Jump to content
Planeta.Ge

ლევან მიქელაძეს შესახებ


Recommended Posts

ლევან მიქელაძე 1992-1994 წლებში სახელმწიფო მეთაურის აპარატში მრჩეველის თანამდებობაზე მუშაობდა. 1995-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებსა, კანადასა და მექსიკაში, 1996-2002 საქართველოს დიპლომატიურ მისიაში ავსტრიის რესპუბლიკაში, ასევე იყო ეუთო-სა და ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისიის ხელმძღვანელი. 2002-2006 წლებში ლევან მიქელაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა, ხოლო 2006-2007 შვეიცარიაში საქართველოს მუდმივმოქმედი ელჩი. მიქელაძემ დიპლომატიური მოღვაწეობა 2007 წლის 7 ნოემბერის შემდეგ, თბილისში მომხდარი მოვლენების გამო პროტეტსტის ნიშნად დატოვა, მოგვიანებით კი ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის წევრი გახდა.

სადაო არაა ეს კაცი წარმოადგენდა უდიდეს ძალას ქართულ პოლიტიკაში.

ჩემსი ეწვებს იწვევს მისი სიკვდილი.

უცნაური შემთხვევითობები ხდება ხოლმე საქართველოში....

თქვენი აზრით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

უცნაური შემთხვევითობები ხდება ხოლმე საქართველოში....

შემთხვევითობები არ არსებობს შემთხვევით სიკვდილს ქვია სპეცსამსახურების მიერ შემთხვევითი სიკვდილის ინსცენირება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მაგარი კაცი იყო........მაგრამ, პატიოსან და ნორმალურ ხალხს გულიც უსკდებათ ხოლმე

უცნაური ძარცვა......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პიროვნულად ბრწყინვალე ადამიანი, უზომოდ გამჭრიახე, დამჯდარი და ბევრი ნიუანსის მცოდნე.

მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ.

არანაირ ძალას და გავლენას არ წარმოადგენდა ეს ადამიანი.

უბრალოდ იყო კაცი რომელსაც ყველა პატივს სცემდა მაგრამ რომლის აზრსაც არანაირ მნიშვნელობას არავინ არ ანიჭებდა...

არავინში გავლენიან ფიგურებს ვგულისხმობ.

ზოგადად ეს ტენდენცია ისედაც ცნობილი ქართულ რეალობაში... ჭკვიანს და დამჯდარს არ აფასებენ, მაინც და მაინც გადარეული უნდა იყო რომ ქართველ ხალხს თავი შეაყვარო

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცნაური შემთხვევითობები ხდება ხოლმე საქართველოში....

კაცო რავა ყველა ჭკვიანი, განათლებული, პროფესიონალი და გავლენიანი კვდება ამ ქვეყანაში

მოდი და ნუ გაგიჩნდება ეჭვი

 

ბელადის მრევლს არაფერი მოსდის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემსი ეწვებს იწვევს მისი სიკვდილი.

უცნაური შემთხვევითობები ხდება ხოლმე საქართველოში....

თქვენი აზრით?

 

ცხონებული ცხოვრებაში სულ შეთქმულების თეორიებს უარყოფდა და ამიტომ არაფერს ვამბობ, თორემ მართლა გამიჩნდა ეჭვები მის გარდაცვალებაზე.

ცოტა ხნით ადრე გამოკვლევები გაიკეთა და ჯანმრთელი იყო, თითქოს არაფერი აწუხებდა, ამიტომ მაქვს ეჭვები.

---------------

კარგად ვიცნობდი ლევანს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ესეთ ღირსეულ ადამიანს ჯერ არ შევხვედრივარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

კარგად ვიცნობდი ლევანს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ესეთ ღირსეულ ადამიანს ჯერ არ შევხვედრივარ.

მართლაც ყველაზე გამორჩეული ადამიანი იყო ალასანიას გუნდში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევანი იყო უპატიოსნესიც, უჭკვიანესიც , საკმაოდ დაფასებულიც. .... დ აბევრი ითვალისწინებდა მაგის აზრებსაც ... უბრალოდ თავისად ასაღებდნენ .... რასაც თვითონ ლევანი არ ანიჭებდა დიდი მნიშვნელობას .... მისთვის მთავარი იყო ქვეყნის აღმავლობა და არანაირი სხვა გამორჩენა .... უკეთილშობილესი ოჯახის წარმომადგენელი იყო უბრალოდ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა გარდაიცვალა სულ ვფიქრობდი მსგავსი ვინმე ტუატქო და ვერავინ დავუპარალელე...

