Jump to content
Planeta.Ge

ალასანიას ჯანდაცვის პროგრამა


Recommended Posts

ჩვენი პროგრამით აქცენტი სწორედაც იმიტომ გავაკეთეთ გერმანულ მოდელზე, რომ მას არ ჭირდება საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ამით ვუპასუხებდი ასდს-აც. ბრიტანული მოდელი უფრო საჭიროებს საკანონმდებლო ბაზის შექმნას.

სქემა ასეთია - ჩვენს მიერ შემუშავებულია მომსახურების პაკეტი. გამოცხადდება კონკურსი ამ პეკეტის განხორციელებაზე და რომელი კომპანიაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს ის განახორციელებს. მოთხოვნები იქნება მკაცრი და იმ რეგულირების სქემების დაცვით რაც შემუშავებულია და რისი გამოცდილებაც აქვს ევროპას.

გერმანიაში სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობენ არამარტო კრანკენკასები არამედ კერძო კომპანიებიც. ეს იმიტომ გააკეთეს გერმანელებმა რომ შექმნილიყო კონკურენცია, პაციენტს არჩევითობა დაცულიყო და ხარისხზე აქცნტი, რასაც სრულიად ვეთანხმები, ვიდრე მონოპოლურ ერთი კომპანიის არსებობას სადაზღვევო სფეროში. რადგან მონოპოლიას აქვს თავისი უარყოფითი შედეგებიც რაც ცნოილია და ამაზე არ გავაგრძელებ საუბარს

 

ევროპა ძალიან ფართო გაგებაა.

 

ყოფილ პოსტკომუნისტრუ ქვეყნებში ასეთი კონკურსების გამჭირვალობას დღემდე ვერ მიაღწიეს. უმეტეს შემთხვევაში "კონკურსი" არის ლობისტებისათვის ფულის შოვნის შანსი.

საქართველოში გინდათ ასეთი კონკურსი გამჭირვალე იყოს?

ნეტა რა ხალხით აპირებთ ამას?

მაგალითისთვის ისეთი ხალხი ხომ არა შევარდნაძეს და ამ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში რომ მუშაობდნენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 311
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

healthcare

და სად გვიწერია რომ სახელმწიფო არ იქნება დაკავებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაში. თქვენ საუბრობთ მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე, რაშიც გეთანხმებით მაგრამ იქ სადაც სადაზღვევო სფერო მონოპოლიზებულია ერთი სახელმწიფო კომპანიით, არ გეჩვენებათ, რომ მოსახლეობის ასევე ფუნდამენტური უფლება არჩევანზე დარღვეულია.

არაფერი არ მეჩვენება, რადგან კერძო სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო ხომ არ უკრძალავს საკუთარ სერვისში სამედიცინო დაზღვევის პაკეტის არსებობას? ვისაც შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა ექნება და სურვილი დამატებითი სერვისის სახით კერძო კომპანიებში დაიზღვევს ჯამრთელობას და აღარც იმ შესაძლო "ვეითინგ ლისტის" წევრობა მოუწევს და არც სხვა დისკომფორტული სიტუაციების გადატანა..

 

ასე რომ არჩევანის უფლება არაფრით იზღუდება იმ მოდელით რომელზეც მე ვსაუბრობ..

 

აქვე უნდა ითქვას რომ კომერციულ სექტორში ჯამრთელობის დაზღვევა მოქალაქეს არ ათავისუფლებს სოციალური პასუხისმგებლობისგან და შესაბამისად იმ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ჰამბავში შემოსავლის 12-18%-ის გადახდა მაინც მოუწევს.. ასე უფრო სამართლიანია ჩემი აზრით.. მდიდრებმა მეტი უნდა გაიღონ საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადებამ პირდაპირ თუ ირიბად ეს მეტი შესაძლებლობები მისცა..

 

მოკლედ, შეიძება მე მემარცხენე ლიბერალი ვარ თქვენ მემარჯვენე და ბევრ საკითხზე ალბათ ვერასდროს შევთანხმდებით, მაგრამ ჩემი აზრით თავი და თავი ამ ცხოვრების არის ადამიანის სიცოცხლე და ჯამრთელობა, ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები და თავისუფლებები და სახელმწიფოს არსებობის ერთადერთი მიზეზი ამ ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა მხოლოდ.

ბიზნესი კარგია, მაგრამ ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში უნდა ვითარდებოდეს და არა ველური სახით, რასაც დღემდე აქვს ადგილი აშშ-ში..

