Jump to content
Planeta.Ge

ალასანიას ჯანდაცვის პროგრამა


Recommended Posts

healthcare

რჩევანი თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ კლინიკის არჩევანს, იგი გულისხმობს პაკეტის არჩევანსაც, რაც დამეთანხმეთ არანაკლებ მნიშვნელოვანია. კონკურენციის მეშვეობით იქმნება დამატებითი პაკეტები, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თითქმის ყველა კომპანიამ დააწესა სახელმწიფოს მიერ დადგენილიპაკეტს ზევით სამედიცინო მომსახურება. რაც ერთი კომპანიის მონოპოლიის დროს შეუძლებელია გაკეთდეს. ამიტომაც მხარს ვუჭერთ გერმანულ მიდგომას კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო სქემის მიმართ.

 

სწორედ კლინიკის არჩევაა მთავარი, საიდან წარმოიშვება ეგ დამატებითი სერვისები (მე ვიტყოდი სატყუარები), რის ხარჯზე,ორი გზაა, სადაზღვევო კომპანია ხელოვნურად წელავს კლინიკის ანგარიშის გადახდას (რაც საყოველტაო პრაქტიკაა დღეს) და ნაშთებით ან ბირჟაზე თამაშობს ან ბანკში ადეპოზიტებს, თანხები ძალიან სოლიდურია.ან მიდის მეორე გზით, ხსნის საკუთარ "კლინიკას"

აკონტრაქტებს სხვადასხვა ექიმებს და უწევს "კონსულტაციას". არცერთი სქემა არ მომწონს. არ მინდა მაგათი "ექსტრა" სერვისები.

მე მინდა მივიღო სრულყოფილი სამ.მომსახურება მაღალი დონის კლინიკაში. და ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ და არ უნდა შეიხოცოს ხელები "აი ტენდერი იმან/ამან მოიგო და წადით იმათ მოსთხოვეთო".

 

თქვენი პროგრამა მიმართულია კერძო სადაზღვევო სისტემის განვითარებისაკენ და არა ჰოსპიტალუი სექტორის.ეს არ მომწონს.

 

 

არ მიპასუხეთ ჩემს კითხვაზე, საიდან მიიღებს მოგებას კერძო სადაზღვევო კომპანია?? რის ხარჯზე??

 

მე ალასანიას ვუჭერ მხარს, ეს აქ ყველამ იცის ,მაგრამ ჯანდაცვს ამ პროგრამას ბევრი ხარვეზი აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 311
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

healthcare

 

არავინ არის სრულყოფილი http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

პრინციპში არაფერშI არ ვთქნამდებით ვგონებ მაგრამ არაუშავს სხვა დროს გავაგრძელოთ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

ისე შე შეეკითხე, თორემ მე სულ სხვა რამეს მპასუხობს.

ვინ უნდ განახორციელოსთქო ეს პროგრამები, იმ ედვარდის დროინდელმა ფინანსთა მინისტრმა, თუ რომელიმე სხვა კანდიდატურა ჰყავთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ალასანიას ვუჭერ მხარს, ეს აქ ყველამ იცის ,მაგრამ ჯანდაცვს ამ პროგრამას ბევრი ხარვეზი აქვს.

 

მე სიმართლეს ვუჭერ მხარს, მარგმ ჯერ ვერ ვიპოვე. :ravic:

ის ვინც აქ ორი დღეა თვალებში ნაცარს გვაყრის ის არ უჭერს ალასანის მხარს, თორემ რომ უჭერდეს მხარს, მაშინ ამაზე ექნება პასუხი:

"ეხლა ის მთავარი რისი გულისათვის მიდის ეს საუბარი აგერ უკვე მესამე დღეა.

 

არ ვარ მე დამწყები ამ საკითში, რომ ვინმე მატყუებდეს.

ეს თემა და საერთოდ თქვენი სასწრაფო ფორუმში მონაწილეობის მიზანია ჩვენი დაბრმავება.

