Jump to content
Planeta.Ge

ეს არჩევნები უნდა გაყალბდეს!

Recommended Posts

asds

ჩვენი მშობლებისა და ჩვენმა თაობამ ყველაფერი გაათახსირა რასაც შეეხო და ამდენად იმაზე ღირებულს შვილებისა და ქვეყნისთვის ვიდრე შანსის მიცემა ვგონებ რომ ვეღარაფერს გააკეთებს.,..

ეხლა წარმოიდგინე ერთი რამ, ჩვენი მშობლები ასე თუ ისე უფრო პატიოსან საზოგადოებაში გაიზარდნენ ვიდრე ჩვენ, თუმცა ჩვენი თაობა მოვიდა, რომელმაც ამდენი უბედურება მოიტანა. ეხლა წარმოიდგინე ჩვენს მერე თაობა რა მოდის ნარკომანების, მომპარავების, კორუმპირებულების და "პატრიოტული" ბანაკების ტვინგარეცხილ, ნამუსგარეცხილი ნაშიერები. ამიტომ მესმის შენი შეშფოთება, რომ ჩიხში ვართ და ამას მეც ვხედავ.

თუმცა სწორედ ამიტომ უფრო მეტი უნდა ვცადოთ, რომ რაღაც გამოვიდეს და ეს კატასტროფა რაც მოგველის იქნებ ავიცილოთ. თუ წყნარად ვუყურეთ კატასტროფა გარდაუვალია.

გლობალური სამყაროა და წუმპეში ხალხის ყოლა უფრო რთული გახდა. აბსოლუტურად შეიცვალა ცხოვრება. ვფიქრობ სდაზოგადოების ზრდა უფრო ადვილია დღეს ვიდრე ადრე შეიძლებოდა.

შესაძლო საფრთხეების გამო გულხელდაკრეფილი ჯდომა არ შეიძლება.

მეც ვიცი, რომ გააყალბებენ, მაგრამ გაჩერება არ შეიძლება.

ანუ რეალობების შეფასებებში პრაქტიკულად ყველაფერში გეთანხმები, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც უნდა ვცადოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

სამწუხაროდ ჩვენი მშობლების თაობა (მე 32 წლის ვარ და ამდენად დამოუკიდებლობის ჰამბები ჩემთვის ჩემი მშობლების თაბაზე მოვიდა) თუნდაც იგივე კომუნისტური რეჟიმისას არაფრით იყო იმაზე უკეთესი ვიდრე ის გადაწყვეტილებები, რომელიც მან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიიღო..

კომუნისტების დროს არ იყო ეს ნაყიდი დიპლომებითა და ქურდბაცაცობით ნაშოვი მდგომარეობით, რომ მარიაჟობდნენ? რათქმაუნდა ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ეგ გამონაკლისი "ყველა" არც განსაზღვრავს სამწუხაროდ საზოგადოების, საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის რაობას, უმრავლესობა განსაზღვრავს და ეს უმრავლესობა როგორი ცუდათაც არ უნდა ჟღერდეს იყო და დღემდე არის ბოლო დონის მედროვე... აი ასეა საქმე..

მაგ მედროვეების გამო ჩემი თაობა გაიტისკა და პრინციპში თავად ხედავ რა უღმორთო დროს მოგვიწია გინდა გაზრდა და გინდა ცხოვრება.. იშვიათი გამონაკლისის გარდა პრაქტიკულად არაფერი გვინახავს ომისა და ნგრევის მეტი და გასაკვირი არ უნდა იყოს თუ მოწოდების სიმაღლეზე ვერ/არ ვართ.. მიუხედავად ყველაფრისა მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი თაობა თუნდაც ოდნავ უკეთესია წინა თაობაზე და იმდენს მაინც მოახერხებს, რომ მომდევნო თაობებს, თაობებს რომელთაც ყველა მინუსის მიუხედავად თავისუფლების ხარისხს ვერ წაართმევ, შანსს დაუტოვებს. ჩვენ ეს შანსი მივცეთ და იქნებ ჩვენზე უკეთესად შეძლონ?

