Jump to content
Planeta.Ge

ეს არჩევნები უნდა გაყალბდეს!


Recommended Posts

საუკუნეა არაფერი დამიწერია ბლოგზე და აგერ დღეს მივაჯღაბნე რაცხა ხოდა გადახედეთ თუ არ დაგეზაროთ..

 

არჩევნები უნდა გაყალბდეს თქვა ვამტკიცებ :D

 

http://itngeorgia.wordpress.com/2010/05/26...83%9a%e1%83%91/

ეს არჩევნები უნდა გაყალბდეს!

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 დღე დარჩა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც რათქმაუნდა ეს საკითხია.. განიხილება მოვლენების განვითარების პრაქტიკულად ყველა შესაძლო სცენარი, დაწყებული "ალიანსის" გამარჯვებით და დასრულებული ბიშკეკის მოვლენებით, რითიც მოსახლეობის ერთი ნაწილი იმუქრება კიდეც არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში..

არადა არჩევნები გაყალბდება, ნამდვილად გაყალბდება და უნდა გაყალბდეს კიდეც, რადგან ვინ ვინ და ქართული საზოგადოება დემოკრატიული არჩევნებისთვის, სახელმწიფოს დამოუიდებელი მართვისთვის და მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობისთვის მზად არ იყო 20 წლის წინ და მზად არ არის დღეს..

 

თავად დაფიქრდით ამ საკითხზე და ამ რამდენიმე კითხვას გაეცით გულახდილი პასუხი..

 

1. გააჩნია ქართულ საზოგადოებას თანამედროვე გამოწვევებისთვის აუცილებელი და საერთოდ ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მორალურ/ზნეობრივი და ჰუმანიტარული ღირებულებები, რომ მის მიერ არჩევნებზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა წინ წაწიოს და არა უკან?

 

2. არის საზოგადოება მზად პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შედეგად ეკისრება? აცნობიერებს საზოგადოება ამ პასუხისმგებლობას?

 

3. არის ქართული საზოგადოება ქვეყნის დამოუკიდებლად მართვისთვის მზად?

 

პირადად მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება დღეის მდგომარეობით არანაირი პასუხისმგებლობისთვის არ არის მზად და შესაბამისად არ შეიძლება დღევანდელ საქართველოში რეალური/დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და არ შეიძლება, რადგან საზოგადოება არ არის მზად ქვეყნის დამოუკიდებლად მართვისა და მიღებული გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის ასაღებად.. მაგალითისთვის ის ფაქტიც თვალსაჩინოა, რომ დღეს ვისაც არ ეზარება ყველა აკრიტიკებს გასმახურდიას ხელისუფლებას, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს საკუთარ წვლილს იმ წარუმატებლობებში, რომელიც გამსახურდიას პრეზიდენტობას მოყვა, არადა ზვიად გამსახურდიას 80-90%-ით დაუჭირა საზოგადოებამ მხარი.. იგივე ითქმის შევარდნაძისა და სააკაშვილის პრეზიდენტობაზე..

 

ასეა ეს და ასე რომ არის, იმიტომ არ აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტებს არჩევნების გამჭვირვალეობასა და დემოკრატიულობაზე დასავლეთი, თორემ დარღვევებს კი არა და პირდაპირ გაყალბებას რომ ქონდა და ექნება ადგილი ძალიან კარგად იციან, და იციან ისიც რომ დემოკრატიული არჩევნების პირობებში უკეთეს შემთხვევაში ვინმე "წიწიბურ მესიები" გახდებიან ბელადებიც, პრეზიდენტებიც და მერებიც და უარეს შემთხვევაში აგერ "ჩვენი დზმა და კაი ბიჭი მორფიკამ" შეიძლება გამოკრას სახელმწიფოს მართვის სადავეებს ხელი.. ეს უნდა საქართველოს? ან ეს უნდა ვითომ იგივე დასავლეთს?

 

შეიძლება არასასიამო მოსასმენ წასაკითხია რასაც ვწერ და ვამბობ, მაგრამ ასე ვხედავ და ასე ვფიქრობ..

შესაბაისად ვგონებ, რომ არჩევნები გაყალბდება და უნდა გაყალბდეს კიდეც, რომ ვიღაცა "ს კანცამი არაადეკვატური მასტები" არ დაეუფლონ ძალაუფლებას.. პოლიტიკა ქუჩა და ბირჟა არ არის.. აქ სხვანაირად ირჩევა და კეთდება საქმეები..

