prologic Posted May 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 healthcare ჩვენს პროგრამაში გარკვევით და ხაზგასმით წერია თბილისის მთელი მოსახლეობის მოცვა საყოველთაო დაზღვევის სახით - ანუ უნივერსალური მოცვა, უნივერსალური მინიმალური სადაზღვევო პაკეტი და არა ფრაგმენტიზირებული დაზღვევა, სადაც მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას აქვს დაზღვევა ხოლო დანარჩენს ელემენტარული პირველადი ჯანდაცის სისტემის ხელმისაწვდომობაც არ გააჩნია. ამას ქვია რესურსების არაადექვატური განაწილება, რაც საქართველოში არაპროფესიონალების მიერ შემუშავებული სქემაა. მარტო ამისათვის უნდა რცხვენოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს... კარგით, სურვილი კარგი გაქვთ, მეც მანდა ვარ,მაგრამ ამას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, ჯანდაბას ქალაქის მასშტაბითაც შეიძლება რაღაც სქემის ამუშავება,მაგრამ კონკრეტიკა თუ შეიძლება, ქალაქის ბიუჯეტიდან რა გზას გაივლის ფული,სანამ პროვაიდერი კლინიკის ანგარიშზე მოხვდება, პაციენტების მკურნალობის ასანაზღაურებლად? სქემა მაინტერესებს? რას უწუნებთ ჰესპას პროგრამებს? პაციენტები თვითონ ირჩევენ სად იმკურნალონ, ჰესპას ყველა კლინიკასთან აქვს კონტრაქტი და პირდაპირ ანაზღაურებს გაწეული მკურნალობის ხარჯებს, ადმინ ხარჯი აქვს ბიუჯეტის 0,01%. ახლა შეადარეთ კერძო სადაზღვეობს. გერმანიაში დღესაც არსებობს "ავადმყოფთა კასა", 190 მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ გროვდება დაზღვეულთა შენატანები, ყველას აქვს უფლება შეიცვალოს თავისი "კასა" ტერიტორიების მიუხედავად. დღემდე მოსახლეობის 85% . მდიდრები, რათქმაუნდა კერძო დაზღვევით და კერძო საპენსიო სისტემით სარგებლობენ,მაგრამ ესეთები 15%-ია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 healthcare ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ყველა მოქალაქის დაზღვევას, ანუ უნივერსალურ მოცვას. რომელშიც სადაზღვევო კომპანიები მიიღეენ მონაწილეობას კონკურენტული გარემოს შესაქმნელად.ძალიან გთხოვთ ეხლა ანბანურ ჭეშმარიტებაზე ნუ ვიკამათებთ.. სადაზღვევო სექტორი ყოველთვის ცდილობდა და ეცდება ხარჯების მინიმალიზებას და მოგების გაზრდას, რადგან საქმე კომერციულ საქმიანობასთან გვაქვს და არა საქველმოქმედო მოძრაობასთან.. აქედან გამომდინარე იმაზე საუბარი, რომ სამედიცინო დაზღვევის კერძო სექტორისთვის გადაბარება მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურება მზოლოდ და ძირითადში და სხვა არაფერს ცოტა არ აყოს ალოგიკური კი არა და საერთოდ არასერიოზულია.. თქვით რომ სადაზღვევო სექტორის მხარდაჭერა და განვითარება გინდათ მოსახლეობის ჯამრთელობის ხარჯზე და ლოგიკას დავინახავ თქვენს სიტყვებში, მაგრამ იმაზე საუბარი რომ კომერციული სადაზღვევო კომპანიები თავს დადებენ და 24 საათში გაიღებენ მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობისთვის აუცილებელ თანხებს 100%-ით რავიცი აბა : ))) სასაცილოა თორე სხვა არაფერი .. სწორედ არჩევანის უფლებაა ჩვენთვის მთავარი, რაც ბრიტანულ სისტემაში არ არსებობს.