Marta1 Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 babuagiorgiდანაშაული რომ მქონდეს ჩადენილი აუცილებლად ვთხოვდი.საქართველოს ეროვნულ გვარდიაში სამსახური და სამხედრო ფიცის ბოლომდე შესრულება დანაშაული არაა რამდენად ვიცი.ამიტომ ვერ ვთხოვ. რას იზამ, შევარდნაძის მთავრობის გადმოსახედიდან დანაშაულია, რადგან წინააღმდეგობა გაუწიეთ....ზოგადად ხო, მაგრამ რომელი მთავრობაცაა, ისეთი და იმათდაგვარია სამართალიც...ტექნიკურად დაწერე, ისე რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური, ხერხი სჯობია ღონესაო ხომ გაგიგია...მაგისთვის იწვალებ თაავს? დაუწერე და მიაშავე, შემიწყალეთ იმიტომ რომ თქვენ არაფერი გაგეგებათ მაგ საქმის თქო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 babuagiorgi ფარცვანია-ჰოლანდიაში. მადლობა შესწორებისათვის. ჩემი პატივისცემა გადაეცით თუ მიგიწვდებათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 (edited) babuagiorgi რას იზამ, შევარდნაძის მთავრობის გადმოსახედიდან დანაშაულია, რადგან წინააღმდეგობა გაუწიეთ....ზოგადად ხო, მაგრამ რომელი მთავრობაცაა, ისეთი და იმათდაგვარია სამართალიც...ტექნიკურად დაწერე, ისე რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური, ხერხი სჯობია ღონესაო ხომ გაგიგია...მაგისთვის იწვალებ თაავს? დაუწერე და მიაშავე, შემიწყალეთ იმიტომ რომ თქვენ არაფერი გაგეგებათ მაგ საქმის თქო დამიჯერეთ ის, რომ ამ საკითხზე საუბარი უკვე ისედაც გვიანაა, თუმცა გვიანაც რომ არ იყოს მაინც ამ სტატუსში დავტოვებდი. აქ პრობლემა კიდევ ერთი რამ იყო.ართხოვნის გარდა მე ინტენსიურად დავიწყე სასამართლო პროცესის მოთხოვნა. ბოლო წვეთი იყო მაგათვინ, როდესაც სახალხოდ საელჩოში გადავეცი ეს მოთხოვნა და თან სიტყვაც მივეცი, რომ სასამართლო პროცესის თანხმობის შემთხვევაში ჩამოვიდოდი, თუ მომცემდნენ პროცესი დამთავრებამდე გარანტიებს.ამის პასუხად მომივიდა (უფრო სწორედ საელჩოს მოუვიდა) წერილი რომ კიდევ 3 სისხლის სამართლის მუხლი დამიმატეს. Edited May 28, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 babuagiorgiართხოვნის გარდა მე ინტენსიურად დავიწყე სასამართლო პროცესის მოთხოვნა.თუ ძმა ხარ, სასამართლო პროცესი კიტოვანს არ გაუმართეს, ტუმცა აღიარებენ რომ გადატრიალება მოხდა,უსუსურობისგან უფრო გაღიზიანდნენ ეტყობა, მაგათიც უნდა გაიგო, ბავშვები არიან...მიდგომა უნდა უფრო სხვაგვარი, დიპლომატიური, ზვიადიმაც მაგიტომ წააგო თავი, ლაბავოი რომ რულავდა...კარგი, მეტს აღარ გავაგრძელებ, შენი საქმის შენ იცი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 (edited) ბაბუ აუცილებლად ადგილობრივ ომბუდსმენს მიმართე. ისე პირდაპირ ვერ დაველაპარაკებით ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარიატს. სატურნი კი შაყირობს მარა მართლა შესაძლებელია ის ყველაფერი რაც ანალგინმა დაწერა, თუმცა ადგილობრივმა ომბუდსმენმა და არასამთავროებმა უნდა დაძრან საქმე. Edited May 28, 2010 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
