Jump to content
Planeta.Ge

ჩემი მოთხოვნები ალიანსს :D


Recommended Posts

1) მუშაობა უნდა იყოს აქტიური და დაიწყოს დღეიდანვე . ყველა სოფელში,უბანში უნდა ფუნქციონირებდეს პირველადი რგოლი,რომელიც აღნუსხავს დასახლების პრობლემებს და მოამზადებს ბაზას საპარლამენტო არჩევნებისათვის.რაიონულ ორგანიზაციოებს მოთხოვეთ ყოველდღიური რეპორტი ადგილზე არსებულ სიტუაციაზე . :)

2) მოწესრიგდეს ალიანსში გადაწყვეტილების მექანიზმი.წასასვლელი სწრაფად წავიდეს ,ხოლო ოპერატიული მოქმედება აუცილებელია ყოველდღიური მუშაობისათვის . პირდაპირ გეტყვით -ალიანსის სუბიექტებს შორის არ იყო კოორდინაცია და ცალცალკე მუშაობდნენ .ეს აისახა წარუმატებელ შედეგზე .

3)არანაირი გაუთავებელი კონსულტაციები . მხოლოდ ეროვნულ ფორუმთან .თუ თანხმდებით ,ეს იქნება დიდი გამნარჯვება ,რადგანაც 2 სერიოზული პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს ნაცმოძრაობის დასამარებას ,თანაც გაერთიანდება "ეროვნული" და ცენტრისტული ელექტორატი,მაგრამ თუ ვერა ...დაუსვით წერტილი . ა.გ კი ნუ შეწუხდებით ზედმეტი დროის ფლანგვით .

4)მაჟორიტარების ინსტიტუტი ქვეყანას არ ესაჭიროება . იბრძოლეთ მათ წინააღმდეგ.არსებობს თვითმართველობა და მათ მიხედონ მეცენატობას.....

მხოლოდ მრავალმანდატიანი საარჩევნო უბნები..... მათ შორის ქვემო ქართლში.

კბილებით უნდა გაიტანოთ ეს მომენტი ,თუ არა ....მოგიწევთ კიდევ ერთი მადლობა უთხრათ ნაცელექტორატს.....

5) ალასანია 0დან იწყებს .ეს 19 პროცენტი არაა პარტიული რეზულტატი,არამედ მოიცავს ოპოხმებს.ასე რომ გაითვალისწინეთ .ნამეტანი თავში არ აგივარდეთ "წარმატება" ,რომელიც ჩემი აზრით სულაც არაა კარგი სტარტი...ნურას უკაცრავად ...

6)დაანახეთ ხალხს რომ მუშაობა , ბრძოლა , საქმის კეთება შეგიძლიათ .

ნაცების სტარატეგია უნდა იქნეს შესწავლილი თავიდან ფეხებამდე ...

და თუ ამის თავი არ გეყოფათ, ამომწერეთ მხარდამჭერებიდან,რადგანაც მხოლოდ ქმედით ძალას შეუძლია შეცვალოს. იმედია შეძლებთ დაამტკიცოთ რომ თქვენ შეგიძლიათ ხარვეზების გამოსწორება....,დაანახეთ საზოგადოებას რომ ხართ ხელისუფლებაზე უკეთესები.

7)თითქმის ყოველდღე საჭიროა არგუმენტირებული " სკანდალი" ხელისუფლების გაუკეთებელ საქმეებზე. კრეატიულობა და ქმედითუნარიანობა .არაა საჭირო უაზრო შეძახილები ...მხოლოდ დასაბუთებები .რაც მთავარია , ალასანიას გუნდი უნდა გამოჩნდეს და არამარტო ერთი ადამიანი,რომელიც რათქმაუნდა კვლავინდებურად უნდა სარგებლობდეს თავისი გაწონასწორებულობის იმიჯით .