ყველაფერი დაიწყო იმით რომ უნდა ყოფილიყო ე.წ. ალასანიას წინა საარჩევნო პროგრამის განხილვა. მოწვეული იყო სტუმარი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ალასანიას პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც უნდ ჰქონოდა ინფორამცია პროგრამის თაობაზე.

ამ დროს ირკვევა, რომ ალასანიას აქვს მხოლოდ პროგრამიდან სამი მიმართულების თეზისები და პროგრამა როგორც ასეთი არ არსებობს.

 

მეორე დღეს გაგზავნიან თქვენ, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტს და მთეი აქცენტი გადაგაქვთ ჯანდაცვის თემატიკაზე.

დააკვირდით რას ჰგავს ეს თემა, ეს არის ბატონოჩემო სემინარი ჯანდაცვის სიტემის თაობაზე.

უბრალოდ ხდება აქცენტის გადატანა.

ფაქტი ერთია, ალიანსში დაშინდნენ იმთ, რომ ის პირველი დღის ჩავარდნა არ გამხდარიყო მედიალიზირებული და ჰაერის ბუშტი რომელსაც ჰქვია "ალასაბიას წინა საარჩევნო პროგრამა" არ გამსკდარიყო.

 

ამიტომაა თქვენ აქ ორ დღეს ჰკარგავთ ამ დებატებით.

ესაა სიმართლე და რაც გინდა ის დაგიწერიათ აწი. სამი დღის განავლობასი ვერ წარადგინეთ პროგრამა. ის რასაც თქვენ აქ ეწევით არის ჯანდაცვის საკითხების მიმოხილვა, თუმცა აქაც არ ამჟღავნებთ ვითომდა საზღვაგრგარეთის ექსპერტებს. არავითარი ექსპერტები არ არსებოს და ეს ძალიან კარგად იცით. ასეთი ექსპერტების მონაწილეობა რომ ყოფილიყო, დამალვა კი არა, არამედ ამდენხანს ამას გააპიარებდით."

Edited by bebo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი რა ჩემო ბაბუ. რამე რომ მოგეწონოს, ჯერ ის რამე უნდა იყოს. უბრალოდ აქ არ ვჭამთ ეხლა იამს, რომ ალიანსმა თღქვენ 2 დღე მივლინებით გამოგაგზავნათ ყოფილი ფინანსთა მინისტრის ჩასვრილის გამოსასწორებლად.

ნუ გადაქვთ აქცენტი სხვა თემაზე.

"ალასანიას წინა საარჩევნო პროგრამა" აი ეს ხილი გვაინტერესებდა თავიდანვე და არა ლექცციები "მსოფლიოს სადაზღვევო სისტემები".

 

 

"ალასანიას წინა საარჩევნო პროგრამა" დაწერილია პროგრამისათვის საჭირო ყველანაირი აქსესუარით. მე ნამდვილად არ გადამაქვს აქეცენტი სხვა თემაზე. მოსახლეობა სვამს კითხვებს სხვადასხვა სისტემებზე და ვპასუხობ. ვფიქრობ სწორია რომ კითხვებს სვამენ სხვა სისტემებთან კონტექსტში. და ამას ვიზიარებ, რადგან მოდელის განხილვა სხვა სისტემებთან შედარების გარეშე შეუძლებელია და აბსოლუტურად ვიზიარებ აქ დასმულ კითხვებს.

ისიც აგიხსენით წინა თავებში, რომ ჩვენთვის მიუღებელია საკითხისადმი ლენინური მიდგომა - დამლაგებელსაც შეუძლია გახდეს მეთაურიო. სწორედაც იმიტომ გამომგზავნეს აქ რომ კომპეტენტური პასუხი გამეცა ისეთი სპეციფიკური დარგისათვის როგორიც ჯანდაცვის ეკონომიკაა. და ვთვლი და დამეთანხმეთ რომ ღვინო შეიძლება ნეისმიერმა ჩვენთაგანმა დააყენოს სახლში, მაგრამ პროფესიონალი მეღვინის მიერ გაკეთებული ალბათ უფრო უკეთესი იქნება.