LacosTe87 Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ვაა, ეს რეები ხდება ტო. როგორ გაქვს ხელი? ან რანაირად მიიჭედე? მიგიჭედა ვინმემ თუ შენით? (შეიძლება ბავშვური კითხვებია, მაგრამ მართლა მაინტერესებს). გითანაგრძნობ და გისურვებ მიზნის მიღწევას. ისე იქნებ ვინმემ 2 სიტყვით მითხრათ, რა თანამდებობა ეკავა ამ ადამიანს და რატომ არის მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ბაბუ აუცილებლად ადგილობრივ ომბუდსმენს მიმართე. ისე პირდაპირ ვერ დაველაპარაკებით ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარიატს. სატურნი კი შაყირობს მარა მართლა შესაძლებელია ის ყველაფერი რაც ანალგინმა დაწერა, თუმცა ადგილობრივმა ომბუდსმენმა და არასამთავროებმა უნდა დაძრან საქმე. მივმართე და ვერ მოვასწარი, წინა კვირას მოკვდა.არა და ძლიერი პიროვნება იყო. პ.ს. ისე მე ამ აბეში ბედი არ მაქვს. ადრე ერთ ოჯახის დახმარება ვსთოხვე "ოლგა ჰავლოვას ფონდს" პრეზიდენტ ჰაველის გარდაცვლილი მეუღლეს ფონდია. ნუ გარდაცვლილი რომ იყო პასუხიდან გავიგე, რომელიც ფონდიდან მომწერეს.აპასნია ჩემი ასეი წერილები. ბევრი კვდება ან უკვე მკვდარია ზუსტად იმ მომენტში მე რომ მივწერ რა. ვაა, ეს რეები ხდება ტო. როგორ გაქვს ხელი? ან რანაირად მიიჭედე? მიგიჭედა ვინმემ თუ შენით? (შეიძლება ბავშვური კითხვებია, მაგრამ მართლა მაინტერესებს). გითანაგრძნობ და გისურვებ მიზნის მიღწევას. ისე იქნებ ვინმემ 2 სიტყვით მითხრათ, რა თანამდებობა ეკავა ამ ადამიანს და რატომ არის მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული? ისე პაჩტი ყველა მეკითხება მიჭედვისას ლურსმალი როგორ გეკავაო. ჯერ გავხვრიტე ეს შეჩვენებული და მერე მივიჭედე, აბა მესამე ხელი არ მაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 babuagiorgiვაიმე ეს რა გავიგე როგორ გაქვს ჭრილობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Helena222 Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 გია შე შეჩვენებულო ეს რა გავიგე??? ესაა რაღაცა მაქვს ცაფიქრებულიო რომ მითხარი????მობილურს რატომ არ იღებთ არც ერთი??? უფრო სწორედ არ ირეკება. რა ხდება როგორა ხარ ეხლა??? ეს როგორ გააკეთე?? შემოდი სკაიპზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 ბაბუ გამარჯობა! ეს რეები გადაგხდომია კაცო. კი იგრძნობოდა ისე რომ ძალიან დაძაბული იყავი ბოლო დროს, მაგრამ თუ ასეთი სერიოზული პრობლემები გქონდა არ მეგონა. იმედია აწი მაინც მოგაქცევს ხილისუფლება ყურადღებას როგორ გაქვს ჭრილობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anamch Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 ბატონო გიორგი, იქნებ მართლა გვითხრათ რა აჯობებს , ჩვენგან , საქართველოს მოქალაქეებისგანთქვენს მხარდასაჭერად!ჭვი არ შეგეპაროთ ,მივიღებ აქტიურ მონაწილეობას!შემოგევლეთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 (edited) ბატონო გიორგი, იქნებ მართლა გვითხრათ რა აჯობებს , ჩვენგან , საქართველოს მოქალაქეებისგანთქვენს მხარდასაჭერად!