 

გაერთიანებული სამეფოს და შვედეთის დონის სახელმწიფო მინდა რა საქართველოში : )))

 

ანუ, საქართველოს კონფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც გაერთანებული სამეფოს/შვედეთის ტერიტორიალური მოწყობის/პოლიტიკური სისტემის/სოციალური სისტემის ადაპტირებას მოახდეს (ადგილობრივი სფეციფიკის გათვალისწინებით) და ადამაინებს ადამაინურად ცხოვრების პირობებს შეუქმნის..

 

სულ ეს არის ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის რომ თავად არ მოგწონთ როცა ერთი კომპანიაა თბილისში და მეორე მხრივ მოგწონთ ერთი სახელმწიფო კომპანიის არსებობა. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ერთიდაიგივეა. ამიტომაც ვართ წინააღმდეგი ყოველგვარი მონოპოლიის ეს სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ კერძო სექტორის მხრიდან ერთი კომპანიის სახით. ჩვენთვის მთავარია პაციენტის არჩევანის თავისუფლება..

 

ევროპის ქვეყნებში საკვანძო დარგებში სახელმწიფო მონოპოლი მიღებულია.

ენერგეტიკა და ჯანდაცვა ამ დარგებში შედის.

სახელმწიფო წილი კერძო კომპანიაში მენეჯმენტის დამტკიცების უფლებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპა ძალიან ფართო გაგებაა.

 

ყოფილ პოსტკომუნისტრუ ქვეყნებში ასეთი კონკურსების გამჭირვალობას დღემდე ვერ მიაღწიეს. უმეტეს შემთხვევაში "კონკურსი" არის ლობისტებისათვის ფულის შოვნის შანსი.

საქართველოში გინდათ ასეთი კონკურსი გამჭირვალე იყოს?

ნეტა რა ხალხით აპირებთ ამას?

მაგალითისთვის ისეთი ხალხი ხომ არა შევარდნაძეს და ამ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში რომ მუშაობდნენ?

 

მსოფლიოში სხვა უკეთესი ეფექტური არაფერი გამოგონებულა საკონკურსო ტენდერის გარდა. როგორც ჩერჩილი იტყოდა - პარლამენტი საშინელებაა, მაგრამ სხვა არაფერი გამოგონებულაო ამ ფორმაზე უკეთესი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსოფლიოში სხვა უკეთესი ეფექტური არაფერი გამოგონებულა საკონკურსო ტენდერის გარდა. როგორც ჩერჩილი იტყოდა - პარლამენტი საშინელებაა, მაგრამ სხვა არაფერი გამოგონებულაო ამ ფორმაზე უკეთესი...

 

აქ რომ ხიდის მშენებლობის ტენდერზე იყოს საუბარი, ჯანდაბს.

 

თქვენ, სადაზღვევო სისტემის და სოციალური პროგრამის ამუშავებას როგო აპირებთ ტენდერებით ვერ წარმომიდგენია.

მოკლედ ისე საუბრობთ, რომ თითქოს სქართველოში კორუფციის მაღალი დონე არ იყოს.

სანამ ამას არ მოევლება ეს ტენდერი ისევ იმათ ხელში იქნება ვინც თქვენ ფარას ჯაგიჯიბავთ. ხო და ძველი სიმღერა განმეორედება. გამძღები მიდიან მშივრები მოდიან ამას ჰგავს ეს.

არ გამოვრიცხავ იმასაც რომ უკვე არის მოლაპარაკებული ეს იმ ფირმებთან ვინც ამ ტენდერს ელოდება.

Edited by bebo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

 

არაფერი არ მეჩვენება რადგან კერძო სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო ხომ არ უკრძალავს საკუთარ სერვისში სამედიცინო დაზღვევის პაკეტის არსებობას? ვისაც შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა ექნება და სურვილი დამატებითი სერვისის სახით კერძო კომპანიებში დაიზღვევს ჯამრთელობას და აღარც მ შესაძლო ვეითინგ ლისტის წევრობა მოუწევს და არც სხვა დისკომფორტული სიტუაციების გადატანა..

 

ასე რომ არჩევანის უფლება არაფრით ზღუდება იმ მოდელით რომელზეც მე მსაუბრობ..

 

აქვე უნდა ითქვას რომ კომერციულ სექტორში ჯამრთელობის დაზღვევა მოქალაქეს არ ათავისუფლებს სოციალური პასუხისმგებლობისგან და შესაბამისად იმ სამედიცინო დაზღვევის ჰამბავში შემოსავლის 12-18%-ის გადახდა მაინც მოუწევს.. ასე უფრო სამართლიანია ჩემი აზრით.. მდიდრებმა მეტი უნდა გაიღონ საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადებამ პირდაპირ თუ ირიბად ეს მეტი შესაძლებლობები მისცა..