 

 

ასე და ამგვარად ბევრი რომ არ გავაგრძელო კიდევ ერთხელ გეტყვით ჩემი ტკბილო და მურაბა ხალხო რომ არჩევნების შედგები გაყალბდება, რათქმაუნდა გაყალბდება, მაგრამ გაყალბდება არა იმიტომ, ან არა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმია ესეთი "გოთვერანი" (ხომ იცით მიშისტი არ ვარ), არამედ იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმი, გინდა გაწიე გინდა გამოწიე ნომინალურად მაინც დასავლეთზე და პროგრესზეა ორიენტირებული, მაშინ როცა რეალურად დემოკრატიული არჩევნების პირობებში, ქართულ საზოგადოებაში გამეფებული (ჩემი აზრით) თანამედროვეობისთვის არაადეკვატური პრინციპებისა და ღირებულებების გამო, ღმერთმაც არ იცის როგორი იქნება ხალხის არჩევანი და ვინ და რა ორიენტაციის ადამიანები დაეპატრონებიან ძალაუფლებას და რა შედეგებით დასრულდება ეს ყოველივე იგივე საზოგადოებისა და ქვეყნისთვის..

 

ასეა რა მოკლედ და სიმართლე გითხრათ ვხედავ რა ამ სიტუაციას ალალად მინდა გითხრათ, რომ დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებებისადმი ჩემი პრინციპულად დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, არ გირჩევთ არჩევნების გაყალბების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ გარე ძალები აუცილებლად შეეცდებიან საზოგადოების აღშფოთებისა და პროტესტის მათთვის სასურველ კალაპოტში მოქცევას და ბიშკეკის სცენარის გათამაშებით საქართველოს მორიგ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩათრევასა და მის შემდგომ დეზინტეგრაციას..

 

იფიქრეთ მოკლედ.. თქვენი მომავალი თქვენსავე ხელშია და ეცადეთ ხვალ უკეთესები იყოთ ვიდრე დღეს, იმ უკეთესებს რეალურად მოგეცემათ დემოკრატიულ არჩევანებში მონაწილეობის შესაძლებლობა.. ამაშიც დარწმუნებული ვარ..

 

 

 

 

ასი წლის შემდეგ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ეს არჩევნები უნდა გაყალბდეს!
გაყალბდება კიდეც:))

 

ხომ გაგიგია: дикобразу дикобразово :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

გაყალბდება კიდეც

ვიცი რომ გაყალბდება და ისიც ვიცი რომა ამ გაყალბების ერთ ერთი ძირითადი მიზეზი თავად საზოგადობაა და რაცხა რავიცი ტო ლაითად და ზე პროსტინების წერის გარეშე მინდოდა ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება ..

 

თუ ვინმე წაიკითხამს და დაფიქრდება ხო კარგი თუ არა და მამენტ იყვირონ მოვდივართო და ყლაპონ ყელის წამალი : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა ფრიდრიხ, თუ იცი იმ საგანს რა ქვია ამ სმაილს რომ უჭირავს ხელში ( ძაღლი არა) :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ამ გაყალბების ერთ ერთი ძირითადი მიზეზი თავად საზოგადობაა

რათქმაუნდა, მონად დაბადებული თავისუფალ არჩევანს ვერც გააკეთებს და ვერც თავისუფლებას დაიცავს.

 

 

 

 

 

 

პ.ს. სანამ ყვირილს დაიწყებთ, მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:D

გაყალბდება, მაგრამ არა ისე როგორც შენ გგონია.

გაყალბება მოხდება სხვაგან, არ საარჩევნო ყუთებთან, არამედ კანდიდატებიში.

უბრალოდ ყველა სიფათი შიგნით ისევ მიშას ჩადებენ. შენ ირჩევ ვანოს შეგრჩენბა მიშა.

ამოირჩევ კაკოს, მაინც მიშა იქნბება არა და ჰგავს კაკოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შენ ირჩევ ვანოს შეგრჩენბა მიშა.

ამოირჩევ კაკოს, მაინც მიშა იქნბება არა და ჰგავს კაკოს.

:D :)) :D

 

http://s17.rimg.info/996e803e35e36e8f7799625f28df6a4d.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

რათქმაუნდა, მონად დაბადებული თავისუფალ არჩევანს ვერც გააკეთებს და ვერც თავისუფლებას დაიცავს.

110%

 

babuagiorgi

გაყალბდება, მაგრამ არა ისე როგორც შენ გგონია.