ისიც მოგეხსენებათ, რომ დათო გახლავთ საერთო ხელმძღვანელი. პროგრამები კი ექსპერტებმა და ვიწრო სპეციალისტებმა შევიმუშავეთ, ამიტომაც ჩათვალა საჭიროდ თქვენთვის რომ პასუხი გაცემულიყო ექსპერტების დონეზე. აგიხსენით ეს, თქვენ მაინც თქვენსას იმეორებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

 

 

კიდევ ერთი კურიოზი, რომელსაც ეს სისტემა წარმოშობს, მე ვარ კარგი თანამედროვე კლინიკა და არ მჭირდება სადაზღვევოს შუამავლობა იმისათვის,რომ მონაწილეობა მივიღო სახ.პროგრამებში,მე რა ვქნა ახალი კა-ტე ვიყიდო ,თუ სადზღვევო კომპანია "ჭიჭიკო"?? მხოლოდ იმისათვის,რომ თქვენის აზრით სადზღვევო კომპანიები ნაკლებად კორუფციული და ნაკლებად ბიუროკრატიულია?? მერწმუნეთ კარგად ვიცნობ სისტემას "ატკატებს" ,თუ მიეცი კერძო სადაზღვევოში უფრო ხალისით იღებენ.

იმის მაინც არ ეშინიათ, რომ სამოხელო დანაშაულისათვის დაიჭერენს, მაქსიმუმ გააგდონ სამსახურიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

 

ადამიანურად რა ძალა გადგია?

 

ბაბუმ კიდო პასუხი დაიდოს იმაზე თუ ის პროგრამები ვინ უნდა განახორციელოსო, ნუთუ ედვარდის ფინანსთა მინისტრმაოო? უპასუხე რამე ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისიც აგიხსენით წინა თავებში, რომ ჩვენთვის მიუღებელია საკითხისადმი ლენინური მიდგომა -

ბოდიში და თქვენი კაპიტალისზმის მასწავლებელის .......................

 

რა შუაშია აქ ლენინი.

ყველა განვითარებულ ქვეყანაში პროგრამა წარმოადგენს ერთ მთლიან დოკუმენტს, სადაც ყველა ცალ-ცალკე მიმართულებებია დამუშავებული, იმ ერთი მთავარიდან გამომდინარე.

 

ბიუჯეტის თანხა თუ არ იცით, თუ არ გაქვს ბიუჯეტი დანაწილებული რა პროგრამაზე უნდა ისაუბროთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

რჩევანი თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ კლინიკის არჩევანს, იგი გულისხმობს პაკეტის არჩევანსაც, რაც დამეთანხმეთ არანაკლებ მნიშვნელოვანია. კონკურენციის მეშვეობით იქმნება დამატებითი პაკეტები, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თითქმის ყველა კომპანიამ დააწესა სახელმწიფოს მიერ დადგენილიპაკეტს ზევით სამედიცინო მომსახურება. რაც ერთი კომპანიის მონოპოლიის დროს შეუძლებელია გაკეთდეს. ამიტომაც მხარს ვუჭერთ გერმანულ მიდგომას კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო სქემის მიმართ.

 

სწორედ კლინიკის არჩევაა მთავარი, საიდან წარმოიშვება ეგ დამატებითი სერვისები (მე ვიტყოდი სატყუარები), რის ხარჯზე,ორი გზაა, სადაზღვევო კომპანია ხელოვნურად წელავს კლინიკის ანგარიშის გადახდას (რაც საყოველტაო პრაქტიკაა დღეს) და ნაშთებით ან ბირჟაზე თამაშობს ან ბანკში ადეპოზიტებს, თანხები ძალიან სოლიდურია.ან მიდის მეორე გზით, ხსნის საკუთარ "კლინიკას"

აკონტრაქტებს სხვადასხვა ექიმებს და უწევს "კონსულტაციას". არცერთი სქემა არ მომწონს. არ მინდა მაგათი "ექსტრა" სერვისები.