 

მოკლედ, შეიძება მე მემარცხენე ლიბერალი ვარ თქვენ მემარჯვენე და ბევრ საკითხზე ალბათ ვერასდროს შევთანხმდებით, მაგრამ ჩემი აზრით თავი და თავი ამ ცხოვრების არის ადამიანის სიცოცხლე და ჯამრთელობა, ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები და თავისუფლებები და სახელმწიფოს არსებობის ერთადერთი მიზეზი ამ ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა მხოლოდ.

ბიზნესი კარგია, მაგრამ ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში უნდა ვითარდებოდეს და არა ველური სახით, რასაც დღემდე აქვს ადგილი აშშ-ში..

 

გაერთიანებული სამეფოს და შვედეთის დონის სახელმწიფო მინდა რა საქართველოში : )))

 

ანუ, საქართველოს კონფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც გაერთანებული სამეფოს/შვედეთის ტერიტორიალური მოწყობის/პოლიტიკური სისტემის/სოციალური სისტემის ადაპტირებას მოახდეს (ადგილობრივი სფეციფიკის გათვალისწინებით) და ადამაინებს ადამაინურად ცხოვრების პირობებს შეუქმნის..

 

სულ ეს არის ..

 

სკანდინავიის მოდელი ერთი მხრივ იდეალურია და მეორე მხრივ უძვირესია. მას სჭირდება დიდი სახელმწიფო ინვესტიციები. სკანდინავია იდეალურია, მართლაც რომ სოციალური ქვეყნებია, მაგრამ იგი იდეალურია ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისათვის, რადგან მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან დიდი რაოდენობით თანხების დაბანდებას, რაც დამეთანხმეთ რომ 6 მილიარდიან ბიუჯეტში შეუძლებელია...

სკანდინავია ჩვენთვის კიდევ დიდხანს დარჩება ნატვრის ხედ, რომელსაც შორიდან შეიძლება უყურო.

მე არც მემარცხენე ვარ და არც მემარჯვენე. იმ ობიექტურ რეალობას ვითვალისწინებ რაც დღეს აქვს ქვეყანას. იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ აბსოლუტურად მემარცხენა ვიყოთ ან აბსოლუტურად მემარჯვენე, უფრო ობიექტური რეალობა და ესოდენ მწირი თანხების რაციონალურად, ეფექტურად ხარჯვა...

Edited by healthcare
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთ რამეს დავამატებ.

 

თქვენ ისე საუბრობთ რომ თითქოს საქართველოში სასამართლო სიტემა მუშაობს, ანტიმონოპოლუი კანონი და ა.ს. მოკლედ ოდნავ ხარვეზებია და თქვენი მოსვლის შემდეგ გამოსწორდება.

 

აქ საქმე გვაქვს გაქანებულ კორუფციასთან ბატონოჩმეო და ისეთ საკვანძო დრგები, როგორიცაა ჯანდაცვა, სოციალური სისტემა, ენერგეტიკა და ტრანსპორტი საერთოდ ჯერჯერობით სახელწიფო კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.

ხო აქაც კორუფციის დონის შემცირებისთავის ეს დარგები უნდა იყოს ნახევრად კერძო ფორმაში. ამაზე უკვე ვწერდი როგორ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

ციტატა(prologic @ May 23 2010, 07:43 PM)

healthcare

სქემა ასეთია - ჩვენს მიერ შემუშავებულია მომსახურების პაკეტი. გამოცხადდება კონკურსი ამ პეკეტის განხორციელებაზე და რომელი კომპანიაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს ის განახორციელებს. მოთხოვნები იქნება მკაცრი და იმ რეგულირების სქემების დაცვით რაც შემუშავებულია და რისი გამოცდილებაც აქვს ევროპას.

 

 

ამ მიდგომას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რა საჭიროა ზედმეტი რგოლი, სადაზღვევო კომპანიის სახით, ეს მხოლოდ ხარჯებს ზრდის, მაგ კომპანიამ მოგება ხომ უნდა ნახოს?? ვის ხარჯზე?? ან პაციენტის ან ბიუჯეტის, რაატოოომმმ??

 

ეს იგივეა რაც ეხლა არსებული მახინჯი სქემაა,როცა თბილისი ავერსმა (ალფამ) მოიგო და თუ უმწეო ხარ ,სხვაგან ვერ წახვალ, მათ უნდა მიაკითხოთ. სხვა რეგიონები სხებმა. რით განსხვავდება თქვენი სქემა დღევანდელიაგან??

 

სწორედ რომ განსხვავდება თანაც ძირეულად.

დღეს რომ მხოლოდ ერთი კომპანიაა თბილისში და ისიც ფარმაცევტული კომპანიის ნაშიერი ეს თავად მეტყველებს სახელმწიფოს მიერ დაშვებულ შეცდომებზე. სადაც უგულეელყოფილია პაციენტის არჩევითი უფლება.