8) სახსრები საჭიროა,მაგრამ ამაზე მეტად მნიშვნელოვანია მონდომება. მე მხარს არ დავუჭერ 3პროცენტისათვის მომუშავე ძალას ....მხოლოდ გამარჯვება , ნაცების წაქცევა .არანაირი პროგრამა მინიმუმი,მაგრამ გაწონასწორებული ქმედებები უფრო მეტად ფასობს ,ვიდრე წიკვინი. არც აქამდე ამიღია ფული და არც ახლა გთხოვთ ....მოვითხოვ ხელფასის სახით ირწმუნოთ რომ თქვენ შეძლებთ .მეტი თქვენგან არაფერი მინდა :D

 

 

პს- ამ სისტემის პირობებში არჩევნებში მონაწილეობას არ ვგეგმავ ....თუ უსერიოზულესი კორექტივებს ვერ მივაღწიეთ ნაცები მუდმივად დააფარჩაგებენ ოპოებს. ასე რომ გაქვთ თავი? თქვენთან ვარ როგორც ამომრჩეველი , არა? ნახვამდის .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 54
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რსებობს თვითმართველობა და მათ მიხედონ მეცენატობას...

არ არსებობს თვითმმართველობა, ფარატინა ქაღალდია ეგ...

 

არანაირი გაუთავებელი კონსულტაციები . მხოლოდ ეროვნულ ფორუმთან

ლეიბორისტებიც :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არსებობს თვითმმართველობა, ფარატინა ქაღალდია ეგ...

 

 

ლეიბორისტებიც :)

არ გრცხვენია ძმაო, სულ არ გავხარ სოფლელს და რეებს ამბობ უკვე მერამდენედ

 

lasha_alo

3)არანაირი გაუთავებელი კონსულტაციები . მხოლოდ ეროვნულ ფორუმთან .თუ თანხმდებით ,ეს იქნება დიდი გამნარჯვება ,რადგანაც 2 სერიოზული პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს ნაცმოძრაობის დასამარებას ,თანაც გაერთიანდება "ეროვნული" და ცენტრისტული ელექტორატი,მაგრამ თუ ვერა ...დაუსვით წერტილი . ა.გ კი ნუ შეწუხდებით ზედმეტი დროის ფლანგვით .

ჩემს გულში ზიხარ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

:givi:

 

რა ვქნა, არ მიმაჩნია ეგ ხალხი რუსეთუმეებად და მომკალი. კი, აკლიათ პაწა, მარა თითო გიჟი ყველა სოფელშიაო.... მითუმეტეს ჰყავს თავისი ამომრჩეველი და თუ ფულსაც დახარჯავენ არჩევნებში, კიდევ უფრო მეტნი იქნებიან. აღარ მახსოვს რისი არჩევნები იყო, დამკვირვებლად ვიყავი რუსთავში, ჰოდა მეორე ადგილზე გავიდნენ ნაცების მერე. ჯგუფებად და ოჯახებად მოდიოდნენ და ხმამაღლა ამბობდნენ, ლეიბებს ვაძლევთ ხმასო - და ეს ყველაფერი მოსყიდვისა და კოორდინატორების გარეშე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

არანაირი გაუთავებელი კონსულტაციები . მხოლოდ ეროვნულ ფორუმთან .თუ თანხმდებით ,ეს იქნება დიდი გამნარჯვება ,რადგანაც 2 სერიოზული პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს ნაცმოძრაობის დასამარებას ,თანაც გაერთიანდება "ეროვნული" და ცენტრისტული ელექტორატი,მაგრამ თუ ვერა ...დაუსვით წერტილი . ა.გ კი ნუ შეწუხდებით ზედმეტი დროის ფლანგვით

 

 

საპარლამენტოზე არანაირი გაერთიანებები არ არის საჭირო.

 

მთავარია არ იყოს ერთმანეთის ლანძღვა-გინება.

 

asesino_141

 

რა ვქნა, არ მიმაჩნია ეგ ხალხი რუსეთუმეებად და მომკალი. კი, აკლიათ პაწა, მარა თითო გიჟი ყველა სოფელშიაო.... მითუმეტეს ჰყავს თავისი ამომრჩეველი და თუ ფულსაც დახარჯავენ არჩევნებში, კიდევ უფრო მეტნი იქნებიან. აღარ მახსოვს რისი არჩევნები იყო, დამკვირვებლად ვიყავი რუსთავში, ჰოდა მეორე ადგილზე გავიდნენ ნაცების მერე. ჯგუფებად და ოჯახებად მოდიოდნენ და ხმამაღლა ამბობდნენ, ლეიბებს ვაძლევთ ხმასო - და ეს ყველაფერი მოსყიდვისა და კოორდინატორების გარეშე.