უსამართლობასთან ბრძოლას რაც შეეხება ეს ბრძოლა რათქმაუნდა არცერთი წამით არ უნდა შეწყდეს, მაგრამ ბრძოლა უნდა იყოს გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული, შედეგზე, რომელიც საზოგადოებას და ქვეყანას ჭირდება და არა ამა თუ იმ კორუმპირებულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ დაჯგუფებას.. ხერხდებოდა ან მოხერხდება კი ეს?

მოკლედ რაღაცა არ მომწონს არსებული ვითარება და სიმართლე ვთქვა იმის მეშინია ჩემი პროგნოზები არ ახდეს და ქვეყანა ომში არ გაეხვიოს.. ახალი ტერიტორიების დაკარგვას და ჰუმანიტარულ კატასტროფას საქართველომ, როგორც სახელმწიფომ შეიძლება მართლა ვეღარ გაუძლოს.. რუსეთის კოლონიაში კიდევ ჩემმა მტერმა იცხოვრა..

ოქროს 20 წელი გაუშვით რა ხელიდან.. ოქროს 20 წელი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ოქროს 20 წელი გაუშვით რა ხელიდან.. ოქროს 20 წელი..

თვითონ ოქრო არ გვქონდა თორე ყველაფერს აგვარებს ფული

http://i064.radikal.ru/1005/e2/d0bfd87f7c71.jpg

http://s54.radikal.ru/i146/1005/ef/26299895b1a0.jpg

http://s50.radikal.ru/i128/1005/b6/f7a7f7974a8c.jpg

http://s51.radikal.ru/i132/1005/b4/32f4569c11fb.jpg

http://s55.radikal.ru/i149/1005/0f/c15031408582.jpg

http://s12.rimg.info/65663a7c87c3c2a11a5d1f76194dd695.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

თვითონ ოქრო არ გვქონდა თორე ყველაფერს აგვარებს ფული

ოქროზე მეტი გვქონდა..

დრო

და

შანსი

http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხშირად მიყვარს ასეთი შედარება - საზოგადოება ისევე გადის ასაკობრივ განვითარებას როგორც ადამიანი, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავცდით ძუძუმწოვრობის პერიოდს, სკოლამდელ ასაკამდე ჯერ კიდევ შორსაა. და ეს პერიოდები უნდა გაიარო. უნდა იარო მხოლოდ და არ უნდა შეჩერდე... (ჩემი ჩათვლითაც ვიგულისხმე)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

110%

ფაიზაღს უბნობ ჯიგრის გულო ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

მხოლოდ ნაწილობრივ

ვეთანხმები ასდს-ს. ძირითადი საზოგადოებაა, საზოგადოებას მოჰყავს ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ასეა რა მოკლედ და სიმართლე გითხრათ ვხედავ რა ამ სიტუაციას ალალად მინდა გითხრათ, რომ დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებებისადმი ჩემი პრინციპულად დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, არ გირჩევთ არჩევნების გაყალბების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ გარე ძალები აუცილებლად შეეცდებიან საზოგადოების აღშფოთებისა და პროტესტის მათთვის სასურველ კალაპოტში მოქცევას და ბიშკეკის სცენარის გათამაშებით საქართველოს მორიგ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩათრევასა და მის შემდგომ დეზინტეგრაციას..

არის ამის შანსი და თან დიდი შანსი,მაგრამ ოპოზიციას რომ ურჩევ,რატომ არ ურჩევ ხელისუფლებას,რომ არ გააყალბონ?

არჩევნები გაყალბდება და რაც შენ დაწერე მეც მაქვს ეგეთი რამ ნათქვამი,ოღონდ მოკლედ.ბევრი წერა არ მიყვარს.გააყალბებენ და მიშა ჩამოიკიდება ერთი ადგილით.ჩემის აზრით არ უნდა მოვითმინოთ თავზე დაჯმა,თორემ ქაქიდან ვერ ამოვალთ ვერასოდეს.