ეს გზა უკვე გაიარა ევროპის პროგრესულმა სადაზღვევო სისტემებმა, მხედველობაში მაქვს გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია...

ჩვენი პროგრამა გულისხმობს კონკურენტულ სადაზღვევო სქემას, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა სადაზღვევო კომპანია, ცხადია მკაცრი რეგულაციების გათვალისწინებით.

ის რომ თავად არ მოგწონთ როცა ერთი კომპანიაა თბილისში და მეორე მხრივ მოგწონთ ერთი სახელმწიფო კომპანიის არსებობა. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ერთიდაიგივეა. ამიტომაც ვართ წინააღმდეგი ყოველგვარი მონოპოლიის ეს სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ კერძო სექტორის მხრიდან ერთი კომპანიის სახით. ჩვენთვის მთავარია პაციენტის არჩევანის თავისუფლება

 

 

რისი არჩევანის თავისუფლება? პროდუქტის ხომ,პროდუქტი ამშEმთხვევაში არის სამედიცინო მომსახურება, ვინ ქმნის ამ პროუქტს, სამედიცინო დაწესებულება, აბა სადაზღვევო კომპანია რა შუაშია, არჩევანის თავისუფლება აუცილებელი პირობაა, მაგრამ რისი არჩევანის, თუ რომელ ოფისს უნდა მიაკითხოს დაზღვეულმა პაციენტმა?? თურომელ კლინიკას,ექიმს ანდოს თავისი მკურნალობა, და რა საჭიროა აქ შუამავალი მაინ ცერ გავიგე,რომელიც არავითარ ღირებულებას არ ქმნის გარდა იმისა,რომ ჩემი სეანატანებიდან (და მილიონობით ჩემნაირის) დაგროვილ თანხას გაატარებს ბიუჯეტიდან პროვაიდერ კლინიკაში??

 

კონკურენცია უნდა იყოს კლინიკებს შორის,მათ უნდა დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, უნდა აღზარდონ ახალი ექიმები (ამას მილიონები სჭირდება ვინ დააფინანსებს??) გაარემონტონ დაწესებულებები, ამას ვინ იზავს??

 

იცით ეხლა სადზღვეოები რას ეუბნებიან კლინიკებს?? მაღალი ტექნოლოგიები არ გაგვაგონოთ, მამაპაპურად გაჭერით და გაკერეთო, კლინიკა,რომ ეუბნება ნაკლებინვაზიურ ენდოსკოპიურ მეთოდს გამოვიყენებთო, არაო ოღონდ არ გააძვიროთ და ფეხებზე გვკიდია პაციენტი სამ დღეში დადგება ფეხზე თუ ორ კვირში, მთავარია ანგარიშI არ გაიზარდოსო, ასეთია რეალობა დღEს.

 

რაც შეეხება ჰესპას, არის ასეთი დიალიზის პროგრამა,რომელშიც 8-9 დიალიზის სადგური მონაწილეობს ქვეყნოის მასშტაბით, სადგურს ირჩევს პაციენტი, ფულს რიცხავს ჰესპა, ყოველგვარი შუამავლების გარეშე.

თუმცა ბიუჯეტის სიმწირის გამო პაციენტთა რაოდენობა ყოველთვის მეტია ადგილებზე.ეხლაც 50 პაციენტი ელოდება ბიუჯეტის გაზრდას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ის მთავარი რისი გულისათვის მიდის ეს საუბარი აგერ უკვე მესამე დღეა.

 

არ ვარ მე დამწყები ამ საკითში, რომ ვინმე მატყუებდეს.

ეს თემა და საერთოდ თქვენი სასწრაფო ფორუმში მონაწილეობის მიზანია ჩვენი დაბრმავება.

ყველაფერი დაიწყო იმით რომ უნდა ყოფილიყო ე.წ. ალასანიას წინა საარჩევნო პროგრამის განხილვა. მოწვეული იყო სტუმარი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ალასანიას პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც უნდ ჰქონოდა ინფორამცია პროგრამის თაობაზე.

ამ დროს ირკვევა, რომ ალასანიას აქვს მხოლოდ პროგრამიდან სამი მიმართულების თეზისები და პროგრამა როგორც ასეთი არ არსებობს.

 

მეორე დღეს გაგზავნიან თქვენ, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტს და მთეი აქცენტი გადაგაქვთ ჯანდაცვის თემატიკაზე.

დააკვირდით რას ჰგავს ეს თემა, ეს არის ბატონოჩემო სემინარი ჯანდაცვის სიტემის თაობაზე.

უბრალოდ ხდება აქცენტის გადატანა.