ბრიტანულ სისტემაში მთავარი არსებობს, "უფასო" სამედიცინო მომსახურეობა. მოსახლეობაზე და მოსახლეობის ინტერესზე თუ ვსაუბრობთ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის რომელი სადაზღვევო კომპანია, რამდენ ფულს გააკეთებს იმის ხარჯზე, რომ ვიღაცას გულლზე ოპერაცია არ დაუფინანსა და ვიღაცას თირკმელის გადანერგვა .. მედიცინა და კომერცია საერთოდ ამორალურია ჩემი აზრით, ისევე როგორც დაწყებითი და საშუალო განათლების კომერციალიზაცია.. ფული არ არის ყველაფერი, ყველაფერი ადამიანია ყოველთვის! http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
healthcare Posted May 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 (edited) healthcare ძალიან გთხოვთ ეხლა ანბანურ ჭეშმარიტებაზე ნუ ვიკამათებთ.. სადაზღვევო სექტორი ყოველთვის ცდილობდა და ეცდება ხატჯების მინიმალიზებას და მოგების ზრდას რადგან საქმე კომერციულ საქმიანობასთან გვაქვს და არა საქველმოქმედო მოძრაობასთან.. აქედან გამომდინარე იმაზე საუბარი, რომ სამედიცინო დაზღვევის კერძო სექტორისთვის გადაბარება მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურება ცოტა არ აყოს ალოგიკური კი არა და საერთოდ არასერიოზულია.. თქვით რომ სადაზრვევო სექტორის მხარდაჭერა და განვითარება გინდათ მოსახლეობის ჯამრთელობის ხარჯზე და ლოგიკას დავინახავ თქვენს სიტყვებში, მაგრამ იმაზე საუბარი რომ კომერციული სადაზღვევო კომპანიები თავს დადებენ და 24 საათში გაიღებენ მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობისთვის აუცილებელ თანხებს 100%-ით რავიცი აბა : ))) სასაცილოა თორე ხვა არაფერი .. ბრიტანულ სისტემაში მთავარი არსებობს, "უფასო" სამედიცინო მომსახურეობა. მოსახლეობაზე და მოსახლეობის ინტერესზე თუ ვსაუბრობთ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის რომეი სადაზღვევო კომპანია რამდენ ფულს გააკეთებს იმის ხარჯზე რომ ვირაცას გულლზე ოპერაცია არ დაუფინანსა და ვირაცას თირქმელის გადანერგვა .. მედიცინა და კომერცია საერთოდ ამორალურია ჩემი აზრით, ისევე როგორც დაწყებითი და საშუალო განათლების კომერციალიზაცია .. ფული არ არის მთავარი, მთავარი ადამიანია ყოველთვის! http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif უფრო დაგიკონკრეტებთ. გერმანული მოდელი ნიშნავს კონკურენტულ რეგულირებად სადაზღვევო მოდელს და არარეგულირებადს, რაც დღეს სამწუხაროდ საქართველოშია. კერძო სექტორზე კი არ მიდის გადაბარება, არამედ კერძო სექტორი მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციებით. იმასაც მოგახსენებთ, რომ დასავლეთში, სადაც ასეთი სქემა მუშაობს, დაწესებულია მოგების ზღვარი, რაც ჩვენთან არ არის რეგულირებული. კერძო დაზღვევის კომპანიებზე რომლებიც მონაწილეობას ღეულობენ სახელმწიფო პოროგრამების მენეჯმენტში მოქმედებს ევროკავშირის კანონები რეგულაციაზე და ა. შ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის მთავარია მთელი მოსახლეობის უნივერსალური მოცვა, მინიმალური უნივერსალური პაკეტით, პაციენტის არჩევის უფლება და რეგულირებადი (ხაზს ვუსვამ) კონკურენცია სადაზღვევო ბაზარზე Edited May 23, 2010 by healthcare Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