 

 

მათი რუსეთუმეობა ნაცების მიერ შემოგდებული სატყუარაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

:givi:

 

რა ვქნა, არ მიმაჩნია ეგ ხალხი რუსეთუმეებად და მომკალი. კი, აკლიათ პაწა, მარა თითო გიჟი ყველა სოფელშიაო.... მითუმეტეს ჰყავს თავისი ამომრჩეველი და თუ ფულსაც დახარჯავენ არჩევნებში, კიდევ უფრო მეტნი იქნებიან. აღარ მახსოვს რისი არჩევნები იყო, დამკვირვებლად ვიყავი რუსთავში, ჰოდა მეორე ადგილზე გავიდნენ ნაცების მერე. ჯგუფებად და ოჯახებად მოდიოდნენ და ხმამაღლა ამბობდნენ, ლეიბებს ვაძლევთ ხმასო - და ეს ყველაფერი მოსყიდვისა და კოორდინატორების გარეშე.

რა შუაშია რუსეთუმე კაცო, ხომ უსმენ მათ გამოსვლებს, რა ლექსიკა აქვთ, როგორი ჟესტიკულაცია

და ას. შ. მარტო პაბიტუსი ნახე რა,

ძალიან დაბალი დონეა, სამარცხვინო ხალხია და ამომრჩეველიც შესაბამისი

ის რომ ედიკას დროს ადგილებს ყიდდნენ სიაში აი ეს კი ვიცი პირადად, თუმცა

მე ამჯერად სწორად მათ პროვინციალიზმზე ვამახვილებ ყურადღებას რომელიც თვალში საცემია

თანაც პუსტა პუსტები არიან, მათი პროტესტი აბსოლუტურად უაზროა, უშინაარსი,

მივმართავ გაეროს და საერთაშორისო ორგანიზაციებს რომ სააკაშვილი გამოაცხადონ კრიმინალად

ან ამერიკამ წაიყვანოს თავისთან, დაუკვირდი რა სირ განცხადებებს აკეთებენ,

თანაც ეშმკაებიც არიან, ხელფასს იღებენ და პარლამენტში არ დადიან :givi:

საპროტესტო აქციების დროს არაფერი გაუკეთებიათ, რომ ნახავდნენ ხალხი იყო ბლომად მერე გამოჩნდებოდნენ,

იტოგში არასდროს არაფერზე არ აუღიათ პასუხისმგებლბოა, მხოლოდ იაფფასიანი დემაგოგია გათვლილი ძალიან გაუნათლებელ ხალზე, ესაა მათი ამომრჩეველი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მხოლოდ იაფფასიანი დემაგოგია გათვლილი ძალიან გაუნათლებელ ხალზე, ესაა მათი ამომრჩეველი

მიშას ხომ სულ ბუმბერაზი კლასიკოსები აძლევენ ხმას.... რაც ალხანაა, ის ჩალხანაა. ჰყავს ამომრჩეველი და ზუსტად იმდენი, რომ ნაცები შეაწუხოს და უმრავლესობაში მაინც ვერ მოხვდეს. იყოს ალიანსის პარლამენტში და იყვიროს რამდენიც უნდა, იქნებ საქმეც გაკეთდეს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არანაირი გაუთავებელი კონსულტაციები . მხოლოდ ეროვნულ ფორუმთან .თუ თანხმდებით

ბიჭო,ბიჭო,ბიჭოოო....... ამათთან ეხლა ჯონდო არ დათანხმდება ურთიერთობას.. :givi: :givi:

ერთი შანსი აქვთ იკაკოებს..გამართონ კონსულტაციები თარგამაძესთან და შექმნიან ძლიერ ვაზელინოსანთა კავშირს,თან ნაცებიც ჩალიჩობენ ორ პარტიულ სისტემას..ამით სანამ ნაცები იქნებიან,ესენიც ყოველთვის მეორეები იქნებიან და თავის წილ ხალხს დააჩმორებენ..მეტი მაგათ მაინც არაფერი არ აინტერესებთ..

 

პ.ს.ისე არ დაგავიწყდეთ მარტო მიშიზმი არ არის დაავადება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ნაცების შემდეგ, ყველაზე დიდი პარტიული სტრუქტურა ახლებს აქვთ, სხვათაშორის, როგორც ვიცი, საკმაოდ ორგანიზებული და დალაგებული

მათ შემდეგ, რესპებს..