ფაქტი ერთია, ალიანსში დაშინდნენ იმთ, რომ ის პირველი დღის ჩავარდნა არ გამხდარიყო მედიალიზირებული და ჰაერის ბუშტი რომელსაც ჰქვია "ალასაბიას წინა საარჩევნო პროგრამა" არ გამსკდარიყო.

 

ამიტომაა თქვენ აქ ორ დღეს ჰკარგავთ ამ დებატებით.

ესაა სიმართლე და რაც გინდა ის დაგიწერიათ აწი. სამი დღის განავლობასი ვერ წარადგინეთ პროგრამა. ის რასაც თქვენ აქ ეწევით არის ჯანდაცვის საკითხების მიმოხილვა, თუმცა აქაც არ ამჟღავნებთ ვითომდა საზღვაგრგარეთის ექსპერტებს. არავითარი ექსპერტები არ არსებოს და ეს ძალიან კარგად იცით. ასეთი ექსპერტების მონაწილეობა რომ ყოფილიყო, დამალვა კი არა, არამედ ამდენხანს ამას გააპიარებდით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

სკანდინავიის მოდელი ერთი მხრივ იდეალურია და მეორე მხრივ უძვირესია. მას სჭირდება დიდი სახელმწიფო ინვესტიციები. სკანდინავია იდეალურია, მართლაც რომ სოციალური ქვეყნებია, მაგრამ იგი იდეალურია ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისათვის, რადგან მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან დიდი რაოდენობით თანხების დაბანდებას, რაც დამეთანხმეთ რომ 6 მილიარდიან ბიუჯეტში შეუძლებელია...

ეს დღეს არის ბიუჯეტი 6 მილიარდი.. ნორმალური ხელისუფლებისა და ქვეყნის მშვიდობანი განვითარების პირობებში რის საფუძველსაც კონფედერაცია იძლევა, ბიუჯეტი 10-15 წელიწადში 10-15 მილიარდი ევროს ეკვივვალენტს შეიძლება გაუტოლდეს.. მოსახლეობის "სიმცირიდან" გამომდინარე საკმარისი თანხმები იქნება ბიუჯეტში სოციალური სფეროს ადეკვატურად დასალაგებლად.. ყოველ შემთხვევაში აქეთ უნდა იაროს ქვეყანამ და არა ამერიკული ყაიდის ველური კაპიტალიზმის გზით..

 

სოციალური სამართლიაობა იაფი არ შეიძლება იყოს და არც სოციალური სახელმწიფო, მაგრამ სახელმწიფოს დანიშნულება მხოლოდ იმაშია, რომ ადამიანებს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და რეალიზების შესაძლებლობა ქონდეთ, ამდენად ბიუჯეტი პრინციპში სოციალური ორიენტაციის უნდა იყოს და ადამიანებს ხმარდებოდეს და არა არაადეკვატური ბიუროკრატიის გამოხტომებს, როგორც ეს დღეს ხდება..

 

 

იმ ობიექტურ რეალობას ვითვალისწინებ რაც დღეს აქვს ქვეყანას. იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ აბსოლუტურად მემარცხენა ვიყოთ ან აბსოლუტურად მემარჯვენე, უფრო ობიექტური რეალობა და ესოდენ მწირი თანხების რაციონალურად, ეფექტურად ხარჯვა...

ხოდა ობიექტური რეალობიდან გამმდინარე, ადეკვატური სახემწიფო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარების პირობებში, სოციალური სახელმწიფოს მიმართულებით სეროზული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას და ფუნდამენტი ჩაეყაროს იმას, რომ 25 წელიწადში საქართველოს კონფედერაცია განვითარებული ეკონომიკის პატრონი იყოს და სოციალური სახელმწიფო..

 

რავიცი თავის დროზე რაღაც რაღაც მონახაზები ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონცეპტუალურ დონეზე მქონდა დამუშავებლი და თუ რამე მესმის ამ საკითხებში, ესეიგი რასაც ვლაპარაკობ ეს შესაძლებელია..

 

სკანდინავია ჩვენთვის კიდევ დიდხანს დარჩება ნატვრის ხედ, რომელსაც შორიდან შეიძლება უყურო.

ნატვრის ხე არა ზღარბის სალათა.. ადეკვატური ადამიანები პოლტიკაში და ადეკვატური ადამაინების მიერ დაკომპლექტებული აუცილებელ მინიმუმამდე დაყვანილი ბიუროკრატია და 25 წელიწადში ევროპელებმა შეიძლება დაიწყონ საქართველოში საცხოცვრებლად გადმოსვლა.. შეიძლება კი არა დაიწყებენ ..