healthcare Posted May 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 (edited) healthcare ჩვენს პროგრამაში გარკვევით და ხაზგასმით წერია თბილისის მთელი მოსახლეობის მოცვა საყოველთაო დაზღვევის სახით - ანუ უნივერსალური მოცვა, უნივერსალური მინიმალური სადაზღვევო პაკეტი და არა ფრაგმენტიზირებული დაზღვევა, სადაც მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას აქვს დაზღვევა ხოლო დანარჩენს ელემენტარული პირველადი ჯანდაცის სისტემის ხელმისაწვდომობაც არ გააჩნია. ამას ქვია რესურსების არაადექვატური განაწილება, რაც საქართველოში არაპროფესიონალების მიერ შემუშავებული სქემაა. მარტო ამისათვის უნდა რცხვენოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს... კარგით, სურვილი კარგი გაქვთ, მეც მანდა ვარ,მაგრამ ამას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, ჯანდაბას ქალაქის მასშტაბითაც შეიძლება რაღაც სქემის ამუშავება,მაგრამ კონკრეტიკა თუ შეიძლება, ქალაქის ბიუჯეტიდან რა გზას გაივლის ფული,სანამ პროვაიდერი კლინიკის ანგარიშზე მოხვდება, პაციენტების მკურნალობის ასანაზღაურებლად? სქემა მაინტერესებს? რას უწუნებთ ჰესპას პროგრამებს? პაციენტები თვითონ ირჩევენ სად იმკურნალონ, ჰესპას ყველა კლინიკასთან აქვს კონტრაქტი და პირდაპირ ანაზღაურებს გაწეული მკურნალობის ხარჯებს, ადმინ ხარჯი აქვს ბიუჯეტის 0,01%. ახლა შეადარეთ კერძო სადაზღვეობს. გერმანიაში დღესაც არსებობს "ავადმყოფთა კასა", 190 მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ გროვდება დაზღვეულთა შენატანები, ყველას აქვს უფლება შეიცვალოს თავისი "კასა" ტერიტორიების მიუხედავად. დღემდე მოსახლეობის 85% . მდიდრები, რათქმაუნდა კერძო დაზღვევით და კერძო საპენსიო სისტემით სარგებლობენ,მაგრამ ესეთები 15%-ია. ჩვენი პროგრამით აქცენტი სწორედაც იმიტომ გავაკეთეთ გერმანულ მოდელზე, რომ მას არ ჭირდება საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ამით ვუპასუხებდი ასდს-აც. ბრიტანული მოდელი უფრო საჭიროებს საკანონმდებლო ბაზის შექმნას. სქემა ასეთია - ჩვენს მიერ შემუშავებულია მომსახურების პაკეტი. გამოცხადდება კონკურსი ამ პეკეტის განხორციელებაზე და რომელი კომპანიაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს ის განახორციელებს. მოთხოვნები იქნება მკაცრი და იმ რეგულირების სქემების დაცვით რაც შემუშავებულია და რისი გამოცდილებაც აქვს ევროპას. გერმანიაში სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობენ არამარტო კრანკენკასები არამედ კერძო კომპანიებიც. ეს იმიტომ გააკეთეს გერმანელებმა რომ შექმნილიყო კონკურენცია, პაციენტს არჩევითობა დაცულიყო და ხარისხზე აქცნტი, რასაც სრულიად ვეთანხმები, ვიდრე მონოპოლურ ერთი კომპანიის არსებობას სადაზღვევო სფეროში. რადგან მონოპოლიას აქვს თავისი უარყოფითი შედეგებიც რაც ცნოილია და ამაზე არ გავაგრძელებ საუბარს Edited May 23, 2010 by healthcare Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bebo Posted May 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 (edited) ეს საუბარი არის თეორიაზე, რომელსაც პარქტიკაში განხორციელება არ უწერია. ვერ გავიგე რატომ არ შეიძლებოდა ამის ასე პრეზენტაცია ალიანსის ვებ-გვერდზე.აგერ გვაქვს რაღაც მიმართულებები და მოდი ვიმსჯელოთ. არ შეილება რომელიმე მიმართულების რეალიზაცია საერთო პროგრამის გარეშე. უბრალოდ არ გამოდიე ეს.