ჭვი არ შეგეპაროთ ,მივიღებ აქტიურ მონაწილეობას!შემოგევლეთ! მადლობა. დღეს მოკლე ტექსტს შევადგენთ და ინგლისურად იქნება გადასათარგმნი.აუცილებელია ეს მივაწოდო სხვა საზღვარგარეტის მედიას. ჩეხები შეეცდებიან ეს მედიაში არ გაიტანონ საერთოდ, ან კიდევ კერძო პრობლემატიკის ჭრილში გააშუქონ.კერძო პრობლემატიკაც არის რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის ისეთი რომ დაჩრდილოს ის რაზე უნდა იყოს საუბარი.თუ გნებავთ ამ მხვრივაც რომ შეხედოს კაცმა, აქაც პრობლემაა, ბოლო-ბოლო რა უნდა დაიცვა სხვისი უფლება როდესაც შენი ვერ დაგიცვია.სკჰინედები არაა ის რაც მე აქ ცხოვრებაში ხელს მიშლიდეს და არა მარტო მე. სკჰინედების მთავარი მიზანია ციგნები, თუმცა არც ეს არის კარგი ამბე, მაგრამ ამ მხვრივ სახელწიფოს აქვს ბევრი შესაძლებლობა. პრობლემა დღეს ჩეხეთში და რამდენად ვიცი არა მარტო ჩეხეთში არის სახელმწიფო სტურქტურებში რასიზმი, განსაკუთრებით პოლიციაში.ამ რასიზმის წინააღმდეგ ოდნავ ძნელია ბრძოლა. მედიას ამ შემთხვევასი არ აქვს სურვილი ასეთი პრობლემების გამოაშკარავებისა. მე აქ მყავს ნაცნობი, შიძლება ითქვას მეგობრები ჯურნალისტებში, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში კონტაქტს ერიდებიან.ერთმა ჟურნალისტმა ცნობილი ჯურნალიდან პირდაირ მთხოვა, რომ მეტი აღარ დავურეკო, რომ ეშინია. არა და კაცი ყოფილი დისიდენტია და რაღაც აქვს ცხოვრებაში გავლილი, არც რისკიანი ცხოვრება აიყო მისთვის უჩვეულო. მასალები სახელმწიფო სტრუქტურებში რასიზმისა მაქვს საკმაოდ. დაწყებული აუდიო ჩანაწერებით დამთავრებული სხვა სახის დოკუმენტაციისთ. Edited May 29, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 ქართველმა ემიგრანტმა გიორგი ალანიამ ჩეხეთში სახელმწიფო სტრუქტურებში რასიზმის წინააღმდეგ პროტესტი ხეზე ხელის მიჭედებით გამოხატა.როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი ალანიამ განუცხადა, ჩეხეთში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შენგენში შევიდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისადმი სახელმწიფო სტრუქტურებში, "საოცარ" რასიზმს იჩენენ. სახელმწიფო სტრუქტურებში კი რასიზმს გიორგი ალანია არაერთხელ შეხვედრია, როცა საქმე როგორც პირადად მას, ისე სხვა უცხოელებს ეხებოდა. "მე არ მაქვს შეხება როგორც ასეთი სკინჰედებთან და არ ვებრძვი რასიზმის ამ ფორმას, რომელსაც ალაგ-ალაგ აშუქებენ ჩეხეთში, არამედ ვებრძვი რასიზმს სახელმწიფო სტრუქტურებში, რომელთანაც უკვე დიდი ხანია მაქვს შეხება, განსაკუთრებით როდესაც უცხოელების უფლებების დაცვა მიწევს ხოლმე", – განაცხადა გიორგი ალანიამ და აღნიშნა, რომ დაახლოებით 8-10 წელია, როგორც ადვოკატი, ისე ეხმარება უცხოელებს და კარგად იცის ეს პრობლემები.მანვე აღნიშნა, რომ ის პირველი იყო მის ქალაქში უცხოელთაგან, ვინც ბანკომატის ბარათი მიიღო და ეს მას "ბრძოლის" ფასად დაუჯდა, რადგან უცხოელებს, განსაკუთრებით ყოფილი სსრკ-დან ბანკომატის ბარათის აღების უფლებას ბანკები უმიზეზოდ არ აძლევდნენ.