 

მოკლედ თქვენ სააკაშვილი ჩაანაცვლეთ როგორმე მშვიდობიანად და იმდენი მაინც მოახერხეთ რუსეთის საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოთ და მერე კი შევარდნაძე/სააკაშვილი/ალასანიას ანტისახელმწიფოებრივ/ ანტისახალხო რეჟიმის დემონტაჟს ჩვენ/რევოლუციონერები დავიწყებთ და ხალხს და ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალებას მივცემთ.. იტოგში ჩვენ დავამხობთ თქვენ ხელისუფლებას და თქვენ რეჟიმს : )) :ravic: :))

 

ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ დიალოგი :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

ციტატა(prologic @ May 23 2010, 07:43 PM)

healthcare

რისი არჩევანის თავისუფლება? პროდუქტის ხომ,პროდუქტი ამშEმთხვევაში არის სამედიცინო მომსახურება, ვინ ქმნის ამ პროუქტს, სამედიცინო დაწესებულება, აბა სადაზღვევო კომპანია რა შუაშია, არჩევანის თავისუფლება აუცილებელი პირობაა, მაგრამ რისი არჩევანის, თუ რომელ ოფისს უნდა მიაკითხოს დაზღვეულმა პაციენტმა?? თურომელ კლინიკას,ექიმს ანდოს თავისი მკურნალობა, და რა საჭიროა აქ შუამავალი მაინ ცერ გავიგე,რომელიც არავითარ ღირებულებას არ ქმნის გარდა იმისა,რომ ჩემი სეანატანებიდან (და მილიონობით ჩემნაირის) დაგროვილ თანხას გაატარებს ბიუჯეტიდან პროვაიდერ კლინიკაში??

 

კონკურენცია უნდა იყოს კლინიკებს შორის,მათ უნდა დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, უნდა აღზარდონ ახალი ექიმები (ამას მილიონები სჭირდება ვინ დააფინანსებს??) გაარემონტონ დაწესებულებები, ამას ვინ იზავს??

 

იცით ეხლა სადზღვეოები რას ეუბნებიან კლინიკებს?? მაღალი ტექნოლოგიები არ გაგვაგონოთ, მამაპაპურად გაჭერით და გაკერეთო, კლინიკა,რომ ეუბნება ნაკლებინვაზიურ ენდოსკოპიურ მეთოდს გამოვიყენებთო, არაო ოღონდ არ გააძვიროთ და ფეხებზე გვკიდია პაციენტი სამ დღეში დადგება ფეხზე თუ ორ კვირში, მთავარია ანგარიშI არ გაიზარდოსო, ასეთია რეალობა დღEს.

 

რაც შეეხება ჰესპას, არის ასეთი დიალიზის პროგრამა,რომელშიც 8-9 დიალიზის სადგური მონაწილეობს ქვეყნოის მასშტაბით, სადგურს ირჩევს პაციენტი, ფულს რიცხავს ჰესპა, ყოველგვარი შუამავლების გარეშე.

თუმცა ბიუჯეტის სიმწირის გამო პაციენტთა რაოდენობა ყოველთვის მეტია ადგილებზე.ეხლაც 50 პაციენტი ელოდება ბიუჯეტის გაზრდას

 

არჩევანი თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ კლინიკის არჩევანს, იგი გულისხმობს პაკეტის არჩევანსაც, რაც დამეთანხმეთ არანაკლებ მნიშვნელოვანია. კონკურენციის მეშვეობით იქმნება დამატებითი პაკეტები, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თითქმის ყველა კომპანიამ დააწესა სახელმწიფოს მიერ დადგენილიპაკეტს ზევით სამედიცინო მომსახურება. რაც ერთი კომპანიის მონოპოლიის დროს შეუძლებელია გაკეთდეს. ამიტომაც მხარს ვუჭერთ გერმანულ მიდგომას კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო სქემის მიმართ.

იმას რასაც დღეს სჩადია კომპანიები ამაში სახელმწიფოა დამნაშავე, რადგან არანაირი რეგულირება არ აქვთ. საერთოდ რეგულირება მათთვის სალანძღავი სიტყვა გახდა. არ არსებობს სტანდარტები. მედიაციის სამსახური მხოლოდ საჩივრებზე აპელირებს ისიც არაეფექტურად, გადახედეთ მათ რეპორტებს.

 

 

 

healthcare

 

ეს დღეს არის ბიუჯეტი 6 მილიარდი.. ნორმალური ხელისუფლებისა და ქვეყნის მშვიდობანი განვითარების პირობებში რის საფუძველსაც კონფედერაცია იძლევა, ბიუჯეტი 10-15 წელიწადში 10-15 მილიარდი ევროს ეკვივვალენტს შეიძლება გაუტოლდეს.. მოსახლეობის "სიმცირიდან" გამომდინარე საკმარისი თანხმები იქნება ბიუჯეტში სოციალური სფეროს ადეკვატურად დასალაგებლად.. ყოველ შემთხვევაში აქეთ უნდა იაროს ქვეყანამ და არა ამერიკული ყაიდის ველური კაპიტალიზმის გზით..