ფანტასტიკაზე ვსაუბრობთ. აბა ასე ეხლა რომელიმე ტბილისის უნივერსიტეტშიც იქნება ამ განხრის თაობაზე ნამუშევარი, მაგრამ ასეთი ნამუშვეარი პროგრამის ნაწილად რომ იქცეს ჯერ პროგრამა არის საწირო. წყლის ნაყვაა რა. პ.ს პოსტი მოვათავსე და რას ვხედავ ისევ "ჩვენი პროგრამით აქცენტი სწორედაც იმიტომ გავაკეთეთ" რომელი თქვენი პროგრამის ადამიანო, რომელიც არ გაქვთ?ვაააააააააააააა. Edited May 23, 2010 by bebo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
healthcare Posted May 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 ეს საუბარი არის თეორიაზე, რომელსაც პარქტიკაში განხორციელება არ უწერია. ვერ გავიგე რატომ არ შეიძლებოდა ამის ასე პრეზენტაცია ალიანსის ვებ-გვერდზე.აგერ გვაქვს რაღაც მიმართულებები და მოდი ვიმსჯელოთ. არ შეილება რომელიმე მიმართულების რეალიზაცია საერთო პროგრამის გარეშე. უბრალოდ არ გამოდიე ეს.ფანტასტიკაზე ვსაუბრობთ. აბა ასე ეხლა რომელიმე ტბილისის უნივერსიტეტშიც იქნება ამ განხრის თაობაზე ნამუშევარი, მაგრამ ასეთი ნამუშვეარი პროგრამის ნაწილად რომ იქცეს ჯერ პროგრამა არის საწირო. წყლის ნაყვაა რა. პ.ს პოსტი მოვათავსე და რას ვხედავ ისევ "ჩვენი პროგრამით აქცენტი სწორედაც იმიტომ გავაკეთეთ" რომელი თქვენი პროგრამის ადამიანო, რომელიც არ გაქვთ?ვაააააააააააააა. ბატონო ბებოაგერ 15 გვერდზე ვსაუბრობ პროგრამაზე, მის არსზე, დეტალებზე, თქვენ კი მხოლოდ ერთი ფრაზა გაქვთ ამოჩემებული - არ გაქვთ პროგრამა. ცხადია ყველაფერი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bebo Posted May 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 ბატონო ბებოაგერ 15 გვერდზე ვსაუბრობ პროგრამაზე, მის არსზე, დეტალებზე, თქვენ კი მხოლოდ ერთი ფრაზა გაქვთ ამოჩემებული - არ გაქვთ პროგრამა. ცხადია ყველაფერი... მოდი მაშინ დავაქუცმაცოთ ეს ჩემი შეკითხვები. ალასანიას ვებ- საიტეზ განყოფილებაში "პროგრამა" დევს : "ჯანდაცვის", "სოციალური" და "უმუშევრობის" .თქვენი აზრით ეს სამი მიართულება ერთად აღებული საერთო პროგრამაა?პ.ს. პასუხში არ გამოტოვოთ ის რომ იმ ორ მიმარტულებას ჯანდაცვის გარდა არ აქვს წარდგენილი დაფინანსების თანხა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
healthcare Posted May 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 მოდი მაშინ დავაქუცმაცოთ ეს ჩემი შეკითხვები. ალასანიას ვებ- საიტეზ განყოფილებაში "პროგრამა" დევს : "ჯანდაცვის", "სოციალური" და "უმუშევრობის" .თქვენი აზრით ეს სამი მიართულება ერთად აღებული საერთო პროგრამაა?პ.ს. პასუხში არ გამოტოვოთ ის რომ იმ ორ მიმარტულებას ჯანდაცვის გარდა არ აქვს წარდგენილი დაფინანსების თანხა. ეს თემა გახსნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამის განხილვისათვის. სხვა პროგრამებს ვერ შევეხები და ვერც გავაანალიზებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 healthcare კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის მთავარია მთელი მოსახლეობის უნივერსალური მოცვა, მინიმალური უნივერსალური პაკეტით,ხოდა ამ მინიმაური პაკეთით მოსახლეობის მოცვა კი არ არის საჭირო, მოსახლეოისთვის "უფასო" სამედიცინო