გიორგი ალანია ამბობს, რომ აქამდე მას ყოველთვის სხვისი უფლებების დაცვა უხდებოდა და შესაბამისად, მისი ტელეფონის ნომერი ჩეხეთში მცხოვრები უცხოელებისთვის კარგად ცნობილია. უკანასკნელ დღეებში კი მას ინციდენტი შეემთხვა ე.წ. სკინჰედებთან, რომლებიც მის კუთვნილ ობიექტზე მალულად შეიჭრნენ, პოლიცია კი ერთი საათის დაგვიანებით მივიდა და მათაც პოლიციაში თავად გიორგი ალანია წაიყვანეს."პოლიციაში იმის საშუალებაც არ მომცეს, რომ ჩემს ობიექტზე უკანონოდ შემოჭრის ფატზე საჩივარი დამეწერა, ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელი ვარ", – აცხადებს ალანია, რომელიც არა მარტო ჩეხეთის სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ საქართველოში ჩეხეთის საელჩოსაც საყვედურობს.მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს, როდესაც თბილისში პანიკა შეიქმნა, მისი ცოლ-შვილი საქართველოში იმყოფებოდა და პანიკის გამო, როგორც ჩეხეთის მოქალაქეებმა, ჩეხეთის საელჩოს მიაკითხეს, თუმცა შუაღამისას "ქუჩაში გამოუშვეს".8-10 წლიანი ჩეხური რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას გიორგი ალანიამ პროტესტი დღეს უკიდურესი ფორმით გამოხატა – პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ქუჩაზე, საპროტესტო პლაკატით "შეწყდეს ჩეხეთში რასიზმი", ხელი ლურსმნით ხეზე მიიჭედა.გიორგი ალანია ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით 50 წუთი იყო, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.გიორგი ალანიასთვის გასაგებია ის გარემოება, რომ ჩეხეთში, სახელმწიფო სტრუქტურებში "კულტურული სკინჰედების" პრობლემას ადგილობრივი მედია არ აშუქებს, მაგრამ "უკვირს" რადიო "თავისუფლების", რომელმაც ალანიას პროტესტის შესახებ ყველაფერი იცოდა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია. გიორგი ალანია აცხადებს, რომ ჩეხური რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ გააგრძელებს. http://new.interpressnews.ge/ge/politika/135875-qarthvelma-emigrantma-chekhethshi-rasizmis-tsinaaghmdeg-protesti-kheze-khelis-mitcedebith-gamokhata.html მაგარი საქციელია ბაბუ,მაგათ ეგრე თუ შეებრძოლები, სხვა გზა არაა. "STOP RACISM IN CZECH REPUBLIC" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 რა ვიცი, რა ვიცი, უმჯობესი იქნება რომ ბაბუს ნაირმა ხალხმასაქართველოში იცხოვროს და აქ იბრძოლოს თავისი სიმართლისთვისდა არა ჩეხეთში,იქნებ როგორმე მოხდეს ამ ადამიანის საქართველოში დაბრუნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 რა ვიცი, რა ვიცი, უმჯობესი იქნება რომ ბაბუს ნაირმა ხალხმასაქართველოში იცხოვროს და აქ იბრძოლოს თავისი სიმართლისთვისდა არა ჩეხეთში,იქნებ როგორმე მოხდეს ამ ადამიანის საქართველოში დაბრუნება ჩემი ჩამოსვლის ამბე არ გადაწყდება სანამ ნაცები არიან და არც მერე გადაწყდება ვინიცობაა რეინკრინირებული ნაცები თუ დაბრუნდნენ. მოკლედ არ უჩანს ამას კარგი პირი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.