 

სოციალური სამართლიაობა იაფი არ შეიძლება იყოს და არც სოციალური სახელმწიფო, მაგრამ სახელმწიფოს დანიშნულება მხოლოდ იმაშია, რომ ადამიანებს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და რეალიზების შესაძლებლობა ქონდეთ, ამდენად ბიუჯეტი პრინციპში სოციალური ორიენტაციის უნდა იყოს და ადამიანებს ხმარდებოდეს და არა არაადეკვატური ბიუროკრატიის გამოხტომებს, როგორც ეს დღეს ხდება..

 

 

 

ხოდა ობიექტური რეალობიდან გამმდინარე, ადეკვატური სახემწიფო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარების პირობებში, სოციალური სახელმწიფოს მიმართულებით სეროზული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას და ფუნდამენტი ჩაეყაროს იმას, რომ 25 წელიწადში საქართველოს კონფედერაცია განვითარებული ეკონომიკის პატრონი იყოს და სოციალური სახელმწიფო..

 

რავიცი თავის დროზე რაღაც რაღაც მონახაზები ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონცეპტუალურ დონეზე მქონდა დამუშავებლი და თუ რამე მესმის ამ საკითხებში, ესეიგი რასაც ვლაპარაკობ ეს შესაძლებელია..

 

 

ნატვრის ხე არა ზღარბის სალათა.. ადეკვატური ადამიანები პოლტიკაში და ადეკვატური ადამაინების მიერ დაკომპლექტებული აუცილებელ მინიმუმამდე დაყვანილი ბიუროკრატია და 25 წელიწადში ევროპელებმა შეიძლება დაიწყონ საქართველოში საცხოცვრებლად გადმოსვლა.. შეიძლება კი არა დაიწყებენ ..

 

მოკლედ თქვენ სააკაშვილი ჩაანაცვლეთ როგორმე მშვიდობიანად და იმდენი მაინც მოახერხეთ რუსეთის საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოთ და მერე კი შევარდნაძე/სააკაშვილი/ალასანიას ანტისახელმწიფოებრივ/ ანტისახალხო რეჟიმის დემონტაჟს ჩვენ/რევოლუციონერები დავიწყებთ და ხალხს და ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალებას მივცემთ.. იტოგში ჩვენ დავამხობთ თქვენ ხელისუფლებას და თქვენ რეჟიმს : )) :ravic: :))

 

ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ დიალოგი :))

 

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ამერიკის ველური კაპიტალიზმი არ გახლავთ გერმანული სოციალური დაზღვევის სისტემა, რომელიც ავირჩიეთ. ფუნდამენტური განსხვავებაა ამერიკულ და ევროპულ მოდელებს შორის, თუმცა ამერიკამაც გადადგა ნაბიჯები ევროპული სქემებისკენ.

ის რომ 10 თუ ოციწლის შემდეგ ბიუჯეტი იქნება უფრო მეტი ვიდრე დღეს არის ეს გასაგებია, მაგრამ დღეს როგორ გინდა ააშენო სკანდინავიური მოდელი ამ ღარიბ ქვეყანაში? საკითხავიც ესაა. თქვენ ერთი მხრივ ებრძვით ბიუროკრატიულ სისტემას, რაშიც გეთანხმებით, მაგრამ სკანდინავიური და ბრიტანული მოდელები, რომელსაც აფასებთ, ყველაზე ბიუროკრატიულია მსოფლიოში, რადგან სახელმწიფოს ხელშია თითქმის ყველაფერი. ბიუროკრატიის შემცირებაში დაგეთანხმებით, მაგრამ არა ულტრასოციალური სქემებით, რაც თავისთავად მოითხოვს გაზრდილ ბიუროკრატიას

მე ხელისუფლებაში არ გახლავართ.

Edited by healthcare
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ის მთავარი რისი გულისათვის მიდის ეს საუბარი აგერ უკვე მესამე დღეა.

 

არ ვარ მე დამწყები ამ საკითში, რომ ვინმე მატყუებდეს.

ეს თემა და საერთოდ თქვენი სასწრაფო ფორუმში მონაწილეობის მიზანია ჩვენი დაბრმავება.

ყველაფერი დაიწყო იმით რომ უნდა ყოფილიყო ე.წ. ალასანიას წინა საარჩევნო პროგრამის განხილვა. მოწვეული იყო სტუმარი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ალასანიას პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც უნდ ჰქონოდა ინფორამცია პროგრამის თაობაზე.