მომსაზურეობაა საჭირო. უფასო რომ არაფერია ვიცით, მაგრამ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა და ის შემოსავლიდან ჩამოჭრილი 12-18% საკმაოდ სოლირური გადასახად იქნება რომ უფასო სამედიცნო მომსახურეობა ქონდეს ადამიანს.. პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სამედიცინო დაზღვევის ძირფესვიანი კომერციალიზება, იყოს კერძო სადაზღვევო კომპანიების სერვისში ჯამრთელობის დაზღვევაც, მაგრამ ძირითადად ამ საკითხით სახელმწიფო უნდა იყოს დაკავებული.. ბოლო ბოლო ქვეყანა რისთვის არსებობს? უფრო დაგიკონკრეტებთ. გერმანული მოდელი ნიშნავს კონკურენტულ რეგულირებად სადაზღვევო მოდელს და არარეგულირებადს, რაც დღეს სამწუხაროდ საქართველოშია. კერძო სექტორზე კი არ მიდის გადაბარება, არამედ კერძო სექტორი მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციებით. იმასაც მოგახსენებთ, რომ დასავლეთში, სადაც ასეთი სქემა მუშაობს, დაწესებულია მოგების ზღვარი, რაც ჩვენთან არ არის რეგულირებული. კერძო დაზღვევის კომპანიებზე რომლებიც მონაწილეობას ღეულობენ სახელმწიფო პოროგრამების მენეჯმენტში მოქმედებს ევროკავშირის კანონები რეგულაციაზე და ა. შ.პრინციპში მე ჩემი მოსაზრება ვგონებ რომ დავაფიქსირე ამ ყველაფერთან დაკავშირებით ასე რომ კამათის გაგრძელებას აზრი არ აქვს.. ერთია რომ რა რეგულირებაც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან, კომერციული საქმიანობა ფულის კეთებაზეა ორიენტირებული, რაც გასაგები და მისაღებია, მაგრამ კომერციული კომპანიებისთვის სამედიცინო დაზღვევის ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი კონტროლის მექანიზმების თანხლებით გადაბარება არც ნორმალურია და არც მისაღები ჩემთვის. ზუსტად იმიტომ რომ სახელმწიფოს მიეერ მოქალაქეების ფუნდამენტალური უფლებების დაცვაზე უარის თქმა და ამ უფლებების დაცვის კერძო სექტორისთვის გადაბარება, შესაბამისად კი ადამიანების ჯამრთელობაზე და ავტომატურად ადამიანის სიცოცხლეზე ფულის კეთება ამორალურად და მიუღებლად მიმაჩნია. ხომ ხედავთ, როცა უპატივისცემლობას და ქედმაღლობას არ ამჟაღვნებთ ჩემთასნაც კი შესაძლებელია კორექტული საუბარი :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
healthcare Posted May 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 healthcare ხოდა ამ მინიმაური პაკეთით მოსახლეობის მოცვა კი არ არის საჭირო მოსახლეოისთვის უფასო სამედიცინო დაზღვევაა საჭირო. უფასო რომ არაფერია ვიცით, მაგრამ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა და ის შემოსავლიდან ჩამოჭრილი 12-18% საკმაოდ სოლირური გადასახადია უფასო სამედიცნო მომსახურეობა უნდა ქონდეს ადამიანს.. პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სამედიცინო დაზღვევის ძირფესვიანი კომერციალიზება, იყოს კერძო სადაზღვევო კომპანიების სერვისში ჯამრთელობის დაზღვევაც, მაგრამ ძირითადად ამ საკითხით სახელმწიფო უნდა იყოს დაკავებული.. ბოლო ბოლო ქვეყანა რისთვის არსებობს? პრინციპში მე ჩემი მოსაზრება ვგონებ რომ დავაფიქსირე ამ ყველაფერთან დაკავშირებით ასე რომ კამათის გაგრძელებას აზრი არ აქვს.. ერითა რომ რა რეგულირებაც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან, კომერციული