მე მინდა მივიღო სრულყოფილი სამ.მომსახურება მაღალი დონის კლინიკაში. და ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ და არ უნდა შეიხოცოს ხელები "აი ტენდერი იმან/ამან მოიგო და წადით იმათ მოსთხოვეთო".

 

თქვენი პროგრამა მიმართულია კერძო სადაზღვევო სისტემის განვითარებისაკენ და არა ჰოსპიტალუი სექტორის.ეს არ მომწონს.

 

 

არ მიპასუხეთ ჩემს კითხვაზე, საიდან მიიღებს მოგებას კერძო სადაზღვევო კომპანია?? რის ხარჯზე??

 

მე ალასანიას ვუჭერ მხარს, ეს აქ ყველამ იცის ,მაგრამ ჯანდაცვს ამ პროგრამას ბევრი ხარვეზი აქვს.

 

ის რომ სადაზღვევო კომპანია ხელოვნურად წელავს გადახდებს და მათი საქმიანობა არანაირ რეგულირებას არ ემორჩილება ამაზე მოგახსენეთ და შეძლებისდაგვარად განვმარტე, რომ დღევანდელი სადაზღვევო ინდუსტრია საქმიანობს რეგულირებების, სტანდარტების გარეშე. მეტსაც გეტყვით 11 კომპანია არაა საჭირო 4 მილიონიანი ერისთვის. ასეთი ფრაგმენტაცია რისკების განაწილებას და სოლიდარობის პრინციპს არღვევს, რაც უმთავრესია ჯანდაცვაში.

ამიტომაც ქვია ჩვენს პროგრამას რეგულირებადი კონკურენტული სადაზღვევო სისტემა, სადაც პირველი სიტყვაა რეგულირება, რომლითაც უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია, ხარისხი და ა. შ. რომელსაც სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს...

კერძოსადაზღვევო კომპანიას უფლება ექნება მოგება მიიღოს ინდივიდუალური დაზღვევით, რომელსაც პარალელურად განახორციელებს. ცხადია მოგება ექნება სახელმწიფო პროგრამების მენეჯმენტშიც, მაგრამ არა 60 თუ 40 % რაც ახლა აქვთ არამედ გარკვეული მინიმალური პროცენტი, რომელიც წინდაწინაა დადგენილი, როგორც ეს ხდება გერმანიაში ან ნიდერლანდებში, სადაც ასევე სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისას მოგება წინდაწინაა დარეგულირებული. მეტსაც გეტყვით აქცენტი გაკეთდება არამომგეიანი კომპანიების განვითარებაზე

 

 

healthcare

 

ადამიანურად რა ძალა გადგია?

 

ბაბუმ კიდო პასუხი დაიდოს იმაზე თუ ის პროგრამები ვინ უნდა განახორციელოსო, ნუთუ ედვარდის ფინანსთან მინისტრმაოო? უპასუხე რამე ..

 

პროგრამებს განახორციელებენ მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტები და ჯანდაცვის ორგანიზატორები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

 

 

კიდევ ერთი კურიოზი, რომელსაც ეს სისტემა წარმოშობს, მე ვარ კარგი თანამედროვე კლინიკა და არ მჭირდება სადაზღვევოს შუამავლობა იმისათვის,რომ მონაწილეობა მივიღო სახ.პროგრამებში,მე რა ვქნა ახალი კა-ტე ვიყიდო ,თუ სადზღვევო კომპანია "ჭიჭიკო"?? მხოლოდ იმისათვის,რომ თქვენის აზრით სადზღვევო კომპანიები ნაკლებად კორუფციული და ნაკლებად ბიუროკრატიულია?? მერწმუნეთ კარგად ვიცნობ სისტემას "ატკატებს" ,თუ მიეცი კერძო სადაზღვევოში უფრო ხალისით იღებენ.

იმის მაინც არ ეშინიათ, რომ სამოხელო დანაშაულისათვის დაიჭერენს, მაქსიმუმ გააგდონ სამსახურიდან.

 

მესმის ეს პრობლემა, მაგრამ იგივე მონოპოლურმა ერთმა კომპანიამაც შესაძლოა გააკეთოს, თანაც არავინ ეყოლება კონკურენტი...