გაყალბება მოხდება სხვაგან, არ საარჩევნო ყუთებთან, არამედ კანდიდატებიში.

უბრალოდ ყველა სიფათი შიგნით ისევ მიშას ჩადებენ. შენ ირჩევ ვანოს შეგრჩენბა მიშა.

ამოირჩევ კაკოს, მაინც მიშა იქნბება არა და ჰგავს კაკოს.

 

მთლად მასეც არ არის ბაბუ საქმე.. ხახლს რომ რეალურად მისცე არჩევანი ან აქამდე რომ მიეცათ დღეს გრეჩიხა უფროსი იქნებოდა პრეზიდენტი და მერიც გრეჩიხა უმცროსი გახდებოდა.. იტოგში გრეჩიხების და გრეჩიხის მოყვარული მესიის მაძიებელი ნაროდის პარადი იქნებოდა და ეგ არა მგონია პროგრესისკენ მიმავალი გზა იყოს ..

 

არ არის ქართული საზოგადება ამ ცივილიზებული სამყაროსთვის მზად და სანამ უკეთესობისკენ არ შეიცვლება თავისუფლალ და გააზრებულ არჩევანს პრინციპში ვერ გააკეთებს..

 

 

რავიცი ია ტაკ დუმაიუ ყოველ შემთხვევაში..

 

 

 

FRIDRIX

 

კარგი ტო თემა ააოხრე სმალიკებით :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

იტოგში გრეჩიხების და გრეჩიხის მოყვარული მესიის მაძიებელი ნაროდის პარადი იქნებოდა და ეგ არა მგონია პროგრესისკენ მიმავალი გზა იყოს ..

კარგი ხარ კარგი დღეს მაგარ ფორმაში ხარ ეტყობა ლუდი გაქვს მომარაგებული

 

asds

კარგი ტო თემა ააოხრე სმალიკებით

http://s12.rimg.info/65663a7c87c3c2a11a5d1f76194dd695.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

ეგრე თუ მივუდექით საკითხს, მაშინ დროული არასდროს იქნება და ვიტრიალებთ წრეზე.

თუ გაყალბდება და მშვიდობით ჩაივლის და მომიწოდებ, რომ არ გავაპროტესტო მაშ როგორ უნდა გაიზარდოს საზოგადოება, რომ ოდესმე მზად იყოს?

დასაშვები თუ იქნა გაყალბება და დღედაღამე ვიდეოპატრულს და ტელესერიალებს უყურებს ხალხი არადროს არ იქნება დროული.

 

არ მგონია დღევანდელი საქართველო მე-18 საუკუნის ამერიკაზე ბევრად ჩამორჩენილი იყოს. თუ მათ შეძლეს და რაც მთავარია, როგორც ჩანს ეკუთვნოდათ დემოკრატიული არჩევნები, ჩვენ რატომ ვერა? ან მაშინ როდის. თუ სულ ესე ვიღაცამ უნდა წყვიტოს ჩემს მაგივრად. რატომ ჩემზე კარგად იცის მე რა მინდა?

 

არ გეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

ეგრე თუ მივუდექით საკითხს, მაშინ დროული არასდროს იქნება და ვიტრიალებთ წრეზე.

თუ გაყალბდება და მშვიდობით ჩაივლის და მომიწოდებ, რომ არ გავაპროტესტო მაშ როგორ უნდა გაიზარდოს საზოგადოება, რომ ოდესმე მზად იყოს?

ჩუმად ჩავლაზე არ არის.. სამწუხაროდ უნდა ვთქვა რომ საზოგადოების ზრდა არჩევნებზე სიარულით ან არ სიარულით არ განისაზღვრება.. რა ვქნა ბატონო მორალისტი მე არ ვარ და ჩემი მხრიდან მორალსა და ზნეობაზე, ჰუმანიტარულ ღირებულებებზე ამდენი საუბარი უხერხულად მეჩვენება, მაგრამ სწორედ რომ მორალური და ზნეობრივი გარდატეხაა საჭირო და ჰუმანიტარული ღირებულებების გათავისება თორე მიტინგებზე სიარულით 100 კი არა ათასი წელი სამოქალაქო საზგადოება არ ჩამოყალიბდება..

 

მერეა და ვიდრე საზოგადოება არ გახდება უკეთესი, არც საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა გამოიცვლება და გახდება უკეთესი და შესაბამისად დღევანდელი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის გადამკიდე აპრიორში გამორიცხულია საზოგადოების ნებისმიერი აქტიურობა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას მოხმარდეს და არა ვიღაც ვიგინდარების პირდაპირ თუ ირიბ ინტერესებს..