საქმიანობა ფულის კეთებაზეა ორიენტირებული, რაც გასაგები და მისაღებია, მაგრამ კომერციული კომპანიებისთვის სამედიცინო დაზღვევის ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი კონტროლის მექანიზმების თანხლებით გადაბარება არც ნორმალურია და არც მისაღები ჩემთვის. ზუსტად იმიტომ რომ სახელმწიფოს მიეერ მოქალაქეების ფუნდამენტალური უფლებების დაცვაზე უარის თქმა და ამ უფლებების დაცვის კერძო სექტორისთვის გადაბარება, შესაბამისად კი ადამიანების ჯამრთელობაზე და ავტომატურად ადამიანის სიცოცხლეზე ფულის კეთება ამორალურად და მიუღებლად მიმაჩნია. ხომ ხედავთ, როცა უპატივისცემლობას და ქედმაღლობას არ ამჟაღვნებთ ჩემთასნაც კი შესაძლებელია კორექტული საუბარი :ravic: და სად გვიწერია რომ სახელმწიფო არ იქნება დაკავებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაში. თქვენ საუბრობთ მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე, რაშიც გეთანხმებით მაგრამ იქ სადაც სადაზღვევო სფერო მონოპოლიზებულია ერთი სახელმწიფო კომპანიით, არ გეჩვენებათ, რომ მოსახლეობის ასევე ფუნდამენტური უფლება არჩევანზე დარღვეულია. არჩევანის თავისუფლება კი ერთერთი უმნიშვნელოვანესია და ამაში დამეთანხმეთ. აქედან უნდა იყოს აგებული სქემა და შემდეგ სადაზღვევო სისტემის აგება ქვეყანაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bebo Posted May 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 (edited) ეს თემა გახსნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამის განხილვისათვის. სხვა პროგრამებს ვერ შევეხები და ვერც გავაანალიზებ :ravic: რომ დავწერთ პროგრამა არ გაქვთ მეთქი, მეუბნები გვაქვსო.ეხლა რომ შეგეკითხებით მხოლოდ ეს სამი მიმართულებაათქო პროგრმა, ისევ ძველ პასუხს მაძლევ მე მხოლოდ ჯანდაცვისა ვიციო. ეხლა ისევ შეგეკითხებით, როგორ აპირებთ ერთი მიმართულების ე.ი. ჯანდაცვის განხორციელებას სხვა ყველა დარგის ერთიანი კონცეფციის გარეშე? პ.ს. პასუხი ალაბთ იგივე იქნება, გვაქვსო. ხო და ალბათ შეკითხვა სად გაქვთ უაზრო იქნება ხო? Edited May 23, 2010 by bebo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
healthcare Posted May 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 :ravic: რომ დავწერთ პროგრამა არ გაქვთ მეთქი, მეუბნები გვაქვსო.ეხლა რომ შეგეკითხებით მხოლოდ ეს სამი მიმართულებაათქო პროგრმა, ისევ ძველ პასუხს მაძლევ მე მხოლოდ ჯანდაცვისა ვიციო. ეხლა ისევ შეგეკითხებით, როგორ აპირებთ ერთი მიმართულების ე.ი. ჯანდაცვის განხორციელებას სხვა ყველა დარგის ერთიანი კონცეფციის გარეშე? პ.ს. პასუხი ალაბთ იგივე იქნება, გვაქვსო. ხო დ ალბათ შეკითხვა სად გაქვთ უაზრო იქნება ხო? ყველა სხვა დარგის ერთიანი კონცეფცია დევს ვებ გვერდზე, სადაც წერია - მმართველობის ფორმა, ეკონომიკა, განათლება და მეცნიერება, სპორტი, კულტურა და ა. შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bebo Posted May 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 (edited) ყველა სხვა დარგის ერთიანი კონცეფცია დევს ვებ გვერდზე, სადაც წერია - მმართველობის ფორმა, ეკონომიკა, განათლება და მეცნიერება, სპორტი, კულტურა და ა. შ. ლინკი მომეცით. ის რაც ფეისბუქზე