Jump to content
Planeta.Ge

გია თორთლაძის პარტიელთა ოფიციალური სია ოცდათორმეტი ათას წევრს შეადგენს !


Recommended Posts

გია თორთლაძის პარტიელთა ოფიციალური სია ოცდათორმეტი ათას წევრს შეადგენს

 

 

გია თორთლაძემ ამას წინათ წარმოადგინა პარტიის წევრთა ანკეტები, სადაც დაფიქსირებული იყო რომ მისი პარტიის წევრთა რაოდენობა 28000 - ს შეადგენდა, თუმცა მას მერე მის პარტიის წევრთა სია ოცდათორმეტი ათასამდე გაიზარდა და იმედია კიდევ გაიზრდება უსასრულოდ.

 

მე პირადად ვარ მერაბ კოსტავას საზოგადოების მხარდამჭერი და ასევე უნდა ვაცნობო საზოგადოებას რომ მერაბ კოსტავას საზოგადოება ამჟამად ძალების მოკრების სტადიაშია და სულ მალე ბრწყინვალე პოლიტიკურ ფორმაში ჩადგება.

 

ასე რომ ამ ორი ინფორმაციიდან ( ცნობისთვის ამ ორ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთთან არანაირი საერთო არ გააჩნია ) გამომდინარე გამორიცხულია საქართველოში პრორუსული ძალების მოსვლა და სააკაშვილის წასვლის შემდეგ, ისეთი რადიკალური ანტირუსული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, კრემლს სააკაშვილის პოლიტიკა მოენატრება.

 

ეროვნული, ანტირუსული, ანტისაოკუპაციო, ჰიპერმილიტარიზმის მომხრე ძალების მოსვლას ხელისუფლებაში წინ ვერაფერი დაუდგება

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოცდათორმეტი ათას წევრს შეადგენს

შეგახსენებთ კომუნისტური პარტიის სია შეადგენდა 400 000ს და ოჯახში თითო კომუნისტი ყველას გვყავდა :D

ანუ მისი1/10 ია პადოშისტები?

ნამეტანი ხომ არ მოინდომეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:D :018: :givi:

შამილ, ეხლა ერთ რამეს გეტყვი და მერე წადი და როგორც გინდა და სადაც გინდა იქ დაიჯერე თორთლაძის:

დათო იაკობიძე ბიძაჩემის (მამის ძმის) გადაბმული ძმაკაცი და მეჯვარეა. ერთი 60 წელია ან მეტი უკვე ძმაკაცობენ. თუ გგონია რომ ფულის გარდა სხვა ინტერესი მანდ არსებობს, ისე მწარედ ცდები, სიმწრისგან იტირებ. :yes:

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

მე სულ არ მაინტერესებს მერის არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს და არც მივდივარ, მე მხოლოდ თორთლაძის ხედვა მომწონს საგარეო პოლიტიკასთან და დეოკუპაციასთან დაკავშირებით, სულ არ მაინტერესებს ვინ ვის მოუტეხა ფული, ვინ კრედიტი აიღო და ვინ ვის გადაუხადა კრედიტის ფული და ასე შემდეგ და არც მჯერა კიდევ მაგის და არც აქვს დიდი მნიშვნელობა ჩემთვის, არც მე ვიტყვი უარს თავანს თუ ჩამიბარებს სააკაშვილი და მერე გაბედოს და თქვას ვინმემ იმიტომ აგინებს რუსეთს და მათ ქართველ აგენტებს, სააკაშვილმა თავანი რომ ჩაუბარაო ...

 

თორთლაძეს დეკლარირებულად გააჩნია ეროვნული, მილიტარისტული, დასავლური, ანტირუსული, ანტისაოკუპაციო ხედვა და ამას ვეთანხმები, ეხლა ზურგს უკან, კულუარებში რა შეთანხმებებია არც ვიცი და არც არავინ გაგვაგებინებს. მე მის დეკლარირებულ პროგრამას და ხედვას ვეთანხმები, თუმცა მისი მხარდამჭერი არ ვარ. მე მერაბ კოსტავას საზოგადოების მხარდამჭერი ვარ

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც მანდ ცნობილი ტიპია უმეტესობა წამალზე დაიჭირეს და ისე შეათრიეს ძალით პადოშას პარტიაში. მაგარია პოლიცია რო პარტიაში შესვლის თანხმობაზე გაგიშვებს :D. მაგარი პარტიაა და დიდი მომავალი აქვს :D

 

მაგრად მომწონს შამილის პოსტები და მომკალი თუ გინდა. სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე მის ახალ თემას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xalxo, upirveles kovlisa mogesalmebit tsminda mitsidan.

cud dgeshi chavardi. axal formats veraferi ver gavuge.qartulze rom gadamyavs qartuli asoebi klaviaturas ar emtxveva.

iqneb vinme damexmaros.

rac sheexeba temas, batono shamil. archevnebis Shemdeg padoshas mier migebuli xmebi sheadaret mis partiis tsevrebis raodenobas da saintereso shedegs miigebt.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

მე პირადად ვარ მერაბ კოსტავას საზოგადოების მხარდამჭერი

და რატომ ხარ მაგათი მხარდამჭერი, ადამიას დეიდაშვილი ხარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თორთლაძისნაირ სატელიტურ პარტიებს მხარს არ დავუჭერ, რომლებიც არაფერს შეცვლიან. არც პროგრამა აქვთ, მხოლოდ ლოზუნგები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

და რატომ ხარ მაგათი მხარდამჭერი, ადამიას დეიდაშვილი ხარ?

პირადად ვიცნობ კოსტაველებს და ვიცი რომ მეომრული სულისკვეთების ქართველები არიან და ამავდროულად ეროვნული, ჰიპერმილიტარისტული, დასავლური, ანტირუსული, ანტისაოკუპაციო პოლიტიკური ხედვა გააჩნიათ და იმიტომ ვარ მხარდამჭერი. ვიცი რომ წარმოუდგენელიადღევანდელ მანკიერ, ანგარებიან საზოგადოებაში აბსოლიტური საინფორმაციო სივრცისგარესე დარჩენილი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების მატარებელი ძალის მხარდაჭერა, მაგრამ ასეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...