 

ჩიხში ვართ იტოგში.. ჩიხში რომლიდან გამოსვლა ისტორიული ლოგიკიდან გამომდინარე დიდ სისხლად და მსხვერპლად დაუჯდება საზოგადოებას, კონკრეტულად რა და როგორ იქნება ამაზეც ერთი ორი სიტყვა მითქვავს და ეხლა აღარ დავიწყებ იგივეს გამეორებას ..

 

ამ თემით უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ სამწუხაროდ ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ეჭვი მაქვს ვაშინგტონი რუსეთს დაუქსევს საქართველოს პირველი შესაძლებლობისთანავე და იმ ჩიხიდან გამოსვლის მტკივნეული გზაც ომითა და ნგრევით შეიძლება დაიწყოს.. არის ამისთვის მხად საზოგადოება? განსაცდელსაც ხომ ადეკვატური მორალური/ფსიქოლოგიური მზაობა ჭირდება?.. რავიცი იტოგში ..

 

აქაც დავწერ და იმ კორეის თემაშიც რომ როგორც ჩანს კორეის ნახევარკუნძულზე ომისკენ მიდის საქმე და თუ იქ ომი დაიწყო ან ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება თავიდან ბოლომდე იქით გადავიდა, საქართველო ისე შეიძლება გადაირბინონ რუსებმა, ხმის ამოღებას ვერავინ მოასწრებს.. ასე რომ ამიტომაც არის ალბათ დამატებითი დაფიქრება და სიმშვიდე საჭირო..

 

არ მგონია დღევანდელი საქართველო მე-18 საუკუნის ამერიკაზე ბევრად ჩამორჩენილი იყოს. თუ მათ შეძლეს და რაც მთავარია, როგორც ჩანს ეკუთვნოდათ დემოკრატიული არჩევნები, ჩვენ რატომ ვერა? ან მაშინ როდის. თუ სულ ესე ვიღაცამ უნდა წყვიტოს ჩემს მაგივრად. რატომ ჩემზე კარგად იცის მე რა მინდა?

სამწუხაროდ 18-ე საუკუნის ევროპელებზე და ამერიკელებზე გაცილებით ჩამორჩენილები ვართ მენტალურად..

 

კარგი რა ადამიანო, მეგრელებს ვერ იტანს ნახევარი საქართველო (არ ვამეტებ), ოსებზე და აფხაზებზე არაფერს ვამბობ და შენ გინდა მითხრა, რომ ეს საზოგადოება ბაიბურში მაინც არის ცივილიზებული ურთიერთობებისა და სახემწიფოებრივი ხედვის? გავს მაინც ცივილიზებულ საზოგადოებას?

 

კაცი ეკლესიაში რომ შევა და იქიდან გამოსული იქვე ეკლესიის ეზოში მისულ ადამიანს ლაპატნიკს ამოართმევს ცივილიზებულია შენი აზრით? მაგ ქურდბაცაცას არ გაქვს დღევანდელი საზოგადოება? ლიჟბი შანსი მიეცეთ და რამდენი ჩაყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში ხელს? რამდენი იხელმძღვანელებს მორალით, ზნეობითა და კეთილშობილებით და რამდენი დაიკიდებს ყველაფერს საკუთარი კეთილდღეობის გარდა? გარშემო ხომ ხედავთ ადამიანებს ხალხო? რავიცი, მე მანდ აღარ ვარ და შეიძლება ამ 7-9 თვეში კარდინალურად შეიცვალა რამე, მაგრამ მეეჭვება სიმართლე გითხრა ..

 

მოკლედ მშვიდობა და ქვეყნის თუნდაც ბუტაფორიული დამოუკიდებლობა შეუნარჩუნეთ მომავალ თაობებს და შანსი მიეცით, რადგან იმედი მაქვს სწორედ მომავალი თაობები იქნებიან ის უკეთესები, რომელთაც რეალურად დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ და რომლებიც რეალურად შეძლებენ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებლად მართვას..

ჩვენი მშობლებისა და ჩვენმა თაობამ ყველაფერი გაათახსირა რასაც შეეხო და ამდენად იმაზე ღირებულს შვილებისა და ქვეყნისთვის ვიდრე შანსის მიცემა ვგონებ რომ ვეღარაფერს გავაკეთებთ.,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...