მანახეთ არ გინდათ რა. მაგი ოდნავ შეგეშალათ პროგრამაში. Edited May 23, 2010 by bebo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted May 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 healthcare სქემა ასეთია - ჩვენს მიერ შემუშავებულია მომსახურების პაკეტი. გამოცხადდება კონკურსი ამ პეკეტის განხორციელებაზე და რომელი კომპანიაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს ის განახორციელებს. მოთხოვნები იქნება მკაცრი და იმ რეგულირების სქემების დაცვით რაც შემუშავებულია და რისი გამოცდილებაც აქვს ევროპას. ამ მიდგომას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რა საჭიროა ზედმეტი რგოლი, სადაზღვევო კომპანიის სახით, ეს მხოლოდ ხარჯებს ზრდის, მაგ კომპანიამ მოგება ხომ უნდა ნახოს?? ვის ხარჯზე?? ან პაციენტის ან ბიუჯეტის, რაატოოომმმ?? ეს იგივეა რაც ეხლა არსებული მახინჯი სქემაა,როცა თბილისი ავერსმა (ალფამ) მოიგო და თუ უმწეო ხარ ,სხვაგან ვერ წახვალ, მათ უნდა მიაკითხოთ. სხვა რეგიონები სხებმა. რით განსხვავდება თქვენი სქემა დღევანდელიაგან?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
healthcare Posted May 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 healthcare სქემა ასეთია - ჩვენს მიერ შემუშავებულია მომსახურების პაკეტი. გამოცხადდება კონკურსი ამ პეკეტის განხორციელებაზე და რომელი კომპანიაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს ის განახორციელებს. მოთხოვნები იქნება მკაცრი და იმ რეგულირების სქემების დაცვით რაც შემუშავებულია და რისი გამოცდილებაც აქვს ევროპას. ამ მიდგომას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რა საჭიროა ზედმეტი რგოლი, სადაზღვევო კომპანიის სახით, ეს მხოლოდ ხარჯებს ზრდის, მაგ კომპანიამ მოგება ხომ უნდა ნახოს?? ვის ხარჯზე?? ან პაციენტის ან ბიუჯეტის, რაატოოომმმ?? ეს იგივეა რაც ეხლა არსებული მახინჯი სქემაა,როცა თბილისი ავერსმა (ალფამ) მოიგო და თუ უმწეო ხარ ,სხვაგან ვერ წახვალ, მათ უნდა მიაკითხოთ. სხვა რეგიონები სხებმა. რით განსხვავდება თქვენი სქემა დღევანდელიაგან?? სწორედ რომ განსხვავდება თანაც ძირეულად.დღეს რომ მხოლოდ ერთი კომპანიაა თბილისში და ისიც ფარმაცევტული კომპანიის ნაშიერი ეს თავად მეტყველებს სახელმწიფოს მიერ დაშვებულ შეცდომებზე. სადაც უგულეელყოფილია პაციენტის არჩევითი უფლება.ეს გზა უკვე გაიარა ევროპის პროგრესულმა სადაზღვევო სისტემებმა, მხედველობაში მაქვს გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია...ჩვენი პროგრამა გულისხმობს კონკურენტულ სადაზღვევო სქემას, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა სადაზღვევო კომპანია, ცხადია მკაცრი რეგულაციების გათვალისწინებით. ის რომ თავად არ მოგწონთ როცა ერთი კომპანიაა თბილისში და მეორე მხრივ მოგწონთ ერთი სახელმწიფო კომპანიის არსებობა. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ერთიდაიგივეა. ამიტომაც ვართ წინააღმდეგი ყოველგვარი მონოპოლიის ეს სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ კერძო სექტორის მხრიდან ერთი კომპანიის სახით. ჩვენთვის მთავარია პაციენტის არჩევანის თავისუფლება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.