Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საქართველოს მოსახლეობის 63% მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას, 12% - ქ.დ.მ-ს. დარჩენილი 25% გინდ გავერთიანდებით, გინდ გავიყრებით, იმ 75%-ს ვერაფერს ვუზამთ.

 

ხოდა ვინმეს თუ რაიმეს შეცვლა უნდა, ჯერ ამ ბალანსის შეცვლას უნდა მიაღწიოს. "ხომ გეუბნებოდითს" ძახილით არაფერი არ გამოვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

McLaren

საქართველოს მოსახლეობის

 

 

აქ შუაში 2 სიტყვა აკლია: "არჩევნებზე მისული". დანარჩენი კი უბრალოდ მათემატიკური გამოთვლებით და ფანჯარაში გახედვით არ უნდა ყოფილიყო ძნელი გამოსაცნობი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სათაური რომ წავიკითხე მეგონა მაზავშიკ გუგულაზე იყო თემა, მითუმეტეს ნაცმოძრაობის კანდიდატი იყო ამ არჩევნებზე და ალბათ საკრებულოშიც შევიდა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

აქ შუაში 2 სიტყვა აკლია: "არჩევნებზე მისული".

და ვინც არჩევნებზე არ მივიდა, მათ უდიდეს ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს არც პოლიტიკა და არც თქვენი არჩევნები. ტყუილად ამყარებთ ამათზე რაიმე იმედს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტია ამ არჩევნების დანიშვნით და ოპოზიციის ნაწილის დაუფიქრბლად მასში მონაწილეობის გამო, მართლაც რომ დიდი დრო, 1 წელი დაიკარგა. და დაიკარგა რისთვის? არაფრისთვის. შედეგი გვაქვს 0. იმას რაც ერთი წლის წინ შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მხოლოდ ეხლა ეძლევა რეალიზაციის შანსი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

საქართველოს მოსახლეობის 63% მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას, 12% - ქ.დ.მ-ს. დარჩენილი 25% გინდ გავერთიანდებით, გინდ გავიყრებით, იმ 75%-ს ვერაფერს ვუზამთ

63 % არ უჭერს. ამომრჩეველთა საერთო რიცხვიდან რომ იანგარიშო, რამდენი გამოდის? აი მაგდენი უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას. დანარჩენები უბრალოდ თვლიან რომ ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც ამ მომენტში არსებობს, მინიმუმ არაფრით არ სჯობია მას. აი ასეა რეალურად და არ გვინდა ახლა ზღაპრები კოორდინატორი ქალების მიერ შეშინებულ ამომრჩევლებზე და მსგავსი სისულელეები. დღეისათვის ოპოზიციას არ აქვს სერიოზული მხარდაჭერა, იმდენად სერიოზული რომ შეძლოს ხელისუფლების შეცვლა. მიზეზი თუ რატომ არ აქვს, ბევრია. სხვა დროს ჩამოვთვლი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

მათ უდიდეს ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს არც პოლიტიკა და არც თქვენი არჩევნები.

 

 

ეს არ არის მართლი!!!

 

როდესაც გაქვს პრეტენზია გერქვას ოპოზიციონერი და მოითხოვ, მაგალითად, ჭითელ ვაშლს, უნდა მოითხოვო ბოლომდე წითელი ვაშლი, როცა გეტყვიან, რომ წითელს ვერა, მაგრამ მწვანეს მოგცემთო, ბედნიერი სახით არ უნდა დათანხმდე, არამედ კვლავ უნდა მოითხოვო წითელი ვაშლი, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მწვანესაც 1 კვირაში უკან აგახევენ და წითელზე ოცნებასაც ვეღარ გაბედავ ვეღარასოდეს.

 

2007-ში 7 ნოემბერს მთავარი მოთხოვნა იყო საპარლამენტო არჩევნების ვადებში ჩატარება (წითელი ვაშლი). განვითარებული მოვლენების შემდეგ დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და ოპოზიცია ამ ფოჩიან კანფეტზე უსიტყვოდ დაება (მწვანე ვაშლი). შედეგად მოჯდნენ კიდეც ნულზე. აბა წარმოიდგინეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კი არა, თუნდაც პრეზიდენტის ნდობის რეფერენდუმზე რომ გაექაჩათ, მოიგებდნენ, თუ არა?!, მაგრამ არა! ოქროს კოშკები აიგეს ეგრევე, დაემსხვრათ კიდეც თავზე!