აქ მთავარი რეგულირების მექანიზმია და მონიტორინგის სისტემების შემუშავება... ასევე ცნობილია, რომ მონოპოლურ სისტემაში უფროა კორუფცია ვიდრე კონკურენტულში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროგრამებს განახორციელებენ მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტები და ჯანდაცვის ორგანიზატორები

 

თქვენ? :D

 

პ.ს. ის უცხოური სპეციალისტები მომწერეთ რა პმ ძალიან მაინტერესებს ვინები არიან. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოდიში და თქვენი კაპიტალისზმის მასწავლებელის .......................

 

რა შუაშია აქ ლენინი.

ყველა განვითარებულ ქვეყანაში პროგრამა წარმოადგენს ერთ მთლიან დოკუმენტს, სადაც ყველა ცალ-ცალკე მიმართულებებია დამუშავებული, იმ ერთი მთავარიდან გამომდინარე.

 

ბიუჯეტის თანხა თუ არ იცით, თუ არ გაქვს ბიუჯეტი დანაწილებული რა პროგრამაზე უნდა ისაუბროთ.

 

ლენინი იმ შუაშია, რომ ყველას არ შეუძლია ილაპარაკოს ვიწრო სპეციალობებზე და მიმდინარეოებზე. ჩვენთვის მიუღებელია ზოგადი საუბრები და განხილვები. იმიტომაც ვაანალიზებ ამ საკითხებს რომ პროგრამების საერთო ხელმძღვანელს არ შეუძლია იცოდეს ისეთი დეტალები, როგორიცაა სადაზღვევო სქემებში რისკის განაწილება და ა. შ. ამაზე პასუხი ექპერტმა უნდა გასცეს.

Edited by healthcare
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ ამ საუკუნეში არ დაიღლებით იავნა ..

 

50 გვერდს რომ აცდებით შემოვიხედავ, შევამოწმებ ხომ ცოცხლები ხართ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ? :D

 

პ.ს. ის უცხოური სპეციალისტები მომწერეთ რა პმ ძალიან მაინტერესებს ვინები არიან. :D

 

მე საერთოდ შორსა ვარ ყოველგვარი ადმინისტრაციული მუშაობით რომ დავკავდე. არ არის ჩემს სტილში ბიუროკრატია. ჩემთვის უფრო კვლევებია მთავარი და სამეცნიერო მოღვაწეობა. თუ დასჭირდა ვინმეს ჩემი კონსულტაცია ყველას შემიძლია გავუწიო ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს. ერთპარტიულობის ამოჩემების წინააღმდეგი ვარ და ვიქნები ყოველთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლენინი იმ შუაშია, რომ ყველას არ შეუძლია ილაპარაკოს ვიწრო სპეციალობებზე და მიმდინარეოებზე. ჩვენთვის მიუღებელია ზოგადი საუბრები და განხილვები. იმიტომაც ვაანალიზებ ამ საკითხებს რომ პროგრამების საერთო ხელმძღვანელს არ შეუძლია იცოდეს ისეთი დეტალები, როგორიცაა სადაზღვევო სქემებში რისკის განაწილება და ა. შ. ამაზე პასუხი ექპერტმა უნდა გასცეს.

 

შენ გახარებას და იმ ლენინის გახარებას, ჯერ უნდა ასე გელაპარაკათ და მერ დაგედოთ მაგ ვებ-გვერდზე "პროგრამა"

თქვენ დადეთ და ეხლა აპირებთ ლაპარაკს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ ამ საუკუნეში არ დაიღლებით იავნა ..

 

50 გვერდს რომ აცდებით შემოვიხედავ, შევამოწმებ ხომ ცოცხლები ხართ :D

 

რას იზამ, ვალდებული ხარ უპასუხო. თორემ ერთი ოთხი წიგნი მაქვს ახლა დასამუშავეელი და როდის მოვასწრებ ამას იმაზე ვფიქრობ..

Edited by healthcare
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...