 

უბრალოდ, ფული სჭირდება, სტრუქტურის შენახვას და შემდგომ განვითარებას, ხოლო ჩემის აზრით, ალიანსს ფულში ძალიან, ძალიან უჭირს :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხის დაბალი დონე რომ არა ამ ხელისუფლების პირობებში, ევროპული ქვეყანა ვიქნებოდით

 

ძალიან "საინტერესო" მოსაზრება "იქიდან" :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე კი ეროვნულ ფორუმს წავუყენებდი მოთხოვნას, რომ არ დავინახო ალიანსი თქვენ რიგებში! :D

თუ მიიღებთ, მიიღეთ რიგით წევრებად, არავითარი ბლოკები და მითუმეტეს გადაწყვეტილების მიმღებთა შორის უტრაკო ალიანსელები.

უახლოეს კვირეებში უნდა დაიწყოს მიშას დემონტაჟზე მუშაობა და მაქსიმუმ შემოდგომაზე ბუნდღა აღარ უნდა დარჩეს ნაცების. არადა კარგად მეყოლეთ, თქვენც უტრაკოებად ჩაგთვლით. :holmes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უახლოეს კვირეებში უნდა დაიწყოს მიშას დემონტაჟზე მუშაობა და მაქსიმუმ შემოდგომაზე ბუნდღა აღარ უნდა დარჩეს

კვირებს რატომ კარგავთ ირაკლი? არ ჯობია ხვალვე დაიწყოთ და შემოდგომამდე მორჩებით თქვენი ამბავი რომ ვიცი მე

 

 

ისე როცა ოპოზიციის ბრძოლის შესახებ იწყებენ განსჯას, თავში ძალაუნებურად გრაფ სეგედის სიტყვები წამოტივტივდება ხოლმე:

 

ბრძოლას აწარმოებს რამდენიმე უწყება ერთდროულად – პოლიცია, ჟანდარმერია, სამხედრო ოლქი და სერიოზულად კი – არც ერთი. ხსენებულ უწყებათა ღონისძიებები ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგოა და აქედან – უეფექტოც. მესამე: ბანდიტს აქვს დასაყრდენი – მოსახლეობის თანაგრძნობა და დახმარება, რასაც ჩვენ, თითქმის, სავსებით ვართ მოკლებული. მეოთხე: ჩვენი მხრიდან ბრძოლაში მონაწილეობენ უნიჭო, მარტივი გონების ადამიანები, მაშინ, როდესაც ყოველი მოუხელთებელი ყაჩაღთაგანი ნიჭიერი, მამაცი და გამოცდილი პიროვნებაა.

 

:ravic:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

მაგას დავწერ ეხლა ზუსტად აქ, ვინ, სად და როგორ მუშაობს. :)

 

არ ვიცი მე ეხლა პროცენტულად ვერ შევაფასებ წარმატების რა შანსი აქვს ზოგიერთ გეგმას, ბევრი რაღაც არის გადასამოწმებელი. გამოვა და ხომ კაი ქვეყნისთვის. არადა წავალ მე მაგალითად ნორვეგიაში, გავიკეთებ ყურსასმენებს, ჩავრთავ მუსიკას, გადავუშვებ ანკესს ატლანტის ოკეანეში და სულ დავიკიდებ, რომ სადღაც არსებობს პატარა ქვეყანა, სადაც განსაკუთრებული ჯიშის ხალხი ცხოვრობს - უტრაკოები და ამიტომაც განავალი ყოველთვის პირიდან ამოსდით.

 

...კავკასიაზე ვუსმენდი წეღან და ვიღაც ქალმა დარეკა, სწორი შედარება გააკეთა, კალვერას სოფელს (მხ/ფ. "შესანიშნავი შვიდეული") შეადარა დრევანდელი საქართველო. ჩემის აზრით ერთი ერთში ეგრეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე კი ეროვნულ ფორუმს წავუყენებდი მოთხოვნას, რომ არ დავინახო ალიანსი თქვენ რიგებში!

თუ მიიღებთ, მიიღეთ რიგით წევრებად, არავითარი ბლოკები და მითუმეტეს გადაწყვეტილების მიმღებთა შორის უტრაკო ალიანსელები.

თან მერე

უახლოეს კვირეებში უნდა დაიწყოს მიშას დემონტაჟზე მუშაობა და მაქსიმუმ შემოდგომაზე ბუნდღა აღარ უნდა დარჩეს ნაცების. არადა კარგად მეყოლეთ, თქვენც უტრაკოებად ჩაგთვლით.

გავიცინებ თუ შეიძლება :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...