 

2009-ში, აპრილში, მთავარი მოთხოვნა იყო სააკაშვილის გადადგომა. კაციშვილს არ უხსენებია იქ მისული ხალხიდან არც უგულავა და არც მერის არჩევნები საერთოდ. შედეგად მიიღეს მერის არჩევნები! კვლავ ბრიყვებივით დაებნენ, კვლავ აიგეს ოქროს ოცნების კოშკები და კვლავ დაესხვრათ თავზე!

 

და ამის მერე რამე უკვირთ საერთოდ? და ხალხს არ აინტერესებს არაფერი??? ხალხს აღარ აინტერესებს მათი პირადი ბედი, სრულიად სამართლიანად, იმიტომ, რომ სწორედ მათ არ აინტერესებთ არაფერი, პირადი ბედისა და ინტერესების გარდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

63 % არ უჭერს. ამომრჩეველთა საერთო რიცხვიდან რომ იანგარიშო, რამდენი გამოდის? აი მაგდენი უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას. დანარჩენები უბრალოდ თვლიან რომ ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც ამ მომენტში არსებობს, მინიმუმ არაფრით არ სჯობია მას.

კარგი. მაშინ ასე ვთქვათ. მოსახლეობის 63% მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დარჩენას. რატომ ეს ზუსტად არც მე ვიცი და არც შენ. და სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს. და საერთოდ არ მაღელვებს ამ 63%-ს დააშინებს ვინმე თუ დააშანტაჟებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

როდესაც გაქვს პრეტენზია გერქვას ოპოზიციონერი და მოითხოვ, მაგალითად, ჭითელ ვაშლს, უნდა მოითხოვო ბოლომდე წითელი ვაშლი, როცა გეტყვიან, რომ წითელს ვერა, მაგრამ მწვანეს მოგცემთო, ბედნიერი სახით არ უნდა დათანხმდე, არამედ კვლავ უნდა მოითხოვო წითელი ვაშლი, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მწვანესაც 1 კვირაში უკან აგახევენ და წითელზე ოცნებასაც ვეღარ გაბედავ ვეღარასოდეს.

 

2007-ში 7 ნოემბერს მთავარი მოთხოვნა იყო საპარლამენტო არჩევნების ვადებში ჩატარება (წითელი ვაშლი). განვითარებული მოვლენების შემდეგ დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და ოპოზიცია ამ ფოჩიან კანფეტზე უსიტყვოდ დაება (მწვანე ვაშლი). შედეგად მოჯდნენ კიდეც ნულზე. აბა წარმოიდგინეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კი არა, თუნდაც პრეზიდენტის ნდობის რეფერენდუმზე რომ გაექაჩათ, მოიგებდნენ, თუ არა?!, მაგრამ არა! ოქროს კოშკები აიგეს ეგრევე, დაემსხვრათ კიდეც თავზე!

 

2009-ში, აპრილში, მთავარი მოთხოვნა იყო სააკაშვილის გადადგომა. კაციშვილს არ უხსენებია იქ მისული ხალხიდან არც უგულავა და არც მერის არჩევნები საერთოდ. შედეგად მიიღეს მერის არჩევნები! კვლავ ბრიყვებივით დაებნენ, კვლავ აიგეს ოქროს ოცნების კოშკები და კვლავ დაესხვრათ თავზე!

 

და ამის მერე რამე უკვირთ საერთოდ? და ხალხს არ აინტერესებს არაფერი??? ხალხს აღარ აინტერესებს მათი პირადი ბედი, სრულიად სამართლიანად, იმიტომ, რომ სწორედ მათ არ აინტერესებთ არაფერი, პირადი ბედისა და ინტერესების გარდა.

:yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

"კოორდინატორი ქალები" დღეიდან ოფიციალურად "სისულელეთ" მოინათლა!

დაშინებაზე იყო იქ საუბარი:

კოორდინატორი ქალების მიერ შეშინებულ ამომრჩევლებზე და მსგავსი სისულელეები

 

კოორდინატორის ყოლა თავისთავად არცერთი კანონით არ იკრძალება და არც ოპოზიციას უკრძალავს ვინმე მათ ყოლას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კოორდინატორის ყოლა თავისთავად არცერთი კანონით არ იკრძალება და არც ოპოზიციას უკრძალავს ვინმე მათ ყოლას.

