასახურებიან ამ ხელისუფლებას - ბოლო მაგალითი ეს არჩევნები იყო

 

უარესის ღირსები არიან!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიციისა და მანდატურების შიში კი არა, ბავშვებს ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული უნდა ჩავუნერგოთ. ეს ის მთავარი სწავლებაა, რასაც სკოლა უნდა ეფუძნებოდეს

სკოლის მიზანი არის ბავშვზე განათლების მიცემა. თუ აუცილებლად რამის ჩანერგვაა საჭირო, კანონმორჩილება ჩაუნერგონ. ღვთის სიყვარულის, მოშიშობის და ა.შ. ჩანერგვისთვის ეკლესიაში მიბრძანდით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სკოლის მიზანი არის ბავშვზე განათლების მიცემა

არამარტო განათლების მიცემაა სკოლის მიზანი - აღზრდაც და სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბებაა + სოციალიზაცია

ადამიანი რობოტი არ არის მხოლოდ ცოდნა რომ მისცე - კომპლეასურია ეს საკითხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სკოლის მიზანი არის ბავშვზე განათლების მიცემა. თუ აუცილებლად რამის ჩანერგვაა საჭირო, კანონმორჩილება ჩაუნერგონ. ღვთის სიყვარულის, მოშიშობის და ა.შ. ჩანერგვისთვის ეკლესიაში მიბრძანდით.

 

ამაზე რას იტყვი სატურნ?

 

მანდატურის ხელფასი 800 ლარია, მასწავლებლის - 250

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზე რას იტყვი სატურნ?

მაგაზე იმას ვიტყვი რომ ორივე ცოტაა.

 

 

P.S. ისე ამ მანდატურებს პოლიციასთან არაფერი საერთო არ აქვთ. განათლების სამინისტროს ექვემდებარებიან. მაგ სტატიის ავტორიც უვიცია და თემის სათაურიც - ჩასასწორებელი.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მაგაზე იმას ვიტყვი რომ ორივე ცოტაა.

 

ეს იმის მაგალითია ჩემო სატურნ რომა ამ ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის განათლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაგიკვირდებათ და მივესალმები მანდატურის ინსტიტუტს,

სანამ ძველბიჭურ-ხიშჩნიკური მენტალიტეტი არ აღმოიფხვრება ასე აჯობებს,

 

თუმცა აი მაბეზღრობა საშინელებაა

და ახალგაზრდებს ჩხუბი და მუშტიკრივი უნდა შეეძლოთ,

იტოგში საკუთარი თავის და ახლობლების დაცვა პოლიციის ჩარევის გარეშე, გარკვულ ფარგლებში

რა თქმა უნდა,

ჩხუბი კარგია, ოღონდ დანის ტრიალის და დაპადიეზდების და ბოღმის ჩადების გარეშე,

ძVელად რომ იყო თბილისში, იჩხუბებდნენ და მერე რიგდებოდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაახლოებით იგივე შედეგი მოჰყვება სკოლებში ვიდეოთვალის დამონტაჟებასაც. დათრგუნვილი, სტრესის ქვეშ მოქცეული, შეშინებული თაობა თუ გვინდა გვყავდეს, მაშინ ყველაფერი გასაგებია

საწყალი ამერიკელები და ევროპელები, დათრგუნულები და შეშინებულები არიან და პოსტ საბჭოთა საქართველოშია ხალხი ლაღი და უშიშარი. ვაი ამათ პატრონს, რა სისულელეებს აწერინებს ეს ბოღმა და არაკომპეტენტურობა ამ ხალხს (განვმარტავ რომ ინეზა იამანიძეს ეხება ეს).

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

250 ლარი ძალიან ცოტას აქვს ხელფასი. სკოლაში მასწავლებლებს საშუალოდ 100-150 ლარი აქვთ ხელფასი.

ბიძაჩემია ერთერთ საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილე და პარალელურად ხაზვისა და შრომის მასწავლებელი და ზუსტად ვიცი, რომ მას ამ ყველაფრიდან აქვს 250 ლარი შემოსავალი.

ვისაც 250 აქვს ის პრაქტიკულად ყოველდღე და ყოველ საათს მუშაობს (ნუ რა თქმა უნდა შაბათ-კვირის გარდა) და ეგეთი მასწავლებელი სკოლაში რამდენია? ალბათ მხოლოდ დამრიგებლები + ქართულის მასწავლებლები, შეიძლება მათემატიკისაც.

ისე ეგ ამბავი არახალია. ამ ქვეყანაში ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა სადაც ყველა თანამშრომელს აქვს იმხელა ხელფასი, რაც არც თავმოყვარეობას შეულახავს და მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია აქვს შსს-ს. სხვა ნებისმიერ სტრუქტურაში მაგალითად 120 და 140 ლარი ძალიან ბევრს აქვს ხელფასი (ხელზე ასაღები). კარგია თუ ცუდია ასეთი მიდგომა ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია რომ უსამართლოა. თანაც ყველა კრიტრიუმით უსამართლო. სუბორდინაციის მხრივაც კი უსამართლოა. წარმოიდგინეთ რომ რაღაც კომპანიაში დირექტორზე, მის მოადგილეზე, მთავარ ფინანსისტზე, დეპარტამენტების ხელმძღვანელებზე და ყველა თანამშრომელზე გაცილებით მაღალი ხელფასი დარაჯს აქვს...არანორმალურობაა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ამ ქვეყანაში ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა სადაც ყველა თანამშრომელს აქვს იმხელა ხელფასი, რაც არც თავმოყვარეობას შეულახავს და მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია აქვს შსს-ს

ტყუილია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

1000%-ნი სიმართლეა. სადაც გინდა გადაამოწმე და საპირისპირო დამიმტკიცე. :)

საქმე ეხება ყველა თანამშრომელს გაითვალისწინე. ყველაში იგულისხმება ქვედა და საშუალო რგოლებში მომუშავე ხალხი, თორე მინისტრს და პარლამენტარს რომ აქვთ დიდი ხელფასი ეგ შენზე უკეთ ვიცი. არ იქნება ეთიკური ჩემის მხრიდან უცხო ადამიანების ხელფასები საჯაროდ რომ გამოვამზეურო, მაგრამ რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. ნამდვილად ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურაა შსს. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

საწყალი ამერიკელები და ევროპელები, დათრგუნულები და შეშინებულები არიან და პოსტ საბჭოთა საქართველოშია ხალხი ლაღი და უშიშარი. ვაი ამათ პატრონს, რა სისულელეებს აწერინებს ეს ბოღმა და არაკომპეტენტურობა ამ ხალხს (განვმარტავ რომ ინეზა იამანიძეს ეხება ეს).

 

 

ბავშვები კი არა მეც მიტყდება, სადაც ვმუშაობ ყველგან აყენია ეს "ასინეთას თვალი" უბრალოდ თავისუფლად ვერ ვგრძნობ თავს და ვითრგუნები.

 

 

 

 

ისე ეს თემა უფრო ჯამაგირს ეხება.

 

რატომ უნდა ქონდეს კუკარაჩას უფრო მეტი ხელფასი ვიდრე მასწავლებელს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმამრი ეჩხუბება ახალ სიძეს:

სანამ სიძე გახდებოდი მეუბნებოდი მანდატური ვარო და ეხლა ვიგებ პროფესორი ყოფილხარ შე ჩათლახო მათხოვარო შენა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...