ამ დროს ირკვევა, რომ ალასანიას აქვს მხოლოდ პროგრამიდან სამი მიმართულების თეზისები და პროგრამა როგორც ასეთი არ არსებობს.

 

მეორე დღეს გაგზავნიან თქვენ, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტს და მთეი აქცენტი გადაგაქვთ ჯანდაცვის თემატიკაზე.

დააკვირდით რას ჰგავს ეს თემა, ეს არის ბატონოჩემო სემინარი ჯანდაცვის სიტემის თაობაზე.

უბრალოდ ხდება აქცენტის გადატანა.

ფაქტი ერთია, ალიანსში დაშინდნენ იმთ, რომ ის პირველი დღის ჩავარდნა არ გამხდარიყო მედიალიზირებული და ჰაერის ბუშტი რომელსაც ჰქვია "ალასაბიას წინა საარჩევნო პროგრამა" არ გამსკდარიყო.

 

ამიტომაა თქვენ აქ ორ დღეს ჰკარგავთ ამ დებატებით.

ესაა სიმართლე და რაც გინდა ის დაგიწერიათ აწი. სამი დღის განავლობასი ვერ წარადგინეთ პროგრამა. ის რასაც თქვენ აქ ეწევით არის ჯანდაცვის საკითხების მიმოხილვა, თუმცა აქაც არ ამჟღავნებთ ვითომდა საზღვაგრგარეთის ექსპერტებს. არავითარი ექსპერტები არ არსებოს და ეს ძალიან კარგად იცით. ასეთი ექსპერტების მონაწილეობა რომ ყოფილიყო, დამალვა კი არა, არამედ ამდენხანს ამას გააპიარებდით.

 

ეს არის პრობლემა და დანარჩენზე ვისაუბროთ შემდგომ როდდესაც ჯანდაცვის პროგრმაზე დაიწყებთ მუშაობას.

Edited by bebo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არის პრობლემა და დანარჩენზე ვისაუბროთ შემდგომ როდდესაც ჯანდაცვის პროგრმაზე დაიწყებთ მუშაობას.

 

ბატონო ბებო

ეს თქვენ დაწერეთ მგონი ჩვენს მიერ შემუშავებულ პროგრამაზე სხვა თემაში "კარგი ჯანდაცვის პროგრამაში "ვერხი" დამითმია".

როგორც ვატყობ მოგეწონათ პროგრამა. იგივე ამ თემებშიც ახსენეთ ერთი-ორჯერ. როგორც იტყვიან ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო.

 

აქ აქცენტის გადატანა კი არა პროგრამის განხილვა მიმდინარეობს, რასაც ვცდილობ აგერ უკვე მე 15 გვერდზე. და კიდევ გავაგრძელებ, სანამ მოსახლეობას ექნება ამის სურვილი.

Edited by healthcare
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ბებო

ეს თქვენ დაწერეთ მგონი სხვა თემაში "კარგი ჯანდაცვის პროგრამაში "ვერხი" დამითმია". როგორც ვატყობ მოგეწონათ პროგრამა. იგივე ამ თემებშიც ახსენეთ ერთი-ორჯერ. როგორც იტყვიან ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო

 

კარგი რა ჩემო ბაბუ. რამე რომ მოგეწონოს, ჯერ ის რამე უნდა იყოს. უბრალოდ აქ არ ვჭამთ ეხლა იამს, რომ ალიანსმა თღქვენ 2 დღე მივლინებით გამოგაგზავნათ ყოფილი ფინანსთა მინისტრის ჩასვრილის გამოსასწორებლად.

ნუ გადაქვთ აქცენტი სხვა თემაზე.

"ალასანიას წინა საარჩევნო პროგრამა" აი ეს ხილი გვაინტერესებდა თავიდანვე და არა ლექცციები "მსოფლიოს სადაზღვევო სისტემები".

 

პ.ს. ხო არ დამავიწყდეს , იმ სამი მიმართულების თეზისებში, რომელსაც თქვენ პროგრამას უწოდებთ, ორს აკლია საბიუჯეტო თანხები. ამ ჯანდაცის თეზისებშიც ეტყობა სემთხვევით გაგეპარათ ეს 117 მილიონი.

 

როგორ უნდა განახორციელოთ რომელიმე პროგრამ როდესაც ისიც კი არ გაქვთ გამოთვლილი რომელ დარგში რამდენი დაგჭირდებათ.

Edited by bebo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

healthcare

მე ხელისუფლებაში არ გახლავართ.

არავინ არის სრულყოფილი http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

პრინციპში არაფერშI არ ვთქნამდებით ვგონებ მაგრამ არაუშავს სხვა დროს გავაგრძელოთ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...