Jump to content
Planeta.Ge

ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას აპირებენ?


Recommended Posts

მიითვისებს ტაძრის აშენებასაც ეს სულელი და გადააფიქრებინოს ეგება ვინმემ? Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიითვისებს ტაძრის აშენებასაც ეს სულელი და გადააფიქრებინოს ეგება ვინმემ?

ამოვთხარო ჩემი კალაშნიკოვი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მიითვისებს ტაძრის აშენებასაც ეს სულელი და გადააფიქრებინოს ეგება ვინმემ?

ამაზე მაგარი სკანდალი აგორდა - არ იცოდი?

იუნესკომ ააგორა

ან ისე არადგინეთ როგორც წესია ან ამოვიღებთ ჩვენი სიიდანო

ბეტონით აკეთებდენ რაღაცას, ეხლა არ ვიცი რა ხდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან ისე არადგინეთ როგორც წესია ან ამოვიღებთ ჩვენი სიიდანო

ბეტონით აკეთებდენ რაღაცას, ეხლა არ ვიცი რა ხდება

kisa, მიხოს ბუზანკალის ბზუილისა ეშინია თორე, სად გინახავთ რომ მას ვინმეს მუქარისა ეშინოდეს, მითუმეტეს იუნესკოსი.

 

შეგვაქცია ხო დასავლეთმა ზურგი? ჩვენც ავდგებით და ბაგრატს ისე გავაკეთებთ როგორც გვინდა:)

ვის რაში ჭირდება მაგათი სია:)

 

на зло бабушке отрежем себе ушки :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ამაზე მაგარი სკანდალი აგორდა - არ იცოდი?

 

 

სადღაცას წავიკითხე გუშინ,რომ ორი მილიონია გამოყოფილი რესტავრაციისთვისო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

,,საქართველო გაბრწყინდებაო" უთქვამს იქ,

გადავიდა უკვე ეროვნულ რიტორიკაზე,

რაც ირანს დავუახლოვდით :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გილოცავთ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს "იხარე ერო მოკვდი მტერო"
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისაო... თუ კი ჩვენი წინაპრები (რაღაც მეეჭვება, რომ მე და მაგას საერთო წინაპრები გვყოლოდა...) აღადგენდნენ დანგრეულ ტაძრებს, ჩვენა ვინ დაგვიშლისო, ვინაო, ჰა ო?

 

აღვადგინოთო, რატომაც არაო, რატომაც არაო...

 

 

 

მიდი მიშა! მიაწექ! აგერ, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ბერლუსკონი აპირებს თურმე კოლიზეუმის აღდგენასა და იქ დისკოტეკის მოწყობას! ბერძნები კიდევ აკროპოლის გადახურვას!

 

არ დაგასწრონ, დროზე, მიშა ა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

გილოცავთ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს "იხარე ერო მოკვდი მტერო"

რომელ დამოუკიდებლობის დღეს - ილიას აცრემლებულმა მკვლელმა ნოე ჟორდანიამ გერმანელების დაძალებით რომ მოაწერა ხელი?

 

საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს - ცნობისთვის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ხომ გეუბნებოდით და ხალხი ამისთანა ისტორიული ძეგლების სანახავად დადის სხვა ქვეყნებში და გააგებინოს ეგება ამ ყეყეჩს ვინმემ ეს?

 

 

ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის 2 მლნ ლარი უახლოეს პერიოდში გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

 

ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი დღეს ბაგრატის ტაძარს ეწვია და იქ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოს, ტაძრის მაკეტის მაგალითზე გაეცნო.

 

პრეზიდენტის განცხადებით, არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც მომხრეა, რომ ბაგრატის ტაძარში ისე დარჩეს ყველაფერი, როგორც არის, თუმცა საზოგადოების ნაწილი ტაძრის აღდგენას ეთანხმება.

 

პრეზიდენტმა ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას ჰკითხა აზრი, არიან თუ არა ისინი თანახმა, რომ ტაძარი აღდგეს.

 

"ჩვენმა წინაპრებმა მგონი ეს ტაძარი იმიტომ არ ააშენეს, რომ თავგადახდილი და დამყრობლების მიერ აფეთქებული ყოფილიყო მთელი ცხოვრება. ასე რომ, თუ თქვენი ნება და მეუფის კურთხევა იქნება, ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ და პირველ 2 მილიონს გამოვყოფ", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტმა ქუთაისში კონტროლის პალატისა და გზების დეპარტამენტის ახალი შენობებიც გახსნა

http://ghn.ge/news-15428.html

 

კლიენტს თავისი ჰგონია საქართველო ამის დაუნი .................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს - ცნობისთვის...

+100%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწორად ეხლაა საჭირო რომ საპატრიარქომ ამოიღოს ხმა, ბაგრატის ტაძარი ხომ მისი საკუთრებაა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

12:29 30-07-2010

იუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს .

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ ქუთაისის ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი "საფრთხის ქვეშ მყოფი" ძეგლების ნუსხაში შეიტანა.

"კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ბაგრატის ტაძარზე ხორციელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შესაძლებელია და მოითხოვს კათედრალზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძარი მე-10-11, ხოლო გელათი მე-12-17 საუკუნეებს განეკუთვნება. ამასთან, აღნიშნულია, რომ გელათის კომპლექსში შემონახულია შესანიშნავი მოზაიკა და კედლის მხატვრობა და რომ ორივე ძეგლი აყვავებული შუა საუკუნეების არქიტექტურის ნიმუშებია.

25 ივლისიდან - 3 აგვისტომდე ბრაზილიის დედაქალაქში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესია, მასზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობა. სესიას ესწრებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და იუნესკოში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა. მათ კომიტეტის წინაშე წარადგინეს მცხეთის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის ანგარიში. შეხვედრაზე კომიტეტმა დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს მხარემ განახორციელა მცხეთის მონუმენტების დაცვისა და მართვის საქმეში გასული ერთი წლის განმავლობაში. მოხდა კონკრეტული სამოქმედო პროგრამის შეჯერება, რომელიც უახლოეს წლების მანძილზე უნდა განხორციელდეს საქართველოსა და იუნესკოს ექსპერტთა ერთობლივი თანამშრომლობის მეშვეობით.

კომიტეტზე მოხდა ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის საკითხის განხილვაც.

ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში შესულია მე- 4 კრიტერიუმით ("შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის დიდებული ნიმუში"). იუნესკოს კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ტაძრის რესტავრაცია ეწინააღმდეგება მინიჭებულ სტატუსს, რის გამოც ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების გამო ნანგრევი უნდა შევიდეს "საფრხეში მყოფი ძეგლების სიაში". ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ძეგლი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს და მის აღდგენას მხარს უჭერს როგორც სახელმწიფო, ასევე საქართველოს ეკლესია. ამასთან, საქართველოს მხარე მზადაა იუნესკოსთან და საერთაშორისო ექსპერტებთან სათანამშრომლოდ.

ქართულმა მხარემ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებით, გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რათა უახლოეს მომავალში მოახდინოს ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის რენომინაცია, სხვა, დაზუსტებული კრიტერიუმებითა და საზღვრებით.

 

http://new.interpressnews.ge/ge/kultura/141533-iunesko-bagratis-tadzarze-samushaoebis-dauyovnebliv-shecherebas-ithkhovs.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესენი მაინც თავისას გააგრძელებენ,ხოლო იუნესკო როგორც მინიმუმი ბაგრატს ნამდვილად ამოიღებს თავისი სიიდან,ხოლო ცუდ შემთხვევაში საერთოდ შეწყვიტავს ჩვენთან ურთიერთობას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...