საქართველოში სულ 3600 უბანია. გუშინ თითო უბანთან 4-ნი მაინც იქნებოდნენ. ე.ი. სულ 14 400 კოორდინატორი. თითოს თვეში თუ 120 ლარს უხდიან (როგორც თვითონ ამბობენ), ეს თვეში 1 728 000 დაუჯდებათ. რომელი პარტია გაქაჩავს ამას ნაც. მოძრაობის გარდა. და ნაც. მოძრაობაც ხო სულ პარტიული სახსრებით აფინანსებს მათ.

 

და ამ 20-ლარიან კახპებს მარტო აღრიცხვა რომ ეწარმოებინათ (როგორც თვითონ ამბობდნენ გუშინ), ამხელა თანხას არავინ არ დაახარჯავდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოორდინატორის ყოლა თავისთავად არცერთი კანონით არ იკრძალება და არც ოპოზიციას უკრძალავს ვინმე მათ ყოლას.

 

 

 

ეგრეა,მაგრამ ფულს საიდან უხდიდნენ მაგათ ეგ არის საინტერესო მხოლოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს პოსტი ფორუმ.გე -დანაა, პრაქტიკულად იგივეს წერს ეს კაცი რასაც მე.

 

ღმერთმანი არ მინდოდა პოლიტიკის განყოფილებაში არაფრის დაწერა. ერთი წელია პოლიტიკაში არ დამიპოსტავს და იმედია მეტი აღარ მომიწევს.

 

მაგრამ იმდენი პოსტავს, ვისაც არ ეზარება და სულ არ გაეგება უბრალო არითმეტიკის რომ ერთ სიტყვას მეც შეგაწევთ.

 

მე არ ვყოფილვარ არჩევნებზე. (თუ არ გჯერად გადაამოწმეთ ვისაც ხელი მიგიწვდებათ.) ჩემსავით არ ყოფილა არჩევნებზე ამომრჩეველთა 48-49% ანუ თითქმის ნახევარი საქართველოსთვის ალასანია არაფრით არ სჯობს უგულავას, უგულავა იგივეა რაც ძიძიგური, ძიძიგური კიდევ სამტრედიელია რომელსაც თბილისის მერობა მოუნდა (ეს რბილად რომ ვთქვათ).

 

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 51-52 % ანუ ნახევარმა. შესაბამისად კანდიდატების მიერ დაგროვილი ხმები ამ ნახევრიდან უნდა ითვლებოდეს. და საერთოდ ბიულეტენში უნდა იყოს გრაფა - არცერთი რომ ყველამ ნახოს ამომრჩეველთა რა პროცენტს კიდია ყველა პოლიტიკური ძალა ერთად აღებული.

 

შესაბამისად უგულავამ დააგროვა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 55%. რაც საერთო ამომრჩეველთა 28-29%-ია მიახლოვებით. ნაცმოძრაობამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 51% რაც საერთო ამომრჩეველთა 25-26%

 

გაყალბდა არჩევნები? არა მგონია. იმიტომ რომ ნაცმოძრაობას კი ყავს ამდენი წევრი რომ საერთო ამომრჩევლების 25-26% დაეგროვებინა.

 

საქმე იმაშია რომ დანარჩენ 48-49%-ს (მათ შორის მეც), არ მოგვწონს არცერთი და ზუსტად ეს უმრავლესობა გეუბნებათ თქვენ, ყველა პოლიტიკურ ძალას - დაახვიეთ და წაააადით. და ეს წასვლა დაიწყონ იმ ვაი პატრიოტებმა და მოღალატე პოლიტიკოსებმა რუსებს ტრაკს რომ ულოკავენ და პუტინს რომ ვერ შეუძვრნენ იმის შისტიორკებს ეტენებიან საკუარში.

 

 

რეალურად შევხედოთ ყველაფერს, ვიმეორებ - ამომრჩეველთა 48-49%-სთვის ყველა ერთი ნაგავია. უბრალოდ ზოგი ნაგავი უკვე ძალიან ყარს და გვაწუხებს. ზოგი კი ზევიდან გდია და ჯერ ლპობა არ დაუწყია. ამიტომ ქვევიდან დამპალი ნაგავის ამოქექვას ისევ ზევიდან მოქცეული ნაგავი გვირჩევნია. და საერთო ჯამში ასი წელი არცერთი არ გვინდა. ეს ნაგავი გასატანია მაგრამ გამტანი არავინ ჩანს. ამიტომაც მე არჩევნებზე არ წავსულვარ.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...