ამაში ფიშტოიანი კაცების სირბილი არ მიგულისხმია.აი როგორც კიევში მეიდანზე ხალხმა აიძულეს ახალ არჩენებზე ხელისუფლება,ისე უნდა ვქნათ ჩვენც.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

გააყალბებენ და მიშა ჩამოიკიდება ერთი ადგილით

თუ ჭკუა აქვს, არ უნდა გააყალბოს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

asds

არის ამის შანსი და თან დიდი შანსი,მაგრამ ოპოზიციას რომ ურჩევ,რატომ არ ურჩევ ხელისუფლებას,რომ არ გააყალბონ?

არჩევნები გაყალბდება და რაც შენ დაწერე მეც მაქვს ეგეთი რამ ნათქვამი,ოღონდ მოკლედ.ბევრი წერა არ მიყვარს.გააყალბებენ და მიშა ჩამოიკიდება ერთი ადგილით.ჩემის აზრით არ უნდა მოვითმინოთ თავზე დაჯმა,თორემ ქაქიდან ვერ ამოვალთ ვერასოდეს.

ამაში ფიშტოიანი კაცების სირბილი არ მიგულისხმია.აი როგორც კიევში მეიდანზე ხალხმა აიძულეს ახალ არჩენებზე ხელისუფლება,ისე უნდა ვქნათ ჩვენც.

კი მაგრამ როგორ? კიევში რაც მოხდა იმ ხავერდოვანი "ფორთოხლისფერი" რევოლუციის დროს იგივე მოხდა თბილისში ცოტა ადრე, ხოდა ბატონო ჩემო ეგ ე.წ. რევოლუციები ხომ თავიდან ბოლომდე აშშ-ის სპეც-სამსახურების მიერ იყო შემზადებული და ხომ აშშ-ის სპეც სამსახურების დირიჟორობის ქვეშ განხორციელდა?

დღეს როგორ წარმოგიდგენია ასეთი რამე? შტატებმა საქართველოს ბედი რუსეთს გადააბარეს ვგონებ, რადგან რუსეთია დღეს დასავლეთის ძირითადი მარიონეტი და საყრდენი ძალა აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზია/ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში და გვინდა ეხლა ჩვენ რუსეთის მოწყობილი რევოლუცია? მგონი არ გვინდა, ხოდა რომ არ გვინდა იმიტომ ვამბობ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მეთქი, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვში, საქართველოში რეჟიმის შეცვლისა და ქვეყნის დეზენტეგრაციის სავარაუდოდ არსებული გეგმები რამენაირად შევაფერხოთ მაინც თუ ბოლომდე ვერ ჩავშლით..

იტოგში სიფრთხილეს თავი არ სტკივას პრინციპით უნდა იმოქმედოს საზოგადოებამ.. მით უმეტეს, რომ არაერთხელ დარწმუნდა არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის არაადეკვატურობაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ყალბია ეეეეს

ყალბია ეეეესსს

ყალბია ეს და ყალბია ის კი არა მოდერ შენ და ანალგინმა მოიფიქრეთ და აპინული თემებიდან მოხსენით "გაიცინე ჩიტი გამოფრინდება" - "წავედი მოვედი თემებზე ადმინის მოსაზრება" - "ვიკიპედია" - "ყველამ წაიკითხეთ" ტატის ბრძანება და დატოვეთ მარტო წესები და პრეტენზიები ..

ეს ყველამ რომ უნდა წაიკითხოს ფორუმის შესახებში აპინეთ.. ამ განყოფილებაში ისედაც ყველამ წაიკითხა და თუ ვინმეს რამის გაკეთება შეეძლო ალბათ გააკეთა კიდეც ..

ეგრევე გამოკეთდება პირველი გვერდის ვიდუხა..

ადმინებო თქვენ რას იტყვით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...