სიკვდილზე მაშინაც დავწერე -საეჭვოა პირადად ჩემთვის და სხვისი არ ვიცი( მიტუმეტეს როცა გვაქვს მაგალითები ჟვანიას და პატარკაციშვილის ხელისუფლებისტვის "საჭირო დროს" სიკვდილების)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკეთილშობილესი ადამიანი..

უძლიერესი დიპლომატი..

სხვათაშორის, ბევრმა არ იცით შეიძლება, მაგრამ საკმაოდ გამჭრიახი და მოეშმაკო აზროვნებისაც, რაც აუცილებელია დიპლომატიაში..

ძალიან ძლიერი დებატორი, პოლემიკის ოსტატი, დემაგოგიის მინიმალური დოზის გამოყენებით.. ძალიან ცოტაა ასეთი ხალხი საქართველოში..

ჩვენი ქვეყნის ახლანდელი პოლემიკის მასტერების 90% დემაგოგიის ძალიან, ძალიან, ძალიან დიდ ულუფას იყენებს დებატებში, რის შედეგადაც ისინი ხდებიან ”ეროვნული გმირები” ”სხვაზე მაღლა მდგომ ფენის ხალხში”.. მაგალითისთვის გამოდგება: რამიშვილი, ბოკერია, ბენდუქიძე.. თუ კარგად დაფიქრდებით, გადაავლებთ თვალს მათ ნებისმიერ დებატებს, მიხვდებით, თუ რამდენად უაზროდ მაღალ დოზის დემაგოგიას იყენებენ ნებისმიერ დებატებში :)

ჩვენში კი ეს სიამაყეს იწვევს, ”ტვინიკოსები” გვგონია და ვაფანატებთ მათზე..

სხვათაშორის ამ სტილის ერთი-ორი მომხმარებელი ამ ფორუმსაც ჰყავს ;)

დაფიქრდით, მიხვდებით ყველაფერს თქვენით :)

ჭკვიანი დებატორი მაშინ ხარ, თუ დემაგოგიის მინიმალური დოზით მოიპოვებ პოლემიკაში გამარჯვებას..

 

 

ლევანი იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ჩემი ალასანიათი დაინტერესებისა და მისი პროგრამების თუ მხედველობის გაცნობისა.. უბრალოდ, არ შემეძლო, შემოწმებით მაინც არ შემემოწმებია ადამიანი, ვისაც ლევანმა დაუჭირა მხარი.. ამის შედეგად, ანუ დაინტერესების, პროგრამებისა და მისი მსოფლმხედველობის გაცნობის შედეგად გავხდი ალასანიას მხარდამჭერი.. სხვათაშორის, ძალიან ბევრი რამ აქვს ნასწავლი ალასანიას ლევანისგან..

 

მიუხედავად ასეთი პატივისცემისა ლევანის პერსონისადმი და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობ ჩვენი ხელისუფლების უსაშინლეს მეთოდებს პოლიტ-კონკურენტების მოცილებისა, 90% დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას იოტისოდენა წვლილიც კი არ მიუძღვის მის გარდაცვალებაში..

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლებას იოტისოდენა წვლილიც კი არ მიუძღვის მის გარდაცვალებაში..

შეცდომაა ეს ფრაზა .... ჩვენი "საყვარელი" ხელისუფლების მორიგი მსხვერპლი გახდა ლევანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chuchundra

შეცდომაა ეს ფრაზა .... ჩვენი "საყვარელი" ხელისუფლების მორიგი მსხვერპლი გახდა ლევანი

ჩემის აზრით, გამორიცხულია ეს..

იცით ზოგ-ზოგმა ალბათ ჩემი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, მაგრამ არ შეიძლება ყველგან ძაღლის თავის ძებნა (არათუ პოვნა)..

რანაირადაც არ უნდა გძულდეთ ხელისუფლება, შეხედეთ პრაგმატულად, საღი აზრით, რამეთუ, მაშინ ხარ ძლიერი, როდესაც ისეთ სიმართლეს აღიარებ, რომელიც არასასიამოვნოა შენთვის..

არ შეიძლება დიმიტრი დობორჯგინიძის მკვლელს კენედის მკვლელობაც დააბრალო, მხოლოდ იმიტომ, რომ შემჩნეულია დობორჯგინიძის მკვლელობაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...